10 ოქტომბერი - 27 ოქტომბერი, 2021 |
|
|
|
|
მიმდინარე გამოცემის თემები
|
|
|
|
|
|
პოლიტიკის უახლესი მოვლენები |
|
|
|
საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ 3+3 პლატფორმაში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით გაკეთებულ ბუნდოვან განცხადებას სამინისტროს განმარტება მოჰყვა
|
|
|
|
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში საუბრისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 3+3 პლატფორმის თაობაზე თბილისის პოზიციის შესახებ ბუნდოვანი განცხადება გააკეთა. პლატფორმის შექმნის იდეა პირველად თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 2020 წლის დეკემბერში გააჟღერა და ის მიზნად რუსეთის, ირანის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ჩართულობით ერთიანი ფორმატის შექმნას ისახავს.
ზალკალიანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისისთვის “ძალიან გაჭირდება” პლატფორმაში მონაწილეობა, საქართველო გარკვეული ფორმით მსგავს დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში და ურთიერთობებში ჩართული უნდა იყოს: “ჩვენ არ უნდა ჩამოვრჩეთ რეგიონში განვითარებულ მოვლენებს”. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საქართველოსთვის “წითელი ხაზებია” და პროექტში ჩართვა სახელმწიფო ინტერესებისა და ოკუპანტთან დათმობების ხარჯზე არ უნდა მოხდეს.
ზალკალიანმა აღნიშნული განცხადება მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვსა და მის ირანელ კოლეგას, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანს შორის გამართული შეხვედრიდან ერთი დღის შემდეგ გააკეთა. შეხვედრის შემდეგ, ლავროვმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „დღეს განვიხილეთ „3+3“ ფორმატის შექმნის ინიციატივა, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას და სამ „დიდ“ მეზობელს, კერძოდ, რუსეთს, ირანს და თურქეთს მოიცავს. ჩვენი ირანელი მეგობრები, ისევე როგორც აზერბაიჯანი და თურქეთი, ინიციატივას მხარს უჭერენ. აღნიშნულ საკითხზე ჩვენს სომეხ კოლეგებთან ერთად კი ვმუშაობთ”. ამასთან, მინისტრმა ლავროვმა საქართველოს მოუწოდა, თავისი რეგიონალური ინტერესები პლატფორმაში გაწევრიანების გზით დაიცვას: „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მიუხედავად არსებული პრობლემებისა, საქართველო შეძლებს დაინახოს ფუნდამენტური ინტერესი კონსულტაციებისა და გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმის შექმნაში რეგიონის სწრაფი განვითარებისათვის, რომელიც მიმდინარე კონფლიქტების გამო დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვითარდებოდა“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ზალკალიანის განცხადების შესახებ მედიით გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა ადგილობრივმა მედიასაშუალებამ მინისტრის გზავნილის კონტექსტი და მთლიანობა დაამახინჯა. განცხადებაში საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაიმეორა თავისი „არაერთხელ დაფიქსირებული პოზიცია, რომ საქართველო არ განიხილავს მონაწილეობას 3+3 ფორმატში რუსეთის ფედერაციასთან ერთად… აქ საუბარია ჩვენს მონაწილეობაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებში, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აზიისა და ევროპის დაკავშირებაში და არსებითად ხელს უწყობენ საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას” - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომისა და საერთაშორისო არენაზე კრემლის მზარდი აგრესიული ქცევის შემდეგ, თბილისი მოსკოვთან პირდაპირი ურთიერთობისგან, დასავლელი მოკავშირეების ჩართულობისა და სათანადო ბალანსის არსებობის გარეშე, თავს იკავებს. 3+3 პლატფორმა კი, რომელიც იმგვარადაა შექმნილი, რომ, ერთი მხრივ, რუსეთის, თურქეთისა და ირანის დომინირებას გულისხმობს, ხოლო, მეორეს მხრივ, დასავლეთის სამხრეთ კავკასიიდან გაძევებას ისახავს მიზნად, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან შეუთავსებელია. ამდენად, მსგავს პლატფორმაში მონაწილეობის მიღება ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის დამაზიანებელი იქნება.
|
|
|
|
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ შეტანილი სარჩელები დაუშვებლად სცნო
|
|
|
|
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) დაუშვებლად სცნო 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსეთის მიერ წარდგენილი ორი სარჩელი: “შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” და “ბეკოიევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”. სარჩელები რუსეთის რამდენიმე მოქალაქის მიერ იყო წარდგენილი, რომლებიც კონფლიქტის პერიოდში ან თავად ცხოვრობდნენ სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში ან მათი ოჯახის წევრები დაზარალდნენ ომის დროს, და ამტკიცებდნენ რომ საქართველომ შელახა მათი უფლებები.
მოსარჩელეების მტკიცებით, საქართველომ დაარღვია “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია”, კონკრეტულად: მუხლი 2 - სიცოცხლის უფლება, ასევე მუხლი 3 - კოფლიქტის დროს მიღებული სერიოზული ფსიქოლოგიური და მენტალური ზიანი/ტრამვა, მუხლები 13 და 14 - ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და მუხლი 8 (პროტოკოლი 1, მუხლი 1) საცხოვრებელი სახლების განადგურების შესახებ.
თავისი გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილში, სასამართლომ განმარტა, რომ მსგავსი სარჩელების განხილვისთვის “აუცილებელ გარემოებას” იურისდიქციის გავრცელება წარმოადგენს, ხოლო “რუსეთისა და საქართველოს შეიარაღებულ ძალები ერთდროულად და მასობრივად ბომბავდნენ ტერიტორიებს” რაც “შეუძლებელს ხდიდა დამნაშავის გარკვევას” და მოსარჩელეების ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანის პასუხისმგებელი მხარის იდენტიფიცირებას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ “სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის მხრიდან, საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდა კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე და, შესაბამისად, შეუძლებელია რაიმე დარღვევა შეერაცხოს საქართველოს”.
|
|
|
|
ᲝᲙᲣᲞᲘᲠᲔᲑᲣᲚ ᲢᲔᲠᲘᲢᲝᲠᲘᲔᲑᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲘᲗ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲛᲝᲕᲚᲔᲜᲔᲑᲘ |
|
|
|
მოლაპარაკებები რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს შორის
|
|
|
|
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ მოსკოვში შეხვედრები გამართა, კერძოდ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერ მინისტრ მარატ ხუსნულინთან, საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს დირექტორ ალექსანდრ ნერადკოსა და “გაზპრომის” წარმომადგენლებთან. ხუსნულინთან აფხაზურ და რუსულ მხარეს შორის ზოგადი თანამშრომლობის საკითხების გარდა, ბჟანიამ “აფხაზეთი 2022-2025”-ის პროგრამის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გამოწვევებზე იმსჯელა; ეს კი შესაძლებელია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საერთო სივრცის შექმნის გეგმის კონტექსტში იქნას განხილული, რომელიც 2014 წლის რუსეთ-აფხაზეთის “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებითაა” გათვალისწინებული (ე.წ. “ხელშეკრულება” ფართოდ მიიჩნევა, როგორც რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი).
საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოსთან მოლაპარაკებების დროს სოხუმის აეროპორტის აღდგენა და რუსეთსა და ოკუპირებულ რეგიონს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენა განიხილეს. ბჟანიას თანახმად, ისინი “ხელშეკრულების” ხელმოწერის ეტაპზე არიან, რუსეთის მთავრობის მიერ თანხები უკვე გამოყოფილია და პროექტის დასრულება 2024 წლის ბოლომდე იგეგმება.
შეთანხმება მიღწეული იქნება “გაზპრომთანაც”. როგორც ცნობილი გახდა, “გაზპრომი” ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის გაზიფიცირების საგზაო რუკის შემუშავებაზე მუშაობს. მხარეების თანახმად, ამ მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესია.
|
|
|
|
სამოქალაქო საარჩევნო კომისიის სახელით შექმნილი 3 ყალბი გვერდი. 3 სექტემბერს, სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” და საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის (PIA) ერთობლივი ინიციატივით ახალი პლატფორმა, სამოქალაქო საარჩევნო კომისია შეიქმნა. მოგვიანებით, 24 და 25 სექტემბერს ფეისბუქზე იმავე სახელწოდებით სამი ყალბი გვერდი გაჩნდა, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში სამოქალაქო საარჩევნო კომისიის რეალური გვერდის იდენტურ პოსტებს აქვეყნებდნენ, თუმცა უშუალოდ არჩევნების დღეს ერთ-ერთმა ყალბმა გვერდმა დეზინფორმაციის გავრცელება დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ შექმნილმა ინფორმაციის დაცულობის ცენტრმა სამოქალაქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღეს ყალბი ამბების გავრცელებაში დაადანაშაულა. ვიდეოში, რომელიც ინფორმაციის დაცულობის ცენტრმა მოამზადა, საუბარი იყო ერთ-ერთ დეზინფორმაციულ პოსტზე, რომელიც სამოქალაქო საარჩევნო კომისიის ყალბმა გვერდმა გამოაქვეყნა, თუმცა ვიდეოში სპიკერს არ აღუნიშნავს, რომ დეზინფორმაცია სამოქალაქო საარჩევნო კომისიის რეალურ გვერდს არ ეკუთვნოდა.
|
|
|
|
დეზინფორმაცია საქართველოს ნატო-ში გაწევრებაზე. 11 ოქტომბერს, კრემლისტური და ექსტრემისტული სატელევიზიო არხის ალტ-ინფოს წამყვანებმა ეთერში განაცხადეს, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია, თურქეთთან ინტეგრაციას ნიშნავს და ნატო-ში გაწევრების შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე თურქული ჯარი განთავსდება. აღნიშნული გზავნილი “თურქულ ნატოსთან” დაკავშირებით, უკვე წლებია, რაც კრემლის პროპაგანდისა და ანტიდასავლური რიტორიკის ნაწილია. ნატო-ს წევრობა ავტომატურად ახალ წევრ ქვეყანაში სამხედრო ძალების განთავსებას არ ნიშნავს და ყველა მსგავსი განცხადება, კონსესუსის საფუძველზე მიიღება, იმ შემთხვევაში თუ ყველა წევრი ქვეყანა თანახმაა.
|
|
|
|
მანიპულაცია ევროსასამართლოსა და საქართველოს სუვერენიტეტზე. 7 ოქტომბერს, ალტ-ინფოს წამყვანებმა ეთერში განაცხადეს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (ECHR) საქართველოს სუვერენიტეტს ზღუდავს და სტრასბურგის გადაწყვეტილების გარეშე სახელმწიფოს კანონის აღსრულება არ შეუძლია. მათი თქმით, სომხეთს უფრო მეტი ავტონომია აქვს რუსეთისგან, ვიდრე საქართველოს ECHR-გან. რეალურად, საქართველოს კონსტიტუცია ყველა საერთაშორისო შეთანხმებაზე უფრო მაღლა დგას, მათ შორის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციაზე, რომელსაც საქართველო ვერ შეუერთდებოდა, თუ ის კონსტიტუციასთან თანხვედრაში არ იქნებოდა. ევროპული კონვენცია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს იცავს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციითაც გარანტირებულია. ვრცლად იხილეთ აქ.
|
|
|
|
ქართულენოვანი ვებგვერდის მიერ ჩინეთის ინტერესების პოპულარიზაცია ფეისბუქზეც ვრცელდება
|
|
|
|
ფეისბუქის ქსელი, რომელიც მინიმუმ ორი გვერდისა და ერთი ჯგუფისგან შედგება, მოქმედებს კოორდინირებულად, რათა პოპულარიზაცია გაუკეთოს ქართულენოვან ვებგვერდ eagblog.ge-ს, რომელიც ჩინეთის მხარდამჭერ და აშშ-ს მადისკრედიტებელ სტატიებს აქვეყნებს.
Eagblog.ge საკუთარ ვებგვერდს „ახალი ამბების ალტერნატიულ პლატფორმად“ აღწერს და მთავარ გვერდზე მომხმარებელს ხუთ თემატურ მიმართულებას (პოლიტიკა, მსოფლიო, ეკონომიკა, ტექნოლოგია და აზია) თავაზობს. თუმცა, საიტზე გამოქვეყნებული სტატიების უმრავლესობა ორი დღის წესრიგის გატარებას ემსახურება: ჩინეთის და ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის, სასურველ პარტნიორებად და მსოფლიო ლიდერებად წარმოჩენას; აშშ-ის დისკრედიტაციის მცდელობას, მის ლიდერებზე, სამთავრობო სისტემაზე და საერთაშორისო საქმიანობაზე თავდასხმის გზით.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპისთვის ვებგვერდის ან ფეისბუქზე მიმდინარე კამპანიის ჩინეთის მთავრობასთან პირდაპირი კავშირის მტკიცებულება არ არსებობს, პრო-ჩინური ოპერაციის შინაარსი ემთხვევა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ახლად გაძლიერებულ მიდგომას - ონლაინ რეპუტაციის მშენებლობას, რომელიც “დისკურსის ძალის” სტრატეგიის ნაწილის წარმოადგენს. იმ ფონზე, როცა საქართველო ევროატლანტიკურ სივრცეში მეტად ინტეგრირდება, ჩინეთი მასთან ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ კავშირებს აფართოვებს. აღნიშნულ ნაბიჯს ქართველი ექსპერტების ნაწილი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ აფასებენ.
უფრო მეტი წაიკითხეთ აქ.
|
|
|
|
ჩინელი IT სპეციალისტების საიდუმლო მობილიზაცია ბათუმში
|
|
|
|
სექტემბრის ბოლოს, საქართველოს ოპოზიციურმა პარტიებმა ქართულ მედიასთან ერთად, ჩინურ მხარესთანდაკავშირებული საქართველოს ბიზნეს/პოლიტიკური ელიტის გასაიდუმლოებული არალეგალურიმაქინაციები გამოავლინა. უფრო კონკრეტულად, უკვე რამდენიმე კვირაა რაც, ჩინეთიდან ჩამოყვანილიასობით IT სპეციალისტი ბათუმის ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში ცხოვრობს. შესაბამისად, ისეთისასტუმროები როგორებიცაა, "ინტურისტი", "სქაითაუერი" და სხვა მათ საცხოვრებელ რეზიდენციებად არისგადაკეთებული და ტურისტებისთვის მინიმუმ ნახევარი წლით დაკეტილია. მათი ჩამოსვლის მიზანი უცნობია, თუმცა ოპოზიციური პარტიების ინფორმაციით, ისინი ბიძინა ივანიშვილთან არიან დაკავშირებულნი, რადგან ამ უკანასკნელმა არალეგალური კრიპტო ლაბორატორიისა და ონლაინ კაზინოს შექმნა გადაწყვიტა. ქართული მედია საშუალებების ცნობით, მოცემულ არალეგალურ ბიზნესში ასევე ჩართულია საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი თურქი ბიზნესმენი Galip Öztürk, რომელსაც ჩინელი IT სპეციალისტების მიერ დაკავებული ბათუმის სასტუმროები ეკუთვნის. უფრო მეტიც, ბიზნესმენი ბათუმში მათ მუდმივ საცხოვრებელს არალეგალურად უშენებს.
|
|
|
|
ინიციატივა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფარგლებში საქართველო-ჩინეთს შორის ინიცირებული ახალი სამოქმედო გეგმა
|
|
|
|
8 სექტემბერს, საქართველოს ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, არჩილ კალანდიამ ჩინურ მედია CGTN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ჩინურ და ქართულ მხარეებს შორის ხელი მოეწერება ახალ შეთანხმებას, რომელიც სამოქმედო გეგმის სახით იქნება წარმოდგენილი და ინიციატივა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფარგლებში საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს. მას არ გაუთქვამს ხელშეკრულების დეტალები, თუმცა ახსენა რომ ეს უკანასკნელი შეეხება ურთიერთობების გაღრმავებას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა, გარემოს დაცვა, ეკონომიკა, ენერგო და ინფრასტრუქტურული სექტორები, კულტურა, განათლება და ტურიზმი. ასევე, მისი თქმით, 2020 წელს, "ერთი სარტყელი, ერთი გზის" ინიციატივამ არამხოლოდ გაუძლო პანდემიას, არამედ ჩინეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გაძლიერებას შეუწყო ხელი.
|
|
|
|
სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივები |
|
|
|
13 ოქტომბერს სამოქალაქო იდეამ გამოსცა რიგით მე-8 ანგარიში სახელწოდებით "პანდორას ყუთი გაიხსნა: ივანიშვილის კავშირები ჩინურ კომპანიებთან", რომელიც ეხება ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაშიარსებული სკანდალური კომპანია CEFC China Energy-სა და ყოფილი-პრემიერის, ბიძინა ივანიშვილისა დაედუარდ შევარდნაძის მთავრობის ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის ივანე ჩხარტიშვილისკავშირებს. ანგარიშში ნაჩვენებია თუ როგორ გადასცა ხელისუფლების ორმა შტომ: სასამართლომ დააღმასრულებელმა ხელისუფლებამ საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი - ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, კრიმინალურ სკანდალებში გახვეულ, გაკოტრების პირას მყოფჩინურ კომპანია CEFC China Energy-ს და ამ უკანასკნელის გაკოტრების შემდეგ კი, კანონის გვერდის ავლით, როგორ მოაქცია იგი ბიძინა ივანიშვილისა და ივანე ჩხარტიშვილის შეუზღუდავი კონტროლის ქვეშ. წინამდებარე ანგარიშის ფარგლებში გამოთქმული მოსაზრებები საბოლოოდ დადასტურდა 2021 წლისსექტემბრის ბოლოს გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის მიერ გამოქვეყნებულიპანდორას დოკუმენტებით, სადაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ვირჯინიის კუნძულებზერეგისტრირებული Brightstone Finance Limited-ის კავშირები დოკუმენტალურადაა დადასტურებული.
|
|
|
|
მედიის განვითარების ფონდმა (MDF) კონრად ადენაუერის ფონდთან (KAS) თანამშრომლობით ახალი პროექტი "EaP მედია ჰაბი” დაიწყო და 15 ოქტომბერს პირველ სესიას უმასპინძლა. პროექტი სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან და საქართველოდან ჟურნალისტებს შორის ინფორმაციის გაცვლასა და თანამშრომლობის გაღრმავების ისახავს მიზნად, რათა ადგილობრივ მედია საშუალებებში რეგიონული თემების პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი.
|
|
|
|
იხილეთ ამ დროისთვის გამოქვეყნებული GWB-ის ყველა პუბლიკაცია აქ.
|
|
|
|
|