MDF Can't see images? http://notophobia.ge/
#10, 1-30 ნოემბერი, 2018

ქსენოფობია

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 2 ნოემბერი,
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „არანაირი თურქები, არანაირი ირანელები, რანაირი არაბები, სირიელები, ჩვენ ჩვენი ლტოლვილებისთვის ვერ მოგვივლია. არანაირი სხვა უცხო ტომის ლტოლვილების მიღება. მოვუაროთ ჩვენ თავს, ჩვენ თავს, ჩვენი ხალხი გაწირა ხელისუფლებამ და ყოველდღე წირავს ჩვენ ხალხს და ზრუნავს ვიღაცაზე. არავინ არ გვჭირდება, ჩვენ თავს უნდა მოვუაროთ.“ 

ნეტგაზეთი, 4 ნოემბერი, სააგენტო პირველი, 4 ნოემბერი, მარშალპრესი, 5 ნოემბერი,სააგენტო პირველი, 6 ნოემბერი, საქინფორმი, 6 ნოემბერი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მოამბე, 5 ნოემბერი, იმედი, ქრონიკა, 19 ნოემბერი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი: „ჩვენ გვჭირდება მდიდარი ტურისტები. მდიდარი ტურისტები ყველა მხრიდან. ეს გაძვალტყავებული, ბოდიში და, ჯღანები რომ შემოდიან, თავისი ძეხვი რომ მოაქვთ და კონსერვები, ამით ჩვენ ვერ გავმდიდრდებით.  ჩვენ გვჭირდება ემირატებიდან; არა ბანგლადეშელები, ვინც იქ ცხოვრობენ, კი არ ვერჩი ბანგლადეშელებს, უბრალოდ, მუშები არიან ვინც ჩადიან. ინდუსები – ნუ, იმათ არ აქვთ იმდენი შემოსავალი… ჩვენ გვჭირდება მაგალითად შეიხები, რომელიც ჩამოვა და ერთი კაცი იმდენს დატოვებს, რამდენსაც ორასი სხვა კაცი. როგორც წესი, უფრო წყნარადაც იქცევა და თავის რეპუტაციას უფრთხილდება.
ჩვენ გვჭირდება, თითოეულმა ქართულმა ოჯახმა, ვინც მუშაობს ტურიზმის სექტორში, გადამწყვეტი წვლილი მაქვს შეტანილი და ვიცი ეს სექტორი… ჩვენ უნდა ავამუშაოთ ის იმისათვის, რომ ხალხმა მიიღოს შემოსავალი და არა მხოლოდ პრობლემა შეიქმნას იმიტომ, რომ არის უბნები, სადაც ქართულ სიტყვას ვერ გაიგებ. მე ეს სულაც არ მიხარია და მსიამოვნებს. მე მიხარია, რომ ქართველები იყვნენ ამით გამდიდრებული, ქართული ბიზნესები წამოვიდეს და არა ნებისმიერ სხვა ქვეყნიდან ჩამოსული, ვისთვისაც ეს შემოსავლის წყაროა“.

https://www.imedi.ge/ge/video/30397/saakashvili-shugls-agvivebs#!?type=2&page=1

ობიექტივი, ღამის სტუდია, 7 ნოემბერი,
ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი: „ყველა ერს სადღაც თავისი, სომხებს, ებრაელებს, ყველა ერს სადღაც თავისი დიასპორა ჰყავს. ჩვენ ვართ უპატრონოდ, ღმერთის გარდა და აქ ერთმანეთის გარდა პოტრონი არა გვყავს და ჩვენ თუ ერთმანეთის დაცვა არ ვისწავლეთ, ჩვენ გადაგვთელავენ, ჩვენი ერი კვდება, ჩვენი ერი ამთავრებს სახელმწიფოებრიობას, ეს იცოდეთ!  მომაკვდავი ერია! აი, ამ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ 700 000 ემიგრანტი დაამატა კიდევ და ამ 700 000 ემიგრანტის ნაცვლად აქ ირანელებით, არაბებით, თურქებით და ინდოელებით გაავსო! ამას მივცეთ ხმაა?!“ 

მედია

საქინფორმი, 21 ნოემბერი, გივი სომხიშვილი, ავტორი: "ქართველი კაცი წინაპართა სისხლით და ცრემლით მორწყულ ქართულ მიწას რომ გაყიდდა, რომელიც გნებავთ უცხოელზე, ამგვარი ვერაგობა ღალატშიც ვერ ეტევა! შემოყარეს ვიღაც უცხოელები და ახლა მანიაკების შიშით ბავშვები თავისუფლად ვერ გაუშვიათ სათამაშოდ".

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ასავალ-დასავალი, 12-18 ნოემბერი 
დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი: „მას [ირანის საელჩოს კულტურის ატაშე] ასე პირდაპირ არ უთქვამს, რომ ქართული მიწების შესყიდვა სურთ, მაგრამ ის კი აღნიშნა, რომ ირანის სასურსათო პრობლემების გადაწყვეტა შეიძლება აქ სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების ჩადებით და შემდეგ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ირანში გატანით! ანუ ირანელი ინვესტორები აქ დააფუძნებენ ფირმებს, მოიყვანენ პროდუქციას და შემდეგ ირანში გაიტანენ!  ეს იმას ნიშნავს, რომ ირანული ექსპანსიის უკან ირანის სახელმწიფოს დგას! არც ის გახლავთ დიდი საიდუმლო, რომ ეს პროგრამა საქართველოში ირანული სპეცსამსახურების აქტიური მონაწილეობით მიმდინერეობს!... ირანთან უვიზო რეჟიმი უნდა გაუქმდეს! და არამხოლოდ ირანთან, არამედ ინდოეთთან, პაკისტანთან, სენეგალთან, ნიგერიასთან, ერაყთან და ყველა იმ ქვეყანასთან, რომელთა მოქალაქეები ბინადრობის უფლების მაძიებელთა შორის ლიდერები არიან საქართველოში! ჩვენ საკუთრ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებზე უნდა ვიფიქროთ და არა იმაზე, რამდენად ძვირად გავყიდოთ ისინი!“

საზოგადოება

რეზონანსი, 6 ნოემბერი
კახაბერ ჯაყელი, ექსპერტი: „არ ვამბობ, რომ მათ ავუკრძალოთ ქვეყანაში შემოსვლა, მაგრამ ირანელების თუ სხვათა დასახლება რაიმე ეკონომიკურ ეფექტთან უნდა იყოს დაკავშირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში რისკი ძალიან მაღალია. ისინი ჩამოვლენ, ჩამოიყვანენ თავიანთ მოქალაქეებს, ახლობლებს და ნახევარი ირანი რომ საქართველოში გამოიქცეს, საქართველო აღარ იქნება.“

პრაიმ ტაიმი, 5 ნოემბერი,
ანზორ თოთაძე, დემოგრაფი: "საქართველოს რეგიონების მუნიციპალიტეტების მოსახლეობა 41 წელიწადში გაუკაცრიელდება. ემიგრაციის მაღალი მაჩვენებელი, სიკვდილიანობის მომატება და   რეგიონებში სხვა ეროვნების მოსახლეობის შემოსვლა იმდენად აქტიურად მიმდინარეობს, ასე თუ გაგრძელდა, არ აგვცდება ემიგრაციული და იმიგრაციული სიკვდილი".

თურქოფობია

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 13 ნოემბერი
ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „ერთ დღეს გავიღვიძებთ და ბორჯომი იქნება წაღებული და დაკარგული მთელი ხეობიანად და ღმერთმა არ ქნას და, ბათუმიც წაღებული ექნებათ თურქებს, ისეთ პოლიტიკას განახორციელებენ სააკაშვილ-ბოკერიას ჯგუფები.“ 

მედია

საქართველო და მსოფლიო, 21 ნოემბერი,
ბაკურ სვანიძე, ჟურნალისტი:  "უკვე თითქმის მიგვაჩვიეს, რომ “სამშობლოს ღალატი” მხოლოდ რუსეთის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება, თუნდაც მათთან მოლაპარაკებების დაწყების სურვილია, ხოლო თურქეთს მათთვის ხელიდან ძლივს გამოღლეტილი აჭარაც რომ უკან გადავცეთ, ეს, ალბათ, “მრავალწლიანი ძმობის” აღნიშვნა იქნება და მეტი არაფერი!"

საზოგადოება

რუსთავი 2, არჩევანი, 27 ნოემბერი,
მოქალაქე "...ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ სომხების დაცვასა და სომხების მიგრაციას შორის, ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ ქრისტიანობისა და საბოლოოდ გათურქებას შორის".

ჰომოფობია

პოლიტიკოსები

ასავალ-დასავალი, 12-18 ნოემბერი
გიორგი ყრუაშვილი, თავისუფალი საქართველო: „სანამ მოღალატეების და ტრ...ის მიმცემების ქება-დიდებას არ შეწყვეტს როგორც „ოცნება“, ისე ნაცები და ღირსეულ პატრიოტებს არ დააფასებენ, ნუღარ ვისაუბრებთ ეროვნული ლოზუნგებით. პირდაპირ გამოვაცხადოთ გათხოვილი მამაკაცები და „ლეზბიანკა“ ქალები ეროვნუ გმირებად და ეგ იქნება.“
„ალია“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 20 ნოემბერი
გია კორკოტაშვილი, ქართული მისია: „... ჩვენ არ გვინდა ანტიდისკრიმინაციული კანონი, ჩვენ არ გვინდა ჩვენ ოჯახებში, რომ ბიჭმა ბიჭი მოიყვანოს ცოლად.“ 

მედია

საქართველო და მსოფლიო, 1 ნოემბერი,
ბესო ბარბაქაძე, ჟურნალისტი: "საქართველოში გამორბიან ირანიდან, ეგვიპტიდან, რუსეთიდან, ჩეჩნეთიდან… მოკლედ, სადაც არ დაედგომებათ და სადაც არ აჩერებენ ამ ხალხს [ლგბტ თემის წარმომადგენლებს], ყველა ჩვენთან მოიწევს და ლტოლვილის სტატუსს ითხოვს. ჩვენც უშურველად ვიღებთ, თავზე ხელს ვუსვამთ, სოციალურ ქსელებში ვწერთ, თუ რამე დაემართებათ, და გვაქვს ერთი ჟრიამული. მათი შემყურე იზრდებიან მომავალი თაობები და, იმავე აზერბაიჯანის, ეგვიპტისა თუ რუსეთის დარად, იმას კი არ სწავლობენ, რომ ლგბტ თემი ცუდია, არამედ იმას, რომ, თუ გინდა წარმატებული გახდე, სწორედ მათ უნდა ჰგავდე". 

ასავალ-დასავალი, 5 – 11 ნოემბერი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პირობა უნდა დადოს, რომ კანონმდებლობით აკრძალავს ანტიმართლმადიდებლურ და გეიპროპაგანდას და სკოლებსა და უმარლეს სასწავლებლებში დააბრუნებს ეროვნულ-მართლმადიდებლური განათლების სისტემას.“

საქინფორმი, 21 ნოემბერი, საქართველო და მსოფლიო, 22 ნოემბერი,   
გივი სომხიშვილი, ავტორი: "პარლამენტის თავჯდომარედ რესპუბლიკელი რომ გეყოლება, რის იმედი უნდა გქონდეს? ჰოდა, მოირგეს კიდეც სირცხვილად ლგბტ კანონი. შალახო, ბლუქუნა პარაზიტი პარტიებიდან მოხვეტილი ერის უბედურება მინისტრები; პლასტელინა პრეზიდენტი; უკუღმართთა სახალხოდ წოდებული დამცველი".

საზოგადოება

ასავალ-დასავალი, 12-18 ნოემბერი
ზაქრო გიგაური, პედაგოგი: „საკმარისია, რომელიმე პედერასტს ფეხი გადაუბრუნდეს, ეკა გიგაურს მიკროფონს ხელიდან ვერ ართმევენ”.

ასავალ-დასავალი, 12-18 ნოემბერი
ანდრო სამხთუაშვილი, ექიმი: „საერთოდ გეებს, ანუ „ცისფერებს“, რომლებიც კაცებისკენ იწევენ, ჰორმონალური  დარღვევები აღენიშნებათ. სუ ჯოკ თერაპიის გამოყენებით „ციფერების“ ცხოვრების წესის შეცვლაც შესაძლებელია, მაგრამ მათ ამის სურვილი თითქმის არა აქვთ.“

ასავალ-დასავალი, 26 ნოემბერი -2 დეკემბერი
ლევან მგალობლიშვილი (პანჩო), მომღერალი: „ჩემს ახალგაზრდობაში მამაკაცების ინტიმი კინოშიც კი არ გვქონდა ნანახი და ვერც დავუშვებდით, რომ ასეთი რამ ბუნებაში რეალურად მომხდარიყო. ახლა კი მამაკაცების ნაწილი, დივიდენდების მოპოვების მიზნით, სქესობრივ უმცირესობას თვად ეტმასნება! ყველას თავისი ცხოვრება აქვს, მაგრამ აღმაშფოთებელია, როცა აღლუმებსა და მიტინგებს აწყობენ ქუჩებში და ამას ბავშვები - ჩვენი შვილები უყურებენ.“

მარშალპრესი, 17 ნოემბერი,
გია გაბრიჭიძე, ჟურნალისტი: "როცა ე.წ. “მთავარი არხს” აღფრთოვენებული პათოსით მიაქვს მოსახლეობამდე “მთავარი ლგბტელის”, რაღაც არსება “კესარიას” “უდიდესი წარმატება” სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე და ხალხმა სრულიად შემთხვევით გაიგო უთანამედროვეს სტანდარტებზე უკეთესად რეაბილიტირებული მე-100-ე სკოლის, მცხეთაში განხორციელებული უამრავი პროექტის და კიდევ ძალიან ბევრი კარგი საქმის შესახებ, პირდაპირ ვიტყვი, რომ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება (რაშიც ეჭვი ნამდვილად აღარ მეპარება), იქნება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის საღი აზრის და არა კედელზე რაღაც სერტიფიკატჩამოკიდებული ე.წ. “პიარის სპეციალისტების” დამსახურება". სოციალური ქსელი

ანტიდასავლური

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 7 ნოემბერი,
ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი: „ანტიდისკრიმინაციული კანონი ამოქმედდა ჩვენს წინააღმდეგ. უბრალოდ, იმდენად დიდი სურვილი აქვთ, რომ გეების დაცვით რაღაცა თავი მოაწონონ სოროსის ამ ხროვას და რაღაცა დასავლეთს. იცი რა არის ის რაც სათქმელია? „ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატიის დამყარება პოლიტიკური პურალიზმი კი არ დაიცვა, პოლიტიკაში როგორი პლურალიზმი გვაქვს - შუა გაკრიფეს მაგრამ, რადგანაც პოლიტიკაში დემოკრატიით თავს ვერ იწონებენ, ამიტომ, აი ესე რაა, ეს რა ჰქვია, ჰომოსექსუალები და ნარკომანები თავზე წამოასკუპეს ხალხს“.  

მედია

საქართველო და მსოფლიო, 1 ნოემბერი,
ბესო ბარბაქაძე, ჟურნალისტი: "როგორც ტელევიზიით, ისე ბეჭდური მედიით უნდა შეწყდეს ლიბერალიზმის ქადაგება, უნდა შეწყდეს იმის მტკიცება, რომ გახრწნილება კარგია, ტაში არ უნდა დავუკრათ უცნაური ჯურისა და გარეგნობის ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებაში დამკვიდრებას სწორედ ამ უცნაურობით ცდილობენ და მთავარ ღირსებად ის მიაჩნიათ, რომ თავს ყველაფრის უფლებას აძლევენ. სხვა შემთხვევაში ანალოგიურ ისტორიებს უფრო ხშირად მოვისმენთ და მერე ყურიც მიეჩვევა და გონებაც. აკი ვამბობთ, რომ სწორედ გონებისა და გენის შეცვლა სურთ, იმის, რასაც მეცნიერების აზრით, ათასწლეული სჭირდება". 

ასავალ-დასავალი, 26 ნოემბერი -2 დეკემბერი
დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: „მოკლედ, ინსტიტუცია, რომელმაც ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესები და სახელმწიფოებრიობა უნდა დაიცვას, ნელ-ნელა გადაიქცა უცხოური გრანტებით მოთაფლული და მოღორებული ჭინკების ბუდედ, სადაც ილიას, ზვიადისა და სულმნათი მერაბ კოსტავას სული და წმინდა იდეალები აბუჩად აგდებული და დამცირებულია, სამაგიეროდ, დიდი ფასი აქვს ტრანსგენდერ კესარიას, ნაცსექტის გონჯ მზეთუნახავ ხათუნა გოგორიშვილს, რომელიც ყოფილი სახალხო დამცველის უჩა ნანაუაშვილის დაქალია და, რაც ყველაზე მთავარია, ყველა რძენაწყენს, სქესარეულს, დღედალეულსა და გადარეულს... საქართველოში სახახლხო დამცველის ოფისი, ფაქტობრივად, არასამთვრობო ორგანიზაციების „მამაშის“ რეზიდენციად ჩამოყალიბდა, სადაც ცოცხზე გადამჯდარი ალქაჯები იკრიბებიან და გეგმებს ადგენენ - ვინ უნდა გამოცხადდეს „ჰომოფობებად“, ანუ პედერასტების მოძულედ, ვინ - „სიძულვილის ენაზე“ მოლაპარაკედ, ვინ - „ასავალ-დასავალის“ ენით მოსაუბრედ, ვინ - იდენტობის მტრად!

სასულიერო პირები

ასავალ-დასავალი, 12-18 ნოემბერი
დავით ისაკაძე, დეკანოზი: „როცა დემოკრატიის ნიღბით მოსული ურწმუნოება, კოსმოპოლიტიზმი, გარყვნილება და ცნობიერების დეგრადირება ჩვენს ქვეყანაში შემოვუშვით, როგორც ეპოქალური მოდა და სტანდარტი, სწორედ მაშინ დავკარგეთ ყველაზე ძვირფასი ფასეულობანი, რასაც ჰქვია ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. ეს იყო ჩვენი ხალხის ყველაზე დიდი შეცდომა და დეგრადაციაც სწორედ იმ მომენტიდან იღებს სათვეს, როცა ჩრდილოეთს მკვეთრად ზურგი ვაქციეთ და გამოვაცხადეთ, რომ, რაც დასავლეთიდან მოდის, ყველაფერი კარგი და სასარგებლოა!“

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

საქართველო და მსოფლიო, 8 ნოემბერი,
ალექსანდრე ჭაჭია, პოლიტოლოგი: „ერები, რომლებიც ამ “დასავლური ღირებულებების” კულტივირებას მიჰყოფენ ხელს, დეგრადირდებიან და დაიღუპებიან. ევროპული ერები, ფაქტობრივად, მთავარი ზნეობრივი ორიენტირის _ ქრისტიანული მორალის გარეშე დარჩნენ. სურთ რა, არ დაკარგონ ადამიანური სახე, არ გადაიქცნენ პირუტყვებად, ბევრი იღებს დღეს ისლამს. მასობრივად გადადიან ისლამზე ეთნიკური ინგლისელები, ფრანგები, ჰოლანდიელები, გერმანელები. მათ ამ რელიგიაში იზიდავს სექსუალური გარყვნილების კატეგორიული უარყოფა, ოჯახის კულტი, ტრადიციების პატივისცემა, ბავშვების მაღალზნეობრივი აღზრდა. ნორმალური ხალხი ხვდება, რომ მხოლოდ ასეთ ღირებულებებზე დაყრდნობითაა შესაძლებელი ადამიანის, ოჯახის, ერის შენარჩუნება. რაც შეეხება ევროპული სტრუქტურების ზეწოლას, ჩვენი საზოგადოება უნდა გათავისუფლდეს მათ წინაშე მონური თაყვანისცემისგან. სასაცილო და ამაზრზენი სანახავია, როგორ ჩამოდის თბილისში თაღლითების ჯგუფი ევროპარლამენტიდან და გვასწავლის მათი კანონებით ცხოვრებას. მცოდნე ხალხმა იცის, რომ ევროპარლამენტის, სულ ცოტა, ნახევარი მაინც დაკომპლექტებულია ავანტიურისტებით, მექრთამეებით, ჰომოსექსუალებით, ლესბოსელებით, რომლებმაც საკუთარ ეროვნულ სახელმწიფოებში პოზიტიური საქმიანობით თავი ვერ წარმოაჩინეს”.

 



გენდერი

პოლიტიკოსები

საქართველო და მსოფლიო, 22 ნოემბერი,
ლევან ჩაჩუა, ქართული იდეა: "ბიძინა ივანიშვილს მისი გარემოცვა არ აძლევს საშუალებას, საღი აზრი მოისმინოს, მას უვარგისი გარემოცვა ჰყავს. თქვენ წარმოიდგინეთ, იმაზეც კი დაითანხმეს ეს კაცი, რომ მისი სახე ბილბორდზე დაბეჭდეს და ქვეშ სალომე ზურაბიშვილის, ანუ ქალის სახელი მიაწერეს. ასე გააკეთა ყველამ: კობახიძემ, ძიძიგურმა და ა.შ. კაცებმა თავიანთ ფოტოს ქალის სახელი მიაწერეს. წარმოიდგინეთ, რა გახარებულები იქნებიან საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერები ამ ბილბორდების დანახვით". 

მედია

საქართველო და მსოფლიო, 21 ნოემბერი,
ბაკურ სვანიძე, ჟურნალისტი:  „რუსთავი 2”-ის ნაპროკურორალმა “ცირკაჩმა”, გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ნევრასთენიით შეპყრობილი დედაკაცებისთვის დამახასიათებლი კიდევ ერთი სანახაობა დადგა და ასაკოვან კაცს [იური მეჩითოვს] პირდაპირ ეთერში ტელევიზორიდან დედის გინებით მიმართა". 

დისკრიმინაციული გამოხატვის მაგალითები სრულად იხილეთ ვებ-გვერდზე: www.notophobia.ge

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

Media Development Foundation

http://notophobia.ge/

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube

You received this email because you signed up on our website or made purchase from us.

Unsubscribe