MDF Can't see images? http://notophobia.ge/
# 6, 1 - 30 ივნისი, 2020

ქსენოფობია

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია-ყველას გასაგონად, 9 ივნისი
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი:
„საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა, როგორიც ის ახლაა, ასეთია უკვე ათასწლეულებია, არსებობს ერთგვარი მიჩვევა ამის მიმართ, მაგრამ, თუ ჩვენთან გამოჩნდებიან თურქები და ირანელები, რომლებიც ასე მოიქცევიან, ჩვენც გავაპროტესტებთ, რეალურად“.

მთავარი, ღამის მთავარი, 16 ივნისი
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტია: „ჩვენ ყველა უმუშევარს მივცემთ სამუშაოს... ჩავკეტავთ ირან-არაბულ გზებს საქართველოში ჩამოსასახლებლად...“

მედია

ასავალ-დასავალი, 29 ივნისი - 5 ივლისი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „კორონავირუსის პანდემია რომ არა, ვერასოდეს გავიგებდით, რამდენი ირანელი პატიმარი გვყოლია საქართველოში! ასე რომ, თურმე, არც "ასავალ-დასავალი" აზვიადებდა რამეს საქართველოში "თანამედროვე ყიზილბაშების" შემოსევაზე!... ახლა წარმოიდგინეთ, რამდენი ირანელი შემოყარეს საქართველოში, რომ მათგან 101-მა დანაშაული ჩაიდინა და პატიმარი გახდა!... ბევრი უცხოტომელი ხომ შუაგულ დედაქალაქში გვიხნის პედოფილიურ ბორდელებს და ნარკოტიკების რეალიზებით გვიწამლავს ახალგაზრდობას! ასწრაფოდ გაუქმდეს უვიზო მიმოსვლა ე.წ. "მესამე მსოფლიოს" ქვეყნებთან და სასწრაფოდ აიკრძალოს ბინადრობის უფლების გაყიდვა ერთი ბინის შეძენის ფასად!"

ალია, 8-14 ივნისი
ლევან ჯავახიშვილი, ჟურნალისტი: „აზერბაიჯანის ხელისუფლებას სურს, რომ „ქართული მარშის“ ლიდერები დაგიჭირონ, თქვენი ორგანიზაცია გაანეიტრალონ და აზერბაიჯანელების მიერ დავით გარეჯის მიტაცების გამპროტესტებლები მოგიშორონ თავიდან.“

საქართველო და მსოფლიო, 9 ივნისი,
დარეჯან ანდრიაძე, ავტორი: "ღმერთმა ინება და, საბედნიეროდ, ჩვენი მიწა ნაყოფიერია, თუ მზრუნველი პატრონის ხელი მიხედავს, ისიც არ გააწბილებს _ ხვავითა და ბარაქით აუვსებს ბეღელსა თუ მარანს. ფაქტი სახეზე გვაქვს _ უახლოეს წარსულში უკვე ვნახეთ საქართველოში ჩამოსახლებულმა გადამთიელებმა ჩვენზე უკეთ როგორ იხეირეს ჩვენი მიწის სიკეთით, ჩვენ კი შორიდან ვუყურებდით, როგორ მდიდრდებოდნენ და მკვიდრდებოდნენ ჩინელები, პაკისტანელები, ინდოელები თუ სხვები ქართველი კაცის ნასახლარზე. ილიამ _ “სტუმარმა მასპინძელს არასოდეს არ უნდა გაუბედოს, აქაურობის პატრონობა მე მინდაო. შეიძლება სტუმარი ძმად მიითვისოს კაცმა, მაგრამ მის ბატონად გახდომას–კი მოკვდება და არ იკადრებსო”, მაგრამ გაგვიბედეს და ჩვენც გამოვფხიზლდით". 

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ალია, 1-7 ივნისი,
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა ასოციაცია: „ის რაც გააკეთა რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებამ იყო სამარცხვინო, ანძა გაანათეს აზერბაიჯანის დროშის ფერებში და დიდიან-პატარიანად ულოცავდნენ აზერბაიჯანს დამოუკიდებლობის დღეს... მაინტერესებს, ვინმე გაბედავს ანძა რუსეთის დროშის ფერებში გაანათოს? თუ რუსეთი ოკუპანტია, აზერბაიჯანი რატომ არ არის ოკუპანტი, დავით გარეჯის მიტაცება უნდა, ჰერეთი წაგართვა, 30 ათასი ქართველი ჰერეთში 7 ათასზე ჩამოიყვანა, ტაძრები წაბილწულია, პატარა კახის სასახლის აღდგენას დაგვპირდნენ და არ აასრულეს - კაციშვილი ხმას არ იღებს.“

თურქოფობია

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

კვირის პალიტრა,  8-14 ივნისი, 
ბადრი ნაჭყებია, ტერორიზმის კვლევის ცენტრი: „ჩვენ გვქონდა ჩატაევთან დაკავშირებული სავალალო შემთხვევა ბერი სალოსის ქუჩაზე და, რასაკვირველია, ამჯერადაც ფრთხილად უნდა ვიყოთ [ბათუმში¬ თურქეთის 9 მოქალაქე დააკავებას გულისხმობს]. მოგეხსენებათ, თურქული რადიკალური ორგანიზაციები და "ისლამური სახელმწიფო" დასაყრდენს ახლომდებარე რეგიონებში ეძებენ, იქ, სადაც მუსლიმანი მოსახლეობაა. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს აჭარასთან, სადაც თურქული რელიგიური ექსპანსია საკმაოდ სერიოზული იყო და რომელიც, სამწუხაროდ, რადიკალური იდეებით შემოვიდა. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ჩვენი ქვეყნის იმ ახალგაზრდების არცთუ ისე პატარა სია, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძოდნენ. ვერსიას, რომ ისინი ტერორისტული აქტების მოსაწყობად შემოვიდნენ, აქვს არსებობის უფლება“ია!“

საზოგადოება

ალია, 15-21 ივნისი
საშა გველესიანი, პოეტი: „თურქეთი, უდაოდ მტერი, ისტორიული მეგობარიაო, კი ამბობენ და ერთმა იდიოტკამ ისიც  თქვა, რომ თურმე, თურქები დიდგორზე ინვესტიციებით იყვნენ შემოსულნი და ამ უსინდისო დავით აღმაშენებლმა რა ქნა ეს, როგორ დაგვაკარგინა თურქეთის ასეთი ინვესტიცია….”

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

სასულიერო პირები

საქართველო და მსოფლიო, 17 ივნისი,
გიორგი რაზმაძე, სასულიერო პირი: "აქ საუბარია იმ ტიპის ცვლილებებზე [ეკლესიაში], რომლებიც თავის დროზე განხორციელდა დასავლეთის მწვალებლურ ეკლესიაში. იმ ცვლილებების შემდეგ კათოლიკური ეკლესია დღემდე ეწევა მწვალებლობას"

არმენოფობია

მედია

კვირის პალიტრა, 22 ივნისი,
ლალი პაპასკირი, ჟურნალისტი: აფხაზეთში ანტისომხური განწყობა იზრდება?! - კუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება სხვადასხვა მიზეზით ცდილობს სომხებისა და აფხაზების დაპირისპირება შეარბილოს, მაგრამ აფხაზების აგრესია ხანდახან იმდენად მწვავეა, სომხები უკან იხევენ, ოღონდ დროებით, და ვითარების ჩაწყნარების შემდეგ სხვა გზებით ცდილობენ მიზნის მიღწევას და ხშირად შედეგიანადაც. აფხაზების თქმით, ბჟანია-ანქვაბის გუნდი, რომელიც კრიმინალთან ბრძოლას აპირებს, განწირულია მარცხისთვის, რადგან ე.წ. კანონიერი ქურდები, ნარკომოვაჭრე სომხები და არაერთი აფხაზი "მაღალჩინოსანი" საერთო ბიზნესში არიან ჩართული”. 



ჰომოფობია

პოლიტიკოსები

მარშალპრესი, 7 ივნისი, ნეტგაზეთი, 7 ივნისი, მთავარი არხი, ღამის მთავარი, 8 ივნისი,  საქინფორმი, 10 ივნისი, რეზონანსი, 10 ივნისი,
მამუკა ხაზარაძე, ლელო: "მამაუკა ხაზარაძე, ლელო: “ვფიქრობ, კონსტიტუციაში ეს ძალიან კარგად არის განსაზღვრული და მე მგონი ამას გადახედვა არ სჭირდება. ჩვენ ამ მიმართულებით ნოვატორობა არ უნდა გამოვიჩინოთ. ჩვენს ქვეყანაში უმცირესობის უფლებები ძალიან კარგად არის დაცული და თუ რაღაც გადახრები ხდება, ეს ნიშნავს იმას რომ კანონი არ სრულდება. ანუ ვიღაცის უფლებები თუ ირღვევა, რაც არ ნიშნავს იმას რომ უმცირესობამ უმრავლესობის უფლებები შელახოს. [მათი უფლებები] ირღვევა თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უმცირესობამ უმრავლესობას მოახვიოს თავისი ესე ვთქვათ რაღაცა… ამიტომ კანონით უნდა ვიმოქმედოთ, კონსიტიტუციაში ეს კარგად წერია და ამას უნდა გვაყვეთ. [ქორწინების] წინააღმდეგი ვარ. ვფიქრობ რომ შვილი დედამ და მამამ უნდა გაზარდოს."”

ალია, 8-14 ივნისი
სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: „საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც არც გეი–აღლუმი ჩატარებულა, არც გეი–პრაიდი, აქ არ მიეცათ საშუალება, თავიანთი ბინძური, გარყვნილი  მიზნების ასრულებისა.  ცხადია, ეს უპირველესად, ქართული ეკლესიისა და კათალიკოს–პატრიარქის,  ილია მეორის დამსახურებაა, მაგრამ ამ ურჯულოებთან ბრძოლის ავანგარდში „ქართული მარში“ იდგა.

მედია

საქართველო და მსოფლიო, 3 ივნისი,
რედაქცია: "მაგრამ რა არის ქვიარი? ეს არის გენდერული უმცირესობის აღმნიშვნელი ტერმინი, ანუ მათი, ვინც საკუთარ თავს არ მიაკუთვნებს ჩვეულებრივ ჰეტეროსექსუალ ადამიანებს. ამ განმარტების სიღრმეებს არ ჩავწვდებით, ისედაც ცნობილია, რომ ჯანსაღ და ტრადიციულ საზოგადოებაში მათ გაუკუღმართებულებად მიიჩნევენ".

ასავალ-დასავალი, 15-21 ივნისი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: "ასე რომ, 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე სრულიად საქართველოს პოლიტმესაჯდომეებსა და ლგბტ-გენდერასტიას ვიხილავთ! და იქ ერთმანეთის გვერდზე ამაყად იფრიალებენ ნაცების, ბოკერიასტების, ხაზარაძისტებისა და ბოლოქანქარათა დროშები! და ვინძლო, ერთმანეთს ისე შეერწყან, 20 ივნისის  ლგბტ კლასტერიც შეიქმნან და დედაბუდიანად საოყნედ და საკარანტინოდ შეიქნენ!"

ანტიდასავლური

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 23 ივნისი
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „უნდა გვესმოდეს, ძნელია საზღვრის გავლება ნამდვილ თავისუფლებასა და ფსევდო-თავისუფლებას შორის, კარგს და ფსევდო-კარგს შორის. და, აი, ფსევდო-კარგი და ფსევდო-კეთილი და, საერთოდ, ფსევდო-ფასეულობები დღეს მსოფლიოში ძალიან ფართოდაა გავრცელებული და არა მარტო მსოფლიოში, არამედ საქართველოში, მათ შორის, იმიტომ, რომ ეს უზარმაზარი მანქანაა... და არის ერთი მდიდარი ადამიანი, რომელიც ძალიან გამდიდრდა, ის ჰომოსექსუალია და უნდა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა და არის მეორე მდიდარი ადამიანი, მესამე. ისინი ხვდებიან კონფერენციებზე, რაღაცებზე მოილაპარაკებენ, იწყებენ ერთად მოქმედებას. არიან ადამიანები, როგორიც სოროსი, რომელსაც ბევრად მეტი ფული აქვს, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მთელი ბიუჯეტია. ამიტომაც ჰქვია ამას სისტემა, რომელიც თავის თავს არეგულირებს ქაოსისგან. და ეს ყველაფერი პროპაგანდას უწევს ისეთ ფასეულობებს, რომლებიც ყალბია, მაგრამ მოწოდებულია სიკეთის სახელით ტელევიზიის, ინტერნეტის, ციფრული ტექნოლოგიის ქსელების საშუალებით“

 

მედია

საქართველო და მსოფლიო, 23 ივნისი,
დავით მხეიძე, ავტორი: "[ადოლფ] ჰიტლერის ანტისემიტიზმისა არ იყოს, ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ მეც ანტილგბტ ვირუსი შემეყარა, რადგან სტატიას ვერ იპოვით ჩემს “შემოქმედებაში”, რომელშიც გაკვრით მაინც არ ვახსენებ ლგბტ სექტას, როგორც ყოველივე ბოროტების სათავეს... საქართველოში მოქმედი, დასავლეთიდან გულუხვად დაფინანსებული ასოების (არასამთავრობო ორგანიზაციების) მეცადინეობით, დიდი ალბათობით, საქართველოშიც დაუშვებენ ჯემალასა და ჯუმბერას ქორწინებას, მაგრამ ხმელეთის 1/6-ზე გადაჭიმული სახელმწიფოს პრეზიდენტს, რომ იტყვიან, “ძალაც შესწევს ქადილისა” და მსოფლიო პედერასტული დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს". https://bit.ly/2NtcuPG 

სასულიერო პირები

საქართველო და მსოფლიო, 17 ივნისი,
გიორგი რაზმაძე, სასულიერო პირი: "როდესაც ევროკავშირის მესვეურები ასე დაჟინებით საუბრობენ განუხორციელებელ რეფორმებზე, რომლებიც თურმე ადამიანის უფლებების დაცვას აფერხებს ამ ქვეყანაში, უპირველესად, აქ იგულისხმება სწორედ ე.წ. სექსუალური უმცირესობები. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: საქართველოში ძალიან მალე დადგება ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ურთიერთობების დაკანონების საკითხი და ამ საქმეში ხელისუფლებასთან ერთად ჩართული იქნება დასავლეთიდან მართული ე.წ. ოპოზიციაც, თუმცა მათ იციან, რომ მსგავს მცდელობას მოჰყვება უპრეცენდენტო მასშტაბის სამოქალაქო აფეთქება და იციან ისიც, რომ ეკლესია ამ პროცესის ავანგარდში იქნება. აი, ამიტომ უნდათ ჯერ ეკლესიის ეს ე.წ. რეფორმა, რომ წინააღმდეგობის ძალა აღარ არსებობდეს ქვეყანაში და ვეღარავინ შეძლოს უკმაყოფილო მოქალაქეების დარაზმვა, როცა, ვთქვათ, პარლამენტი მამათმავლური ურთიერთობების დასაკანონებლად კანონში ცვლილებების განხილვას დაიწყებს". https://bit.ly/2AAyi9D

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

Media Development Foundation

http://notophobia.ge/

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube

You received this email because you signed up on our website or made purchase from us.

Unsubscribe