MDF
# 26, 1-31 აგვისტო, 2017
მედიის განვითერების ფონდის საჩივარი საინფორმაციო სააგნტო PIA-ს წინააღმდეგ

6 სექტემბერს, მედიის განვითერების ფონდმა საინფორმაციო სააგნტო PIA-ს წინააღმდეგ საქართველოს ჟურნალისტიკის ქარტიას მიმართა, საჩივრის საფუძველი სააგნტოს მიერ 18 აგვისტოს გამოქვეყნებული სტატია გახდა, სათაურით „საქართველოს ირანიზაცია ემუქრება? - საგანგაშო სტატისტიკა“. MDF-ის აზრით, აღნიშნული სტატიის გამოქვეყნებით PIA-მ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-3(წყაროების სიზუსტე) და მე-7 (დისკრიმინაციის წახალისება) მუხლები დაარღვია.

სიძულვილის ენა/ძალადობისკენ მოწოდება

ასავალ-დასავალი, 28 აგვისტო - 3 სექტემბერი, ალია, 21-27 აგვისტო
შოთა აფხაიძე, კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრი:  „გთავაზობთ თამაშს: „მიესალმე ლიბერალს!“ თამაშის აზრი მდგომარეობს შემდეგში, ნებისმიერ შემხვედრ ლიბერალს უახლოვდებით, უღიმით და მუშტს დაუნდობლად ურტყამთ ყბაში, სასურველია, დარტყმა იმდენად ძლიერი იყოს, რომ ყბა მოტყდეს, ამ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ თქვენ სრული სალამი მიაგებეთ მას. თუკი დარტყმა მხოლოდ ტვინის შერყევას ან დროებით გონების დაკარგვას იწვევს, სალამი არასრულია და თქვენ კიდევ ერთი შანსი გეძლევათ სრული სალმისთვის. აბა თქვენ იცით!“  „ალია“

ქსენოფობია

ალია, 14-20 აგვისტო
სანდრო ბრეგაძე, ეროვნულები:
„ნარკობარიგათა“ 90% სწორედ უცხოელია. მაინტერესებს, ახლა რაღას იტყვიან ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც თავს იყრუებდნენ და ის ლიბერასტები, აქ ჩამოსულ ყველა უცხოელს ინვესტორად რომ ასაღებენ? ჩვენი ძალიან ეშინიათ… ერთი რამ მინდა განვმარტო, ლიბერასტები ჩვენ გვეძახიან ფაშისტებს და ვიღაცან შეიძლება ეს დაიჯეროს. ჩვენ ვატარებთ იმავე პოლიტიკას, რასაც დონალდ ტრამპი სახელმწიფო დონეზე ამერიკაში. ამერიკის პრეზიდენტი ფაშისტია? ჩვენ უკანონო მიგრანტებს ვებრძვით.”

ალია, 14-20 აგვისტო
ლაშა ამირეჯიბი, სახალხო კრება: „ხელისუფლებას [ქართული ოცნება] მოვუწოდებ: დაკეტეთ ფონიჭალა, დაკეტეთ მარნეული, გარდაბანი, დიდ ქალაქებში ჩაბუდებული ნარკორეალიზატორები დააკავეთ და მხოლოდ ირანელებით ნუ შემოიფარგლებით....“

ასავალ-დასავალი, 14-20 აგვისტო
დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: „თბილისი მთელი საქართველოს ცოდვით იწვის დღეს, რადგან ამ უბედურ ქვეყანას „სარანჩასავით“ მოსდებია ოსმალო თუ ყიზილბაში, არაბი თუ ინდოელი, ბანგლადეშელი თუ ჩინელი, პაკისტანელი თუ სირიელი.“

კვირის პალიტრა, 7-13 აგვისტო,
ეთერ ერაძე, ავტორი: "ერთხანს უცხოეთში პრომოგოგონების საეჭვო გასვლის გამო ატეხილი ხმაურის შემდეგ მსგავსი განცხადებები მედიასაშუალებებიდან გაქრა, ბოლო დროს კი ისევ გამოჩნდა და პასუხგაუცემელი კითხვებიც გაჩნდა - საქართველოში ვერ ნახავ ისეთ ოჯახებს… ვერ მოვასწარი მეკითხა, - როცა საქართველოში ჩინელების მოზღვავებაა, ჩინეთში რატომაა მოთხოვნილება ქართველ გოგონებზე-მეთქი".

საქართველო და მსოფლიო, 10 აგვისტო,
გიორგი რაზმაძე, სასულიერო პირი: "როგორ შეიძლება მორწმუნე იყოს ადამიანი, რომელმაც დააკანონა მიწის მიყიდვა უცხოელებისთვის და საუკეთესო სასოფლო–სამეურნეო მიწა არაბებსა და თურქებს მიჰყიდა სიმბოლურ ფასად?!... მეც ვსვამ შეკითხვას: როგორ შეიძლება მორწმუნე მართლმადიდებელი ქართველი თავისი ქვეყნის მიწას არაბებზე ყიდდეს?! ჩვენი წინაპრები, ალბათ, საფლავებში ტრიალებენ. ამაზრზენია ეს ყველაფერი და ამის გამო მათ, ადრე თუ გვიან, პასუხი მოეთხოვებათ".

ასავალ-დასავალი, 21-27 აგვისტო
დავით ქვლივიძე, დეკანოზი: „აღმაშენებლის გამზირი თბილისია, თურქეთი თუ ირანი, ვერ მიხვდები... აი ამაზე ისაუბრონ! ჩადრიანი ადამიანები დადიან ქუჩაში და იმ ჩადრის მიღმა კაცია თუ ქალი, ვერ მიხვდები. ეს არის რეალური საფრთხე და ჩვენ ვხედავთ, რაც ხდება დღეს ევროპაში  კვირა არ გავა, ტერაქტი არ მოხდეს. აქაც ვინ სად აიფეთქებს თავს, კაცმა არ იცის.“ „საქართვეო და მსოფლიო“

ალია, 7-13 აგვისტო
რამაზ გაგნიძე, ქართული მისია: “ერთი კვირის წინ, საკუთარ ფეისბუქის გვერდზე დავწერე - თუ ვნახავ საქართველოში ჩამოსულ მუსლიმან კრიმინალ-ტერორისტ ემიგრანტებს, მაგ შემთხვევაში, ხელში ვიღებ იარაღს და ვიწყებ მათ ხოცვა-ჟლეტას თქო. მეორე-მესამე დღეს ვიღაცებმა ეს ყველაფერი “დასქრინეს”, ლიბერასტულმა სამყარომ ატეხა მთელი ამბავი…მე რომ დამეწერა - რუსმა ოკუპანტებმა სასაზღვრო ზოლი რომ გადმოლახონ, იარაღს ავიღებ და მაგათ ხოცვას დავიწყებ მეთქი, მაგაზე ხომ არავინ დამიბარებდა პოლიციაში? რა მნიშვნელობა აქვს, მე სტატუსში ვის მოვიხსენიებდი - კრიმინალ, მუსლიმან მიგრანტ ტერორისტს თუ ვიტყოდი, ვთქვათ, რუს ოკუპანტს?"

ასავალ დასავალი , 14 – 20 აგვისტო
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთ გაერთიანება: „20 რუსს ბაიკერს დასდევდა მთელი მედია და სახელმწიფო უწყებები და ამ დროს არაბებით, თურქებით, ჩინელებითა და ირანელებით მთელი საქართველო გაივსო!“

ალია, 14-20 აგვისტო
შოთა აფხაიძე, კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრი: „იმ ფონზე, როცა ქვეყანაში უხვად შემოდიან ირანელები, თურქები და არაბები, 60% იმატა ნარკორეალიზატორების რაოდენობამ გასულ წელტან სედარებით, სწორედ ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილ მიგრანტებს შემოაქვთ ნარკოტიკების დიდი პარტიები და ასაღებენ საქართველოში თვითონვე.... ბოლო კვირის მანძილზე განვითარებულმა მოვლენებმა გვანახა, რომ ლიბერალების ხროვას და გადამთიელ ურჯულოებს ქვეყანა უფსკრულისკენ მიყავს, ხელისუფლება უძლურია“.

ასავალ-დასავალი, 28 აგვისტო - 3 სექტემბერი
გულოდი ფოცხიშვილი, მოცეკვავე: „საქართველოს ტურიზმი ვერ გადაარჩენს! ტურიზმი დაღუპავს საქართველოს! აღმაშენებლის გამზირი უკვე თურქული, ირანული, და არაბული სუნით ყარს... ათასი სიბინძურე და სენი შემოაქვთ საქართველოში. საქართველომ თავი ინტელექტუალური ბიზნესით უნდა ირჩინოს... ნუ ააოხრებინებთ ამ ტურისტებს საქართველოს და ყველას ნუ აძლევთ აქ ცხოვრების უფლებას, სისხლი აირევა და მერე ვერაფერს უშველით...
ასეა, ეს! ქართველ ერს ფილარმონია წაართვეს, ახლა იქ ინდური რესტორანია გახსნილი და კაცმა არ იცის, რა ხდება.“
„ახალი თაობა“

ასავალ-დასავალი, 14-20 აგვისტო
რეზო ამაშუკელი, პოეტი: „საერთოდ „პლეხანოვს“ აღმაშენებლი ჩვენს დასაცინად ჰქვია, თორემ თბილისი და საქართველო აღარ არის იქ. თუ ვინმეს არ სჯერა ჩემი, საღამო ხანს გაიარეთ და ნახეთ, რა ხდება, ათასი ჯურის ჩამოთესლილები რა დღეში არიან, როგორ ყვირიან, იგინებიან და მთელი გამზირი აკლებული აქვთ, „პლეხანოველები“ კი შიშით კანკალებენ.“

თურქოფობია

მაესტრო, ახალი ამბები ცხრაზე, 21 აგვისტო
კახა კუკავა, თავისუფალი საქართველო: „მაგალითად ჩვენ გვექნება ერთ-ერთი ჩვენი წინადადება არალეგალურ იმიგრაციასთან [დაკავშირებით], ის, რაც არის დღეს პრობლემა, რომ თბილისისა და ბათუმის ცენტრი უფრო თურქული ქალაქის ცენტრს ჰგავს, ვიდრე ქართული ქალაქის ცენტრს, ეს რეალობაა, ამაზე ლაპარაკობს ხალხი.

ასავალ-დასავალი, 21-27 აგვისტო
თამაზ მეჭიაური, თამაზ მეჭიაური ერთიანი საქრთველოსთვის: „ნატო-ში, ჯერ ერთი, არავინ გვიღებს! მეორეც, რატო არავის უფქრია, რომ ნატო-ში შესვლა „მწვანე შუქს“ აუნთებს თურქეთს აქ ჯარების შემოსაყვანად! თურქეთმა ერთ მშვენიერ დღეს რომ შემოალაგოს თავისი ჯარები აჭარაში და თქვას ბათუმი ჩვენი ისტორიული ქალაქიაო, როგორ გგონიათ იმათ იქედან ამერიკა გაყრის თუ ევროკავშირი?! რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აჭარის თურქული ექსპანსიისგან ისევ რუსეთის ფაქტორი გვიცავს!“

ასავალ-დასავალი, 21-27 აგვისტო
სანდრო ბრეგაძე, ეროვნულები: „დიახ, ბათუმში ქუთაისის ქუჩა და გონიოს დასახლება "სტამბოლის ბაზრად“ არის გადაქცეული, სადაც თურქები ქართველებს მონებად ამუშავებენ! პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ბათუმში ქუთაისის ქუჩასა და გონიოს დასახლებაში საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია, ფაქტობრივად, არ ვრცელდება!“

საქართველო და მსოფლიო, 16 აგვისტო,
დავით ქვლივიძე, დეკანოზი: „ჩვენ ვხედავთ, რომ სტამბოლიდან ჩამოდიან გარკვეული ძალები, მიჰყავთ ახალგაზრდები თურქეთში და იქ სასულიერო განათლებას აძლევენ. თურქეთიდან დაბრუნებულებულები კი, რომელი ქვეყნის სამსახურში დგებიან და რას საქმიანობენ, ვფიქრობ, გასარკვევი და დასადგენია ქართული სპეცსამსახურების მიერ. გარდა ამისა, ცნობილია, რომ თურქული და ირანული ფულით შენდება სუნიტური და შიიტური მეჩეთები, გამუდმებით საუბრობენ მუსლიმანთა სალოცავების ნაკლებობაზე, ახალი მეჩეთების აშენების აუცილებლობასა და რელიგიური უმცირესობების უფლებების დარღვევაზე. ახლა წარმოიდგინეთ, რუსეთში რომ მიჰყავდეთ ქართველი ახალგაზრდები, იქ აძლევდნენ რელიგიურ განათლებას, ასწავლიდნენ, მღვდლებად აკურთხებდნენ და რუსული ფულით შენდებოდეს საქართველოში ეკლესიები, რა ამბავს ატეხდნენ ჩვენი ე.წ. ლიბერალები!“

საქართველო და მსოფლიო, 10 აგვისტო,
ვიტალი მარგალიტაშვილი,საზოგადოებრივი ორგანიზაცია  ფოლადი: "ქართველობას თურქული შეგვეყარა, უკვე მეეჭვება, ვართ თუ არა ქართველების შთამომავლები, ერეკლეს მემკვიდრეები. თუ ჩვენ ერეკლეს გზით არ ვიარეთ, არაფერი გამოგვივა, თუ მას არ მივბაძეთ და სულიერ გაჯანსაღებაზე არ ვიზრუნეთ, დავიღუპებით. ვთქვა თუ არა, არც კი ვიცი… ქართველი კაცი ცოლს საზღვარგარეთ რომ გაუშვებს სამუშაოდ, იმას ქართველი ჰქვია? საუკეთესო ახალგაზრდები სად გავუშვით? სად ვღუპავთ? ორ მილიონზე მეტი ადამიანი ქვეყნიდან არის წასული, შაჰ-აბასს არ უქნია ისეთი რამ, რაც ჩვენმა მთავრობებმა დაგვმართეს".

ასავალ დასავალი , 14 – 20 აგვისტო
შოთა აფხაიძე, კავკასის ისლამური კვლევის ცენტრი: „ისტორიულად თურქეთი ოკუპანტია, რომელიც ტანჯვა-წამებაში ამყოფებდა ქართველ ხალხს და რომელმაც რჯული შეგვიცვალა აჭარაში. დღეს თურქეთმა საქართველო თავის საროსკიპოდ აქცია და ცდილობს ჩვენი ქვეყნის როგორც რელიგიურ, ისე ეკნომიკურ და საგანმანათლებლო ოკუპაციას. ასე რომ, საუბარი იმის შესახებ, თითქოს ჩვენ თურქეთი ოდესმე „დაგვეხმარა“ ან „გვეხმარება“ სრული აბსურდია და მეტი არაფერი!“

ისლამოფობია

ასავალ-დასავალი, 21-27 აგვისტო
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „მაინდამაინც „ბარსელონას ხორცსაკეპი“ უნდა მოგვიწყონ თბილისში რომ გამოფხიზლდეთ და უარი თქვათ მუსლიმთა მასობრივ მიგრაციაზე?! მსგავსი რამ თბილისშიც რომ მოხდეს, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ ბახტრიონს მოგიწყობთ ქართველი ხალხი თქვენც და თქვენ მიერ ჩამოყვანილ-ჩამოთესლილ მიგრანტებს?!...

„ძალიან მაინტერესებს, სად არიან ჩვენებური ლიბერასტები, რომლებიც სულ ცოტა ხის წინათ ხმის ჩახლეჩამდე გაჰკიოდნენ -„მე შარლ ებდო ვარო“?! რატომ არცერთ მათგანს არ წამოსცდა, რომ საქართველოში დაუშვებელია მუსლიმთა ასეთი მასობრივი მიგრაცია?! დააკვირდით ბარსელონას ტერქატში ეჭვმიტანილ უწვერულვაშო  არაბების ფოტოებს! ვინ წარმოიდგენდა, რომ ისინი ასეთი კაციჭამიები აღმოჩნდებოდნენ?!  არდა, რამდენი ასეთი დადის უკვე თბილისის ქუჩებში?! რამდენი ასეთი ჩაომდის ყოველდღე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში?! რამდენი ასეთი მიმოდის იუსტიციის სახლში ბინადრობის უფლების მისაღებად?!“

ასავალ-დასავალი, 21-27 აგვისტო
რობერტ დიაკონიძე, პროფესორი: „ხალხმა პირდაპირ გვითხრა - სხალთელი მთვარეპისკოპოსი [სპირიდონ აბულაძე] ადგილობრივი მუსულმანებისგან ფულს იღებს და ყალბ ხელმოწერებს აგროვებს, თითქოსდა მოსახლეობა ეკლესიის აშენებას ეწინააღმდეგებაო!“

არმენოფობია

რეზონანსი, 19 აგვისტო,
მამუკა ნაცვალაძე, ჟურნალისტი: „ქართულ-სომხურ სახელმწიფოში ქართველთა პირველობის აღიარებაც საეჭვო ხომ არაა სომხური ეთნოფსიქოლოგიიდან გამომდინარე? სომეხს სხვისი პირველობის შეგუება ნამეტანი უჭირს, არადა აქ ის საკმაოდ მოკრძალებულ პოზიციაზეა ყაბულს“.

ასავალ-დასავალი, 28 აგვისტო - 3 სექტემბერი
ალექსანდრე აბდალაძე, არმენოლოგი: „მარაბდის ომში დაიღუპა 9 ძმა ხერხეულიძე და 9 ძმა მაჩაბელი, მაგრამ სად იყო ამ დროს 9 სეროჟა? სამწუხაროდ, სომხური მოსახლეობა საქართველოში ომს თავს არიდებდა და სომხები მხოლოდ ფულის შოვნაზე იყვნენ ორიენტირებული, ვიდრე იმ ქვეყნის დაცვაზე, რომელმაც ისინი შეიფარა. სიმართლე გითხრათ ქართველები არ ენდობოდნენ სომხებს ბრძოლაში და თავს არიდებდნენ მათთან ერთად ომს, რადგან ღალატის ეშინოდათ.“

ჰომოფობია

ალია, 7-13 აგვისტო
სანდრო ბრეგაძე, ეროვნულები: “ქართველი ბიჭები აქეთ-იქით თხოვდებიან - ეს ყოფილა ნორმალური და სასიხარულო ჩვენი ტელევიზიებისთვის, ხოლო პატრიოტი ქართველი ვაჟკაცების ჩატარებული ქართველთა მარში მიუღებელი და საშინელებაა იგივე ტელევიზიებისთვის, დასკვნა თქვენთვის მომინდია“.
სოციალური ქსელი

ასავალ-დასავალი, 21-27 აგვისტო
თამაზ მეჭიაური, თამაზ მეჭიაური ერთიანი საქრთველოსთვის: „მთაში ეს ლგბტ-ები, ღვთის მადლით არ გვყავს! იქ არც ნატო-ში შესვლაზე „იჭრიან ვენებს“, ჩემი რომ გაუკვირდეთ! ეს ლგბტ-ები თბლისშიც ცოტანი არიან უბრალოდ, ბევრს ხმაურობენ!“

კავკასია, სპექტრი 25 აგვისტო
გოგი თოფაძე, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს: „ერთნაირსქესიანთა ქორწილები არ უნდა მივიღოთ! საქართველო ვართ! ნახეთ, ჯერ რა, კავკასიაში პატივს სცემენ ჯერ კიდევ ძველი ახსოვთ კაცო!“

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

საქართველო და მსოფლიო, 16 აგვისტო
დავით ქვლივიძე, დეკანოზი: „რესპუბლიკელებს არასდროს დაუმალავთ თავიანთი დამოკიდებულება ეკლესიისა და სარწმუნოებისადმი, ისინი ყოველთვის აქილიკებდნენ საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრობას, პატრიარქს, წმინდა სინოდს, სამღვდელოებას. პარალელურად გვახსოვს მათ მიერ მამათმავლების დროშის ფრიალი, ჰომოსექსუალების მხარდამჭერი განცხადებები და ა.შ. ანუ ეს მათი შინაგანი სამყაროა და ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ, უბრალოდ, პასუხი უნდა გავცეთ და, საერთოდ, ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, ვის აძლევს ხმას“.

ასავალ-დასავალი, 7-13 აგვისტო
ბასილ მკალავიშვილი, სასულიერო პირი: „საპატრიარქო მაშინაც დუმდა და მისი ხმა კარგად არ ისმოდა, როცა წყეული „ანტიდისკრიმინაციული კანონი“ მიიღეს და მამათმავლებსა და ბილწ ადამიანებს უფლება მისცეს, სკოლებში გაკვეთილები ჩაატარონ.“

ასავალ-დასავალი, 21-27 აგვისტო
ზაზა დავითაია, ჟურნალისტი: „ჩემს ბავშვობაში უამრავი გადაუჭრელი პრობლემა მართლაც არსებობდა, მაგრამ გენეტიკურად ჯანმრთელ ბიჭებს მაშინ განაზების, კაბის ჩაცმის და გოგონას ამპლუაში თავის ჩვენების არანაირი სურვილი არ უჩნდებოდათ. იმ უღმერთო ქვეყანაში [ალბათ საბჭოთ კავშირს გულისხმობს] ადამიანები ღმერთის დადგენილი წესებით  ცხოვრობდნენ, რადგან კაცს კაცი ერქვა, ქალს ქალი! თანამედროვე ბავშვებს არა მხოლოდ ამ ტერმინის მნიშვნელობას ასწავლიან, არცთუ ირიბად მოუწოდებენ  კიდეც ასეთი ცხოვრებისკენ  და რაც მთვარია ამას ნორმად წარმოაჩენენ!“

საქართველო და მსოფლიო, 16 აგვისტო
ნიკა კორინთელი, ჟურნალისტი: "დღეს მსოფლიოს მამათმავალთა და ლესბოსელთა ძალები უფრო შორს წავიდნენ და სამიზნეში მულტფილმები ამოიღეს _ კინოკომპანია “უოლტ დისნეი კომპანიმ”, რომელსაც უოლტ დისნეის სიცოცხლეში პატარების საყვარელი უამრავი ფილმი აქვს გადაღებული, მიმდინარე წლის მარტში გამოუშვა ფილმი “მზეთუნახავი და ურჩხული”, რომელშიც არის გეიეპიზოდი, შემდეგ კი _ მულტიპლიკაციური სერიალი DocMcstuffins-ი, რომელშიც ორ ბავშვს მშობლებად დედა და დედა ჰყავთ…"

ასავალ-დასავალი, 7-13 აგვისტო
გურამ ფალავანდიშვილი, საქართველოს ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება: „საქართველოს უბედურება დაიწყო მას შემდეგ, რაც პარლამენტმა „ანტიდისკრიმინაციული კანონი“ მიიღო. შედეგი სახეზეა: ლგბტ ჯოგის წარმომადგენლები, რომლებიც სკოლებსა და ბავშვთა ბაღებში მოკალათდნენ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რათა ბავშვები სულიერად გარყვნან!“

საქართველო და მსოფლიო, 10 აგვისტო,
გივი პაატაშვილი, საზოგადოებრივი ორგანიზაცია  ფოლადი: "პატარა კახი არ უყვართ მათ, ვინც ამორალურობას უჭერს მხარს. ეს იმიტომ, რომ მისი ბრძანებით, მამათმავლებს არ ინდობდნენ, ზნეობა უპირველესი იყო მისთვის".

ანტიდასავლური განწყობები

ალია, 7-13 აგვისტო
სოსო მანჯავიძე, დამოუკიდებელი დეპუტატი: „მან [მაიკ პენსმა] არ დატოვა ორაზროვანი მსჯელობის საშუალება ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტების შესახებ. ე.წ. ლიბერალებს აღარ გამოუვათ, თავისი მახინჯი იდეოლოგიის საქართველოში დანერგვა აშშ-ს დააბრალონ. ... ლგბტ, ნარკოტიკები, უღმერთობა, უსქესობა და უეროვნობა რომ კარგია და ფერადი და ამის უკან დგას დემოკრატიული და მდიდარი აშშ და ევროპა. წესი, რწმენა, ერი, სამშობლო რომ ცუდია და ამის უკან დგას ბოროტი, ღარიბი და ავტორიტარული რუსეთი. ამიტომ, თუ გინდა, რომ გამდიდრდე და იყო დემოკრატიული, გახდი უღმერთო, უეროვნო, უოჯახო, სასურველია ლგბტ, აგინე სამშობლოს, სხვა გამოსავალი არაა, თორემ რუსეთივით ბოროტი, ღარიბი და ავტორიტარული იქნები.“
სოციალური ქსელი

კავკასია, სპექტრი 25 აგვისტო.
გოგი თოფაძე, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს: „აი, თავმოყვარეობა დავკარგეთ ცოტა, რაღაცეებიც ვერაა. ეხლა გაწვება [ევროკავშირი], რომ მაინცდამაინც მიწები გაყიდე, რა დავუტოვოთ ჩვენ შვილიშვილებს, რატო უნდა გაყიდოს, საძოვარი არა აქვს ხალხს და სოფლის მეურნეობა. და ვერ მოუნახია ენა, როგორო, ეწყინება ევროკავშირს. ევროკავშირს თუ ეგეთი კანონები უნდა, მართლმადიდებლობას თავი დაანებე, თუ ერთნაირსქესიანთა ქორწილებს მიიღეფო არაა, აბა რაც დაემართა ეხლა სხვა ქვეყნებს. არა გვაქვს ჩვენ. ზოგი არ ღებულობს, ყოფნის. ჩვენ ესეიგი, მაინცდამაინც ეს უნდა მივიღოთ, ნუ არაა, ევროპა ძალიან კარგია ძმაო, იქით გვაქ გეზი მაგრამ, ჩვენიც მიიღოს რაა, ჩვენი კულტურა, ჩვენი მართლმადიდებლობა, ნუ გვართმევ ამას“.

საქართველო და მსოფლიო, 16 აგვისტო
რედაქცია: "ნიუიორკელები უკმაყოფილონი იყვნენ იმით, რომ მათი ბინების წინ მდებარე სასტუმროს ოთახებში შესახლებულები ფანჯრების წინ, ყველას დასანახავად ერთობოდნენ სექსით. ასეთი გარყვნილება განსაკუთრებით აუტანელი გახდა იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ბინების ფანჯრები პირდაპირ უყურებს სასტუმრო Public Hotel-ის 28 სართულს. განსაკუთრებით თვალშისაცემია, რომ ჰეტეროსექსუალური და ჰომოსექსუალური წყვილები გარყვნილების აქტს დემონსტრაციულად ფანჯრებთან მდგარნი განახორციელებენ... უფრო დიდი უბედურება კი ისაა, რომ, ექსპერტების თქმით, ამ გარყვნილ საზოგადოებას ვერავინ დააშოშმინებს, რადგან, მოქმედი კანონმდებლობით, თავიანთ ნომრებში მათ შეუძლიათ გააკეთონ ყველაფერი, რასაც მოისურვებენ. ა, ბატონო, ლიბერალური საზოგადოების თავისუფლების “თვალსაჩინო” შედეგი".

ასავალ-დასავალი, 21-27 აგვისტო
დავით ისაკაძე, სასულიერო პირი:  „გერმანიაში საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვებს შეგნებულად ათამაშებენ ისეთი თოჯინებით, როგორიც საქართველოს ბაზარზე ახლახან გამოჩნდა. იქ უფრო შორსაც არის საქმე წასული  - სკოლამდელები პლასტმასის სათმაშო გენიტალიებით  ერთობიან და ეს სექსუალურ აღზრდად ითვლება. პარალელურად იქმნება კანონები, რომლებიც ასეთი მიდგომების გამო პროტესტით განწყობილი მშობლების წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს ითვალისწინებს. ჩვენი საზოგადოებაც ამ გზით მიდის, ამიტომაც მაქსიმალურად ვეწინააღმდეგებით სკოლებში სექსუალური აღზრდის გაკვეთილების შემოღებას. ყველა ის პირი თუ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მსგავსი ცნობიერების დანერგვას უწყობს ხელს, დამნაშავეა ღვთისა და ამ ბავშვების მომავლის წინაშე!“

ალია, 7-13 აგვისტო
შოთა აფხაიძე, კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრი: „აჰა, ბატონო, თქვენი ლიბერალური ღირებულებების და დასავლური დემოკრატიის შედეგი - გაბოზებული და განარკომანებული ახალგაზრდა გოგონები, გაბარიგებულ-გაიმპოტენტებული ბიჭები და ნორმად ქცეული გარყვნილება."
სოციალური ქსელი

ასავალ-დასავალი, 28 აგვისტო - 3 სექტემბერი
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: „ამერიკელები საქართველოს კი არა, პედერასტებსა და მოღალატე პარტიებს ეხმარებიან! საქართველოში ამერიკელების მოკავშირეები არიან ქართველთმოძულე „რესპუბლიკელები“ და ნაცები [ნაციონალური მოძრაობა]!“

ალია, 7-13 აგვისტო
შოთა აფხაიძე, კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრი: „მე მაინტერესებს მხოლოდ ერთი რამ - ამ ათასობით ახალგაზრდას პატრონი არ ჰყავს? ღამე სახლში არ კითხულობენ - გოგო სად დადის და ვისთან ერთად? ეს ნაციის დასასრულის დასაწყისია!!! ესეთი სუვერენული საქართველო გინდოდათ გენახათ მედასვლეთეებო?! ესეთი სამარცხვინო და გადაგვარებული მომავალი თაობით?»
სოციალური ქსელი

ასავალ-დასავალი, 21-27 აგვისტო
ლაშა ტალახაძე, სპორტსმენი: „ჩემს გვერდით ისეთი ადამიანი ვერ იქნება, რომელსაც რამე ექნება საპატიებელი. ქალს ბევრი წინდახედულება მართებს. ვეთნხმები მოსაზრებას, რომ მამაკაცს უფრო მეტი რამ ეპატიება, ვიდრე ქალს.“ „სარკე“

დისკრიმინაციული გამოხატვის მაგალითები სრულად იხილეთ ვებ-გვერდზე: www.notophobia.ge

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

Media Development Foundation

http://notophobia.ge/

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube