MDF
#7, 1 ივლისი - აგვისტო 31, 2020

ქსენოფობია

პოლიტიკოსები

ინტერპრესნიუსი, 23 აგვისტო
კახა კუკავა, თავისუფალი საქართველო: „ეს [ჩინური კომპანიის მიერ ავტომაგისტრალის მშენებლობა] არის საქართველოს ხელისუფლების მახინჯი, ყოვლად უსახური ლიბერალური პოლიტიკა, რომელიც ერთმანეთის მიმართ უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს ქართულ და უცხოურ კომპანიებს, რაც პირდაპირი მიზეზია ჩვენს ქვეყანაში არსებული უმუშევრობის და სიღარიბისა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოში 500-მდე ჩინელი მუშა შემოვიდა, რაც ამასწინად საქართველოს ხელისუფლებამაც დაადასტურა. საგულისხმოა, რომ ეს ხდება მაშინ, როდესაც ქართველებს, ხელისუფლების ყოვლად უგუნური დაწესებული რეგულაციების გავლა უწევთ.“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 10 ივლისი
დავით თარხან მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „ქართველი კაცი ყველაზე დაჩაგრულია საქართველოში... ჩვენივე ქვეყანაში თურქი იქნება ის, თუ ირანელი, თუ ვინც არ უნდა იყოს. და ხელისუფლება, ის არის ჩვენი მჩაგვრელი, ჩვენ სულ სხვა პრობლემების წინაშე ვდგევართ.

ობიექტივი, ღამის სტუდია, 12 ივლისი
ირაკლი შიხიაშვილი, ქართული მარში: „ძალიან ბევრი მიწები აქვს უცხოტომელებს, არალეგალებს შეძენილი საქართველოში, რომელზეც არაფერი არ მოჰყავთ და ეს მიწები აქვთ ბანკებში ჩადებული და გარკვეულ ფინანსურ ოპერაციებში იღებენ აქედან აღებული თანხით მონაწილეობას.“

მედია

საქართველო და მსოფლიო, 22 ივლისი,
ბესო ბარბაქაძე, ჟურნალისტი: "შეთქმულების თეორიის შეიძლება არც ჩვენ გვჯერა, მაგრამ ყოველწლიურად რომ უფრო ნაკლები ქართველი რჩება საქართველოში, ფაქტია. იმასაც ვერ გავექცევით, რომ ყოველწლიურად სულ უფრო მეტი უძრავი ქონება გადადის უცხოელების ხელში და სახლს რომ იყიდის, მიწას რომ იყიდის, მერე გეტყვის: ჩემია და აქ შემოსული არ დაგინახოო. ასე გავხდებით საკუთარ ქვეყანაში სტუმრები და ორი კვადრატული მეტრი მიწა გაგვიხდება სანატრელი საფლავისთვის".

ნიუს-ფრონტი, 20 ივლისი
რედაქცია: “ჰაქინის” რედაქცია ყველა ზღვარს გადადის საქართველოს მიმართ გაჟღერებული ბრალდებებით. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მათ რედაქციაში სომხური აგენტურა ზის, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს, გააფუჭოს ისედაც ლატენტურად დაძაბული ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები.+ საქართველოს ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ მარნეულის აზერბაიჯანული ეთნოსის (ისტორიულად, აზერბაიჯანლობა-მინიჭებული ბორჩალელი თათრები) ბლოკადაში მოქცევას ცდილიყო ამ გაზაფხულზე, კორონაკრიზისის პიკში, ვიღაცის ჯიბის გასქელების მიზნით, პირიქით, ხელი უნდა შეუწყოს რეგიონის მოსახლეობის ინტეგრაციას და ამ მოსახლეობის მაქსიმალურ ეკონომიკურ დამოკიდებულებას თბილისზე და საქართველოს სხვა რეგიონებზე.“

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 17 აგვისტო
ნანა დევდარიანი, გლობალური კვლევების ცენტრი: „სახელმწიფოს ყოველთვის შეუძლია საბაზრო ღირებულებით გამოისყიდოს მიწა, რომელიც ორ კაპიკად მისცა იმ უცხოელს... ის, რომ ჩინელებს მთელი ტყის მასივები მისცეს, კი არ მიუყიდიათ, მაგრამ ხანგრძლივი იჯარა, ფაქტობრივად მიყიდვაა, 49 წლის მერე მე და შენ ვერ ვიჯდებით ამ სტუდიაში, რომ ამ თემაზე ვილაპარაკოთ... ყველაფერი იქით მიჰყავთ, რომ შეიძლება მომდევნო თაობას ეს თემები საერთოდ აღარ აინტერესებდეს.“

ასავალ-დასავალი, 27 ივლისი - 2 აგვისტო
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა ასოციაცია: „აკი, სომხეთის მსგავსად დღეს საქართველოც საომარ მდგომარეობაშია - აქეთ აზერბაიჯანმა წაგვართვა დავითგარეჯი და თავისი ჯარი ჩაგვიყენა, ხოლო იქით რუსეთმა აფხაზეთი და ცხინვალი ჩაიდო ჯიბეში. აღარაფერს ვამბობ თავად სომხეთზე, რომელიც ნელ-ნელა მოცოცავს...“

ასავალ-დასავალი, 27 ივლისი - 2 აგვისტო
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა ასოციაცია: „აკი, სომხეთის მსგავსად დღეს საქართველოც საომარ მდგომარეობაშია - აქეთ აზერბაიჯანმა წაგვართვა დავითგარეჯი და თავისი ჯარი ჩაგვიყენა, ხოლო იქით რუსეთმა აფხაზეთი და ცხინვალი ჩაიდო ჯიბეში. აღარაფერს ვამბობ თავად სომხეთზე, რომელიც ნელ-ნელა მოცოცავს...“

სასულიერო პირები

ინტერპრესნიუსი, 19 ივლისი
იაკობ იაკობიშვილი, მთავარეპისკოპოსი: „თუ მოგვიწოდებენ, რომ ღმერთს არ მიმართოთ და ეკლესიაში არ მიხვიდეთო, ისინი პირდაპირ შაჰ აბასის შთამომავლები არიან, არ არიან ქართველები. მკაცრად ვამბობ, მაგრამ აწი რომ გააკეთონ, მკაცრად დავუპირისპირდები ნებისმიერს. ერთხელ დავიბადეთ და ერთხელ მოვკვდებით.“

თურქოფობია

პოლიტიკოსები

საზოგადოებრივი მაუწყებელი, მოამბე, 29 აგვისტო
ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „ბანერი ამ ფორმით იმიტომ არის წარმოგენილი, რომ აქცენტი კეთდება ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, უკვე ბოლო 10 წელია - ეს არის აჭარაში თურქული ეკონომიკური და იდეოლოგიური ექსპანსია. სწორედ ამაზე ვაკეთებთ აქცენტს. ყველა მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობა, და თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ეს ინფორმაცია, ბიზნეს დაწესებულებები, ობიექტები, კომპანიები აჭარაში ეკუთვნის თურქეთის მოქალაქეებს, თურქ ბიზნესმენებს.“

მედია

ობიექტივი, ნამდვილი ამბები, 19 აგვისტო
ანი კიკნაძე, ჟურნალისტი: „აჭარის რეგიონში კვების ობიექტები, ტრანსპორტი, სასტუმროები, სუპერმარკეტების ქსელი, სამშენებლო ბიზნესი და სავაჭრო ცენტრები ყველაზე კარგად გამოხატავს თურქეთის პოლიტიკას, ანუ ეკონომიკურ ექსპანსიას. სამუშაო ადგილების უმეტესობას ბათუმსა და მის შემოგარენში თურქი ბიზნესმენები და მეწარმეები ქმნიან, სახელმწიფო კი ამაში საფრთხეს ვერ ხედავს.“

საქინფორმი, 24 აგვისტო, 
არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი: "რუსეთი საქართველოს ოთხი მეზობლიდან ერთ-ერთია და ამ ფაქტის უგულებელყოფა არ შეიძლება ისევე, როგორც ვერც იმ ისტორიულ რეალობას ავუვლით გვერდს, რომ საქართველო ან აღმოსავლელი დამპყრობლების ქუსლის ქვეშ ან რუსეთთან იმყოფებოდა! დაუბრუნებს კი თურქეთი საქართველოს მის უძველეს ტერიტორიებს? ვფიქრობ, იგი აჭარას უფრო მიიტაცებს, ხოლო რუსეთთან საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხების განხილვა მოუწევს". ასავალ-დასავალი

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ასავალ-დასავალი, 13-19 ივლისი
ვლადიმერ ხომერიკი, რუს და ქართველ ხალხთა ერთობის ფონდი: „არ დაგავიწყდეთ რომ მომავალ წელს ყარსის ხელშეკრულებას გასდის ვადა და ერთადერთი, ვისაც მოსალოდნელი თურქული აგრესიისგან დაცვა შეუძლია, რუსეთია!“

News-front, 30 ივლისი
გულბაათ რცხილაძე, ევრაზიის ინსტიტუტი: „ბათუმსა და ახალციხეში მდებარე რუსული ბაზების ლიკვიდაცია მოხდა 2006 წელს, რის შემდეგაც თურქეთმა საქართველოში, განსაკუთრებით, აჭარასა და სამცხეში, პირდაპირ ფრთები გაშალა. საქართველოს ამ სტრატეგიული მარცხით (რუსული ბაზები საქართველოს საზღვარს ამაგრებდნენ და თურქეთის სტრატეგიულ გაძლიერებას ზღუდავდნენ) დღემდე ამაყობს ნახევრად შეშლილი პრეზიდენტი [სალომე] ზურაბიშვილი, რადგან აღნიშნულ ფაქტს მისი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს ჰქონდა ადგილი, როდესაც სააკაშვილი ყველაფერს ჰყიდდა და ანიავებდა თურქებზე, ასევე აზერბაიჯანზე.“

ობიექტივი, ნამდვილი ამბები, 19 აგვისტო
იასონ გელაძე, მუსლიმანი და ქრისტიანი ძმები საქართველოს ერთიანობის დასაცავად: „ძველი მტერი მოყვარე არ გახდებაო... თურქები ჩვენი დაუძინებელი მტერი იყვნენ, არიან და იქნებიან. დღეს თურქები სალოცავი გაუხდნენ უჭკუო ქართველებს. მამად გაიხადეს, მზრუნველად გაიხადეს... მაგრამ ეს დროებითია. ისინი, ისევ თავიანთ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო თურქებისა იყოს, რომ ქართველები აღარ არსებობდნენ დედამიწაზე, ამის მსურველი არიან.“

ისლამოფობია

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 7 აგვისტო
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „ხსნიან ყურან ცენტრებს სადაც ვითომ კაცი მიდის რომ ისლამს გაეცნოს, სინამდვილეში, რა არის, უფასო საჭმელი, უფასო დაძინება, უფასო ტანსაცმელი და მიიბეს ხალხი ამ ყურან ცენტრებთან და თურქეთის პროპაგანდა გაუთავებელი. საბავშვო ბაღები წარმოგიდგენია?  მუსლიმანური საბავშვო ბაღები შეიქმნა. საბავშვო ბაღში რა შუაშია ეს და იმ საბავშვო ბაღში ვითომ ისლამი, სინამდვილეში იქაც კი ქართველ კაცს თურქად ზრდიან საბავშვო ბაღებიდან. ეს ყველაფერი ყველამ იცის აჭარაში, ყველამ.“

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

საზოგადოება

ნიუს-ფრონტი, 17 აგვისტო
თემურ კოღუა, ფეისბუქ-მომხმარებელი: „ხომ ხედავთ, კათოლიკური ევროპა როგორ ანადგურებს მართლმადიდებლურ ქვეყნებს. ამ აწყობილ ქვეყანას, ბელარუსიას ერთ წელში გაახვევენ ომში, დაანგრევენ ყველაფერს... გაძარცვავენ ურია სოროსელები და დაადებენ მილიარდობით დოლარებს ვალს. მეოცე საუკუნეში ეს მტრები სიონისტები და ფაშისტები დაამარცხა ორმა დიდმა ქართველმა, სტალინმა და ბერიამ.

P.S. მე-20 ს.-ში ვატიკანი აქტიურად უჭერდა მხარს ფაშისტურ გერმანიას, რომ მას გაენადგურებინა მართლმადიდებლური სამყარო. იგივე მეორდება 21 ს.-ში. მართლმადიდებლობა უნდა გავანადგუროთ, თქვა სიონისტმა ბჟეზინსკიმ“.

ჰომოფობია

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 7 აგვისტო
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „ოჯახი რომ უნდა იყოს და ბავშვი, ოჯახში უნდა იყოს უბრალოდ პატივცემული კი არა, ოჯახური აღზრდა რომ უნდა ჰქონდეს ბავშვს ოჯახში, აი ამას რომ დავუბრუნდეთ, რომ მოვწყდეთ ამ რაღაც ლგბტ-ს და ამ უბედურებას, ამ ყველანაირ სისულეელეებს და მოვწყდეთ იმ სისულელლებს, როდესაც ბავშვი რასაც უნდა იმას იზამს და შეუძლია კიდევ მშობლებსაც კი უჩივლოს.“

News-front, 5 აგვისტო
სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: „რეალური ბრძოლა იქნება არა ქოც-ნაცებს შორის, არამედ ეროვნულებსა და ლიბერასტ-ურჯულოებს შორის, გაიმარჯვებს მორალი-ზნეობა-ტრადიციები-რწმენა-ქართველობა ან ქვეყანა კიდევ უფრო ჩაეფლობა უფლის გმობის-გარყვნილების-ჰომოსექსუალიზმის-ნარკომანიის ჭაობში !!!

რეზონანსი, 19 აგვისტო,
გედევან ფოფხაძე, ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი: "ამ ორივე კანდიდატს აბსოლუტურად დამოუკიდებელი პოლიტიკური ნიშა აქვს, მე კი სულ სხვა ღირებულებები და მსოფლმხედველობა გამაჩნია. ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა უფრო ღირებულებითი არჩევანი უნდა გააკეთოს: თუ უნდა ის რეალობა, რაც დღესაა, ხმას ვოლსკის აძლევს; თუ უნდათ დაბოლოლი საქართველო ერთსქესიანთა ქონწინების ფონზე,  ხმას ზურაბ ჯაფარიძეს მისცემს; თუ კონსერვატიული, ტრადიციული ღირებულებები და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება უნდათ, ამას ჩვენ ვთავაზობთ".

მედია

ასავალ-დასავალი, 6-12 ივლისი
გიოგრი გიგაური, ჟურნალისტი: „პატრიარქის გინება და ეკლესიის ჩაქოლვა ეს სააკაშვილის ლგბტ სანაცეთის ბუნებრივად მშობლიური იდეოლოგიაა! აღარაფერს ვამბობ გასაბერი ეკლესიების დისტრიბუტორ "გირჩზე" თუ ბოკერიას სატანისტურ სექტაზე, რომლის "მამაშა" თამარ ჩერგოლეიშვილი მოზიარე მრევლს საჯაროდ "კოვზის მტლიკავებს" უწოდებს!"

ალია, 31 აგვისტო - 6 სექტემბერი
ირინე გოგოსაშვილი, ჟურნალისტი: „საქართველო ერთი დიდი საშვილოსნო გახდა, რომელიც უცხოეთიდან ჩამოსული ე.წ. წყვილებისთვის ქართველი ქალის საშვილოსნოს ექსპლუატაციას ეწევა, უსპობს მას ჯანმრთელობას და საერთოდ აღარ აინტერესებს დაბადებული ბავშვის მომავალი - რა ბედი ეწია მას? იზრდება სრულფასოვან ოჯახში, ანუ ახლადშეძენილ დედ-მამასთან რომლებმაც მისი დაბადებისთვის მინიმუმ 50 000 დოლარი გადაიხადეს! ერთსქესიან წყვილებში, სადაც „მშობლები“ ხდებიან მაგალითის მიმცემები!...“

News-front, 25 აგვისტო
რედაქცია: “ჩვენ გვყავს პატრონი?…სამაგიეროდ გვაქვს პლანი და LGBT-გარყვნილება, ყოჩაღ ქართველებო, იძინე ერო, იხარე მტერო…”

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ნიუსფრონტი, 13 ივლისი
გურამ ფალავანდიშვილი, საზოგადეობა ზნეობა: „[მიმართავს პატრიოტთა ალიანსს] რატომ ხართ პირში წყალჩაგუბებულნი და რატომ არ ტეხავთ ერთ ამბავს, როდესაც განათლების სამინისტრომ ხელშეკრულება გააფორმა ბაია პატარიას ოფისთან ტრეინინგებზე, რატომ არ ტეხავთ ერთ ამბავს, სკოლებში რომ შემოვიდა ლგბტ მიმართულების ბილწი საგანი “მე და საზოგადოება”, რატომ არ ტეხავთ ერთ ამბავს საზაფხულო სკოლებში ტრენინგებს რომ ატარებენ ოფიციალური ლგბტ პირები, კობა ბიწაძეები, რატომ არ ატეხეთ ერთი ამბავი, როდესაც შარშან განათლების სამინისტრომ ოფიციალურად ჩაატარა საქართველოში ლგბტ თემატიკის ესეების კონკურსი?! სად ხართ თქვენ, სადაა თქვენი პროტესტი?"

ასავალ-დასავალი, 13-19 ივლისი
ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: „ის ფაქტი, რომ "ქართული მარშის" პოლიტიკურ პარტიად დაფუძნებამ მთელი სანაცეთი, სასოროსეთი და სალიბერასტეთი ასე ააწიოკა და ისტერიკაში ჩააგდო, ნათლად ადასტურებს -ეს მართლაც ეროვნული ძალაა, რომელიც წლებია, ებრძვის ამ ლგბტ სიბილწეს და საქართველოში უცხოტომელთა ჩამოთესლებას!"

სასულიერო პირები

ალია, 31 აგვისტო - 6 სექტემბერი
ელიზბარ დიაკონიძე, სასულიერო პირი: „უბედურება ისიცაა, რომ ჩვენ არ ვიცით, რამდენი ბავშვია ნორმალურ ოჯახებში და რამდენია გეი წყვილებთან და ეს იმ დროს, როცა სწორედ ერთსქესიანი დედ-მამაა დღეს ყველაზე მოწადინებული, ყველაზე მდიდარი და ყველაფერზე წამსვლელი, ოღონდაც იშვილონ პატარა, უმწეო ჩვილი და ის როგორად და სად გაიზრდება, ეს საქართველოში აღარავის აღელვებს!... აგერ სულ ახლახანს ამერიკაში უამრავი ადამიანი დააპატიმრეს იმისთვის, რომ სწორედ ჩვილების ორგანიზმიდან აღებული სითხე ყოფილა ახალგაზრდობისა და სილამაზის წამალი და ამ უბედურებას ბევრი ჰოლივუდელი მსახიობიც მოიხმარს? რამდენი მდიდარი ოჯახის, ან თუნდაც შეძლებული ოჯახების შვილები არიან ავად? იქნებ ჩვენი, ქართველი დედის შობილ პატარა, ნაწილ-ნაწილ აჩეხეს ორგანოებით მოვაჭრეთა მაფიამ და საქართველოში ჩამოთრეულ ე.წ. წყვილები, მათი დისტრიბუტორები არიან მხოლოდ?“

ანტიდასავლური

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 10 ივლისი
დავით თარხან მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „იმდენად ფართო ხასიათი მიიღო ყველანაირმა ამ სექსუალურმა უმცირესობებმა თუ არასექსუალურმა უმცირესობებმა და ყველანაირმა უბედურებებმა და ამ ლიბერასტობამ, რომ აი, ასეთი ტრაგიკული ფართო მასშტაბი მიიღო და ეხლა თვითონ ამერიკელებმა და ტრამპმა და თვითონ არ იციან რეალურად ძირძველმა ამერიკელებმა როგორ ებრძოლონ ამას. ჩვენთან სურთ, რომ ეს გაიმეორონ - არ გამოდის... არა გვყავს ჩვენ ეს ლგბტ. ეს არის რაღაც ერტეულები და ცდილობს სხვადასხვა ორგანიზაციები, მთავარი არხები და სხვა არხები, რომ წარმოაჩინოს რომ ბევრი არიან. არ არიან. 20 კაცი არიან სულ და ამიტომ ჩვენთან ეს არ გამოდის. არა გვყავს ჩვენ დაჩაგრული ადამიანიები.“

მედია

ასავალ-დასავალი, 17-23 აგვისტო
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „ზურაბ "გირჩი" ჯაფარიძე ოპოზიციის საერთო კანდიდატად იკურთხა დიდუბის მაჟორიტარულ ოლქში, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს "გაერთიანებული ოპოზიცია“ ხელს აწერს ყველა იმ სიბინძურეზე, რაც ამ სატანისტურ-ლიბერასტულ სექტა "გირჩთან" ასოცირდება - იქნება ეს გეი-ქორწინების მხარდაჭერა, პარტიის ოფისში ბორდელის გახსნა, მარიხუანის კულტივაცია თუ გასაბერ ეკლესიებში დეზერტირი წვევამდელების "ეპისკოპოსებად კურთხევა"."

მედია

ასავალ-დასავალი, 24 - 30 აგვისტო
სპირიდონ აბულაძე, ეპისკოპოსი: „ხდება გაუგონარის სიბილწე, მკრეხელობა, საძაგლობა, კაციჭამიობა. შედეგად მივიღეთ ის, რომ 9 შვილი წაართვეს დედას, მიიყვანეს პოლიცია. ჯერ იმ პოლიციას რა ვუთხარი, ხალხს თვალებში, როგორ უნდა შეხედონ. რისთვის გაკეთდა? ოჯახის ინსტიტუტის დანგრევა უნდათ. უნდათ იგივე, რაც ხდება უცხოეთში. ათი ათასობით ბავშვი ჰყავთ იქ გაუბედურებული. მერე ზოგი დედა ლოთი ხდება, მამა მორფინისტი, ოჯახები ინგრევა და იქ მერე ამ ბავშვებს აძლევენ ჰომოსექსუალებს.

აქ არის დიდი მაფია. სოცმუშაკი მიდის, წინასწარ უთანხმდება – მოდი ახლა მე ამას ბავშვს წავართმევ, შენ მოგცემ და რამდენს გადამიხდიო? კორუფციული სქემა მოქმედებს. უზარმაზარ გრანტებს იღებენ სატანისტებისგან.“

"ალია”

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

Media Development Foundation

http://notophobia.ge/

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube