MDF
# 28, 1 ოქტომბერი - 1 ნოემბერი, 2017

დისკრიმინაციული და ანტიდასავლური  განწყობები მედიაში

ოქტომბრის თვეში მონიტორინგის სუბიექტ მედია საშუალებებში 177 დისკრიმინაციული გამოხატვა და 26 ანტიდასავლური შინაარსის კომენტარი გავრცელდა. დისკრიმინაციის ტიპოლოგია ქვემოთ მოცემულ ცხრილზეა ასახული:

ჰომოფობია

წყაროები: ყველაზე მეტი ჰომოფობიური კომენტარი (21) საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა გააკეთეს, რომელთაგან ქართული მარში ლიდერობს:  

                ქართული მარში -19                         უფლებადამცველთა გაერთიანება - 2

მედიის მხრიდან გაკეთებული 17 ჰომოფობიური კომენტარის წყარო შემდეგი გამოცემები იყვნენ:

   ასავალ-დასავალი - 9                  ალია - 4                  საქართველო და მსოფლიო - 4

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა სულ 13 ჰომოფობიური კომენტარი გააკეთეს:

  პატრიოტთა                  ქართული           დემოკრატიული მოძრაობა - 3     ეროვნულები -1          ალიანსი - 5                     ოცნება - 4

მედიაში საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლის მხირდან  სულ 14 ჰომოფობიური შეფასება გამოქვეყნდა.

ჰომოფობიური გზავნილები ძირითადად საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტნისა და "ვიტესის" მცველის გურამ კაშიას მიერ, "ჰერაკლესის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით თამაშს უკავშირდებოდა. გზავნილების ნაწილი ასევე ეხებოდა ანტიდისკრიმინაციუ კანონს და ლგბტ პირთა გამოხატვის უფლებას:

პარტიები

ალია, 2-8 ოქტომბერი
თენგიზ თავდგირიძე, პატრიოტთა ალიანსის ბათუმის მერობის კანდიდატი: "ეს [ანტიდისკრიმინაციული] კანონი ეხება სექსუალურ უმცირესობებს ასევე. [1] ამისგან დაზღვეული არავინ არის, რომ ოჯახში ასეთი კატეგორიის ადამიანი გაჩნდეს. რამდენი ადამიანი ყოფილა, რომელიც ასეთი ყოფილა და თავისი ფიზიკური მანკი არ დაუფიქსირებია საჯაროდ, საფლავში ჩაიყოლა.... მანკია, ადამიანური დეფექტია. იყვნენ ადრე ადამიანები, ვინც ამას ამჟღავნებდნენ კიდეც, მაგრამ ამის გამო არავის შეუვიწროვებია ისინი ქუჩაში, ან სადმე. არაა გამორიცხული, რომ ეს დეფექტურობა თანდაყოლილი იყოს და მკურნალობას არ ექვემდებარებოდეს. მოკლედ ეს ოჯახის საქმეა. აბა, ის მოგწონთ, რომ კაცი კაცს კოცნის ქუჩაში, ან ქალი – ქალს?

ალია, 30 ოქტომბერი, 5 ნოემბერი
ზაზა პაპუაშვილი, ქართული ოცნების დეპუტატი: „ჩემთვის მთავარია მომავალი თაობა არ მოიწამლოს. მინდა ჰომოსექსუალების გასაგონად ვთქვა, ძალიან გთხოვთ გაუწიოთ საზოგადოებას ანგარიში. გამონახეთ თქვენი პატარა ჯგუფი, ნუ იძალადებთ უმრავლესობაზე, მერე ამას გართულებები მოჰყვება. ეგღა მაკლია, ვდიო გამოსექსუალისტებულს და „პადიეზდთან“ თავში რაღაც ვუბრაგუნო, სულ არ მაღელვებს, ვინ რას გააკეთებს...“

მედია

ასავალ-დასავალი, 23-29 ოქტომბერი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „მოკლედ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ ლგბტ-სექტას სოლიდარობა გამოუცხადა!.. მან, ბოდიში და, ფეხებზე დაიკიდა ქართველი გულშემატკივარიც, ქართული ათასწლოვანი ეკლესიაც და სრულიად საქართველოც, რომლის მოქალაქეთა 99,99 პროცენტისთვის მიუღებელია ეს მამათმავლურ-დედათმავლური ხვანცალი!“

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ალია, 30 ოქტომბერი, 5 ნოემბერი
სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: „რა თქმა უნდა, თავისთავად მიუღებელია, როდესაც ქართველი, კავკასიელი კაცი პედერასტების დროშის ფერებიან სიმბოლიკას გაიკეთებს. შეიძლება იფიქრო, ყველას გმირობას ვერ მოსთხოვ, [გურამ] კაშიას ფინანსური სანქციები დაეკისრებოდა სხვაგვარად რომ მოქცეულიყო“.

ქსენოფობია

წყაროები: ქსენოფობიური განცხადებების წყაროების რაოდენობა (13) პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების შორის თანაბრად განაწილდა. პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებული, ყველაზე მეტი დიკრიმინაციული შინაარსის კომენტარი,  პატრიოტთა ალიანსის წევრებს ეკუთვნით:

პატრიოტთა          თავისუფალი                ეროვნულები - 1                         დამოუკიდებელი

ალიანსი - 8          საქართველო - 2                                                                დეპუტატი(სალომე

                                                                                                                         ზურაბიშვილი)-2

მედიის მხრიდან გაკეთებული 14 ქსენოფობიური  კომენტარის წყარო შემდეგი გამოცემები იყვნენ:

საქართველო და მსოფლიო-6     ასავალ-დასავალი-4       ობიექტივი-3   საქინფორმი-1

ქსენოფობიური გზავნილები:

  • ქვეყანაში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების შემოსვლა  ქართულ ეროვნულ იდენტობას საფრთხეს უქმნის;
  • ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა უახლოეს მომავლში უმცირესობად გადაიქვევა;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისება და უცხოელი ინვესტორები = საფრთხეს.

პარტიები

ობიქტივი, ღამის სტუდია, 13 ოქტომბერი
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „ერთი, რომ დემოგრაფიული კრახია უკვე ქართველობის, დააკვირდით ხალხნო, ძალიან ცოტა ხანში, შემოსული მსოახლეობა თურქები, არაბები, ჩინელები, ინდოელები და ა.შ. ირანელები და ა.შ. ათასი ჯურის უცხოელი, ჩვენ რიცხობრივად გვაჯობებს.“

მედია

საქართველო და მსოფლიო, 12 ოქტომბერი
დავით მხეიძე, ავტორი: "მხოლოდ შარშან და წელს იუსტიციის სახლმა ათიათასობით უცხოტომელს ე.წ. ბინადრობის უფლება მისცა და ეს პროცესი, ქართული მიწების ფარულ თუ აშკარად გასხვისებასთან ერთად, უკონტროლოდ გრძელდება. მოკლედ, მრავალტანჯული ქართველი ერი ახლაც ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე დგას და, თუ ამას გადავურჩით, სულ ცოტა, ზნეობრივი გადაგვარება-გადაჯიშება, რომ იტყვიან, ხელში გვიჭირავს".

ისლამოფობია

წყაროები : ყველაზე მეტი ისლამოფობიური კომენტარი (7) მედიის  წარმომადგენლებმა გააკეთეს.  ისლამოფობიური განცხადებებით “საქართველო და მსოფლიოს” რედაქცია ლიდერობს:  

საქართველო და მსოფლიო - 5       ობიექტივი - 1                         საქინფორმი - 1

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ჯამში 6 ისლამოფობიური განცხადება გააკეთეს:

          თავისუფალი საქართველო 5                                 სახალხო კრება 1

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ გაკეთებული ისლამოფობიური განცხადებების ერთადერთ წყაროს ქართული მარში წარმოადგენს:

        ქართული მარში -  2

პარტიები

იმედი, ქრონიკა, 4 ოქტომბერი,
კახა კუკავა, თავისუფალი საქართველო: "ჩვენ დავიწყებთ უკანონო მიგრანტების დეპორტაციას საქართველოდან, ხოლო საჯარო ადგილებში აიკრძალება ფარანჯების და ჩადრების ტარება".

მედია

საქართველო და მსოფლიო, 6 ოქტომბერი
ნიკა კორინთელი, ჟურნალისტი: "ისეთი ქვეყნებიც კი, როგორიცაა საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი და სხვ., დაცული არ არის ტერორისტული საფრთხისგან და საქართველო, რომლის დედაქალაქსა და რამდენიმე რეგიონში უკვე შეიქმნა “ზონები ხელისუფლების გარეშე” [იგულისხმება მიგრანტთა მჭიდრო დასახლება], მცირემიწიანი საქართველო, სადაც უცხოელებისთვის მიწის შეძენა ნებადართულია და სადაც მოქალაქეობას აძლევენ ანტიქართულად განწყობილ უცხოელებს, უდიდესი საფრთხის წინაშე დგას, რადგან ე.წ. დასავლური ფასეულობების, ტოლერანტობისა და მულტიკულტურიზმის დამცველებს სურთ, ჩვენს ქვეყანაშიც ისეთივე ვითარება შეიქმნას, როგორიც არის “ღვთისმშობლის მეჩეთის” მქონე საფრანგეთში ან ბელგიაში, გერმანიასა თუ დანიაში".

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

საქართველო და მსოფლიო, 5 ოქტომბერი
გია კორკოტაშვილი, ქართველთა მარში: "სკოლაში დღეს ვიღაც ჰიჯაბით არშეშვებას გააპროტესტებს; მერე ქუჩაშიც მომრავლდებიან ასეთი ადამიანები და თავიანთ უფლებებზე დაგიწყებენ ლაპარაკს; მერე ყველა ერთად ერთ რომელიმე უბანში ჩასახლდება, სადაც სხვა ვეღარ შევა… ასე მოხდა თავის დროზე ევროპაში. რა გგონიათ, ერთ დღეში აღმოჩნდნენ ამ მდგომარეობაში?! და ამ ყველაფრით გამწარებული მოქალაქე ერთ დღესაც ხმას რომ ამოიღებს, ეს ჩვენი “ძვირფასი” არასამთავრობოები შეშფოთებული სახეებით ტოლერანტობაზე დაიწყებენ საუბარს".  

თურქოფობია

წყაროები: ყველაზე მეტი თურქოფობიული კომენტარი (6) მედიის მხრიდან გაკეთდა. თურქოფობიული განცხადებებით პირველ ადგილს “საქართველო დას მსოფლიო იკავებს”.  

საქართველო და მსოფლიო - 3     ობიექტივი - 2                   ასავალ დასავალი - 1

თურქოფობიული გზავნილები:

  • თურქეთი აჭარის  კულტურულ და ეკონომიკურ ანექსიას ცდილობს;
  • თბილისში არსებული თურქული ბიზნეს პროექტები საფრთხის შეცველია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
  • თუკი რუსეთი ოკუპანტია, თურქეთსაც ოკუპანტი უნდა ვუწოდოთ.

პარტიები

რუსთავი 2, პოსტსკრიპტუმი, 22 ოქტომბერი,
სამველ პეტროსიანი, „პატრიოტთა ალიანსი“: “რუსეთს არ შეუერთებია აფხაზეთი და ცხინვალი, თურქებმა კი ქართული მიწები შეიერთეს. ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრისას ამ მიწებზეც უნდა ვილაპარაკოთ“.

ალია, 2-8 ოქტომბერი
გია ყრუაშვილი, თავისუფალი საქართველო: „აბა, ვინმეს გაებედა და ამ კაცის [ასლან აბაშიძის] დროს აჭარაში თურქი ან სხვა ვინმე ჩაეწერათ,  რა მოუვიდოდა ნახავდით. თქვენ კიდე 25 000 თურქი ჩაწერეთ აჭარაში და დაკარგვის პირას მიიყვანეთ. ვინ უფრო აკეთებდა ქართულ საქმეს თქვენ,  ქვეშაფსიებო, თუ ეს კაცი?”

მედია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 29 ოქტომბერი
ბონდო მძინარაშვილი, წამყვანი: „სხვათა შორის წლების განმავლობაში, მარტო ბოლო პერიოდში არა, მას შემდეგ არა, რაც აღმაშენებლის პროსპექტის ოკუპაცია მოახდინეს. ბრჭყალებში ვამბობ „თურქ-სელჩუკებმა“... შესაძლოა ჩვენს ქვეყანაში ჩვენ გადავიქცეთ უკვე მოახლეებად და მსახურებად.“

ანტიდასავლური განწყობები

წყაროები: ანტიდასავლური განწყობების მატარებელი განცხადებებით მედია (9) და მედიიდან “საქართველო და მსოფლიო” ლიდერობს.
პოლიტიკოსები: პოლიტიკური პარტიების მიერ გაკეთებული ორივე ანტიდასავლური განხადება “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” წევრების მიერ გაკეთდა.

ანტიდასავლური გზავნილები:

  • დასავლურ სამყაროს ქართული ეროვნული ღირებულებების განადგურება სურს.
  • ლგბტ თემის უფლებრივ მდგომარეობაზე დისკუსია, არა ქართული, არამედ დასავლური  ინსტიტუტების  ინტერესების გატარებას ემსახურება.
  • რუსეთი იცავს საქართველოს ლგბტ თემისა და მათ მიერ გნხორციელებული “პროპაგანდისგან”
  • დასავლეთი საქართველოს ფულადი კომპენსაციის ნაცვლად მიგრანტების მიღებას სთავაზობს, რაც ქართულ საზოგადოებას საფრთხეს უქმნის.

პარტიები

მარშალპრესი, 31 ოქტომბერი,
ნინო ბურჯანაძე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა: "და საერთოდ მიუღებლად მიმაჩნია მე ის, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ეს სექსუალური უმცირესობის წევრია და გამოდიან ეხლა, ესე ვთქვათ, უმცირესობის წარმომადგენლები და სიამაყით ლაპარაკობენ ამაზე. ვის რაში აინტერესებს. მე არ მაინტერესებს ადამიანი კარებს რომ შეიხურავს, მერე თავის საძინებელში რას აკეთებს, ვისთან რა ურთიერთობა აქვს. ეს არის სიმახინჯე, როდესაც ამის, მე გეუბნებით, რომ როდესაც ამის პროპაგანდირება ხდება, ეს არის სიმახინჯე და რაც ეხლა დასავლეთიდან მოდის, ეს არ არის ადამიანის უფლებების დაცვა, ეს არის პროპაგანდა და ეს არის მიუღებელი, თორემ დაცვა სჭირდება ყველა ადამიანს ერთნაირად მისი შეხედულებების და სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად. ნუ ვაღრმავებთ ამ თემას ხელოვნურად. ეს არის ქვეყნების დასანგრევად, დასაქცევად და საზოგადოების გასაყოფად შემოტანილი თემები".

მედია

საქართველო და მსოფლიო, 12 ოქტომბერი
დავით მხეიძე, ავტორი: "მხოლოდ ერთმორწმუნე რუსეთის ქოლგის ქვეშ გვექნება უსაფრთხოების გარანტიები და არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით. ვეღარავინ გაგვიბედავს ანტიდისკრიმინაციული კანონის თავსმოხვევას, რომლის მეშვეობითაც აპირებენ საქართველოს სოდომ-გომორიზაციას. ნატო-ევროკავშირი უახლესი ტექნოლოგიებისა და ინვესტიციების შემოდინებას ნიშნავსო, არადა, ერთადერთი, რაც დასავლეთიდან მოედინება ყველა მიმართულებით, მათ შორის, საქართველოშიც, გარყვნილების ტექნოლოგიებია, რომლებიც კაცობრიობას წარღვნა-წალეკვით ემუქრება".

გენდერული სტერეოტიპები

წყაროები: გენდერული სტერეოტიპების (3) წყაროები პარტიოტთა ალიანსი (1), დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის (1) და ლეიბორისტული პარტია (1) იყვნენ.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ გენდერული სტერეოტიპების შემცველი ერთადერთი განცხადება “საზოგადოება სტალინის” წევრს ეკუთვნის.
გენდერული დისკრიმინაციის გზავნილები ძირითადად ქალის როლთან დაკავშირებულ ტრადიციულ სტერეოტიპებს  ამყარებდა, ასევე  ხდებოდა   მამაკაცის როლის უპირატესობის ხაზგასმა .

პარტიები

ობიქტივი, ღამის სტუდია, 13 ოქტომბერი
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „ქართველი მამრის, ქართველი რაინდის გადაგვარებას ესმახურება, ის ეროვნული ღირებულებები პირველ რიგში მამაკაცს ეკისრებოდა. რატოა სახარებაში წინ წამოწეული მამაკაცი, მამაკაცია ოჯახის თავი... ეხლა უყურეთ? რა შემოაქვთ [ლიბერალებს] გენდერული თანასწორობა, პოლიტიკაში ქალები ბევრნი უნდა იყვნენ... მცირე ერისათვის ქალი უნდა იყოს ოჯახში და მიხედოს ოჯახს და გაამრავლოს ერი.“

არმენოფობია

წყაროები: სამი არმენოფობიული განცხადებიდან ორი მედიის (ასავალ-დასავალი, ობიექტივი) წარმომადგენლებს ეკუთვნის, 1 - ორგანიზაცია  “ქართული მარშს”.  

მედია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 18 ოქტომბერი
ბონდო მძინარაშვილი, წამყვანი: „ჩვენ სომხების აფხაზეთში დაბრუნებას ვაპირებთ და სომხების აფხაზეთის დაბრუნებას ვაპირებთ საქართველოს შემადგენლობაში?“

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ალია, 9-15 ოქტომბერი
გია კორკოტაშვილი, ქართული მარში: „ახალციხეში სომეხმა სეპარატისტებმა პოლიციელები სცემეს სამსახურეობრიბი მოვალეობის შესრულების დროს და შსს მინისტრი ბოდიშობს გამოვუშვებო... მალე მიწასაც წაგვართმევენ ჩვენი ვითომ კეთილი მეზობლები.

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცის ორივე შემთხვევა იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ იყო მიმართული, აქედან ერთი განცხადება “საქართველო და მსოფლიოს” ავტორს, ხოლო მეორე  - საზოგადოების წარმომადგენელს ეკუთვნის.

მედია

საქართველო და მსოფლიო, 25 ოქტომბერი  
ბესო ბარბაქაძე, ჟურნალისტი: "რამდენიმე დღის წინათ სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლებამ იეჰოვას მოწმეები სექტად გამოაცხადა და მათი მოღვაწეობა აკრძალა. ამ ამბავში ჩვენთვის სასიხარულო არის ის, რომ საქართველოს ტერიტორიის მცირე ნაწილზე, თუნდაც ოკუპირებულზე, სექტა აიკრძალა".

რასიზმი

წყაროები: ორი რასისტული შინაასის  განცხადების ავტორები მედიის (“საქართველო და მსოფლიო” და “ობიექტივი”) წარმომადგენლები არიან:

მედია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 25 ოქტომბერი
ბონდო მძინარაშვილი, წამყვანი: „[მიხეილ] სააკაშვილმა ჰოლივუდის დეკორაციას რომ დაამსგავსა აღმაშენებლის პროსპექტი და დღეს იქ ქართულად ლაპარაკს ვეღარ გაიგებ საღამოს რომ გაივლი. სულ უცხოელები და თან კაცო, რომელი უცხოელები - ევროპელები მაინც დადიოდნენ! ეს შავ-შავი ხალხი! დადიან, თავიანთ ენაზე საუბრობენ, გახსნეს თავიანთი ბარები, გახსნეს თავიანთი რესტორნები, მასპინძლობენ თავისნაირ ხალხს და სტამბოლის ქუჩას ეძახიან! ხალხო დაფიქრდით რა პრობლემების წინაშე ვართ და დღევანდელი ხელისუფლება ამ პრობლემებზე თვალს ხუჭავს. ერთხელ გააკეთა [გიორგი] კვირიკაშვილმა განცხადება თითქოს უნდა აელაგმათ ეს ყველაფერი და იმის მერე არი გაყურსული და გაჩუმებული ხელისუფლება და აბსოლუტურად არაფერს არ აკეთებს! მაინც და მაინც უნდა შეიქმნას რაღაცა, როგორც სხვადასხვა ქვეყნებშია ისეთი უბნები, სადაც პოლიციაც კი ვერ ახერხებს შესვლას! მაინც და მაინც ასეთი კვარტლები უნდა შეიქმნას საქართველოში და თბილისში რო მაშინ მივხვდეთ რა საფრთხის წინაშე დგას ხალხი?! ადამიანს ვერ გაუვლია! გოგოს ვერ გაუვლია იმ ქუჩაზე ისე, რო შეურაცხყოფა არ მიაყენონ!“

დისკრიმინაციული გამოხატვის მაგალითები სრულად იხილეთ ვებ-გვერდზე: www.notophobia.ge

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

Media Development Foundation

http://notophobia.ge/

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube