MDF
#9, 1 ოქტომბერი - ნოემბერი 30, 2020

წინასაარჩევნო მონიტორინგი 2020- ანტიდასავლური გზავნილები, სიძულვილის ენა, ყალბი ინფორმაცია

წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკოსთა მიერ 140 დისკრმინაციული და სიძლუვილის ენის შემცველი განცხადება გაკეთდა, რომელთა დიდი წილი ქსენოფობიური (87) შინაარსის იყო, შედარებით მცირე იყო პომოფობიური (47) კომენტარების რაოდენობა. პოლიტიკური პარტიებიდან სიძლვილის ენით “პარტიოტთა ალიანსი” და “ქართული მარში” გამოირჩეოდა. ვრცლად პოლიტიკური სუბიექტების მიერ გაკეთებული განცხადებები, შეგიძლიათ  იხილოთ მედიის განვითარების ფონდის  წინასაარჩევნო ანგარიშში.

ქსენოფობია

პოლიტიკოსები

ნიუსფრონტი, 27 ნოემბერი,
ენრი ონიანი, ქართული მარში: "გლობალისტები აღწევენ რასაც უნდა იმას, ქვეყნიდან გადის უამრავი ადამიანი და ძალიან მცირე ნაწილი ბრუნდება უკან. ჩემთვის პირადად ეს არის კატასტროფა, წარმოიდგინეთ, თუ ასეთი ვითარება გაგრძელდა ქვეყანაში, 10 წელიწადში ეთნიკური ქართველი იქნება ძალიან მცირე ნაწილი, შესაბამისად გაქრება ეროვნული თვითშეგნება და ქვეყანას მხოლოდ დარჩება სახელი…ნელ-ნელა შემოდის უცხოური კულტურა და მისადმი გაფანატება, ყოველივე ქართული დაკარგავს თავის ღირებულებას ...”

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ასავალ-დასავალი, 2 - 8 ნოემბერი
ლალი მაროშკინა, ძლიერი ქალი -ძლიერი სახელმწიფო: "დღეს საქართველოში სხვა ქვეყნების ინტერესიც იკვეთება, მათ შორისაა, არაბული სამყარო და თურქული ანკლავი. ნაციონალების მსგავსად, ესენიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მუშაობენ. ბევრ რამეში შეეშალათ ხელი - დაწყებული ნარკოტრეფიკით, დამთავრებული ფულის გათეთრებით."

თურქოფობია

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია-ყველას გასაგონად, 24 ნოემბერი
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „თურქეთი არ გაჩენილა კავკასიაში, არ ჩანს და არავინ შემოუშვებს მას აქ. ის, რომ აზერბაიჯანში თურქები არიან, თუ თურქი გენერლები, ეს დიდი ხანია. თურქი გენერლები წვრთნიან აზერბაიჯანულ ჯარს უკვე დიდი ხანია და საქართველოს ჯარსაც. ეს ერთი რამაა. თვითონ თურქეთი არ არის არც აქ, არც იქ. აჭარაში ცდილობს მაქსიმალურად შემოჭრას, ყველანაირ ექსპანსიას აკეთებს და ეკონომიკურად არის კიდავაც საქართველოში თურქეთი, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით მას საქართველოში არავინ შემოუშვებს არც აქ და არც აზერბაიჯანში. ეს რომ მოხდეს, მეორე დღეს რუსეთი დაუწყებს ომს თურქეთს“.

მედია

საქართველო და მსოფლიო, 7 ოქტომბერი,
დავით მხეიძე, ავტორი: "ერთადერთი ამიერკავკასიაში იყო შედარებით სტაბილური ვითარება და ნატოს წევრმა თურქეთმა ბაქოს მეშვეობით ამიერკავკასიაშიც ააგიზგიზა ცეცხლის ალი. რა თამაშები მიმდინარეობს გეოპოლიტიკურ კულისებში, ძნელი სათქმელია. იმაში კი ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თურქეთის ამჟამინდელი თავხედობა ადრინდელის გაგრძელებაა, როდესაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ საჯაროდ განაცხადა: თურქეთის საბოლოო მიზანი ე.წ. დიდი თურანის, ბათუმიდან სარაევომდე იმპერიის აღდგენაა, რასაც ტანკების გარეშე გავაკეთებთო… იქიდან გამომდინარე, რომ აჭარა ჩვენს “მეგობარ” თურქეთს პოლიტიკურ-ეკონომიკურად თითქმის უკვე ათვისებული აქვს, თურქეთის ამიერკავკასიაში აქტიურობა შეიძლება მევლუთ ჩავუშოღლუს მიერ გახმაურებული გეგმისკენ გადადგმული ნაბიჯია".

საქინფორმი, 8 ოქტომბერი,
არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი: "ყარაბაღის შემდეგ კი საქართველოს ჯერი დადგებოდა. ”ორი ხალხი - ერთი ტკივილი” - ამ ფორმულას ქართველებს შემთხვევით როდი უნერგავდნენ, ჰპირდებოდნენ რა დახმარებას აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებაში, როგორც კი ყარაბაღის საკითხს გადაწყვეტდნენ. ”ყარსის ხელშეკრულების გათვალისწინებით, აჭარის ხელში ჩაგდება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ასევე აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ ბორჭალოს, - გეგმავს ერდოღანი, - და მერე უკვე სომხეთზეც შეიძლება ფიქრი”. მხოლოდ ავადმყოფი ვერ გააცნობიერებს რა დაემართება საქართველოს, თუ ქართული არმია, აზერბაიჯანელი, თურქი და სირიელი ბოევიკების დახმარებით, შეეცდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესვლას, სადაც რუსული სამხედრო ბაზებია დისლოცირებული! 

საქართველო და მსოფლიო, 17 ნოემბერი,
არმაზ სანებლიძე, ჟურნალისტი: "თურქების რასობრივი უპირატესობა უალტერნატივოა! ეს კი _ “თეორიული” საფუძველი. ამ პოლიტიკას ახორციელებს ერდოღანის პარტია “სამართლიანობა და განვითარება” თურქების გაერთიანების ლოზუნგით. ამ კუთხითაც შევხედოთ დღევანდელ ჩვენ სამხრეთელ მეზობელს, საიდანაც ჩამოსულმა წვრილ-წვრილმა მოვაჭრეებმა ჯერ ბათუმში მოიკიდეს ფეხი, შემდეგ თბილისის დავით აღმაშენებლის პროსპექტი დაიპყრეს. ეს ექსპანსია კოვიდ-19-ის პანდემიამ ცოტა შეანელა, მაგრამ არ შეუჩერებია". 

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ასავალ-დასავალი, 2 - 8 ნოემბერი
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: "ნაძირალა სააკაშვილმა ათასობით თურქს საქართველოს მოქალაქეობა მისცა, მთელი აჭარა გაათურქა და რატომ გგონიათ, რომ თურქეთი ან აზერბაიჯანი, რომელსაც დავითგარეჯს აძლევდა, არ არიან დაინტერესებული ნაცების ხელისუფლებაში მოსვლით?!"

არმენოფობია

პოლიტიკოსები

News-front, 11 ნოემბერი
ერმილე ნემსაძე, ქართული მარში: „დორბლიანმა სააკოვმა [მიხეილ სააკაშვილმა] სამაჩაბლოს კოდორის ხეობა და დავით გარეჯი მიაყოლა პასუხი არავის უგია“.

მედია

ასავალ-დასავალი, 16 - 22 ნოემბერი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: [სათური]„საქართველომ ყარაბაღიდან არცერთი დევნილი არ უნდა მიიღოს! [ტექსტი] ეს ვერანაირად ვერ იქნება ანტისომხური პოზიცია! ეს ეროვნულად მოაზროვნე მილიონობით ქართველის ერთადერთი სახელმწიფოებრივი პოზიციაა! კმარა ყალბი სტუმართ-მოყვარეობით მომრავლებული ქართველთა მტრების დაბინავება საქართველოში!"

ყოფილი ხელისუფლება

ასავალ-დასავალი, 23-29 ნოემბერი
გიორგი ბარამიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარე: "საქართველოს ტერიტორიაზე სომეხ ლტოლვილებს თუკი შემოასახლებენ, სამუდამოდ დავკარგავთ ოკუპირებულ აფხაზეთს."

ისლამოფობია

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 30 ოქტომბერი
გიორგი კასრაძე, პატრიოტთა ალიანსი: „ბერვჯერ სცადეს, ამ რეგიონში, სხვადასხვა პროვოკაციები, მათ შორის აზიზიეს მეჩეთის აშენება ბათუმის ცენტრში და 15-მა ათასმა მუსლიმმა, ჯამში 70 ათასმა ადამიანმა, საიდანაც 15 ათასი აღმსარებლობით მუსლიმი იყო, წინააღმდეგობა გაუწია თურქული ფულით მეჩეთის მშენებლობას და აი, ამ ბრძოლის სათავეში იყო დავით-თარხან მოურავი.“

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

მედია

საქართველო და მსოფლიო, 17 ნოემბერი,
გიორგი გაჩეჩილაძე, ჟურნალისტი:  "ყველა არგუმენტი მართლმადიდებელი მორწმუნეებისა, რომლებსაც არ სურთ ეკუმენიზმსა და ფილოკათოლიციზმთან შეგუება, რომ აღარაფერი ვთქვათ პაპიზმზე, უბრალოდ, საკამათოც აღარ არის. ამიტომ მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან ყველა “ღვთისმეტყველური დიალოგი” გლობალისტური “ელიტის” მსახურ სატანისტურ ვატიკანთან, მსოფლიო ბოროტებასთან, კოლაბორაციონიზმად უნდა ჩაითვალოს". 

სასულიერო პირები

საქართველო და მსოფლიო, 27 ოქტომბერი,
გიორგი რაზმაძე, სასულიერო პირი: "დღევანდელი პაპის დაქვემდებარებაში არსებული კათოლიკური ეკლესია რეალურად არ არის ეკლესია, ის არის ჩვეულებრივი კორპორაცია, რომელიც ყველა ფორმით, ყველა გზითა და საშუალებით ცდილობს ქრისტიანობის ჩაკვლას მსოფლიოში. რაც შეეხება მამათმავლობის დაკანონების შესახებ განცხადებას, ბევრმა ის გაიგო, როგორც პროპაგანდა და, რა თქმა უნდა, ასეცაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მსგავსი განცხადება ისეთი ფიგურის მხრიდან, როგორიც პაპია, მხოლოდ პროპაგანდას არ ემსახურება… ამით, ფაქტობრივად, უგზავნიან სიგნალს სრულიად საქრისტიანოს და, უწინარესად, მართლმადიდებელ სამყაროს, რომ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ყველამ უნდა იფიქროს კომპრომისებზე ე.წ. ლიბერალური დემოკრატიის მოთხოვნების მიმართ".

საზოგადოება

ალია, 2-8 ნოემბერი
იუნა შაფათავა, მსახიობი: „ჯერ lockdown-ში ვართ, ხალხი ქუჩაში რჩება, ქირის ფულს ვერ იხდის, ეს [დონალდ ტრამპი] კიდევ დგას უტიფარი სახით და ჩვენ დიდებულ ქვეყანას great againს ქადაგებს, ეს იეღოვას მოწმე…“

ჰომოფობია

პოლიტიკოსები

ასავალ-დასავალი, 2 - 8 ნოემბერი
სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: „"ოცნებამ" შემოგვთვაზა "გირჩის" საქართველო! მამათმავლობის, ნარკოტიკების, უღმერთობის საქართველო! "ოცნება" შევიდა დანაშაულებრივ გარიგებაში ნაცებთან, "ევრონაცებთან", "გირჩთან", მართლმადიდებლობის მტრებთან!"
"თვალსაზრისი"

ასავალ-დასავალი, 9 -15 ნოემბერი
სოსო შატბერაშვილი, მემარცხენე ალიანსი: „მისი [“გირჩის”] ლიდერები მარიხუანის მოხმარებას ავადმყოფობადაც კი არ თვლიან. მათთვის ნარკომანია ნორმალურია, ისევე, როგორც ერთნაირსქესიანთა ქორწინება, მრავალცოლიანობა, პროსტიტუცია და ა.შ. ესაა შემაშფოთებელი, რომ ამის პროპაგანდას ხელს უწყობენ ფსევდოლიბერალური ტელევიზიები."

მედია

ნიუსფრონტი, 1 ნოემბერი,
რედაქცია: "სექსუალური გაუკუღმართების არავითარი გენი არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს ჰარვარდის უნივერსიტეტთან არსებული ფსიქიატრიული კვლევების ცენტრის მეცნიერებმა წერტილი დაუსვეს “ჰომოსექსუალური გენის” ისტორიას ბოლო წლების ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური გამოკვლევით და დაადასტურეს ის, რაც ისედაც ცნობილი იყო მსოფლიოს ყველა პატიოსანი ფსიქიატრისთვის: სექსუალური გაუკუღმართების არავითარი გენი არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. ყველა სექსუალური გაუკუღმართება პედერასტიით დაწყებული, პედოფილიითა და სხვა კოპროფაგიით დამთავრებული, ან ფსიქიკური აშლილობის, ან პროპაგანდისა და გარყვნილების შედეგი და ნაყოფია. ჰომოსექსუალური ქცევის 99 პროცენტი გამოწვეულია სოციალური ან ეკოლოგიური ფაქტორებით.”

საქართველო და მსოფლიო, 10 ნოემბერი,
ზურაბ ცუცქირიძე, ავტორი: „რომ არა კოლოსალური ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა, ლგბტ მახინჯი ორგანიზაციები ვერ მოახერხებდნენ ბევრი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის დატერორებას. საქმე იქით მიდის, რომ მალე გეები, ლესბოსელები, ბისექსუალები და ძმანი და დანი მათნი თავიანთ თავს ნორმალურად, ხოლო ჰეტეროსექსუალებს არანორმალურებად აღიარებინებენ საზოგადოებრიობას. განა ამის ნიშანი არ არის ის, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მამათმავლობა დაავადებათა სიიდან ამოშალა და სიყვარული სნეულებად გამოაცხადა?!… როდესაც გაიძულებენ, აღიარო, კაცის კაცთან ქორწინება კარგიაო, ეს განა სიმართლეზე სიცრუის, ზნეობაზე უზნეობის გამარჯვება არ არის? მეტიც, ეს არის მიუტევებელი სოდომური ცოდვის კარგ საქციელად ტრანსფორმირების ცდა".  

ასავალ-დასავალი, 23-29 ნოემბერი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „კობიაშვილმა ქართული ფეხბურთი, საკუთრი მაფიის გარდა, ლგბტ აქტივისტობასაც შესწირა, როდესაც კაშიას ლგბტ სამკლავურს ლეღვის ფოთოლივით გადაეფარა და ფიფა-საგან ჯილდოც კი მიიღო ლგბტ კაშიარასტობისთვის!"

ანტიდასავლური განწყობები

მედია

ასავალ-დასავალი, 9 -15 ნოემბერი
დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: „ამერიკაში ჩატარებული არჩევნები მოულოდნელი შედეგით დასრულდა და როგორც ამერიკის, ისე მთელი მსოფლიოს მოსახლეობას პირბაიდენი გაუკეთეს!...
ბაიდენის ულტრალიბერასტული შეხედულებები და ელგებეტელთა მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულება ქმნის იმის საშიშ მოლოდინს, რომ, თუ უფრო ადრე არა, 2021 წლის 17 მაისს ქართველმა ბოლოქანქარებმა და მათმა პატრონებმა თბილისში გეი-პარადი ჩაგვიტარონ!"

ნიუს-ფრონტი, 5 ნოემბერი
ნიუს-ფრონტის რედაქცია და დემურ გიორხელიძე, ეკონომისტი: „სენატში, დელავარის შტატიდან არჩეული იქნა პირველი ტრანსგენდერი, 30 წლის ქალი სარა მაკბრაიდი. მან რესპუბლიკელი სტივ ვაშინგტონი დაამარცხა… ახლა ქ-ნი სარა ყველაზე მაღალი თანამდებობის ტრანსგენდერია აშშ-ში!
წარმომადგენელთა პალატაში კი 26 წლის ტრანსგენდერი ქალი ტეილორ სმოლი აირჩიეს ვერმონტის შტატიდან, ხოლო 32 წლის ნიუ-იორკის საქალაქო საბჭოს წევრი რიჩი ტორესი პირველი აფრო-ამერიკელი გეია, კანონმდებლად არჩეული (წარმომადგენელთა პალატაში) და ა.შ. და ა.შ.
p.s. ჯერ სად ხართ! ეს მხოლოდ დასაწყისია! 

საქართველო და მსოფლიო, 7 ოქტომბერი,
დავით მხეიძე, ავტორი: " 30 წელიწადია, მთელი ე.წ. ლიბერალური მსოფლიო ებრძვის მართლმადიდებელ რუსეთს, რომელიც ანტიქრისტეს მეფობის ჟამს ნამდვილად მესამე რომია. ეს სულაც არ არის გადაჭარბებით ნათქვამი, რადგან ანტიქრისტეს მეფობა არ ნიშნავს აუცილებლად ჩლიქებიან–რქებიანი არსების ცხადში დანახვას. ანტიქრისტეს მეფობაა ლგბტ თემის აღლუმები, ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინებები და სხვა მრავალი გარყვნილება, რომლებსაც გვთავაზობს “განათლებული” დასავლეთი _ “პროგრესულ” ღირებულება–ფასეულობებს, რომელთა მიღება ვერაფრით აიძულეს “ველურ” რუსეთს (და ჯერ–ჯერობით ჩვენც)". 

სასულიერო პირები

საქართველო და მსოფლიო, 17 ნოემბერი,
გიორგი რაზმაძე, სასულიერო პირი: "...ამ პარლამენტში აუცილებლად დადგება ჰომოსექსუალებისთვის ქორწინების უფლების რამე ფორმით დაკანონების საკითხი. რა ფორმითაც არ უნდა შეფუთონ ეს ყველაფერი და რა სახელიც არ უნდა მოუფიქრონ, ერთი რამ მათ, როგორც ჩანს, მაინც ავიწყდებათ _ თუ ქართველმა ხალხმა საბოლოოდ ხელი აიღო თავზე და უმართავი პროცესები დაიწყო, რაც აუცილებლად მოხდება, ევროპის ვერანაირი შეშფოთება–აღშფოთება ვერ უშველით." 

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

Media Development Foundation

http://notophobia.ge/

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube