MDF
#5, 1 - 31 მაისი , 2020

ქსენოფობია

პოლიტიკოსები

კავკასია, ბარიერი, 25 მაისი
კახა კუკავა, თავისუფალი საქართველო: „ჩინელები რომ შემოვიდა ჩვენ ტყეში, მარტო ჩვენი პარტია „თავისუფალი საქართველო“ აპროტესტებდა და ყველა სხვა პარტია მიესალმებოდა: ქოცებიც და ნაცებიც. არაბებზე რომ გაიყიდა ჩვენი მიწები, მარტო ჩვენი პარტია აპროტესტებდა და ყველა ჰომოფობს გვეძახდა ამის გამო და ჩვენ საკუთარ ეკლესიას, რომ მივეცით ტყე ამაზე დაიქცა ქვეყანა... ჩვენი გლეხები, რომ გამოყარეს ტყეებიდან და ჩინელები შეიყვანეს... რა მნიშვნელობა აქვს ეხლა იმ ჩინელმა ამაში ფული გადაიხადა თუ არა?!“

მედია

საქართველო და მსოფლიო, 27 მაისი,
ბესო ბარბაქაძე, ჟურნალისტი: "ყველა ტელევიზიას მივმართავთ: ჩადით სამცხე-ჯავახეთში, ჩადით ახალქალაქის ცენტრში და ნახეთ, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტს მხოლოდ სომხური წარწერები რომ აქვს, ქართულ წარწერას კი ვერსად ვერ ნახავთ. არადა, ამას კანონი კრძალავს და საკმარისია, მაგალითად, დედაქალაქში ვინმემ მხოლოდ ინგლისურად მიაწეროს რამე და მშობლიური ენა დაივიწყოს, ჯარიმა ჯარიმაზე მოდის. ახალქალაქი სხვა სახელმწიფოა? თუ იქ წესრიგის დამყარებას ვერ ვბედავთ? იმავეს ვიტყვით მარნეულსა და ბოლნისზე. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ორივე მუნიციპალიტეტში აქციები გაიმართა და ასობით ადამიანმა კანონი დაარღვია. დაგვისახელეთ ერთი პიროვნება მაინც, რომელიც ამის გამო დაისაჯა, ვერ დაასახელებთ და იცით, რატომ? არავინ არ დაგისჯიათ, ვერ გაბედეთ, შეხებოდით. ამას გრძნობენ, ძალიან კარგად გრძნობენ და ამიტომ იქცევიან თავხედურად".

სასულიერო პირები

მარშალპრესი, 28 მაისი,ინტერპრესნიუსი, 28 მაისი
ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი: "როდესაც ჩინელებს ტყეები 49 წლით გადასცეს, პროტესტის გრძნობა გქონდათ რამე? რა ნახეთ რა მოიგო საქართველომ? ეს ფული ვიღაც ჩინოვნიკების ჯიბეში წავიდა ხომ? …. პასუხი ვისზეც გაქვთ მოსათხოვი, იმას მოსთხოვეთ. ეკლესიამ ვის რა მიჰყიდა თავისი? თუ შეიძლება რომ ვიღაც უცხოეთიდან ჩამოსულს მიყიდო, შაჰ-აბასის შვილთაშვილებს რომ მიყიდეს, რატომ არ შეიძლება რომ ეკლესიას ჰქონდეს და როცა საჭირო იქნება, მზად ვართ ჩვენ ყოველთვის, სახელმწიფოს და ხალხს დავუბრუნოთ. რა პრობლემას გიქმნით ეს?“.

საზოგადოება

მარშალპრესი, 2 მაისი
მანჩო გიორგობიანი, სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი: ”მანამდე რომ არავინ დასჯილა პოლიციის მანქანების დაზიანებისთვის, ეროვნულ უმცირესობებს ვგულიისხმობ, ბრბო რომ გაველურდება ხოლმე, იმის ბრალია ყველაფერი!! და კიდევ, მიეხედოს ქართულ ენას!! ქართული პასპორტის მიღებისას, ქართული ენის გამოცდა დაინიშნოს!!! რად მინდა მე, ასეთი ჯოგების არჩეული ვინმე და ხმამიყიდული დეპუტატები? თან ქვეყნის 15- 20% უმცირესობებია!!“ სოციალური ქსელი

თურქოფობია

პოლიტიკოსები

კვირის პალიტრა, 25-31 მაისი,
დავით თედორაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ქართული ოცნება: „აჭარაში მწვავედ იგრძნობა ეს პრობლემა. მოსახლეობის ერთი ჯგუფი ითხოვს, რომ ბათუმში კიდევ ერთი მეჩეთი აშენდეს, წლებია ამისთვის იბრძვიან, მაგრამ ბათუმში ერთი კი არა, 6 მეჩეთია. დაახლოებით 4-5 წლის წინ ბათუმში ჩავატარეთ გამოკითხვა, ვინ იყო თანახმა ქალაქში მეჩეთი აშენებულიყო. გამოიკითხა 67 ათასი ბათუმელი და მათგან 93%-მა ეს საჭიროდ არ ჩათვალა, 3% ითხოვდა მეჩეთის აშენებას, 3%-მა კი თავი შეიკავა. აქ მარტო სარწმუნოებაზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ გავლენის სფეროების გაფართოებაზე. დღეს თურქული ინვესტიციები არა მარტო აჭარაში, მთელ საქართველოშია ჩადებული. თბილისში, აღმაშენებელზეც გამივლია და მინახავს, ძირითადად, თურქული დაწესებულებებია. მათ შორის ბათუმშიც ბევრია თურქების სავაჭრო ობიექტი, სასტუმროები, სახლები“.

მედია

ასავალ-დასავალი, 25 -31 მაისი
თამაზ ბაკურაძე, ჟურნალისტი: „არსებობს დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც სააკაშვილის ხელისუფლებამ აჭარა თურქეთს გადასცა! მისი ძალიათ აჭარის ეკონომიკა მთლიანად თურქეთის დაქვემდებარებაში გადადის. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: თურქული ფულით შეიქმნა პროქართულად შენიღბული პოლიტიკური ძალა, რომელსაც აჭარის საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობით შეიყვანენ და აჭარა სწორედ მისი ხელით გაფორმდება თურქეთის ერთ-ერთ რეგიონად!
დიახ, აჭარაში ეს საფრთხე უკვე ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა, რადგან თურქეთი არამარტო ჩვენს ეკონომიკაში, არამედ რელიგიასა და სკოლებშიც შემოიჭრა, ამას კი საფუძველი სააკაშვილმა და ვარშალომიძემ ჩაუყარეს.“

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

მედია

ასავალ-დასავალი, 25 -31 მაისი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „აი, ევანგელისტურმა ბაპტისტურმა ეკლესიამ კი 17 მაისს ლგბტ თემზე ილოცა და საკურთხეველს ლგბტ დროშა გადააფარა! მათი "ეპისკოპოსი" რუსუდან გოცირიძე კი რომან გოცირიძისეული ქლესა ღიმილით თავიანთ ტაძარში ყველაზე გეი-დროშისფერი "კაშნეთიც" კი დარბოდა ამ ცერემონიისას… ვისაც რისი სწამსო, ამაზეა ნათქვამი! ამიტომაც არის საქართველში მართლმადიდებელი ეკლესია დედაეკლესია, ბაპტისტ-ევანგელისტური ეკლესია კი - მწვალებლური სექტა! არა -სოდომიას!“

სასულიერო პირები

საქართველო და მსოფლიო, 13 მაისი,
ბასილ მკალავიშვილი, სასულიერო პირი: "ეს საშინელი ეპიდემია ყველა კონტინენტს რომ მოედო, ყველა ქვეყანა მაშინვე გაძლიერებულ ლოცვაზე უნდა გადასულიყო. სამწუხაროდ, მოხდა პირიქით: რომის კათოლიკური ეკლესიის მესვეურებმა დახურეს თავიანთი ეკლესიები, აკრძალეს ლოცვები, თუმცა მათ ლოცვებს რა მადლი აქვს?! მათ ხომ მე-11 საუკუნეში გადაუხვიეს მართლმადიდებლობას და მწვალებლობის გზას დაადგნენ".

ჰომოფობია

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 24 მაისი
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „გამოვარდება ის [გიგა] ბოკერია კაცო, ვინ არის რა, გამოვარდება ვიღაც არასამთავრობო, გამოვარდება ეს სახალხო დამცველი [ნინო] ლომჯარია, კაცო მარტო ლგბტ-ების ინტერესებს რომ იცავს, ხომ, 0.3%-ია ეს პედარასტების და იმის ისა ხომ ლგბტ-ები აქა, კაცო მართლმადიდებელი არის 85%-ზე მეტი. ჩვენ ჩვენ ინტერესებს ვინ დაიცავს?“

საქართველო და მსოფლიო, 13 მაისი
ლევან ჩაჩუა, ქართული იდეა: "მიმართვაში, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, რამდენჯერმეა ნახსენები ადამიანის უფლებები. რომელ უფლებებზე საუბრობენ ესენი, როცა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ სადღაც ხიდის ქვეშ მდგომ ტრანსგენდერებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის გამო კლიენტების გარეშე დარჩნენ, სახელმწიფო ფინანსურად უნდა დაეხმაროს. წარმოგიდგენიათ, ქვეყანა რა აბსურდამდე მივიდა? თურმე ჩვენ უნდა ვუხადოთ ფული ვიღაც გარყვნილ ავადმყოფებს, რომლებსაც კლიენტები შემოაკლდათ და შემოსავალი აღარ აქვთ. არადა, ოფიციალური მონაცემებით, ბავშვები კვდებიან შიმშილით საქართველოში და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა სახელმწიფო დახმარების იმ პროგრამაშიც ვერ მოხვდა, რომელიც მთავრობამ არაკომპეტენტურად შეიმუშავა".

მედია

ასავალ-დასავალი, 25 -31 მაისი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: "17 მაისს, როდესაც საქართველო ოჯახის სიწმინდის დღეს ზეიმობდა, სოროსელ-ლიბერასტული სექტა კი ლგბტ სოლიდარობაზე კნაოდა, ნიკუტა გვარამიას ტელესაქათმის პრიმა-ქათამმა გიორგი გაბუნიამ თავის საავტორო გადაცემა "პოსტ-ფაქტუმში" მორიგი პედერასტული მონოლოგი გამოაცხო, რაკიღა რუსთველის გამზირზე ვარდისფერი კოლგოტკებით შემოსილებმა ვერ ჩაიპლაკუნეს."

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ალია, 11-17 მაისი
გურამ ფალავანდიშვილი, ზნეობა: „ნებისიმერ ადამიანს თუ შიმშილით კვდება, რა თქმა უნდა პურს მივცემ, მაგრამ თუ ბინის ქირაობა გარყვნილებისთვის უნდა ამაში არ დავეხმარები. დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში, თავიანთი საქმიანობა ყველაზე მეტად მათვე აზიანებთ. პური ვინც არ უნდა გთხოვოს, უნდა დაეხმარო. ადამიანი როცა ესეთ გადაწყვეტილებას იღებს ანუ აქვს პრობლემა და ძალიან ცოდოა. გინდა ტრანსგენდერი იყოს და გინდა მამათმავალი ყველა ჩვენი და-ძმა და შვილია. ადამიანია და შეცდომაშია, თავის დაწვას მიზეზს ვერ მოუძებნი“.

მარშალპრესი, 5 მაისი, ალია, 11-17 მაისი
სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: "გამოვიდეს ლევან ვასაძე და აგვიხსნას თუ რა თანხებს ურიცხავს ტრანსგენდერებს დასახმარებლად !!! უამრავი აღშფოთებული წერილი მომდის და ყველას მინდა გიპასუხოთ – ლევან ვასაძე არის ლევან ვასაძე, სანდრო ბრეგაძე არის სანდრო ბრეგაძე, ამიტომ მე მის ლგბტ-თვის გადარიცხულ ფულზე პასუხს ვერ ვაგებ. მეც თქვენსავით დღეს გავიგე ეს ინფორმაცია. ამიტომ თქვენსავით მეც ველოდები განმარტებას !!! ბოლოს ერთს გეტყვით-ამიტომ არ მჯერა ამ ყალბი ერთიანობის !!!” სოციალური ქსელი

სასულიერო პირები

ინტერპრესნიუსი, 17 მაისი
იაკობ იაკობიშვილი, მეუფე: „ჩვენთვის, არა თუ კაცის კაცთან, ქალის ქალთან, კაცის და ქალის არაქორწინებითი ურთიერთობაც ცოდვად ითვლება. როგორ შეიძლება ნებისმიერი სახის ცოდვა გამოვარჩიოთ ერთმანეთისგან, რადგან ისინი ამ ტრადიციის მიმდევრები არიან და ასე უყურებენ. ჩემთვის მიუღებელია, სასულიერო პირი რომ არ ვიყო, მაინც მიუღებელია. ცხოვრობ მასე? იცხოვრე, მაგრამ გამოხვიდე, თავს მომახვიო, რატომ აკეთებ პროპაგანდას".

საქართველო და მსოფლიო, 13 მაისი,
ბასილ მკალავიშვილი, სასულიერო პირი: "ბრწყინვალე აღდგომის წინა დღეს, შაბათს, უფალი, ნიშნად იმისა, რომ არ მივუტოვებივართ და ჩვენთან არს, გვიდასტურებს ზეციური სასწაულებრივი ცეცხლით, რომელიც მის საფლავზე გადმოდის მართლმადიდებელი მღვდელთმთავრის ხელში. ეს სასწაული მაუწყებელია იმისა, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება მართლმადიდებლობაა, რომელიც ბევრ ქვეყანაში არ სწამთ, იქ მხოლოდ ფორმალურად მიდიან ცეცხლის წასაღებად. ფაქტია: სწორედ იმ ქვეყნებში, სადაც პატივს მიაგებენ ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა შორის ქორწინებას, იმართება მამათმავალთა აღლუმები, კაზანტიპის ფესტივალები, ღმერთის სასჯელი უმკაცრესია".

საზოგადოება

ალია, 18-24 მაისი
დავით მარდალეიშვილი, იურისტი: „დღესაც, მათ არავინ ერჩის – 47 წელია, არც კი გამიგია, რომ თბილისში, ვინმე ეცემოთ, ან შეურაცხყოფა მიეყენებინოთ, მხოლოდ იმის გამო, რომ ის ლგბტ-ა...
მაგ ლოგიკით, ნარკოტიკის მომხმარებელი ადამიანებიც ადამიანები არიან, მათს უმრავლესობას ისევე არ შეუძლია ნარკოტიკის გარეშე ცხოვრება, როგორც მამათმავალს, მამაკაცთან სექსის გარეშე. ახლა, რა გავაკეთოთ?! დავაწესოთ, საქართველოში, ნარკომანიის დღე და გავანათოთ თბილისის ანძა, რომელიც “ეიფელზე” მაგარია, შპრიცის გამოსახულებით?!.. “

ანტიდასავლური განწყობები

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 24 მაისი
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „ჩვენ ევროპასთან უპირველესად ჩვენი ქრისტიანული კულტურით ვართ, ჩვენი ქრისტიანული ცნობიერებით ვართ ახლოს, ეხლა არ ვიცი უკვე ევროპა საით მიდის, როდესაც ამ ლიბერალურმა ტალღებმა გადაარყია და გადმოარყია ადამიანური და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები.“

საქართველო და მსოფლიო, 13 მაისი,
ლევან ჩაჩუა, ქართული იდეა: "დასავლური ნეოლიბერალიზმი, როგორც მთავარი გლობალისტური იდეოლოგია, ეს არის კაცობრიობის ფუნდამენტურად შეცვლისა და ახალი ადამიანის, ახალი ტიპის ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების თეორია, რომელიც რამდენიმე ექსპერიმენტს მოიცავს. საუბარია ისეთ გარდაქმნებზე რეფორმების სახით, რომლებმაც თავდაყირა უნდა დააყენოს ადამიანური მორალი და წაშალოს ყოველგვარი სულიერ-ზნეობრივი ზღვარი".

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

საქართველო და მსოფლიო, 27 მაისი,
დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი: "ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არანაირი დახმარებები ეს არ არის. ეს არის ჩვეულებრივი კრედიტები, რომლებსაც გვაძლევენ ურთულესი და უმძიმესი იდეოლოგიურ–პოლიტიკური ვალდებულებების სანაცვლოდ. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის არასახელმწიფოებრივი, მავნე პოლიტიკური პრაქტიკის გამოხატულება, რომლის შედეგადაც საქართველოს საგარეო ვალი უკვე 22 მილიარდ დოლარს გადასცდა. ამაზე დღეს არავინ არ ლაპარაკობს და ეს შეგნებული პოლიტიკაა, ხოლო ამ ვალების ფონზე საქართველოს ხელისუფლების სამარცხვინო, მონურ მდგომარეობას დასავლეთთან ყველა ვხედავთ".

ალია, 25 მაისი - 1 ივნისი
ზვიად ტომარაძე, ერი და სახელმწიფო: „ეკლესია წლების მანძილზე გლობალისტებისა და ლიბერალური ძალების სამიზნეა, რატომ? იმიტომ რომ ეკლესია უკანასკნელი ციხესიმაგრეა, რომელიც ვერ აიღეს და რომელიც ხელს უშლის მათ იდეოლოგიას, ჰომოსექსუალიზმი იქნება ეს, ნარკოტიკების თემა, მულტიკულტურალიზმი, ოჯახში იერარქია თუ სხვა.”

სასულიერო პირები

ნეტგაზეთი, 25 მაისი
ანტონ ბულუხია, ეპისკოპოსი: “ჩვენი დედაეკლესიისადმი მტრულად განწყობილნი ძალები ფინანსდებიან და მათ მხარს უჭერს ევროპა და ამერიკა, ეს ძალები ასევე აქტიურად არიან ჩართული ლგპტ-ების მხარდასაჭერ ღონისძიებების ჩატარებებში და მრავალი სხვა. ხომ არ კეთდება აქედან ის დასკვნა, რომ მათ ეკლესიის ლანძღვა-გინებაში მხარს უჭერს ისინი, ვისგანაც სულდგმულობენ. ეს ძალა ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ გვაფიქრებინოს, რომ ესაა ევროატლანტიკური ღირებულებები და ასეთ ფასეულებეს გავემიჯნოთ…”

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

Media Development Foundation

http://notophobia.ge/

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube