10 სექტემბერი - 23 სექტემბერი, 2021 |
|
|
|
|
მიმდინარე გამოცემის თემები
|
|
|
|
|
|
პოლიტიკის უახლესი მოვლენები |
|
|
|
ადგილობრივი არჩევნების წინ, სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან სკანდალურმა მასალამ გაჟონა
|
|
|
|
2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან და საარჩევნო კამპანიის ტემპის დაჩქარებასთან ერთად, სავარაუდოდ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან (სუს-ი) გაჟონილმა დოკუმენტებმა საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ინტერნეტში გავრცელებული და სხვადასხვა მედიასაშუალებისთვის ანონიმური პირის მიერ 13 სექტემბერს დაგზავნილი ფაილები სახელწოდებით „საყვარლები“, „ნარკოტიკებზე დამოკიდებულება“ და ა.შ. ინფორმაციას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების გეოპოლიტიკურ პრიორიტეტებზე, სექსუალურ ორიენტაციაზე, ბიზნეს საქმიანობასა და სხვა საკითხებზე შეიცავს. სავარაუდოდ სუს-დან გაჟონილ ამ ფაილებში წარმოდგენილია დეტალები ერთი მხრივ სასულიერო პირების, ხოლო მეორე მხრივ პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, იურისტებისა და პოლიტიკური ანალიტიკოსების სატელეფონო საუბრების შესახებ. ფაილებში წარმოდგენილი ინფორმაციის ნამდვილობა გავრცელებულ მასალაში ნახსენებმა არაერთმა პირმა დაადასტურა.
სავარაუდოდ სუს-დან გაჟონილი მასალა იმის დამატებით მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ საქართველოს საპატრიარქოს, რომელიც საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობს, კრემლთან მჭიდრო კავშირები გააჩნია. საინფორმაციო სააგენტო „ტაბულას“ ინფორმაციით, გავრცელებული მასალის მიხედვით, საპატრიარქოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი, საქართველოს პატრიარქის მდივანი, შორენა თეთრუაშვილი საპატრიარქოში გამართულ შეხვედრებსა და აუდიენციებს ფარულად იწერდა, ხოლო ჩანაწერებს ალექსანდრე ნეველის ტაძრის დიაკვნის, ბიძინა გუნიას მეშვეობით რუსეთში აგზავნიდა. გარდა ამისა, „ტაბულას” თანახმად, დოკუმენტებში წარმოდგენილია ინფორმაცია, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის ნიკოლოზის შესახებ, რომელიც რუსეთის მოქალაქეს ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. ტელეარხ „მთავარი არხის“ მიხედვით კი, სავარაუდოდ სუს-დან გაჟონილი ფაილები ასევე შეიცავს ინფორმაციას პატრიარქის თანამოსაყდრის, შიო მუჯირის შესახებ, რომელმაც სოციალური ქსელში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის საჯაროდ გინების გამო, სტიქაროსანი დასაჯა და მას სტიქარის ტარება აუკრძალა.
რაც კიდევ უფრო ყურადსაღებია, მედიასაშუალებების განცხადებით, სუს-ი ინფორმაციას ევროკავშირის, აშშ-ისა და სხვა საელჩოებიდანაც აგროვებდა. სავარაუდოდ სუს-ის მიერ შექმნილ დოკუმენტებში წარმოდგენილია ინფორმაცია საელჩოს თანამშრომლებს შორის გამართული საუბრებისა და ასევე ელჩების, მათ შორის ევროკავშირის ელჩ - კარლ ჰარცელისა და ისრაელის ელჩ - რან გიდორის მიერ სხვადასხვა პირთან კომუნიკაციის შესახებ. ტელეარხ „მთავარი არხის“ თანახმად, ფაილები შეიცავს დეტალებს აშშ-ს საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცერ კეტრინ შვაიცერისა და პოლიტიკურ საქმეთა ოფიცერ ხუან აპარიციოს საუბრის შესახებ აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის მისალოცი ვიდეოს გადაღებაზე, სადაც შვაიცერი გადასაღებ ვიდეოში სასულიერო პირის ჩართვის იდეას გამოთქვამდა. „ფორმულა ტვ”-ს მიხედვით კი, ფაილები შეიცავს ინფორმაციას აშშ-ის ელჩის თანაშემწესა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პირს შორის 2020 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებთან შეხვედრის შესახებ.
საკითხის კომენტირებისას, მმართველი პარტია „ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში დიპლომატების ფარული მოსმენა არ მიმდინარეობს. თუმცა, „ქართული ოცნების” კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ „თუ ასეა საჭირო”, უცხოელ დიპლომატებსაც უნდა მოუსმინონ. პიტერ სტანომ, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების მთავარმა სპიკერმა, „რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ეს ძალიან სერიოზული საკითხია, ვინაიდან მას მნიშვნელობა აქვს ვენის კონვენციის ჩარჩოში არსებული დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში. ჩვენ ამ კონტექსტში შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ, როგორც ამას ვაკეთებთ მსგავს სიტუაციაში, მაგრამ სავარაუდო ინციდენტის ხასიათიდან გამომდინარე, ამ წუთას მეტს ვერ ვიტყვით”. 22 სექტემბერს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ევროკავშირში, ვახტანგ მახარობლიშვილი, სავარაუდო ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებების გასაკეთებლად ბრიუსელში, ევროკავშირის შტაბ-ბინაში, დაიბარეს. ჰარცელმა ასევე დასძინა, რომ „არ მივიჩნევთ ბუნებრივად, რომ ისეთი ახლო მეგობარი და პარტნიორი, როგორიც საქართველოა, ამ ტიპის მოქმედებებშია ჩართული ჩვენ წინააღმდეგ”.
სუს-ის სავარაუდო ფარული მიყურადების ჩანაწერების გავრცელებიდან რამდენიმე დღეში, „მთავარმა არხმა” ეთერში გაუშვა ინტერვიუ რესპონდენტთან, რომელიც აცხადებდა რომ სუს-ის მოქმედი მაღალჩინოსანია. რესპონდენტის განცხადებით სუს-ი მასობრივად ახდენდა საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის თვალთვალსა და ფარულ მიყურადებას. სუს-ის მაღალჩინოსნის განცხადებით, მან დაზუსტებით არ იცის ვინ გამოიტანა აღნიშნული ჩანაწერები სუს-დან, თუმცა ადასტურებს მათ ნამდვილობას. ამას გარდა, მისი განმარტებით, სამღვდელოების ნაწილი პირდაპირ სუს-ის ინფორმატორები არიან და ისინი სუს-ს რეგულარულად აწვდიან ანგარიშებს, მათ შორის აღსარების შედეგად მიღებულ ინფორმაციებზე. სუს-ის ანონიმური მაღალჩინოსნის მიხედვით, რელიგიის საკითხზე გამოქვეყნებული ჩანაწერები მხოლოდ წვერია იმ აისბერგისა, რაც სუს-ში ინახება და რომ დაწესებულებაში არსებობს სპეციალური დეპარტამენტები, რომლებიც უსმენენ და აგროვებენ აუდიო-ვიდეო კომპრომატებს პოლიტიკოსების (მათ შორის მმართველი პარტიის წარმომადგენლების), ჟურნალისტების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლების და პრაქტიკულად ნებისმიერი ადამიანის თუ ორგანიზაციის შესახებ, რომელთა შესახებაც ინფორმაციის ფლობას სუს-ი მიზანშეწონილად მიიჩნევს, იმ შემთხვევისთვის თუ მათი დაშანტაჟება დასჭირდებათ. აღნიშნულმა ინტერვიუმ საზოგადოების დამატებითი მღელვარება გამოიწვია და ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილმა განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ ისინი ან საერთოდ გააუქმებენ სუს-ს დღევანდელი სახით, ან მოახდენენ მის ძირეულ რეფორმას.
|
|
|
|
ᲝᲙᲣᲞᲘᲠᲔᲑᲣᲚ ᲢᲔᲠᲘᲢᲝᲠᲘᲔᲑᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲘᲗ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲛᲝᲕᲚᲔᲜᲔᲑᲘ |
|
|
|
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთი სამხედრო წვრთნებს ატარებს
|
|
|
|
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, 1200 რუსი სამხედრო მოსამსახურე ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმის სამხედროებთან ერთად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში განლაგებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე ტაქტიკურ სამხედრო სწავლებებში მონაწილეობდა. წვრთნების სცენარს საჰაერო სადესანტო თავდასხმის მოგერიება წარმოადგენდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთის მეოთხე სამხედრო ბაზა ცხინვალის რეგიონში უკანონოდ არის განლაგებული და იქ იმართება სამხედრო წვრთნები, რაც საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევას წარმოადგენს და თბილისს არაერთხელ დაუგმია.
|
|
|
|
გალის მუნიციპალიტეტის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალა
|
|
|
|
აფხაზეთის განათლების დე ფაქტო სამინისტრომ გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება აკრძალა, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური ქართველები შეადგენენ. სანაცვლოდ, განათლების პროცესი რუსულად გაგრძელდება, ხოლო ქართული ენა და ლიტერატურა მხოლოდ უცხო ენად ისწავლება. ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს კიდევ ერთ ნათელ დადასტურებას, რომ რუსული საოკუპაციო ძალები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე ეფექტური კონტროლს ახორციელებენ და მათი ანექსიისთვის ემზადებიან, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციას ეწევიან. რამდენადაც ეს გადაწყვეტილება ბავშვებს ეხება, რუსული საოკუპაციო ძალები ბავშვთა უფლებათა კონვენციის 29-ე მუხლს არღვევენ, რომლის თანახმადაც, ბავშვის განათლება მიმართული უნდა იყოს ბავშვის განვითარებისადმი, მისი მშობლების, კულტურული იდენტობის, ენისა და ღირებულებების, ბავშვის საცხოვრებელი ქვეყნის ეროვნული ღირებულებების და ა.შ. გათვალისწინებით.
საქართველოს განათლების სამინისტრომ გამოთქვა თავისი შეშფოთება გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. განცხადებაში ნათქვამია, რომ „უკიდურესად მიუღებელია გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უხეში დარღვევა, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებსა და პრინციპებს". შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ასევე გამოხატა ღრმა შეშფოთება და განაცხადა, რომ „მსგავსი უკანონო ქმედებები წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მრავალი წლის მანძილზე წარმოებული ეთნიკური დისკრიმინაციისა და რუსიფიკაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის განადგურებას და მოსახლეობის სრულ ასიმილაციას ისახავს მიზნად“. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, „მიმდინარეობს კომუნიკაცია ყველა შესაბამის საერთაშორისო პარტნიორთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩათვლით". განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „საკითხი მთელი სიმწვავით იქნება განხილული 2021 წლის 12-13 ოქტომბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდზე".
|
|
|
|
რუსეთის რბილი ძალა მოქმედებაში - გალის რაიონი
|
|
|
|
გალის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვის პარალელურად მოსკოვმა განგრძობადი რუსიფიკაციის პოლიტიკის ჭრილში ასევე გაააქტიურა რბილი ძალის ინსტრუმენტები. ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” (DRI) ცნობით, კრემლის რბილი ძალის სამიზნეში ამჯერად გალის რაიონის ახალგაზრდობა მოექცა. გალის მოსახლეობა, რომელთა უმრავლესობაც ქართულ პასპორტებს ფლობს, უარს აცხადებს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე და შესაბამისად, ვერ იღებენ ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეობას. შედეგად კი, ადგილობრივებს არ აქვთ პოლიტიკური უფლებების, მათ შორის არჩევნებში ხმის მიცემის უფლების, რეალიზების საშუალება და ისეთს პრობლემებს ეჩეხებიან, როგორიცაა მაგალითად თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა. საოკუპაციო რეჟიმმა ამ სიტუაციის ექსპლუატაცია გადაწყვიტა და გალის მოსახლეობას მოუწოდა, რომ თუ ისინი თავს შეიკავებდნენ „საქართველოში მოგზაურობისგან” და გაივლიდნენ სავალდებულო სამხედრო სამსახურს „აფხაზეთის ჯარში”, ისინი მიიღებენ აფხაზურ პასპორტებს და კონკრეტულ პრივილეგიებს უნივერსიტეტებში, ასევე მომავალში ისინი შეძლებენ რუსეთის პასპორტების მიღებასაც. რუსეთის რბილი ძალის ამდაგვარმა გააქტიურებამ შესაძლოა სერიოზული გამოწვევები შეუქმნას გალში მცხოვრებ მოსახლეობას. DRI-ს დასკვნით „ამგვარი პოლიტიკა მიზნად აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოსახლეობაში პრორუსული სენტიმენტების გაზრდას ისახავს, რაც შესაძლოა რუსეთის ანექსიური პოლიტიკის გაღრმავებისა და გაძლიერების წინაპირობას წარმოადგენდეს”
|
|
|
|
სამთავრობო მედია ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკუთარი თავი თბილისის 2021 წლის არჩევნებზე მერობის კანდიდატად დაასახელა, სამთავრობო მედიამ ინტენსიურად დაიწყო ინფორმაციის გაშუქება, თუ როგორ ტოვებენ გარკვეული წევრები პარტიას “საქართველოსთვის”. მედია-საშუალებები იდენტურ ტექსტს დროის მოკლე ინტერვალით აზიარებდნენ, რაც კოორდინირებულ ხასიათზე მეტყველებს. გავრცელებული ინფორმაციის სიხშირე იმის შესახებ, რომ პარტიის წევრები პარტიას ტოვებენ, ქმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს პარტია “საქართველოსთვის” იშლება. ზოგიერთი პოსტი დარეკლამებულია ახლად შექმნილი ფეისბუქ გვერდების მიერ, რომლებიც მედიად პოზიციონირებენ. ვრცლად იხილეთ აქ.
|
|
|
|
ანტიდასავლური ნარატივები და დეზინფორმაცია ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე. 31 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა არ აიღებდა ევროკავშირის მაკრო-საფინანსო, 75 მილიონი ევროს დახმარებას. ღარიბაშვილის გადაწყვეტილების დასაცავად როგორც სამთავრობო ექსპერტებმა, ასევე ანტი-ლიბერალურმა და პრო-რუსულმა აქტორებმა გააჟღერეს დასავლეთის საწინააღმდეგო გზავნილები და დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს დასავლეთი ავღანეთიდან ლტოლვილების მიღების სანაცვლოდ სთავაზობდა 75 მილიონ ევროს. ამასთანავე, მათი გზავნილების თანახმად, დასავლეთს სურს აკონტროლოს და ძირი გამოუთხაროს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას, მაშინ, როდესაც, ღარიბაშვილის თქმით, ეს უკანასკნელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლოებზე უფრო მოწინავეა. ვრცლად იხილეთ აქ.
|
|
|
|
დეზინფორმაცია დეივიდ კრამერზე. 5 სექტემბერს ფეისბუქ გვერდმა “პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამტკიცებდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანმა დეივიდ კრამერმა საქართველოს ბელარუსთან ურთიერთობების გაწყვეტა მოსთხოვა. სინამდვილეში, დეივიდ კრამერმა და საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა იან კელიმ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის КГБ-ის შორის ხელმოწერილი შეთანხმება გააკრიტიკეს. პარტია “პატრიოტთა ალიანსი” დეივიდ კრამერთან 2019 წლიდან არის დაპირისპირებული და მას საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.
|
|
|
|
ნავალნის “ჭკვიანი კენჭისყრის” საარჩევნო კამპანიას ძირს უთხრიდნენ ყალბი აპლიკაციებით და ტელეგრამის არხებით
პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერი ალექსეი ნავალნის და მისი გუნდის “ჭკვიანი კენჭისყრის” სტრატეგია მიზანში ყავდათ ამოღებული რუსეთის ხელისუფლებას, ყალბ ტელეგრამ არხებს და მობილურ აპლიკაციებს, რომლებიც რუსი ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანის მიზნით შეიქმნა. აღნიშნული აქტივობები Apple-ის და Google-ის იმ საკამათო გადაწყვეტილებამდე განხორციელდა, რომლის მიხედვითაც “ჭკვიანი კენჭისყრის” აპლიკაციები რუსეთში App Store-დან ამოღეს. ტელეგრამში და App Store-ში ოფიციალური “ჭკვიანი კენჭისყრის” ორეული არხები და აპლიკაციები გამოჩნდა, რომელთა მიზანი ამომრჩევლების დაბნევა და შეცდომაში შეყვანა იყო. ზოგადად, “განსახიერების” (ყალბი ორეულების) ტაქტიკა არ არის ახალი ან იშვიათი მოვლენა: რუსეთის უკანასკნელ საარჩევნო ციკლში, მაგალითად, გამოჩნდა სამი იდენტური სახელის და გვარის და გარეგნობის მქონე კაცი, რომლებიც ამომრჩეველთა ხმებისთვის სანქტ-პეტერბურგში იბრძოდნენ და რომელთაგან ორი რუსი ოპოზიციონერის, ბორის ვიშნიოვსკის, განსახიერებას ცდილობდა. ოპოზიციონერების კამპანიის ოფიციალური ინსტრუმენტების განსახიერებამ, სავარაუდოდ, ზიანი მიაყენა ამომრჩევლებს, რადგან მათ წვდომა შეუფერხდათ მნიშვნელოვან ინფორმაციასთან - როგორ უნდა დაეჭირათ მხარი ოპოზიციისთვის სტრატეგიული ხმის მიცემის გზით. უფრო მეტი წაიკითხეთ აქ.
|
|
|
|
გამოაშკარავება და საჯარო კრიტიკა |
|
|
|
დავით საგანელიძის თვალით დანახული სინო-ქართული ურთიერთობები
|
|
|
|
აგვისტოს შუა რიცხვებში, ქართულმა მედია-გამოცემა „კვირის პალიტრამ“ და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩომ ყოველკვირეულ გაზეთში ერთობლივად დაამატეს ახალი რუბრიკა „ჩინეთი ჩემს გონებაში, ჩინურ-ქართული ურთიერთობები ჩემს გონებაში“. აღნიშნული ინიციატივა ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსების 100 წლის თავს ეძღვნებოდა და პრო-ჩინური განწყობების მქონე ქართველებს იწვევდა სვეტში საკუთარი სტატიების გამოსაქვეყნებლად ქართულ-ჩინურ თანამშრომლობებსა და გამოცდილებებზე. პირველი სტატია, რომელიც აღნიშნულ სვეტში გამოქვეყნდა ეკუთვნის საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბატონ დავით საგანელიძეს. აღნიშნულ გამოცემაში დავით საგანელიძემ ისაუბრა 2013 წელს მის პირველ ვიზიტზე ჩინეთში, რომელმაც იგი აღტაცებული დატოვა. ავტორი განსაკუთრებულად აღაფრთოვანა იმან, თუ როგორ მოახერხა ჩინეთმა სიღარიბის დაძლევა ჩინეთის კომუნისტური პარტიის საფუძვლიანი მუშაობით. მან ასევე გაიხსენა მისი შეხვედრები ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ ისთან და რაც მთავარია, ჩინეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე სი ძიპინთან. საგანელიძემ სიამაყით აღნიშნა ისიც, რომ სწორედ ის იყო პირველი ნაბიჯების გადადგმის ინიციატორი ქართულ-ჩინური ურთიერთობების განვითარებაში და სწორედ მან ითამაშა დიდი როლი საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობების წარმართვაში. წლების მანძილზე საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარეობის გარდა, საგანელიძემ ძალიან ახლო პარტნიორული ურთიერთობები დაამყარა საეჭვო რეპუტაციის მქონე ქართველ ბიზნესმენ ივანე ჩხარტიშვილთან, რომელიც არაერთ კორუფციულ სქემაშია ჩართული. სწორედ ამ უკანასკნელის მინისტრობის დროს, მიაღწია საგანელიძემ წარმატებებს საკუთარ ბიზნესში. გარდა ამისა, საპარტნიორო ფონდმა, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც ისაა,საქართველოში შემოიყვანა CEFC და სხვა ჩინური კომპანიები და დახმარება გაუწია ადგილობრივ ბაზარზე საქმიანობის განსახორციელებლად.
|
|
|
|
სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივები |
|
|
|
კოალიციამ “მედია ადვოკატირებისთვის” გამოაქვეყნა ანგარიში თბილისის 5-6 ივლისის მოვლენებზე. ანგარიში წევრი ორგანიზაციების ერთობლივი კვლევის შედეგია და ეფუძნება ღია წყაროების კვლევასა და გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციას. ანგარიშში შეფასებულია ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის შემთხვევები, გაანალიზებულია ჟურნალისტებისთვის მიყენებული ზიანი და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც სახელმწიფოს წარმომადგენლებმა მიიღეს. დოკუმენტი ასევე აანალიზებს 5-6 ივლისის მოვლენებში სასულიერო პირების ჩართულობას. ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე.
|
|
|
|
ატლანტიკური საბჭოს ციფრული ექსპერტიზის კვლევის ლაბორატორიამ (DFRLab) გამოაქვეყნა ანალიზი RT Deutsch არხის საქმიანობაზე გერმანიაში 2021 წლის ფედერალური არჩევნების წინ. RT DE-ს მთავარი რედაქტორი ცდილობს წარმოაჩინოს სატელევიზიო არხი, როგორც უფრო პოპულარული და ყურებადი ციფრულ პლატფორმებზე, ვიდრე გერმანიის მრავალი ცნობილი ადგილობრივი ტელეარხი, მაგრამ RT DE– ის ყურებადობის სხვადასხვა მაჩვენებლების დეტალურმა ანალიზმა YouTube– ზე და Facebook-ზე აჩვენა, რომ RT DE პოპულარობოს და ყურებადობის კუთხით ჩამორჩება გერმანული ტელევიზიების უმრავლესობას.
|
|
|
|
მედიის განვითარების ფონდმა ანტი-დასავლურ პროპაგანდაზე რიგით მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2020 წლის მედია მონიტორინგის შედეგებს ასახავს. ძირითადი მიგნებების თანახმად, ანტიდასავლური გზავნილები 2019 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა, მათ შორის ანტი-ამერიკული გზავნილების რაოდენობა ყველაზე მაღალი იყო. დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც კრემლისტურმა პარტიამ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” წამოიწყო, ამერიკული ორგანიზაციების NDI-იდ და IRI-ს წინააღმდეგ იყო მიმართული. ანალიზმა აჩვენა, რომ გაიზარდა ისეთი განცხადებების რიცხვიც, სადაც რუსეთი წარმოდგენილია, როგორც ერთადერთი ძალა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. ანგარიში მომზადებულია საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG) პარტნიორობით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა“ ფარგლებში.
|
|
|
|
14 სექტემბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) სოციალური მედიის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში წარადგინა, რომელშიც 1,126 საჯარო პოსტი მოხვდა 2-22 აგვისტოს პერიოდიდან. ISFED-ის განცხადებით მათ მოახდინეს არჩევნებში მონაწილე 32 პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული 263 Facebook გვერდის იდენტიფიცირება. ამას გარდა, კვლევის ეტაპზე გამოვლინდა 12 ყალბი მედია გვერდი, რომელთა უმრავლესობა “ქართულ ოცნებას”, ერთი გვერდია გიორგი გახარიას და ერთიც ნაციონალურ მოძრაობას უჭერდა მხარს.
|
|
|
|
29 სექტემბერს, 18:00-ზე, საქართველოს რეფორმების ასოციაცია გამართავს ონლაინ შეხვედრას „ევროპული ღირებულებების ცენტრის“ უფროს მკვლევარ დევიდ სტულიკთან. შეხვედრის თემას წარმოადგენს რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეებისა და გავლენის ოპერაციების ანალიზი აღმოსავლეთ ევროპაში. შეხვედრაზე განხილული იქნება ჩეხეთის და ზოგადად აღმოსავლეთ ევროპის გამოცდილება რუსულ გავლენებთან ბრძოლის კუთხით. რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს!
|
|
|
|
იხილეთ ამ დროისთვის გამოქვეყნებული GWB-ის ყველა პუბლიკაცია აქ.
|
|
|
|
|