10 დეკემბერი, 2021 - 20 დეკემბერი, 2021 |
|
|
|
|
მიმდინარე გამოცემის თემები
|
|
|
|
|
|
პოლიტიკის უახლესი მოვლენები |
|
|
|
3+3 პლატფორმაში მონაწილეობაზე უარის თქმის მიუხედავად, საქართველოს დროშა მოსკოვში გამართულ პირველ შეხვედრაზე მაინც გამოიფინა
|
|
|
|
10 დეკემბერს სომხეთის, აზერბაიჯანის, ირანის, თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა ახლადშექმნილი რეგიონული თანამშრომლობის ფორმატის, ე.წ. 3+3 პლატფორმის ფარგლებში, პირველი შეხვედრა გამართეს. საქართველომ პლატფორმაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, რადგან ქვეყნის 20%-ზე მეტი ამჟამად რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა, ხოლო ფორმატი მიზნად სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან საქართველოს დასავლელი პარტნიორების გაძევებას ისახავს. მიუხედავად ამისა, მოსკოვში გამართული პირველი შეხვედრის დროს, საქართველოს დროშა მაინც გამოიფინა, რითაც, სავარაუდოდ, კრემლმა თბილისს მიანიშნა, რომ ადრე თუ გვიან საქართველოს პლატფორმაში მონაწილეობის მიღება მაინც მოუწევს.
„ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებმა დაინტერესება გამოხატეს, რომ პლატფორმის მუშაობას საქართველოც შეუერთდეს, რომლისთვის კარი ღია რჩება,“ - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში. აღნიშნულზე პასუხად საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომმა სპეციალური განცხადება გააკეთა, სადაც ვკითხულობთ: “ქართულმა მხარემ არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი მკაფიო პოზიცია 3+3 რეგიონალურ ფორმატთან დაკავშირებით, რომ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში საქართველოს მონაწილეობას. 10 დეკემბერს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც ბუნებრივია მიუღებელია ჩვენთვის და რაზეც გვქონდა შესაბამისი დიპლომატიური არხების მეშვეობით რეაგირება”.
|
|
|
|
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის NATO-ს კარი ღია რჩება
|
|
|
|
უკრაინის საზღვრის გასწვრივ რუსეთის მიერ სამხედრო ძალების მობილიზაციისა და დასავლეთისგან საქართველოსა და უკრაინის ალიანსში მიღების შესახებ დაპირების გაუქმების მოთხოვნის საპასუხოდ, აშშ-ის მდივანმა ბლინკენმა 12 დეკემბერს განაცხადა, რომ ნატოს კარი უკრაინისა და საქართველოსთვის ღია რჩება. “თუ ისინი კვლავაც ისწრაფვიან წევრობისკენ და დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, [პროცესი] წინ წავა,” - თქვა ბლინკენმა.
|
|
|
|
ᲝᲙᲣᲞᲘᲠᲔᲑᲣᲚ ᲢᲔᲠᲘᲢᲝᲠᲘᲔᲑᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲘᲗ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲛᲝᲕᲚᲔᲜᲔᲑᲘ |
|
|
|
კრემლის მიერ მხარდაჭერილი სამხრეთ ოსეთის რეჟიმი აპირებს საქართველოს უფრო მეტ ტერიტორიაზე დაამყაროს კონტროლი
|
|
|
|
რუსეთი, სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის მეშვეობით, საქართველოს მიმართ მცოცავ საოკუპაციო პოლიტიკას განაგრძობს. ნოემბრის ბოლოს, სამხრეთ ოსეთის ე.წ. „პარლამენტმა“ წარადგინა ინფორმაცია „საქართველოსთან სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის“ კომისიის მუშაობის შესახებ. კომისიის მთავარი სპეციალისტის „დასკვნის“ მიხედვით, „სასაზღვრო“ ხაზების ამჟამინდელი ვერსია არასწორია და ის სამხრეთ ოსეთის სასარგებლოდ არაა გავლებული. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ახლად "აღმოჩენილ" რუკაზე (დაიშალა 1990 წელს) დაყრდნობით, "კომისიამ" ახალ რუკაზე ახალი "სასაზღვრო" კოორდინატები დაიტანა, რითაც საოკუპაციო ხაზი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე უფრო ღრმად შედის.
ქვემოთ მოცემულ სურათში, რომელიც ცხინვალში გამართული შეხვედრის ვიდეოჩანაწერიდან არის ამოღებული, ნარინჯისფერი ხაზი სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ამჟამინდელ ადმინისტრაციულ საზღვრებს მიუთითებს, ხოლო იასამნისფერი ხაზი კი ე.წ. კომისიის მიერ დადგენილ ახალ „საზღვრის“ ხაზს წარმოადგენს. მხოლოდ ამ მონაკვეთზე, რომელიც სურათზეა ნაჩვენები, კრემლის მიერ მხარდაჭერილი რეჟიმი თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის 30 km2-ს დაიკავებს, მათ შორის, რამდენიმე მნიშვნელოვან საგზაო უღელტეხილსა და სტრატეგიულ სიმაღლეს.
ამდენად, საქართველომ შესაძლოა კონტროლი ჯამში დამატებით 200 km2-ზე დაკარგოს, რაც უფრო მეტია, ვიდრე ბათუმის, ქუთაისისა და რუსთავის (საქართველოს უდიდესი ქალაქები თბილისის შემდეგ) ერთად აღებული ფართობი.
|
|
|
|
კრემლის ჩინოვნიკი აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა
|
|
|
|
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ, ინალ არძინბა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. არძინბა წარსულში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვლადისლავ სურკოვის კურატორობის ქვეშ მუშაობდა, უკრაინასთან ურთიერთობის ხელმძღვანელად. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, არძინბა უკრაინაში, განსაკუთრებით ოდესაში, მადესტაბილიზებელი აქტივობებისა უკან იდგა. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დატოვების შემდეგ არძინბა რუსეთის საპატრიარქოში მუშაობდა. ბოლო წლებში, არძინბა აქტიურად ეხმარებოდა რუსეთს აფხაზეთში ანექსიისთვის პოზიტიური ნიადაგის შექმნით და ამ მიზნით, საკითისადმი მოსახლეობის დამოკიდებულებებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა. მიიჩნევა, რომ მისი დანიშვნა კრემლის მიერ არის ორკესტრირებული, რათა სოხუმში მისი გავლენა გაზარდოს. ექსპერტები არძინბას დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნას აფასებენ, “როგორც “დამოუკიდებელი” აფხაზეთის დასასრულის დასაწყისად”. მოსალოდნელია, რომ ის იმუშავებს აფხაზეთის რუსეთთან მეტად ინტეგრაციისა და საბოლოო მიზნის - ანექსიის - მიღწევისათვის. არძინბამ თავად განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტები “რუსეთთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება” და “საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მიღწევაა”.
|
|
|
|
დეზინფორმაცია, თითქოს სააკაშვილი 2008 წლის ომის დროს ქვეყნის დატოვებას აპირებდა. 30 ნოემბერს რამდენიმე მედია-საშუალებამ, უსაფრთხოების ექსპერტ ვახტანგ მაისაიაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს დატოვებას აპირებდა, თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ გადააფიქრებინა. მაისიას თქმით, აღნიშნული ინფორმაცია 2005-2009 წლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის მემუარებში წერია. რეალურად, მოსკოვს სააკაშვილის გადადგომა სურდა, თუმცა არც კონდოლიზა რაისს და არც ნიკოლა სარკოზის თავიანთ მემაურებში არ აქვთ ნახსენები, რომ 2008 წელს სააკაშვილი ქვეყნის დატოვებას გეგმავდა.
|
|
|
|
ამერიკის შეფასებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებზე ენმ-ის დროს. 26 ნოემბერს, ონლაინ მედია tvalsazrisi.ge-მ საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ელჩ კელი დეგნანის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. სტატიის თანახმად, აშშ საქართველოს მხოლოდ ახლანდელ მთავრობას აკრიტიკებს და იმედგაცრუება ან შეშფოთება არ გამოუხატავს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს მომხდარ ისეთ ფაქტებზე, როგორებიცაა 7 ნოემბერი, ციხეებში წამება, ტელეკომპანიების დარბევა და სხვა ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები. აშშ-ის მიერ 2007-2012 წლებში საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე გაკეთებული კრიტიკული განცხადებები ხელმისაწვდომია აქ.
|
|
|
|
პრო-რუსული პარტიის ლიდერი ამტკიცებს, რომ დასავლეთში კრიმინალი მაღალ ნიშნულზეა. 23 ნოემბერს ახლადშექმნილი კრემლისტური პარტიის “კონსერვატიული მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ქარდავამ განაცხადა, რომ ისეთ არადემოკრატიულ ქვეყნებში, როგორიცაა, მაგალითად ირანი, ბელარუსი და ჩრდილოეთ კორეა, კრიმინალის მაჩვენებელი უფრო დაბალია, ვიდრე დასავლურ სახელმწიფოებში. სტატისტიკა და კვლევა გვიჩვენებს, რომ ქარდავას განცხადებები რამდენიმე მცდარ და მანიპულაციურ მტკიცებებს შეიცავს, რათა აშშ და ევროპა კრიმინალების თავშესაფრად წარმოაჩინოს. სტატია სრულად ხელმისაწვდომია აქ.
|
|
|
|
არაავთენტური ქსელი ფეისბუქზე ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტიის პოპულარიზაციას ეწეოდა
|
|
|
|
DFRLab-მა აღმოაჩინა ფეისბუქზე მოქმედი არაავთენტური ქართული ქსელი, რომელიც ახლადშექმნილი პოლიტიკური პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” პოპულარიზაციას ეწეოდა. აღნიშნული პოლიტიკური პარტია დაფუძნდა ანტი-ლგბტ ულტრამემარჯვენე ჯგუფის “ალტ-ინფოს” მიერ. DFRLab-ის გამოძიების შედეგად, ფეისბუქმა წაშალა ზემოაღნიშნული ქსელი. სოციალურმა ქსელმა საკუთარ პლატფორმაზე “ალტ-ინფოს” მოქმედება 2020 წლის ოქტომბერში აკრძალა.
“ალტ-ინფომ” პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ 2021 წლის 15 ნოემბერს გააკეთა განცხადება. 20 ნოემბერს ჯგუფმა დამფუძნებელი ყრილობა გამართა, სადაც პარტია ოფიციალურად დაფუძნდა და თავმჯდომარედ “ალტ-ინფოს” ლიდერი ზურაბ მახარაძე შეირჩა. მახარაძემ თქვა, რომ პარტია მხარს უჭერს რუსეთთან "პირდაპირ და უპირობო დიალოგს" და რომ ისინი იმუშავებენ "რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო პარტნიორობისა და ალიანსის დასამყარებლად". ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში მახარაძემ განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოში რუსული სამხედრო ბაზის გახსნას და აღნიშნა, რომ ქვეყანას შეუძლია რეგიონში რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს შეუერთდეს.
“ალტ-ინფოს”, ანტილიბერალური კონტენტის გასავრცელებლად, არაავთენტური აქტივების გამოყენების ისტორია გააჩნია. 2020 წლის ოქტომბერში, ფეისბუქმა ალტ-ინფოსთან დაკავშირებული 130 აქტივი წაშალა, რომლებიც კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში იყვნენ ჩართული. მას შემდეგ, კომპანიამ არაერთხელ მიიღო ზომები ალტ-ინფოს წინააღმდეგ. ჯგუფის შედარებით მცირე ქსელი 2019 წელსაც წაიშალა.
ბოლო გამოძიების ფარგლებში, DFRLab-მა აღმოაჩინა 15 გვერდი, 15 ჯგუფი და 53 ანგარიში, რომელიც “ალტ-ინფომ” ახალი პოლიტიკური პარტიის პოპულარიზაციისთვის შექმნა.
უფრო მეტი წაიკითხეთ აქ.
|
|
|
|
ჩინეთის ელჩის შეხვედრა სირიაში დე-ფაქტო აფხაზეთის ელჩთან
|
|
|
|
6 დეკემბერს, ჩინეთის ელჩი სირიაში ფენ ბიაო დე-ფაქტო აფხაზეთის ელჩს ბაგრატ ხუტაბას შეხვდა დამასკოში. როგორც civil.ge იუწყება, აფხაზმა პოლიტიკოსმა და კრემლის მომხრე დიპლომატმა ინალ არძინბამ ამ შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა, და აღნიშნა რომ „სირიის არაბთა რესპუბლიკის მხარდასაჭერად გაერთიანებული ორი მხარე, შეძლებს ნაყოფიერი მუშაობის დაწყებას ჰუმანიტარული, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებისთვის“. თუმცა, დღემდე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეხვედრასთან დაკავშირებით ყოველგვარი კომენტარისგან თავს იკავებს.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ოფიციალურად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ 2019 წელს, მას დე-ფაქტო აფხაზეთთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მცდელობები უკვე ჰქონდა.
|
|
|
|
ბათუმში ჩინელების დაჯგუფების შესახებ ცნობილი ახალი დეტალები
|
|
|
|
ახალი დეტალები ირკვევა ბათუმში ჩინელი IT სპეციალისტების მასიური მობილიზაციის შესახებ. ქართულმა მედიამაუწყებელი „მთავარი არხი“ ესაუბრა სკანდალური საქმის ყაზახ მონაწილეს. მისი ნათქვამიდან ირკვევა, რომ ჩინელების დაჯგუფებას ჩამოჰყავს ახალგაზრდები ცენტრალური აზიიდან, რომელთაც პასპორტებსა და პირად დოკუმენტაციას ართმევენ და უკანონო საქმიანობაში ჩართვას აიძულებენ. ისინი იძლევიან ცრუ დაპირებებს მათი ტურიზმის სფეროში ჩართვის შესახებ, რეალურად კი თაღლითურ სამუშაოს აიძულებენ. გარდა ამისა, მათ 10 დღიან კურსს უტარებენ უკრაინაში, სადაც თაღლითობას და უკანონო ქმედებების განხორციელებას ასწავლიან. უფრო კონკრეტულად, მათ ევალებათ სოციალურ ქსელებში ხანშიშესული იაპონელების პირადი ანგარიშების პოვნა და მათი მიწოდება ჩინელებისთვის, რომლებიც შემდგომ გარკვეული კომპიუტერული პროგრამის დახმარებით მათი საბანკო ანგარიშებიდან დიდი ოდენობით თანხებს იპარავენ.
|
|
|
|
სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივები |
|
|
|
2 დეკემბერს, სამოქალაქო იდეამ გამოაქვეყნა სტატიების კრებული სახელწოდებით „ჩინეთის მზარდიგავლენების ანალიზი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში“. პუბლიკაციაში მოცემულია უფროდეტალური ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ ავრცელებს პეკინი თავის ნეგატიურ ზეგავლენას ძირითადსექტორებზე შვიდ სახელმწიფოში: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთიდა ტაჯიკეთი. გამოჩენილმა მკვლევრებმა და სტატიების ავტორებმა ნაშრომში მიმოიხილეს შემდეგი საკითხები: ჩინეთის მავნე გავლენები ეკონომიკურ და უსაფრთხოების სექტორებზე საქართველოში; სინო-სომხური პოლიტიკური ურთიერთობები და სომხური ინვესტიციები ჩინეთში; ჩინეთის მზარდი ინტერესებიდა გავლენა აზერბაიჯანში; კვლევა ყაზახეთის მოსახლეობის ინფორმირების შესახებ ყაზახეთის მოპოვებითსექტორში ჩინური კომპანიების საქმიანობის შესახებ; ჩინეთის „ვალის ხაფანგის“ დიპლომატია ყირგიზეთში; „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ინიციატივის გავლენა მმართველობაზე და კორუფციაზე ტაჯიკეთში; ჩინეთისძალაუფლების პროექცია ცენტრალურ აზიაში და მისი გეოპოლიტიკური შედეგები: უზბეკეთის მაგალითზე.
2 დეკემბერს, სამოქალაქო იდეამ, პოლონეთის საელჩოსთან ერთად, გამართა კონფერენციასახელწოდებით, „ჩინეთი: საფრთხე, თუ სტრატეგიული ალტერნატივა“. ღონისძიება გაიმართა პოლონეთისსაელჩოში, საქართველოში. დისკუსიების დროს ქართველმა და უცხოელმა მომხსენებლებმა მიმოიხილესპეკინის ჩართულობა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, მისი ეკონომიკური ექსპანსია, როგორცგადამწყვეტი ფაქტორი ჩინეთის დიდ სტრატეგიაში.
|
|
|
|
იხილეთ ამ დროისთვის გამოქვეყნებული GWB-ის ყველა პუბლიკაცია აქ.
|
|
|
|
|