MDF
# 21, 1-31 მარტი, 2017

სიძულვილის ენა

ასავალ-დასავალი, 27 მარტი - 2 აპრილი
დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი:
„ტვინმოღრეცილთა სექტის ზოგიერთ სულით კუზიანს, მაგალითდ, მაგდა ანიკაშვილს ან სალომე ასათიანს რომ ჰკითხო, ფარულ მოსმენებს სახელმწიფოში სპეცსამსახური კი არა „ლგბტ“ აქტივისტები ან არასამთვრობო ორგანიზაციები უნდა ახორციელებდნენ! ზოგიერთებმა შესაძლოა, ისიც თქვან - მოდით, ეს საქმეც ამერიკის საელჩოს ოფიციალურად გადავაბაროთ, არაოფიციალურად მაინც გვისმენენო!“

თურქოფობია

ობიექტივი, ბათუმის სტუდია, 23 მარტი
ელგუჯა პაიჭაძე, პატრიოტთა ალიანსი: „რამდენი ჩვენი ახალგაზრდა გოგო-ბიჭები გადის, რამდენი ასეული გადის ყოველწლიურად თურქეთის სახელმწიფოში სასწავლად. უფასოდ ასწავლიან, აჭმევენ, ასმევენ, როდესაც არდადეგებზე ბრუნდებიან სახლში ოჯახში კიდევ საჩუქრებს ატანენ. ეხლა,  ეს ბავშვებს თქვენ როგორ ფიქრობთ ეხლა ჩვენი მეზობელი და „კეთილმოსურნე ქვეყანა“ ბრჭყალებში ვიხმარ მე ამ სიტყვას, არ შემეშინდება ამის თქმის, ჩვენს სასიკეთოდ განაწყობს იმ ხალხს, თუ თავისი ინტერესების გამტარებლად განაწყობს.“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 19 მარტი
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი:
  "იქ ვხედავთ, რომ ყველა გარემოა შექმნილი , რომ გაიხაროს უცხოელმა, განსაკუთრებით თურქმა, შემოსულმა, ხომ? იქ სახელმწიფო პოლიტიკა თურქეთის ისეთია, რომ ფაქტიურად გოჯი-გოჯ, კორპუს-კორპუს და   ქუჩა-ქუჩა იპყრობს საქართველოს. აგერ თბილისში, რათ მინდა ახლა ბათუმზე საუბარი, თბილისში შეხედეთ ეხლა პლეხანოვზე, რუსთაველზე, თუ სხვა პროსპექტებზე და ქუჩებზე როგორ ხსნიან ყოველდღიურად თურქულ კაფეებს, თურქულ სასადილოებს, თურქულ რესტორნებს, თურქულ ჰოტელებს და ა.შ. ეს არის ქვეყნის დაპყრობა უომრად."

საქართველო და მსოფლიო, 27 მარტი, საქინფორმი 28 მარტი 


სანდრო ბრეგაძე, მოძრაობა ეროვნულები:
“ახლახანს მომაწოდეს ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ 3 თურქმა გააუპატიურა არასრულწლოვანი ქართველი გოგონა, რომელიც ტრამვებით საავადმყოფოში გადაიყვანეს,ამ ფაქტს საგულდაგულოდ მალავენ,ხოლო ფულიანმა თურქებმა შეძლეს გაჭირვებული ოჯახის მოსყიდვა".

საქართველო და მსოფლიო, 17 მარტი
დავით მხეიძე, ავტორი:
"ზემოხსენებული “საქართველოს რა?” [ბათუმში 11 მარტის აქციის მონაწილეების შეძახილი] იმ ძალების რეპეტიცია იყო, რომლებიც ხელსაყრელ მომენტს ელოდებიან, რათა აჭარა ამა თუ იმ ფორმით აახლიჩონ დედასამშობლოს და ამ ძალებში ვგულისხმობ იმ ათასობით თურქს, რომლებსაც სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა".

საქართველო და მსოფლიო, 29 მარტი
მამა დავით ქვლივიძე:
"მცირე ხნის წინ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, თურქეთისთვის დიდი საფრთხე მოდის ბალკანეთიდან, დამასკოდან, იემენიდან და ბათუმიდანო. ეს იყო და ბათუმში არეულობაც მოხდა. ახლა ვიღაცას შეიძლება ეგონოს, რომ იმ განცხადებას არანაირი კავშირი არ აქვს ამ არეულობასთან, მაგრამ მე ვფიქრობ, ასეც არ არის".

ასავალ-დასავალი, 20-26 მარტი
მიხეილ ცაგარელი, ასტროლოგი:
„რუსეთის კი არა თურქეთის უნდა გეშინოდეთ, აჭარაში 30 ათსი თურქი საქართველოს მოქალაქეა, აღმაშენებლის გამზირი უკვე თურქული უბანია. მათ მხოლოდ რუსეთის ეშინიათ - 13 ბრძოლიდან 12 წააგეს, ამიტომაც არ გვესხმიან.“ 

კავკასია, სპექტრი, 17 მარტი
ლევან ლორთქიფანიძე, აუდიტორია 115:
„დიქტატურა მყარდება იქ [თურქეთში] და ამ ადამიანებს აქვთ პრეტენზია, რომ ეკონომიკური ექსპანსია მოახდინონ :რაღა საჭიროა საზღვრის შეცვლა, რაღა საჭიროა ჯარის შეყვანა, მთავარია, დავიპყრო მთელი მისი ბაზარი, დავიპყრო მისი რესურსები, დავიპყრო მისი მდინარეები, დავიპყრო ბათუმში ყველა სიკეთე რაც არის და თავიდან ბოლომდე ჩავიგდო ხელში“ და მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ფობიაში რომ არ დამადანაშაულონ და ულტრანაციონალიზმში და ა.შ. მარტო ქართველების დისკრიმინაცია არ ხდება აჭარაში“.  

საქართველო და მსოფლიო, 24 მარტი
გიორგი ოთხმეზური, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი:
"თურქეთი მეზობელია ჩვენი და უნდა გვქონდეს მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ დღეს თურქეთში ბეჭდავენ სახელმძღვანელოებს, რომლებშიც აჭარა მოხაზულია, როგორც თურქეთის ტერიტორია, რომელიც 300 წლის განმავლობაში იყო თურქეთის შემადგენლობაში და რუსეთის იმპერიამ წაართვა, მაგრამ მანამდე რომელი ქვეყნის შემადგენლობაში იყო, არ ამბობენ. მეგობრობა ცალმხრივი არ შეიძლება იყოს, ჩვენ ჩვენი უნდა დავიცვათ... ძალიან დიდი სიფრთხილეა თურქეთთან ურთიერთობისას საჭირო".

ქსენოფობია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 30 მარტი
დავით თარხან-მოურავი პარტრიოტთა ალიანსი:
„თუ მოქალაქეობას ითხოვს არაქართველი, აქ დიფერენცირებული მიდგომაა საჭირო... ჩემი მიდგომა ყველამ იცის, მე მიმაჩნია, რომ არც ირანის მოქალაქეებმა და არც თურქეთის მოქალაქეებმა თუკი ისინი ქართველები არ არიან, არცერთ შემთხვევაში არ უნდა მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა, ეს არასოდეს არ დამიმალავს“.

ასავალ-დასავალი, 27 მარტი - 2 აპრილი
ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება:
„უარესს გვიზამენ! ჯერ სადა ვართ?! ხომ გვინდოდა ევროპელობა, ჰოდა, როგორც ევროპაში ექცევიან არაბები ევროპელებს, ჩვენც იმავეს გვიზამენ! ამ უცხო თესლის პარპაში საქართველოში სასწრაფოდ უნდა აიკრძალოს! მე არ მინდა, რომ რაღაც ვიზალიბერალიზაციის სანაცვლოდ აქ არაბები, აფრიკელები და აზიელები შემოგვიყარონ! მალე ჩვენს სამშობლოში აღარ დაგვედგომება და ეგ არის!“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 1 მარტი
გიორგი მაღლაკელიძე, პატრიოტთა ალიანსი:
„სამაგიეროდ საქართველოს დაეპატრონებიან არაბებიი, სირიელებიი, სხვადასხვა, ერაყელებიი, ინდოელები, ჩინელები. აი ეს არის სამწუხარო რეალობა და ჩვენ ყველანაირი ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ეს ურთიერთობები ჩავაყენოთ ცივილიზირებულ, ურთიერთპატივისცემის, ურთიერთადეკვატურ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დიპლომატიაში ეს ძალიან კარგი სიტყვაა „სარკისებრ ურთიერთობაში“, როგორიცა გვაქვს ჩვენ მათთან, იგივე უნდა ჰქონდეთ მათ ჩვენთან, არც მეტი, არც ნაკლები“.

ალია, 20-26 მარტი
ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი:
"ჩვენს ადგილს უკვე იკავებენ ინდოელები, ჩინელები, არაბები, თურქები და ა.შ....საქართველოსთვის ერთმანეთს ებრძვიან არაბები, ინდოელები, ჩინელები და მეზობელი სახელმწიფოები."

ალია, 20-26 მარტი
სანდრო ბრეგაძე,  მოძრაობა ეროვნულები:
"იგივე კი არა, უარესი მდგომარეობაა ბათუმში ამ კუთხით და ფაქტობრივად, ქართველები მონებად არიან ქცეულნი უცხოელების ხელში, რომლებიც მათ საეჭვო ტიპის დაწესებულებებში ამუშავებენ"

ობიექტივი, ღამის სტუდია, 1 მარტი
ბონდო მძინარაშვილი, წამყვანი:
  “სამუშაო ადგილები უპირველესად საქართველოს მოქალაქეებისთვის, და თუ გნებავთ კიდევ უფრო დავაზუსტებ, უპირველესად ქართველებისთვის უნდა არსებობდეს, რადგან ქართველმა უნდა საკუთარ სამშობლოში ამ სამშობლოს პატრონად უნდა იგრძნოს თავი და შვილად და არა გერად. და ისე აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრ სფეროს მოედვნენ უცხოელები და საქართველოში ქართველისთვის ადგილი აღარ დარჩა და ალბათ სწორედ ამიტომაც არი, რომ ყველას გული უკვე უცხოეთში მიუწევს“.

საქართველო და მსოფლიო, 31 მარტი
დავით მხეიძე, ავტორი:
"საქართველოს რეალური დემოგრაფიული სურათი გაეროს მიერ დახატულზე გაცილებით მძიმეა. ვისაც უნდა, ქსენოფობად ჩამთვალოს და ვისაც უნდა, რასისტად, მაგრამ სათქმელს მაინც ვიტყვი: უკვე თვალში საცემია საქართველოს ჩინეთიზაცია და თურქეთიზაცია!თუ ქართველებიც სამუდამოდ დარჩნენ ევროპაში, აი მაშინ მოგეცათ ლხენა: საქართველოს სახნავ-სათესი მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი ხომ უცხოტომელებს აქვთ ნაყიდი, დანარჩენსაც ათასი ჯურის გადამთიელი შეიძენს და, როგორც პარიზში, სადაც ძნელად მიხვდები, რომ საფრანგეთში ხარ და არა რომელიმე აფრიკულ ქვეყანაში, თბილისშიც ანალოგიური სურათი იქნება ახლო მომავალში".

ასავალ-დასავალი, 27 მარტი - 2 აპრილი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი:
„დიახ, ეს არაბები თუ აფრიკელები საქართველოში თავს უკვე სტუმრებად კი  არა მასპინძლებად მიიჩნევენ! და იცით რატომ?! იმიტომ, რომ იმავე თვისუფლების მოედანზე  და პლეხანოვზეც უამრავი ბორდელია, სადაც ესენი ქართველ გოგოებთნ ერთობიან!.. საქართველომ აღარ უნდა მიიღოს არცერთი არაბი, აზიელი თუ აფრიკელი იმ სახელმწიფოებიდან, სადაც არც კი იციან, რა არის საქართველო და ვინ არიან ქართველები! და ვინც უკვე შემოეხეტა და ჩამოეთესლა საქართველოში, მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გავუშვათ საიდანაც მოვიდნენ!“

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

ალია, 27 მარტი- 2 აპრილი
ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი:
"ვინ არიან იეღოველები?! მშვიდობიანი მორწმუნეები თუ ექსტრემისტები, რომლებიც ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან!!!"

საქინფორმი, 6 მარტი
რედაქცია:
"...საქართველოს მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე – პროვოკატორი, რომელიც მუდამ ირწმუნება, რომ საქართველოში მუსლიმებს მეორე ხარისხის ადამიანებად მიიჩნევენ...საინტერესოა, დღემდე რატომ არ დაისაჯა კანონიერად ყველა, ვინც 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სისხლიანი ჩაშლის მცდელობა მოაწყო ქვემო ქართლის რეგიონში, რომელიც კომპაქტურად არის დასახლებული მუსლიმებით? ამბოხებისკენ ხომ არ მოუწოდებდნენ ერთმორწმუნეებს ე. წ. საქართველოს მუსლიმთა კავშირი და მისი ლიდერი ტარიელ ნაკაიძე?!"

ასავალ-დასავალი, 27 მარტი - 2 აპრილი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი:
„აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დღემდე ვერ მოახერხა, რომ ერთ, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში მაინც დაუშვას მუდმივი ღვთისმსახურება, რათა ჰერეთელ ქართველობას იქ მაინც შეეძლოს თავისუფლად უფლის სადიდებლად ლოცვის აღვლენა!
და ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანლები უზარმაზარ ახალ-ახალ მეჩეთებს აშენებენ!“

საქართველო და მსოფლიო, 1 მარტი
მამა ბასილ მკალავიშვილი:
"იეღოველთა სექტის წარმომადგენელნი შემოესივნენ საქართველოს და ყოველგვარი მზაკვრული ხერხებით ცდილობენ, ამორალიზმი, გარყვნილება დანერგონ ერში და ასე „მომზადებული" წაიყვანონ ევროპისკენ".

საქართველო და მსოფლიო, 16 მარტი
გულბაათ რცხილაძე, ევრაზიის ინსტიტუტი:
"იდეოლოგიზირებული არგუმენტაცია, რომ მეჩეთის მშენებლობა რელიგიის თავისუფლების გამოხატვას წარმოადგენს და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს განეკუთვნება, არ გახლავთ მართებული, რადგან იკრძალება არა მეჩეთი, როგორც ასეთი, არამედ კონკრეტული მშენებლობა, კონკრეტულ ადგილზე. ბათუმში ამჟამად მოქმედი ისტორიული მეჩეთი მთლიანად აკმაყოფილებს შედარებით მცირერიცხოვანი ბათუმელი მუსლიმების მოთხოვნილებებს, ხოლო მუსლიმები, რომლებიც აჭარის სხვა ქალაქებსა და სოფლებში ცხოვრობენ, ნამდვილად არ განიცდიან მეჩეთების ნაკლებობას".

ალია, 6-12 მარტი
დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი:
"11 ივლისს საპატრიარქოში, წმინდა სინოდის სხდომაზე, როცა სომხური ეკლესიისა და დანარჩენი სექტებისთვის (მე მართლმადიდებელი გახლავართ და ჩემთვის ყველა სხვა დანარჩენი აღმსარებლობა გახლავთ ღვთისმგმობელი სექტა, - დ.ჩ. [დიტო ჩუბინიძე] განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების საკითხი იხილებოდა, დიდი ამბები დატრიალებულა."

იმედი, ქრონიკა, 24 მარტი
ედიშერ ქარჩავა, საპატრიარქოს იურისტი:
"რელიგიური უმცირესობების უფლებები უნდა იქნეს დაცული, მაგრამ მათი უფლებების დომინანტ რელიგიასთან გათანაბრებაც ერთგვარი დისკრიმინაციაა დომინანტი ეკლესიის მიმართ".

ჰომოფობია

მარშალპრესი, 7 მარტი
მერაბ კაჭახიძე, ქართული ოცნება:
"დიახ, ევროპაშიც მექრთამე საჯარო მოხელე მექრთამეა, ცუდი მენეჯერი ცუდი მენეჯერია, ზარმაცი და უსაქმური, იქაც ზარმაცი და უსაქმურია, ბოზი ბოზია, გეი გეია, ნარკომანი ნარკომანია… დიახ, ყველა ნორმალური ევრ ოპული ოჯახისთვის (არანორმალური ყველგანაა) ტრაგედიაა, თუ ოჯახის რომელიმე წევრს აქვს რაიმე სექსუალური თუ ფსიქო – მენტალური გადახრა…ასე, რომ ნუ ავყვებით ვიღაცეების “მოთხოვნა – ნაბოდვარს” და ჯანმრთელ – ჯანსაღ ევროპას ჩავხედოთ თვალებში".

ობიექტივი, ღამის სტუდია, 5 მარტი
დიმიტრი ლორთქიფანიძე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა:
"ანტიდისკრიმინაციული კანონი კი არ არის თავისთავად განგაშის ზარების დასარისხებელი, არამედ მასში არსებული ის ორი, სრულიად მიუღებელი ტერმინი, რომელმაც შემდგომში გააჩინა შესაძლებლობა, ე.წ. ერთსქესიანთა ქორწინებების მსურველთა აპოლოგეტებისთვის გააჩინა შესაძლებლობა, რომ მათ შემდგომში ედავათ რასაც აქვს კიდევაც დღეს ადგილი. ეს არის სექსუალური ორიენტაციისა და განდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესაძლებლობა. "

ასავალ-დასავალი, 13-19 მარტი
სანდრო ბრეგაძე, მოძრაობა ეროვნულები:
„მინდა ვკითხო [გიორგი] კვირიკაშვილსა და [თეა] წულუკიანს - პედერასტებს რომ იცავდით და ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლ ავაზაკებს რომ იფარავდით, დაგიფასათ ევროპამ? დაგიფასათ კი არა, საქვეყნოდ შეგარცხვინათ და თავზე ლაფი დაგასხათ. დროზე მოცილდით ხელისუფლებას.“ 

ასავალ-დასავალი, 20-26 მარტი
ლევან ჩაჩუა, ქართული იდეა:
„თუ 90-იანიწლების ეროვნულმა მოძრაობამ, რომლის სათავეში დიდი ადამიანები ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა იყვნენ, საქართველო „წითელი ბოლშევიკებისგან“ გამოიხსნეს.  ჩვენ გეზი გვაქვს აღებული, რომ საქართველო „ცისფერი ბოლშევიკებისგან გავანთვისუფლოთ“. “ 

ალია, 13-19 მარტი
სანდრო ბრეგაძე, მოძრაობა ეროვნულები:
"მილიციონერი, რომელიც პიდარასტ-ფემინისტებს იცავს. მთელი საპიდარასტეთი ამ მილიციონერის ქება-დედებაშია... ხომ გაგიყარათ სტრასბურგმა, უარესის ღირსები ხართ. დაიცავით პიდარასტები და ფემინისტები, ხოლო გულანთებული პატრიოტები დევნეთ და დააპატიმრეთ--მერე მაინც გაგიყრით სტრასბურგი, ტყუილად უძვრებით!!!

საქართველო და მსოფლიო, 9 მარტი
ლუკა მაისურაძე, ჟურნალისტი:
"საბჭოთა კავშირის არსებობას 60-წლიან პერიოდში, ანუ 1922-დან 1991 წლამდე ქვეყანაში ყველა თანასწორუფლებიანი იყო, არ იყვნენ მათხოვრები, ყველა მუშაობდა, ხოლო ისეთი საზიზღრობის შესახებ, როგორიც არის ჰომოსექსუალიზმი და სხვა გარყვნილება, ბევრს არაფერი სმენოდა".

საქართველო და მსოფლიო, 9 მარტი
რედაქცია:
"პედერასტების დაქორწინების შესახებ კანონი პარლამენტმა ჯერ კიდევ 2014 წელს მიიღო. 200 დეპუტატიდან კანონი 105 დეპუტატმა მოიწონა, წინააღმდეგი 95 გამოვიდა. ერთნაირსქესიანთა დაქორწინების წინააღმდეგ გამოდის ფინეთის ევანგელიკურ-ლუთერანული ეკლესია. მღვდლების დაახლოებით ნახევარმა განაცხადა, რომ მამათმავლებს ჯვარს არ დასწერს".

საქინფორმი, 27 მარტი
არნო ხიდირბეგიშვილი, მთავარი რედაქტორი:
" სირცხვილია, რომ "ქართული ოცნების" ზოგიერთმა "სახემ", აქაოდა, "ჩამორჩენილად" არ გამოვჩნდეთო, ცოტა ხნის წინ ტელევიზიით განაცხადა, რომ მარიხუანა გაუსინჯავთ და იციან, ეს რა არის... იქნებ ჰეროინიც გაუსინჯავთ?! ისე, მარტო ერთხელ, იმისთვის, რომ იცოდნენ - ეს რა არის?! ან იქნებ ანალური სექსიც, პრინციპით "ოდინ რაზ - ნე პედერასტ”?! ნეტავ არავინ მოუკლავთ იმისთვის, რომ გაეგოთ - რა შეგრძნებები ჩნდება ამ დროს?! ნუთუ ყველა სასიკვდილო ცოდვის გასინჯვაა საჭირო, რათა მათზე წარმოდგენა გქონდეს?!"


ასავალ-დასავალი, 6-12 მარტი
ქრისტეფორე წამალაძე, ეპისკოპოსი:
„არავინ იფიქროს, რომ სოდომური ცოდვისკენ მიდრეკილება ჩვენს ხალხში ძევს, არა, ამას განგებ სჩადიოდა უბინძურესი საბჭოთა „კაგებე“ და ეკლესიაში მღვდელმსახურებისთვის განაწესებდა პედოფილებსა და მამათმავლებს.”

საქართველო და მსოფლიო, 29 მარტი
დავით ქვლივიძე სასულიერო პირი:
რა შეიძლება ამას დავარქვათ, ეს არის გარყვნილების აპოგეა [მის ტრანსგენდერი 2017-ის კონკურსის ჩატარებაზე საუბრობს]. მსგავსი გარყვნილების გამო დიდი იმპერიები განადგურდა… საერთოდ, გარყვნილება ანადგურებს არა მარტო პიროვნებას და ოჯახებს, სახელმწიფოებს და იმპერიებსაც. ამიტომ, ეს არის დიდი ცოდვა და ამას დიდი სასჯელი მოყვება.

საქართველო და მსოფლიო, 29 მარტი
დავით ქვლივიძე სასულიერო პირი:
" ვეკითხები ხელისუფლების წარმომადგენლებს: როგორ ფიქრობთ, აბხაზებს და ოსებს მოუნდებათ სოდომ-გომორულ ცოდვაში ჩაძირულ საქართველოსთან თანაცხოვრება?! კიდევ ვიმეორებ, ვინც ამ გარყვნილების მომხრეა, ის არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მტერი, ის არის ქვეყნის დაშლისა და დაქუცმაცების მომხრე".

ობიექტივი, ღამის სტუდია, 24 მარტი
თამარ კიკნაძე პროფესორი:
"გეუბნებიან [ლიბერალები] რომ, აი ვთქვათ ნორმა არის ლესბოსელების და გეების ქორწინება, , და შვილების აყვანა. ჩვენი უფლებები ირღვევა და ამიტომ ეს არის რაღაცა ანომალია, რაღაცა სიგიჟე..."

საქართველო და მსოფლიო, 28 მარტი
ლადო სადღობელაშვილი, თავისუფალი თაობა:
„თბილისში ყველაზე პოპულარული სანარკომანო და სამამათმავლო ბუდე [კლუბ ბასიანს გულისხმობს]  ეკუთვნის,  არც მეტი არც ნაკლები საქართველოს ვიცე-პრემიერს!!!“

საქართველო და მსოფლიო, 30 მარტი
ელიზბარ ჯაველიძე, აკადემიკოსი:
"ვენეციის კომისიამ მოუაროს თავის პედარასტებს, რომლითაც გავსებულები არიან და ჩვენ თავი დაგვანებონ. საქართველოს კონსტიტუცია მათი საქმე არ არის…“

ანტიდასავლური განწყობები

მარშალპრესი, 21 მარტი
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი:
„ეს [ქალთა უფლებიბისთვის გამართული 8 მარტის აქცია] არის მსოფლიო მასონური ორგანიზაციების მიერ მოხვეული თემა, ისეთ პატარა ერზე, როგორიც არის ქართველი ერი, რათა განადგურდეს და გაწყდეს. უპირველესად, ასე ხელოვნურად შეკოწიწებული პრობლემები დარტყმას აყენებს ჩვენისთანა მცირე ერებს... თქვენ [ქალთა მოძრაობა] ხართ სამარცხვინო ხალხი, თავი მოჭერით ყველას. ასეთი მოძრაობა არის ანტიღვთიური, ანტიქრისტიანული. აი, რომ გეცინებათ, თქვენი სხეული შექმნა უფალმა, უფლის მხევლები ხართ... გარედან მოხვეული ასეთი პოლიტიკით უნდათ დაანგრიოთ ქართული ცნობიერება. არავინ არ უკრძალავს ქალებს არაფერს, თქვენ გაქვთ ეგ პრობლემა“.

ასავალ-დასავალი, 27 მარტი - 2 აპრილი
თამაზ მეჭიაური, თამაზ მეჭიაური -ერთიანი საქართველოსთვის:
„იმის გამო, რომ ტრამპს ჯერჯერობით საქართველოსთვის არ სცალია, სოროსის მიერ დაფინანსებული არასამთავრობოები და ე.წ. ლგბტ-ს წარმომადგენლები ცდილობენ, სიტუაცია სათვისოდ გამოიყენონ და რაც შეიძლება მეტის გაფუჭება მოასწრონ. ეს ბათუმის მოვლენებმაც გვიჩვენა.“

ასავალ-დასავალი, 6-12 მარტი
სოსო შატბერაშვილი, მემარცხენე ალიანსი:
"დიახ, პირდაპირ ვამბობ: სტრასბურგის სასამართლომ საქართველოში პრორუსული განწყობა უფრო გააძლიერა! მითუმეტეს, რომ რუსეთი აქ გეი-პარადების ჩატარებას არ გვავალდებულებს, რადგან თავისთნაც ებრძვის ამას!“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 5 მარტი
დიმიტრი ლორთქიფანიძე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა:
"თემა ეხება იმას, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა გახლდათ პირველი მერცხალი ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა მზაკვარმა რეაქციონერმა  ჩინოვნიკმა დასავლეთში, მოდით ცისფერი კომისარი დავარქვათ მას, რომელიც დირექტივების დონეზე იქნებოდა ეს ევროპული ქარტია, დემოკრატიული მოქალაქეობისთვის ადამიანის უფლებებისთვის, იქნებოდა ეს რასიზმისა და შეუწყნარებლობის საკითხებში ასე ვთქვათ ევროპული ქარტია, რომელიც მოითხოვდა საქართველოსგან გარკვეულ ვალდებულებებს ერთსქესიანთა მიმართ რეგულაციების შემოღებისა. საბოლოოდ თავი ჰპოვა სწორედ ანტიდისკრიმინაციულ კანონში."

ჯაბა ხუბუა, ჟურნალისტი: „ყველაზე პირველი, რა თქმა უნდა იან კელი შეშფოთდებოდა, რომელსაც ბათუმში განვითარებულ საზარელ მოვლენებზე ამ დრომდე არ ამოუღია ხმა, არადა, პედერასტ-ლესბოსელების „უფლებების შელახვა“ რომ ეხებოდეს საქმე, იმ წუთში გამოვარდებოდა „დემოკრატიის დასაცავად!“

საქართველო და მსოფლიო, 17 მარტი
ნიკა კორინთელი, ჟურნალისტი:
"ბოლო ხანს დასავლეთში გავრცელებულ იდეოლოგიას _ ფემინიზმს _ საქართველოშიც გაუჩნდნენ მიმდევრები, ძირითადად, უცხოეთიდან გულუხვად დაფინანსებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც რას აღარ კადრულობენ ქართული ფასეულობების, მათ შორის, ტრადიციული ქართული ოჯახის, მართლმადიდებლობის დასანგრევად".

საქართველო და მსოფლიო 15 მარტი
არმაზ სანებლიძე, ჟურნალისტი:
"Disney-ს საბავშვო არხზე პირველად აჩვენეს ერთნაირსქესიანთა კოცნა. ეს მოხდა სათავგადასავლო სერიალის _ “ვარსკვლავური პრინცესა და ბოროტი ძალების” მესამე სეზონის დემონსტრირებისას. თქვენ ხომ გგონიათ, რომ მოხდა საშინელება და იფეთქა ამერიკის საზოგადოებრივმა აზრმა? მსგავსი არაფერი მომხდარა, თვალიც არავის დაუხამხამებია...ესეც “იქაური” ზნეობის მაჩვენებელია".

ასავალ-დასავალი, 20-26 მარტი
მიხეილ ცაგარელი, ასტროლოგი:
„რაც უნდათ, ის მიწოდონ, რუსეთმა რელიგია არ წაგვართვა, არც ენა, არც მორალური მრწამსი - ევროპა ნელ-ნელა წაგვართმევს, ლგბტ-ების საშუალებით მორალურად გაგვრყვნიან, ტრადიციას არ დაგვიტოვებენ, ჩამოგვიყვანენ არაბებსა და თურქებს... ნუ გიხარიათ ვიზალიბერალიზაცია.“

გენდერი

ობიექტივი, ღამის სტუდია, 19 მარტი
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი:
" ...ე.ი. ნორმალური ქალი ასეთ განცხადებას არ გააკეთებს. მე ვფიქრობ რომ ფსიქიატრებმა უნდა შეისწავლონ ისინი [8 მარტის აქციის მონაწილეები]. მეცოდებიან იცით? ...ესენი არიან რაღაცით დაუკმაყოფილებელი ქალბატონები, რომლებიც, აი როგორც არ მინდა ახლა შეურაცხყოფა მივაყენო, აგერ სანაპიროზე რომ დგანან ხოლმე და რაღაცით, ან ცირკთან დგანან და იზიდავენ მამაკაცებს რომ აი, იცით... ესენიც გარკვეული პიარ ღონისძიება ჩაატარეს, რომ აი ჩვენ ეს გვაქ და მოდით. რათ უნდოდათ პარლამენტთან თუ ესეთი ისინი არიან, დადგნენ აგერ ა სანაპიროზე ხომ აქ დგანან, ასე ცირკთან დგანან და ა.შ."

ასავალ-დასავალი, 6-12 მარტი
დიმიტრი ლორთქიფანიძე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა:
„მოკლედ, საია-ს სურვილია, ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით მამაკაცთა მიმართ სანქციები გამკაცრდეს, ქალებმა იცოდნენ, რომ უფლება აქვთ, შვილები ქმრების გარეშე გააჩინონ, პოლიციაში უჩივლონ ქმრებს, თუ ისინი ოჯახში რამეს დააშავებენ და ა.შ. ნეოლიბერალურ ძალებს „ანტიდისკრიმინაციული კანონიც“ აღარ აკმაყოფილებთ და ახლა ცდილობენ თავიანთი გენდერული ისტერია პირდაპირ საქართველოს კონსტიტუციაში ასახონ!“

დისკრიმინაციული გამოხატვის მაგალითები სრულად იხილეთ ვებ-გვერდზე: www.notophobia.ge

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

Media Development Foundation

http://notophobia.ge/

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube