MDF
# 20, 1-28 თებერვალი, 2017

ძალადობისკენ მოწოდება

მარშალპრესი, 14 თებერვალი
მერაბ კაჭახიძე, ქართული ოცნება: "ერთი გაფიქრება კი გავიფიქრე, მართლაც ღირსები ხომ არიან ადამიანის სახედაკარგული ეს “გველის წიწილები”, რომ სათითაოდ დაუჭეჭყო თავები?! თუმცა იქვე ჩამეღიმა… ”რ2”-ი და ამ ტელევიზიას ამოფარებული ათასი ჯურის ავანტურისტი და მანქურთი სწორედ ასეთი გადაცემებით ახდენენ თვითლუსტრაციას. სწორედ ასეთი რიტორიკა გვანახებს მათ რეალურ სახეს. რანი არიან, რამდენად დამპალი თესლის, აზროვნების თუ იდეოლოგიის მიმდევარნი ცდილობენ (მცდელობა აღარ ქვია ამას, ეს არის ავადმყოფური ისტერიკა, ანუ “კლინიკა”) წყლის ამღვრევას ქვეყანაში".

მარშალპრესი, 13 თებერვალი
დავით ლილუაშვილი, კოალიცია ჩვენი უფლებებისთვის: ”ვუსმინე მთავარი პროკურორის ბრიფინგს… შოკში ვარ… ცხადია ამ ეტაპზე უდანაშაულობის პრეზუმფცია არ უნდა დაირღვეს, მაგრამ როცა ეს დანაშაული სასამართლოს ვერდიქტით დამტკიცდება, მერე ხომ უნდა დაუჩეჩქვო ნაძირალას [გიორგი მამალაძე] თავი!!!”

რასიზმი

ობიექტივი, ღამის სტუდია, 27 თებერვალი
გუბაზ სანიკიძე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა:  “...ომის შემდგომ და განსაკუთრებით 70-იანი წლებიდან, აი, როცა ეს ეგზოტიკური ექსპერიმენტები დაიწყეს,  ლიბერალებმა, უმცირესობამ დაიწყო უმრავლესობის ჩაქრობა. მთელი ეს 40 წელი, თუ 30 წელი მთვარი მცდელობა იყო, როგორ გაენეიტრალებიათ „თეთრი მამაკაცი“, ეს ცნობილი თემა არის - „თეთრი მამაკაცი“ , ამერიკაშიც, ევროპაშიც, ყველაფერი ქნეს იმისთვის, რომ ყველაფრისგან დაცლილიყო, მაგრამ მიიღეს პირიქით, ახლა მიიღეს აგრესიული უმრავლესობა!“

თურქოფობია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 23 თებერვალი
დავით თედორაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი - ქართული ოცნება: „მე ბევრჯერ მისაუბრია და ჩემი გულისტკივილი ყოველთვის იყო, არის და რჩება, რომ [თურქეთის მხრიდან] მცდელობა ეკონომიკური ექსპანსიისა და კულტურული ექსპანსიისა დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის.“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 14 თებერვალი
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: "ის, რომ ჩვენი წმინდანი მეფე, თამარ მეფე აუგი სიტყვებით გაგვიქილიკეს ბუღა-თურქებმა და მათ თავზე ხელი გადაუსვით და ათასნაირი პრემიებით ავავსეთ ეს ნაძირალები"...

კავკასია, ბარიერი, 28 თებერვალი

თენგო ომანაძე, თავისუფალი საქართველო: "მაგალითად თურქეთს დღეს ერთ საათში შეუძლია მთელი აჭარის რეგიონი დავუშვათ გამოისყიდოს იქ ადგილობრივი მოსახლეობისგან და იქ დასახლდნენ ეთნიკურად თურქები თუ თურქეთის მოქალაქეები და ა.შ. თქვენ როგორ ფიქრობთ ეს არანაირი პრობლემა არ არის, იმიტომ რომ ეს არის ეკონომიკური კანონზომიერება?.."

ობიექტივი, ღამის სტუდია, 15 თებერვალი
ბონდო მძინარაშვილი, წამყვანი: „თბილისში აღმაშენებლის პროსპექტს და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ხო საერთოდ თურქული შეეყარათ. ეს უბედურება გვჭირს კიდე, რომელიც სხვა უბედურებებს დაუკავშირდება კიდე ცოტა ხანში. სულაც არ არის ეს გამორიცხული და როგორც საფრთხეზე ისე ვსაუბრობ მე ამაზე და მინდა, რომ ყურადღება ხელისუფლებამაც გაამახვილოს თუ აქამდე არ გაუმახვილებია“.

ასავალ-დასავალი, 13-19 თებერვალი
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი: „აჭარაში არაერთი მედრესეა, სადაც [ფეთხულა] გიულენის ფულია ჩადებული აჭარალი ბავშვების მუსლიმიზაციისთვის! გარდა ამისა, არც ის არის საიდუმლო, რომ როდესაც აჭარელი ბავშვები თურქეთში მიჰყავდათ მედრესეებში სასწავლებლად, მათი უმეტეობაც სწორედ გიულენის საკუთრებაა!“ ...“თურქული ექსპანსია საქართველოში კიდევ უფრო გაძლიერდება!...აქ ლაპარაკია ბიზნესექსპანსიაზე და ერთ ჩვეულებრივ ნოხზე!... სამლოცველო ნოხზე! აი, იმ ნოხზე, რომლითაც თურქები ასწავლიან ლოცვას აჭარელ ბავშვებს - სადაც არ უნდა იყოთ, როგორც კი ლოცვის ჟამი მოაღწევს, გაშალეთ ნოხი და ილოცეთო!“

ასავალ-დასავალი, 13-19 თებერვალი


ვლადიმერ ხომერიკი, ბიზნესმენი: „გირჩევთ, დაფიქრდეთ იმაზე, თურქების რა რაოდენობა ცხოვრობს აჭარაში, განსაკუთრებით ბათუმში, ასევე არ დაგავიწყდეთ მათი პრეტენზიები ამ რეგიონზე და ამ ლამაზი მხარის დაკარგვის საფრთხე ყარსის მოლაპარაკებების თნახმად.“

გეოგრაფიული ნიშნით დისკრიმინაცია

რუსთავი 2, პ.ს. 12 თებერვალი, საქართველო და მსოფლიო, 13 თებერვალი ალია, 20-26 თებერვალი
გიორგი გაბუნია, ჟურნალისტი: "დავით ნარმანიას როგორც ჩანს დაავიწყდა, რომ ის დედაქალაქის მერად აირჩიეს და ისევ სადმე სოფელში გონია თავი, სადაც ტუალეტებს დიდი ორმოების თავზე აშენებენ. თბილისი თქვენი განავლის დასაგროვებელი ადგილი არ არის, ბატონო დავით".

ქსენოფობია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 16 თებერვალი
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „ესენი ყიდულობენ უცხოელები სასოფლო-სამეურნეო მიწებს, რომ მერე მიაქირავონ ქართველ გლეხს და ვართ რაღაც იდიოტურ ვითარებაში. ქართველი კაცი, რომელიც საქართველოს ვითომ პატრონია, ქართულ მიწას ვიღაცა ირანელისგან ქირაობს და იმას უხდის ხარკს. რა სისულელეა ეს ყველაფერი.“

კავკასია, ბარიერი, 28 თებერვალი
გიორგი ახვლედიანი, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა: არც ევროპელები და ამერიკელები არ მოდიან აქ, რომ თავის ტექნოლოგიები შემოიტანონ. თოხით შემოდის პენჯაპელი ფერმერი.”

ასავალ-დასავალი, 13-19 თებერვალი
თეიმურაზ შაშიაშვლი, „თეთრები“: „სინამდვილეში ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი არაბებისთვის, თურქებისთვის, ირანელებისთვის, ინდოელებისა და ჩინელებისთვის იხსნება! თქვენ წარმოიდგინეთ რა მოხდება დასავლეთ საქართველოში!“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 5 თებერვალი

გიორგი ლომია, პატრიოტთა ალიანსი:  "საქართველოში ის დარჩენილი და ის გაცარიელებული  [ევროპაში წასული ქართველების ადგილი] ადგილი უნდა შეივსოს, რითი უნდა შეივსოს ან ვისით უნდა შეივსოს ხო? ეს შეივსება ჩამოსული ადამიანებით, ბუნებრივია რომ ისინი არ იქნებიან ქართველები, ესენი შეიძლება იყოს ვთქვათ ჩინელი, თურქი, სხვა რომელიმე ქვეყნის წარმომადგენლები და ისინი შეავსებენ ამ ცარიელ, ესე ვთქვათ ნიშას, რაც ჩვენთვის, ასეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო, საბოლოო ჯამში შესაძლოა დამღუპველიც კი იყოს. "

კავკასია, ბარიერი, 28 თებერვალი

გიორგი ახვლედიანი, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა: "მერე იმ ნიგერიელს ვერაფერიც ვერ ვუთხარი, იცით რატომ? იმიტომ რომ მოვიდა ეს ადამიანი და საქართველოს პასპორტი ამომიღო და საქართველოს მოქალაქე გამხდარა და ნიკო ჭავჭავაძე დაურქმევია და ვერაფერი ვეღარ ვუთხარი, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეა და რაღა გინდა უთხრა. .. მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებასთან ერთად ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა გავამკაცროთ მოქალაქეობის გაცემაც."

ობიექტივი, ღამის სტუდია, 15 თებერვალი
ბონდო მძინარაშვილი, წამყვანი: „...სოფელ ხაშმის მიკრო ზონაში, ხაშმის განთქმული საფერავი სადაც იწარმოება, არაბები ყიდულობენ 150 ჰექტარს... თუ მათ ეს არასასოფლო დანიშნულების მიწად გადააკეთეს, კანონმდებლობა მათ ხელს არ უშლის ხო, ხაშმი არ არის ამ ზონაში, მაშინ აღმოჩნდება, რომ იქ გაჩნდება 150 ჰექტარზე გაშენებული ვთქვათ ასე პირდაპირ - არაბული სოფელი და ამას ვერავინ ვერ შეუშლის ხელს“.

ალია, 13-19 თებერვალი
ლევან ლომიძე, ჟურნალისტი: "ახლა ნახეთ [უჩა] ნანუაშვილის ლოგიკა:  [თამაზ] მეჭიაურს რომ უსტვენდნენ და აგინებდნენ, ეს არაფერი, ასეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ, როგორც კი იგივე მეჭიაურმა არტურა [არუთინოვი] ახსენა, ეგრევე გაუშანშალა საჩივარი, სომხობა რატომ გაუხსენაო?"

ალია, 13-19 თებერვალი
ლევან ლომიძე, ჟურნალისტი: "აგერ, გია ჟორჟოლიანსაც უთქვამს, ხომ შეიძლება ბოტანიკურ ბაღში მიწა ქართველმა იყიდოს და არაბმა არ იყიდოსო? ესეც დისკრიმინაცია ყოფილა"...

ასავალ-დასავალი, 20-26 თებერვალი
რეზო ამაშუკელი, მწერალი: „საპატრიარქოსთვის მიწების გადაცემასაც რომ აპროტესტებენ ეს ლიბერასტები, ბოლოს და ბოლოს რა ჯობს - ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწები ეკლესიას ჰქონდეს თუ არაბებსა და ირანელებზე გაიყიდოს, როგორც ახლა ყიდის ჩვენი სახელმწიფო?!”

ობიექტივი, ღამის სტუდია, 27 თებერვალი
ნანა დევდარიანი, გლობალური კვლევის ცენტრი: „ფრანგებს უნდათ ფრანგული სახელმწიფო. ისინი არ არიან ჩვენსავით, არ არიან ველური ადამიანები, ანუ არც ჩვენ ვართ ველურები და არც ისინი და ისინი იტანენ შავკანიანსაც, მუსლიმანსაც, ყველანაირს, მაგრამ ვერ იტანენ, როცა მათი ცხოვრების წესიდან ამოვარდნილია ეს ხალხი. თავის მხრივ მიგრანტებს შიში აქვთ, რომ მარი ლეპენი თუ მოვიდა, მათი ასე ანკლავებად ცხოვრება და შიგნით რომ პოლიცია ვერ შედის ეს დამთვრდება...“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 15 თებერვალი
პაატა კოღუაშვილი, აკადემიკოსი: „ბატონებო, სამი მილიონი სომეხი ცხოვრობდა ალეპოში, ღმერთმა ყველა გადაარჩინოს და ყველა ესეიგი დაბრუნდეს თავის ადგილზე. სად წავლენ ისინი, ვის მოადგებიან?! ვის მოადგებიან ის სხვები, ისინი აქა. დავფიქრდეთ რა, ჭიშკარი ისედაც არ გვაქ, ჭიშკარი უნდა თუ არა გვაქ დავკიდოთ და ჩავკეტოთ. ჩვენ სხვა გამოსავალი და სხვა გზა არა გვაქვს“.

არმენოფობია

მარშალპრესი, 18 თებერვალი
რედაქცია: "ძეგლისწერის მიხედვით, სომეხნი სარწმუნოებით მწვალებლები არიან და თუ სომეხი მართლმადიდებლობას აღიარებს, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ის ისეთი წესით უნდა მიიღოს, როგორი წესითაც წარმართს იღებს".

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

ასავალ-დასავალი, 13-19 თებერვალი
თეიმურაზ შაშიაშვლი, „თეთრები“: „ჩემთან დადიოდნენ სოროსელები და „თავისუფლების ინსტიტუტის“ რეკომენდატორები... ჩვენ მოვითათბირეთ და დავადგინეთ, რომ ამის [კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის] დაშვება იყო ყოვლად გამორიცხული! საპასუხოდ დაიწყო საშინელი ზეწოლა - მინისტრებს ვატიკანში იბარებდნენ და აიძულებდნენ, მხარი დაეჭირათ ქალაქის ცენტრში კათოლიკური ეკლესიის მშენებლობისთვის.“

ასავალ-დასავალი, 27 თებერვალი - 5 მარტი
დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: „ცნობილია, რომ ნიკა გვარამიას ერთი ძმა სამეგრელოში იეღოველების მოგვია, რომელიც მართლმადიდებლობას ქუჩა-ქუჩა წანწალით უთხრის ძირს და ამაში დიდ ფულს აკეთებს! რაც შეეხება თვად გვარამიას, ის ჩვენს სარწმუნოებასა და ტრადიციებს „რუსთავი-2“-ის ეკრანიდან ესვრის კალიუმციანიდით მოწამლულ ისრებს… იეღოველების ქვასროლია შპიონი დავით პაიჭაძე, ანუ იგივე დავით „პაჭანიკი“,  რომელსაც ეს თიკუნი წლების წინათ ვუწოდე, გიგა ბოკერიას ქვებით ამარაგებდა, რათა მერე ეს ქვები ეკლესიასა და მართლმადიდებელი მრევლისთვის დაეშინათ!

საქართველო და მსოფლიო, 14 თებერვალი
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: „ის [უჩა ნანუაშვილი] არის სექტანტი და მთელი თავის ცხოვრება ებრძვის ეკლესიას. ეს ე.წ. არასამთავრობოები კიდევ მაგის მოკავშირეები არიან, მათ შორის „ადამიანის უფლებათა ცენტრიც“, სადაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოზიციაზე მისი ცოლია წარმოდგენილი”.

ჰომოფობია

ინტერპრესნიუსი, 6 თებერვალი
მანანა კობახიძე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი:
 "მე ვთვლი, რომ 36-ე მუხლი საქართველოს კონსტიტუციის, რომელიც ქორწინების დეფინიციას გვაძლევს, სხვას არაფერს გულისხმობს გარდა იმისა, რომ სოციალური ინსტიტუტი, რომელსაც მრავალი ათასი წლის ისტორია აქვს, სწორედაც კლასიკურ, თუ გნებავთ ბიოლოგიურ საწყისებზე დაფუძნებულ ურთიერთობას გულისხმობს. ეს ურთიერთობა არის ქალი და კაცი ან კაცი და ქალი. ჩემი შეხედულება ეს არის“

ალია, 13-19 თებერვალი
თამაზ მეჭიაური, ერთიანი საქართველოსთვის: "დავით ზურაბიშვილმა, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ, თავის განცხადებაში "პიდარასტებთან" ერთად, სიტყვა "სომეხიც" ახსენა. უკაცრავად, ესენი ისე იქცევიან, ნებისმიერი სომეხი უკეთესია, დავით ზურაბიშვილი რომელიმე სომეხს სჯობს? ან რა შუაშია აქ სომეხი? სხვათა შორის, მე მგონი, "პიდარასტებშიც" არიან მაგაზე ღირსეულები". [კვირის ქრონიკა]

ასავალ-დასავალი, 6-12 თებერვალი
ირაკლი ლატარია, „პატრიოტთ ალიანსი“: „ჩემი უახლოესი ადამიანი დაიჭირეს 2006 წელს უკრაინაში, რომელმაც მოკლა პედერასტი, ხელით შეეხო ერთ ადგილას და ადგილზე მოკლა. სამუდამოს უსჯიდნენ, როდესაც მიშას [სააკაშვილის] უახლოეს გარემოცვას ვთხოვე, იქნებ საელჩო ჩაერიოს და სამუდამო ავაცილოთ-მეთქი პასუხი ასეთი იყო ზუსტად: მკვლელებზე ვერ ჩავერევითო!“

ასავალ-დასავალი, 13-19 თებერვალი
ლევან ჩაჩუა, პატრიოტთა ალიანსი: “საკანონმდებლო ორგანომ ანტიდისკრიმინაციულ კანონიდან დაუყოვნებლივ ამოიღოს ცნებები: „სექსუალური უმცირესობა“ და „გენდერული იდენტობა ...საქართველოს მოსახლეობას, ვისი აბსოლუტური უმრავლესობა ამ მოთხოვნას იზიარებს - ქუჩაში გამოსვლისა და ხელისუფლების გადადგომის ლოზუნგის წამოსაწევად მოვუწოდებთ! არ დავუშვათ რომ ჩვენი ხელისუფლება მომავალშიც დარჩეს აგრესიულ-ლიბერასტული ბნელი ძალების მარიონეტად, ვაიძულებთ, აღიაროს, რომ ქართველ ხალხს გააჩნია ნება, რომელიც უნდა აღსრულდეს!“

მაესტრო, ცეცხლის ხაზი, 4 თებერვალი
გიორგი ახვლედიანი, დემოკრატიული მოძრაობა: "ელჯიბიტის ასე ვთქვათ დამცველი, უფლებადამცველი თუ არა ხარ და პროპაგანდისტი პრორუსი ხარ, და ეს ჩვეულებრივი სტანდარტებია რა... ის, რომ ამ შემთხვევაში შენი ქვეყნის ღირებულებების და ფასეულობების და ღვთისგან ბოძებული ზნეობის წესების დაცვა გინდა, არაფერ კავშირი არ არის პოლიტიკასთან".

მარშალპრესი, 18 თებერვალი, ალია, 20-26 თებერვალი

რედაქცია: "ძეგლისწერა ეხება სოდომურ დანაშაულს, ე.ი. არაბუნებივ სქესობრივ კავშირს, მამათმავლობას, ლესბოსელობას. დასახელებულია ცოდვები: მტრობა, შური, კაცისკვლა, მრუშობა, კერპთმსახურება, ცრუ-ფიცი. ძეგლისწერის მიხედვით, სოდომური ცოდვაც განსხვავებულია ჩამოთვლილი ცოდვებისაგან. ყოველგვარი ნივთი, საგანი ღმერთმა შექმნა და მათ გარკვეული დანიშნულება მისცა ადამიანის სასარგებლოდ. სოდომური ცოდვა ღვთისა და ბუნების საწინააღმდეგო მოვლენაა. ამ ცოდვამ დაღუპა მრავალი სახელმწიფო, მრავალ ხალხს დაუკარგა თავისუფლება".

ასავალ-დასავალი, 13-19 თებერვალი
დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: „ან კი რას ვაცნობთ თანამედროვე მსოფლიოს, იმ საქართველოს, რომლის წამყვან ტელეარხებზეც „ქალად“ გადაკეთებული „კაცი“ – „კესარია“ აბრამიძეა გამოჭიმული?“

საქართველო და მსოფლიო, 16 თებერვალი

ნიკა კორინთელი, ჟურნალისტი: "იური როშკამ [მოლდოვის ყოფილი პრემიერმინისტრი] მოყვა, როგორ იღებდნენ მოლდოვის პარლამენტში კანონს თანაბარი შანსების შესახებ. მოლდოვაში ამიერიდან ნებისმიერ სოდომისტსა და პედოფილს შეუძლია, მოეწყოს სამუშაოდ საბავშვო ბაღსა და სკოლაში, ეს ახლა იოლია..."

მარშალპრესი, 23 თებერვალი
მეუფე სპირიდონ აბულაძე: ".... აი, ასეთ პირობებში, როცა მთელი მსოფლიო ასეთი წახდენილია, რო კაცი კაცზე თხოვდება, ქალი ქალზე თხოვდება, კაცი ქალი ხდება, ქალი კაცი ხდება. მთელ მსოფლიოში ასეა და შენი მასმედიის საშუალებებიც ამას ემსახურებიან, შენ როცა ამ კანონმდებლობით უკვე მე მიკრძალავ, სასულიერო პირს, ვთქვა,რო ეს არ არი კარგი… ამას მიკრძალავ და ციხით მემუქრები, შენ იმ ბალთაზარზე უარესი ხარ.”

ანტიდასავლური განწყობები

კვირის პალიტრა, 6-12 თებერვალი
სანდრო ბრეგაძე, ეროვნულები: "ახლა თუ გვყავს მილიონნახევარი ემიგრანტი, ვიზალიბერალიზაციის ძალაში შესვლის შემდეგ კიდევ ერთი მილიონი დაგვემატება, საქართველოში აფრიკელები და არაბები დასახლდებიან, რითაც ჩვენი დემოგრაფიული სურათი კიდევ უფრო გაუარესდება და საბოლოოდ, ქართველები ეგზოტიკურ აბორიგენებად გადავიქცევით".

საქართველო და მსოფლიო, 16 თებერვალი
მამა მიხეილი, მოძღვარი: "
... ეს დასავლეთის მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში კარგად მოფიქრებული ტექნიკური მეთოდებია... იწყებენ იმით, რომ უცებ ჩნდება პერსონაჟი, მაგალითად, ფილმში ან ტელეფილმში, პერსონაჟი, რომელიც აშკარად ჰომოსექსუალური ორიენტაციისა, მაგრამ უწყინარია, მხიარული, მახვილგონიერიც კი. და მორჩა _ ამით მთავრდება. შემდეგ იღებენ მეორე ფილმს, შემდეგ _ კიდევ. ეს, იცით, რას ჰგავს? _ შხამი შეიძლება მივიღოთ წვეთობით, მაგრამ არაფერი დაგვემართება, შემდეგ შეიძლება მოვუმატოთ დოზას და ორგანიზმს იმუნიტეტი ეკარგება”.

ასავალ-დასავალი, 27 თებერვალი - 5 მარტი
გიორგი პავლოვი, დეკანოზი: „არაერთხელ მიქადაგია, რომ ყოველივე არის არა დასავლური ცივილიზაციის, არამედ დასავლური კანალიზაციის პროდუქტი.  ეს ახალ ხელისუფლებასაც ეხება. პარლამენტარის მიერ პირჯვარის გადაწერას არანაირი ძალა არ გააჩნია, თუ იმავე ხელით ეთნხმება „ანტიდისკრიმინაციულ კანონს“ და სხვა უზნეო გადაწყვეტილებებს.

საქართველო და მსოფლიო, 17 თებერვალი
ვანო სულორი, ჟურნალისტი: "აშშ-ის საქართველოში დარჩენა კი გამოიწვევდა ხალხის გადაგვარება-გადაჯიშებას, ერის სრულ დეგრადაციას. რადგან სადაც ამერიკაა, იქ კოსმოპოლოიტიზმი ჰყვავის და ეროვნული ფასეულობები ჩაწიხლულია. სადაც ამერიკა იქ სექტების პარპაშია. სადაც ამერიკაა იქ ლესბოსელობისა და მამათმავლობის პროპაგანდაა. სადაც ამერიკაა, იქ გარყვნილების სოდომ-გომორაა. მახსენდება მექსიკელი მწერლის სიტყვები: “ო, საბრალო მექსიკავ, რა შორს არის შენგან ღმერთი და რა ახლოსაა ამერიკა”.

საქართველო და მსოფლიო, 23 თებერვალი
რედაქცია:  "თუ ამერიკის ელჩს [იან კელის] კადრების შერჩევისას იაღლიში მოსდის, არ უნდა გვეწყინოს. მათაც ხომ ჰყავდათ პრეზიდენტად [ჯორჯ] ბუში, ავსტრიას ავსტრალიისგან რომ ვერ არჩევდა?! [ბარაკ] ობამას კიდევ ეგონა, რომ ამერიკას 57 შტატი ჰქონდა (50-ის ნაცვლად), თავისი პრეზიდენტობის დიდ წარმატებად კი ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების დაკანონებას თვლიდა. ამის შემდეგ რა გასაკვირია, რომ მათი მოწონებული საქართველოს პრეზიდენტი მდიდარი სექსით იწონებს თავს?!"

საქართველო და მსოფლიო, 3 თებერვალი
ნიკა კორინთელი, ჟურნალისტი: "ლოს-ანჯელესი, ჰოლივუდი. ოცნებების საერთაშორისო ფაბრიკა და სამოთხე ჰომოსექსუალებისთვის. ხელიხელჩაკიდებული ორი ამერიკელი ყმაწვილი ქუჩაში მიდის, გვერდით არ ჩანან გოგონები. იქ, სადაც არ არის ქალი, არ არის სიცოცხლის გაგრძელება, მაგრამ სოდომისტები ცდილობენ, გვერდი აუარონ ბუნების კანონებს. ამისთვის კოლოსალური თანხა იხარჯება. დღეს მსოფლიოში ორი მილიონი ბავშვი ერთნაირსქესიანთა ოჯახებში იზრდება და ეს მხოლოდ დასაწყისია. ხდება ცნებების აღრევა, “დედის” ნაცვლად მკვიდრდება ახალი ცნება _ “ბიოკონტეინერი”.

გენდერი

საქართველო და მსოფლიო, 8 თებერვალი, მარშალპრესი, 7 თებერვალი
ზაზა პაპუაშვილი, ქართული ოცნება: "...საერთოდ, ამ კაცზე [ნიკა გვარამია] როგორ უნდა ილაპარაკო, როგორ შეიძლება, ეს კაცი შენი ხელმძღვანელი იყოს და შენ მისი ხელქვეითი იყო?! რომ ვუყურებ [ნიკა გვარამიას], რომ ზის მაგიდასთან ტელეეთერში, სულ მგონია, რომ ქვემოთ მოკლე ქვედაბოლო აცვია, „იუბკა“ გეტრებზე და ტერფს რომ ამოძრავებს, შლოპანცებს ქუსლებზე ირტყამს. თითქოს სახლში იქცევა ასე და საზოგადოებას არ ელაპარაკებოდეს.“

ალია, 6-12 თებერვალი
რედაქცია: „მისი განმარტებით [ირანელი სასულიერო ლიდერს აიათოლა კეზეს], თუკი მიწისძვრა მოხდება და ამის დიდი ალბათობა არსებობს კიდეც, ყველაფერში დამნაშავე სუსტი სქესი იქნება, რადგან ქალები მუდმივად იმას ცდილობენ, მამაკაცებს თავი მოაწონონ, შეაცდინონ და ხორციელი ტკბობა განიცადონ“. 

საქართველო და მსოფლიო, 6 თებერვალი, ასავალ-დასავალი, 13-19 თებერვალი
მამა გიორგი რაზმაძე, ავჭალის წმინდა ქეთევან წამებული ეკლესიის წინამძღვარი: "რაც შეეხება იმ პროპაგანდას, რომ თურმე საქართველოში ქალებს კლავენ და მთავარი ამის განმაპირობებელი ფაქტორი ქართული მენტალიტეტია, ამ პროპაგანდას ჩვენ დიდი ხანია, ვისმენთ და რა დასავლური ძალებისგან ფინანსდება ეს სიბინძურე, ყველამ ვიცით.... ცხადია, ამ თემებით გააქტიურება შემთხვევითი არაა, ეს არის კონკრეტული, მიზანმიმართული კამპანია, რომელსაც პირდაპირ მიზანში ჰყავს ამოღებული ყველაფერი ქართული. ზოგადად, ქრისტიანულად და ქრისტიანული სწავლებით ოჯახის თავი არის მამაკაცი და ამათ უნდათ, რომ ეს თავი წააცალონ ოჯახს... მათ აინტერესებთ მხოლოდ ორი რამ, რომ მიიღონ გრანტები უცხოეთიდან და შეასრულონ ის ამოცანა, რაშიც იღებენ ამ  დაფინანსებას".

დისკრიმინაციული გამოხატვის მაგალითები სრულად იხილეთ ვებ-გვერდზე: www.notophobia.ge

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

Media Development Foundation

http://notophobia.ge/

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube