MDF
#5, 1-31 მაისი, 2018

ჰომოფობია

პოლიტიკოსები

იმედი, ქრონიკა, 18 მაისი, რუსთავი 2, კურიერი, 18 მაისი, მარშალპრესი, 19 მაისი, ნეტგაზეთი, 18 მაისი, ინტერპრესნიუსი, 18 მაისი,
კობა ლურსმანაშვილი, ქართული ოცნება: “რა თქმა უნდა, ესეც უნდა იყოს, უფლება დაცული, როგორც  მომხმარებლების, ასევე სხვადასხვა უმცირესობების ჩვენს საზოგადოებაში, მაგრამ, როგორც მოქალაქე, ცხადია, მე ვითხოვ კატეგორიულად იყოს დაცული საზოგადოების ინტერესები, იმ საზოგადოების, რომლის ინტერესებიც ხშირად ხდება სხვების მიერ ფეხქვეშ გათელილი სწორედაც, ნარკომანების, ნარკორეალიზატორების და პიდარასტების მიერ.”
http://www.myvideo.ge/v/3595090

რეზონანსი, 17 მაისი,
ზაზა პაპუაშვილი, ქართული ოცნება: "ახლა საფრანგეთში იძახდნენ: "მე შარლი ებდო ვარ", მე არ ვარ შარლი ებდო. შეიძლება, ასეთი ფორმულირება იყოს, თუ სახელმწიფოს შიგნით ნებისმიერი ასეთი ნაწარმოები იწვევს შუღლს, დაპირისპირებას, მე მგონი, შეიძლება ამის გარიდება ისევე, როგორც ადამიანის ქცევები - არავინ არავის სახლში არ უვარდება, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ვერ იტანენ ელგებეტე თემის პროპაგანდირებას, ნარკოტიკის თემის პროპაგანდირებასა და ასეთ უხამსობას და ლანძღვა-გინებას ხალხი ვერ ეგუება, შეიძლება, მცირერიცხოვანი ჯგუფი ძალადობს მრავალრიცხოვან ჯგუფზე".

მარშალპრესი, 16 მაისი,
ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: "გამოდის ისე, რომ უმცირესობის უმცირესობა ყოველთვის ჩაგრავს უმრავლესობას. როცა ეს უმცირესობის უმცირესობა ჯგუფები ჩვენგან ითხოვენ პატივისცემას და არა ძალადობრივ დამოკიდებულებას, კი ბატონო, ძალადობა მიუღებელია, მაგრამ ჩვენც ვითხოვთ პატივისცემას... უმრავლესობა უკვე შეურაცხყოფილია მუდმივი საუბრით ნარკოტიკების ლეგალიზაციაზე, ლგბტ თემის წარმომადგენლების მუდმივ აქციებზე. მე ლგბტ თემის არსებობას არ ვებრძვი, იყვნენ, იარსებონ, ეს მათი საქმეა. მე ვარ პროპაგანდის წინააღმდეგი. პროპაგანდას ვეძახი იმას, რომ ხდება ზეწოლა ჩვენზე, რომ “თუ არ ხარ ჩვენთან, ბნელი ხარ“".
ტელეკომპანია პირველი, რეაქცია

მედია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 17 მაისი
ბონდო მძინარაშვილი, წამყვანი: „[ლგბტ ადამიანები] ეს არის ახალი ადამიანი, თუ ახალი იდეოლოგია ადამიანებისთვის? ასეთი ადამიანები, დღეს რასაც ლგბტ-ს უწოდებენ ხომ, ნუ ეხლა მთლად ესე ტრანს რაღაცა, არ ვიცი ეხლა საქართველოში, მაგრამ სრულიად ბუნებრივია, ყველა ეპოქაში, ყველა პერიოდში არსებობდნენ. იყო სიტუაცია, როცა ყველამ იცოდა ადამიანის შესახებ, მაგრამ მას არავინ არ ეხებოდა იმიტომ, რომ ის არ ცდილობდა, რომ ვთქვათ, იგივე მეზობლის ბავშვები ჩაეთრია, გაერყვნა, ის არ მიისწრაფოდა სკოლისკენ, რომ გამხდარიყო მასწავლებელი, თუმცა შეიძლება მასწავლებლებს შორისაც იყო ეს, მაგრამ არ ჩანდა, აი ამას ვგულისხმობ, დღეს უკვე ეს ყველაფერი ამოვიდა ზემოთ და ყველა ითხოვს, რომ მე შემიძლია უნდა ვასწავლო, უნდა ვიყო სამხედრო მოსამსახურე და ასე შემდეგ“. 

ასავალ-დასავალი, 14-20 მაისი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „ბიოცისტერნას რევოლუცია“ არ მალავს, რომ 17 მაისს რუსთველის გამზირზე დიდი გეი-აღლუმის ჩატარებას გეგმავენ! აკი, პირდაპირ თქვეს მიტინგზე - 17 მაისი სწორედ აქ უნდა ავღნიშნოთო! ღმერთმა დაგვიფაროს, ესენი 17 მაისამდე იქ დარჩნენ!
პირდაპირ ვიტყვი: თუ ხელისუფლება ამ ნაგვისგან რუსთველს არ გაწმენდს, ამას 17 მაისამდე ქართველი ხალხი გააკეთებს!... დიახ, ყველა არაპედარასტი, არალიბერასტი და არანარკომანი ქართველი პატრიოტი, ანუ ათობით ათასი კაცი და ქალი 14 მაისს უნდა გამოვიდეს რუსთველზე და გაათავისუფლოს ნაგვისგან 9 აპრილის გმირთა სისხლით მორწყული წმინდა ადგილი!“

საქართველო და მსოფლიო, 17 მაისი
ბესო ბარბაქაძე, ჟურნალისტი: "ლაშა ბუღაძემ ხმამაღლა რომ განაცხადა, ეს არის არჩევანი რეგრესსა და პროგრესს შორის და ჩვენ პროგრესს ვირჩევთო. გამოდის, პროგრესია ქუჩაში ხალათიანი და კაბიანი კაცები; პროგრესია გოგონები, რომლებიც ერთმანეთს კოცნიან; პროგრესია ღამის კლუბებში არასრულწლოვანთა შეშვება და შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების სამსახურის მიერ მოგროვებული შპრიცები და პრეზერვატივები… ეს არის ბუღაძისეული პროგრესი და ესეც სახელმწიფოს ბრალია". 

ალია, 7-13 მაისი,
სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: „17 მაისს გეი აღლუმია დანიშნული და ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება, რომ გრანდიოზულად ჩაატარებინოს. „ქართული მარშის“ წევრები იმიტომ დააპატიმრეს, რომ ამ ბინძურ საქმეში ხელი არ შეეშალოთ... ჩვენ მაგათი [ხელისუფლების] მტრები ვართ და ეგენი სოროსის და სხვა ლიბერასტების ბინძური იდეების ქვეყანაში განმახორციელებლები.“

ალია, 14-20 მაისი,
გია კორკოტაშვილი, ქართული მისია: „[ქართულ ოცნებას] არც პატრიარქის გჯერათ, არც ღმერთის შიში გაქვთ, პიდარასტების დაკრულ სალამურზე ცეკვავთ. თქვენ ეგ თანამდებობები პაპითქვენის დატოვებული ხო არ გგონიათ!“

საქართველო და მსოფლიო, 31 მაისი  
გულბაათ რცხილაძე, ევრაზიის ინსტიტუტი: "მე პესიმისტურად ვარ განწყობილი, არ მინდა, თავი მოვიტყუო. საქართველოში კვლავ იქნება მუდმივი დესტაბილიზაცია, გასაჭირი და ქაოსი. ეს არის საქართველოს ბუნებრივი მდგომარეობა, როგორც იყო საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ მაშინ, ამ ყველაფერთან ერთად, იყო ვაჟკაცობაც და ხმლის ქნევაც, დღეს არის სოდომია და ნარკომანია". 

ასავალ-დასავალი, 14-20 მაისი
დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის რუსულ-ქართული ცენტრი: „ბრიტანულ ინტერნეტჟურნალში გამოქვეყნებულ მასალაში პირდაპირ არის იმაზე საუბარი, რომ „ბასიანში“ არსებობს ე.წ. ბნელი ოთახი, სადაც მამათმავლური სექსორგიები იმართება. კერძოდ სოროსისტული არასამთვრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ წარმომადგენელი, ვინმე ლევან ბერიანიძე ბრიტანულ ჟურნალისტთან საუბარში ამბობს, რომ კლუბ „ბასიანში“ ყველაფერია, რაც კი შეიძლება, გეიმ ღამით ისურვოს.“

საულიერო პირები

იმედი, ქრონიკა, 17 მაისი
დავით ლასურაშვილი, დეკანოზი: “ელგებეტე პროპაგანდა რომ აბსოლუტურად მიუღებელია, ამისათვის მოვედით ჩვენ აქ [17 მაისის კონტრაქცია]. ადამიანები, რომლებიც აფიშირებას უკეთებენ ყველაზე მძიმე ცოდვას, იმ ცოდვას, რომლის გამოც ყველაზე მეტად დაისაჯა კაცობრიობა აი, ამას ვაპროტესტებთ.“

ალია, 21 მაისი,
მელქისედეკ დეკანოსიძე, მიტროპოლიტი: “პატიოსანი კაცი მშიერი კვდება და ასე გარყვნილი, სოდომის ცოდვის მიმდევარი კი წახალისებული გვყავს - რატომ? იმიტომ, რომ ასე უფრო ბევრ ფულს მივიღებთ! იმიტომ, რომ ასეთები მუშაობენ წამყვან პოზიციებზე ყველგან! იმ პატიოსან ადამიანს კი სამსახურსაც არ აძლევენ!”

საზოგადოება

იბერია, თავისუფალი სივრცე, 4 მაისი
გივი სიხარულიძე, მსახიობი: „ლესბოსელს რომ ცემდნენ ან რაღაცა, გადავეფარები, მაგრამ, ჩემო კარგო, როცა შენ, ლესბოსელი ხარ, თუ ესეთი პიროვნება ხარ.. პიროვნება არ ხარ, სატანა ხარ და გინდა, რომ შენი ხედვები მოახვიო შენ შვილებს, შვილიშვილებს, ჩემ ქვეყანას, მე შენ მძაგხარ, ყველაზე დიდი სიძულვილით მეზიზღები იმიტომ, რომ მე ვიცი, შენ ხარ მოსყიდული, სოროსელი მამაძაღლი ან კიდევ მასონებისგან დაქირავებული.“ 

რეზონანსი, 17 მაისი,
ზაზა ფირალიშვილი, ფილოსოფოსი: "მე სხვა საშიშროებაც დავინახე ამ პროცესებში - ტენდენცია, რომ ის, რაც ვიღაცას თავისუფლებად ესმის, ფსიქოლოგიური და მორალური რეპრესიების გზით დაამკვიდროს. ხომ თქვა კიდეც ამ სუბკულტურის ერთმა წარმომადგენლემა, რომელსაც, სამწუხაროდ, ახლა მაღალი თანამდებობა უკავია: "ერთსქესიანთა ქორწინება უნდა შემოვიღოთ. საზოგადოება ახლა ვერ იღებს მას, მაგრამ თანდათან შეეგუება". რით განსხვავდება ეს რიტორიკა 20-იანი წლების ახალგაზრდა ბოლშევიკების რიტორიკისაგან?"

ქსენოფობია

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 26 მაისი,
ვაჟა ოთარაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: "და დათვალეთ ყოველ 100 შემსვლელში [იუსტიციის სახლში] რამდენია საქართველოს მოქალაქე და რამდენია უცხოელი, აი, ელემენტარულად სტატისტიკა, მიხვდებით თქვენ, რაც ხდება მერე საქართველოში… კორპუსებში, აი, სპორტის სასახლის უკან ვიძახი, ვაკეში ვიძახი უკვე არა ბინებს, არამედ სადარბაზოებს ყიდულობენ უცხოელები და ეს პროცესი არი დაჩქარებით ამ ხელისუფლების ხელშეწყობით და ამიტო ვამბობ ხოლმე ხშირად, რო გამოფხიზლდით ჩემო ქართველებო, ერთ დღესაც გაიღვიძებთ და აღმოჩნდება რო 2 მილიონი აღარ არი ქართველობა და 2 მილიონზე მეტია შემოსული არაბი, ინდოელი, ჩინელი, თურქი, ირანელი და ა.შ." 

მარშალპრესი, 10 მაისი,
ოთარ ჩრდილელი, ქართული ოცნება: "მარტო სახელმწიფოს იმედად ნუ ვიქნებით, ნარკოტიკის პროპაგანდა და გალაითება უნდა შეწყდეს. დარჩება ეს ქვეყანა უცხოტომელს".
სოციალური ქსელი

მედია

რეზონანსი, 8 მაისი,
თამარ მუკბანიანი, ჟურნალისტი: ,,...საქართველოში, ზუსტი ოფიციალური სტატისტიკის მოძიებაც კი შეუძლებებლია, თუ რამდენი არალეგალი მცხოვრებია ქვეყანაში, ეს ქმნის არა მხოლოდ უსაფრთხოების მხრივ პრობლემას, არამედ სოციალური კუთხითაც. ქვეყანაში დასაქმება ისედაც რთულია და საშუალო ხელფასი საკმაოდ დაბალია, არალეგალები კი დამატებითი კონკურენციაა ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლებისთვის. დიდ ქვეყანაში არალეგალი მიგრანტები იაფ სამუშაო ძალად ითვლება და ერთგვარ პლუსადაც ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველოში კი ამის საჭიროება არც არსებობს, რადგან ჩვენთან ადგილობრივი მუშახელიც იაფია.“

საქინფორმი, 31 მაისი,
რედაქცია: "...საქართველოს მოქალაქეობის მიღება უფრო ძნელი გახდება (რაც თავისთავად დადებითი ფაქტორია, თუ გავითვალისწინებთ უკანონო მიგრანტების ნაკადებს თურქეთიდან, სირიიდან, ირანიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან და ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც საქართველოში უძრავ ქონებას, ოჯახებს იძენენ და მომგებიან ბიზნესს იწყებენ, და უქონელი და უმუშევარი ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე დიდი უპირატესობები აქვთ), ვიდრე სხვა ქვეყნების მოქალაქეობის მიღება და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება."

ობიექტივი, ღამის სტუდია, 10 მაისი
ბონდო მძინარაშვილი, წამყვანი: „ვინ ცხოვრობს ამ [ახალაშენებულ] სახლებში მერე? სადა აქვს საქართველოში ხალხს იმდენი ფული, რომ ამდენ ბინაში შესახლდნენ ხომ?! აღარაფერს ვლაპარაკობ დიდ დიღომში გაჩაღებულ მშენებლობაზე. უცხოელებისთვის შენდება ეს ყველაფერი? უცხოტომელებისთვის შენდება? აქ რომ ჩამოეთესლნენ მართლა?! იმათთვის შენდება, რომ აქ ეს თესლი, აქ ჩარგონ მიწაში და ახლიდან ამოიყლორტონ და ამოხეთქონ?! იმათთვის შენდება?! ამიტოა დამახინჯებული ქალაქის ცენტრი და ამიტოა დამახინჯებული მთლიანად ქალაქი“. 

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

რუსთავი 2, პოსტსკრიპტუმი, 20 მაისი
გიორგი ჭელიძე, საქართველოს ეროვნული ერთობა: „თუ მსგავსი პროცესები განვითარდება, საქართველოში ეთნიკურად ქართველი განახევრდება.  სულ ახლახანს, ჩინელებმა სასტიკად ცემეს ქართველი მუშები, მძიმედ დააზიანეს, ნაჯახებით და არმატურებით დაჩეხეს. მათ 100 ლარიანი ჯარიმები დაუწერეს, ხოლო ჩხუბზე, რომელსაც არ მოყოლია მსხვერპლი და არაფერი განსაკუთრებული არ იყო, 4 წლით თავისუფლებას უსჯიან 2 ახალგაზრდას და 11 ახალგაზრდა ქართველი ნაციონალისტის საქმე კიდევ იხილება“.  

საზოგადოება

ასავალ-დასავალი, 7-13 მაისი
ვლადიმერ ბარქაია, სპორტსმენი: „სამშობლოდან გადახვეწილი ქართველების ადგილს უცხოელები იკავებენ. უცხოელი უკვე აქაურობის ბატონ-პატრონივით გველაპარაკება. ბათუმში ქართულად ლაპარაკი თითქმის აღარავის ესმის. ქართული აღარ ისმის თბილისის ცენტრში, აღმაშენებლის გამზირზე.“

კავკასია, სპექტრი, 30 მაისი,
ირაკლი მაჭავარიანი, ბიზნესმენი: „მიგრაციულ პოლიტიკასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ქართველების ემიგრაციაა უზარმაზარი ხო? მილიონზე მეტი კაცია გასული ქვეყნიდან, ჩამოდის ვიღაც ოხერი და მამაძაღლი და იკავებს იმის ადგილს და ხვალ შეიძლება ჩვენ უმცირესობაში აღმოვჩნდეთ საკუთარ ქვეყანაში. ამიტომ სირიელია ის თუ სადაურია, იმიგრანტებს უნდა მოვეკიდოთ ძალიან ყურადღებით და ძალიან ფრთხილად.“ 

ქსენოფობია

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 9 მაისი
გიორგი ლომია, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: „ვთქვათ, რუსეთი არ არის ოკუპანტი, მაგრამ რუსეთმა გააკეთა განცხადება, რომ ცხინვალი და სოხუმი ოდესღაც, სიტყვაზე ვამბობ, ოდესღაც იყო რუსეთის ტეროტორია და უნდა აღდგეს რუსეთის საზღვრების ფარგლებში. ასევე მთელი მსოფლიო ატეხავს ერთ ამბავს და იტყვის, რომ რუსეთი აგერ ემზადება ოკუპაციისთვის და ასე შემდეგ. თურქეთმა თქვა, რომ ოზურგეთამდე ეს იყო ოსმალეთის იმპერია და უნდა აღდგეს. კაციშვილს ხმა არ ამოუღია, მეტს გეტყვით, ჩვენ რომ ამოვიღეთ ხმა, თურქოფობები დაგვიძახეს ჩვენ და თურქოფობიაში დაგვადანაშაულეს. ეს არი ორმაგი და სამმაგი და ხუთმაგი სტანდარტები“. 

მედია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 8 მაისი
დავით მხეიძე, საქართველო და მსოფლიოს ჟურნალისტი: „კიდე ვაფრთხილებ ვინც ეხლა თავში ზის რა. 21 წელს იწურება ყარსის ხელშეკრულების ვადა. ხოდა, 21 წელს, თუ რუსეთთან ურთიერთობა არ გვექნება დალაგებული, აი, იმასაც წაიღებენ რა [თურქები], გურიამდე ჩამოვლენ. მაგის უფლება აქვთ იმ იმითი [ყარსის ხელშეკრულებით]“. 

საზოგადოება

ალია, 21 მაისი,
დავით ნემსაძე, თადარიგის ოფიცერი: “აღმაშენებლის გამზრი, რომელიც თურქების, მათი ხასების, ჩაიხანებისა და ჩილიმ ბარების ადგილად გადაქცეულიყო ბატონმა ლევანმა [ღვინჯილია] მისი დიდებული ქართული მეტყველებით აკურთხა და (განწმინდა)... აღმაშნებლის გამზირზე ვიდექით და ტროტუარის გარდა ქართველებს არაფერი გვეკუთვნოდა და ეს თურმე შესაძლებელი იყო. რა აზრი აქვს ასეთ სიცოცხლეს, სადაც ცოცხლად მოგკლავენ, შენს სამშობლოს უცხოელები პრივატიზებას გაუკეთებენ, ცოცხალ-მკვდრად ვგრძნობ თავს.”

ისლამოფობია

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 26 მაისი,
ვაჟა ოთარაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: "თავისუფლებაა ის, რომ ორ ნაბიჯზე რუსთაველის ცენტრალური პროსპექტიდან გარშემო ბარდელებია, სადაც 15-6 წლის და 14 წლის გოგოებს სხვადასხვა ეროვნების მუსულმანები ათასნაირ სიბინძურეებს უკეთებენ? ამას ვეძახით ეხლა თავისუფლებას ქართველები?"

მედია

საქართველო და მსოფლიო, 10 მაისი
რედაქცია: ,,ქრისტიანობის შესანარჩუნებლად თავგანწირული ბრძოლა ქართველ ერს გამუდმებით უწევდა, რასაც, უპირველესად, ძლიერი მუსლიმანური სახელმწიფოების გარემოცვაში ყოფნა განაპირობებდა. მათთან ბრძოლას არაერთხელ დავუყენებივართ ყოფნა–არყოფნის ზღვარზე, მაგრამ ღვთის შეწევნითა და უფლის მადლით განსაცდელი დაძლეულა. მამული, ენა, სარწმუნოება შეგვინარჩუნებია… რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას საკმაოდ სერიოზული არეულობის გამოწვევა რომ შეუძლია, ახლო წარსულში მსოფლიოში მომხდარი ტერორისტული აქტებითაც ნათელია. ღმერთმა ნუ ქნას, ჩვენს ქვეყანაშიც იგივე განმეორდეს. დარტყმა რწმენაზე, მართლმადიდებლობაზე _ აი რა არის დღეს ყველაზე დიდი საფრთხე. " 

საზოგადოება

ობიექტივი, ღამის სტუდია, 22 მაისი
ლაზარე ზაქარიაძე, პუბლიცისტი: „აი, მაგალითად, ნორვეგიაში, ოსლოში, ერთ უბანში, სადაც მუსლიმები ცხოვრობდნენ, დამოუკიდებლობა მოთხოვეს... ანუ პრაქტიკა უკვე ითხოვს თავისას. შემოუშვი? და ნორვეგიელები როგორმე იპოვიანო, ანუ ეგენიო, უკულტურო ხალხი ხართო, შენ ჩვენი არ გესმითო ჩვენი ისლამისო და მოითხოვეს... ამას ვამბობ სერიოზულად, ხო, გამოყოფა და არ გაგიკვირდეს, რომ გამოეყონ კიდევაც. ანუ ევროპაში მიდის ეს პროცესები.“ 

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

სასულიერო პირები

ასავალ-დასავალი, 21-27 მაისი
ბასილ მკალავიშვილი, სასულიერო პირი: „15-20 წლის წინათაც მოვუწოდებდი საპატრიარქოს, რეაგირება მოეხდინა აგენტურული მიზნით შემოსული იეღოველების თავგასულობაზე, მაგრამ არავინ მომისმინა.“

რასიზმი

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 9 მაისი
გიორგი ლომია, საქართველოს პატრიოტთა ალიასი: „და ეს ნიგერიელი [უგანი ჩი] როგორ ლაპარაკობს, რომ „რა პრეტენზიები გაქვთ თქვენ, რა ასე არ არის“,  გოგო სცემს პასუხს, რომ „თქვენ იცით“, „არ ვიცი, მიდი მიპასუხე!“ ხომ გეუბნებით, პარლამენტარი ვარ მაგრამ, იმ გადაცემაში კიდევ კარგი არ მომიწვიეს თორე სულ იმას ვამბობდი, კი შეილება თმენის ვალდებულება მაკისრია, მაგრამ, შეილება ვერ მოვითმინო მაგ დროს, აი, მართლა გეუბნებით, შეილება ვერ მოვითმინო. არავის არა აქვს უფლება ჩამოვიდეს ჩემს ქვეყანაში და მე მომაყენოს შეურაცხყოფა, ქართველს მომაყენოს შეურაცხყოფა!  ჩვენ, ქართველები არ ვაყენებთ მათ შეურაცხყოფას, რა სისულელეა!” 

ასავალ-დასავალი, 7-13 მაისი
ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: "ნახეთ რა ხდება ქართულ ტელევიზიებში. თურმე, ნიგერიელები უნდა მოგვწონდეს, აქ რომ ჩამოეთესლნენ! თურმე, რასისიტები ვყოფილვართ, რომ გულში არ ვიხუტებთ ამათ! გადაშავდა საქართველო! ლიბერასტებო, გადაშავდეს თქვენი ოჯახი! ამხელა კაცს წყევლაც დამაწყებინეს!

მედია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 9 მაისი
ბონდო მძინარაშვილი, წამყვანი: „ეს არის ჩვენი, ქართველების ქსენოფობებად, რასისტებად გამოცხადება და თითქოს ამ ნიგერიელების და ამ ხალხის, ეს ზანგების, ზანგი ცუდი სიტყვა არ არის, „ვეფხისტყაოსანში“ წერია და ეხლა „ვეფხისტყაოსანის“ ორ სტროფს ვერ ამოვიღებთ ვიღაცა ნიგერიელი მაიმუნის გამო. ვერ დავამახინჯებთ ჩვენ ლიტერატურულ შედევრს! თავის მართლების რეჟიმში უნდა ჩაგვაყენონ, „თქვენ რა პრეტენზიები გაქვთ ნიგერიასთან“, არაფერი პრეტენზიები არა გვაქ ნიგერიასთან კაცო, წავიდეს იმ თავის ნიგერიაში და იქ ასწავლოს რამე, ქართული ასწავლოს… ბათუმში კი არა, იქ ასწავლოს ვიღაცას რაღაცა, რაც ისწავლა საქართველოში, არ ვიცი, სადღეგრძელოები. მეტს რას ისწავლიდა, მაგის გონება მეტს მაინც ვერ ქაჩავს და გამოდიან და ეს ადამიანები აქეთ ცდილობენ ჩვენ ჩაგვაყენონ თავის მართლების რეჟიმში“. 

ასავალ-დასავალი, 14-20 მაისი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „განათლების სამინისტროს მესვეურნო: “ამას [უგანი ჩი ნიგერიის მოქალაქე, რომელიც ტვ იმედის გადაცემაში მონაწილეობდა] რა უნდა ქართულ სკოლაში?! ამან რა უნდა ასწავლოს ქართველ ბავშვებს?! ამან რატომ უნდა შთააგონოს აჭარელ ბავშვებს, თბილისი გჩაგრავთ, აქამდე ერთი აჭარელი პრეზიდენტი იმიტომაც არ ჰყოლია საქართველოს!...
და ეს [უგანი ჩი] ორფეხი ასე ტვინშიფალოს შეთხრილი ქართველ ბავშვებთან შედის გაკვეთილზე და მათ ტვინს უწამლავს!... მოკლედ ეს „მიშა მარიაკი“ გააპანღურეთ სკოლიდან!... ამის ადგილი სკოლაში ნამდვილად არ არის! და, მე თუ მკითხავთ, არც საქართველოშია! ნებისმიერი ნორმალური, საკუთარი თავის პატივისმცემელი ქვეყნის ხელისუფლება ამ ნიგერიელს ბარგი-ბარხანას აუკრავდა და გაადეპორტებდა თავის სამშობლოში!“

საზოგადოება

ასავალ-დასავალი, 14-20 მაისი
გია გაბრიჭიძე, მოქალაქე: „კარგად უნდა დავფიქრდეთ და უნდა ვიმოქმედოთ, თორემ ისეთი პირი უჩანს, მალე თავისუფლების მოედანს „ნიგერიის მოედანს“ დავარქმევთ.“

სიძულვილის ენა/ძალადობის წახალისება

სასულიერო პირები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 24 მაისი, რუსთავი 2, კურიერი, 24 მაისი, მარშალპრესი, 24 მაისი, რუსთავი 2, პოსტსკრიპტუმი, 27 მაისი, რეზონანსი, 26 მაისი, საქინფორმი, 28 მაისი, ინტერპრესნიუსი, 24 მაისი, ალია, 28 მაისი,
მეუფე იობი აქიაშვილი, მიტროპოლიტი: „ე.წ. ჟურნალისტმა [გიორგი გაბუნია], ჟურნალისტი კი არა ეს არის ეშმაკის მსახური, რომელმაც შეურაცხყო ჯერ მაცხოვარი და დღეს კიდევ დედა ღვთისმშობელი, ის არის წყეული! ის არის შეჩვენებული!... ეხლა მე, სასულიერო პირმა რა უნდა ვთქვა ისეთი, მაგრამ საპატიებელი არ არის ეგ ადამიანი. ეგ უნდა მოშორდეს ჟურნალისტიკას კი არა, მთლიანად საქართველოს და რაც ჩემი მხრიდანაა, მე მას ვწყევლი და შევაჩვენებ! ეგ აღარ მოინანიებს, ეგ არის პირდაპირ ეშმაკის მსახური. და საერთოდ ეს ტელევიზია [რუსთავი 2] უნდა გაუქმდეს, ღვარძლი, შხამი იღვრება ამ ტელევიზიით სრულიად საქართველოზე. ეს მოუთმენელია, თითოეული თქვენთაგანი თუკი მოისმენს მის სიტყვებს აი არ ვიცი, მართლა აღშფოთებით და მართლა შეიძლება გამოხვიდე მდგომარეობიდან. ეს არის ჭინკა, ეშმაკის მსახური!“
https://www.myvideo.ge/v/3599074  

საზოგადოება

ობიექტივი, ღამის სტუდია, 24 მაისი
ერეკლე საღლიანი, პოეტი: „ერთ ისტორიას გავიხსენებ და აი ეს იქნება ჩემი პასუხი [გიორგი გაბუნიას მონოლოგის შეფასებაზე]. რამოდენიმე წლის წინ, სპარსეთში ჩასულმა ამერიკელმა ცოლ-ქმარმა, პერსეპოლისში, სადაც არის აქემენიან დიდ მეფეთა საძვალე - კიროსის აკლდამაზე მოაწყვეს სექსის სახალხო დემონსტრირება, ჩაქოლეს ირანელებმა ისინი. მთელი მსოფლიო ალაპარაკდა რა ველური ანგარიშსწორება იყო ირანელების მხრიდან, კაციშვილმა არ თქვა, მაპატიეთ, ბოდიშს ვიხდი, რა პირუტყვული საქციელი ჩაიდინეს თითონ ამერიკელმა ცოლ-ქმარმა. ანუ რა ხდება, არსებობს მოქმედება და ამ ამოქმედებას ძალა აქვს მანამდე, სანამ შეიძლება შეგონება, მაგრამ როცა ადამიანის გონებაში რო არ ეტევა, აი ისეთ რამეს რო ჩადიან ადამიანები, მერე უკვე იწყება შენი მხრიდანაც აგრესია. ახლა თქვენ მოიტანეთ შარლი ებდოს მაგალითი, გვახსოვს ყველას რაც მოხდა იქ. პირადად მე, ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ მე არ ვიცი, რომელი უფრო დიდი მოძალადეა ის რედაქცია, თუ ის ტერორისტები, რომლებიც იქ შეიჭრნენ და აი ესეთი საშინელი აქტი ჩაიდინეს“. 

გენდერული სტერეოტიპები

პოლიტიკოსები

ასავალ-დასავალი, 14-20 მაისი
სოსო შატბერაშვილი მემარცხენე ალიანსი: „შეხედეთ ჩვენს ტელევიზიებს - ნარკოტიკების პოპულარიზაციაა ჯანსაღი ცხოვრების წესი?! თუ გენდერული თეორიის აპოლოგიაა ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომ გაიძახიან, ქალი და მამაკაცი თანაბარი არიანო! როგორც ქრისტეა ეკლესიის თავი, ისე კაცია ოჯახის უფროსი! ეს ათასწლოვანი ქრისტიანული მსოფლმხედველობაა და სწორედ ამიტომ ებრძვიან ამას!“

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 7 მაისი
ნანა დევდარიანი, გლობალური კვლევების ცენტრი: „30 წლის წინ რომელიღაც პროდიუსერმა, რომელიღაც მსახიობ ქალს, უადგილო ადგილას მოუთათუნა ხელი. 30 წლის შემდეგ ეს კაცი მოკლედ, წაართვეს საკუთარი კომპანია, ხო ტალახში აგორავეს, მიიყვანეს მე მგონი ფსიქიკურ აშლილობამდე... 30 წლის წინ ამ მსახიობმა ქალმა, ჯერ ან  უფლება რატომ მისცა ამისი, ან რატომ მაშინვე არ განაცხადა ამის შესახებ? ეს ხომ კამპანიებია... მთელ მსოფლიოში ეს არის გლობალური მოვლენა.“

საზოგადოება

ასავალ-დასავალი, 7-13 მაისი
მამია ტუღუში, პროფესორი: „დროა საზოგადოებამ სწორი აქცენტი გააკეთოს და ისეთ უაზრო თემებზე საუბრის ნაცვლად, როგორიცაა გენდერული თანასწორობა... იმ სერიოზულ პრობლემებზე ვისაუბროთ, რომლის წინაშეც დღეს ქართული სპორტი დგას!... გენდერული თანასწორების პრობლემა, ალბათ, იმ ქალებს აქვთ, რომელთა ამორალური ქცევაც უპატივცემულობას იმსახურებს. პატივისცემა, კდემა და მორიდება სუსტი სქესის მიმართ განსაკუთრებით მკაფიოდ იყო გამოხატული ჩვენს სფეროში.“

ანტიდასავლური

პოლიტიკოსები

ასავალ-დასავალი, 21-27 მაისი
ოლეგ იაძე, ქართული ოცნება: „17 მაისის აქციამ დაამტკიცა, რომ არანაირად არ გამოვა ჩვენი გაევროპელება და არც არის საჭირო. არ არის საქართველო ევროპა, საქართველო არის კავკასია და მორჩა! ვინ უშლის ამ ნაძირალა „ცისფერებსა“ თუ ყავისფერებს რამეს? მაგრამ რუსთველზე ნუ ჩამომივლიან კურტუმოს ქნევით და თავიანთ სიბინძურეს თავს ნუ მომახვევენ! შეიძლება, მოსახლეობის 0,01 პროცენტმა დანარჩენის უფლებები შელახოს და თავისი ბილწი ცხოვრების წესი ყველას უკარნახოს?“

კავკასია, ბარიერი, 21 მაისი
გიორგი ახვლედიანი, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა: „გეი ქორწინებები არ გინდა ქვეყანაში ქართველო? მაშინ შენ ხარ პრორუსი, იმიტომ რომ რუსეთშიც არ უნდათ თურმე გეი ქორწინებები, ამიტომაც პუტინისტი ხარ!.. ყველგან გეუბნებიან, რომ რასისტი ხარ, ფაშისტი ხარ, პრორუსი ხარ, იმიტომ რომ ქართველი ხარ.“

მედია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 18 მაისი,
ნინო რატიშვილი, წამყვანი: „ესეიგი მე რა მიანტერესებს იცი, ამ მწვავე დღეებში ვუსმენდი გამოსვლებს და ესეთი აზრიც კი არსებობს, რომ თურმე საქართველოში ლგბტ-ს მიუღებლობა იცით რატომ არის? იმიტომ რომ რუსეთს უნდა ასე... იცით რა ცოტა ზედმეტი ხო არ მოსდით?... მოდი შევთანხმდეთ, რომ სიცოცხლე და სიჯანსაღე ხოო და ესეიგი გამრავლება და ის რაც შენი ოჯახისთვის არ გინდა, ჩემ ოჯახს რატო იმეტებ? ეს რუსეთი რა შუაშია? აი, როგორც კი ჩვენ ვიწყებთ რომ „არა პროპაგანადას“ - ეს რუსული ნარატივია. აი ამითი რას აკეთებენ? დასავლეთს აგებინებენ? დასავლეთი ტყუვდება? ვის რაში ჭირდება ესეთი ტყუილი? და ასეთი განცხადებებით რატომ უკვირთ მერე რომ იზრდება ეს რუსული ნარატივი ამ საქართველოში?...“

ასავალ-დასავალი, 21-27 მაისი
ჯაბა ხუბუა, ჟურნალისტი: „ქართველებს იმის პრეტენზია გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართველი ერის ინტერესებს გამოხატავდეს და ლიბერასტული არასამთვრობო ორგანიზაციების, ლიბერასტული მედიისა და უცხო ქვეყნის საელჩოების შიშით ისეთ ანტიეროვნულ ნაბიჯებს არ დგამდეს, როგორიც არის, მაგალითდ, „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ მიღება, ქართული მიწების გაყიდვა, ნარკოტიკების ლეგალიზაცია, არალეგალი მიგრანტებისთვის საქართველოში ბინადრობის უფლების მინიჭება და სხვა.“

საქართველო და მსოფლიო, 16 მაისი
რედაქცია: "დასავლური პროპაგანდის შედეგად ახალგაზრდების ზნეობრივი გადაგვარების პრობლემა სხვა ქვეყნებშიც ძალიან აქტუალურია. დასავლეთის პროპაგანდის გავლენით ახალგაზრდების ზნეობის, ცნობიერების დეგრადაციის პრობლემა, როგორც ჩანს, აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ისეთ ქვეყანაშიც კი, როგორიც რუსეთია (და არა მხოლოდ), სადაც, ამ ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ცდილობენ, და ხშირად არცთუ წარუმატებლად, გავლენა იქონიონ ახალგაზრდებზე და შეუცვალონ ზნეობრივი ორიენტირები". 

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

საქართველო და მსოფლიო, 24 მაისი
ლევან ჩაჩუა, “ქართული იდეა”:  ,,დასავლელი ლიბერალების მარიონეტებმა გადაწყვიტეს, შეკრებილიყვნენ დედაქალაქის ცენტრში. მათ ხმამაღლა განაცხადეს: ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მომავალი, ჩვენ ჩავიბარებთ აღლუმს 17 მაისს და 26 მაისსაცო. მოკლედ, გადაწყვიტეს მამათმავლებმა, რომ მათია ყველაფერი და დანარჩენმა საქართველომ ენა მუცელში უნდა ჩაიგდოს... ნაძალადევის რაიონის პოლიციაში ვიმყოფებოდი, სანამ ორმოცდაათ ვითომ ადამიანისუფლებების დამცველს აღლუმი არ დაასრულებინეს. როგორც კი გაარიდეს მზაკვარი ხალხი ტერიტორიას, შინ დამაბრუნეს.“

ასავალ-დასავალი, 21-27 მაისი
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთ გაერთიანება: „17 მაისს სოროსმა კიდევ ერთხელ დაადო ხელი პულსზე საქართველოს - თურმე, ქართველი ხალხი ჯერ ისევ ცოცხალია, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი პრესი და ფინანსები წამოვა მათგან. სოროსის ფრთა თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით ახლი რევოლუციის მოხდენას ცდილობს!... მაკ-კეინმა ბოლო ვიზიტისას კვირიკაშვილს ზურგი აქცია და ჩუგოშვილთან გამართა სიმატკბილობა. სოროსმა ერთხელ უკვე ჩამოაგდო შევარდნაძიეს ხელისუფლება. ვერ ხვდებით, რომ ხალხის დაჭერით, რელიგიურ გრძნობებზე თამაშით ისევ აქეთ მიექანება სიტუაცია?! ეს დაჭერები და მამათმავლებზე თავზე ხელის გადასმა უკვალოდ არ ჩაივლის!“

სასულიერო პირები

საქართველო და მსოფლიო, 24 მაისი,
დავითი ისაკაძე დეკანოზი: ,,პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ევროკავშირის მხრიდან ხელისუფლებაზე ძალიან დიდი წნეხია, ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე. ამდენი ხანია, ლგბტ მოძრაობა გეგმავდა ამ ღონისძიებას და დიპლომატიური კორპუსი პირდაპირ, როგორც წარმმართველი ძალა, ისე გაუძღვა მათ. “
_____________________________________
საქართველო და მსოფლიო, 24 მაისი,
დავითი ისაკაძე დეკანოზი: ,,ამ ადამიანების მიმართ, “სექსუალურ უმცირესობებს” ვგულისხმობ, არანაირი ფობია არ მაქვს, პირიქით, მეცოდებიან, რადგან უმძიმეს ცოდვაში ცხოვრობენ, მაგრამ ფაქტია: მათ “უფლებებზე” მუდმივ აპელირებას კარგად იყენებენ ის ძალები, რომლებსაც სამიზნეში ჰყავთ ამოღებული, როგორც ეკლესია, ისე მთლიანად ქართველი საზოგადოება და, საკმარისია, რამე ფორმით ქვეყანაში ეროვნული ინტერესები, ეროვნული თვითმყოფადობის დაცვის სურვილი გამოვლინდეს, მაშინვე იწყება იარლიყების მიკერება _ “ფაშისტი”, “ნაცისტი”, “ჰომოფობი”… ასე ხდება ნიადაგის შემზადება რეპრესიული პოლიტიკისთვის, რომელმაც გრძელვადიან პერსპექტივაში მთლიანად უნდა მოსპოს და გაანადგუროს საზოგადობაში ეროვნული მსოფლმხედველობა. აი ასე უნდა გარდაიქმნას ქართველი საზოგადოება საბოლოოდ ნეოლიბერალურ საზოგადოებად, რომელიც მიიღებს ყველაფერს, რასაც დასავლური გლობალისტური იდეოლოგია შესთავაზებს.„

საზოგადოება

ასავალ-დასავალი, 28 მაისი -3 ივნისი
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი: „სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დღეს 121-ე მუხლის [ჰომოსექსუალთა სისხლის სამასრთლის პსუხისგებაში მიცემა] აღდგენა შეუძლებელია, რადგან ამას ქვეყნის საერთაშორისო იზოლაცია მოჰყვება! ჩვენი ხელისუფლება კი ისე ღრმად არის ჩაფლული დასავლეთის მონობის ჭაობში, რომ მამათმავლების ციხეში გაშვება კი არა, მათთვის უკანალზე წამორტყმაც არ შეუძლია!“

დისკრიმინაციული გამოხატვის მაგალითები სრულად იხილეთ ვებ-გვერდზე: www.notophobia.ge

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

Media Development Foundation

http://notophobia.ge/

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube