26 იანვარი - 8 თებერვალი, 2021 |
|
|
|
|
მიმდინარე გამოცემის თემები
- საქართველოს მოქალაქეს, ზაზა გახელაძეს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლომ 12,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია
- საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა - მოლაპარაკებების გაგრძელების შესაძლებლობა ისევ ძალაშია
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სკანდალურ "Motor Sich"-ს შორის გაფორმებული მემორანდუმი
|
|
|
|
|
|
პოლიტიკის უახლესი მოვლენები |
|
|
|
საქართველოს მოქალაქეს, ზაზა გახელაძეს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლომ 12,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
|
|
|
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, ზაზა გახელაძეს, სამართალდამცავების განზრახ მკვლელობის მცდელობისა და საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გახელაძეს, რომელიც საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალას მკვიდრია, გასული წლის ივლისში საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა მიაყენეს, დააკავეს და შემდეგ ცხინვალის საპატიმროში გადაიყვანეს.
ქართულმა მხარემ, ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, საოკუპაციო რეჟიმის ქმედება დაგმო და დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივი განთავისუფლება მოითხოვა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით “უკიდურესი შეშფოთება” გამოხატა და დე-ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილება ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციად შეაფასა - “აღნიშნული უკანონო გადაწყვეტილება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული გეგმების რეალურ გამოხატულებას საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით… მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ პროვოკაციას და ქმედითი ზომები მიიღონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად”.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, ზაზა გახელაძის დაუყონებლივ განთავისუფლების შესახებ ევროკავშირის ოფიციალური მოწოდება გაავრცელა და რუსეთის ფედერაციას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების შესაბამისად, მისი პასუხისმგებლობის შესახებაც შეახსენა. ლიტვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები მომხდარს ტვიტერის საშუალებით გამოეხმაურნენ და საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები მკაცრად დაგმეს.
აშშ-ის საელჩომ საქართველოში გახელაძისთვის პატიმრობის მისჯა შეაფასა, როგორც “კიდევ ერთი მაგალითი რუსეთის მცდელობებისა, უკანონოდ გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს რეგიონები: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი” და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას “უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება”.
|
|
|
|
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია
|
|
|
|
28 იანვარს თბილისს ოფიციალური ვიზიტით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მუჰამედ ჯავად ზარიფი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ირანის უმაღლესმა დიპლომატმა შეხვედრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართა. ამასთან, მინისტრი ზარიფი თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს, კორონავირუსით ინფიცირების გამო, ტელეფონით ესაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახურის განცხადების მიხედვით, „შეხვედრისას მუჰამედ ჯავად ზარიფმა ირანის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა“, ხოლო პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „ირანელ სტუმართან რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი და ახალი მნიშვნელოვანი შესაძლებლობები განიხილა, რომელთა გამოყენებაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას“.
თავის მხრივ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირების დასრულება რეგიონული თანამშრომლობის გაზრდის შესაძლებლობაა, რომლისგანაც სარგებელს ყველა მხარე მიიღებს. ამასთან, მინისტრმა ზარიფმა პრეზიდენტს „აღნიშნულ საკითხზე რეგიონის ქვეყნებთან წარმოებული მოლაპარაკებების შესახებ“ ინფორმაცია გააცნო.
ჯავად ზარიფის საქართველოში ვიზიტს წინ კავკასიის პლატფორმაში საქართველოს ჩართულობის შესახებ სალომე ზურაბიშვილის განცხადება უძღვოდა. აღნიშნული ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა გააჟღერა და ის ექვსი რეგიონული სახელმწიფოს, თურქეთის, რუსეთის, ირანის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის, „ყველასთვის მომგებიანი შედეგების მისაღწევად თანამშრომლობას გულისხმობს, რომელიც დასავლელი აქტორების ჩართულობის გარეშე განხორციელდება. განცხადებას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე განთავსდა და მწვავე კრიტიკის საგანი გახდა, მალევე პრეზიდენტის დამაზუსტებელი განმარტება მოჰყვა, სადაც ის ამტკიცებდა, რომ მის განცხადებას ერდოღანის ინიციატივასთან საერთო არაფერი ჰქონდა და ზურაბიშვილის ადრეულ სამშვიდობო ინიციატივებს ეხმაურებოდა.
|
|
|
|
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა - მოლაპარაკებების გაგრძელების შესაძლებლობა ისევ ძალაშია
|
|
|
|
2021 წლის 2 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა საგაზაფხულო სესია გახსნა, სადაც სხდომის დღის წესრიგში მთავარი საკითხი იმ 51 ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატის შეჩერება იყო, რომლებიც ამტკიცებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და პროტესტის ნიშნად საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. „ქართულმა ოცნებამ”, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის წესების დარღვევით, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა.
(ეს არის წინა გამოცემაში აღწერილი ამბის გაგრძელება, სრული ინფორმაციის მისაღებად იხილეთ საქართველოს გუშაგის წინა გამოცემები)
|
|
|
|
დეზინფორმაციის მონიტორინგი |
|
|
|
2021 წლის 20 იანვარს ყოფილმა დეპუტატმა დემურ გიორხელიძემ გამოაქვეყნა რუკის ფოტოსურათი, რომლის საშუალებითაც ამტკიცებდა, რომ 1920 წელს ერთა ლიგამ საქართველო სწორედ ამ საზღვრებში სცნო. ფოტოზე ასევე მოიცავდა წარწერას, რომ ეს ფრანგულენოვანი რუკა აქამდე უცნობი იყო და გერმანიაში გოტინგენის ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს. წარმოდგენილ რუკაზე ასახული იყო საქართველოს ისტორიული ტერიტორიები, როგორიცაა ართვინი და არდაგანი, იმ პერიოდში სადავო ტერიტორია - ზაქათალა და ნეიტრალური ლორე, ამასთანავე ტერიტორიები, რომლებსაც საქართველო არ აკონტროლებდა - ლაზისტანი და თანამედროვე რიზეს სამხრეთი. ქართულმა დელეგაციამ აღნიშნული რუკა ერთა ლიგის სამშვიდობო კონფერენციაზე პარიზში წარადგინა და საქართველოს აღიარება სწორედ ამ საზღვრებში მოითხოვა, თუმცა ერთა ლიგამ საქართველო ამ რუკის საზღვრების შესაბამისად არ აღიარა და განაცხადა, რომ ქვეყანას საზღვრების საკითხი მოგვარებული არ ჰქონდა. “მითების დეტექტორმა” აღმოაჩინა, რომ რუკის აღიარებაზე მცდარ ინფორმაციას 2015 წელს reportiori.ge-ც აქვეყნებდა
|
|
|
|
28 იანვარს ტვ პირველის გადაცემაში “რეაქცია” კარტოგრაფმა ივერი მელაშვილმა, რომელიც წინასწარი პატიმრობიდან გირაოთი გათავისუფლდა, სხვა საკითხებთან ერთად საზღვრის სადავო მონაკვეთის დადგენის პროცესიც განიხილა. სხვადასხვა მედია საშუალებებმა და პოლიტიკურმა აქტორებმა გადაცემიდან მხოლოდ ერთი ფრაგმენტი ამოჭრეს და ფართოდ გაავრცელეს. აღნიშნული ვიდეონაწყვეტი მოიცავდა წინადადებას “როგორ არის შენი, როცა არ არის შენი”, რაც შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ მელაშვილი დავითგარეჯის კუთვნილებას სრულად უარყოფდა. მოგვიანებით, ივერი მელაშვილმა ახსნა, რომ ის საუბრობდა მონასტრის სამართლებრივ და არა ისტორიულ სტატუსზე, ასევე ხაზი გაუსვა მოლაპარაკებების მნიშვნელობას, რომელიც შესაძლოა მეზობელ ქვეყანასთან, დავითგარეჯის გარშემო შექმნილი აურზაურის შემდეგ, დაზიანდეს. “მითების დეტექტორმა” ივერი მელაშვილის წინააღმდეგ კოორდინირებული კამპანია გამოავლინა, რომელიც მელაშვილის ციტატებს მანიპულაციურად იყენებდა, რათა კარტოგრაფის დისკრედიტაცია მოეხდინა და ის სამშობლოს მოღალატედ წარმოეჩინა. დისკრედიტაციის კამპანიაში ჩართულები იყვნენ სახელისუფლებო, პრო-რუსული, ულტრამემარჯვენე აქტორები, სამღვდელოება და ზოგიერთი ე.წ. ქლიქბეით საიტები, რომლებსაც IP მისამართები რუსეთში ჰქონდათ.
|
|
|
|
1-3 თებერვალს ვიდეოები, რომლებშიც სხვადასხვა ქვეყნების ვაქცინაცია იყო ნაჩვენები, სოციალურ მედიაში ანტი-ვაქსერი აქტივისტების მიერ ვირუსულად გავრცელდა, როგორც თაღლითობის მტკიცებულება. მაგალითისთვის, ზოგიერთი ვიდეო აჩვენებდა, რომ აცრის შემდეგ ექთანს ხელში მხოლოდ შპრიცი ეჭირა, ნემსის გარეშე. სხვა ვიდეოკადრები ასევე აჩვენებდა ექთნებს, რომლებსაც ვაქცინაციის დროს უსაფრთხოების შპრიცები უჭირავთ. კიდევ ერთი ვიდეო ბრაზილიაში ჯანდაცვის მრჩეველს აცრის დროს ასახავდა. “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა ვიდეოები და გამოავლინა, რომ ისინი მანიპულაციას წარმოადგენს, რომლებიც ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს იმუნიზაცია დადგმულია და ადამიანები ვაქცინას რეალურად არ იკეთებენ. ვიდეოების დეტალური გაქარწყლების სანახავად გაეცანით “მითების დეტექტორის” პუბლიკაციას.
|
|
|
|
გამოაშკარავება და საჯარო კრიტიკა |
|
|
|
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სკანდალურ "Motor Sich"-ს შორის გაფორმებული მემორანდუმი
|
|
|
|
2021 წლის იანვარში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა ჩინეთის საკუთრებაში მყოფ უკრაინულ სამხედრო-სამრეწველო კომპანია "Motor Sich" - ის დელეგაციას, რომელიც პასუხისმგებელია სხვადასხვა სახის თვითმფრინავების ძრავების წარმოებაზე და უამრავ სკანდალსა და საეჭვო საქმიანობაშია გახვეული. ვიზიტის ფარგლებში, ”Motor Sich” - მა ხელი მოაწერასამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ DELTA- სა და თბილისის საავიაციო ქარხანა “სს თბილავიამშენთან”. ”Motor Sich- თან თანამშრომლობა სამხედრო მრეწველობის განვითარებასა და თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატების მოდერნიზებას ისახავს მიზნად. აღნიშნული საწარმო თავდაცვის ძალების კუთვნილი შვეულმფრენების ძრავებისა და რედუქტორების შეკეთებაზე უკვე მუშაობს. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას კომპანიის ხელმძღვანელი, "Motor Sich" - ის პრეზიდენტი… ვიაჩესლავ ბოგუსლაევი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, სსსტც "დელტას" დირექტორი ზურაბ აზარაშვილი და Motor Sich- ის წარმომადგენლები დაესწრნენ. "- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
|
|
|
|
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სკანდალურ "Motor Sich"-ს შორის გაფორმებული მემორანდუმი
|
|
|
|
2021 წლის იანვარში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა ჩინეთის საკუთრებაში მყოფ უკრაინულ სამხედრო-სამრეწველო კომპანია "Motor Sich" - ის დელეგაციას, რომელიც პასუხისმგებელია სხვადასხვა სახის თვითმფრინავების ძრავების წარმოებაზე და უამრავ სკანდალსა და საეჭვო საქმიანობაშია გახვეული. ვიზიტის ფარგლებში, ”Motor Sich” - მა ხელი მოაწერა სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ DELTA- სა და თბილისის საავიაციო ქარხანა “სს თბილავიამშენთან”. ”Motor Sich- თან თანამშრომლობა სამხედრო მრეწველობის განვითარებასა და თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატების მოდერნიზებას ისახავს მიზნად. აღნიშნული საწარმო თავდაცვის ძალების კუთვნილი შვეულმფრენების ძრავებისა და რედუქტორების შეკეთებაზე უკვე მუშაობს. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას კომპანიის ხელმძღვანელი, "Motor Sich" - ის პრეზიდენტი… ვიაჩესლავ ბოგუსლაევი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, სსსტც "დელტას" დირექტორი ზურაბ აზარაშვილი და Motor Sich- ის წარმომადგენლები დაესწრნენ. " ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
|
|
|
|
2017 წელს უკრაინის სასამართლომ გაყინა "Motor Sich" -ის აქციები, რადგან 2016 წელს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ვიაჩესლავ ბოგუსლაევი კომპანიის წილის 56% -ის ჩინელი ინვესტორებისთვის უკანონოდ მიყიდვაში დაადანაშაულა. 2019 წელს უკრაინის დაზვერვის სამსახურმა ახალი გამოძიება წამოიწყო და დონბასში „Motor Sich“ –ის ქარხნის აღმასრულებელი ხელმძღვანელები „ტერორიზმის დაფინანსებაში“ ამხილა, რაც გამოიხატა კონფლიქტურ რეგიონში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო ძალებისთვის უკანონო ფინანსულ ტრანზაქციებში. 2021 წლის 14 იანვარს ამერიკის სავაჭრო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული კომპანიების ჩამონათვალს დაემატა ჩინური Skyrizon Aviation Industry Investment Co. Ltd ("Motor Sich" - ის მშობელი კომპანია). 29 იანვარს პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას კომპანიის ჩინელი მფლობელების მიმართ ახალი სანქციების დაწესების შესახებ. "Motor Sich"-ის სახელი ასევე ფიგურირებს ნიგერიასა და ინდოეთში რამდენიმე სკანდალურ საქმეში. ყველაფრისდა მიუხედავად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას ან განზრახ ხუჭავს თვალს კომპანიის ცუდ რეპუტაციაზე ამავე კომპანიის კორუმპირებული მფლობელების მასპინძლობისას და მათთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისას.
|
|
|
|
სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივები |
|
|
|
28 იანვარს, სამოქალაქო იდეამ გამოაქვეყნა მორიგი ანგარიში სახელწოდებით, ”საგანგებოობანას ვირუსი, ნაწილი II”, რომელიც ეხება ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხებს, უთანასწორობისა და რასიზმის პრობლემებს ქართულ საზოგადოებაში, COVID-19 პანდემიის დროს. ანგარიში ძირითადად ეყრდნობა საქართველოში აზერბაიჯანულ თემთან დაკავშირებულ ფაქტებსა და მაგალითებს. იგი განიხილავს ენის უცოდინრობის პრობლემას, უმცირესობის ინტეგრაციის დაბალ დონეს, რომელიც აისახება სახელმწიფო ხელისუფლებისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობაში, ეთნორელიგიური ნაციონალიზმის ნარატივს, რომლის გადალახვაც საქართველომ ვერ შეძლო.
|
|
|
|
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელშიც ასახულია ქართველი რესპოდენტების დამოკიდებულება საკითხების ფართო სპექტრის მიმართ, როგორიცაა ეროვნული და ეკონომიკური საკითხები, მთავრობის პოლიტიკა COVID-19-თან მიმართებით, NATO-სა და ევროკავშირთან (EU), ასევე, სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობასთან დაკავშირებით. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც 2020 წლის ივნისის კვლევასთან შედარებით 4%-ით მაღალი მაჩვენებელია. ხოლო, მოსახლეობის 74% ემხრობა NATO-ში ინტეგრაციას, 5%-იანი ზრდა 2020 წლის ივნისთან შედარებით. რესპოდენტების 82% თანხმდება, რომ „იმისათვის, რომ საქართველოს ახალმა პარლამენტმა წარმოადგინოს ჩემნაირი ადამიანების ინტერესი, საჭიროა ყველა პოლიტიკური პარტიის თანამშრომლობა’’.
|
|
|
|
2 თებერვალს მედიის განვითარების ფონდმა (MDF) „ანეკდოტური მტკიცებულებების კვლევა 2020-ის” ონლაინ პრეზენტაცია გამართა. ეს ორგანიზაციის მიერ ჩატარებული მეორე გამოკითხვაა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივ აღქმებზე დეზინფორმაციის გავლენის შესწავლას და იმის იდენტიფიკაციას, თუ რომელი ყალბი მტკიცებები და კონსპირაციები არის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ყველაზე მეტად გავრცელებული. ეს კონკრეტული კითხვარი ასევე მოიცავდა საზოგადოებრივ განწყობებს საგარეო პოლიტიკის საკითხების, COVID-19-ის პანდემიისა და ვაქცინაციის მიმართ.
|
|
|
|
ევროპული ღირებულებების ცენტრი უსაფრთხოების პოლიტიკისთვის (EVC) 18 თებერვალს უმასპინძლებს ონლაინ დისკუსიას თემაზე - „საქართველოში უცხოური გავლენების ანალიზი’’. შეხვედრა გაიმართება ატლანტიკური საბჭოს DRFLab-თან, სამოქალაქო იდეასთან, მედიის განვითარების ფონდსა (MDF) და საქართველოს რეფორმების ასოციაციასთან (GRASS) თანამშრომლობით. დისკუსიის მიზანია, ყურადღება პრობლემების ფართო სპექტრზე გაამახვილოს, რომლებიც განხილულია ორგანიზაციის ახალ ანგარიშში, მიმოიხილოს რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპონსორობით განხორციელებული კამპანიები და აქტივობები. დისკუსიის საპატიო სტუმარი იქნება ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბატონი პეტს მიკისკა. ონლაინ შეხვედრა გაიმართება 18 თებერვალს, ცენტრალური ევროპის დროით (CET) 15:00 საათზე, თბილისის დროით 18:00 საათზე. შეხვედრის ლინკი იხილეთ აქ .
|
|
|
|
იხილეთ ამ დროისთვის გამოქვეყნებული GWB-ის ყველა პუბლიკაცია აქ.
|
|
|
|
|