ფოტომანიპულაცია რასისტული კონტექსტით
|
|
27 ივნისს ვებ-პორტალმა “საქართველო და მსოფლიომ” გამოაქვყნა ინფორმაცია, სათაურით “აშშ-ში შემცირდა თეთრკანიანთა რაოდენობა”. სტატიას ახლავს მანიპულაციური ფოტო, რომელიც ფერადკანიანთა ფონზე ატირებულ თეთრკანიან მამაკაცს ასახავს. | |
ობიექტივი, ღამის სტუდია, 14 ივნისი გიორგი მაღლაკელიძე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: „ჩვენ, პირველ რიგში, ყველანაირ თემების გარდა, ალბათ გვჭირდება ძალიან სერიოზულად და ძალიან მკაცრად ჩამოყალიბებული საიმიგრაციო პოლიტიკა... მაგალითად, ვაკის პარკში რომ გახვიდეთ თქვენ, იყო პერიოდი შარშან, შარშან წინ, 10 წლის წინ, 20 წლის წინ, 30 წლის წინ, 40 წლის, 50 წლის წინ, სტუმრებით იყვნენ, მაგრამ ისინი იყვნენ იმ ზომით, დღეს რეალურად, შეიძლება ითქვას, რომ ნახევარი თითქმის უკვე სულ უცხო ტომის წარმომადგენლები არიან და აი, ვთქვათ, ნაყინის საყიდლად რიგში რომ ჩადგები, 10 ადამიანიდან 5-6 უკვე, 50%-ზე მეტი სულ სხვა ეროვნების და გაურკვეველი ეროვნების წარმომადგენლები არიან“. | |
ობიექტივი, ღამის სტუდია, 7 ივნისი გიორგი ლომია, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: „დემოგრაფიული ფონდი რისკის ქვეშ დგას! სერიოზული რისკის ქვეშ დგას. 30 წელიწადში, 50 წელიწადში შესაძლებელია, სავსებით შესაძლებელია, რომ ქართველი იყოს დაახლოებით 20-25%, სამაგიეროდ, ჩვენ ვიქნებით არა სამ მილიონ ნახევრიანი ქვეყანა, ვიქნებით ექვს მილიონიანი, შვიდ მილიონიანი, მაგრამ აქედან დაახლოებით 800 000 – 1 000 000 ქართველი და დანარჩენი აბა, თქვენ თვითონ იფიქრეთ, ვინ იქნება ამ საქართველოში! და 100 წელიწადში შეიძლება თითონ რეფერენდუმი ჩატარდეს საქართველოში და სიტყვა „საქართველოს“ ამოიღებენ და რუკებზე ახალი დასახელება, ჩვენი ქვეყნის დასახელება გამოჩნდება. დაფიქრდით საითკენ მივდივართ და ვის მივყავართ იქითკენ!“ | |
ობიექტივი, ღამის სტუდია, 16 ივნისი, გოჩა ჯოჯუა, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა: "როცა საუბარია იმაზე, რომ გუშინ რომ ადამიანმა იომა, ვეტერანი, რომელიც დღეს მშიერია, ხვალ რომ ჯარისკაცს ავტომატს აძლევ და ეუბნები, სამშობლო დაიცავი, რა დაიცვას? იპოთეკაში ჩადებული სახლი, ის, რომ მიწები გაყიდულია და იმის ტერიტორიაზე უცხოტომელები სახლობენ, რა უნდა დაიცვას, ხო, რატომ უნდა მოკილას თავი". | |
საქინფორმი, 7 ივნისი, არნო ხიდირბეგიშვილი, რედაქტორი: "თუმცა, ზოგი ჭირი მარგებელია - სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა ამ არაბული რესპუბლიკიდან საქართველოში მიგრანტების ტალღას შეაჩერებს. საქართველო ისედაც „იგუდება“ არაბული და აფრიკული ქვეყნებიდან ჩამოსული არალეგალური და ლეგალური მიგრანტებისგან, რომლებიც ფინანსურად პრევალირებენ საქართველოს უქონელი მოსახლეობის ძირითად მასაზე და ამიტომ თავისი ბიზნესის - ძირითადად, ბარებისა და სასტუმროების - გახსნისას უპირატესობით სარგებლობენ, აგრეთვე საუკეთესო მიწის ნაკვეთებსა და სახლებს ყიდულობენ. ბოლო ხანებში გახშირდა მიგრანტების მიერ ადგილობრივი მცირეწლოვნების გარყვნის და გაუპატიურების ფაქტები, ასევე არასრულწლოვანთა შორის მიგრანტების მიერ წახალისებული პროსტიტუციისა და ნარკომანიის ფაქტები. საქართველოს მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს მიგრანტების უაღრესად გამომწვევი საქციელიც, ხოლო პოლიცია, როგორც წესი, უცხოელების მხარეს იკავებს. როგორი იქნება აქ სირიიდან ჩამოსული დევნილების შემდგომი ბედი? მოხდება თუ არა მათი უკან დეპორტაცია? ჯერჯერობით ცნობილი არ არის". News Front | ობიექტივი, ღამის სტუდია, 14 ივნისი ბონდო მძინარაშვილი, წამყვანი: „საქართველოში ძალიან ბევრი უცხოელია…. ჩვენ არა გვაქვს ქსენოფობიური განწყობები. საერთოდ, არასწორია, როცა ადამიანი ფობიებით არის დაავადებული. სრულიად ბუნებრივი, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში უპირველესად ქართველი გრძნობდეს თავს დაცულად, კარგად გრძნობდეს თავს თავის სამშობლოში, რადგან საქართველო ჩვენი სამშობლოა და „არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გაგვაჩნია“. და არც ირანელი უნდა დავისვათ თავზე, არც თურქი და არც არაბი და არც ერაყელი და არც რა ვიცი, „რა ფრითენზიები გაქ“ ნიგერიელები კიდე. როგორ არა გვაქვს, „ფრითენზიები“, გვაქვს ზუსტად, რომ უნდა მოიქცეთ წესიერად ჩვენს სამშობლოში, იმიტომ, რომ მე არ ჩამოვსულვარ და ახლა ნიგერიაში მე მგონი არცერთი ქართველი უწესოდ არ იქცევა, თორე შეიძლება ნაწილ-ნაწილად ვერ მიიღოს მისმა ოჯახმა იმ ადამიანის სხეული, იქ რომ ვინმე არაწესიერად მოიქცეს და ჩვენგან ახლა წესიერად რომ გექცევით, იმას არ ნიშნავს, რომ ასე ვთქვათ, თავს ზემოთ უნდა ახტეთ თქვენ თვითონ“. | | | |
საზოგადოებრივი ორგანიზაციები
|
|
ალია, 25 ივნისი -1 ივლისი, რამაზ გაგნიძე, ქართული მარში: „ხალხი გარბის ქვეყნიდან, უმეტესობა იმიტომ გარბის, რომ თავადაც და შვილებიც შიმშილით სიკვდილს გადაურჩნენ. მათ ნაცვლად ქვეყანაში უკონტროლოდ შემოდიან უცხოელები, ყიდულობენ აქ ქონებას და ნელ-ნელა ეპატრონებიან ამ ქვეყანას.“ ობიექტივი, ღამის სტუდია, 27 ივნისი რამაზ სურმანიძე, საერთო სახალხო მოძრაობა მუსლიმანი და ქრისტიანი ძმები საქართველოს ერთიანობის დასაცავად: „ეს საფრთხეები აჭარაში რომ არის ამაზე საეჭვო არაფერი აღარ არის იმიტომ, რომ ინვესტიციების ნიღბის უკან შენდება შენობები, რომელთა დიდი ნაწილი არის ცარიელი. როცა ადგილობრივი მოქალაქე მიდის და ბინის შესყიდვა უნდა, იმას სამმაგ ფას უფასებენ და როცა უცხო მოქალაქე მოდის, ის შეიძლება საერთოდ უფასოდ შეუშვან ამ ბინაში. ასე რომ, მომრავლდა ხალხი ჩვენს ქალაქში, არაქართული ელემენტები, ძალიან ბევრი არამკვიდრი მოსახლეობა და ეს ერთგვარ, რა თქმა უნდა, არა მარტო გაუგებრობას, ეს ძალიან რბილად ნათქვამია, არამედ საშიშროებასაც იწვევს“. | |
ასავალ-დასავალი, 4-10 ივნისი ირაკლი გურჩიანი, ბიზნესმენი: „დაიღუპება ჩვენი ერი. წაგვლეკეს უცხოელებმა. 3000 დოლარად ჯიბეში უდევთ ქართული პირადობები - ბინადრობის ნებართვები. ქართველი ქალები საზღვარგარეთ 600 ევროდ ვიღაცის საცვლებს რეცხავენ. გაყიდულია მიწები, ტბები, ტყეები... ქართველისათვის ნებისმიერი მიწის რეგისტრაცია ურთულესია, უცხოელისთვის კი -უმარტივესი. რატომ ითმენს ჩვენი ხალხი ამდენს? 22 საუკუნეა, ჩემი საქართველო არსებობს, როდემდე უნდა უნდა ვიყოთ 22-საუკუნოვანი ერი ვიღაცის „ჩმორი“?... არ მინდაა, რომ 20 წელიწადში უმცირესობაში ვიყოთ. საცოდავი ქართველები გადახვეწილები არიან და მონობაშ იტანჯებიან, აქ კი 10-დან 9 უცხოელს ქართული პირადობის მოწმობა უდევს ჯიბეში, ქართულ მიწებსაც უპრობლემოდ ყიდულობენ. ასე ცხოვრება აღარ შეიძლება.“ ასავალ-დასავალი, 11-17 ივნისი მიხეილ ცაგარელი, ასტროლოგი: „საუკეთესო ახალგაზრდები ტოვებენ ქვეყანას. მათ ნიშას კი თურქები, ირანელები და არაბები იკავებენ.“ | |
მარშალპრესი, 15 ივნისი, კავკასია, სპექტრი, 15 ივნისი, მარშალპრესი, 15 ივნისი, იმედი, ქრონიკა, 7 ივნისი, ნეტგაზეთი, 13 ივნისი,რუსთავი 2, 12 ივნისი, საქინფორმი, 19 ივნისი, ინტერპრესნიუსი, 14 ივნისი, მიხეილ სააკაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: "საქართველო ხომ არ არის რუსეთი. მე ღრმად მწამს, რომ საქართველო არ არის რუსეთი. საქართველოს და ქართველებს ვერ გაარუსებენ და მით უმეტეს, ვერ გააჩეჩნებენ. რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა მარნეულში, ეს იყო ჩეჩნობა და შორს ჩვენგან ჩეჩნობა და კადიროველობა. ყველაფერს საზღვარი აქვს”. http://marshalpress.ge/archives/183121 | |
| | | ასავალ-დასავალი, 4-10 ივნისი დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: „პოლიტიკოსებს შორის ლუკა მაჭუტაძე და პაატა დავითია რომ დავინახე, პირკატა მეცა და ჩემთვის გავიფიქრე - ყველაზე მეტად ამათი მეშინოდა, და რაკი მაჭუტაძე და დავითაიც საბოლოოდ სააკიანცს [მიხეილ სააკაშვილს] მიემხრნენ, გათავებულია ამ მთვრობის საქმე-მეთქი!“ | | | | | ობიექტივი, ოქროს კვეთა, 9 ივნისი ვალერი კვარაცხელია, წამყვანი: „...როგორც ჩანს, სომხური ლობი ცდილობს, რომ საქართველოს ინტერესების დათრგუნვის ხარჯზე სომხური ინტერესები დააკმაყოფილოს და რა შეიძლება ეს ინტერესები იყოს?! ალბათ ის, რომ საქართველოს დაშლის ხარჯზე სომხეთმა ზღვაზე გასასვლელი მოიპოვოს, შავ ზღვაზე გასასვლელი“. | | | | |
ასავალ-დასავალი, 4-10 ივნისი ვაჟა შუბითიძე, პროფესორი: „მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და ვაღიაროთ, რომ სომხები ჩვენი კონკურენტი ერია, რომლებმაც საქართველოს ისტორიის თითქმის ყველა ეტაპზე მეტწილად ნეგატიური როლი ითამაშეს! ბევრი უბედურება რაც საქართველოს თავს დაატყდა, სწორედ სომეხთა ანტიქართული ქმედებით იყო განპირობებული... ერთი კია, 2008 წლის ომი, ჩემი ღრმა რწმენით, სწორედ სომხეთის გამო მოხდა!... დასავლეთმა რუსეთს მახე დაუგო... ამერიკელებს, კერძოდ სომხურ ლობს სურდა რუსების საქართველოში შემოტყუება, რათა სომხეთი ნატო-ში შეეყვანათ!“ | |
| | | ობიექტივი, ღამის სტუდია, 20 ივნისი ვაჟა ოთარაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: „თურქეთი არის მისი [საქართველოს] ისტორიული მტერი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 34% წაგვრილი აქვს და აი, თუ ვინმეს ჰგონია, რომ კაბადოკია, ან ტრაპიზონი, ან კიდე ტაო-კლარჯეთის მხარე, არზრუმი და ესენი თურქეთის არი, ეს იყო ჩვეულებრივი ქართული მიწები და დღეს, როდესაც ჩვენ მივტირივართ რუსეთის მიერ წართმეულ აფხაზეთს და სამაჩაბლოს, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ტაო-კლარჯეთი, არტანუჯის მხარე, ეს შატბერდი და ხანძთა და ის, ეს არის ძირძველი ქართული მიწები. ვერ შევძელით კულტურის სახელმწიფო პოლიტიკა ისეთია, რომ ვერ შევძელით ამ ძეგლების აღდგენა, მათზე ჯვრების გამოსახვა, ისევ დაყენება და წირვა-ლოცვის ჩატარება ამ ეკლესიებში, აღსრულება და ამ ქრისტიანული წესით, თუნდაც აქედან მთელი სამღვდელოება ჩავიდეს, არავინ იქ არ ატარებინებს ამას ხო?! და ზოგან საქონლის სადგომია, ზოგან ცხვრის და ასე შემდეგ. მაშინ, როდესაც აჭარაში ესეიგი არის გახურებული ესეიგი ნაკაიძეების და ზოგიერთი ასეთი გამყიდველი ქართველების მიერ, ესეიგი მეჩეთის აშენებაზე მთელი ეპოპეა აგებული“. | |
კავკასია, სპექტრი, 20 ივნისი, გუბაზ სანიკიძე, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო: „[ქართულ ბაზარზე თურქული პროდუქტის შემოტანაზე საუბრობს] ეს არის აი, ამ თავისუფალი ბაზრის აპოლოგეტების ის, რომ... ყველა თანაბარ პირობებში... ბიჭო, როგორ იქნება ყველა თანაბარ პირობებში? კი, თანაბარი პირობები აქვთ, მაგრამ შემოდის თურქი, რომელსაც უკან უდგას მთელი თურქული სახელმწიფო და აქ ხვდება ქართველი, რომელიც საერთოდ ქართულ სახელმწიფოს ადამიანად არ მიაჩნია. უკვე უთანასწოროა, უკვე უთანაბრო პირობებია და ის მოიგებს ყოველთვის. რაც სისხლით და ხმლით და ლაშქრობებით ვერ გააკეთეს, იმას აკეთებენ აი აგერ, ამნაირი მთავრობები.“ | |
ობიექტივი, ღამის სტუდია, 27 ივნისი ბონდო მძინარაშვილი, წამყვანი: „მუდმივად არის საუბარი იმის თაობაზე… რომ ბოლო ასე 15 წლის განმავლობაში თურქეთი ფართო მასშტაბით ახორციელებს ეკონომიკურ ექსპანსიას. ძალიან ბევრ ბიზნესმენს, თურქ ბიზნესმენს ეხმარება თურქეთის სახელმწიფო, რომ დამკვიდრდეს და დაასაქმოს აქ საქართველოში, ეხლა არჩევნებიც რომ იყო თურქეთის პრეზიდენტის, გამოჩნდა, რომ ყველაზე მეტი თურქეთის მოქალაქე, ყველაზე მეტი ცხოვრობს საქართველოში და რამდენიც საქართველოშია, იმდენი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე“. | |
საზოგადოებრივი ორგანიზაციები
|
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 27 ივნისი რამაზ სურმანიძე, საერთო სახალხო მოძრაობა მუსლიმანი და ქრისტიანი ძმები საქართველოს ერთიანობის დასაცავად: „[თურქეთში სასწავლებლად] ვისაც მიყავს ეს ბავშვები, ის სულაც არაა დაინტერესებული, რომ მან სპეციალისტები მოგვიმზადოს და გამოგვიგზავნოს აქა, ის დაინტერესებულია, რომ გონება გადატრიალებული და სულ სხვა ცნობიერებას დაუფლებული ადამიანები შემოუშვას ჩვენთან, აქა, რომ თავისი დასაყრდენი ჰქონდეს და თავისი მომხრეები ჰყავდეს რაც შეიძლება მომრავლებული“. | |
ობიექტივი, ღამის სტუდია, 2 ივნისი, ავთო ენუქიძე, გადაცემის სტუმარი: "მანდ [ბათუმში] ისეთი სიტუაცია არის და ისეთი რაღაცები ხდება საერთოდ... დაწყებული იმ რეჟიმის დროიდან ამდენი თურქი ჩამოსახლებული, ქართული სიტყვა მანდ აღარ ისმის, ნუ არაფერი ეხლა აღარ ვიცი. კაი, ეკლესიებს თავი დაანებეთ, მგონი სინაგოგაც დაანგრიეს, ძველი სინაგოგა მანდა. ნუ კაი, ქრისტიანებს გვერჩიან ეხლა იქ ებრაელებსაც ერჩიან მგონი, რამდენადაც მე ეს ინფორმაცია მაქვს.". | |
საზოგადოებრივი ორგანიზაციები
|
|
ასავალ-დასავალი, 4-10 ივნისი ბადრი ნაჭყებია, ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრი: „დღეს საქართველოში დაუსაქმებელ მიგრანტთა ბევრი მოხეტიალე ჯგუფია, რომელიც კლუბებსა და ბარებში მხოლოდ დროის გატარებაზე ფიქრობს. ადრე თუ გვიან, ისინი თვითგანათლებას დაიწყებს და შეიძლება, დახურული მეჩეთების სისტემა მივიღოთ, სადაც ეს ახალგაზრდობა შეიკრიბება და ახალი რადიკალური იდეების შესწავლას დაიწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ისლამური ორგანიზაციის მძინარე უჯრედები მივიღოთ, რომლებიც როდის და რა პრობლემების გამო გაიღვიძებენ, არავინ იცის!“ | |
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია
|
|
| | | ობიექტივი, ღამის სტუდია, 12 ივნისი ნინო რატიშვილი, წამყვანი: „როდესაც ჩვენ სექტებსა და სექტანტებზე ვსაუბრობთ ხო და ცოტა არ გვსიამოვნებს ახლა ქუჩაში და სახლში რომ მიკაკუნებენ და უკვე ეს პროზელიტიზმი ხო? და ეს ქადაგება ყველგან გამაღიზიანებელია და ამის გამო ჩვენ ჟურნალისტს ნინო მიქიაშვილს უჩივლეს კიდეც [იეჰოვას მოწმეებმა უჩივლეს რელიგიური წესის აღსრულების უკანონოდ ხელის შეშლის გამო] ... და რატომ? იმიტომ, რომ მას არ უნდა, მაგალითად, ხო ეს კარდაკარ ეს კარდაკარ ქადაგება იმიტომ, რომ ეს საქართველოა, ეს მართლმადიდებლური. როგორც კი ხმას ამოიღებ სექტანტებზე, შეიძლება დაგიჭირონ. და ამ დროს ჩვენი შეურაცხყოფა ისე ხდება, რომ სახელმწიფო აბსოლუტურად ინერტულია. “ | | | | | ასავალ-დასავალი, 11-17 ივნისი ნინო მიქიაშვილი, ჟურნალისტი: „ეს ყველაფერი კი იცით, რისი ბრალია?! იეღოველთ სექტა კანონით უნდა აიკრძალოს! მაგალითად, საფრანგეთში ისინი კანონით არიან აკრძალულები, როგორც „ტოტალიტარული სექტა“! აქ კი მეტროსადგურების წინ დგანან და სახლებში გვივარდებიან! იეღოველები არ არიან ჩვეულებრივი რელიგიური მიმდინარეობის წევრები - ისინი არიან სექტანტები და მათზე არ უნდა ვრცელდებოდეს ისეთივე უფლებები, როგორიც მუსლიმებზე, იუდაისტებზე თუ ქრისტიანებზე! ჩემი, აზრით, ამ ხელისუფლებაზე დიდი ზეწოლაა, რომ იეღოველები რელიგიურ მიმდინარეობად წარმოაჩინონ და დაიცვან!“ | | | | |
ობიექტივი, ღამის სტუდია, 20 ივნისი ვაჟა ოთარაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: „...თურმე შეიძლება ესეიგი პედერასტებმა და ნარკომანებმა პარადები გაგიმართონ აქ და ბოდიშები უხადოთ ჩვენ და რევერანსები უკეთოთ“.
| ალია, 18-24 ივნისი, ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი: „ყველას, ვინც ამბოხებულია ღმერთის წინააღმდეგ, ვინც კაცად დაბადებულია და აცხადებს ქალი ვარო, ან ქალი თუ დაიჩემებს კაცობას, ან კიდევ კაცი კაცს მოიყვანს ცოლად... აი ასეთებს, ღმერთის და ბუნების წინააღმდეგ ამბოხებულებს დღეს საქართველოში პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს ხელისუფლებაც, კანონიც და „უფლებადამცველთა“ მთელი არმია, „რომელთა სახელია ლეგიონი“??“ | | | |
მარშალპრესი, 12 ივნისი, ნეტგაზეთი, 11 ივნისი, ინტერპრესნიუსი, 12 ივნისი,საქინფორმი, 13 ივნისი, იმედი, იმედის კვირა, 10 ივნისი, თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი: "ეს არასამთავრობო ორგანიზაციები მთხოვენ, რომ იმ ადამიანს, რომელსაც აქვს მამაკაცის ორგანოები, სამოქალაქო რეესტრში გავატარო ქალად და ის ადამიანი, რომელსაც აქვს ქალის ორგანოები, გავატარო მამაკაცად, ვაღიარებ, მე ეს რეფორმა არ გამიტარებია. ეს საკითხი არის არაერთი სამართლებრივი, სამედიცინო და ფსიქო-სოციალური საკითხები, რაც უნდა იქნეს განხილული ამ რეფორმის გატარებამდე, თუ უნდა გატარდეს”. | |
საქართველო და მსოფლიო, 14 ივნისი დავით მხეიძე, ავტორი: "[არასამთავრობო სექტორი] თეა წულუკიანის გადადგომას იმ მოტივით ითხოვს, რომ თურმე რეფორმებს არ ატარებს თავის უწყებაში და ბარაქალა თეას, ქალიც ეგ ყოფილა და ლეჩაქიც მას ჰხურებია _ რეფორმის არგატარება თურმე ის ყოფილა, რომ ქალბატონ მინისტრს კაპიტან გიგაურისა და სახალხო დამცველისთვის უარი უთქვამს მამაკაცის გენიტალიების მქონე ადამიანის ქალად დარეგისტრირებაზე და პირიქით, ქალის სასქესო ორგანოების მქონე ადამიანის მამაკაცად დარეგისტრირებაზე". ასავალ-დასავალი, 11-17 ივნისი დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: „ქართველები უცნაურ ქვეყანას ვაშენებთ - კანონმდებლები რაიონული თუ საქალაქო მასშტაბით გვიჩიჩხინებენ - ცხოველებთან სექსი არ გაბედოთო! სამაგიეროდ, კაპიტან გიგაურის, ნინო ლომჯარიას, თამარ ჩუგოშვილისა და კონჩიტა ნიკა გვარამიას დაქალები და ქალ-კაცები გვიკიჟინებენ - თუ კაცი ხარ, კაცი უნდა მოიყვანო ცოლადო!... რაც შეეხება ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ამას უკვე დიდი ხანია, ითხოვენ სოდომ-გომორელები, რომლებმაც რუსთველის გამზირზე არაერთგზის სცადეს პედერასტების პარადის გამართვა… იმედია ფოთის საკრებულო ძაღლების, კატების, თხების, ვირებისა და სხვა შინაური ცხოველების ადამიანებთნ სექსუალური კავშირის აკრძალვის შემდეგ კაცის კაცზე გათხოვებასაც დააყადაღებს!“ | |
საზოგადოებრივი ორგანიზაციები
|
|
ალია, 11-17 ივნისი, გია კორკოტაშვილი, ქართული მისია: „ პოლიციელები, რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ, ასრულებენ ბრძანებას ხელფასის გულისთვის და აკავებენ იმ ადამიანებს, რომელთა მიმართაც მათ სიმპათიები აქვთ. სახლში რომ მივლენ ეს პოლიციელები, ნეტა ბავშვებს რას ეტყვიან, მაინტერესებს. იგივე პოლიციელებს ვეკითხები: თქვენ ძმებო შვილებს ისე გაზრდით, რომ „ლგბტ“ თემის მიმართ სიმპათიები ჰქონდეთ? ან თქვენს ბიჭებს დააქორწინებთ პოლიციელების სხვა ბიჭებზე? თუ ეს ასე არ არის, მაშინ მითხარით ვის და რას იცავთ? გაიხედეთ ევროპაში რა ხდება, უკრაინელმა პოლიციელებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ ისინი არ დაიცავენ „ლგბტ“ თემს, ნახეთ რა ხდება პოლონეთში, საბერძნეთში.“ | ალია, 25 ივნისი -1 ივლისი, რამაზ გაგნიძე, ქართული მარში: „პოზიტივი ვერ იქნება ახალ მინისტრთა კაბინეტში შს მინისტრი, გიორგი გახარია, რომელიც პედერასტებსა და ნარკომანებს ბოდიშს უხდის, ქვეყნის გადარჩენის მოთხოვნით საპროტესტო აქციებზე გამოსულ ხალხს კი სრულიად უდანაშაულოს იჭერს.“ | | | |
ასავალ-დასავალი, 11-17 ივნისი მიხეილ ცაგარელი, ასტროლოგი: „მთავრობა ეროვნულ-პატრიოტული ძალების მხარეს უნდა დადგეს და არა მათ გვერდით, ვინც ნარკოპროპაგანდას ეწევა და ქვეყანას სოდომ-გომორისკენ მიაქანებს!“ | |
ობიექტივი, ღამის სტუდია, 1 ივნისი, ვაჟა ოთარაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: „ჩვენ მივიღეთ ნაცოცები, ნაცების და ოცნების შენაჯვარი და არ შეიცვალა ქვეყანაზე არაფერი და არც შეიცვლება, იმიტომ, რომ ეს არის ერთი და იგივე პოლიტიკური ძალა, უცხოეთიდან, ოკეანის გაღმიდან მართული ძალა, რომელსაც უნდა ქართველი ერის ცნობიერების განადგურება. ასეთი მეთოდებით მოხდება განადგურება, რომ სათითაოდ დახოცავენ ჩვენ ბიჭებს, ნარკომანიით წაგვართმევენ ჩვენ შვილებს ხელიდან, პედარასტობით წაგვართმევენ ჩვენ შვილებს ხელიდან თუ ასე შემდეგ, ეს არი მიღებული სწორედ ის ინსტრუქციების, რომელსაც მასონური ორგანიზაციები სთავაზობენ ჩვენნაირ ქვეყნებს და ხო ხედავთ 2 მილიონნახევარი აღარ დარჩა საქართველო. აი ამაშია საქმე და ღიად ამას ვიძახით, საქართველოს დამოუკიდებლობა ფაქტიურად არ მოუპოვებია, საქართველო დამოკიდებულია ამ დიდ ქვეყნებზე და მილიარდერებზე...“ | |
ალია, 18-24 ივნისი, ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი: „ბევრი ჭკუა არ უნდა იმის მიხვედრას, რომ ნარკოტიკებით გაბრუებული ერი, რომელსაც კაცად დაბადებული და მერე ქალად გადაკეთებული ნაკაცარი და მისი „უფლებადამცველები“ აზიან თავზე, ვერც სახელმწიფოს შეინარჩუნებს და ვერც მომავალ თაობას ?? ჩვენს „სტრატეგიულ მოკავშირეებს“ და ჩვენი „უფლებების დამცველ“ „ლეგიონსაც“ ეს რომ უნდა, არც ამის მიხვედრას უნდა ბევრი ჭკუა?“ | |
ასავალ-დასავალი, 11-17 ივნისი გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „სულაც არ მინდა, ვთქვა, [ნინო] ლომჯარიას და მის სექტას ვასილ გოგოლაძისა და ლაშა ამირეჯიბის ცოდვამ უწიაო, მაგრამ ფაქტია: ამ ამბიდან ორ დღეში ლომჯარიას ოფისი მიწისძვრამ დაბზარა და ძირამდე შეაზანზარა! … [ნინო] ლომჯარიას ოფისი იმთავითვე ცოდვიანი იყო, რაც ნინო რამიშვილის ქუჩაზე დაიდო ბინა! აქ ჯერ კიდევ ლომჯარიას წინამორბედის, ქრისტესმოძულე სოროსელი ადეპტის უჩა ნანუაშვილის ცოდვები ტრიალებს!... დიახ, ეს იმ უჩა ნანუაშვილის ცოდვების გამოძახილია, რომელიც ყოველთვის ეკლესიისა და მართლმადიდებლობის მტრების - ლიბერასტებისა და პედერასტების მხარეს იდგა და კრინტიც არ დაუძრავს ამ ქვეყანაში მართლმადიდებელთ და მართლმადიდებლობის შევიწრობაზე! და უჩა ნანუაშვილი სატანისტურ-ლიბერასტული როკვა ამ ოფისში ლომჯარიამ ახალი ძალით და განსაკუთრებული სიშლეგით გააგრძელა!“ საქართველო და მსოფლიო, 13 ივნისი გრიგოლ ონიანი, ავტორი: "დღეს მსოფლიოს მმართველი ფარული ხელი მილიარდებს არ ზოგავს “გლობალიზაციისთვის” და ერებს თავს ახვევს ყოვლად მიუღებელი ცხოვრების წესებსა და კანონებს. ძლიერნი ამა ქვეყნისანი ადამიანებს მიერეკებიან ცხოველთა სამყაროში და ცდილობენ, ცივილიზაციის ისტორიის ბორბლის უკან დატრიალებას, ძალისხმევას არ იშურებენ სოდომიისა და საერთოდ სექსუალური გარყვნილების დასამკვიდრებლად". | |
საქართველო და მსოფლიო, 21 ივნისი, გიორგი რაზმაძე, სასულიერო პირი: ,,სიახლე არავისთვისაა ის, რომ ერთიცა და მეორეც (საქართველო და უკარინა), უკვე დიდი ხანია, ევრო-ამერიკელი აგრესიული ლიბერალებისთვის საცდელი ლაბორატორიაა. ხან აქ ატარებენ რაღაც ექსპერიმენტს და მერე იქ მიაქვთ, ზოგჯერ კი იქ ცდიან და მერე _ ჩვენთან. ამჯერად უკრაინა აღმოჩნდა ის ქვეყანა, რომელშიც ასე ღიად და პომპეზურად იზეიმეს მამათმავლებმა. ხვალ-ზეგ, დარწმუნებული ვარ, იმავეს აქაც გააკეთებენ... ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება _ გნებავთ, გეიაღლუმის ჩატარება; გნებავთ, სხვა რამ, არის ერთგვარი სურათი იმისა, რაც ხვალ აუცილებლად მოხდება საქართველოში. ეს გარდაუვალია და ამას ვერ ავიცილებთ, სანამ ქვეყანა უცხოეთიდან მართულ ფსევდოლიბერალ მედროვეებს აბარია. ამას ვერ ავიცილებთ იმ ფასადური ცვლილებებით, რომელსაც ერთი უნამუსო და უზნეო ხელისუფალის თუ მმართველის მეორეთი ჩანაცვლება ჰქვია…“
| |
ასავალ-დასავალი, 11-17 ივნისი კობა არაბული, მწერალი: „როდესაც ნარკომან-ლიბერასტთა და „გადაბრუნებული“ სექსის სექტანტთა მიტინგებს ჰოლანდიის ელჩი მართავს, ეს ელჩიც იმათ უნდა გააყოლო პედერასტთა „ქვეყანაში“? როდემდე უნდა გვეშინოდეს, როდემდე უნდა იყოს ხელისუფლება ამ წაჯექუკუჯექობაში?!“ | |
ობიექტივი, ღამის სტუდია, 7 ივნისი გიორგი ლომია, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: „აი, ზუსტად, რა მოგვიტანა ჩვენ იმ ფსევდო-თავისუფლებამ! როდესაც ჩვენ ვეუბნებით ქალს, რომ არა, შენ უფრო მეტად თავისუფალი უნდა იყო, შენ უნდა თქვა შენი სიტყვა ოჯახში! - დაინგრა ოჯახები! დღეს მამაკაცი რომ გაიცნობს ქალბატონს და უნდა, რომ ნორმალური და სერიოზული ურთიერთობა ჰქონდეს მარა, მეორე დღეს, მესამე დღეს უკვე ხედავს იქ პრეტენზიები, რო არა, მე ინდივიდუალიზმს ნუ დამაკარგვინებ, მე ჩემი სიტყვა მეთქმის, რატო უნდა ვიჯდე სახლში და ბავშვებს მოვუარო, მე უნდა ვისწავლო! შენ თუ ისწავლი, შენ თუ იმუშავებ, მე თუ ვისწავლი, მე თუ ვიმუშავებ, ბავშვებს საერთოდ... ანუ, გაქრება ქართველი ერი იმიტომ, რომ შვილები არ გვეყოლება იმიტომ, რომ ქალი ამბობს, რომ 40 წლამდე, 50 წლამდე შვილი არ მინდა. 50 წლის შემდეგ ღმერთი ან მოგცემს იმის საშუალებას, რომ გყავდეს შვილი, ან არა. აქედან გამომდინარე ჩვენ სერიოზული, დემოგრაფიული ფონდი რისკის ქვეშ დგას!“ | |
საქართველო და მსოფლიო, 13 ივნისი დარეჯან ანდრიაძე, ავტორი: „ქალმა დაიწყო ადგილის ძიება ოჯახის გარეთ. ცივი გონებით განსჯამ, პრაქტიციზმმა გააუხეშა და დაარღვია მისი ფაქიზი ქალური ბუნება. მას გაუნელდა შვილების ყოლისა და მათი აღზრდის სურვილი. გამოვიდა რა ოჯახიდან, ქალმა დაკარგა შინაგანი სიმშვიდე, კდემამოსილება, სისადავე, შინაგანი სიღრმე, გაუმჟღავნებელი განცდა; იდუმალების კვალი ნელ-ნელა ქრება თანამედროვე ქალის სახიდან". | |
ობიექტივი, ღამის სტუდია, 18 ივნისი დავით ჭიჭინაძე, ქართული ოცნება: „ახალი ტაქტიკა აქვთ არჩეული [ნაციონალებს], რაც შეიძლება მეტ ხალხს აცემიონ თავი... მე უბრალოდ მესმის აი, ამ ადამიანების [ქართული ოცნების წევრების]: სამხრეთელები ვართ, ქართველები ვართ კაცო, არა ვართ ჩვენ ეხლა ეს სკანდინავიელები და ცივსისხლიანები, ხო?! რაცხა გინებას თავისთვად მოყვება, რაღაც რეაქცია...“ | |
საზოგადოებრივი ორგანიზაციები
|
|
ასავალ-დასავალი, 4-10 ივნისი მედეა ადამია, ახალგაზრდა სტალინელები: „სტალინი ჩემმა ოჯახმა შემაყვარა. ყველგან, სახლში, ჩინეთშიც - ჩემს სამუშაო ოთახში მიდგას სტალინის ბიუსტი. ის უდიდესი პიროვნება იყო. სტალინის გრცხვენოდეს და ამ ქათმების კრიახით იამაყო, რომლებიც რუსთაველზე აქციაზე იდგნენ? ესენი არიან მიწასთან დასაბმელები, დოპინგის ქვეშ ვათოხნინებდი და ვაბარინებდი საქართველოს ტრიტორიის დაუმუშავებელ მიწებს. თუ არ გამოსწორდებოდნენ, ჰიტლერის გაზის კამერა მონაგონია, რასაც მათ მოვუწყობდი.“ „თბილისელები“ | |
დისკრიმინაციული გამოხატვის მაგალითები სრულად იხილეთ ვებ-გვერდზე: www.notophobia.ge | |
| | | ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში. | | | | | მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად. | | | | |
|
|