9 თებერვალი - 24 თებერვალი, 2021 |
|
|
|
|
მიმდინარე გამოცემის თემები
|
|
|
|
|
|
პოლიტიკის უახლესი მოვლენები |
|
|
|
საქართველოში პოლიტიკური კრიზისი კულმინაციას აღწევს - მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი დაპატიმრებულია, ხოლო პრემიერ-მინისტრი გახარია გადადგა
|
|
|
|
23 თებერვლის დილას, საქართველოს პოლიციის სპეციალური ძალები ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დასაკავებლად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შეიჭრნენ. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისის შტურმის გადაწყვეტილება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომიდან 5 დღის თავზე მიიღეს. მან თანამდებობა საკუთარ გუნდთან ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე უთანხმოების საბაბით მას შემდეგ დატოვა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას წინასწარი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
„იქიდან გამომდინარე, რომ მე, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად, ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. რა თქმა უნდა, მჯერა და მინდა, მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენ შორის არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის, ეკონომიკური განვითარების და ყველა სახის კრიზისის გამკლავებისთვის” - განაცხადა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე. გახარიას გადადგომიდან მალევე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ „დროებით გადადო ნიკანორ მელიას დაპატიმრების ღონისძიება”, რომელიც იმ დროისთვის „ნაციონალური მოძრაობის” ოფისში რჩებოდა პარტიის მხარდაჭერებსა და სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად, რათა დაპატიმრებისგან დაეცვა თავი.
გახარიას გადადგომის დღესვე, „ქართულმა ოცნებამ” პრემიერის თანამდებობაზე, მოქმედი თავდაცვის მინისტრი და ყოფილი პრემიერი (2013-2015), ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. ღარიბაშვილი, რომელიც ცნობილია მისი ხისტი და ხშირად რადიკალური პოზიციებით ოპოზიციის მიმართ, ივანიშვილის პირადი რჩეული კადრია და 2011 წელს პოლიტიკაში მოსვლამდე რვა წელი სწორედ ივანიშვილის კომპანიებში მუშაობდა.
22 თებერვლის საღამოს, პრაქტიკულად ერთპარტიულმა პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალ მინისტრთა კაბინეტს ღარიბაშვილის მეთაურობით, რომელმაც მისი პირველი სამუშაო დღე შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ოპოზიციური ლიდერის წინააღმდეგ სპეციალური ოპერაციის განხორციელების ბრძანებით დაიწყო.
მელიას პროცესი რუსეთის დუმას კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის ფარგლებში ვიზიტს უკავშირდება. 2019 წლის 20 ივნისს, გავრილოვმა საქართველოს პარლამენტში სპიკერის სავარძელი მოირგო და შეკრებილ აუდიტორიას რუსულ ენაზე მიმართა, რამაც საქართველოს მოქალაქეების ბრაზი და აგრესია გამოიწვია, რასაც პარლამენტის შენობის წინ სპონტანური აქცია მოჰყვა. საღამოსკენ, პარლამენტის წინ სიტუაცია დაიძაბა და პროტესტანტების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება და საბოლოოდ აქციის ძალადობრივი დაშლა მოჰყვა. აქციის დაშლის დროს პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა - ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენების გამო ასეულობით ადამიანი დაშავდა (მათ შორის ჟურნალისტები), რომელთა საქმეებიც დღემდე გამოუძიებელია.
აქციის ძალადობრივი დარბევიდან რამდენიმე დღის შემდეგ ნიკა მელიას, სხვებთან ერთად, 20-21 ივნისის ღამეს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით წაუყენეს ბრალი. სასამართლომ მელიას აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. ამასთან ერთად, სააპელაციო სასამართლომ მელიას შეზღუდვები დაუწესა და ელექტრონული სამაჯურის ტარებაც დაავალდებულა, რომელიც მსჯავრდებულების წინააღმდეგ შინაპატიმრობის დროს გამოიყენება. მოგვიანებით, 2020 წლის 1 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაპროტესტების მიზნით, ნიკა მელიამ დემონსტრაციულად მოიხსნა სამაჯური და მომავალში მის ტარებაზე უარი განაცხადა, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას შეფარდებული გირაო 40,000 ლარით გაუზარდა. მელიას მიერ გაზრდილი გირაოს გადახდაზე უარის თქმის შემდეგ პროკურატურამ სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის და პატიმრობის გამოყენების თაობაზე მიმართა, რასაც ქვეყანაში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გამწვავება მოჰყვა.
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები ქვეყნის მოკავშირეებისთვის ღრმა შეშფოთების საგანია. ამერიკელმა და ევროპელმა პარტნიორებმა შესაბამისი განცხადებები ნიკა მელიას დაკავებამდეც გააკეთეს და მხარეებს, ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, თავშეკავებისკენ და პასუხისმგებლიანი ქმედებებისკენ მოუწოდეს. NATO-ის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ჯერალდ კონოლმა საკუთარ განცხადებაში მხარეები გააფრთხილა, რომ „გაჭიანურებული პოლიტიკური ჩიხის გადალახვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის“. ევროპის სახალხო პარტიამ (EPP), ევროპარლამენტის ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საქართველო „უბრუნდება პოლიტიკური ოპონენტების დევნას, შერჩევით სამართალსა და სასამართლოს ინსტრუმენტალიზაციას“ და რომ „ვადამდელი არჩევნები და დიალოგის განახლება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უნდა იყოს განხილული მგდომარეობიდან გამოსვლის გზად". ამასთან, ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) პრეზიდენტმა, ჰანს ვან ბაალენმა სიტუაციის განმუხტვისათვის ხელისუფლებას მიუხედა „განაახლოს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან და ერთად იმუშაოს, რათა დაინიშნოს თარიღი თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ახალი რაუნდის უზრუნველსაყოფად“.
მიუხედავად აღნიშნული მოწოდებებისა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ და ახლადარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა, ღარიბაშვილმა, ნიკა მელიას დაკავებით კიდევ უფრო გააღრმავა პოლიტიკური კრიზისი, რასაც დასავლეთიდან კიდევ უფრო მწვავე კრიტიკა მოჰყვა. საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი პირველი საკითხი იყო, რასაც ნედ პრაისი, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი 23 თებერვალს ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე შეეხო: „[დღევანდელი ბრიფინგი] მინდა დავიწყო საქართველოთი. შეერთებული შტატები ღრმად შეწუხებულია ოპოზიციური ლიდერის, ნიკა მელიასა და ოპოზიციის სხვა წევრების დაკავებით“ - განაცხადა პრაისმა ჟურნალისტებთან მისალმების შემდეგ. აღნიშნული პრესკონფერენციის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გამოაქვეყნა: „შეერთებული შტატები ღრმად შეწუხებულია ოპოზიციური ლიდერის, ნიკა მელიასა და ოპოზიციის სხვა წევრების დაკავებით. მაპოლარიზებელი რიტორიკა, ძალა და აგრესია საქართველოს პოლიტიკური განსხვავებების გადაჭრის გზა არ არის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავიდან აირიდონ ისეთი ქმედებები, რომელმაც, შესაძლოა, გაამწვავოს დაძაბულობა და კეთილსინდისიერად მიიღონ მონაწილეობა მოლაპარაკებებში, რათა გადაჭრან არსებული პოლიტიკური კრიზისი. შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ, უსაფრთხო და აყვავებულ დემოკრატიას“.
კიდევ ერთი განცხადება, რომლითაც ნაციონალური მოძრაობის (ენმ) სათავო ოფისის „ძალადობრივი დარბევა”, ნიკა მელიას და ათობით აქტივისტის დაკავება იგმობა, ამერიკელი კონგრესმენების მიერ გაკეთდა. სენატორებმა, ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა, ასევე, წარმომადგენლობითი პალატის წევრებმა, ადამ კინზინგერმა და ჯერი კონოლმა განაცხადეს, რომ „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის” სათავო ოფისის ძალადობრივი დარბევისა და მისი ლიდერის, ნიკა მელიას და ათობით აქტივისტის დაპატიმრების შესახებ ძალიან შემაშფოთებელია”. ამასთან, კონგრესმენებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ „საქართველოს სამართალდამცავი ძალებისა და სასამართლო სისტემის კორუმპირებული გამოყენება პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების აღსასრულებლად, საფრთხეს უქმნის იმას, რაც დარჩა საქართველოს დემოკრატიისგან და ევროატლანტიკური გზისგან” და განაცხადეს, რომ „ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოში პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს და ამ კრიზისის მშვიდობიან გადაწყვეტაზე მოილაპარაკოს“.
სახალხო დამცველმა და ადგილობრივმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ოპოზიციონერი ლიდერის დაკავება დაგმეს. ოპოზიციური პარტიები კი ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადებენ და მიაჩნიათ, რომ მელიას დაკავება „ქართული ოცნების“ პირობებში განხორციელებული კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი ქეისია.
ენმ-ის ოფისში შეჭრასა და პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან სპონტანური ანტი-სამთავრობო საპროტესტო აქცია მოჰყვა. მოგვიანებით, პროტესტანტებმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც კარვები გაშალეს. აქცია მალევე დამთავრდა, რადგან პოლიტიკური პარტიების ლიდერები ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ევროკავშირისა და აშშ-ის დიპლომატებთან შესახვედრად გაემართნენ, თუმცა პოლიტიკოსებისა და აქტივისტების ნაწილი მელიას გათავისუფლებამდე პროტესტის გასაგრძელებლად პარლამენტის შენობის წინ დარჩა. მასობრივი საპროტესტო აქცია 26 თებერვლისთვის ჩაინიშნა, რომლის ფარგლებშიც, ოპოზიციის მიხედვით, დედაქალაქის ცენტრში გაცილებით უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბება.
|
|
|
|
ქართულმა სასამართლომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდა
|
|
|
|
თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის მოქალაქეს მაგომედ გუციევს, რომელიც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სავარაუდო შეკვეთილი მკველელობის საქმეში ფიგურირებდა, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. (მთლიანი ისტორია იხილეთ აქ)
სასამართლომ გუციევი დამნაშავედ სცნო მისთვის წაყენებული ყველა მუხლით, რაც გულისხმოს დოკუმენტების გაყალბებასა და ყალბი იდენტობის გამოყენებას (სსკ-ის 362-ე მუხლი), საქართველოს საზღვრის არალეგალურად გადმოკვეთას (სსკ-ის 344-ე მუხლი), ადევნებას (სსკ-ის 151 მუხლის 1-ელი პრიმამუხლი), პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 157-ე მუხლი).
|
|
|
|
დეზინფორმაციის მონიტორინგი |
|
|
|
ყალბი ცნობები საქართველო-აზერბაიჯანის შეთანხმებაზე. 6 თებერვალს ფეისბუქ პოსტი, რომელიც სხვადასხვა საჯარო ჯგუფში გაზიარდა, ამტკიცებდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დადებულ ხელშეკრულებას ისტორიული ჰერეთის იჯარის წესით გაცემის შესახებ 2021 წლის 15 ნოემბერს გასდიოდა ვადა. პოსტი იმეორებდა ზუსტად იმა ვე ინფორმაციას, რაც 2018 წლის ოქტომბერშიც გავრცელდა. ამასთანავე, აღნიშნული პოსტი ანტი-ლიბერალური და ულტრამემარჯვენე აქტორების მიერ 2018-2019 წლებში აქტიურად ზიარდებოდა. “მითების დეტექტორმა” ინფორმაცია გადაამოწმა და ის დეზინფორმაციად შეაფასა. ზაქათალას ოლქი, იგივე საინგილო 1918-1921 წლებში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სადავო ტერიტორიას წარმოადგენდა. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 1921 წლის 15 ნოემბერს დადებული ხელშეკრულების შედეგად, ზაქათალა არა იჯარის წესით, არამედ ოფიციალურად გამოცხადდა აზერბაიჯანის ნაწილად, ხოლო შეთანხმებაში მოქმედების ვადა მითითებული საერთოდ არ არის. ასევე აღსანიშნავია, რომ მსგავსი კონსპირაციული თეორია თურქეთთან დადებულ ხელშეკრულებებში ვადის გასვლის შესახებ რომელიც ტერიტორიული კუთვნილების საკითხის გადახედვას ითვალისწინებდა, ადრე ყარსის ხელშეკრულებასთან მიმართებითაც ვრცელდებოდა.
|
|
|
|
ფოტომანიპულაცია რუსი პარლამენტარისა და ოპოზიციური პარტიის წევრის სავარაუდო კავშირებზე. 16 სექტემბერს პრო-სამთავრობო ფეისბუქ გვერდებმა და ყალბმა ანგარიშმა, რომელიც ადრე ოპოზიციის დისკრედიტაციის კამპანიაში იყო ჩართული, გაავრცელეს ოპოზიციური პარტიის “ევროპული საქართველოს” წევრის გიგი წერეთლის ფოტო რუს დეპუტატთან სერგეი გავრილოვთან და სხვა პირებთან ერთად. გავრცელებულ პოსტებში, რომლითაც აღნიშნული ფოტო ზიარდებოდა, ეწერა, რომ ქართულ ოპოზიციას კავშირები აქვს რუს დეპუტატთან და გავრილოვის საქმე “ნაცების დაგეგმილი პროვოკაცია” იყო. რეალურად, გიგი წერეთელი სერგეი გავრილოვს ვენაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში შეხვდა და შეხვედრას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანიც ესწრებოდა. ამასთან, გავრცელებული ფოტო მანიპულაციურია, ის მმართველის პარტიის მაშინდელი წევრის ზაქარია ქუცნაშვილის გარეშე, მოჭრილად გავრცელდა, რათა შეექმნა შთაბეჭდილება, რომ რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატთან დაკავშირებული არა “ქართული ოცნება”, არამედ ოპოზიციაა. გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკისა და საზოგადოების ნეგატიური რეაქციის შესაკავებლად, მმართველი პარტია გავრილოვის თემას ოპონენტების დისრედიტაციისთვის თავად იყენებს. სრულად იხილეთ “მითების დეტექტორზე”.
|
|
|
|
რუსული წყაროების კვალი ლუგარის ლაბორატორიის საწინააღმდეგო კამპანიაში. 9 ნოემბერს ონლაინ მედია საშუალებამ tvalsazrisi.ge-მ ლაშა მოდებაძეზე დაყრდნობით, რომელიც სავარაუდოდ ყალბი ფეისბუქ პროფილია, გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ლუგართან დაკავშირებულ ახალ და ძველ, მითების დეტექტორის მიერ უკვე გადამოწმებულ კონსპირაციებს შეიცავდა. ყალბი მტკიცებები ეხებოდა ინფორმაციას, თითქოს ლუგარის ლაბორატორია 2006 წლიდან საიდუმლო ბიოლოგიურ ლაბორატორიად ფუნქციონირებდა. სტატიამ ასევე მანიპულაციურად დაუკავშირა საქართველოში სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულთა ქსელის გახსნის ღონისძიებაზე CDC-ის დირექტორის ვიზიტი კონსპირაციის თეორიას, რომ აშშ-მა საქართველოს მთავრობა პანდემიის სცენარისთვის კოვიდ-19-ის გავრცელების დაანონსებამდე მოამზადა. ამასთანავე, ლაშა მოდებაძე, რომელსაც tvalsazrisi.ge ციტირებს, იმოწმებს ინგლისურენოვან ვებსაიტს KXAn36News.com, რომელიც, თავის მხრივ, საიტზე უთითებს, რომ ადგილობრივი პენსილვანიური ნიუს სააგენტოა. გადამოწმების შემდეგ, მითების დეტექტორმა გამოავლინა, რომ აღნიშნული საიტის IP მისამართი მოსკოვშია, თავად ვებსაიტი კი აზერბაიჯანშია რეგისტრირებული. კიდევ ერთი წყარო, რომელსაც ლაშა მოდებაძის ფეისბუქ პროფილი ციტირებს, დილიანა გაიტანჯიევას ბლოგია. გაიტანჯიევა ბულგარელი ჟურნალისტია, რომელიც კრემლის მედიასთან ხშირად თანამშრომლობს.
|
|
|
|
გამოაშკარავება და საჯარო კრიტიკა |
|
|
|
ვაქცინაცია, როგორც ქართული სამღვდელოების განხილვის საგანი
|
|
|
|
2021 წლის 11 თებერვალს გაიმართა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სათანადო სამედიცინო კომპეტენციის არარსებობის მიუხედავად, წმინდა სინოდმა კვლავ გადაწყვიტა, ჩარეულიყო ჯანდაცვის სფეროში და სხდომაზე უმაღლესმა სასულიერო პირებმა საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაციის საკითხი განიხილეს. სხდომის ფარგლებში, სინოდმა იმსჯელა წარმოადგენს თუ არა ვაქცინაცია ცოდვას და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ უკანასკნელის მიღება თითოეული ადამიანის ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა და ეკლესია არავის შეავიწროვებს მათი ვაქცინაციის სტატუსის გათვალისწინებით. მიუხედავად ამისა, ქართველი სასულიერო პირები აცხადებენ, რომ ვაქცინაცია შეიცავს განსაკუთრებულ რისკებს და რომ ჯანდაცვის წარმომადგენლებმა დაწვრილებით უნდა აუხსნან მოსახლეობას მისი გვერდითი მოვლენები და სირთულეები.
„მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ – პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდაროგორც ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს დღეს, როდესაცვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაცგანსხვავებული მოსაზრებები აქვთ." - აღნიშნულია წმინდა სინოდის განჩინებაში. ამგვარი განცხადებითსაქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ხაზი გაუსვა, რომ იგი არ აპირებს მრევლში ვაქცინაციის"პროპაგანდის" გავრცელებას.
თეოლოგების ნაწილი აქტიურად აკრიტიკებს საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მათი მოსაზრებით, წმინდა სინოდს, რომელიც მრევლის დიდი ნდობით სარგებლობს, არა აქვს საჭირო კომპეტენცია ვაქცინაციის პროცესებსა და მის ტიპებზე სასაუბროდ. "საპატრიარქომ გამოავლინა ძალიან სუსტი სოციალური მსახურება და სოციალური სინდისი პანდემიის პერიოდში, როდესაც გაცილებით მეტის რესურსი გააჩნდა. ამის ნათელი მაგალითია სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები, (რუმინეთის, კონსტანტინოპოლის, საბერძნეთის და სხვანი) რომელთა ცალკეულმა ეპისკოპოსებმა, საპატრიარქოებმა თუ ორგანიზებულად მორწმუნეებმა სხვადასხვა ფორმით უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს პანდემიასთან ბრძოლაში, იქნებოდა ეს ფინანსური, მორალური და ცოცხალი მხარდაჭერა. სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრების ნიღბების გარეშე გამოცხადება, კიდევ ერთი მაგალითია საერთო პანდემიური მდგომარეობისა და შექმნილი კრიტიკული სიტუაციის იგნორირებისა" აღნიშნეს თეოლოგებმა.
|
|
|
|
სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივები |
|
|
|
EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, ონლაინ მედია on.ge-მ, შექმნა ონლაინ თამაში სახელწოდებით - „ააშენე სიცრუის იმპერია”. თამაშის ინსპირაცია კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ შექმნილი თამაშია და ქართული ვერსია ქართული მედიისა და დეზინფორმაციის ეკოსისტემაზეა მორგებული. მისი მიზანია, ხალხს ყალბი ამბების გამავრცელებლების მიერ საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის გამოყენებული მეთოდები, საშუალებები, ტაქტიკები და ტექნიკები გააცნოს.
|
|
|
|
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა სამხრეთ კავკასიაში ჩინეთის აქტივობების შესახებ მერვე გამოცემა გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ქით ქროქმა, აშშ-საქართველოს შორის დადებულ 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ გაფორმებულ მემორანდუმთან დაკავშირებით განმარტა, რომ ის მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა მონაცემების გრძელვადიანად დაცვა, ადამიანის უფლებები და უსაფრთხოება და ასევე აყალიბებს თანამშრომლობას ჩინეთის კომუნისტური პარტიის, რუსეთისა და სხვა აგრესიული სახელმწიფოების წინააღმდეგ. ქით ქროქმა აღნიშნა, რომ მემორანდუმის მიზანია, რომ 5G ქსელები არ იქნას გამოყენებული ისეთი მომწოდებლები სახელმწიფოებისგან, სადაც მონაცემთა უსაფრთხოება ეროვნული დაზვერვის აქტს უკავშირდება, რითაც ჩინეთზე მიანიშნა. გამოცემა ასევე მოიცავს სხვა საკითხებს, როგორიცაა ჩინეთსა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს შორის ორმხრივი ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური, ინფრასტრუქტურულ და სატრანსპორტო პროექტებში ჩინეთის ჩართულობა და ა.შ. (სრული გამოცემა ხელმისაწვდომია ბმულზე).
|
|
|
|
“კავკასიის რეგიონის ახალგაზრდა მკვლევართა და მშვიდობისმყოფელთა შეფასებები” არის სტატიებისა და აკადემიური ნაშრომების კრებული, რომელიც შემუშავდა სამოქალაქო იდეასა და არასამთავრობო ორგანიზაცია “Corridors – Dialogue through Cooperation”-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში. პროექტში, რომელიც აერთიანებდა აკადემიურ სწავლებას, პრაქტიკულ ტრენინგებსა და მოსაზრებათა რეგიონალურ დონეზე გაცვლას, მონაწილეობა მიიღო თექვსმეტმა ახალგაზრდა მკვლევარმა. ეს პუბლიკაცია შედგება ათი შერჩეული ნაშრომისაგან, რომლებიც შეიქმნა და განხილული იქნა პროექტის განმავლობაში. იგი მკითხველს მოუთხრობს კავკასიის რეგიონის ახალგაზრდა მკვლევარებისა და მშვიდობისმყოფელების პირად გამოცდილებებს, მათ ანალიზსა და მოსაზრებებს. ამ გზით, კრებული ხელს უწყობს მხარეებს შორის ცოდნის გაცვლას როგორც რეგიონში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.
|
|
|
|
იხილეთ ამ დროისთვის გამოქვეყნებული GWB-ის ყველა პუბლიკაცია აქ.
|
|
|
|
|