1 ივლისი - 16 ივლისი, 2021 |
|
|
|
|
მიმდინარე გამოცემის თემები
- კრემლის მიერ მხარდაჭერილი ბრბოს მიერ მედიაზე თავდასხმის შემდეგ Tbilisi Pride გაუქმდა
- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში „სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ”
- რადიკალური ძალებისა და საქართველოს მმართველი პარტიის ანტიდასავლური ნარატივები
|
|
|
|
|
|
პოლიტიკის უახლესი მოვლენები |
|
|
|
კრემლის მიერ მხარდაჭერილი ბრბოს მიერ მედიაზე თავდასხმის შემდეგ Tbilisi Pride გაუქმდა
|
|
|
|
5 ივლისს, LGBTQI+ ადამიანები, უფლებადამცველები, ასევე პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სექსუალური უმცირესობების უფლებების მხარდასაჭერად რუსთაველის გამზირზე მსვლელობის გამართვას გეგმავდნენ. წარსულის მსგავსად, პრორუსულმა და ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა Tbilisi Pride-ის ჩაშლა ამჯერადაც სცადეს, რისთვისაც ქუჩაში გამოვიდნენ და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მდებარე იმ ტერიტორიის ბლოკირება მოახდინეს, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თუმცა, წელს პროცესები განსხვავებულად განვითარდა, რადგან ძალადობრივი თავდასხმების მთავარი სამიზნე ამ მოვლენების გაშუქებაში ჩართული მედიის ათობით წარმომადგენელი გახდა, ხოლო სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა ვერც ჟურნალისტების დაცვა შეძლეს და ვერც თავდამსხმელების შემთხვევის ადგილზე დაკავება.
გარდა იმისა, რომ სახელმწიფომ ვერ დაიცვა თავისი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები, მთავრობა მრადიკალები, მათ შორის კრემლის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები, რომელთაც კანონი დაარღვიეს, წაახალისა. 5 ივლისს, დილით, Tbilisi Pride-ის საკითხზე კომენტირებისას, პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ Tbilisi Pride-ის ჩატარება რუსთაველის გამზირზე „მიზანშეუწონელია“, რადგან ეს „მიუღებელია” მოსახლეობის უმრავლესობისთვის და შეიცავს „სამოქალაქო დაპირისპირების” საფრთხეს.პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ღონისძიებას მხარს „რადიკალური ოპოზიცია" უჭერდა, რომელსაც „ქართული ოცნების” ტრადიციული „განტევების ვაცი“, მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი ხელმძღვანელობდა. მომდევნო საათებში პრორუსული და ულტრამემარჯვენე ჯგუფები, რომლებიც პარლამენტის შენობასთან კონტრ-აქციაზე უკვე იყვნენ შეკრებილნი, ევროკავშირის დროშა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს წინ ეკიდა დემონსტრაციულად ჩამოხსნეს და იქვე ჯვარი აღმართეს. მთელი დღის განმავლობაში, მოძალადეები თავს50-ზე მეტ ჟურნალისტს დაესხნენ, რის შედეგადაც რამდენიმე მათგანი მძიმედ დაშავდა. „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო, Tbilisi Pride–მა დაგეგმილი LGBTQI+ მსვლელობა გააუქმა.
ჰომოფობიური პოგრომიდან რამდენიმე დღეში, TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს მიყენებული მძიმე დაზიანებების შემდეგ საავადმყოფოდან რამდენიმე დღის გაწერილი იყო, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. გარდაცვალების საბოლოო ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა, თუმცა, შსს-მ TV პირველის ოპერატორის გარდაცვალების შესაძლო მიზეზად ნარკოტიკების ზედოზირება დაასახელა და ვერსიის დასადასტურებლად ვიდეო ჩანაწერები გამოაქვეყნა. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებამ, მთავრობის უუნარობასთან ერთად, რომ ათობით სხვა ჟურნალისტის მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა დაეკისრებინა დარბევის ორგანიზატორებსა და დამნაშავეებზე, ანტისამთავრობო დემონსტრაციების მორიგი ტალღა წარმოშვა, რომელსაც სათავეში საკუთრივ მედია წარმომადგენლები ჩაუდგნენ. კონტრაქციის ჩატარების შემდეგ კი რადიკალურმა ჯგუფებმა ევროკავშირის დროშა კიდევ ერთხელ ჩამოხსნეს და დაწვეს. მოგვიანებით დროშა საკანონმდენლო ორგანოს წინ პარლამენტის თავმჯდომარემ აღმართა.
სხვადასხვა ქართული სამოქალაქო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ძალადობრივი ჯგუფების უკან მყოფი აქტორები, მათ შორის, ლევან ვასაძე, მედია „ალტ-ინფო“ და გურამ ფალავანდიშვილი წარმოადგენენ ადგილობრივ პრორუსულ პოლიტიკურ ძალებს და მათ კავშირი კრემლთან დაკავშირებულ პირებთან, მაგალითად ალექსანდრე დუგინთან აქვთ.
საქართველოს მოკავშირეებმა მთავრობის მიერ პროცესების ამგვარად მართვა დაგმეს. აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა პრემიერი ღარიბაშვილი ნაკლები გადამწყვეტი მოქმედებისთვის გამო გააკრიტიკა. „აშშ მასების მართვისთვის საჭირო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, საქართველოს სამართალდამცველ უწყებებთან ბევრს მუშაობდა. ამდენად, ჩვენ იმედგაცრუებულნი ვიყავით, როდესაც ეს გადამზადება და აღჭურვილობა არ იყო გამოყენებული, იმ დროს, როდესაც აშკარა გახდა, რომ მასაში იყვნენ ისეთებიც, რომელთაც ძალის გამოყენება სურდათ,“ აღნიშნა აშშ-ის ელჩმა. პასუხად კითხვაზე, განიხილავს თუ არა აშშ მიზნობრივი სანქციების გამოყენებას ძალადობაზე პასუხისმგებელი ქართველი ჩინოვნიკების მიმართ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ „ჩვენ გვაქვს რამდენიმე მექანიზმი მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევასა და ძალადობაში მსოფლიოს გარშემო. სანქციები ნამდვილად არის ამ მექანიზმებიდან ერთ-ერთი”. „ჩვენ სანქციებზე წინასწარ არ ვსაუბრობთ, ვიდრე მათ ამოქმედებთ,” - განაგრძო სპიკერმა და დასძინა „მაგრამ ჩვენ ძალზე ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს სიტუაციას და ვიღებთ ვალდებულებას, რომ პასუხი აგონ ამაზე პასუხისმგებელ პირებმა,” განაცხადა პრაისმა.
|
|
|
|
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში „სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ”
|
|
|
|
8 ივლისს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში თემაზე „ადამიანის უფლებათა მდგომარეობა სხვადასხვა ქვეყანაში”. მოხსენება, რომელიც მოიცავს 43 ქვეყანას, ფარავს საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას და ბალტიის ქვეყნებს (ე.ი. დასავლური მისწრაფებების მქონე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს) და არ მოიცავს რეგიონის სხვა ისეთ სახელმწიფოებს, რომლებთანაც რუსეთის ფედერაციას შედარებით ნორმალური ურთიერთობა აქვს.
მოხსენებაში, საქართველოზე საუბრისას, რამდენიმე საკითხია ხაზგასმული, როგორებიცაა „მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლებების რეგულარული დარღვევა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ძალოვანი სტრუქტურების მიერ ზედმეტი ძალის გამოყენება". თუმცა, მოხსენების უდიდესი ნაწილი (საქართველოზე) ეთნიკური უმცირესობების უფლებებსა და ავტონომიის მიმართ მათ გაზრდილ „მოთხოვნებს" ეთმობა. „სომხური საზოგადოება დიდი ხანია აყენებს სამცხე-ჯავახეთის ავტონომიის საკითხს, ხოლო ქვემო ქართლის აზერბაიჯანელები ითხოვენ ფართო წარმომადგენლობას ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში, სადაც ყველა მთავარი თანამდებობას ქართველები იკავებენ,” ნათქვამია ანგარიშში. მართალია ეს შესაძლოა რეალობა ყოფილიყო 90–იან წლებში, თუმცა მას შემდეგ საქართველომ გრძელი გზა გაიარა და დღეს, სამცხე–ჯავახეთში არ არსებობს სამოქალაქო ან პოლიტიკური მოძრაობები ავტონომიის მოთხოვნით, ხოლო აზერბაიჯანელებით დასახლებული უდიდესი ქალაქ მარნეულის მერი აზერბაიჯანული ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელია.
ანგარიშში ასევე ხაზგასმულია დეპორტირებული მესხების (1944 წელს საბჭოთა რეჟიმის მიერ დეპორტირებული მესხეთის რეგიონში მცხოვრები ადამიანების ჯგუფი) საკითხი. „თურქი მესხების რეპატრიაციის პრობლემის მოგვარების გაუმჯობესების ნიშნები არ არსებობს იმის გამო, რომ თბილისი არ ასრულებს თავის ვალდებულებებს ამ მიმართულებით. ექსპერტები ასევე აღნიშნავენ ქართველი მოსახლეობის მხრიდან თურქი მესხების მიმართ მტრულ დამოკიდებულებას და განწყობას” - ვკითხულობთ დოკუმენტში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოხსენებაში ხაზგასმით იმის აღნიშვნა, რომ თითქოს საქართველოში ეთნიკურ უმცირესობები ავტონომიას ითხოვენ (რასაც რეალური საფუძველი არ აქვს), სავარაუდოდ, მიზნად თბილისის დაშინებას და იმის დემონსტრირებას ისახავს, რომ რუსეთი მზადაა ასეთი მგრძნობიარე საკითხები საკუთარი მიზნებისთის გამოიყენოს მომავალში.
|
|
|
|
ᲝᲙᲣᲞᲘᲠᲔᲑᲣᲚ ᲢᲔᲠᲘᲢᲝᲠᲘᲔᲑᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲘᲗ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲛᲝᲕᲚᲔᲜᲔᲑᲘ |
|
|
|
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ენგურის გადასასვლელზე შეზღუდვებს ხსნის
|
|
|
|
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, სოხუმმა უკანონოდ დაწესებული შეზღუდვები, რომელთა მიხედვითაც, მხოლოდ ადამიანთა კონკრეტულ კატეგორიას (ხანდაზმულები, პენსიონერები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები და სხვა) ჰქონდა გადაადგილების უფლება, მოხსნა.
შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, 5 ივლისიდან „საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა, გადაადგილების ე.წ. ნებართვის მქონე, ყველა პირისთვის გახდა შესაძლებელი”, რაც გულისხმობს, რომ თბილისის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლა „შესაძლებელია კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების სრული დაცვით”. გალის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა განმარტა, რომ ენგურის გადასასვლელზე განთავსდება სამედიცინო პოსტი, სადაც საჭირო იქნება დოკუმენტაციის წარდგენა ვაქცინაციის, PCR ტესტის პასუხის შესახებ ან COVID-19-ის უკვე გადატანის შემთხვევაში ანტისხეულების დამადასტურებელი დოკუმენტი. გადასვლა შესაძლებელი იქნება ადგილობრივი დროით 9:00-დან 19:00-ის შუალედში. გადაადგილების თავისუფლებაზე შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, გალის რაიონის ადმინისტრაციის დე ფაქტო ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ „საზღვრის” კვეთის რეჟიმი გამარტივდა, რათა ხალხს შეეძლოს გადავიდეს და ჩაიტაროს ვაქცინაცია. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ვირუსს უნდა ებრძოლონ „აი ასე - ერთობლივად”.
|
|
|
|
რუსეთი ბიჭვინთის, აფხაზეთის რეგიონის ცნობილ საკურორტო ქალაქის, აღმოსავლეთ ნაწილზე კონტროლს ამყარებს
|
|
|
|
რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მიღწეული „შეთანხმების” მიხედვით, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკი, რომელიც 184 ჰექტარს მოიცავს, რუსეთის დაცვის ფედერალური სამსახურის საკუთრებაში გადავა მხოლოდ 1 რუბლის სანაცვლოდ. შეთანხმებამ აფხაზეთის საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია.
|
|
|
|
IPRM-ის 101-ე შეხვედრა ერგნეთში
|
|
|
|
ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 101-ე შეხვედრა გაიმართა. ქართულმა მხარემ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისა და გენადი ბასტიევის უპირობო განთავისუფლება მკაცრად მოითხოვა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) წარმომადგენლის, ირაკლი ანთაძის, მიხედვით, ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხზე გარკვეული შესაძლებლობები არსებობს და აღნიშნულზე მხარეებმა ინტენსიური დისკუსია გამართეს, თუმცა მან მეტი დეტალების გასაჯაროებისგან მოცემულ ეტაპზე თავი შეიკავა.
ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ (EUMM) განცხადება გამოაქვეყნა, სადაც იუწყება, რომ შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს რამდენიმე საკითხი: გამშვები პუნქტების „გახანგრძლივებული დახურვა” და სხვა შეზღუდვები, რომლებიც კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობის ყოფაზე გავლენას ახდენს; ბოლოდროინდელი უსაფრთხოების განვითარებები, მიმდინარე დაკავების შემთხვევები და COVID-19-ის პანდემიის შედეგები. ფასილიტატორებმა (EUMM და ეუთო) კვლავ გაიმეორეს მათი პოზიცია, რომ მზად არიან მხარი დაუჭირონ ყველა მცდელობას, რომელიც გზას გაუკვალავს გადაადგილების თავისუფლების აღდგენასა და სხვა საკითხების გადაწყვეტას, მაგალითად, როგორიცაა სარწყავი წყლის მენეჯმენტი.
ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლმა, იგორ კოჩიევმა, შეხვედრაზე რამდენიმე ბრალდება გააჟღერა, როგორიცაა საქართველოს საპოლიციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ „დარღვევების” ჩადენა ან სხვების ნების დართვა, რომ მსგავსი „დარღვევები” განახორციელონ. კერძოდ, მან ანტისაოკუპაციო აქტივისტი დავით ქაცარავა ე.წ. „სახელმწიფო საზღვრის” კვეთაში დაადანაშაულა და დაიმუქრა, რომ დარღვევებს აღკვეთავს და მათ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოაქცევს. გარდა ამისა, კოჩიევმა აღნიშნა, რომ წინა შეხვედრის შემდეგ საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს ე.წ. „საზღვრის” დარღვევისთვის, დაკითხეს და გაათავისუფლეს. ასევე, კოჩიევმა ქართული მხარე დაადანაშაულა IPRM-ის წინა შეხვედრის შემდეგ ვერტმფრენითა და მსუბუქი თვითმფრინავით ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცის” „დარღვევაში”. აგრეთვე, მან კვლავ გაიმეორა, რომ საქართველოს პოსტი უისტაში (ჩორჩანაში) უკანონოა და ის უნდა მოიხსნას.
|
|
|
|
ზაზა გახელაძე ცხინვალის საპატიმროდან გათავისუფლდა
|
|
|
|
IPRM-ის შეხვედრის შემდეგ ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხზე ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, ხოლო შეხვედრის შემდეგ დღეს ცხინვალის რეგიონის („სამხრეთ ოსეთის”) დე ფაქტო პრეზიდენტმა ზაზა გახელაძე შეიწყალა. ის უკვე გათავისუფლდა და თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს, სადაც გახელაძეს ოჯახის პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი და სხვა ოფიციალური პირები შეხვდნენ, რის შემდეგაც ის ოჯახს დაუბრუნდა.
|
|
|
|
დეზინფორმაციის მონიტორინგი |
|
|
|
პრიმაკოვის ცენტრის დირექტორის შეცდომაში შემყვანი განცხადება. 3 ივლისს, საინფორმაციო სააგენტო „პატრიოტმა” გაავრცელა პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადება, რომლის თქმით, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი და ასევე კანონი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ მთავრობას უფლებას აძლევს, „ლგბტ აღლუმი” გააუქმოს. რეალურად, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონში მკაფიოდაა მითითებული, რომ შეკრების შეზღუდვა მხოლოდ ძალადობის პროპაგანდის და შუღლის გაღვივების შემთხვევაში ხდება. შეზღუდვა, რომელიც კონსტიტუციის მე-17 თავის, მე-5 პუნქტშია აღნიშნული, ღირსების მარშს არ ეხება. ამის შესახებ ვრცლად იხილეთ „მითების დეტექტორზე”.
|
|
|
|
ავსტრიული გამოცემა ZIB-ის გაყალბებული თარგმანი. 5 ივლისს ფეისბუქ გვერდმა „ტელეკომპანია ახალი” გამოაქვეყნა პოსტი ყალბი მტკიცებით, თითქოს ავსტრიულმა საინფორმაციო გამოცემა ZIB-მა ევროკავშირისგან საქართველოსთვის დაფინანსების შეწყვეტა მოითხოვა. პოსტს თან ერთვოდა გამოცემის სქრინშოთი, რომელიც მხოლოდ თბილისი პრაიდზე 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს განიხილავდა, ხოლო ევროკავშირის მხრიდან დაფინანსების შეწყვეტა ნახსენები არ ყოფილა.
|
|
|
|
დეზინფორმაცია, თითქოს მუსლიმმა თემმა ლონდონში 500 ეკლესია შეიძინა. 2021 წლის 25 ივნისს ფეისბუქ ჯგუფში Photo-Fact GEORGIA რუსულენოვანი ისლამური გვერდის „Ислам - Баку”-ს მიერ გამოქვეყნებული სიუჟეტი გაზიარდა. ვიდეო რუსულ პროპაგანდისტულ არხს Russia Today-ს ეკუთვნის და 2013 წლიდან ვრცელდება, თუმცა მისი გახმოვანება შეცვლილია. მუსლიმების მიერ ქრისტიანული ტაძრების შეძენა და მათი მეჩეთებად გადაკეთება მასობრივი ტენდენცია არ არის. ვრცლად გაეცანით „მითების დეტექტორზე”.
|
|
|
|
გამოაშკარავება და საჯარო კრიტიკა |
|
|
|
რადიკალური ძალებისა და საქართველოს მმართველი პარტიის ანტიდასავლური ნარატივები
|
|
|
|
5 ივლისს საქართველოში მომხდარ ძალადობრივ მოვლენებს უძღოდა მწვავე განცხადებები როგორც რადიკალური ჯგუფების, ასევე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან. მათ შორის ყველაზე შოკისმომგვრელი საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება იყო, რომელიც მან თბილისი პრაიდის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი კონტრ – აქციის დაწყებამდე გააკეთა. სინამდვილეში, ღარიბაშვილის გამოსვლამ ჰომოფობიური დაჯგუფებები მეტი ძალადობისკენ წააქეზა, რადგან მან თბილისი პრაიდის მარში „მიზანშეუწონლად" მიიჩნია. „დღეს დაანონსებული მარში და მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად. დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს, მოსახლეობის უმრავლესობისთვის აღნიშნული აქციის ჩატარება არის მიუღებელი, შესაბამისად მიმაჩნია რომ აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმამთავრობის სხდომაზე. მის პოზიციას მხარი მისმა თანაგუნდელებმაც აუბეს, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა (დაპირისპირების ეპიცენტრში პოლიციის არაპროპორციული განაწილებით, რამაც რადიკალურ ძალებს თავისუფლად მოქმედებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობრივი გეგმის განხორციელების საშუალება მისცა).
რამდენიმე პროვოკაციული ანტიდასავლური კომენტარი რადიკალურ ძალთა ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ვასაძეს მეგობარსა და 5 ივლისის მოვლენების ანტიგმირ „ალტ-ინფოს" ხშირ სტუმარს, გურამ ფალავანდიშვილსაც ეკუთვნის. ამ მოვლენებიდან ხუთი დღით ადრე, ფალავანდიშვილმა შეკრიბა თავისი მომხრეები საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ოფისის წინ და მოითხოვა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელისა და საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის გადადგომა მათ მიერ თბილისი პრაიდის მარშის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისდა გამო. „თქვენ ნახეთ რაოდენ ბნელი ორგანიზაციაა ევროკავშირი... გავავრცელებთ პეტიციას, რომელსაც ათასობით ქართველი მოაწერს ხელს, განსაკუთრებით ლგბტ პრაიდის გამართვის წინ. ჩვენ ვითხოვთ პრაიდის გაუქმებას, ასევე კარლ ჰარცელის და ამერიკის ელჩ კელი დეგნანის გაძევებას, „პერსონა ნონ გრატად” გამოცხადებას. მათ ოკუპირებული აქვთ მთელი იდეოლოგია, მაგრამ ხალხს ვერ მოერევიან” - განაცხადა ფალავანდიშვილმა. 4 ივლისს ფალავანდიშვილი იმუქრებოდა რომ ღამეს რუსთაველის გამზირზე გაატარებდა და მომდევნო დღეს კი თბილისი პრაიდს ჩაშლიდა. მან აგრესიული განცხადებები გააკეთა და პრაიდის მონაწილეებს მოუწოდა, არ გასულიყვნენ რუსთაველის გამზირზე.
|
|
|
|
სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივები |
|
|
|
საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, ISFED-მა და GRASS-მა, ატლანტიკური საბჭოს DFRLab-თან ერთად, გამოიკვლია და გაანალიზა სხვადასხვა აქტორების მიერ პრაიდის კვირეულში ტრადიციულ და სოციალურ მედიაში გავრცელებული დეზინფორმაცია, მადისკრედიტირებელი გზავნილები, სიძულვილის და მუქარის შემცველი განცხადებები. ანგარიშის მიხედვით, სიძულვილის და მუქარის გზავნილების გავრცელებაში აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები, ულტრა-ნაციონალისტური და პრო-რუსული აქტორები. ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ანტი-დასავლური და კრემლთან აფილირებული ისეთი ჯგუფებისა და ინდივიდების როლზე, როგორებიცაა ალტ-ინდო მედია, ლევან ვასაძე და გურამ ფალავანდიშვილი.
|
|
|
|
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ გამოაქვეყნა კვლევა ქართულ დეზინფორმაციულ ეკოსისტემაში ახლადგამოჩენილ პროპაგანდისტულ მედია საშუალება - სფეისნიუსის შესახებ. ISFED-ის ანგარიშის მიხედვით „სფეისნიუსს” კავშირები აქვს კრემლისტურ მედია „ნიუსფრონტთან”. „სფეისნიუსი” ქმნის ქართულ პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებულ კონტენტს, რომებსაც ფონად ანტიდასავლური გზავნილები გასდევს და ფეისბუქზე სხვადასხვა არაავთენტური ანგარიშების მიერ ვრცელდება, რომლებიც ძირითად პრორუსული და ანტიდასავლური გზავნილების გაჟღერებისთვის გამოიყენება. ISFED-ის ანგარიშში ასევე საუბარია „სფეისნიუსის” მფლობელებზე და გავრცელების ტაქტიკებზე, რომელსაც არავთენტური ქცევის ნიშნები აქვს. დამატებით, ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია „სფეისნიუსის” წამყვანების შესახებ, ისეთების როგორებიცაა, გიორგი მდივანი და ვაკა გიორგილაძე („იმედის” ყოფილი წამყვანი). „სფეისნიუსი” ასევე შემჩნეულია პროსახელისუფლებო და ანტიოპოზიციური გზავნილების გავრცელებაში. კიდევ ერთმა არასამთავრობო ორგანიზაცია „მითების დეტექტორმა” (MDF), ასევე გამოაქვეყნა ანგარიში „სფეისნიუსის” შესახებ. ამ ანგარიშის მიხედვით, „სფეისნიუსი”, რომელიც ხშირად მასპინძლობს პრორუსულად განწყობილ, სამთავრობო და ულტრანაციონალისტურ „ექსპერტებს”, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება მომსახურების კონტრაქტების საშუალებით. „მითების დეტექტორი” მკითხველს ასევე სთავაზობს „სფეისნიუსის” უკან მდგარი აქტორების დეტალურ აღწერას.
|
|
|
|
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (GFSIS - Rondeli Foundation) გამოაქვეყნა მე-16 ნომერი სამხრეთ კავკასიაში ჩინეთის საქმიანობის შესახებ, რომელიც ჩინეთსადა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის, სპორტისა და ჯანდაცვისსფეროებში განვითარებული მოვლენებია აღწერილი. გამოცემის თანახმად, „ქართველი თანამდებობისპირები და სხვა ფიგურები ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაშიმონაწილეობდნენ”. ანგარიშის თანახმად, მნიშვნელოვანი პროცესები შეიმჩნეოდა ეკონომიკაშიც. კერძოდ, 2021 წლის იანვარ-მაისში „ჩინეთი საქართველოს სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორი იყო”. გარდა ამისა, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებშითანამშრომლობის გაძლიერების იმედი გამოთქვა, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისმოადგილემ აღნიშნა რომ „საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთის ინვესტიციების შემოდინებას”. ეკონომიკის გარდა, თანამშრომლობა დაიწყო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვისეროვნულ ცენტრსა და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ჩინურ ცენტრს შორის.
|
|
|
|
მედიის განვითარების ფონდმა (MDF) გამოაქვეყნა ანგარიში, რომელმაც ის მთავარი გზავნილები და აქტორები გამოავლინა, რომლებიც ანტი-პრაიდის კამპანიაში იყვნენ ჩართული. 10 ძირითად გზავნილს შორის, რომელიც მონიტორინგის დროს გამოიკვეთა, ელჩების წინააღმდეგ მუქარებიც ფიგურირებდა. მითების დეტექტორის მონიტორინგის შედეგად 28 ფეისბუქ გვერდი, 23 ფეისბუქ ჯგუფი და რამდენიმე ინდივიდუალური პროფილი გამოვლინდა, რომელთა საშუალებითაც ულტრა-ნაციონალისტური, კონსერვატიული, კრემლთან დაკავშირებული და რელიგიური აქტორები სოციალურ მედიაში სიძულვილის ენის შემცველ გზავნილებს ავრცელებდნენ. კვლევის მიგნებები მიგნებები იხილეთ აქ.
|
|
|
|
იხილეთ ამ დროისთვის გამოქვეყნებული GWB-ის ყველა პუბლიკაცია აქ.
|
|
|
|
|