MDF
# 25, 1-31 ივლისი, 2017

14 ივლისს ქართულმა რადიკალურ-ექსტრემისტულმა ჯგუფებმა აღმაშენებლის გამზირზე"ქართველთა მარში” გამართეს, რომელიც ორგანიზოტრთა განმარტებით, არალეგალი უცხოელების - ირანელების, არაბების, აფრიკელების და სხვებოს წინააღმდეგ იყო მიმართული. მედიაში აღნიშნული მარშის გაშუქებისას შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

  1. რასიზმი;
  2. ისლამოფობია, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია;
  3. ქსენოფობია
  4. მიგრანტი = კრიმინალს.

1. რასიზმი მიგრანტების მიმართ

ობიექტივი, ღამის სტუდია, 11 ივლისი
გია კორკოტაშვილი, ჩვენი სამშობლო: "ეხლა აი, აქ დგეხარ შენ [პოლიციელი] და ბრძანება გაქვს იმისი, რო მაინც ისე არ შეეხო ამათ, ესენი… ამ პატარა გოგოშკებს მიათრევენ აქეთ-იქეთ ეს ზანგები და ისინი... აგერ არ იყო 15 ათასი  შემთხვევაა პირადად ჩემი სამეზობლო რო დაინახეს ეგეთი რამ, დაერიენ, დატყიპეს, დაუხიეს თავები ამ ზანგებს და იმეებს, რატო? რისი გულისთვის? ამ ჩვენ გოგოებს და იმეებს თმებით.”

საქართველო და მსოფლიო, 21 ივლისი
ნიკა კორინთელი, ანდრეი ალექსეევის  წერილის მიხედვით: "ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, რომელშიც თეთრკანიან ქრისტიან ხალხებს ჯერ კიდევ კარგად არ გაუცვნიათ ერთმანეთი, მაგრამ აქტიურად ასიმილირდებიან სხვა რასებთან. ამრიგად, განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპი გამოტოვებული, ეს კი ნიშნავს იმას, რომ არანაირი რასობრივი ჰარმონია არ არსებობს... ტოლერანტულობის დიქტატურის მიუხედავად, საუბარი რასობრივ ომზე ევროპაში სულ უფრო აქტუალურია. საქმე ის კი არ არის, რომ ჩვენთვის მუსლიმური კულტურაა უცხო, არამედ ის, რომ ჯერ არ მოვმწიფებულვართ ურთიერთგაგებისთვის... გერმანია თითქმის ოკუპირებული აქვთ თურქებს.... 2 თეთრი რასა მალე გადაშენდება. ეს აქტიურად რომ მიმდინარეობს, საიდუმლო არავისთვის აღარ არის, თუმცა ერთი რელიგიის არათეთრმა ხალხებმაც ვერ მოასწრეს ერთმანეთის გაგება. სამაგიეროდ, მოასწრეს ქრისტიანულ ქვეყნებში ინტეგრირება. იაპონიასა და ჩინეთს ან შიიტებსა და სუნიტებს შორის, უკვე საუკუნეებია, დაპირისპირება არ წყდება. ამასთანავე, ქრისტიანული ქვეყნებიც ვერ იტანენ ერთმანეთს. აქ გლობალიზაციაზე ლაპარაკიც კი უადგილოა."

საქართველო და მსოფლიო, 7 ივლისი
ბესო ბარბაქაძე, ჟურნალისტი: „ახალციხეში ექვსი წლის ბიჭი გააუპატიურა ვიღაც ირანელმა. როგორ არ გავიხსენოთ, რომ 1659 წელს, კახეთის აჯანყებით ცნობილი მოვლენა, რომელსაც ბიძინა ჩოლოყაშვილი და ზაალ არაგვის ერისთავი ხელმძღვანელობდნენ, მას შემდეგ დაიწყო, როცა სპარსელებმა სასულიერო პირი გააუპატიურეს. როგორც ჩანს, გენი თავისას შვრება. იმას კი არ ვამბობთ, რომ ამის გამო ორი ქვეყანა ერთმანეთს მტრად უნდა მოეკიდოს, მაგრამ დაგვიჯერეთ, ანალოგიური რამ ირანში რომ მომხდარიყო, დამნაშავეს სახალხოდ ჩამოახრჩობდნენ მოედანზე და ხალხს ამას აუცილებლად აყურებინებდნენ, ჩვენ კი...”

საქართველო და მსოფლიო, 12 ივლისი
დავით მხეიძე, ავტორი: „კარის მეზობლად ტანზანიელი თუ მოზამბიკელი ზანგების (პარადოქსია, მაგრამ თვითონ მათ, ვინც ზანგების ძვლებზე ააშენეს ამერიკა, აკრძალეს სიტყვა “ზანგის” გამოყენება და უფრო “ცივილიზებული” _ აფრო-ამერიკელი დაამკვიდრეს) ოჯახი მყავს, რომელმაც ბინა ერთი იმერლისგან იყიდეს და, თუ იმ იმერლის კარის მეზობლობა მირჩევნია ტანზანიელის თუ მოზამბიკელის მეზობლობას და ეს არის ფაშიზმი თუ ქსენოფობია, მაშინ ვარ ფაშისტიც და ქსენოფობიც“.

2. ისლამოფობია/რელიგიური დისკრიმინაცია მიგრანტების მიმართ

ასავალ-დასავალი, 10-16 ივლისი
გიგლა ბარამიძე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა: „ზუსტად ასეთი „ქსენოფობები“ არიან ათეიულმინიოლობით ადამიანი ევროპაში, ვისაც ყელში ამოუვიდა ეს აფრიკული-არაბული ემიგრაცია და ისლამიზაცია! ასე, რომ ქართველთა მარში სწორედაც რომ  ევროპული სახალხო მოძრაობის ნაწილია და არა - „რუსული პროექტი“.

ასავალ-დასავალი, 31 ივლისი - 6 აგვისტო
ელიზბარ ჯაველიძემ სახალხო კრება: „„ქართული მარში“ „რუსული ძალა“ კი არა, ქართული ეროვნული ძალაა! მთელი ევროპა და ამერიკა მოძალებულ მუსლიმურ ემიგრაციას ებრძვიან და ისინიც „პუტინის აგენტები“ არიან?! ნახეთ, რა ხდება აჭარაში, ბათუმში! ნახეთ, როგორ მძლავრობს იქ ოსმალო!“

ალია, 24-30 ივლისი
შოთა აფხაიძე, კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრი: „ ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველო იყოს სექსტურიზმის ქვეყანა, რომ აქ იყოს საბავშვო პორნოგრაფია, პედოფილია, პროსტიტუცია, კონტრაბანდა და არ მინდა, რომ აქაურობა რადიკალი მუსლიმანების, ანუ ტერორისტების ბუდედ იქცეს!“

ასავალ-დასავალი, 3-9 ივლისი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „ფრანკფურტში მუსლიმებმა და სხვა ეთნიკურმა ჯგუფებმა უკვე მოსახლეობის 51 პროცენტს გადააჭარბეს! ჰოდა, ასეთ ვითრებაში ძალიან „დროული“ იყო გერმანიაში გეი-ქორწინების დაკანონება! ფრანკფურტი კი „პირველი მერცხალია“ - მალე ანალოგიური მდგომარეობა იქნება სხვა დიდ ქალაქებშიც! და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ  გერმანიაში თავად გერმანელებში შობადობა კატასტროფულად დაბალია, რამდენიმე ათწლეულის შემდეგ იქ მუსლიმების რაოდენობა ისე გაიზრდება, რომ „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა“ „გერმანიის ისლამურ რესპუბლიკად გარდაიქმნება!“

საქინფორმი, 13 ივლისი
არნო ხიდირბეგიშვილი, მთავარი რედაქტორი: “ლაპარაკია ნებისმიერი ნარკოტიკების გამყიდველებზე და მოზარდების გამაუპატიურებლებზე, რომლებიც ჩვენს მართლმადიდებლურ ტაძრებს ბილწავენ და ჩვენი ქალაქების ქუჩებში უკიდურესად გამომწვევად იქცევიან, როგორც ბატონ-პატრონები და არა - სტუმრები! მათ შორის, ვის სახეებსაც ხშირად ჰიჯაბი ფარავს, ვინ არის ტერორისტი, შაჰიდი ან ისლამური სახელმწიფოს დამქირავებელი, სამწუხაროდ, მხოლოდ პოსტფაქტუმ შევიტყობთ..."

კავკასია, ბარიერი, 5 ივლისი
გურამ ფალავანდიშვილი, ფილოლოგი: „ოკუპანტია [თურქეთი], ეწევა გამაჰმადიანებას ძალით, მედრესეებად, შემოდის, როგორც ექსპანსია ეკონომიკური, ქუჩებს იპყრობს და გვიპყრობს ჩვენ, საქართველოს... აქ თურქეთია, იქ რუსეთია იქ ამერიკაა, ბევრი ოკუპანტია!“

ალია, 17-23 ივლისი
გიორგი მაჭარაძე, მოქალაქე: „ყოვლად ცნობილი ფაქტია, რომ მუსულმანებში პედოფილია ჩვეულებრივი მოვლენაა, მათი ქალების დიდი უმრავლესობა 12-15 წლის ასაკში თხოვდება....გაიხსენეთ საქართველოს რომელ მხარეში ცხოვრობენ სხვა ეროვნების მუსლიმები და ისიც გაარკვიეთ რამდენი წლის ასაკში იწყებენ სქესობრივ ცხოვრებას. აი, მერე ნაკლებად გაგიკვირდებათ აზიელი მუსლიმებისგან პედოფილია და ძალადობის ფაქტები.“
წყარო: სოციალური ქსელი

3. ქსენოფობია მიგრანტების მიმართ

რუსთავი 2, პ.ს. 16 ივლისი
ემზარ კვიციანი, პატრიოტთა ალიანსი:
„[ქართული მარში] არ არის ეს ჰომოფობიური [გულისხმობს ქსენოფობიას] აქცია, ჰომოფობიური რომ იყოს ეხლა ფანჯრები ჩაიმსხვრეოდა და დაიწვებოდა ისე, როგორც ევროპაში აკეთებენ. მაგრამ აქ მივდივართ და ვაგრძნობინებთ, რომ ჩვენ ქართველები ვართ და ჩვენთან ის უზნეობა არ შეიძლება, რასაც აქ ჩადიან [უცხოელები]. ამას ეხლა ვანახებთ და შემდეგი უკვე ესეთი მსვლელობა არ იქნება!“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 14 ივლისი
მამუკა არეშიძე, პატრიოტთა ალიანსი:
„ეხლა მაგალითად ძმები კაკაბაძეების ქუჩაზე თქვენს გვერდით ერთი ხუთი დღის წინათ იქ ინდოელები ცხოვრობენ ერთ ოთახში ძალიან ბევრნი და ერთმანეთში მოუვიდათ ჩხუბი. მთელი ღამით ჩხუბობდნენ, თან ცემა-ტყეპით. პატრული მივიდა, ჩვენო ბრძანება გვაქვსო, ამათი დაკავების უფლება არა გვაქვსო.“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 19 ივლისი
ბონდო მძინარაშვილი, წამყვანი:
„სამწუხაროდ შემოდიან უცხოელები, რომლებმაც დაიკავეს ქალაქის ცალკეული ქუჩები როგორც თბილისში, ასევე ბათუმში და ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რაღაცა გვაქვს წაკითხული და რაც გვინახავს ასე ვთქვათ, დოკუმენტური ფილმების სახით, რომ სწორედ ე.წ. კაფეების, რესტორნების და სასტუმროები არის ხოლმე ძირითადად აგენტურის თავშესაფარი უცხო ქვეყნების და სრულიად იდეალური ფორმაა ასე ვთქვათ, აგენტურის ჩანერგვის და სწორედ ამაზე მოუწევს მუშაობა სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომ ამგვარი ანკლავები არ შეიქმნას“.

4. მიგრანტების პოზიციონირება კრიმინალურ ჯგუფებად

იმედი, ქრონიკა, 6 ივლისი
სანდრო ბრეგაძე, ეროვნულები: "რამოდენიმე პატარა ბავშვის გაუპატიურება, მოხდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ეზოს დარბევა მარჯანიშვილის გამზირზე...დაცული იქნას საემიგრაციო კანონმდებლობა და ყველა არალეგალი უცხოელი იქნეს ქვეყნიდან დეპორტირებული და აგრეთვე გამკაცრდეს საიმიგრაციო კანონი. მოვიდეს ის ევროპულ კანონმდებლობასთან თანხვედრაში და საქართველოს მოქალაქეობის და ბინადრობის მიღების უფლება იყოს უკიდურესად გამკაცრებული".

ალია, 3-9 ივლისი
გია კორკოტაშვილი, ჩვენი სამშობლო:
„თქვენ იცით, რომ აღმაშენებელზე კაფეების უმეტესი ნაწილი თურქებსა და არაბებს ეკუთვნით, იქ ერთი-ორი ქართველიც მუშაობს და ისინი საკუთარ ქვეყანას არ უღალატებენ, მათი მხრიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ კაფეების მეპატრონეები თავად გეგმავენ, ჩაამტვრიონ ვიტრინები, ატყდეს ჩხუბი და აქციის მონაწილეებს დაჰბრალდეთ დესტაბილიზაცია. მათი მიზანია, მოისხან დაჩაგრულის მანტია."

ასავალ-დასავალი, 3-9 ივლისი
ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი: „ახალციხეში ირანელი პედოფილის დაპატიმრებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოში არაბულ-თურქულ-ჩინურ-სპარსული ემიგრაცია მაქსიმალურად აღსაკვეთია! ხომ ხედავთ, აქ უკვე ავადმყოფები შემოდიან, რომლებიც ჩვენს ბავშვებზე ნადირობენ!..“

საქინფორმი, 6 ივლისი
არნო ხიდირბეგიშვილი, მთავარი რედაქტორი: "- ევროპელები თავიანთ ქვეყნებში დევნილებად იქცნენ - გერმანელებს და ფრანგებს უკვე საკუთარი სახლებიდან ყრიან დევნილები სირიიდან და ემიგრანტები აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ევროპელ ქალებს პირდაპირ ქუჩაში, დღისით-მზისით აუპატიურებენ და ხოცავენ; იგივე ელის საქართველოს, რომელიც უკვე იღჩობა არაბი, ინდოელი, ჩინელი და აფრიკელი მიგრანტებისაგან;"

ალია, 10-16 ივლისი
ლევან ჯავახიშვილი, ჟურნალისტი: სწორედ ამ ხელისუფლების [ქართული ოცნება] პირობებში დაიწყეს საქართველოში თავგასული თარეში არალეგალმა მიგრანტებმა, რომელთა უმეტესობა თავისთავად კრიმინალია, რადგან ისინი უკანონოდ, კანონდარღვევით იმყოფებიან საქართველოში. გაივსო ეს ქვეყანა არალეგალი არაბებით, ირანელებით, ჩინელებით, პაკისტანელებით, მაშინ, როდესაც ამ ქვეყნებთან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობაც აქვს... მოკლედ ეს ქვეყანა არ არის, ბარდაგია, სადაც უკანონო შემოსვლა თუ დარჩენა ყველა გადამთეილს შეუძლია.“

საქინფორმი, 19 ივლისი
თამარ იოვაშვილი, უმუშევართა კავშირი: "ესენი [ქართველთა მარში] იყვნენ ადამიანები, რომელთაც არ შეუძლიათ, მშვიდად უყურონ უცხო ქვეყნების წარმომადგენელი კრიმინალური ელემენტების თავგასულობას. ასეთების უმრავლესობას კი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მაცხოვრებლები და თურქეთის მოქალაქეები წარმოადგენენ".

ალია, 24-30 ივლისი
შოთა აფხაიძე, კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრი: „მარშის მოთხოვნები ძალიან კარგად არის ჩამოყალიბებული. საუბარია იმაზე, რომ ეს უცხოელები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან, ნუ აქცევენ ჩვენს ქვეყანას კრიმინალური საქმიანობის ბუდედ!

ასავალ-დასავალი, 10-16 ივლისი
გოგა ბიძინაშვილი, აღმაშენებლის გამზირის მცხოვრები: „ისე არ მოხდეს, არაბებმა ლონდონში პრეტენზიები რომ წამოაყენეს: ინგლისელებო ლონდონიდან გაეთრიეთო. ყველაზე ცუდი ის არის, რომ საქართველო ტურიზმის კი არა, იაფი სექსტურიზმის ქვეყნად აქციეს.“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 8 ივლისი
მაყურებელი: "მე გულზე ვსკდები ამ ჩალმიან ჩადრიანების სიარულით, კინაღამ ამხელა ქალმა ხულიგნობა ჩავიდინო და დავცხო და დავარტყა, ნუ მიგვიყვანთ მაგ ზომამდე მთავრობა, გესმოდეთ თქვენ ეს, თორე მოხდება, სისხლისღვრა მოხდება... ხალხი იხოცებიან და არაბებით და ინდოელებით გავავსოთ? მერე ეს ინდოელები, ტელევიზორში იყო შარშან რომ გარყვნილების დონეზე პირველ საფეხურზე არიან გაუპატიურებით მთელ მსოფლიოში.  არაბები, თურქები, გვაკლია? "

თურქოფობია/ისლამოფობია

ასავალ-დასავალი, 31 ივლისი - 6 აგვისტო
თემურ შაშიაშვილი, თეთრები: „თურქეთიდან დამირეკეს მეგობრებმა და მითხრეს - მანდ თურქებს და მათ ბიზნეს რამე, რომ დაუშავდეთ, აქ შეიძლება არცერთი ქართველი არ დაგვტოვონ ცოცხალიო. თუ ხელისუფლება არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ხალხს აჯანყების უფლება აქვს, თუ ასაჯანყებელია, კიდევაც უნდა ავჯანყდეთ. ხარაგაულში დღეს ჩინელები ლამის უმრავლესობაში არიან, დაგვცინიან, მალე ხარაგაულის მერი ჩვენიანი, ჩინელი იქნებაო. ვიღუპებით, ხალხო, ვიღუპებით!“
„ალია“

საქართველო და მსოფლიო, 21 ივლისი
ბაკურ სვანიძე, ჟურნალსტი: „ისტორიული მეგობარი უწოდო ქვეყანას [თურქეთს], რომელსაც შენი ძირძველი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი აქვს მიტაცებული, იქ არსებული ქართული ძეგლები განადგურებული და შებღალული, იქ მცხოვრები ქართველი მოსახლეობისთვის რჯული და რელიგია ძალდატანებით შეცვლილი და ქართული ენა აკრძალული, ეს სიბეცე აღარ არის, ეს შეგნებული მტრობაა ქვეყნისა და სამშობლოსი.“

კავკასია, ბარიერი, 5 ივლისი
კოკა მორგოშია, პატრიოტთა ალიანსი: „რუსეთი არის ოკუპანტი, თურქეთიც!“

ასავალ-დასავალი, 24-30 ივლისი
ნიკოლოზ მჟვანაძე, უფლებადამცველთ გაერთიანება: „ხომ აშკარაა, რაზე აქვთ თურქებს გათვლა - ბათუმსა და აჭარაში შექმნან თავიანთი ანკლავი, მერე მოითხოვონ პლებისციტის ჩატარება და ბათუმი და აჭარა მიუერთონ თურქეთს! ამას რა შეაჩერებს? ერთდერთი რამ - ბათუმში ერთობლივი რუსულ-ქართული ანტიტერორისტული ცენტრის გახსნა!“

სიძულვილის ენა/ძალადობისკენ მოწოდება

ალია, 24-30 ივლისი
შოთა აფხაიძე, კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრი: „ამერიკის, რუსეთის, თურქეთის საელჩოებს ვპირდები - საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ასეთი ნაძირალა და ნაგავი პოლიტიკოსი [თათია დოლიძე]   იქნება ფიზიკურად განადგურებული.“

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

ალია, 17-23 ივლისი
რედაქცია: “საუბარია იეჰოვას მოწმეთა ე.წ. დაჯგუფებებზე, რომლებმაც მევახშეობით არაერთი ადამიანი დატოვეს შუა ქუჩაში”.

მარშალპრესი, 20 ივლისი
მირანდა ლაღიძე, თანადგომა და სამართლიანობა: "ყველას კარგად მოეხსენება, რომ იეჰოვას მოწმეები საზღვარგარეთიდან, ამერიკიდან ფინანსდებიან და მათთან უზარმაზარი თანხები ტრიალებს და მე ვფიქრობ, ესენი ამ თანხას ქართველი მართლმადიდებლების ქონებების მიზანმიმართულად ხელში ჩასაგდებად იყენებენ. ეს არის ჯგუფი, ბანდა, რომელიც შეკრულები არიან ნოტარიუსებთან, საშუამავლო ოფისებთან და სადაც კი ხელმისაწვდომი იქნება, ყველგან დებენ თანხებს….

წყარო: ალია

ანტიდასავლური განწობები

საქართველო და მსოფლიო, 26 ივლისი
დიმიტრი ლორთქიფანიძე, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო: „[ლიბერალური] იდეოლოგია ცდილობს, ადამიანი აქციოს რეფლექსებზე დამოკიდებულ უსულო საგნად, რომელიც იქნება მხოლოდ ტოტალური მომხმარებელი. წინა პლანზე გამოდის: “მე მინდა”, “მე მსურს”, მთავარია “მე”, ანუ აქ არის ეგოცენტრიზმის გამომხატველი ფილოსოფიური დოქტრინა, რომელიც მოქმედებს სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება აბორტების თემა, ევთანაზია, ნარკომანიის პროპაგანდა თუ სხვ. აი, ამ საშუალებებით უპირისპირებენ ისინი შვილებს მშობლებს, მერე ეს დაპირისპირება პიკს აღწევს და ბოლოს ვიღებთ იმ რეალობას, რომ მშობელი, ფაქტობრივად, ეთიშება შვილის აღზრდის პროცესს. ამის შემდეგ მოზარდის ცნობიერება მთლიანად გადადის მათ ხელში და ბავშვის აზროვნება თავიდან ბოლომდე ყალიბდება მათ მიერ ნაკარნახევი “ლიბერალური” იდეოლოგიის პრინციპებით”.

ობიექტივი, ღამის სტუდია, 8 ივლისი
გია არეშიძე - ჟურნალისტი: "ის ბაგხანალია, რომელიც შექმნილია დასავლეთში და ეგრედ წოდებულ ცივილიზებულ სამყაროში ქორწინებასთან დაკავშირებით, მთელი რიგი საკითხებია, რომელიც არ არის გასაზიარებელი."

საქართველო და მსოფლიო, 21 ივლისი
იზა თამაზაშვილი, ავტორი: “რაც შეეხება იმ ევროპულ ღირებულებებს, რომლებზეც ჩაციკლულნი არიან სახელისუფლო თუ ოპოზიციური პარტიები, საკითხავია, უნდა კი ტრადიციული ღირებულებების მქონე საქართველოს ის “საერთო ევროპული ოჯახი”, რომელშიც ქვეყნებს არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენლები მართავენ? იქნებ საერთო სარეცელიც გაიშალონ ამ იდეის მიმდევრებმა ევროპელ ჰომოსექსუალებთან?”

საქართველო და მსოფლიო, 26 ივლისი
ნიკა კორინთელი, ჟურნალისტი: „დღეს საჭიროა, უარი ვთქვათ ყველაფერზე, რაც დრომოჭმულია, მათ შორის, ეროვნულ ტრადიციებზე, მართლმადიდებლობაზე და ვეზიაროთ დასავლურ ე.წ. ფასეულობებს _ დავიცვათ ჰომოსექსუალების უფლებები, პატივისცემითა და მოწიწებით მოვეპყრათ უცხოელებს და კრინტი არ დავძრათ, თუ თავს, წინაპრების სისხლით მორწყული მიწა-წყლის კანონიერ მფლობელებად კი არა, უცხოელთა მიერ დაჩაგრულ მომსახურე პერსონალად მივიჩნევთ. სწორედ ამ “ფასეულობების” დამკვიდრებით ცდილობს დასავლეთი თავისი მთავარი მიზნის მიღწევას საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში“.

საქართველო და მსოფლიო, 6 ივლისი, ასავალ-დასავალი, 10-16 ივლისი
გიორგი რაზმაძე, დეკანოზი: „კონსტიტუციის ახალ პროექტში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ხალხი საერთოდ არ არის გათვალისწინებული. იქ ასახულია მხოლოდ მათი მამის - [ჯანი] ბუკიკიოს აზრები და ყველაფერი გაკეთებულია ისე, რომ ხალხის ინტერესები კი არ იქნას დაცული, არამედ - მამათმავლებისა და მათი დამცველების.
„საქართველო და მსოფლიო“

ასავალ-დასავალი, 17-23 ივლისი
ბასილ მკალავიშვილი, სასულიერო პირი: „ჩვენმა ხელისუფლებამ აირჩია ოკენისგაღმელთა გზა, საიდანაც ნიაღვარივით მოედინება ყოველგვარი სიბილწე, მამათმავლობა, ლესბოსელობა და სხვა ღვთის მგმობი მავნე ჩვევები. მათი მიზანია, პატიოსნება და წესიერება დაცინვის საგანი გახდეს, ხალხში ნერგავენ ლოთობას, ნარკომანიას, ღალატს, ერთმანეთის მიმართ შუღლს და ანადგურებენ სულიერებას. სწორედ ნატო-ს ძალისხმევით გაანადგურეს საბერძნეთში ათსობით მართლმადიდებლური კულტურის ძეგლი.“

საქართველო და მსოფლიო, 21 ივლისი
გურამ გამცემლიძე, დეკანოზი:  „საერთოდ, ლიბერალიზმი ყველაფრის შემწყნარებლობაა და, როცა იწყნარებ მამათმავლობას, ქურდობას, ნარკომანიას _ ეს ადამიანის გაპირუტყვების დასაწყისია. ქაოსი და ყველაფრის შემწყნარებლობა დემოკრატია არ არის, მას სიკეთე არ მოაქვს არც პიროვნებისთვის და არც ქვეყნისთვის, ის ანგრევს ადამიანს და ანგრევს სახელმწიფოსაც”.

საქართველო და მსოფლიო, 12 ივლისი
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე:  „დღევანდელ მსოფლიოში არიან საკმაოდ მძლავრი გლობალისტური ძალები, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს კაცობრიობის გარყვნა და დაცემა. მათ სამსახურშია პროპაგანდის ყველა საშუალება, რომლებითაც ხდება ადამიანების დარწმუნება, რომ თურმე ცოდვა არ არსებობს, თურმე ყველანაირი გადახრა და ამორალურობა, რომლითაც შეიძლება ადამიანი შეპყრობილი იყოს, ნორმაა და ეს უნდა მივიღოთ, როგორც ჩვეულებრივი ამბავი.

ალია, 24-30 ივლისი
ლადო სადღობელაშვილი, თავისუფალი თაობა: „რა მოუტანა ფონდმა ღია საზოგადოებამ საქართველოს?! სოდომი, გარყვნილობა, მწვანე ქაღალდის მიმართ კერპთაყვანისმცემლობა, დავიწყებას მიექცა ტრადიციები, სარწმუნეობა, დავიწყებას მიეცა ისტორია, საუკუნოვანი მტრები მოძმეებად ცხადდებიან!"
წყარო: სოციალური ქსელი

ჰომოფობია

ასავალ-დასავალი, 3-9 ივლისი
დიმიტრი ლორთქიფანიძე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა: „მივმართავ სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს: მაშინ, როდესაც ტრანსგენდერებისთვის სქესის გამოცვლის საკანონმდებლო რეგულაციებზე ფიქრობთ, საქართველოს პროკურატურაში 18 ათასი უფლებადარღვეული ადამიანების განცხადება დევს, რომელიც დღემდე ამაოდ ელის ხელისუფლებისგან რეაბილატაციას. რა დაგიშავათ ამ ადამიანებმა, თუ მათ უფლებებს დაცვა არ სჭირდება?! და კიდევ: სულიერად მონათესავე ადამიანებს მიაჩნიათ, რომ დემოკრატია უმცირესობის დიქტატურაა. თქვენს ასე ფქროთ?!“

ასავალ-დასავალი, 17-23 ივლისი
სანდრო ბრეგაძე, ეროვნულები: „საქართველოში ლიბერასტები მოსახლეობის 2 პროცენტზე მეტს არ შეადგენენ, მაგრამ ისინი ფულით, საინფორმაციო საშუალებებით და ხელისუფალთა მხარდაჭერით, ბოლო 15 წლის განმავლობაში, თავზე ასხდნენ ჩვენი მოსახლეობის 98 პროცენტს, მაგრამ ამიერიდან  ასე ვეღრ იქნება, რადგან ქართველთა მარში იყო ქართული ღირსების აჯანყება ლიბერასტული იდეოლოგიის, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისა და ქართული ეკლესიის მტრების წინააღმდეგ!“

ასავალ-დასავალი, 3-9 ივლისი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „საკუთრ ოფისში [თანასწორობის მოძრაობა] მიიყვანეს ორი პატარა ანგელოზივით გოგონა, ხელში ლგბტ-დროშები დააჭერინეს, ეს ვიდეოზე გადაიღეს და სოციალურ ქსელში გამოამზეურეს კიდეც! ანუ ამ ბავშვებს (და საერთოდ ყველა ბავშვს) ეს სექტა პირდაპირ უტენის თავში, „პედერასტობა კარგიაო!“... კი ბატონო, ერთია, როდესაც ამ სექტანტურ-სატანისტურ დროშას პარლამენტის შენობაში აფრიალებს რომელიმე ლევან ბერძენიშვილი ან ხათუნა გოგორიშვილი, მაგრამ როდესც იმავეს გაუთვითცნობიერებელ ბავშვებს აკეთებინებს, ეს უკვე უზნეობის აპოგეა და კატასტროფაა!“

საქინფორმი, 28 ივლისი
რედაქცია: "„საქინფორმი“ აფრთხილებს თბილისელებს - საცხოვრებელი ფართობის გაქირავებისას უფრო ყურადღებით იყვნენ, რათა შემთხვევით მათი ბინები ლგბტ პირებმა გარყვნილების ბუნაგად ან პროსტიტუციისთვის არ გამოიყენონ! როგორც დაჯარიმებული გამქირავებლის ადვოკატმა გაგვანდო, ასეთი შემთხვევები დღეს თბილისში იშვიათობას არ წარმოადგენს და სასამართლო, როგორც წესი, ბინის დამქირავებელთა მხარეს იჭერს, მათი სექსუალური ორიენტაციისა და საცხოვრებელი ფართობის გამოყენების მიზნის მიუხედავად".

ასავალ-დასავალი, 3-9 ივლისი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „გორის საკრებულოში, „დამოუკიდებელმა დეპუტატმა“, ვინმე თამარ თედლიაშვილმა დაარეგისტრირა საკანონმდებლო ინიციატივა, ქალაქის ცენტრალური მოედნისთვის („სტალინის მოედნისთვის“) „ევროპის მოედნის“ სახელის მინიჭების შესახებ! არ გამიკვირდება, რომ ეს ქალბატონი ლგბტ აქტივისტი და პედერასტების საჩვიდმეტმაისო აღლუმის აქტიური მონაწილე იყოს.“

საქართველო და მსოფლიო, 21 ივლისი
ბესო ბარბაქაძე, ჟურნალისტი: „არ არის გამორიცხული, სისხლის ბანკში ნაყიდი სისხლი არატრადიციული ორიენტაციის ადამიანისა იყოს და ჩვენს შვილებს გადავუსხათ, მერე კი … მერე ის, რომ მოზარდის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები ჩვენც შეგვაშინებს და ბავშვსაც; საბოლოოდ კი ვერც მივხვდებით, რა მოხდა და რატომ აერია ცხოვრება თუ გონება შვილს, რომელსაც მანამდე ანალოგიური ნიშნები არ ჰქონდა“.

საქართველო და მსოფლიო, 6 ივლისი
გიორგი რაზმაძე, სასულიერო პირი: „აგერ ახლა სამოქალაქო პარტნიორობაზე ალაპარაკდნენ, შემდეგ ქორწინებაზე იქნება საუბარი, მერე ამ ე.წ. ერთნაირსქესიან წყვილებს ბავშვს მიაშვილებენ… ხომ ხვდებით, რა სიმახინჯეა“

საქართველო და მსოფლიო, 21 ივლისი
გურამ გამცემლიძე, დეკანოზი: „ეს არის ავადმყოფობა. ჰომოსექსუალები არიან ავადმყოფები, როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად და არსებობს არაერთი მეცნიერული კვლევა, რომლებიც ამტკიცებს, რომ უამრავი დაავადება, მათ შორის, შიდსიც, აღმოცენდა სწორედ ამ გადახრების მქონე ადამიანებში. კიდევ ვიმეორებ: ეს არის დაავადება და როგორ შეიძლება მათი სისხლის გამოყენება და გადასხმა ჯანმრთელი ადამიანისთვის?! ან რა დისკრიმინაციასა და უფლებებზეა ლაპარაკი?! იმ ადამიანს ვინ დაიცავს, რომელსაც ავადმყოფის სისხლი შეიძლება გადაუსხან?!“

ასავალ-დასავალი, 10-16 ივლისი
გურამ ფალავანდიშვილი, ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება: „ჩვენ მიგვაღებინეს „ანტიდისკრიმინაციული კანონი“, რომლის საფუძველზეც მამათმავლებს უფლება აქვთ, სკოლაში ბავშვებს ასწავლონ! უფრო მეტიც, ახლა სკოლაში შემოაქვთ ახალიი საგანი - „სქესობრივი აღზრდა“ და ამის ინიციატორები, ძირითდად, პედოფილები არიან!“

საქართველო და მსოფლიო, 12 ივლისი
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე:  „დღეს საქართველო არის სოდომი და გომორა. ქვეყანაში, სადაც ინფორმაციის მასობრივი საშუალებების უმრავლესობა, მთელი პოლიტიკური სპექტრი ჩაძირულია უზნეობის ჭაობში, არ არსებობს არაფერი წმინდა, გარდა ერთეული ადამიანებისა“.

ასავალ-დასავალი, 3-9 ივლისი
მერაბ შათირიშვილი, მწერალი: „რუსეთში ყველა ტელევიზია აცილებს საყვარელ მოღვაწესა და დამსახურებულ ადამიანს, საქართველოში ყველა ტელევიზია (თითქმის) პედერასტების პოპულარიზაციას ეწევა, ფეხებზე ჰკიდიათ დამსახურებული ადამიანების ხსოვნა. მშურს სიკვდილი ისეთ ქვეყანაში, როგორიც რუსეთია!წყარო: „ალია“

საქართველო და მსოფლიო, 7 ივლისი
ვლადიკავკაზის მცხოვრები: “სად არის, აბა, კავკასია? აქეთ პიდარასტებს აგულავებთ, იქით _ ლესბიანკებს და ჩვენთან ასე არ ხდება. გინდა ჩეჩნეთში, გინდა ჩვენთან, მასეთი ტიპები თუ გაეძრობიან, ხალხი თვითონ ასამართლებს. აქ კიდევ ტელევიზორში გამოგყავთ, ტაშს უკრავთ, აგულავებთ”. 

ალია, 17-23 ივლისი
გიორგი მაჭარაძე, მოქალაქე: „ჰომოსექსუალთა და სხვა სექსუალურ უმცირესობათა მარშები, რომელიც უამრავი გადახრის ლეგალიზების მოთხოვნით ხდება - ცივილიზაცია და ქვეყნისთვის სასარგებლოა, ხოლო ქართველთა მარში, რომელიც კრიმინალი არალეგალების დასჯასა და დეპორტაციას (კანონის ფარგლებში მოქცევას) მოითხოვს - სიბნელე და სამარცხვინო?”.... ადამიანის უფლებას იმ შემთხვევაში იცავს, თუ დაზარალებული სექსუალურ უმცირესობას წარმოადგენს, უცხოელს, ან ქართველი კაცის წინააღმდეგაა მიმართული საქმე“..
სოციალური ქსელი

გენდერი

ობიექტივი, ღამის სტუდია 26 ივლისი
ბონდო მძინარაშვილი, წამყვანი: „დღეს მაგალითად, რაც იყო მეოცე საუკუნის დასაწყისში, პირველი „ფემინისტკები“ რომ გამოჩნდნენ ხო, მაშინ იყო რაღაცა სიახლე. ეხლა, დღეს ეს „ფემინისტკობა“ და რაღაცა აქციების გამართვა, არავისში არაფერს, არანაირ რეაქციას არ იწვევს. ნუ გამოვიდნენ რაღაცა, ვიღაცა დაუკმაყოფილებელი ქალები. ასე აღიქვამენ. თუმცა, ისინიც ალბათ დაუკმაყოფილებლები იყვნენ თავის დროზე, კლარა ცეტკინები და სხვა ქალები“.

ალია, 24-30 ივლისი
შოთა აფხაიძე, კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრი: „რა დონეზე ვართ მისულები, რომ ვიღაცა 24 წლის ლაწირაკი [თაღია დოლიძე], სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გაეროში საქართველოს ბედს წყვეტს და 170 ათას დოლარამდე ჰქონია მას ანაზღაურება ქართველი ხალხის ბიუჯეტიდან?!“

დისკრიმინაციული გამოხატვის მაგალითები სრულად იხილეთ ვებ-გვერდზე: www.notophobia.ge

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

Media Development Foundation

http://notophobia.ge/

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube