MDF
#6, 1-30 ივნისი, 2019

ქსენოფობია

პოლიტიკოსები

ობიექტივი, დღის ბოლოს, 25 ივნისი
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „კვლავ მოვუწოდებ ყველას: ვისაც უწერია, რუსეთი ოკუპანტია, მივესალმები. დაიწეროს, რუსეთი ოკუპანტია… თურქეთი ოკუპანტია, ოკუპანტია ირანი, არ გვინდა რუსეთი, არ გვინდა თურქეთი, არ გვინდა ირანი. არ გვინდა რუსი ტურისტები, არ გვინდა თურქი და სპარსი მაცხოვრებლები, რომლებმაც მთელი აღმაშენებლის გამზირი, პლეხანოვი დაიპატრონეს. არ გვინდა აჭარაში მთელი ეს თურქეთი, მილიონ, ასი ათასობით არის უკვე თურქები იქ. წაბრძანდნენ სუყველა. აი ეს არის რეალობა, ეს არის სწორი პოზიცია. ყველას უთხრათ, ვინც ოკუპანტია, რომ წავიდეს და არც იმათი ტურისტი არ გვინდა, არც რუსი ტურისტი თუ არ გვინდა, არც თურქი ტურისტი გვინდა, არც სპარსი ტურისტი გვინდა, არც სირიელი ლტოლვილი გვინდა. ““

ობიექტივი, ღამის სტუდია, 1 ივნისი,
გიორგი ლომია, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: "...ის უცხოელი ყოველთვის ხელისუფლებას აძლევს ხმას, უცხოელი არასოდეს არ ირჩევს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიას შორის, კი, ის ყოველთვის აძლევს ხელისუფლებას ხმას… ბევრი თურქი, ძალიან ბევრი ირანელი, არაბი, სხვადასხვა ეროვნების ადამიანია შემოსული, მაგრამ არაევროპელები, აი პირდაპირ შემიძლია გითხრათ, არაევროპელები, არა სლავი, არაევროპელი, არამედ იმ აზიის იმ კუთხიდან, რასაც ქვია თურქი, არაბი, ირანელი, არ ვიცი რისთვის ჭირდებათ კონკრეტულად რისთვის ჭირდებათ ისინი”

მედია

საქართველო და მსოფლიო, 20 ივნისი,
ბესო ბარბაქაძე, ჟურნალისტი: "ყოველწლიურად იზრდება მოსახლეობის მიგრაცია, საქართველოდან მიდიან ქართველები, სამაგიეროდ, ჩამოდიან უცხოელები და, თუ ქართველები საზღვარგარეთ რჩებიან, უცხოელები საქართველოში პოულობენ ნავსაყუდელს და აქედან წასვლას არ აპირებენ. პროპორციაში ეს ერთ დიდ პრობლემას ქმნის და იმდენად დიდს, რომ აგერ ქართველთა რაოდენობა ნავარაუდევზე 11 წლით ადრე შეამცირა". 

ობიექტივი, ღამის სტუდია, 8 ივნისი,
გია არეშიძე, წამყვანი: "შვილებს ვეღარ ვაჩენთ და შევედით ესე იგი გაქრობის გზაზე დამდგარი ერების რიცხვში, ნუ ესე თუ გავაგრძელეთ, ეხლა სოფელი კი არი ბინდისფერი, მარა ჩვენ ნასახლარზე ბალახი კი არ აბიბინდება, ხალხო, ჩვენ ნასახლარზე სხვა ტომის ხალხი იბიბინებს და ილაღებს".

ასავალ-დასავალი, 3 - 9 ივნისი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „მოკლედ, თუ აზერბაიჯანი ასე „მეგობრულად“ გააგრძელებს „ვირზე ჯდომას“და 6 ათსი გარეჯელი ბერის მოწამეობრივი სისხლით გაჟღენთილი ქართველთათვის წმინდა მიწის მიტაცებას, მაშინ ჩვენს ტკბილ მეზობლებს მარტივად უნდა ვუთხრათ: ...საქართველოში დაიწყება ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანლების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ტოტალური ბოიკოტი! არცერთი ქართველი აღარ იყიდის მათ ერთ კონა ქინძსაც კი! გარდა ამისა, ქვემო ქართლში მცხოვრებ აზერბაიჯანლებს ზუსტად ისე მოვექცევით, როგორც ჰერელ ინგილოებს ექცევა აზერბაიჯანის ხელსიუფლება! არცერთ ახალდაბადებულ ბავშვს არ მივცემთ დაბადების მოწმობას, თუ მათ ქართული სახელი და გვარი არ ექნებათ! ვისაც არ მოეწონება ეს, ჰაიდა ბაქოსკენ!“

საზოგადოება

საქართველო და მსოფლიო, 12 ივნისი,
გურამ ქართველიშვილი, ისტორიკოსი: "ამას წინათ ირანის საელჩოსთან ჩავატარეთ აქცია და ყველა ხედავს, რომ ირანელების თავხედობა შედარებით აილაგმა. ირანელებისთვის საქართველო აღთქმული ქვეყანაა, საუკუნეებია, აქ ფეხის მოკიდებას ცდილობენ, ჩვენი ქვეყანა მათთვის ოქროს მიწაა, როგორც სხვა ბევრი ქვეყნისთვის. ირანელები საქართველოში შემოვიდნენ ჩვენი ხელისუფლებების წყალობით და ასიათასობით ბინა შეისყიდეს, თავხედობა დაიწყეს, გვამცირებდნენ, თავხედურ განცხადებებს აკეთებდნენ, წარწერაც არ ჰქონდათ ქართული საელჩოს კედელზე, მაგრამ მათი ალაგმვა შევძელით".

თურქოფობია

პოლიტიკოსები

ობიექტივი, დღის ბოლოს, 24 ივნისი
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „რუსეთს აქვს 20, 20 არა ქავს, ჯერ ერთი, 22 პროცენტი აქვს მიწების ოკუპირებული... 33 პროცენტი აქვს თურქეთს ოკუპირებული, ხმას რატომ არ იღებთ, მთელი აჭარა თურქებმა დაიპყრეს... რატომ არ ამბობ, თურქეთი ოკუპანტია? არ არი ოკუპანტი? ნახევარი მილიონი კაცი, რომელიც ქართველს ეძახის თავისთავს, ენა წაართვეს, რწმენა წაართვეს, იმათ რატომ არ იცავ, თუ ისინიც მოღალატეები არიან, რახან თურქეთში ცხოვრობენ? სპარსეთი არ არის ოკუპანტი, კაცო? ოკუპანტია გარშემო ყველა.“

მედია

საქართველო და მსოფლიო, 20 ივნისი,
ბესო ბარბაქაძე, ჟურნალისტი: "რომ გავიძახით: აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გასაღები მოსკოვში დევსო, ვინმე ხომ უნდა წავიდეს იმ გასაღების ჩამოსატანად?! თუ არადა, აგერ, თურქეთის ოფიციალური პირები ამბობენ: ბათუმი ჩვენიაო, და დავუთბილოთ ფეხები თურქებს, შემთხვევით ბათუმის ნესტმა არ დაცადოს"

საზოგადოება

ალია, 3-9 ივნისი
ლელა მიქელაძე, ბიზნესმენი: „"უკვე მერამდენე პატარა გოგო მხვდება ბათუმში ვინც თურქთან ცხოვრობს და შვილი ყავს მიტოვებული თბილისში, ვერ განვსჯი მარა ერთ რამეს გეტყვით, ფუ თქვენს კაცობას ბიჭებო აესეთ გოგოებს შვილებს რომ აჩენინებთ, გული მერევა პირდაპირ ბავშვი როგორ უდა დატოვო და ვიღაც თურქთან როგორ უდა იცხოვრო ქალმა..."

რუსთავი 2, კურიერი, 19 ივნისი,
ქობულეთის მცხოვრები: „მესმის, თანასწორუფლებიანობაა, მესმის, თურქები იმკვიდრებენ ჩვენს მამულს, მიწა-წყალს, რატომ?! ჩვენ არა ვართ ქართველები?! ჩვენ ჩვენი როგორც ოჯახის სიწმინდე უნდა დავიცვათ! მ ასე მესმის! არ დავუშვებთ. მე არ მაინტერესებს რას ამბობს ევროპა, მე არ მაინტერესებს! ჩემი ქართველობა მაინტერესებს მე! მე ვარ ქართველი და ჩემი სიწმინდე, ჩემი მამული, ენა, მე უნდა დავიცვა!

ისლამოფობია

საზოგადოება

ალია, 24-30 ივნისი
გურამ ქართველიშვილი, ისტორიკოსი: „ქვეყნის ისლამიზაცია თქვენ [ახალგაზრდებს] არ გაწუხებთ, განათლების პირუტყვული ხარისხი არ გაღელვებთ.. ისლამური ქვეყნებიდან მიგრანტების შემოსახლება და ქართველებისგან ქვეყნის დაცლა ნორმალურ პროცესად მიგაჩნიათ. ქართული მიწების უცხოელების ხელში გადასვლას მიესალმებით, ქართული კულტურის დევნას და ეკლესიის ლანძღვას პროგრესად მიიჩნევთ, ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნება სინგაპურულზე გაქვთ გადაცვლილი და თავი პატრიოტებად მიგაჩნიათ.... თუმცა რა აზრი აქვს, მაინც ვერაფერს შეგასმენთ კაცი, ხოლო ამ სიმართლეს წლების მერე მიხვდებით, როცა თქვენივე დახმარებით აშენებულ ისლამურ სინგაპურში მოგიწევთ ცხოვრება სადაც ნადირობა იქნება გამოცხადებული ქართველებზე.”

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

მედია

საქართველო და მსოფლიო, 12 ივნისი,
დავით მხეიძე, ავტორი: “სხვა აღმსარებლებში”, როგორც წესი, ე.წ. ტრადიციული კონფესიები (მაჰმადიანობა, იუდაიზმი, კათოლიციზმი) კი არ იგულისხმება, არამედ სატანისტი სექტები, რომლებიც წლების წინათ ერთი კრებსითი სახელის _ ხლისტი ბუდარა-ბუდარიხების _ ქვეშ გავაერთიანე და სწორედ ერთმა ბუდარიხამ, ბაპტისტების დედაკაცმა-ეპისკოპოსმა, ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” დაამუნათა სალომე ზურაბიშვილი: ვაზის ჯვრით პოპულისტობას გერჩივნა, აჭარელი მუსლიმებისთვის მიგელოცა ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული, იმ აჭარლებისთვის, რომლებსაც მეჩეთი ვერ აუშენებიათ ბათუმშიო. ციტირებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ შინაარსობრივად ეს ბრძანა დედაკაცმა ეპისკოპოსმა. მართალია, ბათუმში ვერ ააშენეს ქართველთა სისხლში მოვასვასე სულთან აზიზიეს სახელობის მეჩეთი, სამაგიეროდ, ამბობენ, რომ აჭარაში და სხვა საქართველოში იმაზე მეტი მეჩეთია, რამდენიც აზერბაიჯანში".

საზოგადოება

მარშალპრესი, 19 ივნისი,
მერაბ შათირიშვილი, მწერალი: " ...არ იცით, რა საშიშროებამდე გაიზარდა ამ „სიმშვიდეში“ იეღოვას შესაძლებლობები, რამდენი ცენტრი აქვთ და რამდენი „საკრებულო“, თუ როგორც ეძახიან, დღითიდღე მრავლდებიან, მათ მიერ „რემიქსირებული“ ბიბლია მეგრულ და სვანურ ენებზე რომ თარგმნეს და ავრცელებენ, გაიზარდნენ 3+9-ზე და იზრდებიან კვლავდაკვლავ, ხმა მაინც ჩაიგდეთ და ნუ ბჟუტურებთ სისულელეებს…" ფეისბუქი

ჰომოფობია

პოლიტიკოსები

საზოგადოებრივი მაუწყებელი, მოამბე, 14 ივნისი
აკაკი ზოიძე, ქართული ოცნება: „სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ჩვენ დავიცვათ თითოეული მოქალაქე ძალადობისგან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროვოცირება გაუკეთო ძალადობას. არ მგონია გეი-პრაიდი იყოს საუკეთესო ფორმა ამ უფლებების დაცვის.“

მარშალპრესი, 19 ივნისი,
გია ვოლსკი, ქართული ოცნება: "ლგბტ თემის დამოკიდებულება იმ საკითხის მიმართ, რასაც ტრადიცია ჰქვია და საუკუნეების მანძილზე საზოგადოების კონსესუსს წარმოადგენს, არის აგრესიის მიზანი და გარკვეულწილად, ეს პროვოცირებას ყველა იმ მოქმედებას უკეთებს, რაც კიდევ უფრო დიდ მასშტაბში გადადის და ჩვენი მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. ორივე მხარე და ვინც ამას ახალისებს, სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. უფლება არავის აქვს, რომელიმე ჯგუფის მიმართ ხელი ასწიოს ან აგრესია განახორციელოს".

იმედი, პირისპირ, 20 ივნისი,
ირაკლი ღარიბაშვილი, ქართული ოცნება: "...მოგეხსენებათ, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან, ჩვენი მოწოდებების მიუხედავად, ხსენებული ესე იგი ელგებეტე მარშის მოკლედ ჩატარება, გამართვა მაინც რჩება დღის წესრიგში… ამ უმცირესობის წარმომადგენლების წევრები, წარმომადგენლები პირდაპირ არიან დაკავშირებული ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან, ასე რომ მე ამას შემთხვევით არ ვამბობ, ეს არის კარგად გააზრებული პროვოკაცია, რომელსაც სახელმწიფომ უნდა გასცეს ღირსეული პასუხი. ჩვენი არაერთი მოწოდბის მიუხედავად ამ ადამიანების მიმართ, რომლებიც აცხადებენ, რო მაინც უნდა გამოვიდნენ და უნდა ჩაატარონ ეს მარში, რომელსაც მე პირდაპირ ვარქმევ პროვოკაციულ მარშს, არავითარ ღირსებას მაგ მარშთან საერთო არა აქვს… ჩვენ ამ უმცირესობის წარმომადგენლებს მივმართავ, არ უნდა გააღიზიანონ ასეთი ძალადობრივი ასე ვთქვათ ძალით არ უნდა გამოიწვიონ სხვა დანარჩენი საზოგადოების წევრები, უმრავლესობის წევრები, რატომ? იმიტომ რომ მათ რეალურად საქართველოში არავითარი პრობლემა არ აქვთ… ასე რომ ეს არის მე ვიტყოდი აი მოგონილი რაღაც პროვოკაცია, მორიგი პროვოკაცია, რომელიც დაიგეგმა… ნაცმოძრაობის და კერძოდ მათი ლიდერების ორგანიზებით ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ".

მარშალპრესი, 17 ივნისი,
ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალაინსი: "ვხედავთ, რომ დიდი აღშფოთებაა მართლმადიდებელ მრევლში იმის გამო, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ყველა ფრონტზე ლგბტ ჯგუფები ღიად ჩაგრავენ უმრავლესობას. მიდის შეტევა მართლმადიდებლობის და ეკლესიის წინააღმდეგ, პატრიარქთან მიმართებაში ღია შეტევების დონეზე სწორედ ამ ჯგუფების მხრიდან". იმედი

ასავალ-დასავალი, 24 - 30 ივნისი
ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიოული მოძრაობა - ერთიანი საქართველო: „ერთმნიშვნელოვნად შემიძლია, განვაცხადო, რომ საქართველოში არ უნდა ჩატარდეს ლგბტ აღლუმი და არ უნდა დავუშვათ მათი ცხოვრების წესის პროპაგანდა.“
„ინტერპრესნიუსი“

იმედი, პირისპირ, 18 ივნისი,
გიორგი ახვლედიანი, ერთიანი საქართველო, დემოკრატიული მოძრაობა: "ტელეკომპანია იმედი, რუსთავი, პირველი არხი მთელი ჩვენი ტელევიზიები რატო არ უშვებენ დღის განმავლობაში ან საღამოს ან ღამე ჰეტერესექსუალურ პორნოგრაფიულ ფილმებს, იცი, რატო არ უშვებენ? არა, იმიტო, რო ეს არი გარყვნილება და გარყვნილება დასჯადი გარყვნილებაა, ლიცენზიას ჩამოართმევენ ტელევიზიას, შესაბამისად აი ასევე უნდა იყოს აკრძალული კანონმდებლობით იმაზე ლაპარაკი, რო მამაკაცის და მამაკაცის ურთიერთობა არი ნორმა, როცა ეს იქნება გარყვნილება დავისვენებთ მაგისგანაც, როგორც პორნოგრაფია არ უნდა გადიოდეს ეთერში, ისე არ უნდა გადიოდეს თქვენი საუბარი და თქვენი პროპაგანდა ამაზე ეთერში, მაგრამ დღეს ყველა ტელევიზია მაგაზე ლაპარაკობს 24 საათი, რომ თურმე კაცისა და კაცის სექსუალური გაუკუღმართებული ურთიერთობა არი ნორმა ჩვენს ქვეყანაში(?), არ არი ნორმა, როდესაც აიკრძალება, ამას ჭირდება ეროვნული ხელისუფლება...არავითარი ჰეტეროსექსუალური პორნოგრაფიული მარშები და დემონსტრაციები და პროპაგანდები არ არის საჭირო არც ჰეტეროსექსულური, არც მამათმავლური".

ინტერპრესნიუსი, 18 ივნისი
ლევან ჩაჩუა, ქართული იდეა: „„ეს არის გამოწვევა და ჩვენ მივიღეთ ეს გამოწვევა. ისინი პრაიდის ფარგლებში ვერანაირ ღონისძიებას მშვიდად ვერ ჩაატარებენ. ყველა მეთოდს გამოვიყენებთ და არ ჩავატარებინებთ. მამათმავლობის პროპაგანდა, საქართველოში ვერ განხორციელდება მშვიდად, რომ ვიღაც ნაძირლებმა ამით იშოვონ ფული. პოლიციის კორდონი არ გაირღვევა, ისე არ ჩავატარებინებთ!"

მედია

ობიექტივი, ოქროს კვეთა, 22 ივნისი,
ვალერი კვარაცხელია, წამყვანი: „ჰომოსექსუალიზმი სულაც არ არის აი, ამ ადამიანების, ამ პრობლემით დამძიმებული ადამიანების დახმარების ინიციატივა. ეს ყველაფერი, რაც ხდება ამ ადამიანებთან დაკავშირებით არის ახალი იდეოლოგიის შექმნა, ეს არის გარყვნის იდეოლოგია, ცნობიერების მოწამვლის იდეოლოგია და როგორც ნარკომანია არის გამოყენებული ინსტრუმენტად იმისათვის, რომ დაიმორჩილონ ხალხები, ერები, სახელმწიფოები, ასევე ჰომოსექსუალიზმი გამოყენებულია აი, ამ მიმართულებით და ეს არის მთელი უბედურება. იცის თუ არა ეს ქართველმა ხალხმა? რა თქმა უნდა იცის! ნაწილი ვერ ხვდება, ნაწილი წამოგებულია იმ პროპაგანდაზე რაც 24 საათის განმავლობაში ესმის ყველა ტელეარხიდან, მაგრამ საზოგადოების რაღაცა ნაწილი რა თქმა უნდა აცნობიერებს იმას, თუ რა უბედურებაა ეს ხალხისთვის, ერისთვის, საზოგადოებისა და საზოგადოებრივი ცნობიერებისათვის“.

ასავალ-დასავალი, 3 - 9 ივნისი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „მთავარი ის არის, რომ საქართველოში ეს უბილწესი გეი-აღლუმი არ ჩატარდება და ეს ნამდვილად მისალოცია! დიახ, როგორც „ასავალ-დასავალი“ გპირდებოდათ, საქართველოში ლგბტ ფესტივალი და მამათმავლური აღლუმები არ ჩატარდება!... აი, შედეგიც - ის, რომ შსს ლგბტ სექტის მესვეურებს ვერ აძლევს უსაფრთხოების გარანტიებს ქართველი ხალხისგან ჩვენ ვერ დავიცავთო! დიახ, ეს იმას ნიშნავს, რომ შსს-მ ლგბტ სექტას უარი უთხრა გეი-აღლუმების ჩატარებაზე!... დიახ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აირჩიოს - ან პედერასტების კეთილგანწყობა, ანდა ქართველი ხალხის ბუნტი! აქ სხვა არჩევანი არ არსებობს!...

18-23 ივნისს რუსთაველის გამზირზე ათობით ათასი ქართველი უნდა გამოვიდეს და მთელ მსოფლიოს დაანახოს, რომ საქართველოში პედერასტია ვერასოდეს გაილაღებს!“

საქართველო და მსოფლიო, 11 ივნისი,
ბესო ბარბაქაძე, ჟურნალისტი: "სურთ თუ არა, უნდა ვთქვათ, რომ მოსახლეობის უმრავლესობას, ლგბტ თემის წინ წამოწევა გარყვნილი ქმედების პროპაგანდად მიაჩნია. ამ ეტაპზე ასე ჩანს _ გამორიცხულია, საზოგადოებამ ეს ყველაფერი მიიღოს, თავს მოიხვიოს და აიტანოს".

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

მარშალპრესი, 29 ივნისი
სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: "რისთვის ისჯება გახარია??? უკვე ნათლად გამოჩნდა, რომ რეზინის ტყვიები საბაბია, მიზეზი სხვაა, მიზეზი გეი-აღლუმის გამართვაზე 2-ჯერ უარის თქმაა !!! დიახ- გახარიას დასჯას მამათმავლები, გეი-პრაიდის ორგანიზატორები ცდილობენ, ის ხალხი რომლებიც ყველაფერს აკეთებენ გეი-მარშის ჩასატარებლად !!! ფსიქოლოგიურად ცნობილია, რომ ლგბტ ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი ადამიანებია, რომლებიც არავის ინდობენ და ყველაფერს კადრულობენ შერჩეული მტრის გასანადგურებლად !!! მათი აზრით გახარიას დასჯა მაგალითი გახდება ყველა მომავალი შსს მინისტრისთვის, რათა მათ ვეღარასოდეს გაბედონ უარის თქმა გეი-მარშის გამართვაზე !!! სიტუაცია მარტივად აღსაქმელია – დამარცხდება გახარია ??? გაიმარჯვებენ მამათმავლები. გაიმარჯვებს გახარია ??? დამარცხდებიან მამათმავლები !!!" სოციალური ქსელი

ინტერპრესნიუსი, 18 ივნისი
გურამ ფალავანდიშვილი, ზნეობა, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი : „ჩვენ ვიცავთ კანონს, პოლიცია კი გარყვნილების პროპაგანდას ხელს უწყობს. პოლიცია გამოდის კონსტიტუციის ჩარჩოებიდან. თუ ეს გარყვნილებაა, მაშინ პოლიციამ ამის პროპაგანდა უნდა აღკვეთოს. ჩვენ ვაპირებთ მათ [ლგბტ თემის] აქციას წინ დავუდგეთ კორდონით. შიშველი ხელებით ვიდგებით. თუ სახელმწიფო გაბედავს შიშველი ხელებით ხალხის დახოცვას, ეს მის სინდისზე იყოს".

იმედი, ქრონიკა, 18 ივნისი,
გია კორკოტაშვილი, ქართული მისია: "[ლევან] ვასაძის მოსაზრებას აბსოლუტურად ყველაფერში ვეთანხმები, იქ ეხლა ზოგს, მედიას უნდა, რო დაინახოს რაღაცა ახალს ეძებს, რო არიქა, აი, ჩხუბისთვის მზად არიან, ფორმირებები ჩამოყალიბდა, ეს არის ადამიანების შეკრება, რომელსაც არა აქვს სურვილი, რო ელგებეტე წესით მოხდეს პროპაგანდა ჩემს საყვარელ მართლმადიდებლურ ქვეყანაში".

საქართველო და მსოფლიო, 5 ივნისი,
დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი: “დაპირისპირებას რაც შეეხება, ლგბტ თემის ზოგიერთი წარმომადგენელი უკვე აცხადებს, რომ ისინი უკან დახევას არ აპირებენ და ნებისმიერ ფასად დაიცავენ თავიანთ უფლებებს. ეს ყველაფერი ქმნის იმის წინაპირობებს, რომ ივნისში აპირებენ გენერალურ რევანშს 17 მაისის გამო, რომელიც ჩაუფლავდათ, რადგან ქართველი ხალხი არ იღებს და არც არასდროს მიიღებს მამათმავლობის პროპაგანდას"...

სასულიერო პირები

სააგენტო პირველი, 15 ივნისი, 
ქორეპისკოპოსი იაკობ იაკობიშვილი, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი: „სახლში არავინ არ უვარდებათ მაგათ [ლგბტ პირებს]. არავის არ ჩავატარებინებთ მაგას, რა შუაშია კონსტიტუცია, ვარღვევთ რამეს? შეიკრიბონ და ჩაატარონ ინდოჩინეთში. რაც არ უნდა ილაპარაკონ, არ დავუშვებთ“.

მარშალპრესი, 15 ივნისი,
დავით ისაკაძე, დეკანოზი: "გარყვნილების ქადაგების საშუალებას არ მოგცემთ. სოდომია ეს არი უმძიმესი ცოდვა და მე მეშინია უბრალოდ, რო ჩვენი ქვეყანა არ დაისაჯოს იმითი, რომ ამ ცოდვის მიმდევარი გახდება ხალხი და თქვენ კიდე მხარს უჭერთ ამას".

რუსთავი 2, კურიერი, 17 ივნისი,
გიორგი, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი: „მოგმართავთ ჩემს სამწყსოს, კერძოდ კაცებს, ვისთვისაც ღმერთო, სამშობლო და ადამიანის ღირსება წარმოადგენს მთავარ ღირებულებას, შეუერთდეს ლევან ვასაძის წამოწყებულ მოძრაობას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენს ქვეყანაში სოდომისტურ-აღვირახსნილი მოძრაობის ალაგმვას“.

საზოგადოება

მარშალპრესი, 15 ივნისი,
ლევან ვასაძე, ბიზნესმენი: "ჩვენ არ მოგცემთ კორდონების ჩაყენების უფლებას. სადაც უნდა იყოს – კინოთეატრში, სკვერში თუ ტყეში, ყველგან მივაკითხავთ[ლგბტ პოირებს], ყველა კორდონს გავარღვევთ და წაგლეკავთ. როგორ ვიზამთ ამას, ხვალ შევთანხმდებით… თუ ჩვენ ამ წუნკლებს, პოლიტიკოსების ჩათვლით, ჩავატარებინებთ რამე საჯარო ღონისძიებას მომავალ კვირას, ჩვენ შეგვიძლია, დავემშვიდობოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების ყოველგვარ პერსპექტივას... ჩვენ შეგვიძლია, დავემშვიდობოთ ქართულ სახელმწიფოებრიობას. საბოლოოდ, ისინი გაიტანენ თავისას და საქართველო აღარ იქნება, რასაც არ დავუშვებთ".

ინტერპრესნიუსი, 17 ივნისი
დავით ცინცქილაძე, ადვოკატი: „მეც მიმაჩნია, რომ ეს ჭეშმარიტი აზრია,რომ საქართველოში არ უნდა ჩატარდეს ლიბერალისტების, სატანისტების, მამათმავლების უკუღმართების აღლუმები. ეს ადამიანები გაერთიანდნენ ამ ჯგუფში მოხალისეებად ამ ყველაფრის წინააღმდეგ. ჩვენ არც შეიარაღებული და არც ბანდიტური ორგანიზაცია არ შეგვიქმნია".

ანტიდასავლური განწყობები

პოლიტიკოსები

იმედი, პირისპირ, 18 ივნისი,
კახა კუკავა, თავისუფალი საქართველო: " ყველა სოციოლოგი გეტყვით, რო ნებისმიერი ასეთი პოლემიკის შემდეგ, როდესაც ჩანს, რო ინგლისის ელჩი მოითხოვს გეიაღლუმის გამართვას თუ პრაიდის გამართვას და ნუ ყველა სხვა ელჩები და  თქვენ თვითონ აბრალებთ პუტინს, რომელიც არ ვიცი ეგრე არი თუ არა… მარა თითოეული ასეთი პოლემიკის შემდეგ საქართველში ცოტათი თუ ბევრით გაიზრდება ადამიანები, რომლებიც არიან ანტიდასავლურად განწყობილი და შემცირდება, ეხლა მე ჩემ აზრს ვამბობ და თუ თქვენ მეტყვით, რო ერთი ადამიანი მაინც ამ ეთერს უყურებს და იტყვის, ადამინი, რო რა კარგია გეიაღლუმი და მოდი გავწევრიანდეთ ნატოში, არა…”

იმედი, ქრონიკა, 17 ივნისი,
ემზარ კვიციანი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: "კონსტიტუციას ითვალისწინებს იმას, რომ ხალხის წინააღმდეგ არ უნდა წახვიდე, კონსტიტუცია ითვალისწინებს იმას, რომ ხალხს შეუძლია აჯანყება მოაწყოს იმ შემთხვევაში თუ არ იქცევა სწორად ხელისუფლება, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებამ უღალატა ხალხს, იმ ხალხს. არავითარი, სწორედ ეს რო არ მოხდეს, აი ამისთვის არის ეს შეკრება. მე ვემხრობი იმას, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა პრაიდი არ ჩაგვიტარონ ჩვენს ქვეყანაში, მე ვარ ქართველი  და ქართული ცხოვრება მინდა, ნუ მახვევთ თავს".

ინტერპრესნიუსი, 17 ივნისი
ლევან ჩაჩუა, ქართული იდეა: "ერთი რამ ზუსტდ ვიცი - ამ ქვეყანაში გეი პრაიდებს ჩვენ არ ჩავატარებინებთ, გინდ დაგვიჭირონ, გინდა დაგვხვრიტონ. ეს კარგად იცოდნენ მათაც და იმ საელჩოების წარმომადგენლებმაც, რომლებსაც ქართველ ხალხს და ძალოვან სტრუქტურებს შორის დაპირისპირება სურს, ჩვენ ამას ვაცნობიერებთ".

მედია

საქართველო და მსოფლიო, 5 ივნისი,
ჯაბა ჟვანია, ჟურნალისტი:"[შსს-ს] განცხადებით გაცოფებულმა სოდომისტებმა კეთილი რჩევა არ შეისმინეს და გასულ კვირას  შეშფოთებისგან მედიაში დუჟი ანთხიეს; გამოსვლებში იყო ღია მუქარა და თითის ქნევა, რომ ხელისუფლებას “ეს ცინიზმი” არ შერჩება, რომ დახმარებისთვის მალე სტრასბურგს მიმართავენ და “ბნელ საგრუზინეთს” “სიძულვილისთვის” “ცივილიზებული ევროპის” რისხვას დაატეხენ. მოკლედ, საყოველთაო ლიბერალურმა გნიასმა და ისტერიკამ ქვეყანა კიდევ ერთხელ “შეაზანზარა”,  “დემოკრატიულ” დასავლეთს მეტი გრანტის გამოყოფის “აუცილებლობა” დაანახვა. რა სადამსჯელო მოქმედებებია ევროპისგან მოსალოდნელი იმის გამო, რომ სახელმწიფო პირველი კავკასიური გეიაღლუმის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ვერ იღებს და რა ნაბიჯებით მოუწევს ხელისუფლებას ახლო მომავალში ამ “შეცდომის” გამოსწორება?"

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ალია, 17-23 ივნისი
სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ „ქართული მარშის“ წევრებს, სიცოცხლის ფასად რომ დაგვიჯდეს, არ დავუშვებთ გეი აღლუმის ჩატარებას... ეს ქვეყანა სავსეა მოღალატეებით, რომლებიც ცდილობენ ქართული სახელმწიფოებრიობის შერყევას. ესენი არიან გეი-აღლუმის ორგანიზატორები და მათი თავდადებული მხარდამჭერები. ეს არის დაგეგმილი პროვოკაცია, რომელსაც უხილავი ხელი მართავს საზღვარგარეთიდან.“

სასულიერო პირები

ინტერპრესნიუსი, 18 ივნისი
დავით ნოზაძე, დეკანოზი: „მათთვის მსხვერპლი და ერთი ორი კაცი თუ მოკვდება, არაფერი არ არის… როდესაც დაინახეს საელჩოებმა, რომ ეკლესია ურყევად იდგა პოზიციაზე, ხელისუფალიც ამბობდა, რომ ვერ შეძლებდა მათ დაცვას, უბრძანეს, რომ კანცელარიის კიბეებთან დამსხდარიყვნენ. თვითონ ამ ადამიანებს რაღაც მგონია, რომ რცხვენიათ, ასეთები რომ არიან, მაგრამ ესენი აიძულებენ, რომ თავიანთი საცოდავი მდგომარეობა გამოატანინონ. საელჩოები და არასამთავრობოები, განსაკუთრებით საელჩოები, რადგან არასამთავრობოებსაც საელჩოები მართავენ, აკეთებენ ამას. ჩვენი არასამთავრობოები დაფინანსებას საიდან იღებენ?- ზუსტად იმ ქვეყნებიდან, რომლებიც აიძულებენ. სად არის ჩვენი სუვერენიტეტი? გულწრფელად მინდა გკითხოთ: წითელი ტერორი ხომ არ მოგწონდათ, არც ცისფერი ტერორი უნდა მოგეწონოთ. რა მნიშვნელობა აქვს კომუნიზმის სახელით დამიწყებენ დევნას თუ ლიბერალური ღირებულებების გამო".

ასავალ-დასავალი, 24 - 30 ივნისი
ქრისტეფორე წამალაძე, მიტროპოლიტი: „ვინც ამ გარყვნილ სოდომისტებს დავალებას აძლევს და გრანტებით და ფულებით ამარაგებს, იყენებენ ქართველებისა და, ზოგადად, ავტოქტონი კავკასიელების ღირსების შესალახად! ამიტომ მოვუწოდებ ნამდვილ კავკასიელებს: ძმებო ჩეჩნებო, აფხაზებო, ოსებო, ავარიელებო, ჩერქეზებო, ბალყარებო, ინგუშებო, ყაბარდოელებო, ლეკებო და ალბანელებო, დღეს თბილისის ქუჩებში მხოლოდ საქართველოს კი არა, მთელი კავკასიის ბედი წყდება! დაგვიდექით გვერდით და შევაჩეროთ ეს ბნელი, გარყვნილი ძალა, თორემ თუ მამათმავლებმა და გათახსირებულმა ხალხმა საქართველო დააჩოქეს, სოდომისტები თქვენს სახლებზეც მოაკაკუნებენ და თქვენს ქალაქებსა და სოფლებსაც გარყვნიან!“

საზოგადოება

ალია, 3-9 ივნისი
მიხეილ მეტრეველი, სამოქალაქო აქტივისტი: "იცით რას ვიტყვი, მომიტევეთ მაგრამ ამივიდა ყელში გავარტყი თქვენს ევროპას!... გვითითებენ და დაჟინებით ითხოვენ,რომ საქართველოში ჩატარდეს გეი აღლუმი და ითხოვენ, რომ დაკანონდეს ერთსქესიანთა ქორწინება! ტერიტორიების დაბრუნება გვინდა მშვიდობიანი გზით და ოსებს რა უნდა უთხრათ ერთიან სახელმწიფოში ვიცხოვროთ და შევთავაზოთ ერთსქესიანთა ქორწინება და გეი აღლუმები!?

საქართველო და მსოფლიო, 12 ივნისი,
გურამ ქართველიშვილი, ისტორიკოსი: "რაში დაეხმარა ამერიკა საქართველოს _ ლგბტ–ების დაფინანსებაში? არასამთავრობოების დაფინანსებაში, რომლებიც სახელმწიფოს გვინგრევენ? რაში გვეხმარება, მითხრას ვინმემ: სოფლის მეურნეობა აგვიშენეს? შემოსული გრანტები დაიხარჯა ხალხის საკეთილდღეოდ? პირწმინდად შეჭამეს ყველაფერი მთავრობებმა, შევარდნაძის პერიოდიდან დღემდე. თუ რამე წამოვიდა ამერიკიდან, ეს არის მხოლოდ ანტიქართული პროპაგანდა და მიზანმიმართული ქმედებები საქართველოს დასანგრევად. ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები საქართველოში არაბი ამირებივით არიან, ჩვენი დაუძინებელი მტრების საქმეს განაგრძობენ".

მარშალპრესი, 16 ივნისი
ლევან ვასაძე, ბიზნესმენი: "რაც შეეხება უცხოელების მონაწილეობას ამ ყველაფერში [ლგბტ თემის ღისრესბის კვირეული], ხმები ვრცელდება რომ ჩამოჰყავთ თვითმფრინავებით მამათმავლები და არის ერთუ ვაი-უშველებელი… ის ტუტუცი უცხოელი ელჩი, ვისაც არ ესმის, რომ მისი საქმე არის საელჩოში ჯდომა და ელჩობა, რომელიც გამოდის ქუჩაში, გვასწავლის ჩვენ ჭკუას და ესხმის თავს ჩვენი სახელმწიფოს წარმომადგენლებს, ჩვენი ეკლესიის ხელმძღვანელობას უშრობს სისხლს და ეუბნება, რომ “ეს ქენით, თორემ იმას გიზამთ და ამას გიზამთ”, ის აღარ არის ელჩი, ძმაო, ის არის უზრდელი, არადიპლომატიური პროვოკატორი, რომელიც ერევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და თუ უნდა, ხელები შევუკრათ თავისი დაცვიანად, არც ეგაა პრობლემა. შევუკრავთ ხელებს და მივაბრძანებთ უკან თავის საელჩოში ისე, რომ თავიდან თმის ღერიც არ ჩამოუვარდება".

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

Media Development Foundation

http://notophobia.ge/

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube