#8, 1-30 სექტემბერი , 2019 | | |
ასავალ-დასავალი, 2 – 8 სექტემბერი ვალერი კვარაცხელია, ნეიტრალური/სოციალისტური საქართველო: „ვისია საქართველო... სულიერად ევროპას ჩავბარდით, სამხედრო თვალსაზრისით - ამერიკას, წინაპრების ოფლით გაპოხიერებული და სისხლით მორწყული მიწა კი, ანუ სხეული მეზობლებს მივუგდეთ საჯიჯგნად. ნაწილი რუსებმა წაიღეს, ნაწილი - თურქებმა, ნაწილი აზერბაიჯანელებს მიაქვთ და ნაწილი - სომხებს. ჯერ ჩინელებს, არაბებსა და ირანელებს ტერიტორიული პრეტენზიები ხმამაღლა არ გამოუთქვამთ, მაგრამ რა აქვთ საპრეტენზიო, თავიანთი არაოფიციალური ავტონომიები უკვე გააჩნიათ საქართველოში, კომპაქტური დასახლებებს სახით!“ | |
საქართველო და მსოფლიო, 5 სექტემბერი, ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: "ნამდვილად არ მეჩვენება ის, რომ გაყიდეს და უცხოელებს გადასცეს ყველაფერი, ყველა სტრატეგიული ობიექტი, დაწყებული საყდრისის უნიკალური საბადოებით, დამთავრებული ჭიათურის მარგანეცითა და ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნით. კიდევ ვიმეორებ: დღევანდელ საქართველოში ყველა ჯურის უცხოელი ბედნიერად გრძნობს თავს, ქართველი კი _ არა". | |
ობიექტივი, ღამის სტუდია, 28 სექტემბერი, ავთო ენუქიძე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: " შეიხედეთ ერთი ამ ტენდერებზე: ჩინელი, ჩინელი, ჩინელი, ჩინელი, ჩინელი ზის. ბიჭო, ვინმემ დააყენეთ რა დემპინგური ფასი რა. მახსენდება ის ძველი ანეკდოტი რო იყო ჩვენ ახალგაზრდობაში, რაიკომის მდივანი თათარს რო ეუბნებოდა, რო ამ ძროხას რამდენს მოწველიო და უკლებს, უკლებს, უკლებს, ბოლოს უთხრა, კიდე ამდენსაც მოწველიო და მაპატიეთ "სავსემ ვადა ბუდიდაო" უთხრა, წყალზე ანგარიშობდა, როგორ შეიძლება, კაცო, ისეთ ფასებზე, ესე იგი უკლებენ, უკლებენ, უკლებენ ამ ფასებს, ბოლოს არაფერი არ გამოდის, ფული მაინც იხდება, 2 წელიწადში ისევ გასაკეთებელია". | |
საქართველო და მსოფლიო, 10 სექტემბერი, რედაქცია: "დღესდღეობით გერმანიის დაახლოებით 640 ათას მოქალაქეს კანონიერი უფლება აქვს, თავდაცვითი იარაღი ატაროს, მაშინ, როდესაც 2014 წელს მათი რაოდენობა მხოლოდ 260 ათასი იყო.... იარაღზე მოთხოვნის ზრდად გერმანიაში უსაფრთხოების განცდის დაკარგვა სახელდება, რაც გამოწვეულია საჯარო სივრცეებში უცხოელი მიგრანტების მხრიდან თავდასხმებითა და ქალებზე სექსუალური თავდასხმის გახშირებით". | კვირის პალიტრა, 30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი, ირაკლი ალადაშვილი, ჟურნალისტი: „ირანი ესაზღვრება სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანას - სომხეთსა და აზერბაიჯანს და ირანის მასობრივ საჰაერო დაბომბვას შეიძლება ათიათასობით ლტოლვილი მოჰყვეს, რომლებიც თავის გადარჩენას სწორედ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთით ეცდებიან. თუკი მათ ეს მოახერხეს, მაშინ ირანელი ლტოლვილები გამოჩნდებიან საქართველოს ტერიტორიაზეც, მით უმეტეს, რომ ირანელებს თბილისში ისედაც კარგად აქვთ ფეხი მოკიდებული და ლტოლვილი თანამოქალაქეების შეფარება-დაბინავებაში იაქტიურებენ“. | | | |
ასავალ-დასავალი, 30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „დიახ, ჩვენ თითქოს უნდა გვიხაროდეს, რაც მეტი არაბი და ირანელ-თურქუი დაგვისახლდება თბილისში თუ სხვა ქალაქებში! თურმე, ჩვენ ცას უნდა ვეწიოთ სიხარულისგან, თუ უცხოტომელები რაც შეიძლება მეტ ქართულ მიწას დაეპატრონებიან და რაც შეიძლება მეტ ქართველ გოგონას „დაასაქმებენ“ თავიანთ ბორდელებში! დიახ, ამ სოროსულ-პროპაგანდისტულ გადაცემაში [რა დროს ძილია-ტელეიმედი] არცერთი სიტყვა არ თქმულა იმაზე, რომ „პლეხანოვის გამზირი“ და მიმდებარე ტერიტორია სავსეა ბორდელებით, სადაც ქართველ კაცებს არ უშვებენ, იქ თავიანთი ნაცნობი თუ მეზობელი გოგონები რომ არ აღმოაჩინონ არაბებისა თუ ირანელ-თურქების კალათში! არც იმაზე თქმულა ერთი სიტყვითაც, რომ თბილისში უკვე მთელი კორპუსი აქვთ არაბებსა და ირანელებს და ისინი პირთამდე ავსებენ სპორტის სასახლის 10-ათასიან დარბაზს თავიანთი ვარსკვლავების კონცერტზე! ამ გადაცემაში არცერთი სიტყვა არ თქმულა, რომ დღე არ გავა, სამართალდამცავებმა არ დააკავონ ირანელი თუ არაბი ნარკობარიგა, რომელსაც ეს შხამი ქვეყანაში შემოაქვს და, პირდაპირი მნიშვნელობით, წამლავს, კლავს და ანადგურებს ჩვენს ახალგაზრდობას!“ | |
საზოგადოებრივი ორგანიზაციები
|
|
ასავალ-დასავალი, 23-29 სექტემბერი ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: „ტელეიმედმა“ რამდენიმე სიუჟეტი მომაზადა, სადაც ირანელებმა, თურქებმა თუ არაბებმა ქართველი ბავშვები გააუპატიურეს ან პორნოგრაფიული სურათები გადაუღეს, მაგრამ შედეგად რა მივიღეთ?! სუყველანი გააპარეს ქვეყნიდან… ვთქვათ სიმართლე - ქვეყანა რჩება შარვალჩახდილ თაობას, რომელსაც თურქები, ირანელები და არაბები, ალბათ, მალე ქვეყნიდან გააბუნძულებენ და მთელი საქართველო გადამთიელებს დარჩებათ!“ | |
ალია, 23-29 სექტემბერი მაია დვალიძე, სოციალური ქსელის მომხმარებელი: „ეჭვი მაქვს აქ სულ სხვა რამ ხდება და ეს საერთაშორისო უნივერსიტეტი სულაც არ არის ქართველებისთვის, იმიტომაცაა "საერთაშორისო"... ათასი რჯულის ამხელა მასშტაბებით და ამდენი წლებით შემოყრა დაცარიელებულ დასავლეთში რასაც ემსახურება, ჩვენც ვიცით, აღარაა საჭირო თქვენი "გულწრფელი" პასუხი.“ | |
საზოგადოებრივი ორგანიზაციები
|
|
კავკასია, ბარიერი, 16 სექტემბერი ვაჟა ოთრაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „თქვენ არ უყურებთ აჭარაში როგორ შემოდის თურქეთი... სამხედო მიუმხრობლობა საშუალებას გვაძლევს რუსეთთან, იგი შემოგვხედავს, როგორც სანდო პარტნიორს... რუსეთი და თურქეთი თქვენ ხედავთ ერთმანეთთან, როგორ რიგდებიან... 34%, საქართველოს ისტორიული ტერიტორიებისა, ხელში აქვს ჩაგდებული, დაპყრობილი თურქეთს. | |
საქართველო და მსოფლიო, 19 სექტემბერი, ანზორ დანელია, ავტორი: " “ისტორიული მეგობრის”, თურქეთის, მიერ მიტაცებულია ტაო-კლარჯეთის (ართვინ-არტაან-ოლთისი) 12 ათას კვ კმ-ზე მეტი ქართული მიწა მოსახლეობით. დღეს ამ მიწაზე სავალალო მდგომარეობაშია უნიკალური ეკლესია-მონასტრები. ჩვენი გამყიდველი ხელისუფლების დანაშაულებრივი დუმილის გამო ვკარგავთ (თუ უკვე არ დავკარგეთ) აჭარას.” | |
საქინფორმი, 2 ოქტომბერი, ალექსანდრე ჭაჭია, ავტორი: "თურქეთის ინტერესი გასაგებია და მასში ვერაფერს შევცვლით. მას შეიძლება, მხოლოდ ერთი - რუსეთის სტრატეგიული ინტერესი დავუპირისპიროთ, რომ მას ფსოუზე ნატოსთან და თურქეთთან საზღვარი არ ჰქონდეს, ვინაიდან, მხოლოდ იდი-ოტებმა შეიძლება არ დაიჯერონ, რომ თუ საქართველო ნატოში გაწევრიანდება, ეს უკანასკნელი კი საქართველოში თავის ჯარებს შემოიყვანს ფსოუზე ჩასაყენებლად, ეს აუცილებლად თურქეთის ჯარი იქნება. ამ რეგიონში ნატოს წევრი ქვეყანა თურქეთია და, როგორც ზემოთაც ვთქვი, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიდი ხანია თურქეთი რეგიონულ ზესახელმწი-ფოდ აღიარა - კავკასიაზე გავლენის გავრცელების უფლებით. ამ ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა შევძლოთ რუსეთის გამოყენება საიმისოდ, რომ არ დაუშვას (შესაბამისი ბერ-კეტები, ჯერჯერობით, აქვს) აფხაზეთში სხვა ერების ჩასახლება. ეს, უპირველესად, თურქებს შეეხებათ". ილორი | |
საზოგადოებრივი ორგანიზაციები
|
|
საქართველო და მსოფლიო, 5 სექტემბერი, ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: "ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: თუ რუსეთი წავა საქართველოდან, მის ადგილზე მოვა თურქეთი და, არათუ აფხაზეთს ან სამაჩაბლოს ვეღარ დავიბრუნებთ, დავკარგავთ დავითგარეჯსაც, ქვემო ქართლსაც, თბილისსაც და ყველაფერს. აი, ეს არის რეალობა, რომელიც კი არ გველოდება, ამ რეალობაში უკვე ვიმყოფებით და, რაც დრო გადის, რაც უფრო დროში იწელება პროცესები, ეს უფრო და უფრო რეალური ხდება". | |
საქართველო და მსოფლიო, 25 სექტემბერი, გულბაათ რცხილაძე, ევრაზიის ინსტიტუტი: "უიმედოა საქართველოს მდგომარეობა ამ წუთშიც და უახლოეს მომავალშიც… აფხაზეთი კი არა, აგერ, აჭარაში რა ხდება, ის ვერ გაგვიგია; ჯერ ვერ გაგვირკვევია, მეჩეთები გვინდა, ტურიზმის განვითარება თუ თურქეთი… ასე რომ, იმას მივხედოთ, რაც ჯერ არ დაგვიკარგავს, დაკარგულზე კი მერე ვილაპარაკოთ". | |
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია
|
|
საქართველო და მსოფლიო, 24 სექტემბერი, ბესო ბარბაქაძე, ჟურნალისტი: "ხელისუფლება შეუსწავლელად, განუკითხავად ყველას ურიგებს მოქალაქეობას თუ ცხოვრების უფლებას... მოსახლეობის რაოდენობას რომ არაფერი დაეტყოს, მოქალაქეობას ვანიჭებთ გაურკვეველი პროფესიის, მენტალიტეტის, რელიგიის მქონე ადამიანებს. ჰო, რელიგიის და არავის შეურაცხვყოფთ, მაგრამ, მაგალითად, იმავე ინდოეთში 250-მდე მიმდინარეობაა და ლამის ყველა სოფელს თავისი კერპი ჰყავს. ძირითადი კონფესიები სავსებით საკმარისია, მაგრამ დღეს საქართველოში, იმ ძირითადების გარდა, 50-მდე გაურკვეველი მიმდინარეობაა, არიან ისეთებიც, რომელთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 100 კაცს არ აჭარბებს და ამას რელიგიას ეძახიან. არ გამორიცხოთ, ქართული მართლმსაჯულების ტოლერანტობის პირობებში, ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ნებისმიერ სახელს დაირქმევს, რელიგიური სტატუსი მისცენ, შენობაც გამოუყონ და მერე, შესაძლოა, სახელმწიფომაც დააფინანსოს". | |
ობიექტივი, ღამის სტუდია, 6 სექტემბერი დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „ჯერ ლგბტ რევოლუციას, რომ ტელევიზიით გეუბნება ვაწყობო, საერთოდ გესმით ლგბტ რამხელა გონებრივი სიბნელეა? ეს მართლა ადამინის უფლებები კი არაა, ადამიანი, რომელიც წარმოადგენს ლგბტ-ს, ეს არის სულიერად აბსოლუტურ სიბნელეში მყოფი ადამინი... იმას მკურნალობა ჭირდება. საცოდაობაა, უბედურებაა, იმას ფსიქიური მკურნალობა ჭირდება, ფსიქიურიც და ზოგს გენეტიკური. | |
ობიექტივი, ღამის სტუდია, 30 სექტემბერი გია კორკოტაშვილი, ქართული იდეა: „ამ მამათმავლების, ჰეტერო და ჰომოსექსუალების ქვეყანაში რომ გაიზარდნენ ჩვენი შვილები, ეგ შეგერგებათ თქვენ?“ | |
ობიექტივი, ღამის სტუდია. 9 სექტემბერი ნინო რატიშვილი, წამყვანი: „ერთხელ მე მყავდა ერთი ქალბატონი, რომელიც მიმტკიცებდა გადაცემაში და მეუბნებოდა რომ აი, იცით რა? არსებობენ მაგალითად ისეთი ჰომოსექსუალები, რომლებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ შვილები და ჩვენ რატომ არ ვუწყობთ ხელსო და მე ვუთხარი თქვენ ხომ ქალიშვილები გყავთ, კი, ალბათ, თქვენ მეთქი სიამოვნებით მიათხოვებთ ხომ ასეთ ადამიანს. როგორო, აბა, ჩემი შვილი გინდა მიათხოვო მე ვუთხარი... თავის ოჯახისთვის რაც უნდათ, ის შემოგვთავაზონ რა. ჩვენ არ გვინდა ხომ და ვისაც არ გვინდა რატომ ითმენენ.“ | |
| | | ასავალ-დასავალი, 16 -22 სექტემბერი დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: „პუტჩი, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს თბილისში ჩაფლავდა, მხარდაჭერილი იყო სწორედ ლგბტ ნახირის მიერ, რომლის უკანაც ბოლოქანქარობაში მხილებული გიორგი მაისურაძე და მასთან გათნაბრებული ბილწი მეკურტუმეები მოიაზრებიან. მოკლედ, საქართველოს წინააღმდეგ მაშინაც და ახლაც ყველანი ერთად არიან _ ავადსახსენებელი კიტოვანის ტანკისტებიც და გიორგი მაისურაძის „ტრა...ისტებიც!“ | | | | | საქინფორმი, 25 სექტემბერი, არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფომის მთავარი რედაქტორი: "რამდენიმე დღის წინათ ხაზარაძემ განაცხადა, რომ ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენი, რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაახლოებული მილიონერი ლევან ვასაძე მისი მეგობარი და ”ძალიან კარგი ადამიანია”. ეს სწორედ ის ვასაძე გახლავთ, რომელმაც მიმდინარე წლის ივნისში “თბილისი პრაიდის” გეი-აღლუმი ჩაშალა, რის შემდეგაც სააკაშვილმა სცენარი შეცვალა და 20–21 ივნისის ღამის წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების საბაბად გავრილოვი აქცია! გამოდის, რომ გეებს, რომლებსაც ვასაძე დევნის, ხაზარაძე მფარველობს! მესაჯდომე ავყიების, „უბორნიის“ პოეტებისა და ინცესტის მეხოტბე უწმინდურთათვის ხაზარაძემ წლების წინათ ლიტერატურული პრემია „საბა” დაარსა, რომლითაც გამოჩენილ უკუღმართებს ქართველი ხალხისათვის წაგლეჯილ ფულში აბანავებს!" | | | | |
საქართველო და მსოფლიო, 25 სექტემბერი, ჯაბა ჟვანია, ჟურნალისტი: "რაც შეეხება მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც, “ლიბერალური საინფორმაციო საშუალებების” მრავალწლიანი პროპაგანდისტული ზეწოლის მიუხედავად, ადამიანის არაბუნებრივ მდგომარეობას (მამათმავლობას) ნორმად არ იღებს, ამ კატეგორიის ადამიანების რაოდენობა, [NDI-ის] კვლევის თანახმად, არ მატულობს და ის, უკვე წლებია, 44%-ს შეადგენს". | |
ასავალ-დასავალი, 9 -15 სექტემბერი დავით ქვლივიძე, დეკანოზი: „ყველას უკებლივ მიეზღვება უფლისგან! თუ უზნეო არასამთვრობოების წევრებმა და საქართველოს ხელისუფლებაში მოკალათებულმა გარყვნილმა ჩინოსნებმა არ შეინანეს, არამარტო მათ, არამედ ქართველ ხალხსაც მოეთხოვება პასუხი იმის გამო, რომ უზნეობას წინ არ აღუდგა, რომ უზნეო ხელისუფლება აირჩია, მამათმავლობასა და სხვა გარყვნილებებს გაპარპაშების საშუალება მისცა! უზნეობის მიმართ წაყრუების გამო მარტო ცალკეული გარყვნილები კი არა, მთელი ერი ზღვავს! ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, ეტყვის თუ არა, უარს ამომრჩეველი 2020 წლის არჩევნებში უზნეო და გარყვნილ კანდიდატებს!“ | |
საქართველო და მსოფლიო, 25 სექტემბერი, გიორგი რაზმაძე, სასულიერო პირი: "ამჯერად ეს [NDI-ის კვლევა], ალბათ, უფრო იმ მიზანს ემსახურება, რომ საზოგადოების კონსერვატიულ ნაწილში, რომელიც უმრავლესობაა, შექმნან უპერსპექტივობის განცდა. ლიბერალების ერთ-ერთი თეზა ხომ სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ეროვნულობა და ტრადიციულობა სიბნელეა, რომელიც დროს ვერ გაუძლებს, რადგან ის პროგრესს ეწინააღმდეგება. კონკრეტულ ციფრებს რაც შეეხება, მათ დაწერეს, მოსახლეობის 27%-ს ლგბტ-ების უფლებების წამოწევა მნიშვნელოვნად მიაჩნიაო. ჩნდება შეკითხვა _ საქართველოს მოსახლეობის 27% ხომ არის სულ ცოტა 300-400 ათასი ადამიანი, და რატომ ვერ გამოჰყავთ მამათმავლების დასაცავად 300 და 400 კაცზე მეტი?" | |
ასავალ-დასავალი, 9 -15 სექტემბერი გიორგი გულედანი [რუბრიკა - კვირის ფოსტა]: „20-21 ივნისის აქცია პარლამენტის წინ მინავლებული სახით დღესაც გრძელდება. აშკარაა, რომ მას უკრაინიდან ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს. აქციაზე მიბმული არიან ლგბტ თემის წევრები, ნარკომანები და ქვეყნის მოღალატე სხვადასხვა ჯურის ელემენტები ძნელი საყურებელი და მოსასმენია დედაქალაქის მთავარი გამზირიდან მათი გამოსვლები.“ | |
ასავალ-დასავალი, 16 -22 სექტემბერი ჯაბა ტყემალაძე, ექიმი: „დროა, ჩვენმა საზოგადოებამ სწორი აქცენტები გააკეთონ და ისეთ უაზრო თემებზე საუბრის ნაცვლად, როგორიცაა გენდერული თანასწორობა ან განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირთა უფლებების დაცვა, იმ შემზარავ პრობლემებზე ვისაუბროთ, რომელთა არსებობა საფრთხეს უქმნის ჩვენს არსებობას მსოფლიო რუკაზე.“ | |
ინტერპრესნიუსი, 25 სექტემბერი ლევან ვასაძე, ბიზნესმენი: „იმაზე რომ აღარაფერი ვთქვა, რომ ქვეყანაში ყველაზე უსირცხვილო ხალხის მიერ ინსპირირებულ და დასპონსორებულ უვადო აქციას სირცხვილია ჰქვია... ყველაფერი ყირაზე გვიდგას, უღირსობა საუბრობს ღირსებაზე, მონა გვმოძღვრავს თავისუფლებაზე და ეროვნულ ხალხს ეძახის მონას. მოძალადე გმობს ძალადობას, მეძავი მეძავობას, მამათმავალი კი არაკაცურ საქციელს.... ეს ის ნაწილია, რომელიც მტერს ეჭიჭყინება, იწვევს ომზე, მერე იმ ომიდან გამორბის, მიწაზე ფორთხიალობს, შარვლებს იხდის და მტერს შიშველ უკანალს აჩვენებს, იგინება და მერე ღამის კლუბში მამათმავლობს პატრიოტიზმის სახელით და იძახის, საქართველოს რატომ არ იცავთ, თქვე პუტინის მონებოო.“ | |
| | | ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში. | | | | | მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად. | | | | |
|
|