MDF
# 23, 1-31 მაისი, 2017

ქსენოფობია

მაესტრო, კონტაქტი რვაზე, 25 მაისი
ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: "მიდის ქართული მიწის დატაცების პროცესი, ძირითადად აზიური ქვეყნის წარმომადგენლები იტაცებენ ქართულ მიწებს, ეს ის ქვეყნებია  მინდა შეგახსენოთ არაბული ქვეყნები სადაც მაღალი არის ტერორიზმის რისკი,  ჩვენ არ ვიცით ვინ შემოდის საქართველოში. ე.წ. ინვესტორების სახელით. იმიტომ, რომ შეიძლება ინვესტორების სახელით ჩვენ ტერორიზმის კერა გავაჩინოთ ჩვენ ქვეყანაში და აქ უსაფრთხოების საკითხებიც დგება დღის წესრიგში."

მარშალპრესი, 23 მაისი

დიმიტრი ხუნდაძე, ქართული ოცნება: "თქვენი [ლელა ქებურია] დამოკიდებულებით ხვალ იმდენი უცხო ქვეყნის მოქალაქე იცხოვრებს [საქართველოში] ათჯერ და ასჯერ მეტი, ვიდრე დღეს არის და სწორედ, ამას ვამბობ, რომ უნდა იქნას მკვეთრი ჩანაწერი და დარეგულირებული ორგანული კანონით...მონაცემები [რამდენი ჩინელი ცხოვრობს საქართველოში] როცა გვექნება, უკვე გვიანი იქნება, ჩემო კარგო".
წყარო: ტვ პირველი

საქინფორმი, 24 მაისი
გიგლა ბარამიძე, დემოკრატიული მოძრაობა: "სახელმწიფო, რომელიც ბიუჯეტის შევსებისთვის და ინვესტიციების მოზიდვისთვის საკუთარი მიწების გაყიდვას ეშურება, ის სახელმწიფო ვერ იარსებებს და ქვეყანად ვერ ჩამოყალიბდება, ხოლო მიწის გაყიდვიდან შემოსული თანხები იუდას 30 ვერცხლად იქცევა და არავის შეერგება… სულ მალე საქართველოში, განსაკუთრებით საზვრისპირა რეგიონებში აღმოცენდება არაბული, ინდური, ჩინური, თურქული, კორეული დასახლებები და ეს მაშინ, როცა მილიონ 200 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე უცხოეთშია ლუკმა-პურისთვის გადახვეწილი. ნაცვლად იმისა, რომ მათ უკან დაბრუნებაზე ვფიქრობდეთ, სახელმწიფო მზადაა უცხო ტომელები ჩამოასახლოს". 

ალია, 1-7 მაისი ალია, 8-14 მაისი
ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი: "საქართველოში თურქული, არაბული, ჩინური და ინდური სოფლები ჩნდება!!! საქართველოში მასობრივად მიმდინარეობს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჩამოსახლება ოჯახებით, მრავალრიცხოვანი ცოლებითა და შვილებით, დედაბუდიანად!!! მიმდინარეობს მათთვის მიწების მიყიდვა, სადაც ისინი სახლდებიან კომპაქტურად "დედაბუდიანად" და ქმნიან "თემებს". ძირითადად ესენი არიან თურქები, არაბები, ჩინელები და ინდოელები.. ყველა ერმა, რომლებიც დღეს აღარ არსებობენ, ასე დაკარგა სამშობლო და ასე გადაშენდა, როგორც ერი"

ალია, 22-28 მაისი
სანდრო ბრეგაძე, ეროვნულები:
"ჩვენ კარგად ვიცით ჩინელების მაგალითი ხარაგაულში, იქ შესყიდული აქვთ გარკვეული ტერიტორიები, ამუშავებენ ქართველებს და ეპყრობიან მათ, როგორც მონებს. დღე არ გავა, ჩინელებმა რომელიმე ქართველი არ სცემონ და არ დაასახიჩრონ. გვახსოვს გახმაურებული რამდენიმე ქართველი მუშის ცემის ფაქტი. ხარაგაულში ბატონები არიან ჩინელები, მონები კი ქართველები."

საქინფორმი, 2 მაისი
რედაქცია: "აგებს თუ არა პასუხს [გიორგი] კვირიკაშვილის მთავრობა და მმართველი პარტია “ქართული ოცნება”, რომლის ლიდერადაც ის გვევლინება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტერაქტის შემთხვევაში? როგორ უნდა განსაზღვრონ ქართველმა უშიშროების თანამშრომლებმა - ხომ არ არის ხიჯაბის ქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობა? რა ნიშნებით შეიძლება ირანის მოქალაქე წესიერი ქალბატონის შაჰიდისაგან გარჩევა?!”

საქინფორმი, 22 მაისი; ასავალ-დასავალი, 22-28 მაისი
არნო ხიდირბეგიშვილი, მთავარი რედაქტორი: "წამყვანების დუეტმა - პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ - გაუგებარი ამბიციის გამო არ გაითვალისწინეს ზემოთ აღნიშნული ორი მოთხოვნის დაძაბული ფონი, კერძოდ, საქართველოში უცხოელების - არაბების, თურქების, ინდუსების, ჩინელების მოძალება, რომლებიც საქართველოში  მიწებს და საუკეთესო ობიექტებს ყიდულობენ, ექსპლუატაციას უწევენ ადგილობრივ მოსახლეობას, მონურ პირობებში ამუშავებენ მათ, სარგებლობენ რა საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობის უკიდურესი გაჭირვებითა და უმუშევრობით.

ასავალ-დასავალი, 29 მაისი - 4 ივნისი
დიტო ჩუბუინიძე, ჟურნალისტი: „12 ათას ჰექტარზე გაშენებულ ჩაის პლანტაციებში, ძირითდად, დასაქმდებიან ჩინელები! ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ თორმეტ წელიწადში, მთელი დასავლეთ საქართველო თუ არა, ნახევარი გურია, სამეგრელო და იმერეთი ჩინურად დაიწყებს ლაპარაკს… ბატონო დავით [საგანელიძე], 12 ათას ჰექტარზე გაშენებულ ჩაის ბუჩქებში ჩინელები კარგს არაფერს იზამენ, გადაგვაშენებენ და მაგ სახათაბალო საქმეს შეეშვით, იცოდეთ! ვინძლო, მტერი არ გააცინოთ და საპარტნიორო ფონდმა მაგ ჩინური პროექტით ისეთი ფანდი არ გვიყოს, საქართველოში ჩაის მომკრეფიც და დამლევებიც მხოლოდ ჩინელებიღ დარჩნენ!“

ალია, 15-21 მაისი
რედაქცია: "თურმე, მთელი ქვეყანა უცხოელი ბანკირების, ჩამოსახლებული ჩინელების, ინდოელების, არაბების, თურქების და ა.შ. საკუთრებად უნდა აქციონ… წარმოიდგინეთ, რამხელა კატასტროფის წინაშე დგას ჩვენი პატარა და დაუცველი სამშობლო: ჩინელები, ინდოელები, თურქები, არაბები და ა.შ. თავისუფლად შეიძენენ მიწებს, კორუმპირებული ხელისუფლების წყალობით ფულის სანაცვლოდ იოლად მოიპოვებენ მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის უფლებას, გაჩნდება ჩინური კვარტლები, "ჩაინა თაუნები", ინდური, არაბული (თურქული უკვე გვაქვს) დასახლებები და მალე შესაძლოა, მიცვალებულების დასამარხი ადგილიც აღარ დაგვრჩეს… დღეს დაშვებული შეცდომისა და უმოქმედობის გამო საუკუნის შემდეგ საფლავში აუცილებლად ამოვტრიალდებით და რას დავინახავთ: აქეთ გადავბრუნდებით, "მოძმე" ჩინელი ასვენია, გვერდს ვიცვლით და იქიდან "მოძმე" ინდოელი "გაგვიღიმებს". 

მაესტრო, ცეცხლის ხაზი, 23 მაისი
ვაკა გორგილაძე, წამყვანი: "ხშირად გავიგებთ ხოლმე, რომ ეს მიწას ხომ ზურგზე ვერავინ წამოიკიდებს და წაიღებს და ა.შ. ჩვენ გვაქვს ჩვენი გამოცდილება. სამაჩაბლო. არის სერბების, უფრო სწორად კოსოვარების გამოცდილება, ხო. აი, თუ არ წაიღეს. ძალიან კარგადაც წაიღეს მიწა...და [ფოკუს ჯგუფის მონაწილე მეკარტოფილეები] იძულებულები არიან ბატონო, იაგო [ხვიჩია], თქვენ წარმოიდგინეთ აიღონ იჯარით ინდოელებისაგან გექტრობით ე.ი. აი ეს სივრცეები, რათა დაამუშაონ ე.ი. ეს ჩემთვის იყო შოკის მომგვრელი, როდესაც ქართველი ფერმერი იჯარით იღებს ინდოელისგან".

საქართველო და მსოფლიო, 17 მაისი
გულბაათ რცხილაძე, ევრაზიის ინსტიტუტი: "ქალაქთან შედარებით უცხოელების ჩამოსახლება სოფლებში უფრო  საშიშია, რადგან რისკი უფრო მაღალია ადგილობრივებთან კონფლიქტის გამოწვწვის.  საგანგაშო სიტუაციაა თბილისში აღმაშნებელის ქუჩაზე,  იქ ყველს სერიოზულ ობიექტებს უცხოელები ფლობენ, სადაც  საეჭვო საქმიანობით არიან დაკავებულნი".

ალია, 29 მაისი, 4 ივნისი
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: "დღეს საქართველო არაბებით, ინდოელებით, თურქებით, ჩინელებითა და ათასგვარი რჯულის ადამიანებით გაივსო, რომლებიც ჩვენს დაცარიელებულ სოფლებს იკავებენ....ისედაც გული მისკდება, რომ ვუყურებ, ჩემს ქვეყანაში არაბები, თურქები, ინდოელები და სირიელი ლტოლვილები როგორ დაბოგინობენ."

ასავალ-დასავალი, 15 -21 მაისი
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: „რუსეთში როცა ქართული ლობი ყველაზე ძლიერი იყო, საქართველო ფეხზე იდგა, დღეს კი მოსკოვში არც სომხურ და არც აზერბაიჯანულ ლობს რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის დათბობა ხელს არ აძლევს!.. 800 ათასს გადააჭარბა საქართველოში აზერბაიჯანელთა რიცხვმა მაშინ, როცა საქართველოში დღესდღეობით მილიონ-ნახევარი ეთნიკური ქართველი თუ ცხოვრობს. რისთვის აშენებენ ამ ავტობანებს, თუ საქართველოში ქართველი არ იცხოვრებს?“

რეზონანსი, 13 მაისი,
სოსო ცისკარიშვილი, პოლიტოლოგი: "თუნდაც ის ფაქტი, რომ აჭარაში, გონიოს მიმდებარედ, საკმაოდ დიდი მიწა, როგორც მეუბნებიან, უკვე გასხვისებულია და იქ არაბული სამყარო იკრეფს ძალას ზღვისპირა ახალი ქალაქის მშენებლობის მოტივით. მაგრამ ჩვენი ე.წ. კონსტიტუციონალისტები არ თუ ვერ საუბრობენ ამ თემაზე, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ თუკი ვინმე იქნება ჩვენი მიწის შესყიდვით დაინტერესებული, უპირველეს ყოვლისა, ეს იქნება რუსეთი". 

ასავალ-დასავალი, 29 მაისი - 4 ივნისი
მიხეილ ცაგარელი, ასტროლოგი: „...ზუსტად ისე უნდა მოვექცეთ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსა თუ სომხებს, როგორც თავიანთ ქვეყნებში ექცევიან ქართველებს. აზერბაიჯანში ქართველი ვერ იცხოვრებს, თუ მათი ენა არ იცის. სახელისა და გვარის გადაკეთებასაც კი თხოვენ! აბა, ჩადით რა ხდება ახალქალასა და ქვემო ქართლში?! ქართული ენის გაგონება მოგენატრებათ. საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები და სომხები ქართულად საუბარსაც კი აღარ კადრულობენ! ამას თურქებისა და არაბების მასობრივ დასახლებასაც თუ დავუმატებთ, წარმოგიდგენიათ რა მოხდება?! 50 წლის შემდეგ ქართველი, როგორც ეთნოსი, და ქართული ენა, რომელიც ისედაც სიკვდილის პირასაა, აღარ იარსებებს!“

თურქოფობია/ისლამოფობია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 6 მაისი
გიგი მაღლაკელიძე, პატრიოტთა ალიანსი: "ბათუმში რამოდინე ხნის უკან გახლდით და ძალიან გული დამწყდა, როდესაც ვნახე, რომ მთელი ქუჩებია უკვე, სადაც არის სრულიად თურქული და იქ… არც კი შედიან ქართველები, არც კი მიდიან და არც კი სარგებლობენ… იცით, ვფიქრობ, რომ უნდა ვთქვათ, რომ თურქული პოლიტიკური და გინდა ფინანსური ექსპანსია გარკვეულწილად ძალიან სერიოზულად ხორციელდება, ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს მას თურქეთის ხელსუფლების და მთავრობის მხრიდან".

კავკასია, ბარიერი, 16 მაისი
თემურ მაისურაძე, ეროვნული ფორუმი: "ბათუმში რა მოხდა იცით, ხომ? ბათუმში ბიზნესი ვის ხელშია, წამყვანი სისტემები მთლიანად ბათუმს ვინ მართავს პროცესს, თქვენ ძალიან კარგად იცით. თურქების ბიზნესია აბსოლუტურად. მთელი სანაპირო, მთელი სასტუმროების სისტემა ყველაფერი მომსახურება სულ თურქულია... რა გავაკეთეთ და ეს გავაკეთეთ, რომ მაშინ ვიღაცამ ჭკვიანმა, თურქეთის მოქალაქეებს ეგრევე დაურიგა მოქალაქეობა პირველი..."

საქინფორმი, 30 მაისი
თამაზ მეჭიაური, თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის: "...ჩვენთან რა ხდება? საქართველოს ერთ ნაწილში რუსები გამაგრდნენ, აჭარაში - თურქები ძლიერდებიან და სამცხე-ჯავახეთისკენ გადმონაცვლებას ცდილობენ. თურქებმა თბილისი ფაქტიურად მშვიდობიანად დაიპყრეს. ეს პროცესები საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს. დიდგორობის აღნიშვნა აგვიკრძალეს, ჩვენმა ხელისუფლებამ უკან დაიხია, მეჩეთების თემაც ძალიან გააქტიურებულია. მასმედიაში წინა პლანზე წამოწეულია, თუ როგორ იჩაგრებიან მუსლიმანები, რომელთაც მეჩეთი აქვთ, მაგრამ კიდევ უნდათ ააშენონ.   ბათუმში ქუთაისის ქუჩის მთელი პირველი მხარე თურქებს აქვთ დაკავებული და  მოსაჩვენებლად ვითომ ქუჩაში ლოცულობენ…. ეს არის შეთქმულება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ!"  

წყარო: sazogadoeba.ge

საქართველო და მსოფლიო, 5 მაისი
ბესო ბარბაქაძე, ჟურნალისტი: "თბილისში აღმაშენებლის გამზირი უკვე ოფიციალურად მივყიდეთ თურქებს და იქ ქართულ საუბარს იშვიათად თუ გაიგონებთ. ახლა მეტყვით, ეს ინვესტიციააო და მაჩვენეთ ერთი ქვეყანა, ერთი მაინც, რომლის დედაქალაქში, ცენტრალური ქუჩა მთლიანად სხვა და თანაც ერთი ქვეყნის წარმომადგენლებს აქვთ ოკუპირებული; მაჩვენეთ ქვეყანა, რომლის იმ ქუჩაზე მდებარე დაწესებულებებში ადგილობრივებს არ შეუშვებენ; ქვეყანა, რომლის პრემიერი [გიორგი კვირიკაშვილი] იტყვის, _ ბარებში ქართველებს არ უშვებენ, არასრულწლოვნებს კი პროსტიტუციას აიძულებენო და ეს ამბავი მშვიდად ჩაივლის… საქართველოს გარდა, არ არსებობს ასეთი ქვეყანა".

ასავალ-დასავალი, 29 მაისი - 4 ივნისი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „და, რა თქმა უნდა, პრემიერ [გიორგი] კვირიკაშვილს არც [მურატ] ილდირიმთან კურკურისას დაუძრავს კრინტი თურქეთში ქართველებისადმი ზიზღზე და მათ მონურ ყოფაზე და არც ამ მკვლელობის [თურქეთში საქართველოს მოქალაქის მკვლელობა] გახმაურების შემდეგ შეუწუხებია თავი თურქეთის ხელისუფალთა მიმართ რაიმე პრეტენზიის მსგავსი წამოკნავლებით! აი, ეს არის ჩვენი ლიბერასტული საქართველო, სადაც არც მთავრობას, არც ასო-ლიბერასტობას და არც ელიტარულ-ინტელექტუალურ „ბნელიტას“ არ აინტერესებს ქართველი! იმიტომ, რომ ამათაც თურქებივით ეზიზღებათ ქართველები!“

ალია, 29 მაისი - 4 ივნისი
რედაქცია: "პირადად ჩემთვის თურქეთიც ისეთივე ოკუპანტია, როგორც რუსეთი. წარმოიდგინეთ, რამხელა შეურაცხყოფას გვაყენებენ ეს "კეთილმოსურნე" მეზობლები, რომ ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული, ჩვენი წინაპრების მიერ აშენებული ეკლესია-მონასტრების რესტავრაციის სანაცვლოდ, აქ მეჩეთების მშენებლობის ნებართვას ითხოვენ."

ალია, 29 მაისი, 4 ივნისი
რედაქცია: "პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე თვის წინ თურქეთის ერთპიროვნულ მმართველს, რეჯეფ ტაიპ ერდოღანს ხელისუფლების ე.წ. რეფერენდუმის გზით ოფიციალურად მიტაცების ფაქტი ისე მიულოცა, თითქოს იქ დემოკრატია დუღს და გადმოდუღს.... ამბიციური ერდოღანის გეგმები, რომელთა შორის ბათუმისა და აჭარის დაბრუნებაც შედის, შორსმიმავალი, საკმაოდ სახიფათო და აგრესიულია... ჰოდა, აი, ასეთი აგრესიული პოლიტიკის მქონე მეზობელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე სტრატეგიულ პარტნიორს ეძახის და თურქეთის პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდირიმის დელეგაციას აეროპორტში დიდი პატივითა და წითელი ხალიჩით ხვდება".

ალია, 1-7 მაისი
მერაბ შათირიშვილი, ახალი რეალობისთვის: “ეს უგვანო და ყოვლად გაუმართლებელი, ე.წ. დემოკრატიული ლოიალობაა მეზობელი ქვეყნის [თურქეთის] მიმართ, იმ ქვეყნისა, რომელსაც ისედაც მიტაცებული აქვს ქართული მიწები და - იმ ქვეყნისა - რომელიც ჩვენი პრემიერ-მინისტრის [გიორგი კვირიკაშვილის] ვიზიტისას ორივე დროშას საკუთარი სახელმწიფოს პომპეზურობისათვის ჰფენს და ჩვენ არარად გვაგდებს!.."

რეზონანსი, 31 მაისი
ალეკო ნაცვლიშვილი, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი: "იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთს უკვე სულთანი მართავს, გამორიცხული არაფერი არ არის, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რა მოხდება, თურქეთმა რომ მოინდომოს აჭარის დაკავება. არადა, დიდი ხანია, ცუდად უჭირავს თვალი ამ კუთხეზე".

ასავალ-დასავალი, 8-14 მაისი
გია კორკოტაშვილი, ქართული მისია: „რუსეთის ქებას ვერ დავიწყებ,  თავისი ცოდვებიც ეყოფა, მაგრამ გაიხსენეთ, გეორგევსკის ტრაქტატამდე ვის ეკუთვნოდა აჭარა?! რამდენი ჩვენი მიწა-წყალი აქვს თურქეთს მიტაცებული?! წაიკითხეთ ისტორია და საღად შეაფასეთ მოვლენები. „ბეზპიტიმინუტ“ აჭარა თურქეთისაა!“

მარშალპრესი, 29 მაისი
გია მაჭარაშვილი, კომპოზიტორი: "ეს ხალხი რუსეთში მიდის ორი კაპიკის გასაკეთებლად და ლუკმაპურის საშოვნელად. ასე თუ ვიმსჯელეთ, მაშინ თურქეთს რატომ ვეფერებით?! თურქებს დაპყრობილი აქვთ ნახევარი საქართველო ლამაზად და ყოველგვარი ბრძოლის გარეშე. რუსეთის ტერიტორიაზე სიარული და სიმღერა არ ნიშნავს ღალატს. ისინი ამით შოულობენ ფულს".
წყარო: მთელი კვირა

ასავალ-დასავალი, 15 -21 მაისი
მამა იერონიმე, მართლმადიდებელი სასულიერო პირი: „გინდ ქსენოფობი მიწოდეთ და გინდ - არაჰუმანური, მაგრამ არ შემიძლია საკუთრ ქვეყანაში ვუყურო, როგორ მძლავრად მრავლდებიან თურქი ეროვნების ადამიანები და თანაც გამოირჩევიან საოცარი სითავხედითა და ზიზღით  ქართველების მიმართ, განსაკუთრებით სასულიერო პირების მიმართ. საკუთრ ქვეყანაში რომ ასე გექცევიან, ეს არის სამარცხვინო ჩვენი ქვეყნისთვის!“
წყარო: PIA.GE

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

საქინფორმი, 30 მაისი
თამაზ მეჭიაური, თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის: "ყველანაირ ფობიას მაბრალებენ, თუ კი რამე არსებობს, მაგრამ როგორ შეიძლება, რომ მართლმადიდებლობა, რომელზედაც დგას ჩვენი ქვეყანა სხვა რელიგიებს გავუთანასწოროთ?".  

წყარო: sazogadoeba.ge

რუსთავი 2, კურიერი, 12 მაისი
სოფელ მოხეს მაცხოვრებელი:  „რა თქმა უნდა, წინააღმდეგი, [მეჩეთის აშენების] სასიამოვნო ეს არ არის და წინააღმდეგიცა ვარ ამისი. ადგილები ქვეყანა მოიძებნება ამ სოფელში, ეს ეზოა, ბავშვებია აქ და ამდენად ახლოს თუ მეჩეთი შენდებოდა, ეს არ ვიცოდი მე“.

ჰომოფობია

მარშალპრესი, 17 მაისი
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: "მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი საქართველო ქართულმა ოჯახმა მოიტანა 21-ე საუკუნემდე და არა იმ მამათმავლებმა და პიდარასტებმა. საქართველოს სიმტკიცე არის დამყარებული ოჯახის სიმტკიცეზე. პატარა ერის გადასაგვარებლად, ქართული ცნობიერების ჩასაწიხლად, მსგავსი თემები არის გარედან შემოგდებული, არ აქვს მნიშვნელობა ეს რუსეთიდან იქნება, ევროპიდან, ამერიკიდან თუ სხვა ქვეყნებისგან. საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და მან უნდა დაიცვას ქრისტიანობა. სამარცხვინოა, რომ პარლამენტის წინ, ქაშუეთის წინ, ასეთი უმსგავსო ხალხი, სოდომის და გომორის ცოდვაში ჩავარდნილი, უძველეს ქრისტიანულ ქვეყანაში და მის დედაქალაქში, ასეთ აქციას [17 მაისი ] მართავს. ეს არის ჩევენი ეროვნული ცნობიერების სისუსტე. არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა დავუშვათ!”
წყარო: ტვ პირველი

საქინფორმი, 18 მაისი
სანდრო ბრეგაძე, ეროვნულები: "ბრავო, ვასიკო მაღლაფერიძე - უკვე ისიც გაბედე, რომ პატრიარქის ქადაგება დაბლოკე, დაჩეხე და ამ ფონზე პიდარასტების რეკლამირებას ეწევი - ბარემ ცისარტყელას ან ცისფერ ფერში შეღებე პირველი არხი. ნუთუ არ გრცხვენიათ, როდესაც პატრიარქის სიტყვა რამდენიმე წამით ანახეთ, ხოლო ვიღაც მამათმავალი ორჯერ დიდი დროით ალაპარაკეთ პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჯერ პირველ სიუჟეტად მამათმავლების გარყვნილი მიტინგი გააშუქა,ხოლო პატრიარქის მიერ დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღე ბოლო სიუჟეტად და ძალზედ მცირე დროით გააშუქა, პატრიარქის სიტყვიდან სულ რამდენიმე წინადადება აჩვენა, ხოლო ვიღაც მამათმავალი პატრიარქზე ბევრად დიდი ხანი ალაპარაკა".

ასავალ-დასავალი, 22 - 28 მაისი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი:
„მას შემდეგ, რაც თქვენ [პრემიერი], 17 მაისს, სახელმწიფო კანცელარიასთნ გეი-აღლუმს უმასპინძლეთ, რა ნამუსით უნდა შეხედოთ ან პატრიარქს, ან როგორ უნდა გაუსწოროთ თვალი ქართველ ხალხს, რომლის მთვრობის მეთურადაც მიიჩნევთ თვს?! ნუთუ საქართველოს პრემიერს [გიორგი კვირიკაშვილს], იმდენი ინფორმაციაც არ გაგაჩნიათ, რომ ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება და უდიდეს ცოდვად მიიჩნევს ამ გეი-სექტის პარპაშს საქართველოში?!“

ასავალ-დასავალი, 1-7 მაისი
დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი:
„რუის-ურბნისის საეკლესიო კრებამ საგანგებოდ იმსჯელა ეკლესიაში გამეფებულ სოდომურ ცოდვაზე და იგი სხვა ცოდვათგან გამოარჩია, როგორც ბუნების საწინააღმდეგო მოვლენა! ერთმნიშვნელოვნად ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მემატიანის თქმით, ეკლესიიდან „გარდამოსთხსნილთა“, განკვეთილთა და შეჩვენებულთა შორის, რომლებსაც ქუსლებიც დააჭრეს, უმეტესობა სწორედ მამათმავალი და დედათმავალი იყო!“

საქართველო და მსოფლიო, 25 მაისი
ნიკა კორინთელი, ჟურნალისტი: "17 მაისი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწოდებით, ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღეა, მაგრამ ქართულ სატელევიზიო სივრცეში თითქმის არაფერი უთქვამთ ოჯახზე, მშობლების პატივისცემაზე, მხოლოდ იმას წარმოაჩენდნენ, რომ ნახეთ, რა შესანიშნავი დიზაინერები არიან ჰომოსექსუალები, რომ ლგბტ-თემის წარმომადგენლები არ უნდა იჩაგრებოდნენ, არ უნდა ირღვეოდეს მათი უფლებები, მაგრამ არავინ დაფიქრებულა, შეილახა თუ არა ნორმალური ადამიანების, განსაკუთრებით _ მოზარდების უფლებები ჰომოსექსუალიზმის ამ გაშმაგებული პროპაგანდით".

ასავალ-დასავალი, 22 - 28 მაისი
დავით ისაკაძე, დეკანოზი: „პირველ რიგში გასაუქმებელია ის საშინელი „ანტიდისკრიმინაციული კანონი“; მეორე - საზოგადოება უნდა დადგეს ფეხზე და ქვეყანაში უნდა დაიწყოს მასობრივი საპროტესტო აქციები ამ გარყვნილების აკრძალვის მოთხოვნით! 17 მაისს კანცელარიის წინ ლგბტ საზოგადოების წევრები ეკლესიისა და სახელმწიფოს საწინააღმდეგო პლაკატებით იყვნენ გამოსული. მათთვის ეს დასაშვებია, მაგრამ, თუ ჩვენ გამოვხატავთ პროტესტს ლგბტ თემის აღვირახსნილობის მიმართ, ეს დაუშვებელია? წაიკითხეთ რა წერია სვიფტის მანიფესტში, რომელიც 1987 წლის თებერვალში ამერიკაში, ჟურნალ „Gay Community News”- ში გამოქვეყნდა! იქ პირდაპირ არის ნათქვამი - ოჯახში შემოგივარდებით, შვილებს გაგიუპატიურებთ, სოდომის ცოდვას დავამკვიდრებთო!“

რუსთავი 2, კურიერი, 19 მაისი
დავით ისაკაძე, დეკანოზი: „ჩვენ ვცდილობთ არ ავყვეთ აი ამ მცდელობას, ამ პროვოკაციას რაც დაგეგმეს [მზიურში ბრიტანული ფილმის “პრაიდის” ჩვენებას გულისხმობს], რაც გააკეთეს. იმიტომ, რომ ეს არის მცდელობა, აი ამ ფილმის ასეთი სახით გაშვების, მცდელობა საზოგადოებაში ურთიერთდაპირისპირების შემოტანისა. შინაარსი წაკითხული მაქ და ვიცი, რომ ეს არის მამათმავლობის ტირაჟირება“.

ნეტგაზეთი, 17 მაისი
დავით ქვლივიძე, დეკანოზი: „სანამ სახლში არ მოგიკაკუნებენ [ლგბტ თემი] და შენს ბიჭს კალგოტკებს არ ჩაცვამენ, არ უნდა გამოფხიზლდე კაცო...

ალია, 15-21 მაისი
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: "ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ ისეთ არასამთავრობოებს, რომლებიც გამოდიან მოწოდებებით - "არ გათხოვდე", "მე ვარ სასქესო ორგანო" და ა.შ. დღეს საქართველოში არის სოდომ-გომორი! ჩვენ იმას ნუ ვუყურებთ, შევცვლით თუ არა, ძალა გვაქვს თუ არა - ქართველმა ხალხმა თუ არ იბრძოლა ამ ორჯონიკიძეების წინააღმდეგ, გავნადგურდებით, როგორც სოდომ-გომორა განადგურდა!... ერთი სერიალი გადის და იმით პიდარასტების პროპაგანდა მიდის!... ქვეყანაში, სადაც ლოცვა გოიმობად ითვლება, პიდარასტობა და ჩათლახობა კი "სვეტობაა" მე იმ ქვეყნის რა ვქთვი!"

მარშალპრესი, 17 მაისი

გურამ ფალავანდიშვილი, ფილოლოგი: "მათ [ლგბტ თემის წარმომადგენლებს] ყველაფრის უფლება აქვთ, მაგრამ მათ არ უნდა ქონდეთ უფლება ასწავლონ ჩვენს ბავშვებს სკოლაში. იმსახურონ ჯარში. იმოღვაწეონ სახელმწიფო სტრუქტურებში, პარლამენტში…  თუ მორფინისტს არ აქვს უფლება სკოლაში ასწავლოს, მამათმავალს აქვს ამის უფლება?”

ასავალ-დასავალი, 1-7 მაისი
გიორგი ანდრიაძე, საერთშორისო სამართლის სპეციალისტი: „დიახ, „გირჩის“ ყველა ინიციატივა ანტიქარტული და ანტიმართლმადიდებლურია. დავალება აქვთ, რომ ქართველ ახალგაზრდობას ორიენტაცია შეუცვალონ და კცობრიობისათვის ნომერ პირველი ცოდვა - მამათმავლობა - საზოგადოებას „ჩვეულებრივ მოვლენად“ წარმოუდგინონ.“ 

საქართველო და მსოფლიო, 10 მაისი  
არმაზ სანებლიძე, ჟურნალისტი: “არც ისე ცალსახაა მოქალაქეთა დამოკიდებულება პედერასტიისადმი, როგორადაც სტატისტიკა წარმოგვიდგენს: ერთია ანონიმური მამათმავლებისა და ლესბოსელების უფლებათა თეორიულ დონეზე მხარდაჭერა და სულ სხვაა რეალობაში მათი ხილვა და შეგუება ამგვარ უზნეობასთან”.

ანტიდასავლური განწყობები

ასავალ-დასავალი, 22 - 28 მაისი
ჯონდი ბაღთურია, ქართული დასი:
„უნდა გავიგოთ ერთი რამ: ჩვენ ხელისუფლება კი არა, მტერი გვყავს! ნახეთ, რა ხდება ჩვენს ტელევიზიებში, სადაც უკვე ღიად ქადაგებენ ჰომოსექსუალიზმს! ნახეთ, გეები უკვე მთავრობის კანცელარიის შენობის წინ აფრიალებენ თავიანთ დროშებს! ნახეთ, გეები უკვე ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ აწყობენ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისტულ კინოჩვენებებს! ეს ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ საქართველოს არ მართვს ქართველი ხალხი! ჩვენ ვიმართებით ვაშინგტონიდან მოსული დირექტივებით!“

საქართველო და მსოფლიო, 5 მაისი
თამაზ მეჭიაური, ერთიანი საქართველოსთვის: "ევროპა და დასავლეთი ცდილობენ, დაანგრიონ ის ძირითადი ღირებულებები, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ დიდი ბრძოლის შედეგად მოიპოვა, კერძოდ, სარწმუნოება, რომელმაც შემოგვინახა ჩვენი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ტრადიციები. რა თქმა უნდა, ეს იქნება ამ ყველაფრის წინააღმდეგ მიმართული აქტი. ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების დაკანონება დაუშვებელია".

ასავალ-დასავალი, 29 მაისი - 4 ივნისი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ ნატო-ს 70-წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად მოხდა, როცა ალიანსის წევრ ქვეყანას პედერასტი მართვს და ნატო-ს სამიტზე, „პირველი ლედების“ გამოფენაზე „კაცი-ცოლი“ [ლუქსემბურგის პრემიერმინისტრი, ქსავიე ბეტელის პარტნიორი გოტიე დესტენი] მონაწილეობდა!.. აი, ამ ნატო-ში გაწევრიანებისკენ მიიწევენ ჩვენებური ლიბერასტები!“

ასავალ-დასავალი, 8-14 მაისი

გია კორკოტაშვილი, ქართული მისია: „თამარ ჩუგოშვილსა და ყველა იმ პარლამენტარს მივმართვ, ვინც მზად არის ევროპის მოთხოვნის სანაცვლოდ საკუთარი ქვეყნის ღირსებას გადააბიჯოს - თავად მოგვეცით მაგალითი, თქვენი ოჯახის წევრები დააქორწინეთ კაცი კაცზე და ქალი-ქალზე. დაგვანახეთ, რა ბედენაა ერთნაირსქესიანთ ქორწინება! თქვენ თუ დაკარგეთ ღირსება, ჩვენ არ დაგვიკარგავს!“

ასავალ-დასავალი, 1-7 მაისი
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: „მივმართავ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს: გააუქმეთ სავიზო რეჟიმი საქართველოსთან, რათა ახალმა თაობამ დაინახოს, განსხვავება გაცისფერებულ ევროპასა და რუსეთს შორის!“

დისკრიმინაციული გამოხატვის მაგალითები სრულად იხილეთ ვებ-გვერდზე: www.notophobia.ge

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

Media Development Foundation

http://notophobia.ge/

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube