MDF
#11, 1-31 დეკემბერი, 2018

ქსენოფობია

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 6 დეკემბერი,
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „ქართული მიწების ძალიან დიდი უმრავლესობა არი დაუმუშავებელი, გლეხმა უკვე ხელი ჩაიქნია მიწაზე მუშაობაზე და ეს არის დამღუპველი ქვეყნისთვის. ამ მიწებს მერე ჩალის ფასად ყიდულობს უცხოელი და ხვალ-ზეგ ჩვენ მოსახლეობას დაიქირავებს როგორც მონას და თავის მშობელ მიწაზე მონად ამუშავებს. რაც ვერ შეძლო თურქეთმა, რაც ვერ შეძლო ირანმა, თავისი შაჰ-აბასების და სულთანების და იმეების შემოსევით, აი ეს სიტუაცია აიძულებს ქართველ ადამიანს დამონებას და ეს არ უნდა დავუშვათ“.

კავკასია, ბარიერი, 10 დეკემბერი
გიორგი ახვლედიანი, დემოკრატიული მოძრაობა: „მაგალითი ბევრია უკვე მომხდურებს, რომ დავხვდით ღია კარებით... რაც ხდება წერეთელზე, რაც ხდება უამრავ უბანში... 800 000 არაბული, ირანული ოჯახი რომ ჩამოსახლდება...  800 ოჯახი რომ ჩამოსახლდება ეხლა კუმისში ეს პრობლემა არ არის?... ქვეყანას აქვს ეს საშიშროება! ...ჩასახლებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც აბსოლუტურად არიან უცხონი ქართული კულტურის, ქართული ცნობიერების, ქართული რელიგიის...“

მედია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 25 დეკემბერი
ნინო რატიშვილი, წამყვანი: „იმის ფასად, რომ ჩვენ აქ ვიღებთ უცხოტომელებს, ამის ფასად ქართველები მიდიან იქ [ევროპაში]?“ 

ობიექტივი, ღამის სტუდია, 23 დეკემბერი
გიორგი კასრაძე, წამყვანი: „ხო, მაგრამ, ნეტა თუ ფიქრობენ [ხელისუფლებაში] რომ მეზობლად ეს ბანგლადეშელი ან ეს რავიცი ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსული თუ აწყობთ.“

ასავალ-დასავალი, 10 - 16 დეკემბერი
ჯაბა ხუბუა, ჟურნალისტი: „აქ პრობლემა მხოლოდ ის კი არ არის, რომ ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე დარჩენილ ერთ კვირაში არაბები, ირანელები, ერაყელები, თურქები, ჩინელები თუ ინდოელები ათსობით ჰექტარი ქართული მიწის ხელში ჩაგდებას მოასწრებენ, არამედ უმთავრესი პრობლემა იმაში მდგომარეობს, „ქართულმა ოცნებამ“ ათი დღეც ვერ გაძლო ისე, ქართველი ხალხისთვის რაღაც არ „ეხიმანდრა“ და საზოგადეობის ნება ფეხქვეშ არ გაეთელა.“

ალია, 10-16 დეკემბერი
ლევან ჯავახიშვილი, ჟურნალისტი: „ტყუილად ვზეიმობთ წინასწარ, რომ ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ უცხოტომელებზე მიწები აღარ გაიყიდება. რატომ? იმიტომ რომ კიდევ გამოჩნდება ვინმე უცხო ქვეყნის მოქალაქე, ან ლიბერასტული, ამ ქვეყნის მტერი არასამთავრობო ორგანიზაცია და შეიტანს სარჩელს, რომ კონსტიტუციის ეს ნორმა ანტიდისკრიმინაციულია, უცხოეთის მოქალაქეებს არ აძლევს საშუალებას, საქართველოში შეიძინონ მიწა, დაიწყონ ბიზნესი და მათ ეზღუდებათ საქმიანობა.“

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 9 დეკემბერი
დიმიტრი ლორთიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი: “...არის საუბარი ფერმერული ბლოკისთვის განკუთვნილ ძალიან დიდ ფართობებზე, რომელზე პრეტენზია, კვლავ და კვლავ უნდა ითქვას ეს, სამწუხაროდ, აქვთ სწორედ მიგრაციის მაძიებელი ქვეყნების იმ ჩამონათვალიდან ასე ვთქვათ, მოქალაქეებს, რომელთა რიგში ლიდერობს საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, ქუვეითი, ერაყი, ასევე ირანი.“

ალია, 10-16 დეკემბერი
სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: „დღეს თქვენს ჯიბის საკონსტიტუციო სასამართლოს ქართული მიწის გაყიდვა-დააკანონებინეთ და ხვალიდან არაბები, ირანელები, ყიზილბაშები და ა.შ. უპრობლემოდ დაეპატრონებიან მათ წინაპრებთან მებრძოლი დადაღუპული ჩვენი მამა-პაპის სისხლით მორწყულ ქართულ მიწა-წყალს !!!“

სასულიერო პირები

ასავალ-დასავალი, 17-23 დეკემბერი
გიორგი პავლოვი, დეკანოზი: „საქართველოში დიდი დაპირისპირებები, ქუჩის აქციები და სისხლისღვრაც კი არის მოსალოდნელი. მქონდა ასეთი ხილვა - თბილისის ცენტრში დგანან უცხოტომელები, ხოლო ციდან მესმის ხმა - ვიდრე ხელისუფლება მამათმავლებზე ზრუნვით არის დაკავებული, საქართველოში ხალიფატი შეიქმნება! მართლაც, ჯერჯერობით, ქართული კი არა, შაჰ-აბასის ოცნება ხდება, იმდენი მტრულად განწყობილი უცხოტომელი დამკვიდრდა ღვთის რჩეულ მიწაზე."

საზოგადოება

კავკასია, სპექტრი, 10 დეკემბერი
პაატა კოღუაშვილი, აკადემიკოსი: „რად გვინდა ჩვენ ეს ღარიბი, ღატაკი, სხვა ერის, სხვა ენის, სხვა ტრადიციის, სხვა რელიგიის ხალხი?! ეს ხომ კატასტროფაა! ეს ხომ დაპირისპირებაა!... შეხედეთ აფხაზები როგორ იქცევიან? ჩვენ ხომ აფხაზებთან ერთდ უნდა ავაშენოთ ერთიანი და მთლიანი საქართველო?! რას იტყვის ის აფხაზი, როდესაც შენ ამას აკეთებ?

თურქოფობია

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 20 დეკემბერი,
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „მე გამოვდივარ ყურან-ცენტრების წინააღმდეგ მაგრამ, რატომ? მე ვამბობ, რომ ბათუმის უნივერსიტეტში იყოს ისლამის ფაკულტეტი და უფასო კურსები ნებისმიერისთვის, ვისაც უნდა ყურანის შესწავლა, ან ისლამის შესწავლა. ის კი არა, რომ თურქები ხსნიან ყურან-ცნეტრს სადაც აჭმევენ, აცმევენ, აძინებენ, ვითომ ყურანს ასწავლიან მაგრამ, პარალელურად, თურქეთის სიდიადეზე და სიკეთეზე და სიკარგეზე ლაპარაკობენ. ამის წინააღმდეგი ვართ ჩვენ!.. არავითარი არ გვინდა შეფარული, ვითომ ყურანის სწავლება, სინამდვილეში თურქეთის ქება-დიდება, რომელიც მტერი იყო და არი და იქნება საქართველოსი“. 

საზოგადოება

ასავალ-დასავალი, 3 - 9 დეკემბერი
ჯეფრი სილვერმანი, ვეტერანს თუდეი: „არ ვიცი ამ მოვლენებს [საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს] საქართველოს ისტორია როგორ შეაფასებს, მაგრამ, თუ ასე გაგრძელდა, ზუსტად ვიცი, თურქეთი რა ისტორიასაც დაწერს - როგორ და რა გზით დააბრუნა აჭარა თურქეთის შემადგენლობაში! სამწუხაროდ, უკვე იმასაც წერენ, როგორ ხდება ქრისტიანული სახელმწიფო მუსულმანური ქვეყანა. უუნარო მთავრობამ, რომელიც ქვეყნის კულტურით და ტერიტორიით ვაჭრობს, საქართველო შიგნიდან გატეხა და გაანადგურა!“

ისლამოფობია

საზოგადოება

ობიექტივი, ღამის სტუდია, 8 დეკემბერი,
მაყურებელი: "ჩვენ ვართ ქრისტიანები, მართლმადიდებლები, ჩვენი ქვეყანა არის ღვთისმშობლის წილხვედრი, ეს არის უფლის ქვეყანა, ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა, ღვთისმშობლის მოსისხლე დაუძინებელი მტრები იყვნენ მუსლიმები. ეს ასეა, შემოდიოდნენ ჩვენს ქვეყანაში, გვარბევდნენ, წვავდნენ მაცხოვრის ხატს, წვავდნენ ღვთისმშობლის ხატს, ამტვრევდნენ ჯვრებს და ცეცხლს აძლევდნენ ყველაფერს, ხომ ასეა? ჩვენ ქრისტიანები დღეს ვართ უმძიმეს ცოდვაში, ყველა ქართველი, დაწყებული ჩემით და დამთავრებული უმაღლესი თანამდებობის პირებით, უდიდეს ცოდვაში ვართ იმიტომ, რო ჩვენ ღვთისმშობლის მოსისხლე მტრებს, რომლებიც მას კლავდნენ, ცეცხლში წვავდნენ, მათ ვჩუქნით და ვყიდით მათზე ქართულ მიწებს".

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 29 დეკემბერი,
დავით თარხან-მოურავი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: "უნდა დავიცვათ დედა ეკლესია, ამას ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა იმიტო, რო ეკლესიის განადგურება და დანგრევა ქვეყნის განადგურებაა და  ესეც სწორედ ამ ხალხის გეგმებში შედის, აი ირმა ინაშვილმა რამდენიმე წერილიც მიუძღვნა ამ საკითხს, სადაც ნაჩვენებია, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ ვინც სარჩელი შეიტანა, იქ კათოლიკური ეკლესიაც იყო სხვათა შორის, იქ ნაკაიძის მუსლიმთა კავშირიც იყო, ბატონი ნაკაიძის, იქ კიდე რაღაცა ბაბტისტები იყო და კიდე იყო რაღაცა ორკაციანი ეკლესიები, რომლებიც საერთოდ ეკლესიებიც არ არიან, რაღაც სექტები, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ბატონი ტურავას მონაწილეობით, ეს ის ტურავაა, რომელაც ნარკომანიაზე თანხმობა მიცა, რომელმაც ფაქტიურად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, უკანონო სრულიად, ტყუილი გადაწყვეტილება მიიღო და აღმოჩნდა, რომ ამათი მთავარი თანამონაწილე სწორედ გიგა ბოკერიას პარტიის დამფინანსებელი კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტის რექტორი იყო და ის უჭერდა ამას მხარს".

სასულიერო პირები

საქართველო და მსოფლიო, 13 დეკემბერი,
გიორგი რაზმაძე, სასულიერო პირი: "უკვე მერამდენედ ვიხილეთ უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები, დაწყებული ქალაქის მერით, დამთავრებული პრემიერითა და მინისტრებით, ხანუქას დღესასწაულზე. სწორად გამიგეთ, გართულება არ მაქვს ებრაელი ერის მიმართ, პირიქით _ ძალიან დიდი სიმპათიით ვარ განწყობილი, მაგრამ ხანუქას დღესასწაული (ერთხელ და სამუდამოდ მინდა გასაგები იყოს ყველასთვის) არის სხვა მესიის მოლოდინი... როდესაც მესია მოვიდა, ებრაელებმა ჯვარზე გააკრეს… სხვათა შორის, ებრაელი რაბინები თვითონ არ ანთებენ ხანუქას სანთელს, ისინი ამას აკეთებინებენ გოებს, რაც ძველ ებრაულ ენაზე დაბალი რანგის თუ რასის ადამიანს, სახარჯო ადამიანურ მასალას ნიშნავს. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ, როდესაც შენი ხელისუფალი შენსავე ქვეყანაში მიდის ებრაელების სალოცავში და ანთებს ხანუქას სანთელს, ნებსით თუ უნებლიეთ, ის თავს ეკლესიის გარეთ აყენებს. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ის მესიად არ იღებს ქრისტეს და ელოდება ანტიქრისტეს, რომელსაც ებრაელები მიიღებენ მესიად. აი, ამას ნიშნავს რეალურად ამ დღესასწაულში მონაწილეობა და მე მინდა, თქვენი გაზეთის მეშვეობით შევაგონო ჩვენს ხელისუფალთ, რომ ეს არის ქრისტეს გამყიდველობა". 

ჰომოფობია

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 23 დეკემბერი
ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი: „ყველა ეკრანიდან მიმდინარეობს ჰომოსექსუალიზმისა და ცხოვრების გარყვნილი წესის პროპაგანდა.“

ასავალ-დასავალი, 24-30 დეკემბერი
სოსო შატბერაშვილი, მემარცხენე ალიანსი: „ნინო ლომჯარია სახალხო კი არა, ნაცებისა და ლგბტ სექტის დამცველია!... სახალხო დამცველი, რომელიც არ იცავს ჩვეულებრივ ხალხს და იცავს ნაცებსა და ლგბტ-ელებს, არ იმსახურებს, იყოს ომბუდსმენი!“

მედია

საქართველო და მსოფლიო, 13 დეკემბერი,
ბაკურ სვანიძე, ჟურნალისტი: „გურამ კაშიამ პედერასტების დროშა შემოირტყა მკლავზე და ასე ირბინა 90 წუთი. აი, რა დააფასა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა [გიორგი მარგველაშვილმა] და აი, რაში გასცა საქართველოს პრეზიდენტის სახელით ბრწყინვალების ორდენი. სექსუალური უმცირესობების დიქტატურის დასაწყისი აშკარაა". 

საქართველო და მსოფლიო, 26 დეკემბერი,
ბესო ბარბაქაძე, ჟურნალისტი: "[2018 წელს] ნომინაციაში “წლის სახალხო არდამცველი” გამარჯვებული, უბრალოდ, არ გვყავს. საქმე ისაა, რომ ნინო ლომჯარია სახალხო დამცველი ნაკლებად არის, მხოლოდ ლგბტ თემის ინტერესებზეა გადამკვდარი და შესაბამისად “სახალხო დამცველი” ვერანაირად ვერ იქნება. ხალხს პატრონი როგორც აქამდე არ ჰყოლია, ისე არ ჰყავს დღესაც, თუმცა ლომჯარია ლგბტ-ს მშვიდობაში მოახმაროთ". 

ალია, 3-9 დეკემბერი        
ლევან ჯავახიშვილი, ჟურნალისტი: „მერე რა ქნა [ბიძინა] ივანიშვილმა? ეს ხალხი დაიკიდა, ყველაზე ერთგული თანამებრძოლები გარიყა, მათ უღალატა და მერე თავისნაირი მოღალატეები დაიყენა გვერდით, ყოფილი „ნაცები“, მლიქვნელები, გაურკვეველი პოლიტიკური და სექსუალური ორიენტაციის ხალხი… თამაზ მეჭიაურს უმტკიცებდნენ, კაცი ქალთან რომ წევს, ეგეც სექსია და კაცი კაცთან რომ არის, ეგეც ჩვეულებრივი ამბავიაო. წავიდოდა აბა რას იზამდა? სხვები, ივანიშვილის ძველი თანამებრძოლები, თავს უკრავდნენ იმ მართლა ლიბერასტებს, ვისაც „პარადი“ „მიჰყავს“ მბრძანებლის კარზე, თავს უკრავენ იმ მახინჯი აზროვნების არსებებს - კი, კაცმა კაცი რომ იხმაროს, ეგეც სრულფასოვანი სექსი, ცხოვრებისეული ნორმააო.“

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ალია, 24 დეკემბერი - 13 იანვარი
სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: „„ეს გვარამია რომ ეუზრდელება კალაძეს, ეს რა ახალი სტილია??? ქათმებისგან გინება მოსულა თუ რა ხდება??? შეურაცხყოფის გამო ხელს დაარტყამ და ჰომოფობი ხარ-სექსუალურ უმცირესობას დევნიო, არადა როგორი ასატანია, როდესაც ადამიანად წოდებული ფალოსი ისტერიულად კივის და იგინება!!! ადრე ვიცოდი, რომ ქურდზე არ შეიძლება ხელის დარტყმაო, ახლა თურმე ქათმებზე არ შეიძლება-შეიცვალა მოკლედ სამყარო, ამიტომ ეტყობა ირონიით უნდა შეხედო ამ ქათმობისგან გათამამებულ პირუტყვებს !!!“

საზოგადოება

ობიექტივი, ღამის სტუდია, 24 დეკემბერი
გიორგი გურგულია, მსახიობი: „ნარკომანი მამაჩემის თაობაში ითვლებოდა ავადმყოფად და ბოდიში და როგორც პედერასტი, ისე უყურებდნენ, კაცი რომელიც ვერ იკავებდა თავს რაღაცის გამო.“

ანტიდასავლური განწყობები

მედია

ალია, 3-9 დეკემბერი        
ლევან ჯავახიშვილი, ჟურნალისტი: „თამაზ მეჭიაურმა თიანეთის მერის არჩევნები მოუგო „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის კანდიდატს... ამით დაუმტკიცა მათ, რომ ქართველი ადამიანისთვის ფასეულობები და ღირებულებები არ შეცვლილა, დასავლეთიდან შემოტანილ ფსევდოფასეულობებსა და ათას უკუღმართობებს ხალხი არ შეეგუება... [ბიძინა] ივანიშვილს ჭკუა რომ ჰქონოდა, თიანეთში ამ [თამაზ მეჭიაურთან] მარცხის შემდეგ უნდა გამოფხიზლებულიყო, უნდა მიმხვდარიყო, რომ მისი არჩეული თუ დასავლეთიდან თავსმოხვეული პოლიტიკა ხალხმა ვერ იგუა, უნდა გაერეკა ის ხალხი, ვინც ქართული ტრადიციების ნგრევის, ეკლესიისთვის ფარულად ძირის გამოთხრის  მეტს არაფერს აკეთებს.“

საქართველო და მსოფლიო, 13 დეკემბერი,
ჯაბა ჟვანია, ჟურნალისტი: "ახალარჩეული პრეზიდენტი [სალომე ზურაბიშვილი] აცხადებს, რომ განაგრძობს დემოკრატიისთვის ბრძოლას და ლიბერალური ფასეულობების დაცვას. აქ ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვა “განვაგრძობ”. როგორ ფიქრობთ, ეს ხომ არ ნიშნავს დასავლეთიდან ნაკარნახევი იმ ფასეულობების დამკვიდრების გაგრძელებას, რომელიც სრულიად შეუთავსებელია ქართულ ეროვნულ იდეოლოგიასთან?" 

სასულიერო პირები

საქართველო და მსოფლიო, 13 დეკემბერი,
გიორგი რაზმაძე, სასულიერო პირი: " ეს ერთი და მეორე - თანამედროვე დასავლური გაგებით ლიბერალიზმი ნიშნავს, რომ ყველაფერი ნორმაა, რაც ადამიანს სიამოვნებას ანიჭებს, ანუ არ არსებობს ზნეობა, მორალი, პატიოსნება. მთავარია, სხვისი უფლებები არ შეზღუდო და, რასაც ფიზიკური სიამოვნება მოაქვს, ყველაფერი ნორმალურია. ახლა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ კლასიკური ლიბერალიზმი სულ სხვა რამეა და ასე კატეგორიულები არ უნდა ვიყოთო… არ არსებობს ასეთი და ისეთი ლიბერალიზმი; ვისაც აინტერესებს, თავიდან დაიწყოს და ნახოს, საიდან მოდის ეს ტერმინი... ქართველი ერი მეძავი და ლოთი არასოდეს ყოფილა, ქართველი ერი ყოველთვის იყო ქრისტეს გზაზე მავალი, რომელიც ყოველთვის ცდილობდა, ჭეშმარიტი ქრისტიანული ღირებულებები და ფასეულობები დაეცვა". 

სიძულვილის ენა/ძალადობის წახალისება

პოლიტიკოსები

მარშალპრესი, 3 დეკემბერი, ინტერპრესნიუსი, 3 დეკემბერი, რუსთავი 2, კურიერი, 3 დეკემბერი, ნეტგაზეთი, 3 დეკემბერი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მოამბე, 3 დეკემბერი, რეზონანსი, 4 დეკემბერი, მარშალპრესი, 4 დეკემბერი, საქინფორმი, 5 დეკემბერი,
კახა კალაძე, ქართული ოცნება: "იქ რაც მოხდა, [გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” წარმომადგენელს თაკო ჩაკრვიანს და მის მეუღლეს ქუთაისის აეროპორტში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაწყჰყოფა მიაყენეს] ძალიან ცუდია… რასაც დასთეს იმას მოიმკი! ხომ გაგიგიათ. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა. მე ყოველთვის ვგმობდი და ვგმობ ძალადობას”
https://marshalpress.ge/archives/208534
https://marshalpress.ge/archives/208691
http://saqinform.ge/news/40233/kalaZe%3A+rasac+dasTes%2C+imas+moimki.html

რუსთავი 2, კურიერი, 12 დეკემბერი, მარშალპრესი, 12 დეკემბერი, ნეტგაზეთი, 12 დეკემბერი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მოამბე, 12 დეკემბერი, იმედი, ქრონიკა, 12 დეკემბერი, ინტერპრესნიუსი, 12 დეკემბერი,ობიექტივი, ახალი ამბები, 12 დეკემბერი, ასავალ-დასავალი, 17-23 დეკემბერი
ზაზა პაპუაშვილი, ქართული ოცნება: „რა გინდათ [ნაციონალური მოძრაობის წევრები], ერთხელ გამოგიყვანოთ და გაგანგრიოთ და მოგკლათ თუ რა გაგიკეთოთ?! ერთი გამაგებინეთ რა! გაჩერდი ბიჭო, გაჩერდი რა შე!..“ https://www.myvideo.ge/v/3722691

http://netgazeti.ge/news/328010/
https://www.myvideo.ge/v/3722564
https://www.interpressnews.ge/ka/article/524942-zaza-papuashvili-nacmozraobis-cevrebs-ra-gindat-gamogiqvanot-gagangriot-da-dagxocot/
https://www.myvideo.ge/?video_id=3722692

ობიექტივი, ღამის სტუდია, 12 დეკემბერი, სააგენტო პირველი, 12 დეკემბერი, მარშალპრესი, 12 დეკემბერი, ნეტგაზეთი, 12 დეკემბერი, იმედი, ქრონიკა, 12 დეკემბერი, ინტერპრესნიუსი, 12 დეკემბერი, საქინფორმი, 13 დეკემბერი, ობიექტივი, ახალი ამბები, 12 დეკემბერი, რეზონანსი, 13 დეკემბერი, ასავალ-დასავალი, 17-23 დეკემბერი,საზოგადოებრივი მაუწყებელი, მოამბე, 14 დეკემბერი

ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: „ერთხელ ჩხუბი ჯობია მე მგონი და მართლა უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა ყველას თქვენ [ნაციონალურ მოძრობას]! ეს მართლა კრიმინალები ესენი!“ 

გენდერი

პოლიტიკოსები

მარშალპრესი, 26 დეკემბერი,
ემზარ კვიციანი, პატრიოტთა ალიანსი: "ასევე სწორედ თქვენი გადაცემაა ქალების დიდ ნაწილს რომ ატუტუცებს და კაცების დამცირებაზე გადადიან და ამიტომაცაა სწორედ უმეტესი კონფლიქტები ოჯახებში! და ეს ბოტები და ჰაჰავშიკები ჩემთვის არაფერს ნიშნავვენ თქვენ იკითხეთ როდემდე გასტანთ სიყალბით ცხოვრებას დავინახავთ!!!" ფეისბუქი

დისკრიმინაციული გამოხატვის მაგალითები სრულად იხილეთ ვებ-გვერდზე: www.notophobia.ge

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

Media Development Foundation

http://notophobia.ge/

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube