MDF Can't see images? http://notophobia.ge/
#3, 1 - 31 მარტი , 2020

ქსენოფობია

პოლიტიკოსები

საქართველო და მსოფლიო, 11 მარტი,
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: “ჩვენ ორ მილიონ-ნახევრამდე შემცირებული ერი ვართ, რომელსაც აგერ გაეროც გვეუბნება, რომ, სულ რაღაც, 20-30 წელიწადში აღარ ვიქნებით. ნახეთ, რა ხდება ჩვენს სამეზობლოში _ სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსახლეობა მუდმივად მატულობს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩვენთან გეომეტრიული პროგრესიით მატულობს ეთნიკური უმცირესობების რაოდენობა". 

მთვარი, ღამის მთვარი, 3 მარტი
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტია: „3 მილიონიანი ქართველი, 3 მილიონიც აღარ დავრჩით, როგორ გაუძლებს 80 მილიონი ირანელის მოწოლას აქეთ... 134 ათასი უძრავი ქონება რეგისტრირებული ირანელებზე და არაბებზე, 134 ათასი აი, ამ პატარა ქვეყანაში. ამ ექსპანსიას ჩვენ პაკისტანელების, მილიარდნახევრიანი ინდოელების როგორ გავუძლებთ, წავიშლებით მოკლე პერიოდში, ისევე როგორც წაიშალნენ სხვათაშორის ძველი ევროპელები, იბერები. ჩვენი იბერები წაიშალნენ ინდო-ევროპელები, რომ მიაწყდნენ ინდოეთიდან  სხვათშორის და ირანიდან.“

 

მედია

საქინფორმი, 2 მარტი,
არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი: "უკვე სამი წელია, რაც მე და „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე ყოველ ღონეს ვხმარობთ, რათა მკვეთრად შემცირდეს აღმოსავლეთიდან მიგრანტების - ჩინელებისა და სირიელების, ირანელებისა და ერაყელების, ინდოელებისა და თურქების უკონტროლო შემოდინება. კორონავირუსი მაშინ ჯერ არ არსებობდა - ჩვენ გვეშინოდა ტერორისტების შემოღწევის, და, როგორც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარმა ტრაგიკულმა მოვლენებმა აჩვენა, არცთუ უმიზეზოდ.”

საქართველო და მსოფლიო, 3 მარტი,
დარეჯან ანდრიაძე, ავტორი: "ახლა საქმე ისე მიდის... საქართველოში ქართველები უმცირესობაში აღმოვჩნდებით. ეს ფერად-ფერადი ადამიანები კი ჩვენს მიწაზე ჯერ დასახლდებიან, მერე გამრავლდებიან, მოძლიერდებიან, ხელისუფლებაშიც მოვლენ და ჯაყოსავით თავზე დაგვასხდებიან. ეს არ არის ჰაერზე ნათქვამი სიტყვები. წინ გვიდევს დოკუმენტი _ გაეროს “მიგრანტთა პაქტი”, რომელსაც 2018 წლის 10 დეკებერს საქართველო შეუერთდა. ამ პაქტის თანახმად, საქართველოს მთავრობამ ქართველი ხალხის სახელით, ისე, რომ ქართველებს არაფერი გვკითხა, საკუთარ თავზე ვალდებულება აიღო, აზიისა და აფრიკის ღარიბი ქვეყნებიდან შეუზღუდავი რაოდენობით, შეუფერხებლად გადმოასახლოს აფრიკელი და აზიელი მიგრანტები. ეს ქვეყნებია ანგოლა, ნიგერია, სომალი, ავღანეთი, ერაყი, იემენი, ლიბია და ა.შ". https://bit.ly/3cotSAF

ასავალ-დასავალი, 23 -29 მარტი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „გაიხსენეთ დღემდე როგორი ომები გვჭირდება ურწმუნოთათვის ელემენტარული ჭეშმარიტებების შეგნებისთვის… ღვთისმშობლის წილხვედრი მიწის უცხოტომელებზე გაყიდვა და პატარა ბავშვების უცხოტომელთ ბორდელებში ერთი შაურმის ფასად „დასაქმებაზე“ დუმილი წმინდა ქალწული მარიამის გმობა და შერაცხყოფაა! - რომ ცოდვის ზეიმი მხოლოდ ღვთისმგმობლებს კი არა, ყველას მოგვეკითხება, ვინც ამ ქვეყნებში ვცხოვრობთ!“



საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ასავალ-დასავალი, 30 მარტი - 5 აპრილი
ნიკოლოზ მჟვანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: „მარნეულში მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია და ცენტრალური ბიუჯეტიდან მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია რომ ფინანსდება, ეს დაუშვებელიაო! ამ საქმეში მას გვერდში ამოუდგნენ ქვემო ქართლში მოქმედი აზერბაიჯანული არასამთვრობო ორგანიზაციებიც, რომლებსაც მიქელაძე დიდი ხანია, „ატრენინგებს“ და საქართველოს მტრებს აკვალიანებს, თუ საიდან და როგორ უნდა შეუტიონ ჩვენს ქვეყანას…”



საზოგადოება

ასავალ-დასავალი, 30 მარტი - 5 აპრილი
ანზორ ჯაფარიძე, მევენახე: „მე ქართულ მიწაზე მინდა, ჯვარს აღვმართავ, მინდა ეკლესიას ავაშენებ და ამას არც აზერბაიჯანელს დავეკითხები, არც სპარსს და არც ოსმალოს! საქართველოში აუცილებლად უნდა დაწესდეს საეკლესიო სოფლების სტატუსი, რათა მათი მიწები ხელშეუხებელი იყოს და გადაურჩეს უცხოტომელთა ხელში ჩავარდნას!“.

მთავარი არხი, პოსტ ფაქტუმი, 29 მარტი,
მაგული ხუციშვილი, FACEBOOK მომხმარებელი: „დააკავეთ ვინც არ ემორჩილება კანონს [კატანტინს], ამ თათრებმა არ წაიღეს ტვინი! მკაცრი ზომები მიიღეთ მარნეულის მოსახლეობისთვის!“

თურქოფობია

პოლიტიკოსები

ასავალ-დასავალი, 2-8 მარტი
თეიმურაზ შაშიაშვილი, თეთრი მოძრაობა: „ამ დღეებში აჭარაში გახლდით და უმძიმესი სიტუაციაა - გარედან შემოსული ძალა გაპარპაშებულია! არადა, გამოსავალი მარტივია - დალოცვილი, პრეზიდენტი რომ ხარ, გაატარე ღირსებით სავსე პოლიტიკა და გამოაცხადე - „თურქები საქართველოში ისარგებლებენ ზუსტად ისეთივე უფლებით, როგორი უფლებითაც ქართველები თურქეთში სარგებლობენ!“ ამ უკუღმართმა პოლიტიკამ და სხვის დაკრულზე ბუქნაობამ იქამდე მიგვიყვანა, რომ ქართველები თურქეთშიც მონები არიან და საქართველოშიც.“

მედია

საქართველო და მსოფლიო, 3 მარტი,
დავით მხეიძე, ავტორი: "რომელ სტრატეგიულ მოკავშირეზე და, მით უმეტეს, მეგობარზე ლაპარაკობთ? იმ თურქეთზე ხომ არა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 1/3 აქვს მიტაცებული? ან ვის წინააღმდეგ “ეძმაკაცებით” თურქეთს? იმ ერთმორწმუნე რუსეთის წინააღმდეგ ხომ არა, რომელმაც თავის დროზე აჭარა დაუბრუნა საქართველოს რუსული იარაღითა და რუსი ჯარისკაცების სისხლით?". https://bit.ly/3anyvsT

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

მედია

საქართველო და მსოფლიო, 25 მარტი,
რედაქცია: “აქტიურად მიმდინარეობს ევროპული ქვეყნების ძირძველი მოსახლეობის ისლამიზაცია ყოველგვარი ძალადობის გარეშე. ევროპელები ნებაყოფლობით ხდებიან ისლამის მიმდევრები. მიზეზი ზნეობის დეგრადაციაა ბებერ ევროპასა და “წინწასულ” ჩრდილოეთ ამერიკაში. კათოლიკური და ქრისტიანული პროტესტანტული მიმდინარეობების ღვთისმსახურთა შორის იშვიათი არ არის მრავალცოლიანობის, პედოფილიის, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის, ძალადობისა და სხვა უმძიმეს ცოდვათა ჩადენის ფაქტები".  https://bit.ly/2JgHXTs 

ჰომოფობია

პოლიტიკოსები

საქართველო და მსოფლიო, 11 მარტი,
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: "ჯერ ერთი, რას ნიშნავს ეს ჰომოფობია, რატომ ვარ ვალდებული, დადებითად ვიყო განწყობილი ვიღაც ავადმყოფი ადამიანებისადმი? და მეორე _ იმაზე მეტი ფობია და სიძულვილი რა გინდა, როცა, ფაქტობრივად, არჩევანს აღარ მიტოვებ და მეუბნები: გინდა, არ გინდა, უნდა მიიღო სოდომია ნორმადო. დიახ, სოდომია _ ეს არის არა მხოლოდ სექსუალური თვითშეგნების დარღვევა, არა მხოლოდ ავადმყოფობა და ამოვარდნა ყველანაირი ნორმიდან, არამედ უმძიმესი ცოდვა. “

https://bit.ly/339wmOV 

მედია

საქართველო და მსოფლიო, 11 მარტი,
ჯაბა ჟვანია, ჟურნალისტი: „ამას წინათ სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში მწვავედ იქნა შეფასებული ის, რომ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თურმე სტუდენტებს ე.წ. სექსუალური უმცირესობებისადმი “დისკრიმინაციული შინაარსის” შემცველი სახელმძღვანელოთი ასწავლიან. საუბარია იმაზე, რომ ერთ–ერთ სახელმძღვანელოში მამათმავლობა განმარტებულია სექსუალური თვითშეგნების დარღვევად, ხოლო აბორტი _ ბოროტებად. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? რა პროცესი მიმდინარეობს ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში?" 

საქინფორმი, 23 მარტი,
არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი: "სსრკ-ში ჰომოსექსუალიზმსა და პროსტიტუციას საზოგადოება კი არ წაახალისებდა, როგორც დღეს, არამედ გმობდა, ამიტომ ეს მოვლენები იატაკქვეშა და არა დემონსტრაციულად ღია ხასიათს ატარებდა. საიდუმლო არ არის, რომ დღეს ჰიგიენის წესების უგულებელყოფა, ისევე, როგორც ჰომოსექსუალური კავშირები პანდემიის გავრცელების ერთ-ერთ მიზეზად იქცა".

 

სასულიერო პირები

ნეტგაზეთი, 29 მარტი
შიო მუჯირი, სასულიერო პირი: „ეს [კორონავირუსი] არის პირველ რიგში განდგომა, ღვთის დავიწყება… ეს ის ცოდვებია ერის ცოდვები როგორიც არის ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, როგორიც არის სოდომის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად და ა.შ. ხომ არ არის დრო დავფიქრდეთ ამაზე, რომ ხომ არ არის ეს მიზეზი ასეთი ტოტალური გავრცელებისა ამ ვირუსისა. ამ ყველაფერ რატომ გეუბნებით?! ვიმეორებ ამ ყველაფრის აღქმას ორი შრე აქვს ერთი მატერიალური, ფიზიოლოგიური და მეორე არის სულიერი. ჩვენ ორივეზე უნდა ვიფიქროთ.” 

 

ანტიდასავლური განწყობები

პოლიტიკოსები

საქართველო და მსოფლიო, 11 მარტი,
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: "სტუდენტებს უნდა ასწავლონ, რომ თურმე ბუნებაში ორი სქესი კი არ არსებობს _ მამრობითი და მდედრობითი, არამედ 40-ზე მეტი; ადამიანი რომ იბადება, მას ჯერ სქესი არ აქვს და მერე თვითონ გადაწყვეტს, ქალია თუ მამაკაცი… აი, ეს იქნება აკადემიური ლიტერატურის სახით მიწოდებული და მთელი თაობები გაიზრდება ამ “ცოდნით”. ახლა წარმოიდგინეთ, რა დონის ექიმები და სამედიცინო პერსონალი შეიძლება ჰყავდეს უახლოეს მომავალში ქვეყანას, როცა ლომჯარიასნაირი ნომრიანი აგენტები წყვეტენ, რა სახელმძღვანელოებით უნდა ისწავლებოდეს სამედიცინო უნივერსიტეტში. ლომჯარია თავისი დამსმენი თანამშრომლებით, რომლებიც სხედან კაბინეტებში და პატაკს პატაკზე სწერენ დასავლელ ბოსებს, არიან მავნებლები. ლომჯარია არის დაბოღმილი, გაბოროტებული, ყველაფერ ქართულზე აცრილი და აღრენილი ქალი, რომელიც არაფრით განსხვავდება XX საუკუნის 20-30-იან წლებში არსებული ხატმებრძოლებისგან". https://bit.ly/339wmOV 


.“

გენდერული სტერეოტიპები

სასულიერო პირები

საქართველო და მსოფლიო, 25 მარტი,
გიორგი რაზმაძე, სასულიერო პირი: "რაც შეეხება იმ სასულიერო პირებს, რომლებიც ამბობენ, რომ უნდა შეჩერდეს ტაძრებში მღვდელმსახურება, ვფიქრობ, ასეთ სასულიერო პირებს მორალური უფლება არ აქვთ, მღვდლები იყვნენ. თანაც ნახეთ, როგორი სასულიერო პირები გამოჰყავთ… ვისაც ცოლი გაუფუჭდა, ოჯახი გაერყვნა და შვილი პოდიუმზე უდგას ნახევრად შიშველი. აქამდე ჩუმად ვიყავი ამაზე, მაგრამ კიდევ ვიმეორებ: კაცს, რომელსაც საკუთარი ოჯახისთვის ვერ მოუვლია, უფლება არ აქვს, სხვას მორალი წაუკითხოს და ჭკუა ასწავლოს". https://bit.ly/2vJUA66 



ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

Media Development Foundation

http://notophobia.ge/

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube

You received this email because you signed up on our website or made purchase from us.

Unsubscribe