MDF Can't see images? http://notophobia.ge/
#2, 1-28 თებერვალი, 2019

სიძულვილი ენა/ძალადობისკენ მოწოდება

პოლიტიკოსები

ალია, 4-10 თებერვალი, რეზონანსი, 2 თებერვალი,
ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო - ნინო ბურჯანაძე: „გადავამტვრევ თავზე ნებისმიერს იმ საარჩევნო ყუთს, რომელსაც გააყალბებენ. პირადად მე არ გადავამტვრევ, მაგრამ ნამდვილად მყავს პარტიაში ისეთი ადამიანები, რომლებიც ნინო ბურჯანაძეს არ გაუშვებენ ყუთების სამტვრევად.“ „კავკასია“

საზოგადოება

სააგენტო პირველი, 14 თებერვალი,
ლადო ბედუკაძე, გლდანის სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი: „ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შეშინების მცდელობა იყო, მაგრამ შეაშინონ ვინც შეუშინებიათ [გრიგოლ] ვაშაძემ და [ნიკა] მელიამ. მათ პასუხს, პირველ რიგში, გასცემს სახელმწიფო, მიდის გამოძიება, როგორც ვიცი. თუმცა თუ შემხვდება მეორე დღეს შეიძლება მე გავუსწორდე ფიზიკურად, ამ ადამიანს ან „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე წევრს. ქუჩაში ვაშაძე, რომ შემხვდეს არ გამოვრიცხავ რომ თავი გავუტეხო. სიამოვნებით გავუტეხავ ცხვირს ნიკანორ მელიას, გრიგოლ ვაშაძეს საპასუხო რეაქციის სახით“. 

რასიზიმი

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ალია, 25 თებერვალი - 3 მარტი
გია ბურჯანაძე, ანტიკორუფციული საბჭო: „არავის არ სიამოვნებს, საკუთარი პატარა შვილის ტოლები ნახოს ამ შავკანიან ადამიანებთან. ძალიან რთული სნაახავია, როგორ გადაინაცვლებენ ამ რესტორნიდან გვერდით სასტუმროში ხელჩაკიდებულები.“

საზოგადოება

ობიექტივი, ღამის სტუდია, 5 თებერვალი
მაყურებელი: „საქართველოს განადგურებაზე მიდის [მთავრობა], დღეს შვიდი ზანგი ვნახე, უკვე შემოყვანილია ის ხალხი, საბურთალო უკვე დაპყრობილი აქვთ ზანგებს.“ 

ქსენოფობია

პოლიტიკოსები

საქართველო და მსოფლიო, 13 თებერვალი,
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: "[დედაქალაქში] შენდება უზარმაზარი შენობები და არავინ კითხულობს, _ ქართველებისთვის შენდება? ამ შენობებში უცხოელები არ სახლდებიან? ხვალ ჩამოსული მიგრანტები აბორიგენ მოსახლეობას გადააჭარბებენ, პოლიტიკურ პარტიასაც შექმნიან, რომელიც შეიძლება ხელისუფლების სათავეშიც მოვიდეს და სახელიც კი გადაარქვას საქართველოს".

ობიექტივი, ახალი ამბები, 8 თებერვალი
ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი: „ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, მთავრობა გაემიჯნოს აი ამ პოლიტიკურ თანხმობას, რომლის მიხედვითაც მთავრობამ აიღო ვალდებულება საქართველოში აზიისა და აფრიკის ღარიბი ქვეყნებიდან მიგრანტების შეუზღუდავად და შეუფერხებლად გადმოსახლების.“

კავკასია, სპექტრი, 8 თებერვალი,
გუბაზ სანიკიძე, დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო: „თბილისი როგორი უნდა იყოს 10 წლის მერე, 20 წლის მერე, არ ვიცით, ქვეყანა როგორი უნდა იყოს ის არ ვიცით, ჩვენ დავრჩებით თუ არა როგორც ერი 20-25 წლის მერე, არ ვიცით. საეჭვოდ არის ძალიან საქმე, რომ შეიძლება არ დავრჩეთ, დაიცალა ეს ქვეყანა. შემოდის ეს, განსაკუთრებით შემოდის ირანული რასა შემოდის. ხალხო, მარტივი ამბავია რაა, რამე ზღაპარს კი არ ვყვები კაცო, სანქცირება დაიწყეს ისევ ირანის და ირანში არის მასა მდიდარი ადამიანების, რომლებსაც უნდათ გამოასწრონ. გამოსწრება ფინანსურად, ქონებრივად, აქ ყიდულობენ ბინებს, რა სახლებიც შენდება, ნახევარზე მეტი ირანელებს უკვე ნაყიდი აქვთ ისა და დემოგრაფიას შეცვლიან ისინი კაცო. 300 წელია მაგ ხალხთანა გვაქ ურთიერთობა, კარგი მაგრამ, 10-ჯერ უფრო მეტი ცუდი. „გაჩინელება“ არ ემუქრება ამ ქვეყანას, ჩინელები არ ჩამოსახლდებიან, ჯერ უნდა გამოიარონ მთელი აზია და ისლამი და ამბები. ხანდახან არი, რო როგორ იმას, ცრუ განგაშს ატეხავენ, რო ამ დროს ხდება სულ სხვა რაღაცა, სხვა რაღაცაში კეთდება ფული და სულ სხვა ნაკადი შემოდის“.

ობიექტივი, ახალი ამბები, 8 თებერვალი
ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი: „ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, მთავრობა გაემიჯნოს აი ამ პოლიტიკურ თანხმობას, რომლის მიხედვითაც მთავრობამ აიღო ვალდებულება საქართველოში აზიისა და აფრიკის ღარიბი ქვეყნებიდან მიგრანტების შეუზღუდავად და შეუფერხებლად გადმოსახლების.“

მედია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 3 თებერვალი
ნინო რატიშვილი, წამყვანი: „ამ ვითარებაში, ისედაც ამდენი ქართველი გადის საქართველოდან ხომ, ვის ტვინში მოიხარშა, აი ეს არის სახელმწიფოებრიობა? აფრიკისა და აზიის ქვეყნებიდან მიგრანტების მიღება.“
ობიექტივი, ღამის სტუდია, 14 თებერვალი,
ბონდო მძინარაშვილი, წამყვანი: „22 000 თურქს აქვს საქართველოს მოქალაქეობა, ეს ოფიციალური სტატისტიკით, მათივე [თურქეთის] სტატისტიკით. ეს ირანელებისგან განსხვავებით, რაც გარკვეულწილად საფრთხეებს გვიქმნის ბუნებრივია“. 

ალია, 4-10 თებერვალი
ლევან ჯავახიშვილი, ჟურნალისტი: „სადაც ჩავიდნენ აფრიკელი მიგრანტები, ყველა ევროპულ ქვეყანაში თავიანთი კვარტლები შექმნეს, პოლიცია შიშით ცხვირს  ვერ ჰყოფს იქ, მათ ხარჯზე არაერთი სახლის კრიმინალმა მოიმატა, ნარკოვაჭრობამ, გაუპატიურებამ, პედოფილიამ, გამოსასყიდის მიზნით ადამიანების გატაცებამ. აქაც ასე იქნება."

ასავალ-დასავალი, 11-17 თებერვალი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „ „ასავალ-დასავალის“ დიდი გამარჯვებაა, რომ საქართველოში ჩამომსვლელ ირანელთა რაოდენობა 41 პროცენტით შემცირდა!...
არ გვჭირდება, ბატონო, ჩვენ აქ ირანული თუ აფრიკული, არაბული თუ ჩინური კვარტლები და დიასპორები! ქართველები ისედაც დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე ვდგავართ, რომ აქ კიდევ უცხოტომელთა, მასობრივი ჩამოსახლება და გამრავლება ავიტანოთ!... მოკლედ, ირანში, თურქეთში, ნიგერიასა და თუ სირია-ერაყში კარგად უნდა იცოდნენ, რომ მათი მოქალაქეების საქართველოში ჩამოსახლება ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია!... რამდენიც არ უნდა იკრიახონ ჩვენებურმა გრანტებით ვერ გამძღარმა ლიბერასტებმა, ჯობია, გვეძახონ „ფაშისტები“ და „ქსენოფობები“, ვიდრე „აბდულას ხიზნები“ თუ მუსტაფას მონები“!

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ობიექტივი, ახალი ამბები, 2 თებერვალი
დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი: „2018 წლის 10 დეკემბერს, მარაკეშში, მაროკოს დედაქალაქ მარაკეშში, საქართველომ ხელი მოაწერა გაეროს მიგრაციის გლობალური აქტის მოქმედებას, ისე, რომ არცერთმა მედიასაშუალებამ ამის შესახებ ან არ იცოდა, ან იცოდდნენ და, პირველი საზოგადოებრივი მაუწყებლის სახით და შეგნებულად უარი თქვეს გაეშუქებინათ ეს მეტად მნიშვნელოვანი პროცესი. საქართველოს სახელმწიფო... პოლიტიკურ დონეზე იღებს ვალდებულებას მიიღოს აზიელი და აფრიკელი მიგრანტები საქართველოს ტერიტორიაზე, უზრუნველჰყოს ის სოციალური დაცვის პაკეტით ღირსეული საცხოვრისით, ღირსეული სამუშაო ადგილით და ეს ყველაფერი საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე, რა თქმა უნდა და რაც ყველაზე მთავარია ეს არის მიმართული ქვეყანაში დემოგრაფიული პლაზმის შესაცვლელად,“

საქართველო და მსოფლიო, 7 თებერვალი,
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: "მინდა, პარლამენტში მსხდომ იმ დეპუტატებსაც მივმართო, რომლებიც ვითომ ეროვნულად აზროვნებენ და დღეს, ფაქტობრივად, წყალი აქვთ პირში ჩაგუბებული: თქვენმა ხელისუფლებამ ხელი მოაწერა მოღალატეობრივ  [გაეროს] პაქტს, შედეგად საქართველო შეიძლება მალე აღარ იყოს საქართველო, თქვენმა ხელისუფლებამ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ხალხს… რას აკეთებთ? სად ხართ? ან ეს “კონსერვატორები” რატომ არ იღებენ ხმას?"  

ალია, 25 თებერვალი -3 მარტი
რამაზ გაგნიძე, ქართული მარში: „მიგრანტების შემოყვანის პაქტს ხელი რომ მოაწერეს, ჯერ კიდევ ვერ ხვდება ხალხი, ეს რა უბედურებაა. ცოტა ხანში, გადაივსება თბილისი აფრიკელი კრიმინალებით, ბავშვსა და ქალს ვერ გაუშვებენ ქუჩაში. სირიელმა ლტოლვილებმა რა დღეში ჩააგდეს გერმანია, ნახე ერთი. მაგათ ხარჯზე მოიმატა კრიმინალმა, არ არსებობს დანაშაულის სახეობა, ეგენი რომ არ სჩადიოდნენ, თან განსაკუთრებული სისასტიკით. არც აფრიკისა და აზიის სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მიგრანტები იქნებიან ანგელოზები.“

საზოგადოება

ასავალ-დასავალი, 4-10 თებერვალი
ზაალ კასრელიშვილი, ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში: „გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ ზოგიერთი ჩინოსანი ყიზილბაშია, ზოგიერთი კიდევ - ოსმალო. მათ საქართველოს ზიზღი გენეტიკაში აქვთ.“
„ახალი თაობა“

ობიექტივი, ახალი ამბები, 7 თებერვალი
მანანა საღლიანი, მესტიის მკვიდრი: „ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის უკან დგას უფრო დიდი მზაკვრული გეგმა, რაც ემსახურება საქართველოს მიწა-წყლის ქართული მიწების გასხვისებას უცხოტომელებზე.“

ალია, 4-10 თებერვალი
გურამ ქართველიშვილი, ისტორიკოსი: „მიგრანტების შესაძლო შემოსვლას დავუბრუნდები. ეს იქნება ნაღმი, რომელიც აუცილებლად აფეთქდება. მათ შემოსვლას მოჰყვება კანონების შეცვლა მათ სასარგებლოდ და დასაცავად. ისინი გახდებიან პრივილეგირებულები ჩვენს ქვეყანაში, უბატონოდ ხმას ხომ ვერ გასცემ და ნებისმიერი პრეტენზია, რაც არ მოეწონებათ, იქნება დასჯადი. კი ბატონო, კრიმინალი მოიმატებს კატასტროფულად, ვიღაცის დედას, დას, შვილს გააუპატიურებენ, სხვა დანაშაულებებზე აღარაფერს ვამბობ და ამას მოითმენს ხალხი? ერთი და ორი თუ მოითმენს მესამე აღარ მოითმენს და ატყდება სისხლისღვრა. წავა მკვლელობები... ისეთი სიტუაცია შეიქმნება შვილის გარეთ გაშვებისა შეგეშინდება. ადგება ქართველობა და წავა საქართველოდან და ვინც წავა მათ ადგილს ეს აფრიკელები დაიკავებენ, ვინც არ წავა  და დარცება, ომს გამოუცხადებს მიგრანტებს და ეს იქნება სამამულო ომი, ომი თავისა და სამშობლოს გადასარჩენად და ვერ გაამტყუნებ იმ ქართველს, ვინც ამ ომში იომებს.“

თურქოფობია

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 21 თებერვალი,
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „ბრძოლა მიდის განათლების სფეროში და განათლების სამინისტროსთან ძალიან მძიმე ვითარებაა აჭარაში. ინტერნატები, ქართული ინტერნატები დაიხურა, 4 ინტერნატი დარჩა 22-დან, 18 დაიხურა, სამაგიეროდ იქ 20 მედრესე გახსნეს თურქებმა. ბევრი პრობლემებია ამ კუთხით და ყველა თემაზე ბრძოლა მიდის“.

მედია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 16 თებერვალი,
გიორგი კასრაძე, წამყვანი: "დღეს თურქეთი აცხადებს პრეტენზიას გურიაზე, აჭარის რეგიონზე და სამცხე-ჯავახეთის ნაწილზე და ბოლო სკანდალური განცხადება ახლა უკვე ჩვენს ისტორიულ მტერს, დღეს უკვე პარტნიორს ირანის პრეზიდენტს ეკუთვნის, ჰასან როუჰანი აცხადებს, რომ  ირანს შესაძლოა დღეს პიდაპირ ასე არა, მაგრამ პრეტენზია ჰქონდეს კავკასიის რეგიონზე და ის ყაჯარების, ყარაჯების, ყაჯარების, უკაცრავად, დინასტიას ადანაშაულებს 205 წლის წინ ირანის იმპერიის დანგრევაში და ამბობს, რომ კავკასია ისტორიული ირანის ნაწილია და დღეს იქ დამოუკიდებელი სახელმწიფოები ჩამოყალიბდა".

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

საქართველო და მსოფლიო, 7 თებერვალი,
გიორგი რაზმაძე, სასულიერო პირი: "პაპიზმის გადმოტანის მცდელობა აღმოსავლეთში არის ის ბოლო ლახვარი, რომლითაც მომაკვდინებელი დარტყმა მიადგება მართლმადიდებლობას. ამიტომაა დღეს საჭირო საერთო გამოწვევებზე საუბარი და, რა თქმა უნდა, ეს გამოწვევები ერთნაირად ეხება, როგორც რუსეთს, ისე საქართველოს და ჭეშმარიტი სწავლების დამცველ ყველა მართლმადიდებელ ეკლესიას". 

ჰომოფობია

პოლიტიკოსები

მარშალპრესი, 11 თებერვალი,
გიორგი ლომია, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: "როდესაც ჩვენ ომბუდსმენი ავირჩიეთ, მისი პირველი განცხადება ის იყო, რომ მისთვის პრიორიტეტი სექსუალური უმცირესობების დაცვა იქნებოდა, არადა საქართველოში უამრავი სხვა პრიორიტეტი არსებობს. ამიტომაც შემოვდივარ ინიციატივით, რომ შეიქმნას ეროვნული ინტერესების დამცველი, ომბუდსმენი. შეიქმნას ასეთი ინსტიტუტი, რომელიც დაიცავს ჩვენს ისტორიას, ადათ-წესს, კულტურას და არ დაგვავიწყდება, თუ საიდან მოვდივართ და საითკენ მივდივართ. თუ ასეთი ინსტიტუტი შეიქმნება, დამიჯერეთ, ის გაცილებით მეტ სიკეთეს მოიტანს. საქართველოს სახალხო დამცველი ყველა ადამიანის ომბუდსმენია და არ უნდა გამოყოს არც ერთი ჯგუფი ან სუბკულტურა. ეს არის დანარჩენი საზოგადოების დისკრიმინაცია“.

კავკასია, სპქეტრი, 20 თებერვალი
გუბაზ სანიკიძე, დემოკრატიული მოძრაობა, ერთიანი საქართველო-ნინო ბურჯანაძე: „ყოველგვარი უგვარო და უგვანო იდეოლოგიების შემოზიდვა საკუთარ ქვეყანაში. მეტი თემა არა გვაქვს კაცო? მეტი პრობლემა ამ ქვეყანას არა აქვს? ვიდრე ჰომოსექსუალისტების მიტინგები? ექვსი თვით ადრე რომ დაანონსდა ახლა.“ 

მედია

ასავალ-დასავალი, 25 თებერვალი - 3 მარტი
გიორგი გიგაური, ჟურნალსტი: „თუმცა, სოფო კილაძისგან ეს მაინც არ არის გასაკვირი! ეს ხომ ის არსებაა, რომელიც კარიერისთვის ყველაფერს იკადრებს. მაგალითდ, გეი-აქტივისტობასაც კი! დიახ, „ასავალ-დასავალი“ რომ არა, ეს სოფო კილაძე შარშან ოფიციალურად აპირებდა პარლამენტში ლგბტ 17 მაისის ზეიმს!... დიახ, ეს სოფო კილაძე არის არსება, რომელსაც 17 მაისს პატრიარქის მიერ დაფუძნებული „ქართული ოჯახის დღესასწაული“ კი არა, ლგბტ აღლუმი ემშობლიურება!“

საქართველო და მსოფლიო, 27 თებერვალი,
ბესო ბარბაქაძე, ჟურნალისტი: "ლესბოსელებსა და გეებს, რომლებსაც ოჯახის შექმნისა და ბავშვების აღზრდის უფლებას აძლევენ, პრაქტიკულად სადიზმს უკანონებენ. სადიზმია ის, როცა 4-5 წლის ბავშვი აცნობიერებს, რომ მისი თანატოლების უმრავლესობას ქალი და კაცი ჰყავს მშობლად, ამას კი… და პირველი დიდი კითხვის ნიშანიც სწორედ აქ ჩნდება და არა მაშინ, როცა ანკეტის შევსების დრო მოვა, რომელშიც დანომრილი მშობლები უნდა ჩაწეროს. ბავშვთა ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბავშვის ფსიქოლოგია 4-6 წლის ასაკში ყალიბდება და სწორედ მაშინ მიღებული შთაბეჭდილებებით იწყებს ცხოვრებას პიროვნება. ჰოდა, როგორ გგონიათ, რა შთაბეჭდილების ქვეშ იქნება ბავშვი, როცა ამას დაინახავს და მიხვდება, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს?!" 

ალია, 18-24 თებერვალი
ლევან ჯავახიშვილი, ჟურნალისტი: „ლიბერასტებს ნაღდად არ ჰქონიათ იმხელა გასაქანი ამ ქვეყანაში, რაც დღეს აქვთ...ვასიკო მაღლაფერიძემ პედერასტებითა და ლესბოსელებით გადაავსო მთელი ტელევიზია, მიდის ლიბერასტულ-პიდარასტული ცხოვრების შეფარული პროპაგანდა, ღია პროპაგანდას კანონი უკრძალავს თორემ  ამასაც გააკეთებდნენ.... აქეთ მოიხედეთ პედარასტების მფარველებო და ზოგიერთებო თავად პედერასტებო.“

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ასავალ-დასავალი, 25 თებერვალი - 3 მარტი
ალექსანდრე ფალავანდიშვილი, ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება: „ორიენტირების გასწორებას სარწმუნების საკითხში და კიდევ სხვა საკითხში მოჰყვა საქართველოს ოქროს ხანა, ხოლო თქვენ, წინა მოწვევის პარლამენტმა და იმის წინამაც, მიიღეთ კანონები, რომლითაც ერთმანეთს რელიგიები გაუთნაბრეთ, ხოლო შემდეგ რუის-ურბნისის კრების ნარატივის, ანუ სიტყვების გამეორება საჯარო სივრცეში დასჯადი გახადეთ. ვინც „დისკრიმინაციული კანონი“ წარადგინა, იმან პირდაპირ გვითხრა - თქმა იმისა, რომ ჰომოსექსუალიზმი არის სიბილწე და გარყვნილება, ეს კანონის დარღვევააო!“

ალია, 25 თებერვალი -3 მარტი
სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: „„გეი-მარში ვეღარ ჩატარდება!!! ქართულმა მარშმა მერიაში შეიტანა განაცხადი-15-30 ივნისს რუსთაველის გამზირი ქართულ მარშს ექნება დაკავებული !!! თუ დაარღვევენ კანონს და წამოვლენ გეი-აღლუმით, მაშინ ჩვენ იქ დავხვდებით და არ მივცემთ კანონის დარღვევის საშუალებას !!! ლიბერასტებო - ახლა ადით ფუნიკულიორზე და გამოექანეთ!!"

საქართველო და მსოფლიო, 22 თებერვალი,
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: "ამ ხელისუფლებამ იმდენი მოახერხა, “ნაცმოძრაობაზე” უფრო საზიზღარი გახდა. მათ ოცნება აუხდინეს თურქებს, არაბებს, ირანელებს, სექსუალურ უმცირესობებს და ა.შ. რეალურად ეს არის “ლიბერალების”, პედერასტების, ნარკობარიგებისა და მათი დამცველების “ოცნება”. 

სასულიერო პირები

საქართველო და მსოფლიო, 27 თებერვალი,
გიორგი რაზმაძე, სასულიერო პირი: "არ შეიძლება, გამოხატვის თავისუფლება ეწოდოს, როცა კაცი თავს ქალად ასაღებს და კაბაში გამოწყობილი ქუჩაში ზეიმს აწყობს; არ შეიძლება, უფლება ეწოდოს შიშველი მამაკაცების მსვლელობასა და ხვევნა–კოცნას; ასეთი ადამიანები ქუჩაში მსვლელობას კი არ უნდა აწყობდნენ, საავადმყოფოში ან ფსიქიატრიულში უნდა მკურნალობდნენ. როცა ადამიანი ამბობს, რომ ის ნაპოლეონ ბონაპარტეა, მაშინვე გაამწესებენ ფსიქიატრიულში და, როცა კაცი ამბობს, რომ ქალია, მისი ადგილი სად არის?!. დღეს არ ეზეიმებათ, მაგრამ იბრძვიან იმისთვის, რომ ხვალ ეზეიმებოდეთ. რასაც ნიშნავს მათთვის საზეიმო განწყობა, ყველამ ვიცით _ როცა მათი “ყველა უფლება დაცულია”, როცა ერთმანეთზე ქორწინება შეუძლიათ, როცა შვილის აყვანის უფლება აქვთ, როცა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში თვითონ შეუძლიათ სქესის განსაზღვრა და ა.შ. აი, ამ ყველაფერს რომ მიაღწევენ, მერე იქნება ზეიმიც _ ტანგიანი კაცების კარნავალი და ხტუნაობა ქუჩაში. რაც შეეხება საზოგადოებას, ვინც როგორც უნდა, ისე გაიგოს და აღიქვას, რასაც ვიტყვი, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენმა საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას გარყვნილების პროპაგანდის ასე ღიად გამოტანა ქუჩაში. ამაზე თითოეული ჩვენგანი ვართ პასუხისმგებელი."

საზოგადოება

ალია, 4-10 თებერვალი
გურამ ქართველიშვილი, ისტორიკოსი: „პირველ რიგში „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საკითხი უნდა მოგვარდეს, იქიდან უნდა მოშორდნენ ვასილ მაღლაფერიძე თავისი ურდოთი, გოგელია, თავისი გადაგვარებული ლგბტ ბორდით“.

ანტიდასავლური განწყობები

პოლიტიკოსები

საქართველო და მსოფლიო, 13 თებერვალი, 
ლევან ჩაჩუა, ქართული იდეა: "[მშობელი] რას უნდა მოეკიდოს გაგებით _ ბავშვი რომ ნარკოტიკს მიიღებს, ალკოჰოლსა და ნიკოტინს, გაირყვნება და გაუბედურდება?! თანამედროვე გლობალისტურ დიქტატს სჭირდება ისეთი საზოგადოება, რომელიც შინაგანად იქნება დაცლილი. ყველაზე ადვილი სამართავი ხომ ვნებებს დამონებული, გარყვნილი, გალოთებული და განარკომანებული საზოგადოებაა? რა არის მათთვის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი: პირველი _ ეს არის ეკლესია და ეკლესიური ცნობიერება, რომელიც პირდაპირ ამხელს თავისუფლების მანტიაში შეფუთულ აღვირახსნილობას და მეორე _ ოჯახი. ამიტომ ხორციელდება ორივე ამ ინსტიტუტზე გაშმაგებული შეტევა. მერწმუნეთ, თუ დროზე არ მოვაშორებთ მართვის სადავეებს ამ მარიონეტ პოლიტელიტას, შორს არ ვართ იმ დროისგან, როცა “სამართლებრივი მანდატით” აღჭურვილი სოცმუშაკები კარდაკარ ჩამოუვლიან ყველა ოჯახს". 

მედია

ასავალ-დასავალი, 11-17 თებერვალი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „აკი, ოჯახის ინსტიტუტის დანგრევა და მიწასთან გასწორება ლიბერასტების სანუკვარი ოცნებაა! და გონივრული ეჭვი მაქვს, ამ საქმით ჩვენებური ლიბერასტებიც დაკავდებიან, ოღონდ, იძულებით, რადგან ჩვენ, ტრადიციული ოჯახური და მართლმადიდებლური ფასეულობების ადამიანებმა, ამ ჩვან ლიბერასტ-სოდომისტებს ისე უნდა გავუხადოთ საქმე, რომ გაჩენის დღეს იწყევლებოდნენ და თავიანთ მშობლებს სასამართლოში უჩიოდნენ, რატომ გაგვაჩინეთ ამ ქვეყანაზეო, - თუნდაც ხაზარაძის „საბარასტი“ „უნიტაზის პოეტები“ - ბუღაძეები, შამუგიები თუ ბურჭულაძე-დეისაძეები, ეკლესიას რომ გვიგინებენ და საკუთარ დედებზე ერეგირებენ!“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 13 თებერვალი
ნინო რატიშვილი, წამყვანი: „გლობალიზაცია ჭამს საქართველოს. საქართველოს კი არა, გლობალიზაცია ნიშნავს, რომ აღარ იყოს ჩემი, შენი, დედა, მამა და ასე შემდეგ ხო - სახელმწიფო, სამშობლო, ოჯახი, სქესი არაფერი აღარ არის ხო.“ 

საქართველო და მსოფლიო, 27 თებერვალი,
ბესო ბარბაქაძე, ჟურნალისტი: "როცა რუსეთმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მასშტაბით ყველა რელიგიური სექტა აიკრძალა, ლგბტ თემის წევრები პრაქტიკულად კანონგარეშედ გამოცხადდნენ, რადგან ყველანაირი აქტივობა კანონის დონეზე აეკრძალათ, საქართველოში ტაში დაუკრეს. უფრო კონკრეტულად კი, ყველა აღიარებდა, ეს რუსეთისთვის გადარჩენისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯიაო. გესმით, ხალხო? რუსეთის გადარჩენისკენო, ქვეყნის, რომლის მოსახლეობაც 140 მილიონია, ანუ ჩვენზე თითქმის 50-ჯერ მეტი და ვაღიარებთ, რომ ეს მათი გადარჩენისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო. საფრთხე იმისა, რომ ლიბერალურმა დამოკიდებულებამ შესაძლოა ერი გადააშენოს, ამ მასშტაბების ქვეყანამაც კი იგრძნო. ჩვენ ვერ ვგრძნობთო, რომ ვთქვათ, არ ვიქნებით მართალი _ ვგრძნობთ და მერე როგორ, მაგრამ საკანონმდებლო დონეზე ეს საკითხი დღემდე არ დასმულა. რატომ? იმიტომ, რომ საკანონმდებლო დონეზე ამ საკითხის დაყენება იმ ევროპასა და ამერიკას გაანაწყენებს, რომლებისკენაც ვისწრაფვით და გვინდა, რომ მათი ოჯახის წევრი გავხდეთ. იმ ოჯახის, რომლის მშობლებს ნომრავენ და თურმე მომავალი თაობის ფსიქოლოგიას უფრთხილდებიან'. 

საზგადობრივი ორგანიზაციები

საქართველო და მსოფლიო, 13 თებერვალი, 
დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ–რუსული საზოგადოებრივი ცენტრი: "ეს არის რასიზმისა და შეუწყნარებლობის საკითხებში ევროპული კომისიის მიერ გაცემული დავალებები ჩვენი მთავრობისთვის. ჯერ კიდევ 2016 წლის მარტში აღნიშნულმა კომისიამ პრეტენზია გამოთქვა, რომ, მიუხედავად დაპირებებისა, საქართველოში დღემდე მოუგვარებელია ერთი და იმავე სქესის პირთა შორის პარტნიორული ურთიერთობა საკანანმდებლო დონეზე, ასევე ტრანსგენდერებისთვის ოპერაციისთვის აუცელებელი საკანონმდებლო რეგულაციები. ეს ის საშინაო დავალებებია, რომლებიც ვიზალიბერალიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აუცილებელად უნდა შესრულდეს, რათა დღეს ხელისუფლებაში არსებულმა კონკრეტულმა პიროვნებებმა განაგრძონ ხელისუფლებაში ყოფნა. თუკი ამას არ შეასრულებენ, მათ, უბრალოდ, დაატოვებინებენ სახელისუფლო პოზიციებს. სხვა დასკვნა ვერ გამომაქვს. შტეფან ფულე, რომელიც 2014 წელს საქართველოში ჩამოვიდა, პატრიარქს არწმუნებდა, ევროკავშირი საქართველოს თავს არ მოახვევს ანტიდისკრიმინაციულ კანონსო, მაგრამ სინამდვილეში პირიქით მოხდა. გარდა ანტიდისკრიმინაციული კანონისა, შეუწყნარებლობისა და რასისზმის ევროპულმა კომისიამ განაცხადა, რომ საქართველოში ამბიონიდან მართლმადიდებელი მღვდლები სიძულვილს ქადაგებენ, რადგან ისინი სოდომურ ცოდვებს გმობენ". 

სასულიერო პირები

საქართველო და მსოფლიო, 27 თებერვალი,
გიორგი რაზმაძე, სასულიერო პირი: "ბოლო პერიოდში ისევ აქტიურად მიდის სკოლებში ე.წ. სექსუალური განათლების შემოღებაზე საუბარი, რაც პირდაპირ მიმართულია იმისკენ, რომ მომავალ თაობებს მიაწოდონ გარკვეული პროპაგანდით გაჟღენთილი “განათლება”. რასაც გულისხმობს თანამედროვე “ლიბერალური” გაგებით განათლება, ყველამ ვიცით. ყველაფერი ცუდი და ამორალური, რაც დღეს მიუღებელია საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის, სურთ, ნორმად დაინერგოს, ვინაიდან ამ ყველაფრის მიუღებლობა თურმე არის სიბნელე და ჩამორჩენილობა". 

საქართველო და მსოფლიო, 27 თებერვალი,
გიორგი რაზმაძე, სასულიერო პირი: "ჩვენი ერის დაცემაზე მიუთითებს ის, რომ ნებისმიერი პროპაგანდის საშუალება (ტელევიზია, პრესა) ასრულებს ცისფერი კომისრების დავალებას. მინდა, ვურჩიო ამერიკელ და ევროპელ “პარტნიორებს”, თუ ძალიან უნდათ ჩვენი დახმარება, პედერასტები კი არ გამოგვიგზავნონ საქართველოში, არამედ ჩადონ თავიანთი ინვესტიციები ქარხნების, სხვადასხვა ისტიტუტისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ჩვენ კი ჩვენს ლგბტ-ს თვითონ მივხედავთ". 

გენდერული სტერეოტიპები

პოლიტიკოსები

ინტერპრესნიუსი, 20 თებერვალი
ნატო ჩხეიძე, დამოუკიდებელი დეპუტატი: „მივესალმები მნიშვნელოვან პოსტებზე ქალების დანიშვნას, მაგრამ მაინც მგონია, რომ ამხელა მთავრობაში ისეთი რთული სამინისტროს განპირობება ქალზე, როგორიც ინფრასტრუქტურის სამინისტროა, მეტისმეტად მძიმე ტვირთია ქალისათვის. მე გგულშემატკივრობთ კიდეც ამ მძიმე ტვირთის ზიდვაში”.

მედია

საქართველო და მსოფლიო, 7 თებერვალი,
ბაკურ სვანიძე, ჟურნალისტი: "დანაშაულია იმ აზრის გავრცელებაც, რომ თითქოს ქალებიც ამ მიმართულებით ზუსტად იმ დონეზე თავისუფლები უნდა იყვნენ, როგორც მამაკაცები. ფაქტია და ამ ფაქტს ვერავინ ვერასოდეს შეცვლის, რომ დაუფიქრებელი და იდიოტური ნაბიჯები ქალებს გაცილებით მეტ პრობლემებს უქმნის, ვიდრე მამაკაცებს. ხაზს ვუსვამ _ “თავაშვებული სექსაობა” მამაკაცისგან კარგი და მისაღები საქციელიაო, არავინ ამბობს. ასეთი მამაკაციც დასაგმობია, მაგრამ ქალისთვის ეს გაცილებით მეტი და სერიოზული პრობლემების მომტანია, ვიდრე მამაკაცისთვის და ეს ასეა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მათ შორის, ყველაზე განვითარებულ და “თავისუფალ” ევროპაშიც. ფაქტია და ეს ასეც იქნება მუდამ, რომ დედის სტატუსი გაცილებით მეტს ავალდებულებს ამ მხრივ ქალს, ვიდრე თუნდაც მამის სტატუსი მამაკაცს". 

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

Media Development Foundation

http://notophobia.ge/

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube

You received this email because you signed up on our website or made purchase from us.

Unsubscribe