MDF
# 30, 1 დეკემბერი - 1 იანვარი, 2017

დისკრიმინაციული და ანტიდასავლური  განწყობები მედიაში

დეკემბრის თვეში, მონიტორინგის სუბიექტ მედია საშუალებებში, 96 დისკრიმინაციული გამოხატვა და 33 ანტიდასავლური შინაარსის კომენტარი გავრცელდა. დისკრიმინაციის ტიპოლოგია, რომელთაგან ჰომოფობია ჭარბობდა, ქვემოთ მოცემულ ცხრილშია ასახული:

ჰომოფობია

წყაროები: დეკემბრის თვეში ყველაზე მეტი ჰომოფობიური განცხადება (15) მედიის მხრიდან გაკეთდა:

საქართველო და მსოფლიო - 9       ასავალ-დასავალი - 3               ალია- 2               ობიექტივი - 1 

მმართველი პარტიის წარმომადგენელთან ერთად ჰომოფობიური კომენტარები შემდეგმა პარტიებმა გააკეთეს:

    ქართული     პარტიოტთა     სალომე ზურაბიშვილი-       ეროვნულები - 1 მემარცხენე 
     ოცნება - 1   
 ალიანსი - 1    დამოუკიდებელი დეპუტატი - 1                      ალიანსი - 1

საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ჯამში 4 ჰომოფობიური განცხადება გაააკეთეს:

     ქართული მარში - 2                       საპარტრიარქოს                                 საქართველოს       
                                                  ჩოხოსანთა საზოგადოება - 1   დემოგრაფიული საზოგადოება - 1  

ჰომოფობიური გზავნილები:

  • ლგბტ თემის წარმომადგენლის  დავით შუბლაძის პარტნიორზე ქორწინება ტრადიციულ ჩოხის სამოსში  ქართული საზოგადოების შეურაცხყოფაა.
  • ჰომოფობიური განცხადებების დისკრიმინაციად შეფასება, ამ გამონათქვამთა ავტორების სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს.
  • ნარკოპოლოტიკის დეკრიმინალიზაციის დაკავშირება გარყვნილი ცხოვრების წესთან.
  • საქართველოს ხესლისუფლების მიერ, ლგბტ თემის უფლებების აღიარება და ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, ქართული საზოგადოებისა და ღირებულებების წინააღმდეგ გადაგმული ნაბიჯია.

პარტიები

ასავალ-დასავალი, 18-24 დეკემბერი
ირაკლი ტრიპოლსკი, ქართული ოცნება: „არ მომწონს სასწავლო დაწესებულებებში სექსუალური აღზრდის დანერგვა და ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების დაკანონებისკენ მისწრაფება! არ მომწონს არცერთი ნოვაცია, რომელიც ჩვენი ტრადიციული ღირებულებების საწინააღმდეგოდ ინერგება!“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 4 დეკემბერი
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „ჩვენ უნდა კაცთმოყვარე ერი აღვზარდოთ და არა კაცთმოძულე! კაცთმოყვარეობა დაიკარგა და სულ  გაუთავებლად გვესმის, რაღაც ლაპარაკი, ვიღაც მამათმავლების და დედათმავლების უფლებებზე, რატომღაც. სულ ამ სისულელეზე და იდიოტობაზე გვესმის საუბარი და საუბარი არ გვესმის იმაზე, რომ უნდა იყოს ქართული ზნეობა და ეს უნდა იყოს მთვარი და დომინანტი; უნდა იყოს ქართული ფასეულობები და ეს უნდა იყოს მთვარი და დომინანტი.“

მარშალპრესი, 1 დეკემბერი,
სალომე ზურაბიშვილი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე: "ბევრად მეტი პოსტი დაიწერა ვიღაც ჩოხიანი ბიჭების ქორწილზე ვიდრე, ივანიშვილის დაფინანსებულ მუცოს აღდგენაზე… ნუთუ, ამდენად გვიჭირს კარგის თქმა? ერთმანეთის გახარებას გვირჩევნია ნერვების აშლა? ვაზიარებთ იმას, რაც დასაიგნორებელია და დუმილით ვხდებით დიდებულ საქმეს… ეს რა კომპლექსზე მეტყველებს და რა დაგვმართნია რომ კარგს ცუდისგან ვერ ვარჩევთ და მხოლოდ ცუდს ვიხსენებთ?"

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

მედია

საქართველო და მსოფლიო, 22 დეკემბერი
გუგული ყოინაშვილი, ავტორი: "ამ ლგბტ-მა თუ რაღაც ჯანდაბაა, მამათმავლობა და გათახსირება თავიანთ ჰობად რომ აქციეს, ახლა ცდილობენ, ქალაქის ცენტრში გეიაღლუმი გამართონ. მალე, ალბათ, მთლად შიშვლები გამოვლენ და მოითხოვენ, რომ საქვეყნოდ ჩაატარონ საჩვენებელი სექსი, ხალხის დასანახავად. არის თუ არა ასეთი არსება ცხოველი? _ რა თქმა უნდა, არის!"

ასავალ-დასავალი, 11-17 დეკემბერი
დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: „თქვენ ოდესმე წარმოიდგენდით, რომ ქართველი ფეხბურთელი [გურამ კაშია], უკაცრაული პასუხია და, პედერასტების სამკლავურით ითამაშებდა სტადიონზე და ამ საქციელს ჩვენს საზოგადოებაში დამცველები გამოუჩნდებოდნენ?“

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ალია, 18-24 დეკემბერი
სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: „პირდაპირ გეტყვით, ეს [ლადო სადღობელაშვილის დაკავება] არის მამათმავლების, წამლის „ბარიგების“  აქტიურობები „ქართული მარშის“ წინააღმდეგ.“ ...მთელი საქართველო წინააღმდეგია  ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციისა, ქვეყნის გაპედერასტებისა... ჩვენ რასაც ვითხოვთ, ყველაფერი კანონიერია... პედერასტებისა და ნარკომაფიის, კიდევ ათასგვარი კრიმინალის დამცველი ხელისუფლება როდესაც არ მიდის საკუთარი ნებით, ის სხვა გზით უნდა გაუშვა.”

ალია, 4-10 დეკემბერი
საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება: „ცოტა ხნის წინ, სოციალური ქსელის მეშვეობით, გავრცელდა ფოტოები, სადაც ასახულია მამათმავლების ე.წ. ქორწინების რიტუალი, სადაც ორი მამრობითი სქესის არსება, ამ რიტუალის აღსრულების დროს, გამოწყობილია ქართულ ეროვნულ სამოსში...დაუფარავი ცინიზმით შეურაცხყოფა. როდესაც ქართველები ხმას ვიღებთ ჩვენი სიწმინდეების დასაცავად, მაშინვე გვნათლავენ ჰომოფობებად, მაგრამ როდესაც ეს ფსევდოლიბერალი ადამიანები ხელაღებით ლანძღავენ ჩვენს სიწმინდეებს, ეს თურმე, მავანთა გაგებით, დემოკრატია ყოფილა…"

ანტიდასავლური განწყობები

მედია წყაროები:

საქართველო და მსოფლიო - 11   ასავალ დასავალი - 4            ალია - 1       ობიექტივი - 1 

პარტიები: პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებული, ორი ანტიდასავლური განცხადების წყარო, პარტიოტთა ალიანსია.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები:

მართლმადიდბლური მშობელთა კავშირი - 1                   “ახალი რეალობა” -1 

ანტიდასავლური გზავნილები:

  • დასავლური ინსტიტუტების მიზანი საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაა.
  • დასავლური ღირებულებების აღიარება, ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების განადგურებას გულისხმობს
  • მხოლოდ რუსეთს შეუძლია დაიცვას საქართველო იმ აღვირახსნილობისგან, რომელმაც დასავლურ ქვეყნებში თავი დაიმკვიდრა.
  • ქართული სამღვდელოების პოზიციის ცვლილება ამერიკის ზეწოლის შეგედია.
  • განათლების სისტემაში გენდერ ნეიტრალური სწავლების დანერგვის ინიციატივა დასავლეთის მიერ თავს მოხვეული ნორმაა და ბავშვების სექსუალური ორიენტაციის შეცვლას ემსახურება.

პარტიები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 4 დეკემბერი
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „მსოფლიოში საერთოდ დიდი უზარმაზარი ტალღაა აი, ამ ვითომ თავისუფლების, პირველ რიგში სექსუალური თავისუფლების, რომელიც სინამდვილეში ჩვეულებრივი აღვირახსნილობაა, მეტი არაფერი და პროპაგანდაა მამათმავლობის და დედათმავლობის, მეტი არაფერი... და მე გეტყვით, რომ ევროპაში არის მთელი ტალღა, მსოფლიოში საერთოდ, ტალღა აი, ესეთი, ვითომ თავისუფლებისთვის მებრძოლი რაღაცა ბოროტების და მაინცდამაინც ამ ადამიანებს და ამ ორგანიზაციებს და აი ამ ძალებს ემონება ეს ჩვენი ხელისუფლებები და ეს არის დიდი ტრაგედია.“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 9 დეკემბერი,
ვაჟა ოთარაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: "პირიქით, მთელი სისტემა, სამთავრობო სისტემა, მითუმეტეს, განათლებაში, მიმართულია იქითკენ, რომ ბავშვმა დაივიწყოს ვისი გორისაა. სკოლებში შეაქვთ უმსგავსო საგნები. მე არ მინდა გავიმეორო, რომ ბავშვებს სკოლიდანვე ასწავლონ პედარასტომანია, ლესბოსელობა, მამათმავლობა და ათასი სიბინძურე და უთხრან, რო ეს ყველაფერი კარგია. ჩვენ არ გვინდა ესეთი ევროპა. ევროპა უბრუნდება თუ დაუბრუნდა უკვე ბარბაროსობას, რაც იყო შუასაუკუნეებში...ევროპა საკუთარი ძმა საკუთარ დასთან წვება. აი ეს არის ევროპა. ჩვენ იმ გზაზე ვერ წავალთ, დაიღუპება ჩვენი პატარა საქართველო".

მედია

საქართველო და მსოფლიო, 22 დეკემბერი
გუგული ყოინაშვილი, ავტორი: "რუსები აი ამ დაცემა-გათახსირებისგან გვიცავენ, რასაც გვთავაზობენ დასავლელი “სტრატეგიული პარტნიორები”. საშუალება რომ მქონდეს, ვლადიმერ პუტინს მადლობას მოვახსენებდი, რომ ეს “ოკუპანტები” ჩვენი ადამიანობის შენარჩუნებას იცავენ. საქართველოში ფესვები უკვე მძლავრად გაიდგეს ამერიკელებმა, ნატოელებმა, მათ დაუკითხავად საქართველოს ხელისუფლება ნაბიჯს ვერ დგამს. გეკითხებით ყველას: ისინი ოკუპანტები არ არიან?" 

ობიექტივი, ოქროს კვეთა, 2 დეკემბერი
ვალერი კვარაცხელია, წამყვანი: “კი ამბობს ჩვენი პატივცემული მღვდელი თავისუფლება მოგვაქვს იქედანო [ამერიკიდან], მაგრამ როგორია ეს თავისუფლება? გვჭირდება ჩვენ ასეთი თავისუფლება? აი ასეთი სახის ხომ არ არის ეს თავისუფლება... ეს გახლავთ ჩოხაში ჩაცმული ყმაწვილები, [კადრები შუბლაძის ქორწილიდან] მამაკაცები, რომლებსაც ქალმა მღვდელმა ნიუ ორკში ჯვარი დასწერა, ერთ-ერთი მათგანი ჩოხოსანი გახლავთ ქართველი, ყოველ შემთხვევაში ქართული გვარის მატარებელი ახალგაზრდა კაცი, აი ამ ტიპის თავისუფლებას ხომ არ ეპატიჟებიან ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

საქართველო და მსოფლიო, 8 დეკემბერი
ავთანდილ უნგიაძე, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი: "დღეს ბავშვმაც კი იცის, რომ რეალურად საქართველოს შეერთებული შტატები და პირადად მისი ელჩი [იან კელი] მართავს. ყველაფერი, რაც ხდება _ ლგბტ-ების წახალისება, სოდომიის ნორმად გამოცხადება და სხვ., მისი დირექტივებია...რომელ მეგობრობაზეა საუბარი, ამერიკელების დაფინანსებული ორგანიზაციები, იგივე “თავისულების ინსტიტუტი”, იგივე “სოროსის ფონდი” იგივე “საია” და სხვები არ არიან, ეკლესიას რომ ებრძვიან?! მათი მხარდაჭერითა და ხელშეწყობით არ გაუთანაბრეს მართლმადიდებლობას სხვა რელიგიური კონფესიები?! მათი დირექტივით არ მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი?!" 

ალია, 4-10 დეკემბერი
მერაბ შათირიშვილი, ახალი რეალობისთვის: არ მიკვირს, დღევანდელ ქართულ ეკლესიაში, შეუძლიათ კიდეც მოწამლონ - მოკლან და პოლიტიკური მხარეობაც ურცხვად შეიცვალონ და დააფიქსირონ, ეს მარაზმია, საშიში ტენდეციაა, თითქოს კათოლიკური ვატიკანის საუკუნეობრივ დაუნდობლობასთან და ინტრიგასთან გვაქვს საქმე... მახსოვს, მეუფე იაკობი, ლგპტ-ს საპარადო „ტრიუმფს“ როგორ აღუდგა წინ და აქტიურობდა, ცხადია, ასეთი იდეოლოგიური „ზეიმების“ დაგეგმარება, სწორედ იმ ევრო-ატლანტიკური ქვეყნებიდან ფინანსედება, რომელსაც ასე გაცხოველებით ეწინააღმდეგებოდა მისი მაღალმღვდელთმთავარი იაკობი და დღეს რა დაემართა?.. მეუფე შიო, უწმინდესის მიერ მესაყდრედ დასახელებული, რუსეთში, მართლმადიდებლურ ქვეყანაში, მიღებული განათლებისთვის განაქიქეს და, ამ დროს, პოზიცია პროამერიკული გაუხდა მეუფე იაკობსა და სინოდის „ევროპულად“ („ნაციონალურად“) მოაზროვნე წევრებს?..”

თურქოფობია/ისლამოფობია

წყაროები: პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებული, თურქოფობიული (13) და ისლამაფობიური (1) განცხადებების ერთადერთი წყარო პატრიოტთა ალიანსია.

მედიის მიერ გაკეთებული ერთი თურქოფობიული განცხადება ობიეტივს, ხოლო ორი ისლამოფობიური გამოხატვა საქართველოს და მსოფლიოს ჟურნალისტებს ეკუთვნის.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ გაკეთებული ერთი თურქოფობიული განცხადების წყარო, “ისლამის კვლევის ცენტრის” წარმომადგენელია.

თურქოფობიული და ისლამოფობიური გზავნილები

  • თურქეთი, ქართველი მუსლსიმების რელიგიური გნრძნობების მანიპულირების გზით,  აჭარის რეგიონის თურქეთის ტერიტორიად გადაქცევას ცდილობს.
  • აჭარაში თურქთა მასობრივი დასახლება, მომავალში რეფერენდუმის გზით, აჭარის თურქულ ტერიტორიად ქცევის სტრატეგიული გეგმაა.
  • თურქეთის მიერ აჭარის ექსპანსიის შეჩერება მხოლოდ რუსეთს შუძლია.
  • ისლამისთვის დამახასიათებელი ქალთა სამოსი, ჰიჯაბი, ტერორისტებს საშუალებას აძლევს დამალონ თავიანთი ვინაობა და ართულებს პოლიციის მიერ მათი ამოცნობის პროცესს .
  • მუსლიმი უმცირესობა ქრისტიანულ უმრავლესობაზე ძალადობს და მათი ცხოვრების წესის შეცვლას ცდილობს.

პარტიები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 27 დეკემბერი
დავით თარხან-მოურავი: „ეხლა, პირდაპირ ვამბობ, რომ აჭარაში მზადდება ეხლა, იწყებენ მომზადებას, რომ პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბონ… ესენი ვითომ ისლამზე ლაპარაკობენ, ყოველთვის ისლამია ფარი, სინამდვილეში ნიღაბი. ვითომ რელიგია აწუხებთ, ვითომ რწმენა, სინამდვილეში უნდათ პოლიტიკური პარტია შექმნან, ისევე როგორც ბულგარეთში, ეს იქნება პროთურქული პარტია, ის მცდელობა აქვთ, რომ შევიდნენ პარლამენტში, იქ უკვე შევიდა ბულგარეთში პარლამენტში და მერე იწყებს ღია ლაპარაკს, რომ საერთოდ თურქეთია და თურქეთს უნდა დავუბრუნდეთ“. 

ობიექტივი, ღამის სტუდია, 27 დეკემბერი
დავით თარხან-მოურავი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: “ამათ [ლტოლვილებს] შემოჰყვა ბევრი ტერორისტები, ისევე როგორც ევროპაში და პირველ რიგში ესენი არიან მანდილოსნები, რომლებიც დადიან ჩადრებში და ვითომ, ჩვეულებრივი მანდილოსნები არიან, მაგრამ ამ დროს სწორედ იმ ხალიფატის, ისინი ხო თავის თავს ხალიფატს უწოდებენ, რატო? იმიტო, რო მინდა შევახსენო მაყურებლებს, რომ ხალიფატი იყო მე-VIII საუკუნეში, მე-IX საუკუნეში ყველაზე დიდი იმპერია მსოფლიოში, არაბების იმპერია და ესენი ამბობენ, რომ ჩვენ ხელახლა უნდა აღვადგინოთ ხალიფატი და საქართველო იქ შეყვანილია ხალიფატის ნაწილადაა გამოცხადებული და ეს ხალხი ეხლა აქაცაა შემოსული და აქაც გეგმავენ ასეთ აქტებს და ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად“. 

მედია

კავკასია, სპექტრი, 28 დეკემბერი
დავით აქუბარდია, წამყვანი: „იქაო [თურქეთში], თუკი წვერგაპარსული ხარო, სასტიკად გეპყრობიანო, პოლიციელებიო, რატო მეთქი? ვიღაც ქართველმა ვერ მოუთმინაო თურქ პოლიციელებსაო… არ ესმით მათ, რომ ქართველი არ დაუხრიდა თავს და ერთ-ერთი ბიჭი სცემეს. ამ ბიჭმა იარაღი იშოვა, ხუთივე ის პოლიციელი დახვრიტა. ეს ცნობილი ფაქტია, მე გადავამოწმე მერე. იმის შემდეგ სადაც წვერგაპარსულ ქართველს დაინახავენ, ის [თურქი] პოლიციელები სცემენ. სისასტიკე ნახევრად ველურების საქმე არის...“

საქართველო და მსოფლიო, 27 დეკემბერი
რედაქცია: "როგორც ჩანს, ის, ვისაც პოლიციამ შეიძლება “ხელი ახლოს”, თბილისში ასე ძალიან მომრავლებული შავებში გამოწყობილი, შავ ჰიჯაბებში სახედამალული ირანელი და არაბი ქალებია, თუმცა ვიცით კი, რომ ისინი მართლა ქალები არიან? დადიან ქუჩებში და არც ფეხი უჩანთ, არც ხელი, არც სახე, არც წელი, რაიმეთი მაინც რომ მიხვდე ადამიანი, მოძრავი არსება, რომელიც ქუჩაში შემოგხვდა, ქალია თუ კაცი. ხუმრობა იქით იყოს და, მართლა ხომ შეიძლება, ასე შემოსილმა კრიმინალმა, დამნაშავემ, ტერორისტმა მამაკაცმა თამამად აუაროს გვერდი ნებისმიერ საპოლიციო რეიდს?” 

ქსენოფობია

წყაროები: ჟურნალისტებმა ჯამში სამი ქსენოფობიული განცხადება გააკეთეს:

                         ობიექტივი - 2                                                       ალია - 1  

საზოგადოებრივი ორგანიზაციები:

                     ქართული მარში -1                              ანტიკორუფციული კავშირი -1 

ქსენოფობიური გზავნილები:

  • მიგრანტების უმრავლესობა კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელია.
  • მიგრანტები ქვეყნის დემოგრაფიას საფრთხეს უქმნიან.

მედია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 28 დეკემბერი
ბონდო მძინარაშვილი: „120 ბინა გაიყიდა დიდ დიღომში და ირანელები ყიდულობენ დიდი დიღმის დასახლებაში ბინებს. არ ვიცი ეხლა, რას ნიშნავს ეს? ამას თუ ხელისუფლება ვერ ხვდება, მაშინ მე ნამდვილად არ ვიცი საქართველოს ჰყავს თუ არა ხელისუფლება?! იმიტომ, რომ ბინადრობის უფლება, შემდგომ საცხოვრებელი სახლი, შემდგომ ეს ადამიანები აქ იქნებიან რამდენიმე წელიწადი, შემდგომ მოქალაქეობასაც მიიღებენ. დემოგრაფიული სურათი საქართველოში სერიოზულად იცვლება, იცვლება არა შერეული ქორწინებებით, არამედ იმით, რომ ადამიანები აქ ჩამოდიან, სახლდებიან და შემდგომ მრავლდებიან“.

ალია, 4-10 დეკემბერი
ლევან ჯავახიშვილი, ჟურნალისტი: „ეს ათამდე დეპუტატი [ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი სოფო კილაძე,სოფიო ქაცარავა, თამარ ხოლორდავა, ვანო ზარდიაშვილი, მამუკა მდინარაძე...] იღებს ქვეყნის დამაქცევარ კანონებს, ღიად თუ შეფარულად, მხარს უჭერენ ჯორჯ სოროსისა და ზოგადად, ულტრალიბერალთა იდეებს. ამ ადამიანების ბრალია, რომ ქვეყანანში საიმიგრაციო კანონი არ მკაცრდება და კრიმინალი მიგრანტებით გაივსო საქართველო, ესენი აფერხებდნენ, რომ პარლამენტს მიეღო „მიწის კანონი“, რომელიც აკრძალავდა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვას.“

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

იბერია, ცენზურის გარეშე, 1 დეკემბერი
გია ბურჯანაძე, ანტიკორუფციული კავშირი: „ჩვენი გამოკითხული ადამიანებიდან დაახლოებით შემოსული ამ ინდოეთის მოქალაქეები, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, დაახლოებით 10% კრიმინალები არიან. დღეს, მადლობა ხელისუფლებას, რომ მიმდინარეობს ინტენსიურად ჩვენთან მუშაობა. ვახდენთ იდენტიფიცირებას, ვინაიდან შემოყოლილი და მათ მოქალაქეებს ვეკითხებით ჩვენ, რა როგორ და თვითონვე აღიარებენ: ამან მოკლა კაცი, ამან კრიმინალური, რაღაც დანაშაული ჩაიდინა და შემდეგ ის, უკვე საქართველოს აფარებს. ნამდვილად არა მაქვს სურვილი, ესეთი ხალხის მფარველი გახდეს საქართველო...  ეს წმენდის პროცესი დღეს დაწყებულია და ღმერთს მადლობა [წმენდაში რას გულისხმობს ბუნდოვანია. ზოგადად ჩატაევის წინააღმდეგ განხორციელებულ სპეცოპერაციაზე გადაცემა].“

გენდერული სტერეოტიპები

საზოგაადოებრივი ორგანიზაციები:

 მართლმადიდებლურ მშობელთა კავშირი -2                      ქართული მარში -1

მედია წყარო:

ტვ კავკასია -1

მედია

კავკასია, სპექტრი, 27 დეკემბერი
დავით აქუბარდია, წამყვანი: „დიდი ბოდიში, მაგრამ ქალების მიმართ ის არა მაქვს, აგრესია და რაღაცა, მაგრამ პროკურორი ქალებისა არ მჯერა რა... ვაიმე, პროკურორები არიან მგლები, საერთოდ ეს არის კლასიფიკაცია, რომ ადვოკატები არიან კურდღლები პროკურორები -მგლები.“

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ალია, 11-17 დეკემბერი
სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: „9 ჯერ ერთ სამეგობროში გათხოვილ-გამოთხოვილ დედაკაცებს დასვამენ პირდაპირ ეთერში და ახალგაზრდების აღზრდაზე ალაპარაკებენ, არადა რა იცის კახპამ შვილების აღზრდა??? თუ ნამდვილი ქართველი ქალების აზრი გაინტერესებთ, მაშინ ჩვენს დედებს მოუსმინეთ, ჩვენი დედები ასაუბრეთ შვილების აღზრდაზე,ოჯახზე, მეუღლის ერთგულებაზე და ჭეშმარიტ ზნეობაზე.ამოვიდა ამ ქუჩის კახპებისგან ჭკუის სწავლება თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ!!!! მოარიდეთ ბავშვები ქართულ ტელეარხებს !!!“

რასიზმი

დეკემბრის თვეში გაკეთებული რასისტული განცხადებების წყარო მედია  (პრაიმ ტაიმი -1) და პოლიტიკოსები (პარტიოტთა ალიანსი - 1 ) არიან:

პარტიები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 9 დეკემბერი,
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: "ხელშეწყობა აქვთ უცხოელებს და კი უყურებთ, რომ გალაღებულები არიან, მაგრამ აი, ეს, ამისი შიში, ის, რომ საქართველოს დემოგრაფიული ვითარება არის სავალალო და ხვალ-ზეგ ის შავი მასა, რომელმაც ჯერ პლეხანოვი დაიპყრო, იქით რუსთაველზე, გაიარეთ, შეიძლება ქვეყანაში მთავარ პროსპექტზე, გინდა მოსკოვი ავიღოთ და გინდა ლონდონი ავიღოთ და გინდა პრაღა ავიღოთ, ყველგან ცენტრალურ პროსპექტზე არი თავისი წიგნის მაღაზიები..."

მედია

პრაიმ ტაიმი, 4 დეკემბერი,
რედაქცია: "ნახევრად შავი, ამერიკელი, მსახიობი და ქმართან გაცილებული - ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სწორედ ასეთი ქალი გახდებოდა პრინც ჰარის რჩეული. მეგან მარკელს (Meghan Markle) თითქოს არც არავინ აღიქვამდა სერიოზულად, მით უფრო, რომ ინგლისის პრინცს მანამდე ქერათმიან და ცისფერსისხლიან ლამაზმანებთან ჰქონდა რომანი...როგორც მიანიშნებენ, ამ დანიშვნამ როგორც ბრიტანეთში, ისე ამერიკაში ფერადკანიანების დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. დაახლოებით ისეთი, როგორიც იყო ბარაკ ობამას არჩევა ამერიკის პრეზიდენტად. ვინ წარმოიდგენდა, რომ შავკანიანი პრეზიდენტი ერთ დღესაც თეთრ სახლში მოხვდებოდა… ფერადსისხლიანზე დაქორწინებას კი საერთოდაც რევოლუციორ გადაწყვეტილებად მიჩნევენ, ამიტომაც პრინცი ჰარი ასეთი თამამი ნაბიჯის გამო შეაქეს".

არმენოფობია

დეკემბრის თვეში გაკეთებული ორი არმენოფობიული განცხადების წყარო, საზოგადოებისა (1) და საზოგადოებრივი ორგანიზაციების (1) წარმომადგენლები არიან. საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის წევრის, გიორგი გაბედავას არმენოფობიული განცხადება, დავით შუბლაძის და მისი პარტნიორის ქონწინებას ეხებოდა. ლგბტ თემის წარმომადგენელის დავით შუბლაძესა და მის პარტნიორს, ამერიკაში, თავიანთ ქორწინების ცერემონიაზე ქართული ტრადიციული სამოსი, ჩოხა ეცვათ:

ალია, 4-10 დეკემბერი
გიორგი გაბედავა, საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსი: „დავით სომეხი ხარ და რატომ იბრალებ ქართველობას? იქორწინე ბიჭზე, რაც გინდა ის ქენი, მაგრამ ჩოხას რომ იცმევ სომეხი რა თემაა? ჩემი აზრით დაგავალეს რომ ჩაგეცვა. აბა როდის იყო სომეხი ქართველობაზე დებდა თავს.“

დისკრიმინაციული გამოხატვის მაგალითები სრულად იხილეთ ვებ-გვერდზე: www.notophobia.ge

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

Media Development Foundation

http://notophobia.ge/

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube