22 ნოემბერი, 2021 - 6 დეკემბერი, 2021 |
|
|
|
|
მიმდინარე გამოცემის თემები
- Alt-Info, პოლიტიკური პარტიად ქცეული პრო-რუსული მედია, რომელმაც საქართველოში კრემლის ძველ ფავორიტები უნდა ჩაანაცვლოს
- დისკრედიტაციის კამპანია სახალხო დამცველის წინააღმდეგ
- არაავთენტური ქსელი ფეისბუქზე ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტიის პოპულარიზაციას ეწეოდა
|
|
|
|
|
|
პოლიტიკის უახლესი მოვლენები |
|
|
|
Alt-Info, პოლიტიკური პარტიად ქცეული პრო-რუსული მედია, რომელმაც საქართველოში კრემლის ძველ ფავორიტები უნდა ჩაანაცვლოს
|
|
|
|
Alt-Info-მ, კრემლთან აფილირებულ პირებთან დაკავშირებულმა ულტრამემარჯვენე მედიამ, რომელმაც თავდაპირველად ფუნქციონირება ონლაინ მედიის სახით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით მთელი ქვეყნის დაფარვის მქონე ტელევიზიად გადაკეთდა, ამჯერად უკვე ღიად პრორუსული პოლიტიკური პარტიის, “კონსერვატიული მოძრაობა” დააარსა. პარტია ამომრჩევლებს თბილისის მოსკოვთან დაახლოებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების, ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების სანაცვლოდ ჰპირდება - ყველა ეს სიკეთე კი, რუსეთმა უნდა უზრუნველყოს.
ჯგუფი ცნობილი ივლისის თვეში, თბილისი პრაიდზე თავდასხმების ორგანიზების შემდეგ გახდა, რაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიხედვით, თავად პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ იყო წახალისებული. მაშინ, Alt-Info-ს დამფუძნებელმა, კონსტანტინე მორგოშიამ, პირადად მოუწოდა ულტრამემარჯვენე აქტივისტებს, თბილისის პრაიდის მხარდამჭერი “მოძრაობა სირცხვილიას” ოფისისკენ დაძრულიყვნენ, რასაც მოგვიანებით ტვ პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას სასტიკი ცემა მოჰყვა. ამ თავდასხმიდან 5 დღის შემდეგ ლაშქარავა გარდაიცვალა (საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს). 5 ივლისს ჯამში 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა და მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმის გამო გარკვეული პირები დააკავეს, პრაიდის საწინააღმდეგო შეკრების ორგანიზატორები Alt-Info ჯგუფიდან სასჯელის გარეშე დარჩნენ.
შედეგად, ახალი პრორუსული პარტიის დამფუძნებელი ყრილობის დროს, Alt-Info-ს დამფუძნებელი, კონსტანტინე მორგოშია, პარტიის თავმჯდომარე, ზურაბ მახარაძე და სხვები იკვეხნიდნენ, რომ ქართველები არ ეგუებიან დასავლეთის მიერ ლიბერალური დღის წესრიგის “იძულებით თავს მოხვევას”. „5 ივლისი, დღე, როდესაც მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ საქართველოში ლიბერალური დიქტატურის დასასრული დაიწყო. დღე, როდესაც მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ მიუხედავად მილიარდობით ინვესტიციებისა, რომლებიც ჩადებულია პირდაპირ ერის გახრწნაში, მართლმადიდებლობასთან და რელიგიასთან ბრძოლაში, ჩაიყარა წყალში და ეს იყო ყველაფერი ფუჭი“ - ამტკიცებდა მორგოშია. ახლადშექმნილი ღიად პრორუსული პარტიის თანადამფუძნებელმა სიტყვით გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ “კონსერვატიული მოძრაობა” დაიწყებს “საუბარს ოკუპანტთან, პირდაპირ, ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე“ და ამტკიცებდა, რომ ამჟამად დასავლეთი საქართველოს ამის გაკეთებას “უკრძალავს”.
საკითხზე, თუ როგორ უნდა პოზიციონირებდეს საქართველო გამოწვევების დასაძლევად, “კონსერვატიული მოძრაობის” ხედვაზე დეტალურად საუბრისას, ზურაბ მახარაძემ საქართველოს რუსულ ორგანიზაციებში, CSTO-სა და EAEU-ში გაწევრიანების იდეა გააჟღერა. მახარაძის თქმით: “მზადა ვართ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მთავარი ხაზის პარალელურად, ვისაუბროთ იმ უსაფრთხოების სისტემაში საქართველოს ინტეგრაციაზე, რაც მათი ინტერესია, ვისაუბროთ იმ ეკონომიკური სისტემის ფარგლებში ინტეგრაციაზე, რაც მათი ინტერესია. ოღონდ, ეს ყველაფერი [უნდა] მოხდეს საქართველოს ფუნდამენტური ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების, ეკონომიკური წინსვლის და ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების ხარჯზე“.
ქვეყანაში პრორუსული სენტიმენტები, CRRC საქართველოს მიხედვით, 10%-დან 15%-მდეა, ხოლო ქართულ პოლიტიკაში რუსეთის ძველი ფავორიტები, როგორიცაა “პატრიოტთა ალიანსი” ან ლევან ვასაძის “ერი”, საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას ვერ ახერხებენ. ამდენად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კრემლი ამჯერად ახლად ჩამოყალიბებულ “კონსერვატიულ მოძრაობას” დაეყრდნობა, რომელსაც წარმატების მიღწევაში მზარდი გავლენის მქონე საკუთარი ტელეარხიც დაეხმარება.
|
|
|
|
ქართული ოცნება და ანტიდასავლური აქტორები ევროპარლამენტარების წინააღმდეგ
|
|
|
|
საქართველოში ანა ფოტიგას ვიზიტისა და რამდენიმე ევროპარლამენტარის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ მთავრობის დამოკიდებულების კრიტიკის შემდეგ ანტიდასავლურმა ძალადობრივმა ჯგუფებმა და საქართველოს ხელისუფლებამ ევროპარლამენტარების საწინააღმდეგო გზავნილების გავრცელება დაიწყეს. გარკვეულ შემთხვევაში მათი გზავნილები ერთმანეთს ემთხვეოდა და ევროპარლამენტარებს მიკერძოებულად, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლობისტებად წარმოაჩენდა, რომლებიც არ გამოხატავენ ევროკავშირის ერთიან პოზიციას. ვრცლად იხილეთ სტატია აქ.
|
|
|
|
ᲝᲙᲣᲞᲘᲠᲔᲑᲣᲚ ᲢᲔᲠᲘᲢᲝᲠᲘᲔᲑᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲘᲗ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲛᲝᲕᲚᲔᲜᲔᲑᲘ |
|
|
|
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი იტალიელ პარლამენტარებს შეხვდა
|
|
|
|
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. “საგარეო საქმეთა მინისტრი”, დიმიტრი მედოევი, იტალიელ პარლამენტარებს შეხვდა, მათ შორის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე პინო კაბრასს პარტია “ალტერნატივადან” (ის “ხუთი ვარსკვლავის მოძრაობიდან” გაუშვეს და ასევე არის იტალიის დელეგაციის ხელმძღვანელი იტალია-ჩინეთის კოლაბორაციის კომისიაში) და პარლამენტარი “ლიგის” პარტიიდან, ვიტო კომენჩინი. შეხვედრების დროს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. მედოევი იტალიას წელს ადგილობრივი კომუნისტების მოწვევით უკვე ეწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შემთხვევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იტალიელ ოფიციალურ პირებს, მათ შორის იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, არაერთხელ დაუდასტურებია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა.
|
|
|
|
კრემლის ჩინოვნიკი აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა
|
|
|
|
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ, ინალ არძინბა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. არძინბა წარსულში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვლადისლავ სურკოვის კურატორობის ქვეშ მუშაობდა, უკრაინასთან ურთიერთობის ხელმძღვანელად. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, არძინბა უკრაინაში, განსაკუთრებით ოდესაში, მადესტაბილიზებელი აქტივობებისა უკან იდგა. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დატოვების შემდეგ არძინბა რუსეთის საპატრიარქოში მუშაობდა. ბოლო წლებში, არძინბა აქტიურად ეხმარებოდა რუსეთს აფხაზეთში ანექსიისთვის პოზიტიური ნიადაგის შექმნით და ამ მიზნით, საკითისადმი მოსახლეობის დამოკიდებულებებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა. მიიჩნევა, რომ მისი დანიშვნა კრემლის მიერ არის ორკესტრირებული, რათა სოხუმში მისი გავლენა გაზარდოს. ექსპერტები არძინბას დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნას აფასებენ, “როგორც “დამოუკიდებელი” აფხაზეთის დასასრულის დასაწყისად”. მოსალოდნელია, რომ ის იმუშავებს აფხაზეთის რუსეთთან მეტად ინტეგრაციისა და საბოლოო მიზნის - ანექსიის - მიღწევისათვის. არძინბამ თავად განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტები “რუსეთთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება” და “საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მიღწევაა”.
|
|
|
|
დისკრედიტაციის კამპანია სახალხო დამცველის წინააღმდეგ
|
|
|
|
საქართველოს ომბუდსმენი ნინო ლომჯარია მმართველი პარტიის, სამთავრობო მედიისა და ტროლების სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც მან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად სამედიცინო ექსპერტების ჯგუფი ჩამოაყალიბა. ანტიოპოზიციური გვერდები და სახელისუფლებო ტროლებია ლომჯარიას კომპეტენციაში ეჭვის შეტანას ცდილობდნენ და მასსა და მისი გუნდს პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთის შემსრულებლებად და მათი ინტერესების გამტარად წარმოაჩენდნენ. დისკრედიტაციის კამპანია კრემლისტური აქტორების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასაც მოიცავდა. მთლიანობაში 14 ფეისბუქ გვერდი, 20 ყალბი ანგარიში და რამდენიმე სამთავრობო მედია გამოვლინდა. მიგნებები იხილეთ აქ.
|
|
|
|
პრო-სამთავრობო მედია სააკაშვილის საწინააღმდეგო ძველი ბანერის ფოტოს ავრცელებს
|
|
|
|
23 ნოემბერს Post tv-ანალიტიკამ, ონლაინ გამოცემებმა “მარშალპრესი,” და TV Free გაავრცელეს ფოტო, რომელიც მიხეილ სააკაშვილის კარიკატურული გამოსახულების ბანერს ასახავდა. ბანერზე მოცემული იყო შემდეგი წარწერა: “Вышвырнули из ОДЕССЫ- Выдворим из УКРАИНЫ” (გამოაგდეს ოდესიდან - უკრაინიდანაც განვდევნით). სამთავრობო მედია საშუალებებმა თარიღის ხსენების გარეშე მიუთითეს, რომ კარიკატურა ოდესაში განთავსდა. რეალურად კი ოდესაში ბანერები 2016 წელს, ოდესის გუბერნატორობიდან სააკაშვილის წასვლის შემდეგ განათავსეს. ბანერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას აკლდა კონტექსტი და მკითხველი შეცდომაში შეჰყავდა, რადგან ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ბანერების სააკაშვილის ამჟამინდელ პატიმრობას უკავშირდებოდა.
|
|
|
|
ევროკავშირის ელჩის ციტატა სოციალურ ქსელში მცდარი კონტექსტით გავრცელდა
|
|
|
|
15 ნოემბერს ანტი-ოპოზიციურმა ფეისბუქ გვერდმა “სიმართლის დროა”, რომელსაც დეზინფორმაცია ადრე გაუვრცელებია, გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ამტკიცებდა, რომ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი “მთავარი არხის” დეზინფორმაციულ სიუჟეტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “დეზინფორმაცია ძალიან რთულად გადასაჭრელი პრობლემაა და ძალიან ცუდია, რომ დემოკრატიული საზოგადოება მას ვერ ერევა”. ჰარცელმა აღნიშნული კომენტარი შეეხებოდა არა მთავარი არხის სიუჟეტზე, არამედ მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში გააკეთა.
|
|
|
|
არაავთენტური ქსელი ფეისბუქზე ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტიის პოპულარიზაციას ეწეოდა
|
|
|
|
DFRLab-მა აღმოაჩინა ფეისბუქზე მოქმედი არაავთენტური ქართული ქსელი, რომელიც ახლადშექმნილი პოლიტიკური პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” პოპულარიზაციას ეწეოდა. აღნიშნული პოლიტიკური პარტია დაფუძნდა ანტი-ლგბტ ულტრამემარჯვენე ჯგუფის “ალტ-ინფოს” მიერ. DFRLab-ის გამოძიების შედეგად, ფეისბუქმა წაშალა ზემოაღნიშნული ქსელი. სოციალურმა ქსელმა საკუთარ პლატფორმაზე “ალტ-ინფოს” მოქმედება 2020 წლის ოქტომბერში აკრძალა.
“ალტ-ინფომ” პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ 2021 წლის 15 ნოემბერს გააკეთა განცხადება. 20 ნოემბერს ჯგუფმა დამფუძნებელი ყრილობა გამართა, სადაც პარტია ოფიციალურად დაფუძნდა და თავმჯდომარედ “ალტ-ინფოს” ლიდერი ზურაბ მახარაძე შეირჩა. მახარაძემ თქვა, რომ პარტია მხარს უჭერს რუსეთთან "პირდაპირ და უპირობო დიალოგს" და რომ ისინი იმუშავებენ "რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო პარტნიორობისა და ალიანსის დასამყარებლად". ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში მახარაძემ განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოში რუსული სამხედრო ბაზის გახსნას და აღნიშნა, რომ ქვეყანას შეუძლია რეგიონში რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს შეუერთდეს.
“ალტ-ინფოს”, ანტილიბერალური კონტენტის გასავრცელებლად, არაავთენტური აქტივების გამოყენების ისტორია გააჩნია. 2020 წლის ოქტომბერში, ფეისბუქმა ალტ-ინფოსთან დაკავშირებული 130 აქტივი წაშალა, რომლებიც კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში იყვნენ ჩართული. მას შემდეგ, კომპანიამ არაერთხელ მიიღო ზომები ალტ-ინფოს წინააღმდეგ. ჯგუფის შედარებით მცირე ქსელი 2019 წელსაც წაიშალა.
ბოლო გამოძიების ფარგლებში, DFRLab-მა აღმოაჩინა 15 გვერდი, 15 ჯგუფი და 53 ანგარიში, რომელიც “ალტ-ინფომ” ახალი პოლიტიკური პარტიის პოპულარიზაციისთვის შექმნა.
უფრო მეტი წაიკითხეთ აქ.
|
|
|
|
"Newsday Georgia", როგორც ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტიკის ახალი პროპაგანდისტი
|
|
|
|
კიდევ ერთი ქართული მედია საშუალება, რომელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის და ჩინეთის როგორც წარმატებული სოციალური სახელმწიფოს აქტიურ პროპაგანდას ეწევა არის "Newsday.ge". თუ გადავხედავთ მათ ვებგვერდს, სხვადასხვა განყოფილებების ჩამონათვალს, დავინახავთ, რომ ყველაზე გავრცელებულ რუბრიკებს შორის, როგორიცაა პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა, საზოგადოება, განათლება და სხვა, არის ცალკე სვეტი, რომელიც ეძღვნება მხოლოდ ჩინეთს. ამ რუბრიკაში კი ვკითხულობთ, “მოდერნიზებული სოციალისტური ჩინეთის დადებით მხარეებსა და მათ განზრახვებზე იდეალური მსოფლიოს შექმნის შესახებ”.
იმავდროულად, 8-დან 11 ნოემბრამდე, ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ უმასპინძლა მე-19 ცენტრალური კომიტეტის მეექვსე პლენარულ სხდომას, რომელმაც დიდი გამოხმაურება პოვა სხვადასხვა მკვლევრებსა და კომუნისტური პარტიების ლიდერებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათ შორის იყო ქართული მედიასაშუალება „Newsday Georgia-ს“ მთავარი რედაქტორი ავთანდილ ოთინაშვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მეექვსე პლენარულ სესიაზე მიღებული დადგენილება მისი წარმატების მიზეზებს ასახავს. მისი აზრით, ჩინეთის კომუნისტური პარტიის "კეთილდღეობასა და განვითარებას ექნება პოზიტიური, მნიშვნელოვანი და შორსმჭვრეტელი გავლენა მსოფლიოს მომავალზე." ბოლო დროს ის ფეისბუქზე "ჩინეთის კომუნისტური პარტიის უზარმაზარ წარმატებასთან დაკავშირებით" სტატიებს აქტიურად აზიარებს. უფრო მეტიც, ის მჭიდროდ თანამშრომლობს ბ-ნ მალხაზ გულაშვილთან, “Georgian Times”-ის ხელმძღვანელთან, რომელიც აქტიურად მონაწილეობს საქართველოში ჩინეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ინიციატივებსა და ყოველწლიურ კონფერენციებში.
|
|
|
|
სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივები |
|
|
|
კრემლის პოლიტიკის გზამკვლევმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ვებგვერდთან ინტეგრირებული საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი (GFSIS - Rondeli Foundation) - „აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვის“ 35-ე გამოცემა გამოაქვეყნა. გამოცემაში თავმოყრილია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენები, მათ შორის რუსი კურატორების ვიზიტი სოხუმში და მეორე მხრივ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მინისტრების ვიზიტები მოსკოვში.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (რონდელის ფონდი) სამხრეთ კავკასიაში ჩინეთის აქტივობების შესახებ 27-ე გამოცემა გამოაქვეყნა. პუბლიკაციაში მრავალი საინტერესო განვითარებაა განხილული, მათგან ყველაზე აღსანიშნავია: ჩინეთის სახელმწიფო მედიის მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება, საეჭვო ჩინურ კომპანიებთან ქართული პოლიტიკური ელიტის ახლო თანამშრომლობა და ჩინეთში საქართველოს ელჩის განცხადება, რომ “სარტყელისა და გზის ინიციატივა” ძალიან მნიშვნელოვანია.
|
|
|
|
იხილეთ ამ დროისთვის გამოქვეყნებული GWB-ის ყველა პუბლიკაცია აქ.
|
|
|
|
|