18 ივლისი - 28 ივლისი, 2021 |
|
|
|
|
მიმდინარე გამოცემის თემები
- საქართველოს ლგბტქ თემის წინააღმდეგ ძალადობის ონლაინ მოწოდებებმა გამოხატულება ფიზიკურ სივრცეში ჰპოვა
- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოსთან ფრენების აღდგენა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას დაუკავშირა
- რუსეთი აფხაზეთს კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ მარტო ტოვებს
- საქართველოს მთავრობის გარიგებები სკანდალურ ჩინურ კომპანია Dongfang-თან
|
|
|
|
|
|
პოლიტიკის უახლესი მოვლენები |
|
|
|
საქართველოს ლგბტქ თემის წინააღმდეგ ძალადობის ონლაინ მოწოდებებმა გამოხატულება ფიზიკურ სივრცეში ჰპოვა
|
|
|
|
ულტრამემარჯვენე და პრო-კრემლისტურმა ჯგუფებმა, ასევე, ეკლესიის წარმომადგენლებმა სამიზნეში ამოიღეს ლგბტქ თემი, მისი მხარდამჭერები და დასავლეთი „ღირსების მარშის“ წინ, რომელიც 2021 წლის 5 ივლისს უნდა გამართულიყო.
„ღირსების მარშის“ წინააღმდეგ სიძულვილის და ძალადობის შემცველი მოწოდებების შედეგად, ჰომოფობიური, ძალადობრივი და პრო-კრემლისტური ჯგუფები 5 ივლისს შეიკრიბნენ მარშის დაანონსებულ ადგილზე, სადაც ისინი თავს დაესხნენ ჟურნალისტებს და აქტივისტებს. საქართველოს მთავრობისგან უსაფრთხოების გარანტიების არ ქონის მიზეზით, „თბილისი პრაიდმა“ მარში გააუქმა.
„ღირსების მარშის“ წინააღმდეგ ძალადობრივი ჯგუფების მობილიზების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი ალტ-ინფო იყო - ულტრამემარჯვენე ჯგუფი, რომელიც თავს მედიად ასაღებს და მჭიდრო კავშირები აქვს პრო-რუს ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან.
ღია წყაროებით მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორებს შორის კავშირები და კოორდინირებული დეზინფორმაციული ნარატივები აჩვენებს, რომ ეს არ იყო მხოლოდ ადგილობრივი ჰომოფობიური ჯგუფების მობილიზაცია, არამედ კარგად ორგანიზებული ქმედება ლგბტქ თემის, არასამთავრობო ორგანიზაციების, დასავლეთის ქვეყნების საელჩოების და ზოგადად, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ. უფრო მეტი წაიკითხეთ აქ.
|
|
|
|
სამხრეთ ოსეთის ე.წ. „KGB” თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიას ცხინვალის კონტროლირებად ტერიტორიაზე აფრიკული ღორის ცხელების (ASF) გავრცელებაში ადანაშაულებს
|
|
|
|
სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის “ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახურმა” (ე.წ. „Yugosselkhoznadzor") ცხინვალთან ახლოს მდებარე რამდენიმე სოფელში ASF ვირუსით ღორების დახოცვის შემთხვევები დააფიქსირა. ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობამ ეს „შესაძლებლობა” ხელიდან არ გაუშვა და თბილისი, კონკრეტულად კი ამერიკელების მხარდაჭერით შექმნილი ლუგარის ლაბორატორია ინფექციის ხელოვნურად გავრცელებასა და “ბიოტერორიზმში” დაადანაშაულა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კრემლი და მისი მარიონეტული რეჟიმები ლუგარის ლაბორატორიას სინქრონულად ესხმიან თავს.
ცხინვალის ე.წ. „KGB”-იმ ASF-თან დაკავშირებით საქართველოს მისამართით აბსურდული ბრალდებები გააჟღერა: „ქართული მხარე გამიზნულად დუმს მის ტერიტორიაზე არსებულ ASF-ის შემთხვევებზე, მაშინ როდესაც ეს დაავადება - პოტენციურად გლობალური ინფექცია - ძალიან სწრაფად ვრცელდება, მათ შორის მწერი-ტრანსპორტერების საშუალებით. ამ კუთხით, KGB არ გამორიცხავს, რომ სამხრეთ ოსეთში ASF-ის გავრცელება „რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის” საქმიანობასთან იყოს ასოცირებული, რომელიც ახორციელებს კვლევებს ატიპიური ფორმის ვირუსებზე (ბრუცელიოზი, ანტრაქსი - ციმბირის წყლული, დენგეს ცხელება, ყირიმ-კონგოს ცხელება) და იყენებს საშიშ პათოგენებს, რომელთა საშუალებითაც თბილისი ბიოტერორისტულ ქმედებებს ახორციელებს სამხრეთ ოსეთის მიმართულებით”.
ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების შენაერთის უფროსმა, იგორ კირილოვმა, კიდევ ერთი შეთქმულების თეორია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, 2007-2018 წლებში „სამხრეთ ოსეთში, რუსეთში, ევროპულ სახელმწიფოებსა და ჩინეთში” აფრიკული ღორის ცხელება საქართველოდან გავრცელდა.
|
|
|
|
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოსთან ფრენების აღდგენა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას დაუკავშირა
|
|
|
|
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რასია სევოდნია“-სთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემდგომ ფრენების განახლების შესაძლებლობაზე ისაუბრა. რუდენკომ საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვას დროებითი და იძულებითი ზომა უწოდა, რაც „ანტირუსული პროვოკაციით იყო გამოწვეული”. აღნიშნული ტერმინის მიღმა რუდენკო 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს გულისხმობდა, როდესაც რუსეთის დუმის კომუნისტი წევრის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს მოსახლეობის დიდი პროტესტი მოჰყვა.
გავრილოვი, რომელიც თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში იმყოფებოდა, დღის წესრიგის საწინააღმდეგოდ, საქართველოს პარლამენტის შენობაში მიმდინარე ღონისძიებას ხელმძღვანელობდა, რა დროსაც მან პარლამენტის სპიკერის ადგილი დაიკავა. აღნიშნულმა ფაქტმა მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია, რის გამოც ისინი პროტესტის ნიშნად პარლამენტის წინ სპონტანურად შეიკრიბნენ. მოგვიანებით, საპროტესტო აქციამ ზოგადად რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო სახე მიიღო. 20 ივნისის საღამოს, პარლამენტის წინ სიტუაცია დაიძაბა და პროტესტანტების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება და საბოლოოდ აქციის ძალადობრივი დაშლა მოჰყვა. აქციის დაშლის დროს პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა - ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენების გამო ასეულობით ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები, დაშავდნენ.
აღნიშნული საპროტესტო აქციიდან მეორე დღესვე, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენები აეკრძალათ. კრემლის განცხადებით, ფრენების შეჩერება აუცილებელი იყო „რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების” დასაცავად. მას შემდეგ ორ ქვეყანას შორის რეგულარული პირდაპირი ფრენები არ ხორციელდება, ხოლო რუსი ჩინოვნიკები აცხადებდნენ, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებასთან ერთად, საკითხის მოგვარება დამოკიდებულია თბილისზე, რომელმაც ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. თუმცა, როგორც რუდენკოს ბოლოდროინდელი განცხადებიდან ჩანს, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში საფრთხე აღარ ემუქრებათ (სინამდვილეში, რუს ტურისტებს ქვეყანაში პრობლემები არასდროს შექმნიათ). რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განცხადებით, კრემლი იმედოვნებს, რომ „საქართველოს ხელისუფლებამ მომხდარიდან გაკვეთილი მიიღო".
რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების განახლების შესაძლებლობის შესახებ მსგავსი განცხადება გააკეთა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ის თავის ქართველ კოლეგასთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრას შემოდგომაზე გამართავს.
|
|
|
|
ᲝᲙᲣᲞᲘᲠᲔᲑᲣᲚ ᲢᲔᲠᲘᲢᲝᲠᲘᲔᲑᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲘᲗ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲛᲝᲕᲚᲔᲜᲔᲑᲘ |
|
|
|
რუსეთი აფხაზეთს კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ მარტო ტოვებს
|
|
|
|
ოკუპირებული აფხაზეთში COVID-19-ის შემთხვევების ზრდა ფიქსირდება, ხოლო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესებულია, რადგან ჯანდაცვის სისტემა სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებას ვერ უზრუნველყოფს - COVID-ცენტრები თითქმის სრულად გადატვირთულია და აქტიურად გამოყენებადი სამედიცინო აღჭურვილობა მწყობრიდანაა გამოსული, მწირი სამედიცინო აღჭურვილობა კი ინფიცირების გაზრდილი რაოდენობისთვის საკმარისი არაა. ამავდროულად, რუსეთმა უარი თქვა აფხაზეთის დახმარებაზე - რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მობილური ჰოსპიტალური პუნქტები ოკუპირებული რეგიონიდან გატანა და სამედიცინო დახმარებას რუსეთში მხოლოდ ინფიცირებული რუსი ტურისტები გადიან, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა სამედიცინო სერვისს თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებს. გარდა ამისა, აფხაზეთის ე.წ. დეპუტატმა და სოციალური პოლიტიკის, შრომისა და ჯანდაცვის კომიტეტის დე ფაქტო ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთმა უარი თქვა სოხუმისთვის Sputnik V ვაქცინების მიწოდებაზე, ეს კი მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთს არა მხოლოდ დონაცია, არამედ ვაქცინების საკუთარი სახსრებით შესყიდვა მრავალჯერ სთხოვა. რამდენიმე დღის წინ, დე ფაქტო პრეზიდენტმა ბჟანიამ იმედი გამოთქვა, რომ Sputnik V-ის დამატებითი დოზების მომარაგების საკითხი მალე მოგვარდებოდა, მაგრამ აღნიშნული განცხადება პანიკის თავიდან ასაცილებლად იყო გაკეთებული, რომელსაც შედეგი არ მოჰყოლია. აქამდე აფხაზეთში სულ 6398 ადამიანი აცრეს, თუმცა ვაქცინების ამოწურვამდე, აღნიშნული პირებიდან მხოლოდ 4047-მა მოახერხა მეორე დოზის მიღება.
|
|
|
|
დეზინფორმაციის მონიტორინგი |
|
|
|
ვიდეომანიპულაცია ევროკავშირის დროშასთან დაკავშირებით. 11 ივლისს ფეისბუქ პროფილმა „Vamekh Fusdani” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ ისვრიან შენობის სახურავიდან ევროკავშირის დროშას. ვიდეო შეცდომაში შემყვანი აღწერით გავრცელდა, რომლის მიხედვითაც აღნიშნული შემთხვევა იტალიის არმიასთან იყო დაკავშირებული. რეალურად, იტალიის არმიის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციის სამი წევრი დაკეტილ შტაბბინაში შევიდა და დროშა სახურავიდან გადმოაგდო. ორგანიზაციის დირექტორმა მათი ქმედებები დაგმო. მსგავსი ვიდეოები, სადაც ევროკავშირის დროშის განადგურება ჩანს 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ აქტიურად ზიარდებოდა. 5-6 ივლისს თბილისში ძალადობრივმა ჯგუფებმა ევროკავშირის დროშა დახიეს და დაწვეს. ამ ტენდენციის მიზანი იმის ჩვენებაა, რომ ევროკავშირის მიმართ ნეგატიური განწყობები არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაშიც არის გააქტიურებული.
|
|
|
|
რონალდ რეიგანის გაყალბებული ციტატა. ლგბტ თემის საწინააღმდეგო პროტესტის შემდეგ, ანტილიბერალური ნარატივები და სექსუალური უმცირესობის უფლებებთან დაკავშირებული დეზინფორმაცია სოციალურ და ტრადიციულ მედიაში კვლავ გავრცელდა. ამ კონტექსტში, ფეისბუქ გვერდმა „მოძრაობა ძლევაი საკვირველი” გამოაქვეყნა ფოტოკოლაჟი, რომელშიც რონალდ რეიგანი ფიგურირებდა და მას შემდეგი ციტატა მიეწერებოდა: „ამერიკა დგას 4 მთავარ ღირებულებაზე: ღმერთისადმი რწმენაზე, სიტყვის თავისუფლებაზე, ოჯახის ინსტიტუტზე და ეკონომიკურ თავისუფლებაზე. თუ როდესმე ფაშიზმი მოვა ამერიკაში, მას ექნება ლიბერალიზმის სახე.” ფოტო ასევე შეიცავდა წარწერას, რომ ქართველები ჰომოსექსუალობის პროპაგანდას არასდროს დაუშვებენ. რეიგანის ციტატა გაყალბებულია და ორი სხვადასხვა განცხადებისგან შედგება, რომელსაც განსხვავებული კონტექსტი აქვს. ლიბერალიზმის შესახებ ციტატა რეიგანის ეკონომიკურ ხედვებს ეხება და არა რწმენასა და ოჯახის ღირებულებებს. ვრცლად იხილეთ ბმულზე.
|
|
|
|
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დასავლეთის მიერ სასამართლო სისტემის შეფასებაზე დეზინფორმაციას ავრცელებს. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების მიერ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 2012 წლამდე საქართველოს სასამართლო სისტემის კრიტიკა აშშ-სა და ევროპის მხრიდან არ მოუსმენია. რეალურად, საქართველოს სასამართლო სისტემა ხშირად უარყოფითად იყო შეფასებული სხვადასხვა ევროპული სტრუქტურების და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, მანამდეც, სანამ „ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდოდა.
|
|
|
|
დეზინფორმაცია გარდაცვლილ ოპერატორთან დაკავშირებით. ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების წევრებმა სცემეს, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ თავის ბინაში გარდაცვლილი იპოვეს, სამთავრობო პროპაგანდის ობიექტი გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, ლაშქარავას გარდაცვალება ნარკოტიკებით ზედოზირებას დაუკავშირეს სხვადასხვა აქტორებმა, მათ შორის თავად ძალადობრივი ჯგუფების წევრებმა და სამთავრობო მედიამ. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ პიროვნებას წვდომა ჰქონდა სახელმწიფოს საინფორმაციო ბაზებზე და ლაშქარავასთან დაკავშირებულ პერსონალურ ინფორმაციას ავრცელებდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გაჟონილ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო. 21 ივლისს ლექსო ლაშქარავას ორი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა, რასაც თან ერთვოდა ინფორმაცია, რომ ტვ „ფორმულამ” ლაშქარავას ფოტო პროგრამულად დაამუშავა და დაზიანებები დაუმატა. ორივე ფოტო ავთენტური იყო, თუმცა ისინი დროის სხვადასხვა მონაკვეთში გადაიღეს, შესაბამისად ლაშქარავას სახეზე სისხლის კვალი აღარ ეტყობოდა. ყალბი ინფორმაცია კოორდინირებულად სამთავრობო აქტორების და მოგვიანებით პრო-რუსული ალტ-ინფოსა და ანტი-ლიბერალური გაზეთ ასავალ-დასავალის ჟურნალისტის მიერ გავრცელდა.
|
|
|
|
გამოაშკარავება და საჯარო კრიტიკა |
|
|
|
საქართველოს მთავრობის გარიგებები სკანდალურ ჩინურ კომპანია Dongfang-თან
|
|
|
|
14 ივლისს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა შეხვდა ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიის - Dongfang Electric Corporation-ის პრეზიდენტს ჩენ ციანგს შეხვდა და მასთან ერთად განიხილა სამომავლო ინვესტირების შესაძლებლობები და შემდგომი თანამშრომლობის პირობები ორ მხარეს შორის საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში. ჩენ ციანგი ასევე დაინტერესდა საქართველოში დონგფანგის რეგიონალური ფილიალის დაარსებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2015 წელს, კვლავ ღარიბაშვილის პრემიერ მინისტრობის დროს, საქართველოს მთავრობა ცდილობდა ამავე კომპანიის დაინტერესებას 180–200 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ქვანახშირის ელექტროსადგური პროექტით.
Dongfang Electric International Corporation ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაქვემდებარებაში მყოფი ენერგეტიკული მანქანა-დანადგარების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2019 წლის 12 ივნისს მსოფლიო ბანკმა სანქცირებული კომპანიების სიაში შეიყვანა რაც გულისხმობს იმას, რომ ამ კონკრეტულ კომპანიას 15 თვით აეკრძალა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობის მიღება. ამის მიზეზი კი ლიბერიაში მისი თაღლითური პრაქტიკა გახდა. სამწუხაროდ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო მთავრობა მსგავს ხელშეკრულებებს დებს საერთაშორისო სკანდალებში მხილებულ ჩინურ კომპანიებთან. მსგავსი კომპანიებს სიას მიეკუთვნება ასევე, რკინიგზის 23-ე ბიურო, სინოჰიდრო, ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაცია და სხვა, რომლებიც საქართველოში საკმაოდ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ უამრავი დარღვევით, იქნება ეს კონტრაქტით გათვალისწინებული ვადების გადაცილება, შრომითი უფლებების დარღვევა თუ სხვა. აქ ორი ვარიანტია, ერთ შემთხვევაში მთავრობა უბრალოდ არ ატარებს სათანადო კვლევას იმ კომპანიების შესახებ, რომლებთანაც ხელშეკრულებებს აფორმებს. ეს კი იმის ფონზე, როცა გუგლის საძიებო სისტემის მეშვეობით, მარტივი მოკვლევიდანაც კი ცხადია, რომ აღნიშნული კომპანიები უამრავ საერთაშორისო სკანდალში არიან გახვეულნი. ხოლო მეორე შემთხვევაში, შესაძლოა მსგავსი კონტრაქტების მიღმა კონკრეტული პიროვნებების პირადი ინტერესებიც იმალებოდეს.
|
|
|
|
სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივები |
|
|
|
უსაფრთხოების პოლიტიკის ევროპული ღირებულებების ცენტრმა (EVC) საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ექსპერტული დისკუსია გამართა, რომელიც მიზნად კრიზისზე შესაძლო საერთაშორისო გამოხმაურებისა და რეაგირების კონტურების მოხაზვას ისახავდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, ევროპარლამენტის წევრი მარკეტა გრიგოროვა და ექსპერტები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებიდან: მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი - თამარ კინწურაშვილი, რადიო თავისუფლების უფროსი რედაქტორი და ჟურნალისტი - ნინო გელაშვილი და ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის კავკასიის მიმართულების კვლევითი ასისტენტი - გივი გიგიტაშვილი. დისკუსიის ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
|
|
|
|
რონდელის ფონდმა კავკასიაში ჩინეთის აქტივობის შესახებ მე-17 გამოცემა გამოაქვეყნა, რომელშიც ჩინეთსა და კავკასიის ქვეყნებს შორის მიმდინარე უახლესი პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა მნიშვნელოვანი პროცესებია აღწერილი. პუბლიკაციის მიხედვით, რადენიმე საჯარო ფიგურამ, მათ შორის მედიის (Georgian Times, NewsDay Georgia, TV 24), აკადემიის, სპორტის და რაც მთავარია ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩინეთს მმართველ კომუნისტურ პარტიას დაფუძნების 100 წლისთავი მიულოცეს. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განსაკუთრებულად შეაქო ჩინეთის მმართველი პარტია „ჩინეთის კომუნისტური პარტიის მმართველობის პირობებში, ჩინეთმა მიაღწია განვითარების უპრეცედენტო მასშტაბებს და მე მთელი გულით ვუსურვებ ჩინეთს განაგრძოს გრძელვადიანი განვითარება და კეთილდღეობისკენ სწრაფვა”. ქართული ოცნების თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ „კომუნისტური პარტიის ძალისხმევით, ჩინეთმა დიდ პროგრესს მიაღწია, რასაც მთელი მსოფლიო თალნათლივ ხედავს” და ის მოხარულია, რომ „ორ ქვეყანას შორის [ჩინეთი და საქართველო] მჭიდრო პოლიტიკური კავშირები არსებობს”. კობახიძემ ასევე დასძინა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და თავის მხრივ, საქართველოც ერთი-ჩინეთის პოლიტიკის გულმხურვალე მხარდამჭერია”.
რონდელის ფონდის (GFSIS) ახალი პუბლიკაცია - ახალი „პოლიტიკური ელიტის" ჩამოყალიბება აფხაზეთში - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას?" - გვიჩვენებს „თუ როგორ მიდის აფხაზეთის „პოლიტიკური ელიტის“ გაახალგაზრდავების პროცესი და ეს რას შეიძლება ნიშნავდეს ოფიციალურ თბილისთან და ზოგადად ქართველებთან ურთიერთობების კონტექსტში".
გამოვიდა ჩინეთის რადარი: სამხრეთ კავკასიის მე-2 ნომერი, რომელიც რონდელის ფონდის (GFSIS) ყოველთვიური გამოცემაა და სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში ჩინეთის საქმიანობასა და გავლენებს ეძღვნება. China Radar სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ჩინეთის პოზიციონირებას, საქმიანობასა და გავლენებს მიმოიხილავს.
|
|
|
|
იხილეთ ამ დროისთვის გამოქვეყნებული GWB-ის ყველა პუბლიკაცია აქ.
|
|
|
|
|