MDF
# 17, 1-30 ნოემბერი, 2016

ანგარიშის "სიძულვილის ენა 2016" პრეზენტაცია

16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მედიის განვითარების ფონდმა ახალი ანგარიშის "სიძულვილის ენა 2016"  პრეზენტაცია გამართა.

ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.  

სიძულვილის ენა

ასავალ-დასავალი, 28 ნოემბერი - 4 დეკემბერი

ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: „ნაცებს, როგორც გველის წიწილებს, თვები რომ არ გაუჭეჭყეს, იმიტომაც გადაიქცნენ დღეს დიდ გველებად!... და ეს ნაცები ისე ნუ გააღიზიანებენ ქართველებს, რომ ქუთაისშიც იგივე მოხდეს, რაც სომხეთის პარლამენტში, როდესაც პატრიოტი სომხები ავტომატებით შევარდნენ სხდომათ დარბაზში და მიაცხრილეს ვიღაც-ვიღაცები!“

ქსენოფობია

კავკასია, სპექტრი, 11 ნოემბერი

დავით აქუბარდია, წამყვანი: „მათ შემოღობილ ტერიტორიაზე ხე მოჭრა ვიღაცამ და სცემესო (ზვარეში მომხდარ ინციდენტზე, რომელშიც ჩინელ მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეების ცემაში სდებენ ბრალს). ჩინეთში ეხლა მე ვიცი და უფრო სწორედ, აი, კორეაში იყო ქურდს ხელს აჭრიდნენ, თუ ეგეთ ველური წესები აქვთ, ვასწავლოთ მაგათ ჩვენი კანონმდებლობა, რა არის და როგორ არის.“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 12 ნოემბერი

გია არეშიძე, წამყვანი: „ მე თანახმა ვარ, საქართველოს მოქალაქეებს ეწოდოს ქართველი, არ უნდა? მიბრძანდეს ბატონო აქედან, თურქი იქნება, რუსი იქნება, აფხაზი, თუ ჩინელი, თუ, რა ვიცი, ყივჩაღი.“

ალია, 7-13 ნოემბერი

მალხაზ ანტინაცი ძიძიგური, ავტორი: „ჩემო ქართველებო, ჩემო სისხლო და ხორცო, მოგიწოდებთ, არაფერი შეიძინოთ წვრილთვალებიანებისგან, ასანთი რომ ასანთია ისიც! მათი სულ უფრო მზარდი ჩამოთესლებისგან ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში მხოლოდ ამგვარი მოქმედება დაგვიცავს და გათესლავს იქითკენ, საიდანაც ჩამოეთესლნენ! დღეიდან ვინც ამ მოწოდებას არ დაუჯეროს (გამოუვალი მდგომარეობის გარდა) - მათსავით თვალები დაწვრილებოდეს! მათი ფერი მისცემოდეს! მათსავით მუდამ ძაღლის ხორცი ეჭამოს! მათსავით გვარ-სახელი დამოკლებოდეს! მათსავით მუდამ ემიგრაციაში ევლოს! მათი ცხოვრების წესით ეცხოვროს! მათი მსგავსი მომავალი ეშვას! ამინ!“ 

მაესტრო, „ცეცხლის ხაზი“, 8 ნოემბერი

დიმიტრი ლორთქიფანიძე, დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო: „ჩინელი მეწარმე არ არის საქართველოს მოქალაქე, მას უნდა ჰქონდეს გარკვეული შეზღუდვები, მას უნდა ჰქონდეს გარკვეული ვალდებულებები, მათ შორის იმ დასაქმებულთა მიმართ, რომლებიც შრომის კოდექსით უნდა სარგებლობდნენ გარკვეული პრიორიტეტებით.“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 20 ნოემბერი

გიორგი ლომია, პატრიოტთა ალიანსი: "მაგალითად, რაც მოხდა აღმაშენებლის ქუჩაზე, სადაც შეხლა-შემოხლა მოხდა ქართველებს, თუქებს და არაბს შორის, მაგრამ მერე რატომღაც მოხდა ისე, რომ ამ თურქებმა და არაბებმა სცემეს ქართველები, ამ დროს პოლიცია იდგა და უყურებდა, მერე ქართველები დააკავა და, ვიდეოშიც ჩანს, რომ ერთ ქართველ ეუბნებიან: არ გაიაროთ იქით, ქართველებზე ძაან გაბრაზებულები არიან, პატრული ეუბნება ქართველს... პრიორიტეტი უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს, ბიზნესშიც და სხვა ნებისმიერ საქმიანობაში. ... ქართველს საქართველო არ ეხმარება, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ან მოსამსახურის როლში გამოვდივართ, ან უბრალოდ უმუშევრად ვრჩებით."

ალია 7-13 ნოემბერი

ნოკოლოზ ბურნაძე, ქართული ძალა: „კაცობა არ შეგრჩათ? ბრინჯის მონებს [ჩინელებს] როგორ აცემინეთ თავი ტო? უახლოეს მომავალში დაიწერება ზვარეში ჩასვლის დღე და რიცხვი. მოეშვით ერთმანეთის ჭამას, ერთმანეთის ხელებში ყურებას და ყველამ თქვენ თქვენი გასაკეთებელი გააკეთეთ!“ 

ასავალ-დასავალი, 7-13 ნოემბერი

გია ყრუაშვილი, თავისუფალი საქართველო: „თუ ასე გაგრძელდა ცოტა ხანში გამგებელიც და პოლიციის უფროსიც ჩინელები იქნებიან!.. ის კი არა, ხარაგაულში ძაღლის ჭაჭანება აღარ არის - ჩინელები ხოცავენ და ჭამენ!.. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ხარაგაულის სოფლებში დედები თავიანთ პატარა გოგონებს, ჩინელების შიშით, სკოლაში მარტო ვერ უშვებენ და თან დაჰყვებიან!..საქმე ის არის, რომ  რამდენიმე წლის წინათ ხარაგაულის ერთ სოფელში, რომელსაც შეგნებულად არ დავასახელებ, ჩინელმა 11 წლის გოგონა გააუპატიურა!"

რეზონანსი, 3 ნოემბერი

ელენა კარტოზია, რესპონდენტი: „ზოგადად ძალიან მაღიზიანებს ბოშებისა და ქურთების დამოკიდებულება. არ იციან ქართული ენა და არ ფლობენ საზოგადოებაში მოქცევის ელემენტარულ ნორმებსაც კი, რაც, ალბათ, ისევ განათლების დეფიციტიდან მოდის.  ნამდვილად არა ვარ ფაშისტური შეხედულებების ადამიანი, მაგრამ თუ ვინმეს უნდა იცხოვროს ჩვენს ქვეყანაში, იქნება ეს ქურთი, ბოშა, სომეხი თუ ნებისმიერი სხვა, ნება უნდა იბოძოს და ისწავლოს ქართული და პატივი სცეს ჩვენს კულტურას.“

თურქოფობია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 7 ნოემბერი

ნინო რატიშვილი, ჟურნალისტი: "ესე რომ, ჩვენ თურქი ქალი ესე დაეკლათ და გაგვეგზავნა სტამბოლში, ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ ნოტები მოყვებოდა იქიდან. იცით რატომ? მე ვხსნი ამას რატომ. იმიტომ, რომ ყველა უყურებს ბატონო ვალერი, როგორ არ აინტერესებს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს თავისი მოქალაქე." 

საქართველო და მსოფლიო, 17 ნოემბერი

ეკა ნასყიდაშვილი, ჟურნალისტი: “იმამი, გვარად გერგერი, კაცი, რომელიც წლების განმავლობაში სკოლებში ბავშვებს თავისუფალ სექსუალურ ურთიერთობებს ასწავლიდა, დღეს საქართველოშია. კერძოდ, ბათუმში, ახალ ბულვართან ახალგახსნილი თურქული სკოლის დირექტორია. ეს ადამიანი 30 ბავშვისგან ქმნის ჯგუფებს და თავისუფალ ურთიერთობებს არჩევს, ეს ძირითადად სექსუალური ხასიათისაა… მას ორ წელიწადში რამდენჯერმე მოუწია სამსახურის გამოცვლა, თუმცა ბოლოს, თურქეთის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, აჭარაში მიავლინეს, 2016 წლის 9 ივლისს საქართველოში წავიდა და ამჟამად ბათუმში მცხოვრებ მუსლიმ ბავშვებს ასწავლის.“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 16 ნოემბერი

ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: "მაგრამ ჩვენ თვალწინ მიდის ჩვენი მომავალი თაობის მამელუქიზაცია. ეს თაობა საქართველოს, ქართულ სულს ვეღარ დაინახავს, ვეღარ გაისიგრძეგანავებს. ასე მიყავდათ შაჰაბასის დროს, შაქ სეფის ჯარი ერქვა მაშინ, 1603-1604 წლიდან საქართველოდან ახალგაზრდობა და ასე გადაგვარებულები იყვნენ ის როსტომ ხანები და ისენი ფაქტიურად… აი, ეს არის ის ლიბერასტული აზროვნება, რომელიც ერს უქადის განადგურებას, ჩვენ ვერ დაგვიპყრობენ მოკაკული ხმრებით და ვერ დაგვიპყრობენ ტანკებით და ატომური ბომბით."

ობიექტივი, ღამის სტუდია, 1 ნოემბერი

გია არეშიძე, წამყვანი: "დღეს არ გვაქვს უფლება, ვთქვათ, რომ თურქეთი, როგორც ქვეყანა, ჩვენი მტერია. მაგრამ ის, რომ გვმტრობს თურქეთის ერთი დიდი ნაწილი პოლიტიკური ელიტისა, რომელიც პანთურქულ იდეებითაა გამსჭვალული. ეს დღეს სახელმწიფო პოლიტიკაში არ გადმოსულა, მაგრამ რახან ასეთი აზრები იქ არის და თვითონ პრეზიდენტს აქვს და პრემიერს აქვს, ელიტას აქვს, ეს შეიძლება, ერთი გატკაცუნება უნდა და გახდება ჩვენი მტერი, გადმოვა პოლიტიკაში."

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 26 ნოემბერი

ნინო რატიშვილი, წამყვანი: „გახსოვთ სექტანტები სახლებში გვივარდებოდნენ, მე მახსოვს ავად ვიყავი ერთხელ ძაან, მძიმედ და ჩემთან მოვიდნენ იაღოველები, და გვითხრეს რომ აი ძვირადღირებული წამლები გჭირდებათ, ჩვენ აქ... ეს საშინელებაა.”

საქართველო და მსოფლიო, 2 ნოემბერი

„რაც უნდა კარგი ინიციატივები ჰქონდეს რეალურ რომის პაპს (მაგალითად, ევთანაზიისა და აბორტის წინააღმდეგ), ის ცდილობს, კათოლიციზმში ანტიდოგმატები დაამკვიდროს, ეს, უწინარესად, არის სოდომისტებისადმი ტოლერანტულობა. შეგახსენებთ, რომ 2013 წელს რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა შემდეგი: “თუკი ადამიანი გეია, აქვს კეთილი ნება და მიისწრაფვის ღმერთისკენ, მე ვინ ვარ, რომ ის გავკიცხო?”

ალია, 14-21 ნოემბერი

მელქისედეკი დეკანოიძე, მეუფე: „დააკვირდით, რუსთაველის მთელ გამზირზე, ყველა მეტროსადგურში დგანან იეჰოვას მოწმეები და არიგებენ რელიგიურ ლიტერატურას... თითქოს არაფერია ამაში საგანგაშო, მაგრამ ხვალ 50-იანელი დაჯდება, ზეგ მონოფიზიტი დაჯდება, ზეგ მოლაც დაჯდება და რა გამოვა ბოლოს?! პრეცენდენტი არ უნდა არსებობდეს ამისი, რომ ქუჩაში გამოდიოდნენ და ასე მიდიოდნენ თითოეულ ადამიანამდე...“

რუსთავი 2, P.S, 20 ნოემბერი

არჩილ ქიტუაშვილი, დეკანოზი: „გინდაც ანგლიკანურ ეკლესიაში ან კათოლიკურ ეკლესიებში დაინახეს, რომ იქ სულიერების არანაირი ნასახი არ არის. არათუ სულიერების მშვინიერების არავითარი ნასახიც არ არის საერთოდ. არაფერი არა აქვთ მათ და დაიწყეს ძიება ამ ყველაფრისა. იპოვეს ეს რაღაც ცრუ სურვილების დაკმაყოფილება უკვე მუსულმანობაში და აი, მაგალითად ინგლისში, ყოველწლიურად ათასობით ანგლიკანი ხდება მუსლიმანი.“

საქართველო და მსოფლიო, 16 ნოემბერი

ანზორ მაისურაძე, გენერალ-მაიორი: "ერთი სექტანტი ვერ გაფაჩუნდებოდა ჩემ დროს, მე რომ არ მცოდნოდა. ყველა სექტაში გვყავდა ჩვენი ხალხი...15 სექტა იყო საქართველოში: ორმოცდაათიანელები, მეშვიდე დღის ადვენტისტები და ა.შ. თხუთმეტივე ხელის გულზე გვყავდა. ყველა სექტის უფროსი ჩვენი კაცი იყო. უჩვენოდ ვერ დააცემინებდნენ. აბა, ბიჭო, ისე გავუშვებდით, რომ “ეგულავათ”!"

ჰომოფობია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 9 ნოემბერი

ბონდო მძინარაძე, ჟურნალისტი: "ჩოხიან და ჩიხტიკოპიან ლიბერალებს ვეძახი იმათ, რომელთა შესახებაც ჩვენ არ ვიცით., რომ ისინი ლიბერალები ან ულტრალიბერალები არიან. მაგალითად ძალიან ადვილია ბრძოლა ბოკერიასთან, ხიდაშელთან, ბერძენიშვილებთან იმიტომ, რომ ისინი გაცხადებულები არიან და ამ დროშებით დადიან ასე ვთქვათ და ამ დროშების ხელში დაჭერაც არ ერიდებათ ელჯიბითი დროშების."

რუსთავი 2, P.S , 6 ნოემბერი

თეა ადეიშვილი, ჟურნალისტი: "ლოთი, მამათმავალი, ზოოფილი, გიორგი რუსი [გიორგი ????].“

მარშალპრესი, 2 ნოემბერი

ბესო დანელია, დემოკრატიოული მოძრაობა - ერთინაი საქართველო: "ჩემნაირი ადამიანები არიან ბიოლოგიურად, მაგრამ მათი [ლგბტ თემი] ცხოვრების წესი ჩემგან განსხვავებულია. მე მყავს ცოლი და შვილი და იმ ადამიანს, კაცია და უყვარს კაცი. ჩვენ შორის განსხვავება როგორ არ არის?! ისინი ნორმიდან გადახრილი ადამიანები არიან."

მარშალპრესი, 1 ნოემბერი

გოგი თოფაძე, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს: "ეს [ჰომოსექსუალობა] დაავადებაა თუ სექსუალური ატეხვა, ნუ გავახმაურებთ. ყველას აქვს უფლება, ჩაიკეტოს საძილე ოთახში და აკეთოს რაც უნდა, მაგრამ ერთნაირსქესიანთა ქორწინება საქართველოსთვის ნამდვილად მიუღებელია..." 

ასავალ-დასავალი, 21-27 ნოემბერი

თამაზ მეჭიაური,თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის: „ნარკომანიის, პროსტიტუციის, ჰომოსექსუალიზმის აღიარება სწორად არ მიმაჩნია.“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 13 ნოემბერი

გურამ ფალავანდიშვილი, დემოკრატიოული მოძრაობა - ერთინაი საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი: „ჩვენ ხო გვინდა ევროინტეგრაცია, უცხოეთში ვიცით, რა ხდება, რა ხდება სკოლებში, სექსუალური აღზრდა, მამათმავლური აღზრდა და შიში გვქონდა მუდმივად ამისი. ... გახმაურდა, რომ შემოაქვთ ახალი საგანი და რა ხდება ამ ახალ საგანში - გვქონდა ტერმინი გენდერი უცებ მესამე კლასში. საერთოდ, მამათმავლების მთელი ლობი აგებულია ტყუილზე, შემოპარვითაა, ის კი არ არის, პირდაპირ, რომ მე ცუდი ვარ და მახინჯი ვარ, აგებულია ტყუილზე.” 

კავკასია, ბარიერი, 3 ნოემბერი

გიორგი ახვლედიანი, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა: “ქორწინება არის უმნიშვნელოვანესი ღირებულება, სტანდარტი, ნორმა ჩვენი ცხოვრების წესის. და ის, რაც არის არანორმალური [ერთი სქესის პირთა ქორწინება], მისი ნორმად გამოცხადება ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩემი ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი საფრთხის მატარებელი… არაბუნებრივი და არანორმალური გაუკუღმართებლი ურთიერთობაა."

 

ასავალ-დასავალი, 21-27 ნოემბერი

ელიზბარ დიაკონიძე, მეუფე: „ საქართველოში, სადაც მართლმადიდებლობაა პრიორიტეტული სარწმუნოება, დასჯადი უნდა იყოს ჰომოსექსუალიზმი - სხვადასხვა გადახრები და ა. შ.“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 3 ნოემბერი

ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატთა ასოციაცია: „თუ გინდა, რომ მამაკაცთან იცხოვრო, იცხოვროს, მაგრამ ამას ქორწინება არ უნდა ერქვას და ბავშვის აყვანის უფლება არ უნდა ჰქონდეს. ბავშვი ბავშვობიდან ამას არ უნდა უყურებდეს, რომ თვითონაც ეგეთი გაიზარდოს. ... ეს არ უნდა იყოს ცხოვრების სტილი, ეს არ უნდა იყოს ცხოვრების ნორმა და ეს არ უნდა ეწეროს კანონმდებლობაში, რომ მათ შეუძლიათ დაქორწინდნენ."

ობიექტივი, ღამის სტუდია, 9 ნოემბერი

რეზო ამაშუკელი, პოეტი: "ეს ის კომიტეტია [ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი], სადაც თავს იყრის ელგებეტე, ბელგებეტე, პედერასტები და ამათი ოფოფებს რომ გვანან, ესენი ფემინისტები. ამასთან ომი, რაშია საქმე მაშინ ვინმე ახალგაზრდას მიცენ, ვისაც დიდი გამოცდილება აქვს ამათთან ურთიერთობის და ვინც ჩახუტებული იყო მაგათთან ერთად."

საქართველო და მსოფლიო, 17 ნოემბერი

ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: „მამათმავლობას ვერ მივიღებ. უზნეობა ზეიმობს. ხალხმა უნდა ამოიღოს ხმა, სხვაგვარად ამის ამოშანთვას ვერ შევძლებთ. ხომ ვბაძავთ ამერიკას, სწორება ხომ მისკენ გვაქვს, მივბაძოთ ამ შემთხვევაშიც. იქ ხალხმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.“

ანტიდასავლური განწყობები

ასავალ-დასავალი, 7-13 ნოემბერი

გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „ეს „ჰელოუნი“ ამერიკაში ეროვნულ დღესასწაულად რომ არის გამოცხადებული და მას თვით თეთრ სახლშიც კი „ზეიმობს“ პრეზიდენტი და მისი ოჯახი, იმიტომაცაა, იქ ლამის კვირაგამოშვებით ბავშვები სკოლაში თავიანთ თანატოლებსა და მასწავლებლებს რომ ხოცავენ ბუზებივით!"

ობიექტივი, ღამის სტუდია, 14 ნოემბერი

ნინო რატიშვილი, ჟურნალისტი: "ამერიკულ ლიბერალიზმზე ვისაუბროთ, რაც გამოიხატება იმაში, რომ ბაიდენს შეუძლია თეთრ სახლში აქორწინოს მაგალითად ერთი სქესის წარმომადგენლები. ასეთ ლიბერალიზმზეც ვისაუბროთ. არ იქნება უხერხული, რა მოხდა მერე, ეს ხომ ამერიკის გუშინდელი დღე იყო?"

საქართველო და მსოფლიო, 17 ნოემბერი

„კანადაში ეპისკოპოსად პედერასტი აირჩიეს-კანადის ანგლიკანურმა ეკლესიამ, ისტორიაში პირველად, ეპისკოპოსის რანგში აიყვანა აშკარა ჰომოსექსუალი. 45 წლის კენონ რობერტსონი, რომელიც თავის ე.წ. პარტნიორ მოჰანთან ერთად 2 ბავშვს ზრდის, ტორონტოს ეპარქიის ეპისკოპოსად დასვეს.“

ასავალ-დასავალი, 7-13 ნოემბერი

ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი: "პირდაპირ ვამბობ: ამერიკას სჭირდება ქართულ-რუსული კონფლიქტი! ამერიკა სპეციალურად ამღვრევს წყალს, რომ ამ მღვრიე წყალში თევზი დაიჭიროს! და საამისოდ, მხოლოდ აგვისტოს ომის გახსენებაც კმარა! ამდენად, სანამ ამერიკა იქნება ჩვენი პარტნიორი, აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ! მეტსაც გეტყვით, თუ ასე გაგრძელდება, ამერიკა სირიიად გადაგვაქცევს!.. საქართველოს ხელისუფლებას თვმოყვარეობა რომ ჰქონდეს, ამერიკის ელჩის დირექტივებით კი არა , ეროვნული ინტერესებით იმოქმედებდა და უკვე კარგა ხნის წინათ ექნებოდა რუსეთთან ფართომასშტაბიანი დიალოგი!"

ობიექტივი, ღამის სტუდია, 13 ნოემბერი

გურამ ფალავანდიშვილი, დემოკრატიოული მოძრაობა - ერთინაი საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი: „ჩვენ ხო გვინდა ევროინტეგრაცია, უცხოეთში ვიცით, რა ხდება, რა ხდება სკოლებში, სექსუალური აღზრდა, მამათმავლური აღზრდა და შიში გვქონდა მუდმივად ამისი. ... გახმაურდა, რომ შემოაქვთ ახალი საგანი და რა ხდება ამ ახალ საგანში - გვქონდა ტერმინი გენდერი უცებ მესამე კლასში. საერთოდ, მამათმავლების მთელი ლობი აგებულია ტყუილზე, შემოპარვითაა, ის კი არ არის, პირდაპირ, რომ მე ცუდი ვარ და მახინჯი ვარ, აგებულია ტყუილზე.”

საქართველო და მსოფლიო, 29 ნოემბერი

დეკანოზი დავითი (ნოზაძე), თემქის წმინდა მარკოზ ეფესელის ტაძრის წინამძღვარი: „ამერიკელები და ევროპელები მოეგნენ გონს და ჩვენ ჩავეფლოთ ამ უმსგავსობაში?! იტალიის პარლამენტში ტუჩებში აკოცეს კაცებმა კაცებს, ქალებმა ქალებს. დღეს ვერ ხედავთ იქ რა ხდება, ყოველდღე მიწისძვრაა. ახლა ვიღაც იტყვის, ეს ტექტონიკური მოვლენებიაო, მაგრამ ეს არ არის სწორი. ღმერთმა დაუშვა და იძრა მიწა, ღმერთმა ინება და მოვიდა ჭექა-ქუხილი, ღმერთმა ინება და მოვიდა სეტყვა, ღმერთმა ინება და დაწვა სოდომ-გომორი...“ 

რუსთავი 2, P.S, 20 ნოემბერი

ალექსანდრე დუგინი, „საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობისლიდერი: „საქართველო რაც მეტად შორდება რუსეთს და უახლოვდება დასავლეთს, მეტად კარგავს საკუთარ თავს. დასავლეთი საქართველოს საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. კრიტიკულ მომენტში კი მიატოვებს, როგორც 2008-ში. რუსეთი კი დარჩება, ისე ყოველთვის გვერდითაა, სულ ღრმადაა საქართველოში და ეს ბედია. თუ საქართველო ქრისტესთან და ღვთისმშობელთანაა, ის ვერ იქნება ღმერთთან მებრძოლ დასავლეთთან, გარყვნილ ევროკავშირთან და ნატოელ ოკუპანტებთან.“

ალია, 22-27 ნოემბერი

ავთანდილ უნგიაძე, „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისთავმჯდომარე: მე მახსოვს „17 მაისის“ გამოსვლა, როცა რასმუსენი გამოვიდა და თქვა, თუ ნატო გინდათ ეს აღლუმები და ერთსქესიანთა ქორწინება უნდა დაუშვათო. თუმცა, ერთია, რას ეუბნებიან ჩვენს ეკლესიას ოფიციალურ საუბრებში და მეორე, რა რეკომენდაციებს აძლევენ ჩვენს ხელისუფლებას.“

ალია, 22-27 ნოემბერი

ავთანდილ უნგიაძე, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი: „ეგ კი არა, სკოლებში შეიტანეს ევროკავშირის რეკომენდაციით საკითხავი წიგნები, სადაც ჰომოსექსუალიზმზე იყო საუბარი... სამწუხაროა, რომ ის, რაც ევროპაში ხდება ნებაყოფლობით, ჩვენთან ხდება ვნებათაღელვისა და ძალდატანების ფონზე.“

გენდერი

საქართველო და მსოფლიო, 23 ნოემბერი

ბაკურ სვანიძე, ჟურნალისტი: „რუსულ პროპაგანდაზე, ძირითადად, მოფემინისტკო-მოშტერო ბევრსერტიფიკატიან ტუტუც ქალებს ალაპარაკებენ (ისინი თავისი ინიციატივით რომ არ ლაპარაკობენ, ამას, ალბათ, თქვენც შეამჩნევდით). ვერ გეტყვით, ეს რისი ბრალია _ იმის, რომ თავხედი ქალი თავხედ მამაკაცზე ასჯერ უფრო თავხედია და გაცილებით უფრო თავხედურად ძალუძს სისულელეების ტლიკინი თუ იმისი, რომ ამ ტიპის ქალები მკვეთრად არიან მიდრეკილი კარიერისკენ და კარიერის გამო შეუძლიათ ნებისმიერი სამარცხვინო ქმედება ჩაიდინონ ან სამარცხვინო აზრები აფრქვიონ საჯაროდ...“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 13 ნოემბერი

გურამ ფალავანდიშვილი, დემოკრატიოული მოძრაობა - ერთინაი საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი: “რა არის გენდერი? ხალხს ჰგონია, გენდერი არის ქალი და კაცი და, ამ დროს, იმიტომ არის შემოღებული გენდერი, რომ, ქალი და კაცის გარდა, კიდევ 50 სახეობაა. თუ მესამე კლასში გაჩნდა ტერმინი „გენდერი“, ხომ უნდა აუხსნა, რა არის. აი, როგორ უნდა აუხსნა, მასწავლებელმა უნდა მოიწვიოს ლგბტ ხალხი აუდიტორიაში და აუხსნას, რა არის გენდერი და ტოლერანტობას შეაჩვიოს.“

დისკრიმინაციული გამოხატვის მაგალითები სრულად იხილეთ ვებ-გვერდზე: www.notophobia.ge

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

Media Development Foundation

http://notophobia.ge/

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube