MDF Can't see images? http://notophobia.ge/
#10, 1 - 30 ნოემბერი , 2019

ქსენოფობია

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 3 ნოემბერი
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „იღუპება ქვეყანა, ჩვენი ერი იღუპება კაცო. პირზე მომდგარსა სიტყვასა განა სუყველას თქმა უნდა... იყავით, დარჩით ტელეჟურნალისტებად, ნუ გახდებით ტელემეძავები. იმიტომ რომ ეს არ არის ქვეყნის სამსახური, ეს არ არის თქვენი ერის სამსახური.... და თუ ჩვენ ეს ღვთის მშობლის წილხვედრი ქვეყანა გვინდა არაბებისთვის, თურქებისთვის, ირანელებისთვის, თქვენც ტელეჟურნალისტი ქალები მათი გეიშები ყოფილხართ მაშინ და მეტი არაფერი.... უცხოეთის ჰარამხანის წევრები ხომ არა ხართ.“

ასავალ-დასავალი, 18 – 24 ნოემბერი
თემურ შაშიაშვილი, თეთრები: „ვიცი, რამდენიმე მზაკვარი პიროვნება, რომლებმაც საქართველოში აზერბაიჯანლებისა და სომხების რაოდენობა ზუსტად იციან და თავიანთ ავანტიურისტულ გეგმებს სწორედ ეთნიკურ უმიცირესობებზე აწყობენ! კერძოდ, ტოტალური პროპორციული არჩევნების შემთხვევაში შეიქმნებოდა ვითომ ქართული პარტიები, ქართველი ლიდერებით სათავეში და სინამდვილეში პარტია არჩევანს გააკეთებდა ეთნიკური ნიშნით!... ეს დაანგრევს ჩვენს ქვეყანას...“

მედია

ასავალ-დასავალი, 11 -17 ნოემბერი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „აი, ბატონო, მეშვიდე კლასის სახელმძღვანელო „მოქალაქეობა“, რომელიც პოპულარიზაციას უწევს არაბებისა თუ სპარსების „თანამოქალაქეობას“...

დიახ ჩვენ შვილებს სკოლის მერხიდანვე ასწავლიან და აგუებენ იმას, რომ საქართველოში მათ გვერდით იცხოვრებენ და მათთან ერთად ისწავლიან არაბები, აფროამერიკელები, სპარსები თუ ათსი ჯურის გადამთიელები!

დიახ, ჩვენ შვილებს ამთვითვე უტენიან ტვინში ამ ამაზრზენ, ხელოვნურ, თითიდან გამოწოვილ „ტოლერანტობას“, რომ არც კი გაბედონ და ეროვნულად იაზროვნონ!

...  ჰოდა, მოდი და, მარტივად და გასაგებად, ნუ იტყვი: სკოლებში ქართველ ბავშვებს უკვე საქართველოს „ოსმალიზაციის“ და „არაბიზაციციისთვის“ ამზადებენ!“

ქსენოფობია

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია-ყველას გასაგონად,
12 ნოემბერი დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: [რუსულად]“თითქმის ასწლიან პერიოდში საქართველომ დაკარგა თავისი ტერიტორიის დაახლოებით 60 პროცენტი, მეტიც კი. დღეს საქართველო 2-ჯერ, მეტჯერაც კი, ეს სადღაც 35-40 პროცენტია იმისა, რაც იყო საქართველო 100 წლის წინ. 33 პროცენტი ჩვენ დავკარგეთ, 33 პროცენტი, ტერიტორიის ყველაზე დიდი ნაწილი - 33 პროცენტის ანექსირება მოახდინა და წაიღო თურქეთმა. ანუ თურქეთმა მიიტაცა ჩვენი ტერიტორიის 33 პროცენტი. ახლა იქ ცხოვრობს ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, რომლებიც საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენენ, როგორც გურჯები, როგორც ქართველები.... “

საქართველო და მსოფლიო, 6 ნოემბერი,
ჯაბა ჟვანია, ჟურნალისტი: "ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ბათუმი და სრულიად აჭარა თურქეთისთვის არა მხოლოდ მზარდი ეკონომიკური ექსპანსიის ობიექტი, წმინდა სტრატეგიული თვალსაზრისითაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტერიტორიაა (იგულისხმება, როგორც სამხედრო, ისე სხვა თვალსაზრისით). ამიტომ არის, რომ ოფიციალური ანკარა, დღიდან საბჭოთა კავშირის დაშლისა, მცოცავ ეკონომიკურ ოკუპაციას ახორციელებს რეგიონში, თუმცა სამხრეთელი “ისტორიული მეგობრის” გეგმები გაცილებით შორს მიმავალია. მისთვის აჭარა ერთგვარ “ისტორიულ დანაკლისს”, მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ “დანაკარგს” წარმოადგენს, რაც მძლავრი ოსმალური სახელმწიფოს დაცემის, დასუსტების სიმბოლოა; შესაბამისად, დღეს უკვე ამ რეგიონის დაბრუნება მისთვის (თურქეთისთვის) ერთგვარი პოსტიმპერიული ღირსების საკითხია….. მარტივად რომ ვთქვათ, ის, რაც საქართველოსთვის ეკონომიკური ოკუპაცია ან ექსპანსიაა, მისთვის, თურქეთისთვის, “ისტორიული სამართლიანობის” აღდგენაა. ეს “სამართლიანობა” კიდევ სხვა არაფერია, თუ არა გაცხადებული პოლიტიკა, რომელიც თურქეთის აღმოსავლეთით გაფართოებას და მათ შორის აჭარის ოფიციალურად მიერთებასაც გულისხმობს. აი ის, რაც სიახლე არავისთვისაა".

საქინფორმი, 26 ნოემბერი,
კონსტანტინე ჩიკვილაძე, ავტორი: "ისიც ნათელი გახდა, რომ: თურქეთი აჭარას განიხილავს თავის შემადგენლობაში. ის, რომ აღნიშნულ ფაქტს ჩქმალავენ და არ უკეთებენ აფიშირებას, მეტყველებს იმაზე, თუ რა ტიპის მარიონეტული ხელისუფლებები მართავენ ჩვენს ქვეყანას უკვე 25 წელია. საქართველო დაძაბულ გეოპოლიტიკურ რეგიონში მდებარეობს, სადაც იკვეთება უამრავი ინტერესი, მათგან ერთ-ერთი უმთავრესი თურქეთია, მით უმეტეს, თუ გავითვალლისწინებთ დავითოღლუს დოქტრინას ოსმალეთის იმპერიის აღორძინების შესახებ, რომლის მიხედვითაც მთელი რიგი ჩვენი (და არა მხოლოდ ჩვენი) ტერიტორიები თურქეთის შემადგენლობაში მოიაზრება. ამიტომ, ამ საკითხთან მიმართებაში დიდი დაფიქრება გვმართებს..." 

ნიუსფრონტი

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 9 ნოემბერი, 
ბადრი ნაჭყებია, ტერორიზმის და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრი: "კი, ბატონო, აი, ეს ლაპარაკი იგივე თავდაცვის მინისტრის განცხადება ბათუმთან დაკავშირებით, ეს ხო რეალობაა და ღარიბაშვილის უწყებამ გააკეთა მემგონი განცხადება. ნუ ეს განცხადება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ თურქეთმა თქვა, რო მას ყოველთვის ექნება პრეტენზიები მის უახლოეს ტერიტორიებზე და ჩამოთვალა იქითკენ ბულგარეთი, საბერძნეთი, სალონიკი, აი ეს ტერიტორია თურქმანული ტერიტორია სირიაში და მათ შორის იყო ჩვენი ბათუმი და აჭარა".

ასავალ-დასავალი, 4 -10 ნოემბერი
თამაზ ბაკურიძე, „ჩვენი უფლებებისთვის“: „თურქეთს აჭარაზე პოლიტიკური პრეტენზია აქვს, რასაც ჯერჯერობით ეკონომიკური ინტერესით ნიღბავს... იმ შემთხვევაში, თუ ბათუმს დაემუქრება შიდა ან გარე საფრთხე, თურქეთს ბათუმის პორტში თავისი სამხედრო ძალების შემოყვანა შეუძლია!

ანდა რად უნდა ყარსის ხელშეკრულების ამოქმედება, როცა გუშინწინ ბათუმიდან გავიდა ამერიკული კრეისერი და მის ნაცვლად შემოვიდა ნატო-ს ორი ხომალდი, რომლებზეც თურქეთის დროშები ფრიალებდა?! ნატო-ს ეგიდით იქნება თუ დამოუკიდებელი სახლმწიფოს ეგიდით, თურქეთს, როცა უნდა ბათუმში შემოვა და აჭარას დაიკავებს! ვაღიაროთ და სიმართლეს თვალი გავუსწოროთ - აჭარა, ფაქტობრივად, თურქეთის ხელშია!“

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

პოლიტიკოსები

ასავალ-დასავალი, 4 -10 ნოემბერი
ლევან ჩაჩუა, ქართული იდეა: „ცოტა ხანიც და ჩამოსული მუსლიმანები, რომლებიც ყიდულობენ ბინებს საქართველოში, ქართველებზე მეტნი გახდებიან.“
„ახალი თაობა“

საზოგადოება

ობიექტივი, ღამის სტუდია, 1 ნოემბერი
ლაშა ცაიშვილი, თეოლოგი: „ამ ხელისუფლებამ საკანონმდებლო დონეზე ყველა კონფესიასთან გაათნაბრა ჩვენი ეკლესია, რითაც ისტორიული სამართლიანობა დაირღვა იმიტომ, რომ არ შეიძლება ის ეკლესია გაუთნაბრო პატივით იმ ეკლესიებს „ბრჭყალებში“ რომლებსაც მე-19, მე-20 საუკინის ისტორია აქვთ მხოლოდ და ჩვენი ეკლესია კიდე მთელი ისტორიის განმავლობაში მოყვება საქართველოს...“

ჰომოფობია

პოლიტიკოსები

საზოგადოებრივი მაუწყებელი, მოამბე, 6 ნოემბერი
ზვიად ძიძიგური, ქართული ოცნება: „მე, როგორც კონსერვატორი და კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელი ვარ კატეგორიული მოწინააღმდეგე, რომ სექსუალური უმცირესობების ცხოვრების შევიწროვება მოხდეს და ასევე ვარ კატეგორიული წინააღმდეგი, რომ მოხდეს პროპაგანდა მათი ცხოვრების წესის.“

ინტერპრესნიუსი, 5 ნოემბერი
გია ვოლსკი, ქართული ოცნება: „ჩემი განწყობა არის ის, რომ მკაცრად უნდა დავიცვათ ანტიდისკრიმინაციული კანონი, ამავდროულად მე არანაირად არ ვუჭერ მხარს ასეთი ფილმებით [“და ჩვენ ვიცეკვეთ] გარკვეული ცხოვრების წესის პროპაგანდას. არსებობს დამკვიდრებული, ტრადიციული ურთიერთობები საზოგადოებაში და ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი.

ობიექტივი, ღამის სტუდია, 8 ნოემბერი
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „ფილმი [და ჩვენ ვიცეკვეთ], რომელიც მიდის მავნებლობა და უდიდესი ზიანია და პრინციპში შეურაცხყოფაც არის... უნდა იყოს კანონი რომელიც... ლგბტ პროპაგანდას კრძალავს და აგიტაციას. ესეთი კანონი უნდა არსებობდეს და ყველაფერი დალაგდება. ასეთი ფილმები არ უნდა გადიოდეს არავითრ შემთხვევაში... ხელისუფელბის შეცვლა არის და ხელისუფლებაში მოსვლა, ერთდერთი გამოსწორება ამ გზის, როდესაც აიკრძალება პროპაგანდა.

კავკასია, ბარიერი, 7 ნოემბერი
ბესიკ დანელია, ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა: „ის, რაც ზუსტად იცის ადამიანმა, რომ არის გარყვნილება, ის, რასაც მთელი მსოფლიო, 200 წლის მანძილზე ავადმყოფობას ეძახდა, ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაცია…  მაგრამ დადგენილია, რომ ეს გენეტიკურად, დაბადებით არავინ არ არის გეი, არავინ არ არის ჰომოსექსუალი.“

ასავალ-დასავალი, 11 -17 ნოემბერი
თემურ შაშიაშვილი, თეთრები: „კონფლიქტი გეი-აქტივისტებსა და ტრადიციულ ქართველებს შორის იმიტომ კი არ მძვინვარებს, რომ ჰომოსექსუალები გარყვნილები არიან, ამ დაპირისპირების საფუძველი მდგომარეობს იმაში, რომ გეებს სურთ, მთელი საქართველო გეი გახადონ! ცხადია, ეს არ მოხდება... საქართველოს უბედურება დაიწყო მას შემდეგ რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო. ზუსტად ვიცით, რომ 2013 წლის 17 მაისის აქციის შემდეგ როცა ტელევიზიები ქართველ სასულიერო პირს ტაბურეტით ხელში გვიჩვენებდნენ, უცხოეთიდან ქართველი მამათმავლების დაფინანსება გაასმაგდა!“

ასავალ-დასავალი, 18 – 24 ნოემბერი
ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: „ეს გაერთიანებული ოპოზიცია კი არა, ლგბტ პარადია! ნახეთ, ვინ შეიკრიბნენ ნაცბანდისა და ბოკერიას სექტის გარშემო - გეი-პარადის ჩატარების მომხრეები და გეი-ფილმების ტაშისმკვრელები! ვინც დედამ დაწყევლა, ვინც პატრიარქსა და ეკლესიას ებრძვის, ყველამ ამ ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციაში და მის გარშემო მოიყარა თავი!“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 24 ნოემბერი
ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი: „იქ [პარლამენტის წინ აქციაზე] მოღალატეების მეტი რა არის და იქ დგანან ახალგაზრდებიც, რომლებიც გეი აღლუმის ინიციატორები იყვნენ და სათავეში ამ მოძრაობას ისინი უდგანან ახლა. თქვენ თუ გახსოვთ ეხლა ივნისში რომ [ლგბტ კვირეული]... მერე ჩვენც იძულებული გავხდით, რომ ხალხი გამოგვეყვანა, რომ ეს არ დაგვეშვა.“

მედია

ობიექტივი, ღამის სტუდია-ყველას გასაგონად, 12 ნოემბერი
ვალერი კვარაცხელია, წამყვანი: „აქ ლაპარაკია იმაზე, რომ აი, ჩვენ გვაქვს ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც აუცილებლად უნდა არსებობდეს. დისკრიმინაცია არ შეიძლება. არ შეიძლება ეროვნული ნიშნით დისკრიმინაცია, რასობრივი ნიშნით დისკრიმინაცია, ქონებრივი ცენზით დისკრიმინაცია, თანამდებობრივი და, ათასი რამეა დისკრიმინაციის სფერო, სადაც შეიძლება დისკრიმინაცია განხორციელდეს. ეს დაუშვებელი უნდა იყოს, მაგრამ ამ ჩამონათვალში რომ შეიყვანე ეს ამბავი, რასაც ქვია ელგებეტე და მამათმავლობა და გადაგვარებული სქესობრივი ურთიერთობები და ასე შემდეგ, აი, ეს იწვევს, რაც იწვევს საკანონმდებლო ბაზის თვალსაზრისით, ამგვარი, არა ამგვარი კონტინგენტის დაცვას მარტო, არამედ უფრო მეტად ამ პროპაგანდისტების დაცვას.“

ასავალ-დასავალი, 18 – 24 ნოემბერი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „არადა, ეს ფილმი ხომ უბრალოდ გეი-ფილმი არ არის?! ეს ხომ კარგად ჩაფიქრებული ანტიქართული პროპაგანდისტული დივერსიაა, რათა მიზანმიმართულად წაბილწონ ქართველთათვის ყველაფერი წმინდა - ტრადიციული ოჯახი, ქართული ცეკვა, ჩოხა, ეკლესია, მართლმადიდებლობა!... ქართულ სიწმინდეზე - ჩოხაზე სპერმით მოწუწავე მამათმავლური „ხელოვნება“ - აი, ეს არის ამ რუსუდან ცირეკიძის [მსახიობის დედა], მისი ბელადის და სრულიად ნაცმოს რეალური არსი.“

საქართველო და მსოფლიო, 13 ნოემბერი,
დავით მხეიძე, ავტორი: "... პირველ რიგში, სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონი და ასევე სასწრაფოდ უნდა მივიღოთ ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონი; სწორედ ისეთი, როგორიც რამდენიმე წლის წინათ მიიღო ერთმორწმუნე რუსეთმა.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ინტერპრესნიუსი, 6 ნოემბერი
დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი: „ამ ფილმის ჩვენების წინააღმდეგ ლეგიტიმურ პროტესტს გააჩნია ორი ასპექტი - ერთი მორალური, მეორე წმინდა სამართლებრივი. მორალური თვალსაზრისით, ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ქართული ფოლკროლის ფლაგმანი, ცეკვა არის ხელშეუხებელი ისეთი ბილწი ხელყოფისგან, რომელიც დაკავშირებულია გეი დრამის შესრულებასთან, რასაც აქვს ადგილი ამ შემთხვევაში ლევან აკინის ფილმში. ეს იწვევს ღირებულებათა მსხვრევას განსაკუთრებით მომავალ თაობებში, ქართულ ცეკვაზე მოსიარულე ბავშვებისთვის ეს არის დიდი ტრავმა.“

ინტერპრესნიუსი, 8 ნოემბერი
გურამ ფალავანდიშვილი, ბავშვთა უფლებათა დაცვის ორგანიზაცია: „„გამოვაღებ კარს და გამოვრთავ ფილმს, არ დავუშვებთ, რომ დღეს კინო-თეატრებში ფილმი გავიდეს. ფილმი, რომ კატების წამებაზე იყოს ხომ ყველა დაირაზმებოდით? რატომ მიეჩვიეთ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას? ვინც დავრჩით, ისინი მზად ვართ, რომ ეს აღვირახსნილი ფილმი ფართო საზოგადოებამ არ ნახოს. პიკეტირებას მოვახდენთ, კინო- თეატრის შესასვლელში ჩავჯდები და არავის გავუშვებ. დამერწმუნეთ, ძალიან ბევრი ვართ. ყველა კანონიერ გზას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ეს ფილმი ხალხმა არ ნახოს. ჩვენი მხარდამჭერები მოდიან საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან. მარტო 1 500 კაცი სამეგრელოდან მოდის. ამ ფილმის გაშვება არის საშინილება".

ასავალ-დასავალი, 4 -10 ნოემბერი
სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: „ეს არის მამათმავლობისა და პედერასტიის უბინძურესი პროპაგანდა… თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს გეი-ფილმი [და ჩვენ ვცეკვავთ] არის ჩვენი ათასწლოვანი კულტურის, ხელოვნების, ცეკვისა და, მთლიანად, ქართველი ერის შეურაცხყოფა!

ამ ფილმის ჩვენება კინოთეატრებში დაახლოებით იგივეა (თუ უარესიც - არა!), რაც თბილისის გეი-პრაიდის ჩატარება! „ქართულმა მარშმა“ ქართველ პატრიოტებთან ერთად ჩაშალა გეი-პრაიდი და ამ გეი-ფილმის ჩვენებასაც აუცილებლად ჩავშლით!... ჩვენ მივმართავთ საპატრიარქოსაც, რომ არ დაუშვას ეს სიბილწე საქართველოს დედაქალაქში თუ აჭარაში და მოახდინოს მრევლის მობილიზაცია!... მე ერთი რამ ვიცი: საქართველოში პედერასტია ვერასოდეს გაილაღებს!

ქართველი ხალხი არასოდეს დაუშვებს!“

საზოგადეოებრივი მაუწყებელი, მოამბე, 8 ნოემბერი
გია კორკოტაშვილი, ქართული მისია: „საქართველოში სოდომ-გომორის ცოდვის პროპაგანდა არ შედგება, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს.“

ასავალ-დასავალი, 11 -17 ნოემბერი
ნიკოლოზ მჟვანაძე, უფლებადამცველთ გაერთიანება: „როგრო გინდა საქართველოსკენ მოახედო აფხაზი და ოსი, როცა ქვეყანა მამათმავლებით აივსო და „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ გადამკიდე ირგვლივ ყველაფერი ყარს? ცოტა ხნის წინათ სოხუმში აფხაზებმა სცემეს შოტლანდიელები, რომლებსაც თავიანთი ეროვნული სამოსი - კილტები ემოსათ. აფხაზებს ისინი მამათმავლები ეგონათ და თავ-პირი დაალეწეს. აი, ასეთი მენტალობის ხალხი ჩვენთან ცხოვრებას მოინდომებს?“

სასულიერო პირები

საზოგადოებრივი მაუწყებელი, მოამბე, 5 ნოემბერი
ანდრია ჯაღმაიძე, საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი: „ეკლესია მუდამ წინააღმდეგი არის გარყვნილების პროპაგანდის. ანალოგიური დამოკიდებულება გვაქვს ამ შემთხვევაშიც, რადგანაც ვიცით რა შინაარსი ამ ფილმისა [“და ჩვენ ვიცეკვეთ"], ვხედავთ, რომ ეს არის სრულ წინააღმდეგობაში იმასთნ, რასაც ქადაგებს ქრისტიანობა.“

რეზონანსი, 8 ნოემბერი
ბასილ იაშაღაშვილი, სასულიერო პირი: „ამ ფილმის მიზანია, რომ ერთნაირსქესიან ადამიანებში ვნებიანი ლტოლვა დანერგოს და წარმოაჩინოს, რომ ეს ბუნებრივი და ნორმალურია. ეს არის მამათმავლობის პროპაგანდა. მთავრობას და მედიას მოვუწოდებთ, ხელი შეუშალონ ამ ფილმის ჩვენებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ხელს შეუწყობენ ახალგაზრდობის გახრწნას. კარგია, რომ საზოგადოება პროტესტს გამოთქვამს და აქცია უნდა მოაწყონ კინოთეატრების წინ. მე მივალ აქციაზე და დავდგები იქ. მოვუწოდებ მშობლებს, ნუ გაუშვებენ ამ ფილმის ჩვენებაზე თავიანთ შვილებს. პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა არ მიმაჩნია სწორად, იქ მისვლაც საკმარისი იქნება".

საზოგადოებრივი მაუწყებელი, მოამბე, 5 ნოემბერი
ანდრია ჯაღმაიძე, საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი: „ეკლესია მუდამ წინააღმდეგი არის გარყვნილების პროპაგანდის. ანალოგიური დამოკიდებულება გვაქვს ამ შემთხვევაშიც, რადგანაც ვიცით რა შინაარსი ამ ფილმისა [“და ჩვენ ვიცეკვეთ"], ვხედავთ, რომ ეს არის სრულ წინააღმდეგობაში იმასთნ, რასაც ქადაგებს ქრისტიანობა.“

საზოგადოება

რეზონანსი, 11 ნოემბერი
დავით ნემსაძე, ემიგრანტი: „მამათლავლური ფილმის ფსევდორეჟისორმა, ვინმე [ლევან] აკინმა, გააჟღერა, რომ ნინო სუხიშვილი გაეროს კეთილი ნების ელჩი აღარ არის, რომ ჰომოფობიური განცხადებების გამო დაგითხოვეს... ასეთ მიხვრა-მოხვრას, რაც ეროვნულ ცეკვაში გვაქვს, ამ არტიკულაციას პედერასტი ვერასოდეს შექმნის.“

ასავალ-დასავალი, 11 -17 ნოემბერი
ლევან ვასაძე, ბიზნესმენი: „მთელი კავკასია დაგვცინის, ყველამ აბუჩდ აგვიგდო, ქართველები გაპედარასტდნენო, იძახიან. ყველა პოლიტიკოსს, ვინც მიკიბულ-მოკიბულად გველაპარაკება რაღაც გამოხატვის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე, მინდა, აქედან ვუთხრა - თქვე გაუნათლებელო ქაჯებო!“
"მარშალპრესი"

იმედი, ქრონიკა, 8 ნოემბერი,
აქციის მონაწილე: "ვაპროტესტებთ ამ გეიპორნო ფილმს, რომელიც არი პროპაგანდა ჩვენი აზრით და ამას ვგმობთ და მაგიტო ვართ აქ, რო არ გვინდა ეს არატრადიციული ორიენტაცია დამკვიდრდეს ქვეყანაში და რაღაც მისაღები გახდეს".

იმედი, ქრონიკა, 8 ნოემბერი,
ლაშა ხეცურიანი, აქციის მონაწილე: "ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რო არ ჩავატარებინოთ ეს გარყვნილი პროპაგანდა, ეს გარყვნილი გეიფილმი".

ანტიდასავლური განწყობები

სასულიერო პირები

მთავარი არხი, პოსტ ფაქტუმი, 3 ნოემბერი,
იოანე გამრეკელი, ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტი: „ანტიქრისტიანულია ადამიანის უფლებების დაცვის საბაბით, შემწყნარებლობის ნიღბით არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდა ე.წ. ევროპული ღირებულებები პათოლოგიური გადახრის დაკანონებას ითხოვენ, პარადების მოწყობით საზოგადოებრივ ცნობიერებაზე ზემოქმედებენ... ღვთის განგებამ რუსეთის იმპერიის ფარგლებში მოქცევით ქართველი ერი ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინა. ერმა არათუ ენა და სარწმუნოება არ დაკარგა, არამედ თანამედროვე ქრისტიანული კულტურა შექმნა“.

ინტერპრესნიუსი, 8 ნოემბერი
დავით ლასურაშვილი, დეკანოზი: „დღეს ჩვენს ქვეყანაში რაც ხდება, არის აშკარა ფაქტი იმისა, რომ ამ ქვეყანაში უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები მოღვაწეობენ, სწორედ მათი პატრონაჟით ხორციელდება ეს ქმედებები, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინებას და ზოგადად, სოდომის ცოდვას ქადაგებენ და ამ ყველაფრის ტირაჟირებაზე არიან მორგებულნი".

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

Media Development Foundation

http://notophobia.ge/

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube

You received this email because you signed up on our website or made purchase from us.

Unsubscribe