MDF
#1, 1 - 31 იანვარი , 2020

ქსენოფობია

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 9 იანვარი,
გიგი მაღლაკელიძე, პატრიოტთა ალიანსი: „ისეთი გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ, რომ ეკონომიური განვითარებაც, სტრატეგიული პორტებიც და სულ ყველაფერი უკან დაგვრჩება იმის ფონზე, თუ როგორი მიგრაციული ტალღა ემუქრება ქვეყანას ირან-ამერიკაში და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე. თქვენც ყველა დადიხართ ალბათ ქალაქში, დადიხართ ალბათ ქუჩაში და თბილისი თბილისს აღარა გავს, რა მიგრაციული ტალღა არი, აქ სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი, ალბათ გარკვეულწილად სავიზო რეჟიმებიც არი შემოსაღები ირანთან და სხვა ქვეყნებთან… ის ფასის ზრდა და ქვეყანაში უმუშევრობის ესე კატასტროფული ზრდა და სხვა ეკონომიური სიდუხჭირე პირდაპირ კავშირშია ამ მიგრაციულ ტალღასთან და საერთოდ ქვეყანაში მიმდინარე ამ ეკონომიკურ მოვლენებთან დაკავშირებით.“

ალია, 20-26 იანვარი
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტია: „ჩვენ ვდგავართ უდიდესი საფრთხის წინაშე, საბოლოოდ გადავშენდეთ როგორც ერი, რადგან ვერ გავუძლებთ 85 მილიონიანი ირანული ეთნოსის შემოტევას, ამ ყველაფრის სათავეში დგას ქვეყნის ხელმძღვანელობა. დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დავსვით საკითხი, რათა აღნიშნული პირები მოექცნენ ანტი ირანული სანქციების იმ ახალ ტალღაში, რომელიც ამ დღეებში ამოქმედდა. ვფიქრობ, განგაშს უნდა იწვევდეს ის, რომ 134 ათასი უძრავი ქონება ბოლო წლებში დარეგისტრირებულია ირანელ მოქალაქეებზე.

სწორედ ირანიზაცია იყო ჩვენი პრობლემა ამდენი ხნის განმავლობაში და იდგა ჩვენი გადარჩენის საკითხი. ალბათ, გიორგი სააკაძე საფლავშია გადატრიალებული, რასაც უყურებს. უყურებს იმას, რომ ქართველთა ხელით ხორციელდება ირანიზაცია და არავითარი შაჰები და სულთნები არაფერ შუაში არ არიან”

ასავალ-დასავალი, 13 – 19 იანვარი
ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: „გააუქმეთ უვიზო რეჟიმი ირანთან და აზია-აფრიკის ისლამურ ქვეყნებთან! თუ სააკაშვილმა 30 ათასამდე თურქს მისცა მოქალაქეობა და აჭარა თურქებით გაავსო, ამ ხელისუფლების პირობებში თბილისში ათობით ათასმა ირანელმა, ერაყელმა თუ სირიელმა დაიდო ბინა!... საამშენებლო კომპანიები, რომლებმაც ასობით კორპუსი ააშენეს უცხოტომელებისთვის, საქართველოსა და ქართველი ხალხის ისეთივე დაუძინებელი მტრები არიან, როგორიც ბანკები და კაზინო-ტოტალიზატორები!“

მედია

საქინფორმი, 6 იანვარი,
არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი: "საქართველოში მყოფი ირანელები, რომლებიც საქართველოში ჩამოდიოდნენ არა მხოლოდ სწავლისა და ბიზნესისთვის, არამედ თავიანთი თანამემამულეებისთვის პლაცდარმის შესაქმნელად, აშშ-თან ომის შემთხვევაში, რომელიც მოსალოდნელი იყო ყოველდღე ბოლო 10 წლის განმავლობაში. ირანელი ლტოლვილები დახოცავენ ქართველ მამაკაცებს და გააუპატიურებენ ქართველ ქალებსა და ბავშვებს, ხოლო ტერორისტები, რომლებიც ლტოლვილებად გაასაღებენ თავს, პანკისელებთან ერთად, განახორციელებენ ტერაქტებს თბილისში და ხელში ჩაიგდებენ ლუგარის ბიოლაბორატორიას, რათა გამოიყენონ იქ შენახული განსაკუთრებით საშიში ვირუსების შტამები ამერიკელების წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში!”

საქართველო და მსოფლიო, 22 იანვარი,
ბესო ბარბაქაძე, ჟურნალისტი: "ჩინელებს, პირველად რომ დაიწყეს მასობრივად შემოსვლა საქართველოში, გაოცებული სახეები ჰქონდათ, ვერ წარმოედგინათ, რომ არსებობდა ქვეყანა, რომლის ქუჩებშიც მათი საყვარელი კერძის მოსამზადებელი ცხოველები ასე უპატრონოდ დადიოდნენ, და ჩინელები ძაღლებს დაერივნენ. იმხანად ამით ადგილობრივებმაც “იხეირეს”, ჩააბამდნენ საბელს მაწანწალა ძაღლს, მიჰგვრიდნენ ჩინელებს და ყიდდნენ. მერე და მერე, ჩინელებმა უარი თქვეს მაწანწალა ძაღლებზე, რადგან არ არსებობდა ცნობა მათი ჯანმრთელობის შესახებ".

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

საქართველო და მსოფლიო, 15 იანვარი,
დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი: "ის, რომ ბოლო წლებში ირანის მოქალაქეები უკონტოლოდ შემოდიან ქვეყანაში, ყიდულობენ მიწას, სახლებს, ბინებს იმ მოტივით, რომ ირანის მიერ ოდესღაც დაკარგულ ტერიტორიაზე სახლდებიან, საგანგაშოა. სხვათა შორის, 2018 წლის თებერვალში პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ ერთ-ერთ გამოსვლაში ყაჯართა დინასტია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ირანს მათი მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად რუსეთმა წაართვა საქართველო. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ პრეტენზია აქვთ საქართველოზე და ის იმპერიალისტური დამოკიდებულება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არსებობდა, დღესაც არსებობს. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა: რა პოლიტიკური სტრატეგია აქვს საქართველოს ხელისუფლებას ამ მიდგომის საპირწონედ? რა პასუხს ვცემთ ჩვენ თუნდაც დიპლომატიურ დონეზე, როცა ასეთ მტრულ, კოლონისტურ რიტორიკას ვისმენთ? ისინი ხომ, პრაქტიკულად, გვეუბნებიან, რომ სახელმწიფო არ ვართ?"

ასავალ-დასავალი, 20 – 26 იანვარი
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადმცველთა ასოციაცია: „ირანთან უვიზო მიმოსვლა უნდა გაუქმდს. გაივსო ეს ქვეყანა ირანელებით. ათიათასობით ბინები აქვთ აქ ნაყიდი. სპორტის სასახლეს და ფილარმონიას ისე ავსებენ, რომ ნემსი არ ჩავარდება.“
„ახალი თაობა“

ასავალ-დასავალი, 27 იანვარი - 2 თებერვალი
სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: „კრიმინალების შემოსევას სააკაშვილის რეჟიმის დროს დაედო საფუძველი, როდესაც ამ ქართველთ - მოძულემ უამრავ უცხოელს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა, ხოლო ქართული მიწები ინდუსებს, ირანელებს, ჩინელებსა და სხვა გადამთიელებს დაურიგა...

ირანში განვითარებული მოვლენების შემდეგ ამ ქვეყნიდან და სხვა ქვეყნებიდანაც საქართველოში ათსობით ადამიანი შემოდის და უკან მხოლოდ 15-20 პროცენტი ბრუნდება! ეს არის გამიზნული პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია, ყველა ხერხით ქართველები საკუთარი სამშობლოდან გააძევონ და აქ უცხოტომელები დაასახლონ. ფაქტობრივად, ეს არის უცხოტომელთა მხრიდან საქართველოს ოკუპაცია, რაც რუსულ ოკუპაციაზე გაცილებით დამღუპველ შედეგს მოიტანს…”

ასავალ-დასავალი, 27 იანვარი - 2 თებერვალი
დავით ზირაქიშვილი, კონსტიტუციის მე-5 მუხლის დაცვის ლიგის თავმჯდომარე: „პორტის მშენებლობა სამეგრელოს დემოგრაფიულ კატასტროფას გამოიწვევს. სამეგრელო იმავე მდგომარეობაში ჩავარდება, რა მდგომარეობაშიც დღეს ხარაგაულის რაიონია, სადაც ქართველები სტუმრად არიან და ჩინელები არიან ყველაფრის ბატონ-პატრონები. ხარაგაულში ძაღლები არ ყეფენ. ჩინელებმა ძაღლებიც კი შეჭამეს.“
„ალია“

თურქოფობია

მედია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 11 იანვარი,
გია არეშიძე, წამყვანი: "სხვათაშორის აქ ისიც აღვნიშნოთ, რომ ირანსაც, თურქეთისა არ იყოს, ტერიტორიული პრეტენზიები აქ საქართველოზე. შარშან ხომეინიმ(?) განაცხადა, რომ, ხომენეიმ (?) ბოდიში, განაცხადა, რო საქართველო 200 წლის წინ ჩვენი ჩვენი ის იყო და ეხლა მოგლეჯილიაო თავის გულსო ჩვენი სამშობლოს, მოგლეჯილია ირანსო და ა.შ. ანუ ეს პრეტენზიები ისევე, როგორც თურქეთსა აქ ყარსის ხელშეკრულებით აჭარაზე, იმას მთლიანად საქართველოზე აღმოაჩნდა".

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ასავალ-დასავალი, 13 – 19 იანვარი
თამაზ ბაკურიძე, ჩვენი უფლებებისთვის: „დიდია იმის ალბათობა, ერთ მშვენიერ დღეს თურქეთმა საქართველოს ძირძველი ტერიტორიებისკენაც მიაპყროს მზერა და რაც უკვე მიტაცებული აქვს, იმით აღარ დაკმაყოფილდეს. ყოველ შეთხვევაში, თურქეთი ამისთვის ნიადაგს ნაბიჯ-ნაბიჯ ამზადებს და ელოდება მისთვის სასურველ დროს, როცა უიარაღოდ და მშვიდობიანად დაეუფლება აჭარას. უბედურება ის არის, რომ ამას თურქეთი ისევ და ისევ მოღალატე ქართველების ხელით აკეთებს...

ნაცებმა თურქებზე გაყიდეს ასლანის მიერ შენარჩუნებული ის ქართული მიწა, რომლის ერთი გოჯიც აბაშიძეს უცხო თესლზე არ გაუსხვისებია და სანაცვლოდ თურქებმა შეღებეს და სათავისოდ „ააშენეს“ ბათუმი.“

ისლამოფობია

მედია

საქინფორმი, 6 იანვარი,
არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი: "განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მათ, ვისაც შეუძლია მტერს შიგნიდან „გაუხსნას ჭიშკარი”:...2 - პანკისის ხეობის მკვიდრნი. ბოლო წლების განმავლობაში ჩრდილოკავკასიელი ტერორისტების ძველი ბაზა გადასაბირებელი პუნქტის როლს ასრულებდა, აწვდიდა ისლამურ სახელმწიფოს რიგით ბოევიკებსა და ცნობილ საველე მეთაურებს. საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც პანკისში ანტიტერორისტულ სპეცოპერაციებს აწყობს და ჰესებს აშენებს, განაწყენებული პანკისელი ისლამისტები, მალხაზ მაჩალიკაშვილის ხელმძღვანელობით, საკუთარი შურისძიებისთვის დიდი სიხარულით მთელ საქართველოს სისხლში ჩაახრჩობენ და თავს „ჯიჰადით“ გაიმართლებენ. ამისათვის ისინი მიიღებენ დიდ ტრანსფერებს საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებისგან, რადგან არ არიან მიჩვეული მშვიდობიანი შრომით ფულის შოვნას". ფეისბუქი

არმენოფობია

მედია

ასავალ-დასავალი, 20 – 26 იანვარი
დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: „მოკლედ, ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ მიხეილ მიშუსტინის სომხურ წარმომავლობაზე ისე გარკვევით და მკაფიოდ ითქვა, შიშმა შემიპყრო - თუ სერგეი კალანტაროვ-ლავროვი, მიშუტკინი და მიშუსტინი საქართველოს წინააღმდეგ შეითქვენ, მაშინ ნამდვილად ვეღარ გადავრჩებით და ჭირი მოგვჭამა იბერიის გაბრწყინებამ-მეთქი!... ქართველები და სომხები, როგორც ბიზანტიის იმპერიის კარზე იბრძოდნენ გავლენების მოსაპოვებლად, დღეს კრემლშიც ისევე იბრძვიან და უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ბრძოლაში ქართველებს სომხებმა გვაჯობეს...“

ჰომოფობია

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ახალი ამბები - მთავარი, 10 იანვარი
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „თვითონ არის მამათმავალიც და თვითონ არის დიდი ხანია სოდომურ და გომორულ ცოდვაში ჩავარდნილი ეს პიროვნება, [გიორგი მამალაძე] როდესაც ჩვენს წმინდა და ბრძენ პატრიარქზე ავრცელებს ასეთ სიბინძურეს... უნდა დავიცვათ დედაეკლესია, უნდა დავიცვათ ისეთი ბინძური პიროვნებებისაგან როგორიც არის მამათმავალი მამალაძე, როგორიც არის მამათმავალი ცრუ პეტრე [ცაავა].“

მედია

ასავალ-დასავალი, 20 – 26 იანვარი
გიორგი გიგაური, ჟურნაისტი: „ჩვენი სოროსულ-ლიბერასტული ტელევიზიები დღემდე კრინტსაც არ ძრავენ იმაზე, რომ ზუსტად წინასაახალხწლოდ, 28 დეკემბერს, პრეზიდენტ ტრამპის მეცადინეობით, ამერიკაში ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს: პრეზიდენტ ტრამპის მთავრობის შინაგან საქმეთ დეპარტამენტმა ანტიდისკრიმინაციული პროგრამიდან ობამას დროს დაკანონებული ტერმინი „სექსუალური ორიენტაცია“ ამოიღო!...

საქართველოს ხელისუფლებავ, მიჰბაძე სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ისა და მისი პრეზიდენტის ტრამპის ისტორიულ გადაწყვეტილებას და 2020 წლის პირველივე საპარლამენტო სესიაზე ამოიღეთ სოროსის მიერ თავსმოხვეული „ანტიდისკრიმინაციული კანონიდან“ ტერმინი „სექსუალური ორიენტაცია“!“

საქართველო და მსოფლიო, 29 იანვარი,
დარეჯან ანდრიაძე, ავტორი: "დღეს რა სენით არიან დაავადებულნი ის ქართველები, რომლებიც ისე დაემონენ ამ “უცხო ბაძს”, რომ არა მხოლოდ დაივიწყეს, “ვისი გორისა” არიან, მშობლების დარქმეული სახელებიც კი “გაისვეცკეს” (ნიკოლოზი ნიკოლი გახდა, ნატალია _ ნატუკა, ანა _ ანკა, მარიამი _ მაშკა…) და გვარებსაც გადასწვდნენ. და ისე მოგვიმრავლდნენ ცისარტყელას ფერებში გადაღებილი კიკინებიანი ბიჭები და თავხოტორა გოგონები, რომ აშკარაა, ამ სენს სერიოზული “კომპლექსური” მკურნალობა სჭირდება. როგორც ვაჟა იტყოდა, “ეს რაღაც ცუდს საქმეს ნიშნავს, მომასწავებელს ავისა”. ამჯერად ვინ უნდა ალესოს “მახვილი მხილებისაი”, როცა “არა სჩანს ხელის შამქცევი, მტრის ამომყრელი ჯავრისა”?

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ასავალ-დასავალი, 27 იანვარი - 2 თებერვალი
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთ გაერთიანება: „ლევან სანიკიძის შვილი გუბაზ სანიკიძე ნაცსექტამ და სააკაშვილმა ისე გახრწნეს, დავით აქუბარდიასთან ერთად, მგონი, მალე გეი-პარადშიც მიიღებს მონაწილეობას!“

საზოგადოება

ასავალ-დასავალი, 27 იანვარი - 2 თებერვალი
ზურაბ ღვინიაშვილი, მოქალაქე: „...მამათმავლების ბოგინი საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა აილაგმოს! ეს ქვეყანა ლომჯარიასი და აკინის გეი-ბანდის სათარეშო კი არა, ჩვენი და ჩვენი შვილების სამშობლოა!“

ანტიდასავლური განწყობები

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 24 იანვარი
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „ბოკერია ქართველია?... ბოკერიას ღმერთი სწამს? -არა... რწმენით ეს კაცი ქართველი არ არის!... თავისი აზროვნების წესით ქართველია ეხლა ბოკერია? ან სააკაშვილი ქართველია? ქართული აზროვნების წესი რა არის? ეს გულისხმობს ყველანაირი პედერასტობის პროპრაგანდირებას, დაცვას და გეი რევოლუციების მოწყობას გულისხმობს ქართული აზროვნების წესი? რა თქმა უნდა, არ გულისხმობს... ეს ხალხი ქართველი ხალხი არ არის... ამათ მოუნდათ, რომ გახდნენ ამერიკელები... სხვათაშორის, ეს კრამერი, მრამერი, ესენი ვინ არიან? ესენიც ზუსტად მაგ გომოსექსუალიზმის, მაგ ფსევდო რაღცა გაუგებარი, ვითომ ლიბერალიზმის მხარდამჭერები არიან. ბოკერიბიც ესეთი არიან, არანაირი ქართველი ხალხი ესენი არ არიან!... არაფერი ქართული ამათ არ მოწონთ... ეს ის ხალხია ვინც ცდილობს რომ გადააგვაროს ეს ქვეყანა და ამათი მხარდამჭერი არის ზუსტად აი, ეს ენდიაი, აირაი... ეს არის ძალები გაერთიანებული, რომელთა ამოცანა არის ქართული ცნობიერების, აზროვნების დანგრევა და ამათ დიდ წარმატებას მიაღწიეს. დიდი წარმატებაა, რომ თაობები გაიზარდა, ადამიანებმა არ იციან, არც აინტერესებთ ბაბუა ვინ იყო, ბაბუის ბაბუა ვინ იყო. გვარი არ აინტერესებთ თავისი.“

საქართველო და მსოფლიო, 29 იანვარი,
ლევან ჩაჩუა, ქართული იდეა: "ის, რომ პარლამენტი და მთლიანად ხელისუფლება განუხრელად განაგრძობს გარედან ნაკარნახევ, ქვეყნის დამღუპველ და დამანგრეველ პოლიტიკას, სიახლე არავისთვისაა. ამჟამინდელი ხელისუფლების მრწამსი და იდეოლოგია, ისევე, როგორც წინა რეჟიმისა, თავიდან ბოლომდე აგებულია ანტისახელმწიფოებრივ “ფორმულაზე” _ მთავარია, რას იტყვის დასავლეთი. ახლა, ვიღაც პირწავარდნილი “ლიბერალი” გამოხტება და ქილიკს დაიწყებს, _ ვინ რას გვაძალებსო?! დაძალება ცეცხლითა და მახვილით არ ხდება, მაგრამ, თუ არ მივიღებთ მათ მიერ ნაკარნახევ საკანონმდებლო ცვლილებებს _ მამათმავლების აღლუმებს, მიწის უცხოელებისთვის მიყიდვას, მიგრანტთა მიღებას და ა.შ., გვეუბნებან ჩვენგან მხარდაჭერას ნუღარ ელითო. ეს, რა, ზემოქმედება და დაძალება არ არის? ან იმაზე მეტი ტერორი და დაშინება რაღა უნდა იყოს, როცა რუსეთით “დაბულინგებულ” საზოგადოებას ღია ტექსტით ეუბნებიან, რომ “ურჩობის” შემთხვევაში ერთი–ერთზე დაგტოვებთ რუსული აგრესიის პირისპირო".

მედია

საქართველო და მსოფლიო, 29 იანვარი,
დარეჯან ანდრიაძე, ავტორი: "კარგა ხანია, “ტახტის მაძიებელთა” მეცადინეობის შედეგად გამოჩნდნენ ჩვენს ახალგაზრდებზე “მზრუნველი” უცხოური ორგანიზაციები თუ უცხოელი “კეთილისმსურველები”, რომლებიც ჩვენს შვილებს ასწავლიან, რომ პატივი უნდა სცენ ჰომოსექსუალებს, ბისექსუალებს, გეებს… ერთი სიტყვით, ყველას, ჰეტეროსექსუალების გარდა; რომ კაცობრიობა ისე განვითარდა და წინ წავიდა, რომ უკვე დროა, სექსუალური ორიენტაციის შეცვლაზეც ვიფიქროთ და ერთნაირსქესიანთა ქორწინებაც წავახალისოთ… თუ არადა, დავრჩებით ისევ იმ სიბნელესა უკუნში, რომელშიც ვართ, ვერც წინსვლას ვეღირსებით და ვერც ნამდვილ დემოკრატიას, არც ნატო და არც ევროკავშირი მიგვიღებენ თავისიანად… თუ ჩვენს “მეგობარ” ქვეყნებში წლიდან წლამდე ჰეტეროსექსუალური ორიენტაციის უფროსკლასელთა რაოდენობა მცირდება და პარალელურად ტრანსგენდერების, ჰომოსექუალებისა და ბისექსუალების რაოდენობა იზრდება, ჩვენ, რა, ამ “პროგრესს” უნდა ჩამოვრჩეთ?! “უცხო ბაძი და მაიმუნური წამბაძველობაც” ხომ ტრადიციულად მოგვდგამს?! ხუმრობა იქით იყოს და, ფსიქოლოგთა აზრით, ბოლო ხანს აშშ-ში იმ მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდილა, რომლებიც თავს ლგბტ-თემის წარმომადგენლებად მიიჩნევენ. ეს იმ საყოველთაო პროპაგანდის შედეგია, რომლის მიხედვით, სქესისა და სექსუალობის არჩევა არის ბავშვის პირადი საქმე.

ალია, 13-19 იანვარი
ნანა სულავა, ჟურნალისტი: „ცეკვის შესაძლებლობა ჰქონდა ჩემს რესპოდენტს და მის მსგავსებს, იმიტომ, რომ საქართველოში ინდუსტრია მუშაობდა, თორემ ახლა იმ სამარცხვინო ფილმის [„და ჩვენ ვიცეკვეთ“] გმირ ლევან გელბახიანივით მოუწევდა ამ სიბერის წლებში შვედეთის დაფინანსებით პედერასტის როლის შესრულება... ახლა გაცისფრებულმა ევროპამ ამ ახალგაზრდას რა ჯინჯილაც არ უნდა დაკიდოს, სულიერად მაინც დაღუპულია.“

სასულიერო პირები

საქართველო და მსოფლიო, 15 იანვარი,
გიორგი რაზმაძე, სასულიერო პირი: "თავის დროზე, როცა საზოგადოების უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ ე.წ ანტიდისკრიმინაციულ კანონს იღებდნენ, ქალბატონ ეკა ბესელიას ვესაუბრე, მაშინ უმრავლესობის დეპუტატი იყო და მითხრა, რომ ეს იყო აბსოლუტურად უწყინარი კანონი, რომელსაც სხვა უფრო მიუღებელი საკანონმდებლო ცვლილებები არ მოჰყვებოდა. გავიდა ცოტა ხანი და გაეროს ბავშვთა ფონდის კარნახით მიიღეს კანონი სახელწოდებით “ბავშვის უფლებათა კოდექსი”, რომელმაც მშობელს, პრაქტიკულად, ჩამოართვა ყველა უფლება… სხვათა შორის, ევროკავშირის კარნახით რამდენიმე კვირის წინათ “ანტიდისკრიმინაციული კანონი” ჩერნოგორიაშიც მიიღეს.”

საზოგადოება

ობიექტივი, ღამის სტუდია, 18 იანვარი,
მაყურებელი: "ეხლა მოვუსმინე ტვ პირველზე, როგორც ტრანსგენდერი ქალები დაიკავეს და ერთი ამბავი აქვთ ატეხილი, რომ როგორ გაბედეთო... აი, ეს უმსგავსობა რაც ხდება ქალაქის ცენტრში, შუაგულში, აი ეს საზიზღრობა, რასაც ქვია, არ ვიცი ნუ ამას, რო შეხედო არც ქალია, არც კაცია, ვინ არიან და მაგათ ვიცავთ ჩვენ, მაგას იცავს ამერიკა,  ხალხო, ეს სირცხვილია, ჩვენი სირცხვილია, ჩვენი მამა-პაპის სირცხვილია, სად მივდივართ, სად მივგორავთ, რის ევროპა, რა ევროპა".

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

Media Development Foundation

http://notophobia.ge/

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube