საქართველო და მსოფლიო, 4 აპრილი, ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: "ამ ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად დღეს სოფელ ლამისყანის თავზე არაბებს მიჰყიდეს 36 ჰექტარი მიწა, მარტყოფის ველი კი თურქულ ფირმა “ოკუტფაშას” აქვს ჩალის ფასად შეძენილი. რატომ არ კითხულობენ ეს ჩვენი “კანონიერების დამცველი” არასამთავრობო ორგანიზაციები: სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით მიიღება მსგავსი გადაწყვეტილებები? რატომ აშენდა თბილისის ზღვის გარშემო ჩინური კვარტლები? არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ქალაქის იერ-სახე საშინლადაა დამახინჯებული ამ უსახური მშენებლობებით. და ბოლო წლებში ათიათასობით უცხოელს დაურიგეს საქართველოს მოქალაქეობა, რაც ქუჩებში უკვე იგრძნობა. ისეთი მცირერიცხოვანი ერისთვის, როგორიც ქართველობაა, ეს დემოგრაფიული კატასტროფაა". | |
"ობიექტივი, ღამის სტუდია, 1 აპრილი აკაკი ასათიანი, ტრადიციონალისტთა კავშირი: „დემოგრაფიული კატასტროფა გვაქვს, ემიგრაცია გვაქვს და მიგრანტების შემოსევა გვაქვს. მეტი თავის თავს რა უნდა მოუხერხოს ნაციამ რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ.“ | |
საქართველო და მსოფლიო, 5 აპრილი, არდალიონ ხააძე, ავტორი: "როგორ შეიძლებოდა იმ პაქტზე ხელის მოწერა, რომელიც გვაიძულებს, მივიღოთ უცხოტომელი დევნილები და თანაც უზრუნველვყოთ მათთვის პირობების შექმნა? ან რატომ ხართ გაჩუმებული დემოგრაფიულ კატასტროფაზე, რომელიც ერს ემუქრება?" | |
"ობიექტივი, ღამის სტუდია, 1 აპრილი ნინო რატიშვილი, ღამის სტუდია: „ბევრ ქვეყანაში აღარ არის საჭირო არც იარაღი, არა? არც ატომური ბომბა... ძაან ხშირად, ყოფნის, საქართველოს ყოფნის მაგალითად აი მიგრანტების, მაგალითად უსაზღვროდ შემოსვლა, ჩინელების“ | |
საზოგადოებრივი ორგანიზაციები
|
|
საქართველო და მსოფლიო, 24 აპრილი, ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: "ასეთი უსისხლო ხელისუფლება ჯერ არ ჰყოლია საქართველოს. არაფერი ანაღვლებთ, სიხარულით ხვდებიან ქართველის წასვლას და მერე უფრო დიდი სიხარულით იღებენ არაბს, ირანელს, თურქს… წინათ, მშენებლობას რომ დავინახავდი, ახალ კორპუსს რომ შევხედავდი, მიხაროდა, ახლა აღარ მიხარია, რადგან, ვინც იმ კორპუსში სახლდება, მათი 70 პროცენტი ირანელი, ინდოელი და ვიღაც გადამთიელია. არავინ ფიქრობს, ირანელი აქ რომ ჩასახლდება, რა მოხდება. ახლავე გვეუბნებიან, საქართველო ჩვენიაო და მერე რას იზამენ?" | |
ალია, 1-7 აპრილი ლია წურწუმია, პროფესორი: „რა გავიჭირდა ქართველებს, რომ ჰოლანდიელი [სანდრა რულოვსი] არ დავსვათ ზუგდიდის მერად. ეს იქნება ძალიან დიდი სირცხვილი და განსაკუთრებით ზუგდიდელებისათვის... უცხოელი არ უნდა დასვან საკუთარ სახლში.“ | |
ობიექტივი, ღამის სტუდია, 11 აპრილი, დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „აჭარას ვკარგავთ გესმის? აჭარაში თურქები ხდება ბატონი და პატრონი და აჭარელი ხდება მოსამსახურე. აი, ამ უბედურებაში ვართ ჩვენ. ის კი არა, რომ ტაო-კლარჯეთი, ლაზეთი დავიბრუნოთ, აქეთ კიდე რაღაცას ვიღაცა გართმევს. ყველა მხრივ, ამით არ დახურულა! სადაცგინდა გაიხედო სულ საომარი ვითარებაა“. | |
ალია, 15-21 აპრილი ზურაბ ჯორბენაძე, მერობის კანდიდატი ხულოში: „ხალხის 90% იძულებულია მონად იმუშაოს თურქეთში. ეს მდგომარეობა უკვე წლებია გრძელდება და ახალ თაობას უკვე არასწორ შეხედულებებსა და დამოკიდებულებებს უქმნის თურქეთთან მიმართებაში, სრული უპატრონობა , განუკითხაობაა ზემო აჭარაში და პირდაპირპროპორციულად ძლიერდება თურქული ექსპანსია.“ | |
საზოგადოებრივი ორგანიზაციები
|
|
"ობიექტივი, ახალი ამბები, 29 მარტი თენგიზ თავდგირიძე, მუსლიმანი და ქრისტიანი ძმები საქართველოს ერთიანობის დასაცავად: „ეს არის ქვეყნისათვის კიდევ ერთი უკან აგდადგმული ნაბიჯი. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ აღნიშნულ მედრესე პანსიონებში 2 წლის ასაკიდან ბავშვებს ღებულობენ სადღეღამისოდ. შემდგომ კი სტამბულში უშვებენ 7 წლის ასაკში. მე გამკვირვებია ჩვენი ხელისუფლების თუ რატომ არ აქცევს ამას ყურადღებას. და თურქი და თურქეთის სახელმწიფო და იგივე გიულენი რომ ჩვენი ლამაზი თვალებისთვის ჩვენი კარგი ოჯახისთვის, შვილების კარგი აღზრდისათვის რომელიც ჩვენს ქვეყანას უნდა გამოადგეს, ამისათვის რომ არ ამზადებს ეს ფაქტია. დაგვარწმუნონ იმაში, რომ იქ საშიშროება არაა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს ემუქრება.“ | |
ასავალ-დასავალი, 15-21 აპრილი ჯეფრი სილვერმანი, ვეტერანს თუდეი: „საქართველოში კონფლიქტი თუ დაიწყო, ყარსის ხელშეკრულების თანახმად, თურქეთი აჭარას დაისაკუთრებს. თურქულ სკოლებში უკვე ასწავლიან, რომ აჭარა თურქეთის ნაწილია, ზოგიერთ რუკაზეც ასეა დაფიქსირებული.“ | |
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია
|
|
ასავალ-დასავალი, 15-21 აპრილი გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „სკოლებში ჩვენს შვილებს პირდაპირ იეღოველების ხახაში აგდებენ! აი, ბატონო, ფოტოფაქტები: ეს არის ბუნებისმეტყველების სახელმძღვანელო მეოთხე კლასისთვის, სადაც 85-ე გვერდზე ერთი შეხედვით უწყინარი ამოცანა წერია... თქვენი აზრით, რა არის ის ინტერნეტ-მისამართი [https://wol.jw.org], რომლითაც ჩვენი 10 წლის შვილები უნდა გაეცნონ დედამიწაზე პირველი ცხოველების შესახებ სტატიას?! ეს, არც მეტი, არც ნაკლები, იეღოვას მოწმეთა სექტის ვებ-გვერდის ბმულია! და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს სრულიად მიზანმიმართულად არის გაკეთებული... ანუ ისიც არ გვაკმარეს, რომ იეღოველები უკვე სახლებში გვივარდებიან და დაუსჯელად გვტენიან თავიანთ სატანისტურ „რელიგიას“, ისიც არ გვამყოფინეს, რომ პრაქტიკულად, ყველა მეტროსადგურის წინ დღისით-მზისით ამ მწვალებლების სტენდებია გაშლილი... და ახლა, უკვე იეღოველებს ჩვენი შვილების სულებზეც ანადირებენ!“ | |
| | | იმედი, ქრონიკა, 3 აპრილი, ემზარ კვიციანი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: ""მინდა, რომ პატრიარქის სიტყვები შევახსენო სუყველას ამ ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება უკანონობა დააკანონო, უკანონობის დაკანონება ეს დიდი ცოდვაა და სწორედ ამის შესახებ ვთქვი მე და რომ არ მეთქვა, ის იქნებოდა გასაკვირი, ვალდებული ვარ, რომ მეთქვა არცერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ამას, ასეთ კანონს"". | | | | | საზოგადოებრივი მაუწყებელი, მოამბე, 16 აპრილი გიორგი ანდრიაძე, ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობა: „ანტიდისკრიმინაცია საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ამ ყოვლად მახინჯ ცხოვრების წესს ჰქონდეს რეკლამირების და პირიქით სხვაზე და განსაკუთრებით მომავალ თაობაზე თავს მოხვევის საფუძველი.“ | | | | |
"ასავალ-დასავალი, 1-7 აპრილი გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „რა სახელებიც არ უნდა დაირქვან ამ მამათმავლებმა და დედათმავლებმა - ტრანსგენდერები თუ ტრანსზონდერები - ისინი ყველა ნორმალური მართლმადიდებლისთვის (და არამართლმადიდებლისთვისაც) ბილწი სოდომისტები არიან და მორჩა! ეს არის გენეტიკური ნაგავი! დიახ, არაფერს არ ვაჭარბებ - ეს დამპალი ხის ტოტია, რომელიც უნდა მოიჭრას, სანამ მთლიანად ხეს დაალპობს!“ | |
საქართველო და მსოფლიო, 10 აპრილი, დარეჯან ანდრიაძე, ავტორი: "ასეთი სიახლე არ სჭირდება საქართველოს, ეს არ არის განვითარებისა და წინსვლის გზა, ეს სატანის გზაა! თუ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს უჭერს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, საქართველოში 95% ეწინააღმდეგება. ლგბტ პირებსა და ზოგადად მათ ავადმყოფურ მოთხოვნებს ქართველი ხალხი ყოველთვის მწვავედ აპროტესტებს და საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებს, მსგავსი თემების განხილვისგან თავი შეიკავოს, აზრადაც არ გაივლოს მსგავსი სისულელე, რადგან საქართველო ის ქვეყანა არ არის, ხალხისთვის მიუღებელი კანონის დარღვევის ვინმეს რომ შეეშინდება". | |
საზოგადოებრივი ორგანიზაციები
|
|
ალია, 8-14 აპრილი სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: „ყველას გამოვიყვანთ ქუჩებში რათა არ ჩატარდეს გეი-პარადი. გამოვიყენებთ არაძალადობრივ მეთოდებს... გეგმა ასეთია: ათასობით ადამიანი დაიკავებს თბილისის ქუჩებს და მათ არ მიეცემათ აქციის ჩატარების უფლება.ჩვენ მოვუწოდებთ ღონისძიების ორგანიზატორებს, გააუქმონ გეი აღლუმი. ვიწყებთ ბრძოლას და არ ვაპირებთ გაჩერებას.“ | ალია, 15-21 აპრილი დავით ნემსაძე, შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის გჯუფი: „შენ [გიორგი გახარია] ვეტერანის უფლებებზე მეტად პედერასტის უფლებებს იცავ... შენ კი სახელმწიფო მინისტრი გქვია სამართლის მსახურების მაგივრად პრიორიტეტად პედერასტების უფლება გამოაცხადე“ სოციალური ქსელი | | | |
საქართველო და მსოფლიო, 17 აპრილი, გიორგი რაზმაძე, სასულიერო პირი: "[ევროსაბჭოში] გამოსვლაში მან [მამუკა ბახტაძემ] ის ხალხი, რომელიც ეწინააღმდეგება მამათმავლობის პროპაგანდას და აპროტესტებს მას, მარგინალურ ექსტრემისტულ ჯგუფებად მოიხსენია. ამით ბახტაძემ პრაქტიკულად სრულიად მსოფლიოს უთხრა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, მათ შორის, ტრადიციული ქრისტიანული მორალის მქონე ეკლესია, პატრიარქი და საპატრიარქო მარგინალი ექსტრემისტები არიან. აი, ასეთი ნამუსგარეცხილი ადამიანები მერე ხან სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო წირვას ესწრებიან უწმინდესთან ერთად, ხან საპატრიარქოში მიდიან და იქ საუბრობენ ოჯახის სიმტკიცეზე… ვფიქრობ, წავიდა ის დრო, როცა ასეთი იაფფასიანი პოლიტიკური ტრიუკებით ახერხებდნენ ძალაუფლების შენარჩუნებას. არ გამოვა ასეთი ორმაგი თამაშით ფონს გასვლა, იმიტომ, რომ, ბოლოს და ბოლოს, გაიგო ხალხმა, ვინც არიან ისინი. 17 მაისს რაც შეეხება, რა ანგარიშიც უნდა აბაროს ბახტაძემ სტრასბურგს, დარწმუნებული ვარ, ხალხი გამოვა და სამღვდელოების საღად მოაზროვნე ნაწილთან ერთად დაიცავს თავის ჯანსაღ მომავალს". | |
დისკრიმინაციული გამოხატვის მაგალითები სრულად იხილეთ ვებ-გვერდზე: www.notophobia.ge | |
| | | ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში. | | | | | მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად. | | | | |
|
|