1 აგვისტო - 10 აგვისტო, 2021 |
|
|
|
|
მიმდინარე გამოცემის თემები
|
|
|
|
|
|
პოლიტიკის უახლესი მოვლენები |
|
|
|
რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წლის შემდეგ მოსკოვი ქართველებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დავიწყებისკენ მოუწოდებს
|
|
|
|
2021 წლის 5 აგვისტოს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრ ბიკანტოვმა ხანგრძლივი პრეს-ბრიფინგი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავის შესახებ საუბრით დაიწყო. საკითხზე საუბრისას, ბიკანტოვმა თქვა, რომ კრემლი მზადაა აღადგინოს ურთიერთობები „იმ დონეზე, რა დონეზეც ქართული მხარე არის მზად”. ალექსანდრ ბიკანტოვმა კიდევ ერთხელ გააჟღერა ნარატივი, რომლის მიხედვითაც, რუსეთმა „შეაჩერა საქართველოს შეჭრა [სამხრეთ ოსეთში, საქართველოში], აგრესორის წინააღმდეგ სამშვიდობო ოპერაციის დაწყებით“. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ „თბილისში საღი აზრი გაიმარჯვებს“ და აღნიშნა, რომ დროა ქართველებმა უარი თქვან “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოში „რეინტეგრაციის“ არარეალურ მცდელობებზე”. ბიკანტოვმა ასევე გააკრიტიკა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების საქართველოსადმი მხარდაჭერი განცხადება “რეალობასთან შეუსაბამობის გამო".
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, ევროკავშირი და აშშ გმობენ რუსეთის მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობის” აღიარებასა და ამ ტერიტორიებზე სამხედრო ძალების განთავსებას. რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა, "ბორდერიზაციის" პოლიტიკამ, საქართველოს მოქალაქეების დაკავებამ "განუზომელი მასშტაბის პრობლემები გამოიწვია", ხოლო პანდემიის ამ პერიოდში გამშვები პუნქტების დახურვამ “დამატებითი ზიანი მიაყენა მშვიდობიან მოსახლეობას", ნათქვამია განცხადებებში.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 21 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა ომის შემდგომ პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლი დაარღვია.
ინფორმაცია ომის დღეებში განვითარებული მოვლენების შესახებ იხილეთ აქ; ინფორმაცია გარდაცვლილთა/დაშავებულთა და მიყენებული ზიანის შესახებ - აქ.
|
|
|
|
მოსკოვი აგრძელებს აგრესიულ რიტორიკას აშშ-სა და საქართველოს ხელმძღვანელობით წარმოებულ Agile Spirit 2021 სამხედრო წვრთნებზე
|
|
|
|
26 ივლისიდან 6 აგვისტომდე საქართველო რიგით მეათე საერთაშორისო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას Agile Spirit-ს მასპინძლობდა, რომელშიც NATO-ს 15 წევრი და პარტნიორი ძალების (მათ შორის, უკრაინის) 2500-მდე პერსონალი მონაწილეობდა. Agile Spirit-ს, რომელიც 2011 წელს დაიწყო, როგორც აშშ-სა და საქართველოს სამხედრო ძალების ორმხრივი სწავლება, მოგვიანებით მრავალი ქვეყანა შეუერთდა. წვრთნები მიზნად ისახავს რეგიონალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაზრდას, ასევე ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობების გაძლიერებას რეგიონულ კრიზისებსა და გამოწვევებზე უფრო ეფექტური რეაგირებისთვის.
Agile Spirit 2021-ის დაწყებიდან ორი დღის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო წვრთნებს აგრესიულად გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთის საზღვრებთან NATO-ს აქტივობები რუსეთს აიძულებს მიიღოს უსაფრთხოების შესაბამისი ზომები. ანალოგიურად, სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებამ გაიზიარა რუსეთის მიერ თავსმოხვეული რიტორიკა და აღნიშნა, რომ ნატოს წევრი ქვეყნების ჯარების თავსებადობის ასამაღლებლად წარმოებული წვრთნები და „საბრძოლო მოქმედებების შესრულება“ ხელს უწყობს რეგიონში დაძაბულობის ხარისხის ზრდას და ძირს უთხრის რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფისკენ მიმართულ ძალისხმევას”.
|
|
|
|
ᲝᲙᲣᲞᲘᲠᲔᲑᲣᲚ ᲢᲔᲠᲘᲢᲝᲠᲘᲔᲑᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲘᲗ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲛᲝᲕᲚᲔᲜᲔᲑᲘ |
|
|
|
პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებისთვის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა - მორიგი ნაბიჯი ანექსიისკენ
|
|
|
|
5 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან ე.წ. “ორმაგი მოქალაქეობის” შესახებ შეთანხმება დაამტკიცა. შეთანხმების თანახმად, ნებისმიერი მხარის მოქალაქეს შეუძლია მის თავდაპირველ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე მეორე ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვოს. ამასთან, ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გაივლიან და მეორე ქვეყანაში სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლდებიან.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით მისი კმაყოფილება გამოხატა და აღნიშნა, რომ მისი ძალაში შესვლის შემდეგ, სოციალური დაცვის, პენსიებისა და უცხოეთში მოგზაურობის მხრივ მოსახლეობის ცხოვრება გამარტივდება. ბიბილოვის თანახმად, “სამხრეთ ოსეთი” ამ შეთანხმების მიღწევას 2008 წლიდან ცდილობს.
ქართულმა მხარემ გადაწყვეტილებას განცხადებით უპასუხა, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის” დამტკიცება მოსკოვის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, რუსეთმა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის უკანონო და იძულებითი პასპორტიზაცია ადრეული 2000-იანი წლებიდან დაიწყო და აღნიშნული არალეგიტიმური პროცესით უშედეგოდ სცადა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამართლება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ „საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების უკანონო პასპორტიზაციის პროცესის დაგმობაში და აღნიშნულს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ისევე, როგორც საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეშ შელახვად მიიჩნევს“.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთმა რუსეთთან ორმაგი მოქალაქეობა ჯერ კიდევ 2002 წელს ცალმხრივად მიიღო, თუმცა რუსეთის მიერ აფხაზეთის ე.წ. “დამოუკიდებლობის” აღიარების შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება “სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების” მიღწევამდე შეჩერდა. 2002 წლიდან აფხაზეთში აქტიური პასპორტიზაციის რუსეთის პოლიტიკა საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს. საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიხედვით, ეს პროცესი საქართველოს სუვერენიტეტს ხელყოფს და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას წარმოადგენს. საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიამ აღნიშნული საკითხი სიღრმისეულად შეისწავლა და აღნიშნა: „პასპორტიზაციის“ პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეებისთვის სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მინიჭებას საკმარისი ფაქტიური კავშირების გარეშე, განსაკუთრებით თუ ეს ფართო მასშტაბებით ხორციელდება, არღვევს, პირველ რიგში, ექსტრა-ტერიტორიული კოლექტიური ნატურალიზაციის კონკრეტულ აკრძალვას, და, გარდა ამისა, საერთაშორისო სამართლის რამდენიმე ზოგად პრინციპს. ამგვარად, ეს პოლიტიკა არ შეესაბამება საერთაშორისო სამართალს”. ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისია ასევე მივიდა დასკვნამდე, რომ „რუსული „პასპორტიზაციის“ პოლიტიკა წარმოადგენს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას” და „პასპორტიზაციის“ პოლიტიკა ეწინააღმდეგება კეთილმეზობლობის პრინციპს”. დამატებით, ფაქტების დამდგენმა დამოუკიდებელმა საერთაშორისო მისიამ დაასახელა სხვადასხვა მიზეზი, რომ „რუსეთმა ბოროტად გამოიყენა ამ ტერიტორიებზე მოქალაქეობის არმქონე მაცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების უფლება”.
|
|
|
|
დეზინფორმაციის მონიტორინგი |
|
|
|
ანტიდასავლური დეზინფორმაცია. 17 ივლისს კრემლისტური ალტ-ინფოს პროგრამის “ალტ-ანალიტიკას” ერთ-ერთმა წამყვანმა ეთერში ყალბი მტკიცებები გააჟღერა, რომლის მიხედვითაც ქართული პროდუქტები ექსპორტზე დასავლეთში არ გადის და დასავლეთის მიერ საქართველოსთვის სანქციების დაწესება ეკონომიკაზე რეალურ ნეგატიურ გავლენას არ მოახდენს. რეალურად, დასავლელი პარტნიორების ფინანსური დახმარება სხვადასხვა სფეროების გასავითარებლად იხარჯება და მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ხმარდება, როგორც ამას ირაკლი მარტინენკო ამტკიცებს. რაც შეეხება ევროკავშირში ექსპორტს, 2014 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებულ ბევრ პროდუქტზე საბაჟო გადასახადები გაუქმდა და ევროკავშირის ბაზარზე ქართულ ბიზნესისთვის სატარიფო ბარიერები მოიხსნა. ვრცლად იხილეთ აქ.
|
|
|
|
ინტერნეტში აშშ-ის საელჩოს სახელით ჩატარებული არარსებული კვლევა ვრცელდება. 31 ივლისს ონლაინ მედია Timer.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩომ შიდა კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც რესპონდენტების 46% პარტია “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, 17% “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, ხოლო 6% - პარტია “საქართველოსთვის”. აშშ-ის საელჩომ რაიმე სახის საზოგადოებრივი კვლევის ჩატარება უარყო. ბოლო პერიოდში გამოკითხვა IRI-ის მიერ, USAID-ის მხარდაჭერით ჩატარდა. გამოკითხვის მიხედვით, პარტია “ქართულ ოცნებას” მხარს გამოკითხულთა 26% უჭერს.
|
|
|
|
დეზინფორმაცია დასავლურ კოვიდ-19 ვაქცინებზე. მას შემდეგ, რაც აშშ-მა საქართველოს 500 000 დოზა ვაქცინა საჩუქრად გადასცა, სასულიერო პირების, ანტილიბერალებისა და სხვა ანტი-ვაქსერული ჯგუფების მხრიდან დეზინფორმაცია გააქტიურდა. ძირითადად შემდეგი ყალბი მტკიცებები ვრცელდებოდა:
|
|
|
|
გამოაშკარავება და საჯარო კრიტიკა |
|
|
|
ჩინეთის საელჩოს რბილი ძალის გავლენა ქართულ მედია ჰოლდინგზე
|
|
|
|
ჩინური რბილი ძალის ინსტრუმენტები ნათლად აისახა 21 ივლისს, საქართველოში ჩინეთის ელჩის ლი იენის, მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" პრეზიდენტის, მალხაზ გულაშვილისადმი გაგზავნილ მადლობის წერილში. ელჩმა მადლობა გადაუხადა მედია ჰოლდინგის პრეზიდენტს მისი აქტიური მონაწილეობისთვის ჩინეთის კომუნისტური პარტიის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში. ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ის იმედოვნებს, რომ სამომავლოდ, მედიასაშუალება კიდევ უფრო დაინტერესდება ჩინეთის, მისი მმართველი პარტიისა და ხალხის მიმართ. ქვემოთ შემოგთავაზებთ რამდენიმე მნიშვნელოვან ნაწყვეტს ზემოხსენებული წერილიდან:
"ბატონო მალხაზ, მადლობას გიხდით ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის, რომელიც საქართველოში ჩინეთის საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა. გულითად მადლობას გიხდით თქვენი გულწრფელი მოლოცვისთვის, ჩინეთთან დაკავშირებული დაუვიწყარი ისტორიებისა და ჩინურ-ქართული ურთიერთობების შესახებ თქვენი შეხედულებების გაზიარებისთვის…
ჩინეთის კომუნისტური პარტია განუხრელად დაიცავს ხალხზე ორიენტირებული განვითარების კონცეფციას, არ დაივიწყებს თავდაპირველ მიზანსა და მისიას, ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწევს ჩინელი ერის დიად აღორძინებას. ჩინეთის კომუნისტური პარტია მომავალშიც აღმართავს მშვიდობის, განვითარების, თანამშრომლობისა და ურთიერთსარგებლობის დროშას, ხელს შეუწყობს ახალი ფორმის საერთაშორისო ურთიერთობების და "ერთობლივი განვითარებისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების" ჩამოყალიბებას…ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინურ-ქართული ურთიერთობების განვითარებას და მზადაა, ქართულ მხარესთან ერთად გააგრძელოს მუშაობა…
თქვენ ჩინეთის დიდი ხნის მეგობარი და ჩინურ-ქართული თანამშრომლობის მონაწილე და მოწმე ბრძანდებით. იმედი მაქვს, ჩინეთის, მისი მმართველი პარტიისა და ჩინელი ხალხის მიმართ მომავალშიც გამოიჩენთ ინტერესს, კვლავ მხარს დაუჭერთ საელჩოს მუშაობასა და წვლილს შეიტანთ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საქმეში! გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებას! ჩინეთსა და საქართველოს ვუსურვებ სამარადისო მეგობრობას!” მედიაჰოლდინგი "ჯორჯიან თაიმსი"ერთ-ერთი ყველაზე დიდი და უძველესი კომპანიაა ქართულ მედია ბაზარზე. მისი მფლობელი და პრეზიდენტი, ბატონი მალხაზ გულაშვილიადრეც აქტიურად იღებდა მონაწილეობას საქართველოში ჩინეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა კონფერენციასა, თუ ინიციატივაში. „ჯორჯიან თაიმსსა“ და ჩინეთს შორის მჭიდრო ურთიერთობების განვითარების შედეგად, დიდი ალბათობით, ჩვენ ვეღარ ვიხილავთ ამ კონკრეტული მედია სააგენტოს მიერ გავრცელებულ კრიტიკულ მოსაზრებებს ჩინეთსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე.
|
|
|
|
სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივები |
|
|
|
27-31 ივლისს, სამოქალაქო იდეამ ორგანიზება გაუწია ხუთდღიან სასწავლო კურსს სახელწოდებით "ევროპული სამოქალაქო ერის ფორმირება საქართველოში". პროექტი განხორციელდა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით. ტრენინგი მიზნად ისახავდა ევროპული და ლიბერალურ-დემოკრატიული ფასეულობების პოპულარიზაციას ქართველ ახალგაზრდებში და მათი ცნობიერების ამაღლებას მოცემულ საკითხებზე: კონფლიქტის ბუნება და მისი „ქართული სპეციფიკა“, დიალოგის უნარები და საზოგადოებრივი მშვიდობის მშენებლობა, კონფლიქტების თანამედროვე ბუნება და ტრანსფორმაცია; ასოცირების ტრიოსა და სამხრეთ კავკასიის მაგალითები, უმცირესობების უფლებების დაცვის ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტი, გამოწვევები კონფლიქტების მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობისთვის, ეფექტური კომუნიკაცია და მანიპულაციის ტექნიკა და სხვა.
|
|
|
|
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში, ქართველმა სამოქალაქო აქტივისტებმა 30 ივლისს საბჭოთა პოლიტიკური ტერორის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ღონისძიება ე.წ. “ჩეკას” ყოფილი შენობის წინ გაიმართა. აქტივისტებმა „სილოვკის“ ბანაკში დახვრეტილი პირებისა და ასევე საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული თბილისში მცხოვრები ეთნიკური გერმანელების სახელები და გვარები წაიკითხეს.
|
|
|
|
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (GFSIS - Rondeli Foundation) სამხრეთ კავკასიაში ჩინეთის აქტივობების შესახებ მე-18 გამოცემა გამოაქვეყნა, რომელშიც ჩინეთსა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა რელევანტური განვითარებებია აღწერილი. პუბლიკაციის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, ჩინეთის სახელმწიფო კორპორაციის, “დონგფანგ ელექტრიკის” პრეზიდენტს შეხვდა. აღნიშნული კომპანია, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ სანქცირებულია, საქართველოში რეგიონული ოფისის გახსნასა და ენერგეტიკის სექტორში ინვესტირებას გეგმავს. ასევე საყურადღებოა, რომ 2021 წლის იანვარ-ივნისში ჩინეთი საქართველოს სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორი იყო. რაც შეეხება ჯანდაცვის სექტორს, საქართველოში ჩინეთის ელჩმა განაცხადა, პანდემიასთან ბროძოლაში, ვაქცინების სფეროს ჩათვლით, ჩინეთი მზადაა ქართულ მხარესთან მეტი თანამშრომლობისათვი, რათა “საერთო ჯანდაცვის საზოგადოება” შეიქმნას. განხილული მნიშვნელოვანი განვითარებები სრულად და ასევე სხვა მოვლენები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
|
|
|
|
იხილეთ ამ დროისთვის გამოქვეყნებული GWB-ის ყველა პუბლიკაცია აქ.
|
|
|
|
|