MDF
# 3, 1-31 მარტი, 2018

ქსენოფობია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 17 მარტი,
გიორგი ლომია, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: "ტერიტორიები დაუკანონა [მიხეილ სააკაშვილმა] ეგ ერთი და ჩვენ დავკარგეთ 22%. მოქალაქეობა მისცა დაახლოებით 60 ათას უცხოელს, მათ შორის 25 ათასმა თურქმა აჭარაში მიიღო მოქალაქეობა ამ პერიოდის განმავლობაში, ანუ მან საფრთხე შეგვიქმნა ტერიტორიის თითქმის  რამოდენიმე წერტილში და როდის იფეთქებს ეს ნაღმი, მის მიერ დატოვებული ნაღმი, კაციშვილმა არ იცის… ჩვენ გვინდა რომ ნაკლებად ზიანი მიაყენოს ამ აფეთქებამ ვთქვათ მიაყენოს საქართველოს…”

კავკასია, სპექტრი, 7 მარტი
გუბაზ სანიკიძე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა: „გარბის ეს ახალგაზრდობა, დაიცლება და დაიკავებენ აგერ ეს აზიელები. ევროინტეგრაცია, რა ევროინტეგრაცია, რა უნდა აქ ვეროპას. შემოვა ირანი, შემოვა თურქებმა აითვისეს ნაწილი, ირანი შემოვა, იმის იქითა ვქეყნები, ინდოელები გამოჩნდებიან, პაკისტანელები გამოჩნდებიან, არაბები ყიდულობენ ყველაფერს და აგერ თბილისის საამირო და მერე ახლა უნდა ავაყენოთ ის საფლავიდან დავით აღმაშენებელი, მერე რომ იქნებ ყივჩაღები გამოიძახოს ისევ.“

ასავალ-დასავალი, 12 – 18 მარტი
გიორგი ლილუაშვილი, პარტია „საქართველო“: „ვერცერთ სახელმწიფო უწყებაში ზუსტად ვერ გავარკვიე, რამდენი მიგრანტი ბავშვი სწავლობს ჩვენს ბაღებში და სკოლებში და აცრილები არიან თუ არა ისინი ბაქტერიოლოგიურ-ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ! ვინ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ საქართველოში ერაყიდან, სირიიდან თუ ინდოეთ-პაკისტანიდან შემოსული მიგრანტები რაღაც სპეციფიურ ვირუსს ან დაავადებას არ შემოიტანენ?! ვინმე ამოწმებს მათ?! ვინმემ იცის, რა აცრები აქვთ ჩატარებული?! ანუ ჩვენ ქუჩებში დადინ მიგრანტები, რომლებიც შიძლება, ბიოლოგიური ბომბები იყვნენ! ბაქტერიოლოგიური იარღის გამოყენება მარტო ცხოველებითა და ფრინველებით კი არ ხდება! ერთ დაავადებულ ადამიანს თავისუფლად შეუძლია ნახევარი ქალაქის დასნებოვანება - იმისდა მიუხედავად, იცის თუ არა მან, რომ ავადაა!“

მედია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 20 მარტი,
ნინო რატიშვილი, წამყვანი: "არა, იცით რა, ეხლა რუსეთი არა და რუსეთის შიშით კარი გაუღოთ ირანს, თურქეთს, ისედაც მეტი ეხლა როგორ უნდა გაუღოთ, მალე შეიძლება ჩვენ ვიყოთ უმცირესობაში, ხო, თბილისში და  აჭარაში და ასე შემდეგ, არა, ეხლა, იცით რა არი, ერთი, რომელი უფრო, ჩვენ დაგვიდგება იმის, ჩვენ უნდა დავთვალოთ თუ არა, რომელი უფრო დიდი ბოროტებაა".

საქართველო და მსოფლიო, 9 მარტი
ვაჟა გურგენიძე, ავტორი: "ქართველებო, დროა, გამოვფხიზლდეთ, თუნდაც ერთი შვილით მეტი გავაჩინოთ და გადავარჩინოთ საქართველო. თუ ასე არ მოვიქცევით, ისტორია და უფალი არ გვაპატიებს. ნუ დავუტოვებთ ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს ქვეყანას უცხოტომელებს, რომლებმაც უკვე შემოდგეს ფეხი ჩვენს მიწაზე". 

ალია, 26 მარტი, 1 აპრილი
ლევან ჯავახიშვილი, ჟურნალისტი: „ხელისუფლებამ თავიდან მოიშორა „ქართული მარშის“ ლიდერები და აქტივისტები და ეს ჩვენი ლიბერასტული საზოგადოების დაკვეთით გააკეთა, მათ გული გაუხარა. გული მოუგო იმ ათასობით გადამთიელს, რომლებიც არალეგალებად არიან შემოთრეულნი ჩვენს ქვეყანაში და ათას უბედურებას სჩადიან....”

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ალია, 19-25 მარტი
სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: „ყველამ ერთად გადავწყვიტეთ იმ ავადსახსენებელ ქუთაისის ქუჩაზე გავლა, რომელიც ფაქტობრივად, ოკუპირებული აქვთ უცხოელ კრიმინალებს - აქ საუბარია როგორც ირანელებზე, არაბაბზე, თურქებზე, ასევე ჩვენდა სამწუხაროდ ქართველ კრიმინალებზეც… უნდა გენახათ როგორი შეშინებულები კეტავდნენ ეს უცხოელი კრიმინალები თავიანთ საეჭვო ტიპის დაწესებულებებს და როგორ ვირთხებივით გარბოდნენ იმ ტერიტორიიდან!.. ქუჩების ოკუპაციიდან ქალაქის და შემდგომ, რეგიონის ოკუპაციამდე ძალიან მცირე ნაბიჯებია დარჩენილი.“

ასავალ-დასავალი, 26 მარტი - 1 აპრილი
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: „რომ გაიძახიან, აზერბაიჯანლები ჩვენი მეგობრები არიანო, გამაგებინეთ რანაირი მეგობრები არიან, იქ მაცხოვრებელი 40 ათასამდე ქართველი 10 ათასამდე დავიდა, ხოლო წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას მხოლოდ გიორგობის  დღეს გვიხსნიან. ერის ფარული გენოციდი მიდის. მტრების ოცნება - საქართველო უქართველებოდ, თითქმის ახდა! იმდენი ირანელია საქართველოში შემოსული, რომ უკვე ირანელი მომღერლები ჩამოჰყავთ და კონცერტის გამართვას აპირებენ.“

საზოგადოება

ასავალ-დასავალი, 12 – 18 მარტი
ნინული ქავთარაძე, მოქალაქე: „საზოგადოება შეაშფოთა ფაქტმა, რომ ბათუმსა და თბილისში რამდენიმე უბანს მთლიანად მიგრანტები აკონტროლებენ. ამას მოჰყვა ისეთი ანტისახელმწიფოებრივი გამოვლინებები, როგორიც გახლდათ პროსტიტუციისა და ნარკოდანაშაულის მომრავლება. ყოველივე შარშან ბათუმში ქუთისის ქუჩის  გადაკეტვით და თურქული დროშის აღმართვით დაგვირგვინდა. საგანგაშო მდგომარეობაა თბილისში, აღმაშენებლის გამზირსა და ლესელიძის ქუჩაზე, სადაც ღამის საათებში ქართულად ლაპარაკი საერთოდ აღარ ისმის. თბილისის ერთ უბანში, სადაც მასობრივად ცხოვრობენ ჩინელი მიგრანტები, მოსახლეობისგან შემოვიდა შეტყობინება, რომ გახშირდა უპატრონო, ასევე შინაური ძაღლების უგზო-უკვლოდ დაკარგვის შემთხვევები. გვაქვს კონკრეტული ინფორმაციები, რომ მათ მიგრანტები იტაცებენ და ჭამენ.“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 31 მარტი,
დემურ გიორხელიძე, ექსპერტი: "თითქმის 30 ათასამდე მოქალაქე არი სასწრაფოდ მიღებული საქართველოს მოქალაქედ, აქედან ევრო, აფრიკელები და არაბები ძირითადად, ჩვენი ხალხი გადის ქვეყნიდან, აქ ივსება და ვიღაცა თავს იწონებს სადღაც დაფინანსებისთვის, რომ ჩვენ სხვებს ვიღებთო და ეს არ არი საშიშიო. თქვე კაი დედმამიშვილო, მილიონნახევარი საქართველოს მოქალაქეა გარედან გასული, აქ რომ მილიონნახევარ ახალ ხალხს შემოიყვან, როგორც მოქალაქეებად, აქ რო მიწას გაყიდი და საკუთრებებს ადამიანებს მისცემ, გასაგებია, რომ აქ სახელმწიფო იქნება და შეიძლება საქართველო ქვიოდეს, მაგრამ ეს ქართველების ქვეყანა არ იქნება, მე კიდე ვამბობ, ის სისუსტე ქართული საზოგადოებისა, ის უპასუხისმგებლობა  საკუთარი მომავლის და საკუთარი შვილების წინაშე, რომელიც, სამწუხაროდ, ქართველების დიდ უმრავლესობას უკვე სენად ექცა, გამოიწვევს იმას, რომ ქართველები დაკარგავენ კონტროლს საკუთარ ქვეყანაზე".

თურქოფობია/ისლამოფობია

პარტიები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 7 მარტი
ვაჟა ოთარაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: „ზოგადად, საქართველოს მთავრობის ანტიქართული კურსის ბრალია, რომ მაპატიეთ და ასე ბაირამობენ საქართველოში თურქები! ასე ბაირამობენ თბილისში, დედაქალაქში, სხვა ქალაქებში, ბათუმში, აჭარაში და ამ საშიშროების წინაშეა ეს პატარა ქვეყანა….  რამდენი ხალხია გაუბედურებული, რამდენი ხალხი აყარეს და ესეიგი გაყიდეს ტყვედ და გააუბედურეს საქართველო, გაძარცვეს წლების განმავლობაში! თურქეთზე დიდი დამპყრობელი, ვერაგი დამპყრობელი არა ყოლია საქართველოს! და ეს ყოველთვის უნდა იცოდეს. მე შუღლისაკენ კი არ მოვუწოდებ ხალხს და არა იმიტომ, რომ მტრად გამოვაცხადოთ მაგრამ, ისტორიული სინამდვილე, რომელიც ჩვენს ზურგს უკან არსებობს, დღევანდელობაში სწორი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას უნდა გვაძლევდეს“. 

ობიექტივი, ღამის სტუდია, 24 მარტი,
ირმა ცხორაგაული, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: "ერთადერთი როდესაც ჩვენ დავტოვეთ ეს პოზიციები [საყდრისში] იმიტო, რომ ჩვენ ბათუმში თურქეთის ფულით მეჩეთს გვიშენებდნენ და ჩვენ ეს გავაპროტესტეთ და ვალდებულები ვიყავით, ჩვენ ბათუმში გავქცეულიყავით, იმიტო რო იქ ძალიან დიდი აქცია უნდა ჩაგვეტარებინა, რომ ეს მომენტი უნდა შეგვეჩერებინა".  

მედია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 7 მარტი
ბონდო მძინარაშვილი, წამყვანი: „თურქეთს ეროვნულ აღთქმაში ეწერა, საქართველოსთან დაკავშირებით სამუდამო ჩანაწერი აქვს გაკეთებული და შესაბამისად, მისი ინტერესები არ განელებულა მაშინაც, როცა საქართველო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა იყო. თურქეთის ეს ინტერესები ნათლად გამოიკვეთა ბოლო ათწლეულების განმავლობაში და ბოლო თხუთმეტი წელია უკვე აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ დღეს ცეცხლითა და მახვილით ქვეყნებს აღარ იპყრობენ, ეს არის კულტურული ექსპანსიით და ეკონომიკური ექსპანსიით“.  

ობიექტივი, ღამის სტუდია, 16 მარტი
მაცაცო გახოკიძე, წამყვანი: „ის, რომ ბოლოდროინდელი ინფორმაციით სარფში, ეკლესიის ეზოში, არის გადაწყვეტილი, რომ თურქმა ინვესტორმა ააშენოს კაზინო. ის, რომ არსებობს ძალიან ბევრი სასწავლებელი, სადაც მიhყავთ ბავშვები და შესაბამისად ისინი ყურანს სწავლობენ. მე მაინტერესებს ყველაფერი ეს და ბოლოდროინდელი მოვლენები რამდენად არის საშიში კონკრეტულად ჩვენთვის რადგან მოგეხსენებათ, რომ აჭარაში უნდა აღინიშნოს რომ მრავლად არიან თურქები და თითქმის უკვე ქართულად საუბარს მემგონი უკვე ნაკლებად ვიგებთ და ეს არის საფრთხე პირველ რიგში ჩვენი.“

საქართველო და მსოფლიო, 9 მარტი  
გიორგი გაჩეჩილაძე, ჟურნალისტი:  "დღეს, იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წელს ვადა გასდის ყარსის ხელშეკრულებას, კიდევ უფრო ნათლად ჩანს თურქეთის ფინანსურ-ეკონომიკური და იდეოლოგიური ექსპანსია. ამ დასკვნის გამოტანის საფუძველს იძლევა არა მხოლოდ თურქეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებები, რომლებიც მოითხოვდნენ 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ველზე უბრწყინვალესი გამარჯვების აღსანიშნავი დღე არ დაგვეწესებინა, არამედ ბათუმის დიდი ნაწილის ე.წ. თურქი ინვესტორების მიერ ხელში ჩაგდება და ქართული ტელევიზიების მდარე თურქული სერიალებით გადავსებული ეთერიც". 

კავკასია, სპექტრი, 16 მარტი
დავით აქუბარდია, წამყვანი: „ოფიციალურიად ამ ირანის რესპუბლიკამ ბოდიში მოგვიხადა? ... მაგათმა სულიერმა ლიდერმა ბოდიში მოიხადა? ტოტალური გაწყვეტა მოხდა, მთელი დივიზია დაგვიხოცა ბერებისა კაცო... რატომ უნდა გათანაბრდეს ისლამი როდესაც ჯვრით იცავდა ქართველი ხალხი თავის იმას, რა ქვია ტერიტორიებს. ჩვენ სპეციფიკური ერი ვართ და სპეციფიკური ტერიტორია გვაქვს.“

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ალია, 12-18 მარტი, ასავალ-დასავალი, 19 – 25 მარტი
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: „გადაგვარების და გადაშენების კონკრეტული მაგალითები!!! თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით 2017 წელს ქართველ ქალებზე 557 თურქი მამაკაცი დაქორწინებულა. ისედაც მომაკვდავი ერი კიდევ უფრო აჩქარებს თავის აღსასრულს. იმის მაგივრად ქართველი დედებისგან ქვეყანას ევლინებოდეს დავითი, ნინო, თამარი, დემეტრე....... საქართველოში იბადებიან ადემი, ახმეტი, არსლანი ...... გაუშვით ეხლა თურქული სერიალები ტელევიზიებო ყოველდღიურად, დაემორჩილეთ თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნას არ აღინიშნოს დიდგორობა უცხო ქვეყნის ჯაშუშო პარლამენტარებო. გაახსნევინეთ მედრესეები აჭარაში და ხელი შეუწყვეთ საქართველოს გათურქებას და ნახავთ როგორ დაასრულებთ თქვენს მოღალატეობრივ და ბინძურ სიცოცხლეს ამ ქვეყანაზე.“

სასულიერო პირები

საქართველო და მსოფლიო, 1 მარტი
დავით ისაკაძე, სასულიერო პირი: "უნდა გამოვიდეს აჭარის მოსახლეობა და, ვინც მეჩეთის აშენებას ითხოვს, გაყაროს. რას ითხოვენ, რა, მეჩეთები აკლიათ?! ცარიელია მათი მეჩეთები, მაგრამ გამოდიან ამ სულგაყიდული “არასამთავრობოების” წაქეზებით და ქუჩაში ატარებენ თავიანთ რაღაც რიტუალებს, ვითომ შენობა არ აქვთ. ამ დროს აჭარის მოსახლეობა, მართლმადიდებლებს ვგულისხმობ, იქვე დგას და თითქოს არაფერი… სახლებიდან რომ გამოყრიან და მხოლოდ თბილისი შეგვრჩება ხელში, ისიც თუ შეგვრჩა, მერე ნახონ..  ცხადია, არანაირი მეჩეთის მშენებლობა არსად, არც ერთ ქალაქში არ შეიძლება. ჩვენ ეს უნდა აღვიქვათ, როგორც დიდი საფრთხე, რომელიც მიმართულია ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ". 

საზოგადოება

ასავალ-დასავალი, 12 – 18 მარტი
მიხეილ ცაგარელი, ასტროლოგი: „დღეს მთვარი ოკუპანტი რუსეთი კი არა, თურქეთია! აი, ცოტა ხანში აჭარას რომ დაიპყრობს, მერე გადათვალეთ, რამხელა ტერიტორია ექნება „ჩვენს ისტორიულ მოძმეს“ მიტაცებული. ოღონდ რუსეთი გავიდეს კავკასიის ზონიდან და თურქეთი მაშინვე დაიკავებს საქართველოს ნაწილს. აჭარა ეკონომიკურად უკვე დაპყრობილი ჰყავს.“

საქართველო და მსოფლიო, 9 მარტი  
ალექსანდრე ჭაჭია, პოლიტოლოგი: “ჩვენს ხელისუფლებაზე აჭარაში აღარაფერია დამოკიდებული. თურქები ჩვენს ოფიციალურ დასტურს მხოლოდ ზრდილობის გამო ითხოვენ. დღეს მათ აჭარაში ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ და ვერავინ შეუშლის ხელს. საქართველოს ხელმძღვანელობას მშვენივრად ესმოდა, რომ აჭარაზე კონტროლი ნელ–ნელა გადადის თურქების ხელში, მაგრამ ვერ შეეწინააღმდეგა… ჩემთვის ძვირფასი ბათუმელების საპროტესტო განწყობის შესახებ ვიცი, მიხარია, რომ ხალხი, ხელისუფლებისგან განსხვავებით, ისტორიულ მეხსიერებას ინარჩუნებს, მათ შორის იმ სულთნის შესახებაც, მაგრამ მოვუწოდებ, იყოს ძალიან ფრთხილად თავის ქმედებებში. თუ თურქებმა მეჩეთის აშენება გადაწყვიტეს, ისინი მას ააშენებენ, ხოლო თუ საპროტესტო გამოსვლები ეთნიკურ და რელიგიურ დაპირისპირებაში გადაიზრდება, თურქეთი ცერემონიებს არ დაიწყებს. ერდოღანი მოსკოვში ჩაფრინდება, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში გააკეთა, ხოლო მოსკოვს შემაფერხებელი ფაქტორის როლის თამაშის საფუძველი აღარ აქვს”.

კავკასია, სპექტრი, 16 მარტი
პაატა კოღუაშვილი, პროფესორი: „მუსულმანებს საერთოდ ხმა არ აქვს ამოსაღები, დამპყრობელი მოვიდა, წაგვიბილწა ყველაფერი ჩემო ბატონო... უბედურება გააკეთა, და რა ქვია იმას, მას ოთხი და ხუთი მილიონი უნდა გადავუხადო? [საუბარია დაფინანსებაზე] რატომ? რა როლი აქვს მას ქართული კულტურის ქართული, რა ქვია იმას სახელმწიფოებრიობის იმაში ა? დღესაც იმუქრება ჩემია ეს ყველაფერიო.“

არმენოფობია

ყოფილი ხელისუფლება

მარშალპრესი, 11 მარტი, ალია, 12-18 მარტი,
სოსო მანჯავიძე, თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი: „მათი ამოცანა ისაა, რომ არ დაუშვან საქართველოს და რუსეთში შორის მოლაპარაკების დაწყება, ვინაიდან ეს კატეგორიულად არ აწყობს არც დასავლეთს და არც ჩვენს სამხრეთელ მეზობელს, სომხეთს, რომელიც აქტიურად ცდილობს დიდი სომხეთის ავადმყოფური იდეის განხორციელებას.“
სოციალური ქსელი

საზოგადოება

კავკასია, სპექტრი, 16 მარტი
პაატა კოღუაშვილი, პროფესორი: „ყველა ეს ფული, თუ ვინმემ რამე გააკეთა საქართველოში აქვე გააკეთა, სომხები რომლებიც გაძვალტყავებულები უპატრონოები მოვიდნენ აქ, შევიკედლეთ, მოვიყვანეთ, დავასახლეთ... ფული ვაკეთებინეთ და მათ ყოფილი ჩვენი მინგრეულ-მონგრეული ომებში გადამწვარი ჩემო ბატონო ეკლესიები შეიძინეს და იმათზე ააშენეს თავიანთი ეკლესიები.“

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 26 მარტი
ადა მარშანია, პატრიოტთ ალიანსი: „მე რა მახსენდება ნინო იცი, ცხონებული ბატონი გურამ შარაძე ხმალამოღებული, რომ ებრძოდა აი, ამ იეღოველებს... თურმე საფრანგეთმა აკრძალა იეღოვას სექტა, როგორც ანტისახელმწიფოებრივი და ძალიან მავნე სექტა სხვადასხვა მიზეზებისდა გამო… არა მხოლოდ საფრანგეთმა ნინო, ძალიან ბევრმა ქვეყანამ ევროპაში აკრძალა ეს სექტა, იეღოველების სხვათაშორის, მე ასე ვიცი, ჩეხეთმაც...“

მედია

კავკასია, სპექტრი, 16 მარტი
დავით აქუბარდია, წამყვანი: „შეიძლება ეწყინოთ იუდეველებს, ძაან თავს მოხვევადი ისა აქვთ რა რელიგია.... იქაც და ისლამშიც იძულებით სწავლებაა.“

ჰომოფობია

პოლიტიკოსები

ალია, 12-18 მარტი
გია ყრუაშვილი, თავისუფალი საქართველო: „გიგა ბოკერიასა და მისი გუნდის კარნახით, მათი ავადმყოფური იდეებით იმართება ეს ქვეყანა. ამ პედერასტებისა და სხვა ჯურის სექსუმცირესობების აქციებით ტვინი წაიღეს, თითქოს მაგათი უფლებების გარდა, სხვისი უფლებები დაცულია ამ ქვეყანაში. ან რა აქვთ დასაცავი? ვინ უვარდებათ სახლში და ქუჩაში ვინ შაურაცხყოფთ? არც არავინ. მაგათ უნდათ, თავზე დააჯდნენ ამ ქვეყანას და თავიანთი ამორალური იდეებით მოწამლონ ხალხი. ეს ტელევიზიებიც ბოკერიას გუნდის მიერ იმართება, ამ გეების ყველა აქტივობას აშუქებენ, მაგათ ვიღაცამ თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დასვამენ სტუდიაში და საათობით ალაპარაკებენ.“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 10 მარტი,
კობა კობალაძე, ქართული ოცნება: "სიყვარულით მე მანდილოსანი შევიყვარე ხო, ნუ არ ვიცი, ეტყობა, მე ნაკლებად ნიჭიერი ვიყავი, რო კაცი არ შემყვარებოდა, მე არ ვიცი, ვერ ვხედავ ამ თემას, მაგრამ ეს არ არის განხლვის საგანი, ხომ, მე ესე ვუყურებ. როდესაც დღეს ვიღაცა მიმტკიცებს, რო იცით, აი, სპეციალური კურსებია იმისთვის გასაკეთებლი, რო მანდილოსანს ცხვირში მუშტი არ დაარტყა და ამის კურსებისთვის თურმე დონორი გვჭირდება, ნუ ეხლა ჩემთვის, მე ჩემის აზრით, მჭირდება გამართული ჯანმრთელი ოჯახი, მე ესე მგონია, მე მჭირდება ჩემის აზრით, იდეოლოგია ქვეყანაში იმის, რომ კაცს კაცის სახე არ დაეკარგოს და ქალს ქალის სახე, იმისი რომ ის კი არ იყოს ჩემთვის მაგალითი რითი ვისაზრდოებ ხვალ, არამედ მაგალითი იყოს იმის, რომ საძირკვლითა ვართ ჩვენ აქ მოსულები და არა ვართ ბოგანოები, რომელსაც ენაც არ ახსოვს თავისი და აზრიც”

ობიექტივი, ღამის სტუდია, 11 მარტი
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „უტენი ამ ლიბერალური სისულელეებით თავს [ახალგაზრდობას, ბავშვებს], რომ სქესის არჩევა თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული, რომ შეიძლება პედარასტებმა და ლესბიანკებმა პარადი ჩაატარონ ფილარმონიიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით.“

მედია

საქართველო და მსოფლიო, 16 მარტი,
ბესო ბარბაქაძე, ავტორი: "ვერ გეტყვით, საით მივდივართ და რატომ მივდივართ, რატომ ვუწევთ პროპაგანდას იმას, რაზეც მოსახლეობის დიდი უმრავლესობა თანხმდება, რომ უზნეობაა, ამორალური და დაუშვებელია… და ეს იმის მიუხედავად, რომ სახალხო დამცველმა უკვე განაცხადა, სექსუალური უმცირესობის უფლებებს ვარღვევთ და ამ მიმართულებით საზოგადოება უნდა გაიზარდოსო".

ასავალ-დასავალი, 26 მარტი - 1 აპრილი
ჯაბა ტყემალაძე, ავტორი: „ვაი, იმ კაცს, რომელიც საყურეს იკეთებს. ერს, რომელიც საყურეების გაკეთებას დაიწყებს, სოდომ-გომორი არ ასცდება!... ამავ დროს გეტყვით იმასაც, რომ ჩემს თვალში არაფრით განირჩევიან საყურეიანი და საყურიანთა მოყვარული მამაკაცები. მამათმავლობის ცოდვით დამძიმებული ადამიანი უცილობლად ღვთისმგმობელი და ყველაფერზე წამსვლელია.“

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

მაესტრო, მთავარი თემა, 8 მარტი
გურამ ფალავანდიშვილი, ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება: „ვაპროტესტებთ სიბილწეში მყოფი ადამიანების [ლგბტ თემის] უფლებას, გამოხატონ თავიანთი ცხოვრების წესი როგორც ნორმალური და ქუჩაში გამოფინონ ტრანსპარანტები და ხალხს აუწყონ რომ ეს არის ნორმალური და კაცმა გაიპარსა ფეხები გახდა ქალი და ა.შ.“

ასავალ-დასავალი, 26 მარტი - 1 აპრილი
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: „საქართველოში სოდომ-გომორის ცოდვა ტრიალებს! ქრისტეს მაგინებლები უკვე ღია შეტევაზე გადმოვიდნენ. კიდევ უფრო უარეს შედეგს მოვიმკით, თუ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი არ გახდება... ვფიქრობ, დადგა დრო, საქართველოს საპატრიარქო გარეთ  გამოვიდეს და მრევლს მოუწოდოს, სოდომისტები საქართველოდან განდევნოს!“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 12 მარტი
ნანა დევდარიანი, გლობალური კვლევის ცენტრი: „ამას წინათ ტრანსგენდერი ქალების მიმართვა გამოქვეყნდა, რომ მათი უფლებაა იყოლიონ შვილი. მე მაგალითად მაინტერესებს ვინ კითხა იმ ბავშვს აქვს თუ არა მას უფლება, რომ ნორმალურ ოჯახში იყვეს?! მე შემიძლია გითხრა რისი მწამს და რისი იმედი მაქვს, მაინც ალბათ საღი აზრი გაიმარჯვებს.“

სასულიერო პირები

ასავალ-დასავალი, 19 – 25 მარტი
სპირიდონ აბულაძე, ეპისკოპოსი: „ასეთი მძიმე და საშინელი დღეები საქართველოს ისტორიაში არასდროს არ ყოფილა. ტრანსგენდერები და ჰომოსექსუალები იუსტიციის სახლთან გამოვიდნენ და, სამწუხაროდ და სამარცხვინოდ, ქართული პოლიცია იცავდა მათ. ვის უნდა მოუსმინოს ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენს წმინდანებს თუ, ბოდიში და, ამ „პედერასტებს“? ღვთისმშობელი არ დაუშვებს ამ გათახსირებას, საქართველოს ის არ დათმობს.“

ანტიდასავლური განწოყბები

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 10 მარტი,
კობა კობალაძე, ქართული ოცნება: "მე ესე ვუყურებ ამ თემას, ჩემო ბატონო და როდესაც ჩვენ ვსაუბრობ, ჩვენ დავაფიქსირეთ ის, რომ ჩვენი ხედვა არის დასავლეთისკენ, ეხლა დასავლეთში ბევრი ისეთი ნიუანსია, რაც შეიძლება შენ არ მოგწონდეს, მარა უფლება ხო არი იმის, რო თქვა, ჩვენ ვსაუბრობთ იმას, რომ ერთგულები ვართ იმის, როცა ჩვენ გვიჭირდა, ვინც თანადგომა გამოგვიხატა და ხელი გამოგვიწოდა, რაზეა საუბარი, მარა, ჩემო ბატონებო, ჩვენ ხო უმთავრესი ნებისმიერი ჩვენი ქმედება განპირობებულია იმისგან, რომ ამ ქვეყნის შვილები ვართ, ხო და ვიყოთ ამ ქვეყნის შვილები და არა სხვის ვასალები, მე ესე მგონია რა".

ალია, 12-18 მარტი
გია ყრუაშვილი, თავისუფალი საქართველო: “პედერასტები აწყობენ ხალხმრავალ აქციებს, მაგრამ როცა სამქე საქვეყნო ინტერესებს ეხება, მაშინ სახლში რჩება ხალხი, თავს არ იტკიებენ და რა ვიცი, ასე მგონია, ერთეულების გარდა, ეს ქვეყანა უკვე ყველას ფეხებზე ჰკიდია. საკუთარი პირადი, სოციალური პრობლემების გამოც არ გამოდის ხალხაი ქუჩაში, პროტესტს არ გამოთქვამენ. ჩაკვდა ხალხში პროტესტის გრძნობა, ამას ხედავს ამერიკა და რასაც უნდა, იმას აკეთებინებს ჩვენს ხელისუფლებას, რომელიც სავსეა ისედაც მათი აგენტურით. ხალხი ისევ ხალხმრავალი აქციებით რომ დაუპირისპირდეს ამ აღვირახსნილ პოლიტიკას, უკან დაიხევენ, ამდენს ვერ გაბედავენ. რა ვიცი, გენოციდს გვიწყობენ, გვწყვეტენ და გვჟლეტენ და ამას მშვიდად, უშფოთველად ვუყურებთ და ვეგუებით.“

მედია

საქართველო და მსოფლიო, 16 მარტი,
დავით მხეიძე, ავტორი: “საკვირველია ჩვენი სამღვდელოების მოულოდნელი მეტამორფოზიც _ თუ აქამდე ყბადაღებული რუსოფობიის საპირწონედ, ავად თუ კარგად, ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია, მისი წმინდა სინოდი მიიჩნეოდა, ციანიდის საქმის შემდეგ აშშ–ში მყოფი სინოდის წევრები, რომლებიც ადრე ტაბურეტებით ებრძოდნენ სოდომიას, ახალა იმას გვიქადაგებენ, რომ პედერასტებიც ჩვენი ძმები არიან, რომ სტერეოტიპი _ დასავლეთიდან მხოლოდ გარყვნილება შემოედინება, რუსული ნარატივის შედეგია და, რუსებთან ერთმორწმუნეობაზე კი არა, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლასა და აშშ–ის ფასდაუდებელ წვლილზე ტლიკინებენ. ამ სავლედ ქცეულ პავლეებს თვალდახუჭულმა რომ უსმინო, გეგონება, მართლმადიდებელი მღვდელი კი არა, გიგა ბოკერია საუბრობსო. ერთი სიტყვით, წმინდა მდინარე იორდანეს ნაცვლად, უწმინდურ პოტომაკში “განბანილ” და, გოლგოთის მთის ნაცვლად, კაპიტოლიუმის ბორცვმოლოცვილი მღვდელმთავრების შავი ანაფორების კალთების შარიშურთან ერთად, მწვანე დოლარების შრიალიც ისმის…"

ასავალ-დასავალი, 19 – 25 მარტი, საქინფორმი, 19 მარტი,
არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი: "დამნაშავეა მისი ხელისუფლება, თავისიანი - უცხოებში და უცხო - თავისიანებში. თავისიანი ვაშინგტონში, ბრიუსელსა და სტრასბურგში, უცხო - საქართველოში, ქართველი ხალხისთვის. საქართველოს ყველა განსაცდელისა და უბედურების მიზეზი მისი ხელისუფლების მიერ გამოცხადებული „უალტერნატივო ევროატლანტიკური კურსია“! ქრისტეს 10 მცნება, მართლმადიდებლობა, მეფე ერეკლე მეორე და პატრიარქი ილია მეორე საქართველოში სინონიმებად, „რუსულ ნარატივად“, „კრემლის რბილ ძალად“ და „რუსულ პროპაგანდად“ არიან შერაცხილი. ახალგაზრდობა მოწამლულია „დასავლური დემოკრატიული ღირებულებებით“ - ნარკომანია, ჰომოსექსუალიზმი და ერთნაირსქესიანი ქორწინება ნორმად და „პიროვნების თავისუფლების“ უმაღლეს გამოვლინებად ცხადდება, ხოლო ჩვენ, ქართველები - „ჭეშმარიტ ევროპელებად, რომლებიც თავიანთ ევროპულ ოჯახში ბრუნდებიან“.

სასულიერო პირები

რუსთავი 2, კურიერი, 17 მარტი
მეუფე სპირიდონი, სხალთელი მთავარეპისკოპოსი: „ჩვენ ვიძახით ევროკავშირი, ევროკავშირი, ნატო, ნატო! არ იცი, რომ ის მოხდება აქ, შენთან, რაც იქ არის დღეს?! როგორ შეიძელბა ქართველი კაცი, ამას ნატრობდეს, იმ ქვეყანაში შესვლას და იმ კანონებით ცხოვრებას, სადაც ესეთი გათახსირება და სიბილწე ხდება!  როგორ შეიძლება რომ ნატრობდეს და მითუმეტეს, სასულიერო პირი როგორ შეიძლება ამაზე საერთოდ სიტყვას სძრავდეს! ეს გინდათ რო, ქართველი ჯარისკაცები რო, იმის მაგივრათ რო დიდგორის ომის გმირების მემკვიდრეები იყვნენ, პომადები წაისვან საყურეები დაიკიდონ?! ეს ხო იქ ასეა! რა უნდა ელაპარაკო ისეთ სასულიერო პირს, რომელსაც ეს ურჩევნია და ამისკენ მიდის და ასეთ მცნებას ის მხსნელს უძახის! ჩემს თვალში ის არ არის სასულიერო პირი!“

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ასავალ-დასავალი, 19 – 25 მარტი
სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: „საერთოდ ყველამ, მტერმაც და მოყვერემაც კარგად იცოდეს - ჩვენ არ დავუშვებთ ქართველი ერის გარყვნას! ქართველი ერი არის უდიდესი ტრადიციებისა და ცივილიზაციის ერი, რომელსაც მსოფლიო ცივილიზაციის განვითრებაში მნიშვნელოვანი როლი და მისია აკისრია! საქართველო არის ზნეობისა და მორალის უკანასკნელი ბასტიონი მსოფლიოში, რომელსაც მთელი ლიბერასტული სამყარო შემოელეწება! დიახ, სწორედ საქართველოში დამარცხდება აღვირახსნილი, დამპალი ლიბერალიზმი და ევროპაში ეროვნული იდეოლოგიის აყვავებაც საქართველოდან დაიწყება!

საზოგადოება

ობიექტივი, ღამის სტუდია, 20 მარტი,
მაყურებელი: "[ვლადიმერ] პუტინმა 100 წლით აკრძალა მთელი ისა რა ქვია, რაც ხდება  არანაირ იმას რა ქვია, ჰომოსექსუალების მარშს არ უშვებს, მთელი არასამთავრობოები ვინც ამერიკიდან ფინანსდებიან, ის არის მისი ქვეყნისთვის კარგი, ჩვენთვის ვინ მისაღებია თუ, ვინ არი აბა მისაღები, გადართეთ ერთი ეს არასამთავრობოები, ამერიკიდან რო ფინანსდებიან, თუ ქართული მარში რუსეთიდან ფინანსდება,  ვენაცვალე რუსებს, აფინანსებს ხალხს, რომელიც არიან პატრიოტი ქართველები, ძალიან კარგი, იმგენმა ილაპარაკონ არასამთავრობოები ამერიკიდან რო ფინანსდებიან და რატო ფინანსდებიან".

გენდერული სტერეოტიპები

პოლიტიკოსები

რუსთავი 2, კურიერი, 23 მარტი
ზაზა პაპუაშვილი, ქართული ოცნება: „იმას ნუ გვამტკიცებინებთ, უხერხულია, რომ ქალები როგორ გვიყვარს და ქალებს როგორ პატივს ვცემთ. ქალს სჭირდება მოვლა, ქალს სჭირდება გაფრთხილება. თუ ვლაპარაკობთ მაინც და მაინც, თუ ის ადამიანები საჯარო სამსახურში არიან, მოდი მათ შევუმციროთ სამუშაო დრო, მეტი დრო მივცეთ სახლისთვის, თავისუფალი, თავს მიხედოს, ოჯახს, სამეგობროს“.

მარშალპრესი, 29 მარტი, მარშალპრესი, 30 მარტი,
ვახტანგ შაქარიშვილი, ქართული ოცნება: "ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის მარადიული ღირებულებები, როგორიცაა ქალის პატივისცემა, ვიდრე გარკვეული ფსევდოლიბერალურ-ენჯეოშნიკური ღირებულებები, რომელიც დაფინანსებული პროექტების ფარგლებში ისწავლება. სახალხო დამცველის მოსაზრებაში რაზეც არის საუბარი, ეს გამოგონილი, დაზეპირებული, ფსევდო „ღირებულებები“ არაფერია ჩემთვის იმასთან შედარებით, როგორიცაა ღირებულება – მორალი და ზნეობა, რომელიც გულისხმობს ქალთა პატივისცემას. პოლიტიკა იქნება თუ ყოველდღიური ცხოვრება, ჩემთვის საწყისი ყოველთვის ეს არის“. პალიტრა,  360 გრადუსი.

ობიექტივი, ღამის სტუდია, 23 მარტი
ზურაბ ტყემალაძე, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს: „ხუმრობაშიც იყო ხომ ეს დაშტერება და მიშტერების ისო, რომ თუ მიაშტერდები ქალს.. ქალი იმიტომ იპრანჭებდა იმიტომ უნდა რომ იყოს მომხიბვლელი, რომ ყურადღება მიიპყროს, აბა მაშინ ამაში ცუდი რა არის. “

მედია

მარშალპრესი, 27 მარტი,
ბაკურ სვანიძე, ჟურნალისტი: "ეს უცხოური დანაშაულებრივი ორაგნიზაციების  ფულებით მოსყიდული ვითომ ქალები ძალიან ცუდ საქმეს უკთებენ ნაღდ ქალებს! ისეთი ფსიქოზია, რომ მამაკაცების დიდი ნაწილი მართლა მოერიდება სამსახურში  თანაშემწედ ან რაიმე სხვა თანამდებობაზე აიყვანოს მდედრობითი სქესის მუშაკი! საფრთხე აშკარაა! რაიმე მცირე სამსახურებრივი კონფლიქტის, ან გაუგებრობის, ან სამსახურიდან გაშვების დროს, ქალს ეფექტურად შეუძლია წამოგიყენოს  ბრალდება სექსუალურ შევიწროვებაში! ამიტომ თავის დაზღვევის მიზნით, სჯობს ისევ კაცებზე გავაკეთოთ აქცენტი!

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

მარშალპრესი, 28 მარტი,
ლალი მოროშკინა, ძლიერი ქალი ძალიერი საზოგადოება: "აი, ახლა კარგად მომისმინეთ გენეტიკურო ხლამებო!!! ამ საჯიშე ბიჭებს რომ დაერიეთ და თქვენი არშემდგარი ცხოვრების “გაპრავებას” რომ ცდილობთ, სადაური წესია? -აქაური ხომ? ყველა კაცს რომ გამოვკიდებოდი, ვისაც კომპლიმენტი უთქვამს, საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელი ნაწილი გარეთ აღარ დარჩებოდა! საქმეც მაგაშია, რომ თქვენ “უკომპლიმენტობისთვის” სჯით ბიჭებს! თქვენს მოძონძილ სულზე და სხეულზე იგნორის გამო! მეც მყავს ოჯახში მამაკაცები და გაფრთხილებთ! გაბედეთ და უჩივლეთ! აი, მერე ჩემი ხელით გაგიფართოვებთ შევიწროვებულს, ხომ კარგად გახსოვთ მე, თქვენგან განსხვავებით
შოკოლადზე ხიზილალაზე გაზრდილს არც ციხის კარის მეშინია და არც მავანთა ქირქილის! გაიღვიძე ერო! ღირსებას გაფრთხილება უნდა!”

საზოგადოება

ნეტგაზეთი, 28 მარტი
ზაზა სიამაშვილი, ლექტორი: “რატომ ლაპარაკობენ სექსუალურ შევიწროვებაზე უმახინჯესი “ვითომ” ქალები?! შურის გამოხატვის ახალი ფორმაა თუ უპერსპექტივო ცხოვრების?! რა გეშველებათ?! შევიწროვება კი არა, გაგყრიდით ამ ქვეყნიდან! მერამდენე დღეა ვუყურებ და ერთი “შესავიწროვებელი” ვერ დავლანდე…. ზოოპარკის ძუძუმწოვარიც კი არ გაეკარება თქვენს მკერდს…. არც ეგ გაქვთ! უკაცრავად, ჩემს სტუდენტებთან, უხამსობას ვერ ავცდი!”

დისკრიმინაციული გამოხატვის მაგალითები სრულად იხილეთ ვებ-გვერდზე: www.notophobia.ge

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

Media Development Foundation

http://notophobia.ge/

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube