MDF
#3, 1-31 მარტი, 2019

ქსენოფობია

პოლიტიკოსები

კავკასია, სპექტრი, 4 მარტი
გუბაზ სანიკიძე, დემოკრატიული მოძრაობა:  „აგერ, მორეკილი არი უკვე, რამოდენიმე ათეულ ათასი ირანელი არი, უკვე თბილიში, ცხოვრობს და უძრავი ქონების პატრონები არიან. სავსეა ქალაქი უკვე. მერე ავტონომიასაც მოგთხოვენ, მერე სპარსულ ენასაც მოგთხოვენ, არ მოუთხოვიათ, არ უქნიათ თუ რა?! 3000 წელი კულტურული ურთიერთობებიც იყო, მაგრამ სისხლი იყო ჩვენს შორის სულ.“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 29 მარტი
ვაჟა ოთრაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „ამ პატარა ქვეყანაში საშიშროებაა ჩვენი დემოგრაფიული გადაგვარების... შეიძლება დადგეს ისეთი მომენტი, რომ უცხოური დიასპორიების ჯამურმა რაოდენობამ, ჩვენ, ქართველი ერის რაოდენობას გადაასწროს და ამის საშიშროების წინაშე ვართ უკვე. თბილისში გავიაროთ ქუჩებში, შევხედოთ... ხვალ/ზეგ ეს ხალხი გადაუვლის ქართველობას! “

ობიექტივი, ღამის სტუდია, 25 მარტი
ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი: „60 %-ის იდენტიფიაცია ვერ ხერხდება, ანუ ვინ არის ის [მიგრანტი] მკვლელია, მანიაკია… არავინ არ იცის... ათიათასობით ქართველ სტუდენტს სტუდენტის სტატუსი აქვს, უნიჭიერეს ახალგაზრდებს შეჩერებული იმიტომ რომ ვერ იხდიან საფასურს და ამათ აგერ აქვთ და უფასოდ ასწავლიან.“

მედია

საქართველო და მსოფლიო, 13 მარტი,
ბესო ბარბაქაძე, ჟურნალისტი: "ჩამოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს და ისინი სწორედ იმ სახლებს იკავებენ, რომლებიც ქართველებისგან დაიცალა. ათეულობით სახლი შეიძინეს რაჭა–ლეჩხუმში ირანელებმა, ინდოელებმა და ახლა ისინი ქართველების “შეხუჭუჭებას” ცდილობენ, რათა მიწები იყიდონდა მიწის ფაქტობრივი მფლობელები გახდნენ, მერე დაამუშაონ და სოფლად დარჩენილი გაღატაკებული მოსახლეობა მონებივით კაპიკებზე ამუშაონ"". 

ობიექტივი, ღამი სტუდია, 19 მარტი
ნინო რატიშვილი, წამყვანი: „ტრენაჟორებია იქ [წითელ ბაღში] და პატარა ბავშვები დადიან, ყველა ასაკის, ეხლა ირანი რამდენჯერმე შევესწარი აი მოდიან ირანელი ახალგაზრდები და ეწევიან სიგარეტს ამ პატარა ბავშვებთან ერთად. იქ პატარა ბიჭებიც არიან და ერთი-ორჯერ ვუთხარი, კი მაგრამ რატომ ეწევით თქო და ოიო-სორი სორი და მიდიან და მერე ბიჭებს ვკითხე, კი მაგრამ თქვენ რატომ ითმენთ მეთქი და ქალბატონოო, თქვენ ახლა ჩვენ რომ რამდენჯერაც იმდენჯერ გაგვათრიესო. ხან ის გადაგვახდევინა ჩვენმა პატრულმა, რა ქვია ჯარიმა და ხან გვიჭერენო. აი, ეს დამოკიდებულება არ უნდა იყოს ხომ,“

ალია 11-17 მარტი
ლევან ჯავახიშვილი, ჟურნალისტი: „აი, სირიელი ლტოლვილები რომ მოგვადგებიან, ხმას ვერ ამოიღებ, სირიელია და აქ რა უნდაო? იტყვი და ეს უკლვე იმ სირიელის დირკრიმინაციაა ეროვნული ნიშნით და აღიძვრება შენზე სისხლის სამართლის საქმე. დღესაც შეუძლიათ ამის გაკეტება იმ ხალხის მიმართ, ვინც უცხოელი დევნილების შემოყვანას აპროტესტებს, მაგრამ დღეს არ სჭირდებათ.“

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

"რეზონანსი, 2 მარტი
ანზორ საკანდელიძე, საქართველოს რეფორმატორთა კავშირი: ""დღეს, როცა საქართველო მუდმივად იცლება ქართველებისაგან და ივსება არაქართველებით, ემიგრანტების საქართველოში დაბრუნებაზე უფრო დიდი საზრუნავი ხელისუფლებასა და მთავრობას არ უნდა ჰქონდეთ. სამწუხაროდ, ამ მხრივ მდგომარეობა ნამდვილად პრობლემურია და ათეული წლებია, საქართველოში ვერ მოხერხდა ემიგრანტების დაბრუნების რამე სამთავრობო პროგრამის დამუშავება"".

საქართველო და მსოფლიო, 13 მარტი,
ზვიად ტომარაძე, ერი და სახელმწიფო: "მიგრანტები, ძირითადად, დაკავებულები არიან ტურიზმით. ჩამოჰყავთ ტურისტები თავიანთი ქვეყნებიდან და თვითონვე უწევენ მეგზურობას. ამას გარდა, ხსნიან რესტორნებსა და ჩილიმბარებს - ქირაობენ ფართობებს დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში და მიდის ტაშ-ფანდური. ცალკე თემაა ის, რომ ამ ე.წ. რესტორნებში ყვავის პროსტიტუცია, რომელშიც ჩაბმულები არიან ქართველი გოგონები, მოიხმარენ გარკვეულ ნარკოტიკურლ საშუალებებს და ა.შ. მოკლედ, საქართველო მათთვის ასოცირდება დროის გასატარებელ თავისუფალ სივრცედ, რომელშიც ყველაფერი შეგიძლია გააკეთო". 

საზოგადოება

"საქართველო და მსოფლიო, 21 მარტი,
გურამ ქართველიშვილი, ისტორიკოსი: "...ქართველებისგან უნდა დაიცალოს სახელმწიფო; ვინც დარჩება, ყველაფერს უნდა შეეგუოს. ყველაფერი ერთმანეთზეა მიბმული, ერთ-ერთი მორიგი მოღალატეობრივი ქმედებაა მიგრანტთა პაქტზე ხელმოწერა. ასიათასობით ადამიანს შემოასახლებენ არაბული ქვეყნებიდან და ჩვენს ახალგაზრდებს ეს არ უნდა აწუხებდეთ"". 

ასავალ-დასავალი, 18-24 მარტი
გელა ღლიღვაშვილი, პროფესორი: „ჰოდა, შექმნეს კიდესც ეს მოღალატური ორგანული კანონპროექტი [მიწის შესახებ], რომლითაც, ფაქტობრივად, კანონდება ჩვენი სტრატეგიული სიმდიდრის უცხოტომელებზე გასხვისება! სამშობლოს ღალატი კი მეტი არაფერია!“

თურქოფობია

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 7 მარტი,
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „ხელისუფლება ან პარლამენტი რით უწევს წინააღმდეგობას ვთქვათ, აჭარაში თურქული პოლიტიკის თურქულ ექსპანსიას? რით უწევს წინააღმდეგობას რომ შემოდიან და ხსნიან ესე იგი თურქულ სკოლებს და ფაქტიურად, ახალგაზრდობას გვართმევენ და რჯულს უცვლიან ხომ?! იმ რჯულს, რომლითაც ჩვენმა წინაპრებმა აქამდე მოიტანეს საქართველო, რომელსაც ილია ჭავჭავაძე დედა აჭარის საქართველოსთან დაბრუნებას სიხარულით შეხვდა. ესე იგი, ჩვენ ვერ მოგვგრიხეს, ვერ დაგვაჩოქეს მოკაკული ხმლებით და ჩალმები და ეხლა ბიზნესით, განალთების სისტემით და იდეოლოგიური, კულტურულ-იდეოლოგიური ექსპანსიით უნდათ რომ წაგვართვან აჭარა!“ 

მედია

ობიექტივი, ახალი ამბები, 29 მარტი
მეგი მოისწრაფიშვილი, ჟურნალისტი: „ვიდრე კომპეტენტური ორგანოები საკითხით დაინტერესდებიან და რაც მთავარია პრობლემის გადაჭრის გზებს მოიძიებენ, აჭარაში მდგომარეობა დღითი-დღე მძიმდება. ქართული სკოლა-პანსიონების კლების ტენდენცია უკვე საგანგაშოა. ამის ფონზე კი რეგიონში ათასზე მეტი მოზარდი განათლებას თურქული ან გაურკვეველი წარმომავლობის დაფინანსების სასწავლებელში იღებს და არავინ იცის რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს პროცესის ახელმწიფო ინტერესებისთვის.“

ასავალ-დასავალი, 11-17 მარტი
დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: „მავანი ცდილობს, ჩვენი ისტორიული მეხსიერება გააუკუღმართოს, რათა ორი მტაცებლიდან მხოლოდ ერთს დაარქვას „მტერი“, ხოლო მეორეს „ისტორიული მეგობარი“...
ანუ დღესდღეობით რუსეთს აფხაზეთის, ცხინვალისა და ქსნის ხეობის სახით დაპყრობილი აქვს ქართული მიწის 12,6 ათასი კვადრატული კილომეტრი, ხოლო თურქეთს - 24,8 ათსი კვადრატული კილომეტრი, ანუ ორჯერ მეტი! ყოველივე ამის შემდეგ რეგვენი ქართელები თურქეთს უწოდებენ „ისტორიულ მეგობარსა“ და „სტრატეგიულ პარტნიორს“ , ხოლო რუსეთს - „მტერსა“ და „ოკუპანტს“!
არადა სიმართლე ერთია - ორივე ოკუპანტია, ორივე მტაცებელია!“

ასავალ-დასავალი, 25-31 მარტი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „... ანდა, თუ გნებავთ, თურქული ოკუპაციისადმი ერთობ გასაოცარი ლოიალობა გავიხსენოთ! ჯერ [მიხეილ] სააკაშვილმა, შემდეგ უკვე [გიორგი] კვირიკაშვილმაც ზარ-ზეიმით გვამცნეს, „თურქეთი ჩვენი ისტორიული მეგობარიაო”... კი ბატონო, გასაგებია, რომ „დრო შეიცვალა“, მაგრამ,  თურქებს რომ ჩვენი ისტორიული მიწა-წყალი აქვთ მითვისებული და აგერ, ახლა, ჩვენს თვალწინ აჭარის მისაკუთრებასაც რომ აპირებენ, ამაზე თვალები დავიბრმავოთ?! და სწორედ ამ თურქულ სერიალების დამსახურებაა, რომ ჩვენს მათგან ტვინმოღრეცილ თნამემამულეებს ბაგრატოვანებზე მეტად, რომელიმე სულთნ აზიზიეზე უფრო შესტკივა გული!

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ობიექტივი, ახალი ამბები, 29 მარტი
თენგიზ თავდგირიძე, მუსლიმანი და ქრისტიანი ძმები საქართველოს ერთიანობის დასაცავად: „ეს არის ქვეყნისათვის კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ აღნიშნულ მედრესე პანსიონებში 2 წლის ასაკიდან ბავშვებს ღებულობენ სადღეღამისოდ. შემდგომ კი სტამბულში უშვებენ 7 წლის ასაკში. მე გამკვირვებია ჩვენი ხელისუფლების თუ რატომ არ აქცევს ამას ყურადღებას. და თურქი და თურქეთის სახელმწიფო და იგივე გიულენი რომ ჩვენი ლამაზი თვალებისთვის ჩვენი კარგი ოჯახისთვის, შვილების კარგი აღზრდისათვის რომელიც ჩვენს ქვეყანას უნდა გამოადგეს, ამისათვის რომ არ ამზადებს ეს ფაქტია. დაგვარწმუნონ იმაში, რომ იქ საშიშროება არაა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს ემუქრება.“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 5 მარტი
დავით მხეიძე, მოძრაობა „ლაზარე“: „ხრესილის ომის მემორიალზე ეწერა, ისა რა ქვია, აქ ამა და ამ წელს გაიმართა ბრძოლა ქართველებსა და თურქ დამპყრობლებს შორის. და თურქეთმა იმდენი ქნა, რომ ეს თურქი დამპყრობლები ამოაშლევინა და შეცვალეს ესე - ქართველებსა და მტრებსა შორის. დიდგორობა იგივეა რა, დიდგორობის თემა.“

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

პოლიტიკოსები

საქართველო და მსოფლიო, 13 მარტი,
ლევან ჩაჩუა, ქართული იდეა: ""ქვეყანაში, სადაც შუა ქუჩაში დგას ე.წ. იეჰოვას მოწმეების სექტანტური ლიტერატურის გამავრცელებელი სტენდები და ყველა საშუალებით მიმდინარეობს აგრესიული პროზელიტიზმი, რა უფლებების დარღვევაზეა საუბარი?! ამ ქვეყანაში მხოლოდ ქართველების უფლებები ირღვევა და მხოლოდ მართლმადიდებლობის დისკრედიტაცია მიმდინარეობს"". 

ჰომოფობია

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ახალი ამბები, 19 მარტი
გიორგი ლომია, პატრიოტთა ალიანსი: „დაახლოებით უკვე 5 დღეა ფეისბუქზე ტრიალებს რგოლი, სადაც ელგებეტე, ახალგაზრდა ელგებეტეს წარმომადგენელი ცეკვავს, აბიჯებს ბიბლიას, შეურაცხყოფს ხატებს და ეს ყველაფერი ხდება ბატონებო მხოლოდ იმიტომ, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ჯერ არავინ არ დასჯილა ჩვენს ქვეყანაში... დღეს რომ გამოვიდეს ვინმემ და შენიშვნა მისცეს იმ ახალგაზრდას ან ელგებეტეს წარმომადგენელს მასმედიის მეშვეობით უბრალოდ შეჭამენ.“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 4 მარტი
გიგლა ბარამიძე, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო - ნინო ბურჯანაძე: „რომელიღაც თვეს რაღაც პრაიდი უნდა ჩავატაროთ, პრაიდი მე ლომების გამიგია.... ელგებეტე პრაიდი, ჩაატარეთ კი ბატონო, კაფეები გაქვთ, ტერიტორიები გაქვთ, რა აუცილებელია აი გამაგებინეთ, რომ აი ესეთი მასშტაბით, თორემ ვინ გიშლით. ვინ გებრძვით. ვინ გივარდებათ ხიშტებით. ბარები გაქვთ, რესტორნები გაქვთ, სახლები გაქვთ, ადგილები გაქვთ, ისინი გაქვთ რა ქვია, ბაღები გაქვთ, სადაც ესენი იქ... ვინმე შემოგივარდათ? არა, აი, რუსთაველზე უნდა გამოიაროთ მაინცდამაინც. ეს უკვე პროპაგანდაა. უმცირესობის ზეწოლა უმრავლესობაზე.“

მედია

ასავალ-დასავალი, 4-10 მარტი
დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: „ამ ოცი და თუნდაც თქუთმეტი წლის წინათ ვერცერთი ჭკუათმყოფელი ვერ იფიქრებდა, რომ რომელიმე ქართველი გოგონა შუა რუსთველზე, პარლამენტის წინ, დადგებოდა და მესაჯდომეთა დროშასთნ ერთად ტრანსპარანტებს გაშლიდა წარწერით - „ჩემი ფუჩუ ჩემია!“ „ორგაზმი კაცების გარეშე!“ ეს სხვა არაფერია, თუ არა ერის ხრწნილება, რომელსაც საფუძველი ჯერ კიდევ შორეულ 90-იან წლებში ჩეყარა, როცა, მაგალითად, გაზეთმა „სარკმელმა“ პედერასტებზე გადაღებული რომელიღაც ბილწი ფილმის ერთ-ერთ თბილისურ კინოთეატრში ჩვენება მოიწონა...“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 3 მარტი
ნინო რატიშვილი, წამყვანი: „და ბოლოს და ბოლოს ეხლა მართლა მხოლოდ ელგებეტეს უფლებები ხომ არ უნდა იყოს დაცული სხვა ტელევიზიებში.“

ალია 11-17 მარტი
ლევან ჯავახიშვილი, ჟურნალისტი: “2014 წლის 2 მაისს პარლამენტმა „ანტიდისკრიმინაციული კანონი“ მიიღო. ამ კანონით, ხელისუფლებამ სექსუალური უმცირესობები სხვა ჯგუფებს (ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი) გაუტოლა და მათაც იგივე უფლებები მიანიჭა. „ანტიდისკრიმინაციული კანონით“ გულმოსული უმცირესობა უმცირესობა აღარავის ეპუება. უკვე იქიდან გადმოდიან შეტევაზე, თუ ისინი არ მოგწონს. ქართველი საზოგადოება აქტიურად უპირისპირდება ამ ლგბტ-ებს და მათ მიერ დაანონსებულ აღლუმების ჩაშლას ცდილობს… არასრულწლოვან ბიჭებზე სექსუალური ძალადობის ფაქტებმა მოიმატაო. მოიმატებდა, აბა, რა მოხდებოდა? კი, „ანტიდისკრიმინაციულ კანონში“ არ წერია, არასრულწლოვნებთან სექსი დასაშვებიაო, მაგრამ ამ კანონმა ფსიქოლოგიური უპირატესობა მისცა ამ ხალხს. ახლა თავს იმის უფლებას აძლევენ რასაც ადრე გულშიც ვერ გაივლებდნენ.”

"საქართველო და მსოფლიო, 7 მარტი,
ბაკურ სვანიძე, ჟურნალისტი: ""ყველაზე დიდი ხმაური “ლადო მასწავლებლის” [აფხაზავას] იმ ფოტოსურათს მოჰყვა, რომელზეც იგი ცნობილ ჰომოსექსუალ და პატრიარქის უხამსად მაგინებელ “ბლოგერ” დომენიკ მანგოსთან, იმავე კუკური ბარამიძესთან ერთად არის გადაღებული. მართალია, ლადომ უარყო მანგოსთან ნაცნობობა და სურათს “შემთხვევითი” უწოდა, მაგრამ, ვისაც ეს ფოტო უნახავს, დამეთანხმება, რომ იქ აშკარად უფრო ახლობლობა და მეგობრობა ჩანს, ვიდრე შემთხვევითობა. მივუახლოვდით კიდეც მთავარს _ ვინ უკითხავს ასეთ “ბანაკებში” ბავშვებს “ლექციებს” და რას ეხება ეს “ლექციები”? რამდენიმე თვის წინათ ამავე გაზეთში გამოვაქვეყნე მასალა სათაურით “მასწ! ამ ტაძარში გიჟიმავიათ?”. მასში საუბარი იყო ვინმე კობა ბიწაძეზე, რომელმაც “ფეისბუკში” ატვირთა ბაგრატის ტაძრის ფოტო და გაუკეთა მინაწერი: “ამ ეკლესიის ეზოში ბევრჯერ მაქვს ნატ…ურები ბიჭებთან, პრობლემაა რამე?”. ხოლო მისავე “ფეისბუკ-კედელზე” გადააწყდებოდით ასეთი შინაარსის პოსტს: “ახლა მოვდივარ ახალგაზრდული ბანაკიდან. მეექვსე კლასელებს ჩავუტარე ტრენინგი. მოხიბლული ვარ, ისე კარგად აზროვნებენ. იციან, რომ ჩვენს ქვეყანაში გენდერული თანასწორობა არ არის და ქალები იჩაგრებიან…” და ა.შ. აი, ასეთი ადამიანები ატარებენ ასეთ “ბანაკებში” ე.წ. ტრენინგებს და, ღმერთმა უწყის, რაზე ესაუბრებიან ბავშვებს. ვინ იცის, იქნებ კუკურა მანგოც “ტრენინგის” ჩასატარებლად ჰყავდა მიწვეული “გლობალურ თიჩას”?! 

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ასავალ-დასავალი, 4-10 მარტი
სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: „გეი-მარში ვეღარ ჩატარდება! „ქართულმა მარშმა“ მერიაში შეიტანა განაცხადი - 15-30 ივნისს რუსთველის გამზირი „ქართულ მარშს“ ექნება დაკავებული! თუ დაარღვევენ კანონს და წამოვლენ გეი აღლუმით, მაშინ ჩვენ იქ დავხვდებით და არ მივცემთ კანონის დარღვევის საშუალებას! ლიბერასტებო - ახლა ადით ფუნიკულიორზე და გამოექანეთ!

ინტერპრესნიუსი, 3 მარტი
გურამ ფალავანდიშვილი, ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება: „შეწყდეს ოჯახის ნგრევის, გარყვნილებისა და მამათმავლობის კულტივირება საქართველოში, გაუქმდეს ბაღებში ნეიტრალური გენდერის პროგრამა, შეწყდეს ლგბტ ლობიზმი სპორტში, აიკრძალოს სკოლებში საგანი „მე და საზოგადოება“. აღიკვეთოს გაეროს ტრენინგები საზაფხულო ბანაკებში, რადგან ისინი ითრევს ბავშვებს ჰომოსექსუალიზმის მიმღებლობაში, შეწყდეს გაეროს მიერ მომზადებული ბავშვთა უფლებათა კოდექსის ინიცირება პარლამენტში, ვინაიდან ის ემსახურება ოჯახის დანგრევისა და ლგბტ ცნობიერების პროპაგანდას ბავშვებში“.

ასავალ-დასავალი, 11-17 მარტი
გია კორკოტაშვილი, ქართული მისია: „ეს ჩვენი ზოგიერთი დეპუტატი ამ ლგბტ-ების დიდი მხარდამჭერია, ადგნენ და თავიანთი ბიჭები დააქორწინონ, ვნახოთ ერთი, როგორ მოეწონებათ! დავაკვირდები და თუ არ დარჩნენ კმაყოფილები, შევაფურთხებ! დღეს საქართველო არის დიდი ქვაბი, რომელიც ცეცხლზე დგას და თუხთუხებს. ვინც ამ უზნეობას გვატენის, ამ ქვაბშია მაგათი ადგილი და მოვხარშავთ კიდეც!“

საზოგადოება

ალია, 25-31 მარტი
გივი სიხარულიძე, მსახიობი: „ მთელი ტელევიზია პროპაგანდას უწევს ქალის ბოზობას და კაცის ""პედერასტობას"". თუ ადამიანს უნდა, იყოს ნამდვილი ქართველი ქალი, ის უნდა იყოს ბოზი, ნამდვილი ვაჟკაცი კი - ""პედერასტი"", ესაა დღევანდელი მოსაზრება. სწორედ ამის გამო წამიხდა ყველანაირი შეხედულება და საზოგადოება - ეს სიტყვა მეზიზღება, ესაა იდიოტიზმი..."

ალია, 4-10 მარტი
გურამ ქართველიშვილი, ისტორიკოსი:
შვილები ნარკოტიკზე გვყავს შესმული, ხოლო სკოლები პედერასტიზაციის ასპარეზად გვაქვს ქცეული.

ანტიდასავლური

პოლიტიკოსები

საქართველო და მსოფლიო, 13 მარტი,
ლევან ჩაჩუა, ქართული იდეა: "არაერთხელ აღვნიშნე, რომ, თუ ადრე წითელი კომისრების დირექტივებით ხორციელდებოდა ბოლშევიკური ტერორი, ჩვენს დროში ცისფერი კომისრების მარიონეტები განახორციელებდნენ რეპრესიებს მორწმუნე ერზე". 

კავკასია, სპექტრი, 14 მარტი
კახა კუკავა, თავისუფალი საქართველო: "ე.ი. რა წერია ამ კოდექსში [ბავშვის უფლებების კოდექსი], რომ ბავშვს აქვს ინტერნეტზე შეუზღუდავი წვდომის უფლება და თუ მშობელი ამას დაუშლის ბავშვს შეუძლია პატრული გამოიძახოს და მშობელი დააჭერინოს... ეს არის სრული კრეტინიზმი, ეს არის პირდაპირ ტრადიციული ოჯახის ნგრევისკენ გადადგმული ნაბიჯი... ეს არის მავნებლობა, რასაც აკეთებს დღეს საქართელოს პარლამენტი... ზოგადად ამ კოდექსში ყველაფერია ნათქვამი, რომ ბავშვი უნდა აღიზარდოს გაერო-ს, ლიბერალიზმის ტოლერანტობის საფუძველზე, არაფერი არ წერია რომ ბავშვი ოჯახის ნაწილი არის და არა უბრალოდ ფიზიურ პირი.

მედია

საქართველო და მსოფლიო, 13 მარტი
დავით მხეიძე, ავტორი: "თვით ურწმუნო თომებისთვისაც კი ცხადი უნდა გახდეს, რომ დასავლეთიდან უშურველად და ულიმიტოდ  მხოლოდ გარყვნილება, სიბინძურე, სატანიზმი შემოედინება ჩვენთან და ეს ე.წ. რუსული ნარატივი კი არა (როგორც ეს უნდათ წარმოგვიდგინონ ქართველმა რუსოფობებმა), არამედ მწარე სიმართლეა. თუმცა, რატომ მწარე? ქართველი საზოგადოების საღად მოაზროვნე ნაწილისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ ძაღლის თავი, ერთმორწმუნე რუსეთში კი არა, სატანისტურ დასავლეთშია დამარხული და, აქედან გამომდინარე, შეიძლება სიმწარე სიტკბოთი შეიცვალოს".

ასავალ-დასავალი, 11-17 მარტი
ჯაბა ხუბუა, ჟურნალისტი: „მოკლედ, პრემიერ-მინისტრი [ირაკლი] ღარიბაშვილი ღიად დაუპირისპირდა ოჯახის ინსტიტუტის ნგრევის, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებისა და ერის განარკომანების ნეოლიბერალურ სტრატეგიას, რაც გახდა კიდეც მისი თანამდებობიდან წასვლის უმთავრესი და უპირველესი მიზეზი.“

საქართველო და მსოფლიო, 27 მარტი,
ბესო ბარბაქაძე, ჟურნალისტი: ""არასამთავრობო სექტორი მაქსიმალურად ცდილობს, ამ ყველაფერს [ერთსქესიანთა ქორწინებას] პროპაგანდა გაუწიოს, ანუ მხოლოდ იმას კი არ ამბობენ, რომ ისინი უნდა მოგვწონდეს, არამედ იმასაც გვაპარებენ, რომ ეს კარგია და მისაბაძიც. სამაგალითოდ სწორედ ევროპის ქვეყნები მოჰყავთ და ამბობენ, რომ ევროპაში ლგბტ თემის წარმომადგენელთათვის ნამდვილი ნირვანაა, ხოლო ის ქვეყნები, რომლებშიც მათი “უფლებები” იზღუდება, არადემოკრატიულია. არადა, როცა, მაგალითად, რუსეთში საკანონმდებლო დონეზე აიკრძალა ლგბტ თემის აქტივისტთა საჯარო შეკრება, საქართველოში ყველამ ტაში დაუკრა, თუმცა, როცა საქმე საქმეზე მიდგა და მოწონებული აკრძალვის საჯაროდ თქმა გახდა საჭირო, ყველა სოროში შეძვრა. სამაგიეროდ, ტაში არ გაჩერებულა, როცა რამდენიმე კვირის წინათ საფრანგეთმა მშობლების გრაფიდან “დედა” და “მამა” ამოიღო და “მშობელი #1” და “მშობელი #2” დააკანონა. სავარაუდოდ, ნომრები რომ არ აერიოთ, ბავშვები დილაობით მშობლებს ხაზზე მოაწყობენ და პირველი-მეორეზე გაათვლევინებენ"". 

ალია, 4-10 მარტი
ბაკურ სვანიძე, ჟურნალისტი: „ზოგადად ეს ""სამოქალაქო განათლება"" მგონი სპეციალურად შეიტანეს საბავშვო ბაღებსა და სკოლებშ ი, რომ იქ თავისი ""ლიბერასტი"" ""სასტავები"" შეყარონ... მაგას დიპლომი არ ჭირდება და კვალიფიკაცია... გაატარეს რაღაც ორთვიანი ""მოსამზადებელი კურსები"" და შეყარეს ""სამოქალაქო განათლების"" პედაგოგებად... დარბენინებენ საწყალ ბავშვებს ""ოკუპაციის მუზეუმებში"" და აგინებენ რუსეთს. აქებენ თურქეთს და პიდარასტებს! ეგაა ამათი ""სამოქალაქო განათლება"".

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

მარშალპრესი, 3 მარტი,გურამ ფალავანდიშვილი, ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება: "შეწყდეს ოჯახის ნგრევის, გარყვნილებისა და მამათმავლობის კულტივირება საქართველოში, გაუქმდეს ბაღებში ნეიტრალური გენდერის პროგრამა, შეწყდეს ლგბტ ლობიზმი სპორტში, აიკრძალოს სკოლებში საგანი „მე და საზოგადოება“. აღიკვეთოს გაეროს ტრენინგები საზაფხულო ბანაკებში, რადგან ისინი ითრევს ბავშვებს ჰომოსექსუალიზმის მიმღებლობაში, შეწყდეს გაეროს მიერ მომზადებული ბავშვთა უფლებათა კოდექსის ინიცირება პარლამენტში, ვინაიდან ის ემსახურება ოჯახის დანგრევისა და ლგბტ ცნობიერების პროპაგანდას ბავშვებში“.

"საქართველო და მსოფლიო, 7 მარტი,
დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი: ""რაც შეეხება კონკრეტულ კანონპროექტს [ბავშვის უფლებების კოდექსს], ჩვენ ყველანაირად ვიმოქმედებთ და ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რაც შესაძლებელია. განგაშის ზარებს დავარისხებთ და ერი და ბერი დავდგებით ერთად ამ საინკვიზიციო კანონპროექტის წინააღმდეგ. ეს არის პროექტი, რომელიც შვილებს დააშორებს მშობლებს და ღირებულებების სისტემას დაუნგრევს ოჯახებს. ეს არის მიზანმიმართული გეგმა, რომ საკანონმდებლო დონეზე შეიმუშაონ დასჯის მექანიზმები და მერე ამ გზით ბავშვები საბოლოოდ გამოიყვანონ მშობლების კონტროლიდან"". 

საზოგადოება

"ობიექტივი, ღამის სტუდია, 5 მარტი
დავით მხეიძე, მოძრაობა „ლაზარე“: „რუსეთი და საქართველო არის ის ორი ტერიტორია პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც, აი, ამ ერთსქესიანთა ქორწინებებმა, ამ გეიპარადებმა ჯერჯერობით ფეხი ვერ მოიკიდეს და ამაზე არის გაცოფებულები [ლიბერალები]. ეს იდეაფიქსი აქვთ ამათ, რომ  უნდა გარყვნან, წაბილწონ მთელი მსოფლიო. “ 

გენდერული სტერეოტიპები

ხელისუფლება

"მარშალპრესი, 20 მარტი,
თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი: ""მე ის ნამდვილად ვიცი, რომ ქალბატონი თინა ძალიან ბევრ უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს და ამავე დროს ის ძალიან ლამაზი ქალია. ეს ვიცი"".

საზოგადოება

ნეტგაზეთი, 29 მარტი
ჯემალ სეფიაშვილი, კომპოზიტორი: „ვთვლი, რომ ოჯახის სიძლიერე არის მამაკაცი. ქვეყნის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის დამცველი არის მამაკაცი და სწორედ ამიტომ, აი, ეს 25 მამაკაცი იმღერებს ამ სიმღერას“.

ალია, 25-31 მარტი
გივი სიხარულიძე, მსახიობი: „ქალებს ხომ უნდათ გენდერული თანასწორობა, ჰოდა, იმუშაონ კაცებივით და ნუ უჩნდებათ სურვილი, იყვნენ მინისტრები, დეპუტატები და ა.შ. გენედერული თანასწორობა ასეთი ვიცი მე! აბა, ისაა გენდერული თანასწორობა, ცოლი რომ რვაჯერ სცემს ქმარს და კაცს რომ თინა ჰქვია და მის ცოლს ჟორა?!... ზოგიერთ ჩემს მეგობარს ისეთი ოჯახი აქვს, მინდა, მათ ცოლებს ფეხები დავუკოცნო, მაგრამ ასევე მყავს ამხანაგები, რომელთა ოჯახებშიც ცოლი გამთენიისას ბრუნდება შინ და ქმარს ეუბნება, შენი სადღეგრძელო რვაჯერ დავლიეო, ამ ტიპს კი ამ დროს ""ჩეფჩიკით"" სძინავს. მე თუ მკითხავთ, ცოლ-ქმარს შორის იცით, რა ურთიერთობა უნდა იყოს? ცოლი დღედაღამ უნდა ფიქრობდეს, რომ ქმრის მონა იყოს, არადა რეალურად ამ დროს ჭკვიანი ქალი მონად იხდის ქმარს, როცა კაცი ხედავს, რომ ცოლი თვალებში შესციცინებს და მზადაა, მისთვის სიცოცხლე გასწიროს, ნაღდი ვაჟკაცი ასჯერ მისი მონა გახდება.“

დისკრიმინაციული გამოხატვის მაგალითები სრულად იხილეთ ვებ-გვერდზე: www.notophobia.ge

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

Media Development Foundation

http://notophobia.ge/

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube