MDF
# 18, 1-31 დეკემბერი, 2016

თურქოფობია

ასავალ-დასავალი, 26 დეკემბერი - 8 იანვარი
ლალი მოროშკინა, პატრიოტთა ალიანსი: „საქართველომ უარი უნდა თქვას თურქულ პროდუქციაზე და ჩვენი პროდუქციის რუსეთში ექსპორტი უნდა დავიწყოთ!“

ასავალ-დასავალი, 19-25 დეკემბერი
ვალერი კვარაცხელია, სოციალისტური საქართველო: “თენდებოდა ლამის გათურქებულ ბათუმში… ახლა კი, აგერ, თურქები ეპოტინებიან ბათუმს და ამას მათი ისტორიული მიწების დაბრუნებას უძახიან. ქართველები კი ამ საქართველოდან საბჭოთა სოციალისტურ საქართველოს ლანძღავენ. რა ჰქვია ამას…?."

ობიექტივი, ღამის სტუდია, 3 დეკემბერი
გია არეშიძე, წამყვანი: "დავიწყოთ ერდოღანის აი, იმ განცხადებებით იმიტო, რო ეს შემაშფოთებელია. ერთი ჩვენი მეზობელი [თურქეთი] სუ იძახის, რო აჭარა და ბათუმი ჩვენია და ალბათ, მერე სხვა რაიონებზეც გადავა. მეორე მეზობელი საერთოდ ამას წინათ განაცხადა პუტინმა, რომ რუსეთს არა მარტო საქართველოსთან, რუსეთს საერთოდ საზღვრები არ გააჩნია, ხო. ეს ორი კაცი ჭრიან და კერავენ როგორც უნდათ".

საქართველო და მსოფლიო, 14 დეკემბერი
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: "დღეს საქართველო, სამწუხაროდ, სავსეა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების აგენტებით და აქ მხოლოდ დასავლეთზე არ არის ლაპარაკი. საქართველოში აქტიურად მოქმედებს მეზობელი თურქეთიც და ძალიან მიკვირს, როცა ზოგიერთი აქცენტს აკეთებს რუსეთზე. ამ ქვეყნის მიმართ ყველაფერი გასაგებია _ ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკაა, რომ რუსეთი მტერია, მაგრამ საინტერესოა, ხმას რატომ არ იღებენ იმ ფაქტზე, რომ თურქეთი კოლოსალურ თანხებს ხარჯავს აჭარაში თურქული სკოლების გასახსნელად...“

კავკასია, ბარიერი, 20 დეკემბერი
გია კორკოტაშვილი, ქართული მისია:
"თბილისის ირგვლივ ყველაფერი სასოფლო-სამეურნეო მიწები იყიდონ [თურქეთის მოქალაქეებმა], გააკეთონ კერძო სასაფლაოები და ჩვენი დასასაფლავებელი ფული ჩვენ თვითონ ვიხადოთ იმ კერძო სასაფლაოებზე, რომელსაც აქ... შენ წარმოგიდგენია რას გვიზამენ ესენი? ისე რას გვიშვებიან, პლეხანოვზე გაიხედე ცალკე ბარები რომ აქვთ და ის, ეგეთ ტიპებს რა ინვესტორი რომ ქვია... ჩამოდიან სოფლიდან გოგოები, 16-17 წლის გოგოები რომელიც შეყრილი ყავთ იმ იმაში, ბარებში თურქებს, ირანელებს და იმეებს და ქართველი ბიჭი ვერ შედის შიგნით, უფლება არა აქვს შესვლის რა..."

ობიექტივი, ღამის სტუდია, 22 დეკემბერი
ნიაზ ბოლქვაძე, აჭარის მამულიშვილთა კავშირი:  „სხვა ქვეყნის მიერ, აი მაგალითად, თურქეთის მიერ გახსნა ასე საკვირაო სკოლის არაა, არ არის საერთოდ მიღებული ნორმალურ საზოგადოებაში… ეს ხომ წარმოუდგენელია, პირველ რიგში დაუფასებლობაა, ანუ არ გთვლის არაფრად, შენ არ წარმოადგენ, ხელისუფლება არ ხარ გამოდის რაა. შენს ნაცვლად ესე იგი, ის წყვიტავს ყველაფერს.“

ისლამოფობია

ასავალ-დასავალი, 26 დეკემბერი - 8 იანვარი
მიხეილ ცაგარელი, ასტროლოგი: „ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სულიერი განვითარების ისლამურმა ფორმებმა იძალონ. დღეს საქართველოში ისლამს იმდენი მიმდევარი არ ჰყავს, რამდენიც, ლამის, მეჩეთია“.

ალია, 12-18 დეკემბერი
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე: „საქართველო მეჩეთებით მოფინეს, როცა შვეიცარიაში ერთი მეჩეთის აშენებაზე რეფერენდუმი ტარდება. რა ხდება ვითომ შვეიცარიაზე დემოკრატიული ქვეყანა ვართ? კი მუსლიმებს პატივს ვცემ, მაგრამ ქვეყნის რელიგიური უმრავლესობის - მართლმადიდებლების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს მათი ინტერესების დაკმაყოფილება.“

მაესტრო, კონტაქტი, 7 დეკემბერი
თამაზ რეხვიაშვილი, სოფელ მოხეს მცხოვრები:  უბრალოდ რაღაცა შენობის უკან მუხლის მოჩოქვა და ლოცვა ეს არის პროვოკაცია. პირდაპირ მოდიან პროვოკაციაზე. ეს ლოცვა არ არის ეგენი [მოხეს მკვიდრი მუსლიმები] რო ლოცულობენ , ლოცვა არის სხვა რამე, ეს არის პროვოკაცია. აქ ერის და ქვეყნის ინტერესები უნდა ... გადაწყვიტა კომისიამ? დაემორჩილე. "

არმენოფობია

ასავალ-დასავალი, 19-25 დეკემბერი, ალია, 12-18 დეკემბერი
გიორგი ბერეჟიანი, მწერალი: "როდემდე უნდა იყვნენ უსახური ადამიანები, სავარაუდოდ, სურენას მონები, საზმაუს პოლიტიკის განმსაზღვრელები? როდემდე უნდა იყოს, ჩვენი დაფინანსებული არხი სურენვიზია?
მოვითხოვ შსს-საგან, არა მარტო მოაფსმევინონ ბორდის წევრებს, ჩაუტარონ ფსიქიატრიული გამოკვლევაც!"

ასავალ-დასავალი, 12-18 დეკემბერი
ალექსანდრე აბდალაძე, არმენოლოგი: “მიმაჩნია, რომ ვიზალიბერალიზაცია კიდევ უფრო მეტ ქართველს გააქცევს საქართველოდან და სომხებს თავიანთი გეგმების განხორციელებასა და საქართველოს ათვისებას გაუადვილებს! ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნებში მოქმედი უძლიერესი სომხური დიასპორები დიდძალ ფულს ხარჯავენ საქართველოში სომხური საქმის გასაკეთებლად.“

ქსენოფობია

კავკასია, ბარიერი, 6 დეკემბერი
ბენო ქაშაკაშვილი, ქართული ოცნება: "ჩვენ გვინდა რომ გაძვირდეს უცხოელებისათვის, ბინაც, მიწაც, და ესე ადვილად ვერ იყიდონ ჩვენი ქვეყანა, როგორც ეს ხდებოდა გასული მრავალი წლის მანძილზე ახლო პერიოდში."

ალია, 19-25 დეკემბერი, ასავალ დასავალი, 26 დეკემბერი - 8 იანვარი
სანდრო ბრეგაძე, “მოძრაობა ეროვნულები“:
„მოუფიქრებია პრემიერს [გიორგი კვირიკაშვილი] ეკონომიკური კოლაფსიდან გამოსვლის და თავის გადარჩენის გზა - ქართული მიწის მასობრივი გაყიდვა იწყება უცხოელებზე, ძირითადად ინდოელებზე, ახლა კარგად მისმინე კვირიკაშვილო!!! შენი ბრძანებით იწყება ქართული მიწის მასობრივი გაყიდვა არაბებზე, აფრიკელებზე და ასე შემდეგ. დროზე წაიღე შენი ბრძანებულება უკან, თორემ მიგამხობ მაგ თქვენს უნიათო და არარაობა მთვრობას..."

 ალია, 26 დეკემბერი - 1 იანვარი,
ლადო სადღობელაშვილი, პატრიოტთა ალიანსი:

„მაგალითად, პალესტინაში ერთი კვადრატული მეტრი ღირს 10 000 დოლარი, რადგან არ მოუნდეს არავის იქ მიწის ყიდვა!... ჩვენთან ვინ აფასებს ამას?! ჩვენს ხელისუფლებას ესეთი მიდგომა არა აქვს! ერთი კვადრატული მიწა სოფლად ერთი დოლარი ღირს! 10 000 დოლარად ვიღაც გადამთიელი იყიდის 10 ჰექტარს საქართველოში.“

ასავალ-დასავალი, 26 დეკემბერი - 8 იანვარი
დიმიტრი ლორთქიფანიძე, დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოსთვის: „...ნეოლიბერალური ინტერნაციონალი თავისი მარიონეტული ხელისუფლებების მეშვეობით ცდილობს, საქართველოს მკვიდრი მოსახლეობის ჩანაცვლება მიგრანტთა ახალ-ახალი ნაკადებით მოხდეს, რაც ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისათვის მომაკვდინებელია! თუ ეს დამანგრეველი პოლიტიკა სასწრაფოდ არ შეწყდება, 2-3 წელიწადში ქართველები, უბრალოდ გავნახევრდებით, რადგან საქართველოდან მოსახლეობა ინტენსიურად გაედინება უცხოეთში, ხოლო აგრარული ბიზნესის განვითარების საბაბით ჩვენს ქვეყანაში შემოდიან ირანელები, ინდოელები, პაკისტანელები, რომლებიც ქართულ მიწებს ეუფლებიან და მოკლე ხანში საქართველოს მოქალაქეობას იღებენ!“

საქართველო და მსოფლიო, 14 დეკემბერი
ანზორ დანელია, ავტორი: „გაიარეთ ღამით მარჯანიშვილის ქუჩაზე, აღმაშენებლისა და რუსთაველის გამზირებზე და ნახავთ, რაც ხდება. წალეკა ქვეყანა არაბულმა, სპარსულმა, ოსმალურმა, ჩინურმა თუ სხვა ქვეყნების ეგრეთ წოდებულმა რესტორნებმა, სინამდვილეში კი არაოფიციალურმა ბორდელებმა, რომლებშიც შეუფერხებლად ასაღებენ ნარკოტიკებს. სად არან პოლიცია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური? რატომ არ აქცევენ ჯეროვან ყურადღებას ამ სავალალო ვითარებას? რაო, ამერიკის ელჩი გიკრძალავთ ქვეყანაში წესრიგის აღდგენას?“

ასავალ-დასავალი, 26 დეკემბერი - 8 იანვარი
გია კორკოტაშვილი, “ქართული მისია“: „ვინ ყიდულობს საქართველში მიწას - განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნებიდან ჩამოსული ინვესტორები? არა, ბატონო ჩემო, ქართულ სასოფლო-სამეურნეო მიწებს ირანელები, ერაყელები, არაბები და ინდოელები ყიდულობენ, რომლებიც აქ სახლდებიან და მოკლე დროში ჭიანჭველებივით მრავლდებიან! თუ მათ საქართველოში მასობრივად დასახლების უფლებას მივცემთ, დემოგრაფიული სურათი მალე ისე შეიცვლება, ქართველები უმცირესობაში აღმოვჩნდებით!“

ალია, 19-25 დეკემბერი
ზვიად ტომარაძე, საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI: „ფერეიდნელებისთვის, რომლებმაც 400 წელი უცხო ქვეყანაში ქართული ენა შეინარჩუნეს მოქალაქეობის მიცემაა პრობლემა და ქართული მიწის გაყიდვა არაბებზე და ჩინელებზე საამაყო ხომ? აი ამიტომ ხართ ახალი ხელისუფლებაც ანტიეროვნული და რძენაწყენი რენეგატები, თქვენი დროც მოვა და ყველას მოგეკითხებათ ქართველი ერის წინააღმდეგ ჩადენილი მავნებლობანი!“

სააგენტო პირველი, 18 დეკემბერი
ვაჟა ბერიძე, ექსპერტი: „სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უცხოელებზე გაყიდვის დაკანონება საქართველოს დასასრულის დასაწყისია. როგორღაც და რაღაცნაირად შემოგვაპარეს – შეიძლებაო, ბრძანებაო, კანონიო, თან ჩქმალავენ, თან ასაბუთებენ, არაფერიაო. აბა, ჩვენს მიწებს ჩვენ ვერ ვამუშავებთ და რა მოხდება უცხოელებმა რომ დაამუშაონ, მუშახელადაც თავიანთი თანამემამულეები მოიწვიონ (აბა ჩვენები გაკრეფილები არიან რუსეთში, თურქეთში და საბერძნეთში), ბრძანებს პარლამენტარი ქალბატონი.“

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

რუსთავი 2, არჩევანი, 20 დეკემბერი
დავით ისაკაძე, დეკანოზი: "რომ ჩვენ პაპი მივიღეთ ზარზეიმით, სვეტიცხოველში მრავალჟამიერით შევხვდით, აეროპორტშივე დახვედრა მოვუწყეთ, როგორ უნდა განუმარტო შემდეგ ხალხს, საზოგადოებას, რომ პაპიზმი ეს არის ერესი და ეს არის მწვალებლობა".

ასავალ-დასავალი, 19-25 დეკემბერი
ლევან ვასაძე, ბიზნესმენი: „როდესაც ჩვენს მოძმე ქისტ რიგითებს, გამონაკლისის სახით, ჯარში წვერით სიარულის უფლებას მისცემ, მერე ვეღარავის გააპარსვინებ! როდესაც ქართულ ჯარში მუსლიმანურ სალოცავებს დაუშვებ, მერე იქ გაჩენილი იმამების ინსტიტუტისა და ამის შედეგად წარმოშობილ მათი თავშეყრის ადგილებს ვეღრაფერს უზამ!“

იმედი, ქრონიკა, 30 დეკემბერი
ნაზი ჩხეიძე, მოხეს მკვიდრი: "მაინ და მაინც სისხლი დაიღვაროს, ადამიანი მოკვდეს? ხო შეიძლება, კაცო, ბოლო და ბოლო რაღაც წერტილი დაესვას ამათ [მოხეს მკვიდრი მუსლიმები]. არ შეიძლება, აი მოგვჩერებიხართ, რომელი ვართ უმცირესობაში ჩვენ თუ ესენი? აბა შემოხედეთ აქ".

ჰომოფობია

ასავალ-დასავალი, 26 დეკემბერი - 8 იანვარი, ალია, 19-25 დეკემბერი
ლადო  სადღობელაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „თავისუფლებას რაც შეეხება, დაახვიეთ და გაიკეთეთ თქვენს ლიბერასტულ უკანალებში!“

ასავალ-დასავალი, 12-18 დეკემბერი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „ეს „ტრანსგენდერი ქალები“ განსაკუთრებით იმით განსხვავდებიან „ტრანსგენდერი კაცებისგან“, რომ ისინი, პირდაპირ ვიტყვი, ქუჩაში მეძაობენ! დიახ, ესენი არიან „ქალებად“ გადაცმული „კაცები“, რომლებიც ფულზე ეძლევიან - ანუ ჩვეულებრივი „პროსტიტუტკები“ ბრძანდებიან! აი, ამ მეძავებს აქვთ ჩამოყალიბებული „ტრანსგენდერ ქალთა ცენტრი“, რომელიც „პროფესიული კავშირივით“ იცავს ამათ „ინტერესებს“!“

საქართველო და მსოფლიო, 7 დეკემბერი


დავით მხეიძე, ავტორი: "ჩვენი პარლამენტისგან განსხვავებით, რუსეთის დუმამ საკანონმდებლო აქტით აკრძალა ლგბტ-პედერასტობის პროპაგანდა არასრულწლოვნებში, რაც იმას ნიშნავს, რომ გეიაღლუმები ვერასოდეს ჩატარდება რუსეთში, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე ხომ ვერც კი იოცნებებენ."

საქინფორმი, 12 დეკემბერი
არნო ხიდირბეგიშვილი, “საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი:  “მივიდნენ თუ ჯერ კიდევ არა ქართველები იმ კონდიციამდე, რომ თავისივე სქესის შეყვარებულებზე დაქორწინდნენ და საკუთარ შვილებთან სექსი ჰქონდეთ?"

ასავალ-დასავალი, 12-18 დეკემბერი
დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: „განათლების სამარცხვინო მინისტრ, ალექსანდრე ჯეჯელევას, რომლის თავი, მუცელი და ღაბაბი ცალ-ცალკე დადის, ქართული ზღაპრის გმირი კომბლე არ მოსწონს, მაგრამ მოსწონს ლგბტ ფერებში გადაღებილი სკოლის დირექტორი (ირმა ხარშილაძე) და რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ბეატრისა, რომლის სამსახურის ვებ-გვერდზეც რაღაც ცნობები ქართულად კი არა, ყოვლად გაუგებარი მონღოლური ენის უიღურულ დიალექტზეა დაწერლი!“

ასავალ-დასავალი, 26 დეკემბერი - 8 იანვარი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „რატომ არ უნდა ჰქონდეს ჩვენებურ მამალს („პეტუხს“) საიდენტიფიკაციო ნომერი და სვირინგი, რომლითაც ნებისმიერ მსურველს ეცოდინება მაგალითად, რამდენი ქათმის დაპეპვლა და კვერცხწარმოება ძალუძს მას?! თუ საქართველოში „პეტუხებისა“ და მათი ქათმების უფლებებს უგულებელყობთ?! რას იტყვის ევროპა?! ვერც კონჩიტა გაგვიგებს…”

მაესტრო ცეცხლის ხაზი 18 დეკემბერი
გრიშა ონიანი, საზოგადოება “სტალინი”: „პირველი საშუალო სკოლის წინ, რომ კაცი კაცს კოცნიდა და ენას უყოფდნენ ერთმანეთს  ესე იგი არ უნდა შევუშალოთ ხელი და ასე უნდა იყოს იქა?“

მარშალპრესი, 29 დეკემბერი
გურამ ფალავანდიშვილი, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო: "რაც შეეხება პედერასტიას, ეგ არის ტერმინი სამედიცინო და თქვენ მიპასუხეთ ქალბატონო ინგა [გრიგოლია] აი სალომე ასათიანთან, [გიორგი] გვახარიასთან არის თუ არა დავარქვათ გეობის, თქვენ თუ ეს მოგწონთ, გეობის ქება, ცაში აყვანა და ეკლესიის გინება. არის თუ არა? მამათმავლობის პროპაგანდა და არა ეს მითხარით, არის თუ არა, რა ბოდიში ლგბტ პირები უზის ეთერში, ლგბტ აქტივისტი, თვალებში შესციცინებს, და ბოდიში რაზე მოვიხადო, რო შვილებს მირყვნიან? ბოდიში კი არ უნდა მოვიხადო... ვინც უწევს პროპაგანდას არის მიუღებელი და მტერი კაცობრიობის". 

მაესტრო, ცეცხლის ხაზი, 25 დეკემბერი
გივი სიხარულიძე, მსახიობი: "მე სრულიად ვეწინააღმდეგები, რო ჰოლანდიაში რომ მიიღეს ეხლა კანონი, ქალმა ქალი მოიყვანოს, კაცმა - კაცი და მღვდელი, ის რაღა მღვდელია, რომელიც ჯვარს წერს ესეთ უმსგავსოებას, საზიზღროებას... ჩემთვის ჩემო კარგო არსებობს ერთი კანონი, ეს არის უფლისგან დაწერილი კანონი, სხვა ყველაფერი ეს სოდომ და გომორის ცოდვის კანონია, რომელ კანონსაც მე ვერასოდეს ვერ გავითავისებ".

საქართველო და მსოფლიო, 14 დეკემბერი
გიორგი რაზმაძე, ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ეკლესიის წინამძღვარი: "საინტერესოა, რა მხრივ უნდა გაძლიერდნენ “ტრანსგენდერი ქალები”... გაძლიერება მათთვის ნიშნავს ცოდვის მიღებას და გამრავლებას. აქედან გამომდინარე, ის 400 თუ 500 კვადრატული [სასოფლო-სამეურნეო] მიწა იქნება ადგილი, რომელზეც აშენდება ახალი ბაბილონის გოდოლი. "

ანტიდასავლური განწყობები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 19 დეკემბერი
გუბაზ სანიკიძე, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო: “საქართველოს არ აქვს,  ამის ფუფუნება, რომ ჩვენ ახლა ლტოლვილები მივიღოთ და ისე ჩვენმა ძვირფასმა პარტნიორებმა, შეიძლება შემოგვაპარანო:... თქვენთან ბანაკები გახსენით, იმიტომ რომ ევროპაში პრობლემები შეგვექმნა... იმედი მაქვს, რომ ამას ჩვენი ხელისუფლება არ იზამს. მაგრამ თუ ამას ჩვენი ხელისუფლება გაბედავს, მე ვიქნები ერთ-ერთი პირველი მედროშე და ინიციატორი, რომ ასეთი ხელისუფლება ჩამოვაშოროთ, რა. იმიტომ, რომ ეს არის პირდაპირ ღალატი ქვეყნის! მიწის გასხვისებაც და ლტოლვილების შემოშვებაც..."

ასავალ-დასავალი, 26 დეკემბერი - 8 იანვარი
ლალი მაროშკინა, პატრიოტთა ალიანსი: „რუსეთის პოლიცია და სპეცსამსახურები ყველა არალეგალ ქართველს სახელებითა და გვარებით იცნობენ, მაგრამ არ ეხებიან და არამარტო ქვეყანაში დარჩენის, არამედ მუშაობისა და საქართველოში ოჯახების რჩენის საშუალებასაც აძლევენ! თანაც, ეს იმ ფონზე, როცა ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციაზე უთავმოყვაროდ გვაწუწუნებს და ევროპიდან ყოველდღე ხდება ქართველების დეპორტაცია!"

საქართველო და მსოფლიო, 7 დეკემბერი
ჯაბა ჟვანია, ავტორი: "
დღევანდელი ევროპა “ელჯიბიტიების” სოდომურ დროშას აფრიალებს და ქრისტიანული სწავლებით ყველაზე მძიმე, მომაკვდინებელ ცოდვას _ პედარასტიას ნორმად აცხადებს.... ცხადია, ასეთ გეოპოლიტიკურ ერთობაში შესვლას არც ერთი ჭკუათმყოფელი არ ისურვებს, რადგან ნებისმიერმა საღად მოაზროვნე ადამიანმა იცის, ეს რას მოიტანს. ეგეც არ იყოს, ევროკავშირი, კარგა ხანია, აღარ არის უსაფრთხო თავშესაფარი, ევროპა უკვე თავის მოქალაქეებს ვერ იცავს საფრთხისგან, დაწყებული ტერორიზმით და დამთავრებული მიგრანტების უკონტროლო შედინებით."

საქართველო და მსოფლიო, 7 დეკემბერი
დავით მხეიძე, ავტორი: "...ვლადიმერ პუტინს, ქვეყნის სამხედრო გაძლიერებასთან ერთად, რუსეთში ზნეობრივი წესრიგის (თუ ასე შეიძლება ითქვას) დამყარებაზეც მოუწია ზრუნვა _ უმკაცრეს კონტროლს დაექვემდებარა უზნეობის უპირველესი მქადაგებელ-პროპაგანდისტი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დასავლეთიდან გულუხვად დაფინანსებულნი, ვითომ ადამიანის უფლებების დამცველნი, სინამდვილეში ებრძოდნენ ყოველივე ეროვნულს, ტრადიციულს, მართლმადიდებლურს..."

საქინფორმი, 13 დეკემბერი
რედაქცია: "
ეს რომელ ევროპაში გვტენით, ბატონებო?! ეს არის თქვენი ნაქები ევროპული ფასეულობები?! ამ ევროპაში სიარულზე ვოცნებობთ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ? ...ეს - ჩვენია?! განა ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ლგბტ [ანტიდისკრიმინაციული] კანონი, ინცესტი და ევთანაზია - ჩვენია, ქართულია?! მაშ, რა უფლებით გვახვევთ თავს ჩვენთვის უცხო ფასეულობებს?! თქვენ გაკვეთილად ისიც კი არ გამოგადგათ, რომ ევროპის მესამე წამყვანმა ქვეყანამ - დიდმა ბრიტანეთმა - ცოტა ხნის წინ ევროკავშირი დატოვა!"

 

საქართველო და მსოფლიო, 7 დეკემბერი
ჯაბა ჟვანია, ავტორი: "რა თქმა უნდა, რუსეთსაც ექნება სადაზვერვო აქტივობა საქართველოში, მაგრამ მას არც კი დაესიზმრება, იმდენი მოქმედი და სარეზერვო აგენტი ჰყავს დასავლეთს, კერძოდ, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს, ჩვენს ქვეყანაში..... მათი დაფინანსებითა და ხელშეწყობით ცდილობენ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული ფასეულობების რღვევასა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე შეტევას.."

ასავალ-დასავალი, 19-25 დეკემბერი
ლევან ვასაძე, ბიზნესმენი: “ყველაფერს რომ თვისი სახელი ვუწოდოთ, დასავლეთი, როგორც ჩვენი მეორე ოკუპანტი, საქართველოსგან ყოველწლიურად მოითხოვს და ღებულობს სისხლის და ფულის ხარკს!"

საქართველო და მსოფლიო, 14 დეკემბერი
გიორგი რაზმაძე, ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ეკლესიის წინამძღვარი: „დასავლური ღირებულებები გულისხმობს ადამიანის, პიროვნების გათავისუფლებას ყველანაირი ჩარჩოსგან, მათ შორის, ზნეობისგან. ღირსება, როგორც ასეთი, საერთოდ არ უნდა არსებობდეს, უნდა არსებობდეს მხოლოდ ერთი ცნება _ ადამიანის უფლებები... მათი მიზანია ადამიანის გაპირუტყვება და თანამედროვე დასავლეთში უკვე არის ამის ნიშნები...ის, რასაც დღეს დასავლური დემოკრატია ჰქვია, გულისხმობს ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინებას, გეიაღლუმებს, ნარკოტიკის ლეგალიზებას და ა.შ. ხოლო ტოლერანტობას ეძახიან იმას, რომ საზღვრები უნდა გახსნა და მიიღო ასიათასობით “მიგრანტი”, რომლებიც, კაცმა არ იცის, რა დანაშაულს ჩაიდენენ შენს ქვეყანაში. ეს ხომ ობიექტურად ასეა და ისინი ხომ ამით ამაყობენ. საინტერესოა, რატომ მიაჩნიათ ამაზე საჯაროდ საუბარი ანტიდასავლურ პროპაგანდად...“ 

ასავალ -დასავალი, 5-11 დეკემბერი
დავით ნოზაძე, დეკანოზი: "იტალიის პარლამენტში ტუჩებში აკოცეს კაცებმა კაცებს, ქალებმა - ქალებს. დღეს ვერ ხედავთ, იქ რა ხდება, ყოველდღე მიწისძვრაა. ახლა ვიღაც იტყვის, ეს ტექტონიკური მოვლენებიაო, მაგრამ არ არის სწორი. ღმერთმა დაუშვა და იძრა მიწა, ღმერთმა ინება და მოვიდა ჭექა-ქუხილი, ღმერთმა ინება და მოვიდა სეტყვა, ღმერთმა ინება და დაწვა სოდომ-გომორი."

გენდერი

ასავალ-დასავალი, 12-18 დეკემბერი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: “რა თქმა უნდა, ყველანაირი ძალადობა მიუღებელია! რა თქმა უნდა, მამამ შვილები არ უნდა ცემოს! მაგრამ მამა შვილისთვის წამოთქების გამო როგორ უნდა დაიჭირო?! ამას უკვე ზღვარგადასული ლიბერასტობაც არ ჰქვია, ეს კატასტროფაა! პირდაპირ ვიტყვი: ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა ქართული ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ! და არავინ აწიკვინდეს ახლა, ქართლი ტრადიციული ოჯახია მეცხრეკლასელი გოგოს ცემაო?! არა, ბატონო, მეცხრეკლასელი გოგოს ცემა არ არის ქართული ტრადიცია! ქართული ტრადიცია არის ის, რომ ოჯახში არის კაცის ავტორიტეტი და ვინც ამის მიზანმიმართულად მოშლას ესწრაფვის, ის არის ქართლი ტრადიციების დაუძინებელი მტერი!“

ასავალ - დასავალი, 5-11 დეკემბერი
რეზო ამაშუკელი, პოეტი: "სხვათაშორის, ძალიან დიდი ხანი მეგონა, რომ ელენე ხოშტარია ახალგაზრდა ბიჭი იყო, მაგრამ ბოლოს გოგო აღმოჩნდა, რაშიც ბოლომდე მაინც არ ვარ დარწმუნებული. მაგას სანამ კვერცხებში ფეხს არ ამოარტყამენ, არ გაჩერდება."

მარშალპრესი, 28 დეკემბრი
ირაკლი ჩხვირკია, თავისუფალი ზონა: "ბატონო დავით, [ოქიტაშვილი] არ გინდათ რა ეს რაღაცა გოგოსავით ჭორაობა, იმან მცემა, ამან მომკლა". 

დისკრიმინაციული გამოხატვის მაგალითები სრულად იხილეთ ვებ-გვერდზე: www.notophobia.ge

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

Media Development Foundation

http://notophobia.ge/

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube