ძალადობისკენ მოწოდება/წახალისება
|
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 30 ივლისი რეზო ამაშუკელი, მწერალი: „შედგება, აუცილებლად შედგება ის საზოგადოება და ის ხალხი, გამოვალთ ქუჩაში და ცხვირ-პირს ამოვამტვრევთ, იგივე იმ საკონსტიტუციო სასამართლოს და პირველ რიგში გირჩია თუ მირჩი! აი, ეს დაიმახსოვროს სუყველამ! არ გადაშენებულა ჯერ, საქართველოში კაცები! ვერ გიშველით, ვერა ამ ლიბერასტებს ვერავითარი, ვერც დასავლეთი, ვერც აღმოსავლეთი... ხვალ და ზეგ რომ ჩემმა შვილიშვილმა მოწიოს მარიხუანა ყელს გამოვჭრი იმ ტურავას მე და ჯაფარიძეს!“ | |
ალია, 9-15 ივლისი, თამო კეშელავა, ჟურნალისტი: „[დევნილთა სამინისტროს გაუქმების კონტექსტში] აღარ ექნებათ დევნილთა შვილებს იგივე სტატუსი, რაც მათ მშობლებს, აღარ ექნებათ დახმარება და დაზღვევა. აღარ ეყოლება ქვეყანას დევნილები. მხოლოდ სომალელი ლტოლვილები გადაგვიშავებენ გულებს.“ | |
| | | რუსთავი 2, არჩევანი, 31 ივლისი, მიხეილ სააკაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: "ჩვენ მივიღეთ ეხლა ცარიელ-ტარიელი რუსი ტურისტები ან რო ჩამოდიან მაგალითად დუბაიდან და აბუ-დაბიდან ვინ ჩამოდის, არაბები კი არ ჩამოდიან მდიდარი, იმის მაგივრად, რო, აი, ჩამოვიყვანოთ, მაგალითად, 100 ათასი დუბაიდან ბანგლადეშელი, საკმარისია, ჩამოიყვანო 5 მდიდარი არაბი და ზუსტად იმავე ფულს დახარჯავს და ოღონდ ბევრად ნაკლებს შეგაწუხებს და მაგრამ ამისათვის, ამას რატო ვყვები, რო, პრაქტიკულად, ჩვენ მივიღეთ ქვეყანა, სადაც ქართველი ხალხი აღმოჩნდა ზედმეტი, ახლა ამას ვამბობ მე ტკივილით იმიტო, რო ჩემი კონცეფცია იყო, რო საქართველო იყოს გახსნილი, ტურისტები უნდა შემოვიყვანოთ, ჩვენ ჩვენი ქვეყანა უნდა დავარეკლამოთ, მაგრამ მე ეს ესე კი არ წარმომედგინა, რო ქართველს ადგილი არ დარჩებოდა და პირის გემოზე მოირგებდა ყველაფერს და დანარჩენი ყველა, ქართველები კიდე მასობრივად გავიდოდნენ ქვეყნიდან". | | | | | კავკასია, სპექტრი, 25 ივლისი, გუბაზ სანიკიძე, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო: „ამ წალკოტს არავინ ასე არ დატოვებს, აითვისებს. შემოვიდა, ჯარია შემოსული ირანელების, თურქების, ითვისებენ, ყიდულობენ. მე ხომ სულ მომხრე ვარ, რომ ახლო აღმოსავლეთის, ისლამურ ქვეყნებთან ჩამოყალიბებული, ძალიან მკაცრი, რეგლამენტირებული პოლიტიკა უნდა გვქონდეს, იმიტომ რომ ვიცნობ მათ, სპეციალისტი ვარ, კარგად ვიცნობ, ხანგრძლივად ვიცნობ. არის პირობები მათთან, ხომ, დასადები, ჩვენც უნდა დავიცვათ და იმათაც უნდა ვაიძულოთ. რომ გააღებ კარს ასე, ჭიშკარს და რომ შემოჯლიგინდა ამდენი ხალხი ამ ქვეყანაში კაცო. ახლო აღმოსავლური ქალაქია თბილისი უკვე, ბათუმზე აღარ არის ლაპარაკი... ევროპას აქვს პრობლემა, 80 მილიონ გერმანელს აქვს ერთ მილიონ მიგრანტთან პრობლემა და ჩვენ ვინა ვართ?! ლონდონში მთელი უბნებია, მთელი მასივებია, სადაც ლონდონის პოლიცია ვერაფერს ვეღარ შვება უკვე.“ | | | | |
ასავალ-დასავალი, 30 ივლისი - 5 აგვისტო გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „ქვეყანა კი თურქ-სპარს-აფრიკელ-ჩინელთა შემოსევას სასომიხდილი ისე შეჰყურებს, თითქოს, სულ 27 წლის წინათ, ერთ მუშტად შეკრული ერი დამოუკიდებელ, თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს არ ვაშენებდით!“ საქართველო და მსოფლიო, 19 ივლისი, ბესო ბარბაქაძე, ჟურნალისტი: "როცა შაჰ აბასი საქართველოს იპყრობდა, სოფლებიდან ასახლებდა ადგილობრივებს და მათ ნაცვლად სპარსელები ჩამოჰყავდა. ამით ის, სოფლის დასუსტების გარდა, მთელი ქვეყნის გაქრობას ფიქრობდა. შესაბამისად, ის, რაც ვერ გააკეთა შაჰ აბასმა, ახლა ვცდილობთ, ჩვენ გავაკეთოთ: სოფლებიდან მოსახლეობა “გამოვწოვოთ” და ეს ადგილები სწორედ შაჰ აბასის შთამომავლებს გადავულოცოთ, თანაც ისე, რომ არც გავიბრძოლოთ". | |
ობიექტივი, ღამის სტუდია, 16 ივლისი ნინო რატიშვილი, წამყვანი: „ვერ გაივლი უკვე თბილისში, ხარ უმცირესობაში! ვართ უკვე ჩვენ უმცირესობაში! და ამას უნდა გავუსწოროთ თვალი... ირანიდან დევნილები არიან?... თურქეთიდან დევნილები არიან?... ე.ი. თქვენ წარმოგიდგენიათ, თბილისში მიმდინარეობს მასობრივად, აი, ამ მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა რომელსაც, ეხლა ქართველს სად აქვს იმდენი ფული, რომ ეს აპარტამენტები... რომელსაც ძირითადად ეპატრონებიან სწორედ ჩამოსული ადამიანები. ეს, ესე ადვილი უნდა იყოს საქართველოში?“
| რეზონანსი, 24 ივლისი, ნათია ლომიძე, ჟურნალისტი: „იმის გამო, რომ საქართველოში უცხოენოვანი გიდების დეფიციტია, ტურისტებს თავიანთი ქვეყნებიდან მოჰყავთ გიდები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ისტორიის შესახებ ფაქტებს საშინლად ამახინჯებენ, განსაკუთრებით პრობლემებს ქმნიან ირანელი გიდები. თითქმის ყველა მათგანი ირანელ ტურისტებს უყვება, რომ თბილისი სპარსული ქალაქი იყო, შემდეგ რუსებმა მიითვისეს და ასე მოხვდა დღევანდელი საქართველოს ტერიტორიის შემადგენლობაში. ისინი თბილისის, როგორც თავიანთი ქალაქის, დაბრუნებას სხვადასხვა ფორმით ითხოვენ. ტურიზმის სფეროს სპეციალისტები კონკრეტულ ფაქტს პოლიტიკას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფომ აუცილებლად უნდა მოახდინოს სწრაფი რეაგირება.“ | | | |
საზოგადოებრივი ორგანიზაციები
|
|
ასავალ-დასავალი, 16 -22 ივლისი ნიკოლოზ მჟვანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: “ჩვენი გრანტმოსილი ფემინისტები რატომ იმით არ ინტერესდებიან, რომ საქართველო ირანელების, არაბებისა და თურქების ბორდელად გადაიქცა?! ჩემი ინფორმაციით, ირანელები ქართველ ქალებთან სექსუალურ აქტებს ვიდეოკამერებით ან ტელეფოენებით იღებენ და რაღაც პორნო-საიტებზე ავრცელებენ. აი, ნახეთ, რა დღეში გვყავს გურჯი „ხათუნებიო“! ეს არ არის ქალზე ძალადობა?!“
ასავალ-დასავალი, 16 -22 ივლისი ბესო მიქავა, იბერიულ-კავკასიური მოძრაობა: „ძალოვანი ორგანოები - პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, პოლიცია - ქართველების ნაცვლად, უცხოელების ინტერესებს ექომაგებიან. სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები შეუფერხებლად მოქმედებენ, რის შედეგადაც ითრგუნება მართლმადიდებელი ეკლესია. უცხოელებზე სხვისდება წინაპრების სისხლით გაჟღენთილი მიწები, წიაღისეული და ბუნებრივი სიმდიდრეები, დაუფარავად იყიდება ქვეყნის ინტერესები. ამით, პირველ რიგში, უსახურავოდ, ჩალის ამარად დარჩენილი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესები ილახება.“ | |
ალია, 2-8 ივლისი გურამ ქართველიშვილი, მწერალი: „საქართველოს უცხოელები ეპატრონებიან, მიგრანტებით გაივსო ქვეყანა და ქართველები ამ საფრთხეს ვერც ამჩნევენ. ზოგმა შემოსულმა არასრულწლოვანი გააუპატიურა, ზოგმა სალოცავი შეგვიბილწა... გამალებით მიდის ჩვენი მიწებისა და სხვა უძრავი ქონების გაყიდვა უცხოელებზე... ეს უცხოელები ამ თავიანთი ქონებისა და ინტერესების დასაცავად, ფულს ხარჯავენ და მომავალშიც დახარჯავენ. გაგვიჭირდება ვითარების შეცვლა, რადგან ეგენი პარლამენტშიც იქნებიან და მთავრობაშიც და სადაც თავად სამყოფნი არ იქნებიან, საკუთარი ლობისტები ეყოლებათ, ქართველი ლობისტები, რომლებიც მათ ინტერესებს დაიცავენ, ფულის გამო სამშობლოს გაყიდიან. დღეს ხომ ბევრია ეგეთი და უფრო და უფრო მრავლდებიან. აი, ძალიან რომ შევვიწროვდებით, აჯანყების გარდა, სხვა გზა რომ აღარ დაგვრჩება, მაშინ საქმეში ჩაერთვება ის, რასაც ჰაზავათი ჰქვია და ერთ დღესაც ფიზიკურად დაგვიმთავრებენ არსებობას. ნუ დაგვავიწყდება, რომ შემოსახლებულ მუსლიმანებს ზურგს თავისი ძლიერი ქვეყნები უმაგრებენ.“ | ობიექტივი, ღამის სტუდია, 23 ივლისი თამარ კიკნაძე, პოლიტოლოგი: „მე არ ვიცი, ისინი ოფიციალურად არიან აქ, არაოფიციალურად, მაგრამ ქუჩაში რომ გაივლი არა, ეს ძალიან საგრძნობია, რომ ეთნიკური, ეროვნული სურათი საქართველოსი დღითი-დღე სულ იცვლება და იცვლება და არა ჩვენს სასარგებლოდ, თუმცა ამას ზოგიერთი ადამიანები ძალიან დადებით მომენტად თვლიან... იცით, რა არი კიდე საშიში?!... ეს ადამიანები, რომ ჩამოდიან, ცხოვრობენ ანკლავებად. მათი ე.ი. ასიმილირება არ ხდება და ინტეგრირება, ვთქვათ ქართულ საზოგადოებაში... მათ გახსნეს თავისი მაღაზიები, თავისი ოტელები, ხო? თავისი მომსახურე სფეროები და ისინი იხარშებიან იმ წვენში ანუ, ეს არის საშიშროება, რაც ევროპას მოუვიდა ეს ანკლავები, რომლის ე. ი. არ ხდება ინტეგრირება საზოგადოებაში. მალე თავის პირობებს დაგიყენებენ.“ | | | |
ობიექტივი, ღამის სტუდია, 31 ივლისი მამუკა არეშიძე, ექსპერტი: „არაფრით არ შეიძლება ასეთი ხელაღებით შემოშვება ხდებოდეს ადამიანების [ირანელების]. მე მაინც ვფიქრობ, რომ სავიზო რეჟიმი უნდა დაბრუნდეს... შენ [საქართველოს ხელისუფლებას] გაქვს ძალიან ხელმოსაჭიდი არგუმენტები: შენ ირანის წინააღმდეგ კი არ იბრძვი, შენ იბრძვი უკონტროლობის წინააღმდეგ იმიტომ, რომ კრიმინალის დონე ირანელების აქ ძალიან გაიზარდა. ქართველებს კი არ ერჩიან, ერთმანეთს ერჩიან. ნარკოტიკები,... თაღლითობა. ეს სულ ერთმანეთთან ხდება ძირითადად... ნარკოტიკები არ ხდება ერთმანეთში, მაგრამ ძირითადი მომხმარებელი მაინც ერთმანეთია.“ | |
ასავალ-დასავალი, 9-15 ივლისი დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: „გამოსაკვლევია ცნობები იმის შესახებ, მართლა ჩუქნიდნენ თუ არა ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში ეთნიკურ სომხებს ქართულ გვარებს და ვინ იდგა ამ შავბნელი საქმის უკან?“ | |
ალია, 2-8 ივლისი გურამ ქართველიშვილი, მწერალი: „დღეს სომხეთი ანტიქართულ საქმეებში დიდ როლს თამაშობს, ცხადია ჩვენთვის უარყოფითს. საქმე ის არის, რომ ცდილობს, რუსეთს დაუმტკიცოს, რომ კავკასიის ცენტრი საქართველო კი არა, უკვე სომხეთია.“ | |
ობიექტივი, საინფორმაციო, 3 ივლისი დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „დღეს შეიკრიბა მუსლიმან და ქრისტიან ძმათა საერთო სახალხო მოძრაობა. მან ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომელშიც ღიადაა დადანაშაულებული თურქეთი საქართველოს ექსპანსიის პოლიტიკაში. ამ დეკლარაციაში პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში და განსაკუთრებით, კერძოდ, აჭარაში მოქმედებენ თურქული ორგანიზაციები, რომლებიც მიზანმიმართულად ეწევიან პოლიტიკას, რათა დაარწმუნონ ქართველი ხალხი, რომ ოსმალეთის იმპერიაში ის ცხოვრობდა ყველაზე საუკეთესოდ. ფაქტობრივად, მიმდინარეობს ოსმალეთის იმპერიის პროპაგანდა. გარდა ამისა თურქეთი ღიად აცხადებს პრეტენზიას როგორც ბათუმზე, ასევე ოზურგეთზე, ასევე ახალციხეზე და ეს არ არის ახალი... ჩვენ მოვითხოვთ მთავრობისგან, რომ მან დაიწყოს კონკრეტული მოქმედებები თურქეთის საზიანო ქმედებების აღსაკვეთად.“ | |
ობიექტივი, საინფორმაციო, 13 ივლისი, ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „მნიშვნელოვანია ასევე, მივაქციოთ ყურადღება აჭარის რეგიონში ყურანცენტრების გახსნის ტენდენციას, ესეც განათლების სისტემის თემაა და განათლებას ეხება, სადაც თითქოსდა მსურველებს უნდა ასწავლონ ისლამის საფუძვლები, ყურანი, რაც თავისთავად ცუდი არ არის, ძალიან კარგია, თუკი არიან მსურველები და აჭარაში არიან მსურველები, ეს მკაფიოდ უნდა ითქვას, მაგრამ სწორედ ამ ყურანცენტრებში, ამ თურქულ სკოლებში, მე გეუბნებით პირდაპირ და ძალიან მკაფიოდ, მსმენელებს თურქული პროპაგანდის ზეგავლენის ქვეშ უწევთ ამ ყურანის შესწავლა.“ | |
საქართველო და მსოფლიო, 26 ივლისი ბესო ბარბაქაძე, ჟურნალისტი: "...საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თურქეთი საქართველოს დაპყრობას ცდილობს. გარდა იმისა, რომ თურქებს სერიოზული ინტერესი აქვთ აჭარის რეგიონში და მიწების ძალიან დიდი ნაწილი იქ უკვე შეისყიდეს და დაიკანონეს, მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქემ მათ ქვეყანაში თავი მონად იგრძნოს, ჩვენს ქვეყანაში კი თვითონ ბატონებივით იქცევიან. რატომ? _ იმიტომ, რომ ჩვენ ვაძლევთ ამის შესაძლებლობას. თუ საქართველოში თურქმა რაღაც დააშავა _ ინვესტორიაო და თავზე ხელი უნდა გადავუსვათ; მაგრამ, თუ ქართველი აშავებს თურქეთში, მონაა და, როგორც მონას, ისე ექცევიან _ იჭერენ და როზგავენ. ისიც ვთქვათ, რომ საქართველოში თურქული სანომრე ნიშნებით არაერთი დიდი თუ პატარა ავტომობილი მოძრაობს და გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ტრაილერების თურქი მძღოლები საქართველოში სიკვდილის ექსპორტიორები არიან. მათი მხრიდან ავტომობილის თავხედური მართვის გამო არაერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთაგან ადამიანის სიკვდილით ბევრი დასრულდა. ისიც აღვნიშნოთ, რომ ამის გამო არავინ დასჯილა - ქართული მხარე დამნაშავე მძღოლებს თურქეთში გადასვლის საშუალებას აძლევს, იქ კი პასუხს არავინ არ სთხოვთ". | |
ობიექტივი, ღამის სტუდია, 23 ივლისი ნინო რატიშვილი, წამყვანი: „დღევანდელ დღეს რა ვითრებაა: ბათუმს, რომელსაც უკვე ბათუმისტანს უწოდებენ; აჭარა, რომელიც მისხალ-მისხალ, ძალიან დიდი ტერიტორიებია გაყიდული და რა თქმა უნდა ამას ყიდის ქართველი და რა თმა უნდა ხელისუფლების ხელშეწყობით, მიზანმიმართულად... ასლან აბაშიძის დროს ერთი მიწა, ნაგლეჯი არ იყიდებოდა... აჭარა იყო ქართული. აბსოლუტურად ქართული.” რეზონანსი, 24 ივლისი ნათია ლომიძე, ჟურნალისტი: „თბილისის გარდა, პრობლემაა ბათუმშიც, სადაც „თურქული უბნებია“ მოწყობილი და თავიანთ დღესასწაულებს აღნიშნავენ. ყოველ დილით, უთენია ადგილობრივებს მოლას ლოცვა აღვიძებთ. ექსპერტებს ეს ფაქტი საკმაოდ საგანგაშოდ მიაჩნიათ, რადგან საქართველოში სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს იმაზე დიდი უფლებები აქვთ, ვიდრე საჭიროა.“ | |
საზოგადოებრივი ორგანიზაციები
|
|
ასავალ-დასავალი, 16 -22 ივლისი თამაზ ბაკურიძე, ჩვენი უფლებებისთვის: „როდის უნდა შევიდეს საზოგადოების ტვინში, რომ თურქები ღიად დაგვცინიან და მასხრად გვიგდებენ - რამდენიც გინდათ, გააპროტესტეთ ფულით მთავრობასაც ვიყიდით და ხალხსაცო. გვიბღალავენ ტრადიციებს, კულტურას, სარწმუნოებას, ჩვენ კი ამ დროს გამოვდივართ და ვიძახით, თურქების მისამართით დისკრიმინაციული განცხადებები კეთდებაო.“ | |
ობიექტივი, ღამის სტუდია, 17 ივლისი მამუკა გიორგაძე, სახალხო პარტია: „...მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ, ფაქტობრივად, გაათანაბრა საქართველოს ეკლესია, გაათანაბრა დანარჩენ, ასე ვთქვათ, სექტის დონეზე დაიყვანა, ამის შესახებ ფაქტობრივად პროტესტი არ გამოგვითქვამს." | |
| | | ასავალ-დასავალი, 9-15 ივლისი დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: „მოკლედ და გასაგებად თუ ვიტყვით, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ბაპტისტების, ადვენტისტების, კათოლოკების, ტარიელ ნაკაიძის „ქართველ მუსლიმთა კავშირის“, „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესიის“, სსიპ „ქრისტეს ეკლესიის“, სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიისა“და სხვა სექტანტთა სარჩელი, რომლებიც საქართველოს წმინდა სამოციქულო ეკლესიას ხმაშეწყობილად მტრობენ და ბეჭედი დასვა - ეს მუხლი დისკრიმინაციულია და უნდა გაუქმდესო!“ ასავალ-დასავალი, 9-15 ივლისი დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: „დღეს საქართველოს ეკლესიას ასეთი პატრონი [გიორგი მთაწმინდელი], დამცველი და გულშემატკივარი არ ჰყავს. ამიტომაც გაუთანაბრა საკონსტიტუციო სასამართლომ ჩვენი ეკლესია ათსი ჯურის სექტანტებსა და ნეჯმ ად-დინ ილღაზის სულიერ შვილებს, რომლებიც საქართველოს გადასათქერად მარჯვე დროს უცდიან და თურქულ იატაგანებს დღესაც დაჟინებით ლესავენ!” | | | | | ობიექტივი, ღამის სტუდია, 9 ივლისი ნინო რატიშვილი, ჟურნალისტი: „...იცით რა, ეს არის საქართველო, საქართველო არის მართლმადიდებლური ქვეყანა, მითხარით დომინანტი მართლმადიდებლობა არ უნდა იყოს საქართველოში?… ჩემთვის მაგალითად, ყველა რელიგია არის ძალზედ საპატივცემულო, მაგრამ მითხარით ახლა თქვენ დედაჩემი დედათქვენზე ძალიან ხო, არ გეყვარებათ? ჩემი შვილი, თქვენს საკუთარ შვილზე ძალიან ხო, არ გეყვარებათ? რო მითხრათ რომ მეყვარება, მე გეტყვით, რომ ეს სიყალბეა... ამიტომ ვამბობ, რომ მერე უკვირთ რა იწვევს რეაქციებს ქართველებში?! ქართველებში იწვევს სწორედ ეს რეაქციას.” | | | | |
ობიექტივი, ღამის სტუდია, 10 ივლისი მამუკა არეშიძე, ექსპერტი: „არ შეიძლება ამ ეკლესიას [მართლმადიდებელს] შეეხო და გაათანაბრო სხვასთან... თუ მაინცდამაინც გათანაბრებაზეა ლაპარაკი,.. პირველ რიგში, პატივი უნდა სცე ტრადიციულ რელიგიებს, რომლებიც საქართველოში იყო. საქართველოში იყო სამი ტრადიციული რელიგია. ერთი იყო მართლმადიდებლობა, რომლის გარშემოც საქართველოს სახელმწიფო იდგა, მეორე - ისლამი და მესამე იყო იუდაიზმი. სხვა დანარჩენი არ ყოფილა. ეხლა ვიღაცა 40 კაცი სადღაც არის გაერთიანებული, მე არ მესმის.“ | |
რუსთავი 2, არჩევანი, 24 ივლისი მედეა ვასაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი: "მერე ძალიან კატეგორიულად გვითხრა [თორნიკე რიჟვაძემ], რო აჭარაში ქართული ფულითო მეჩეთი აშენდებაო, ეხლა იცით, ეს ისეთი თემაა ძალიან სათუთი, ძალიან სენსიტიური, ეხლა შენ მე რაღაც იქ მუქარის ტონით ვის ელაპარაკები, საერთოდ დადგენილი გაქ, ვინ არი მეჩეთის მშენებლობის მომხრე რეგიონში, ქალაქში, ვინ არი მოწინააღმდეგე. ჩვენ ადამიანები ბათუმში გაღიზიანებული ვართ ხანდახან იმით, რომ არი კვარტლები, სადაც ქართული ლაპარაკი არ გვესმის, ამ ფონზე შენი ასეთი კონკრეტული განაცხადი და ეს არ იყო ჩვეულებრივი, რაღაც ისეთი გაღიზიანებული ადამიანის განაცხადი იყო ძალიან შემაწუხებელი და შემაშფოთებელი და ის, რომ ამაში იდო შეცდომა დაადასტურა იმ ფაქტმა, რომ მას ამ განცხადების, მისი ამ განცხადების დაზუსტება მოუწია..". კავკასია, სპექტრი, 25 ივლისი გუბაზ სანიკიძე, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო: „[თორნიკე] რიჟვაძის დანიშვნა არის სახიფათო. კაცი პირველი გამოვიდა და თქვა მეჩეთი უნდა ავაშენოო. ვინ არის ეს რიჟვაძე? ქვეყანას აფეთქებს, აფეთქებს ქვეყანას. იაფფასიანი მიმხრობა მუსლიმური თემის, ვითომ, თავის ჭკუაში... გეოპოლიტიკური კვანძია და ცივილიზაციური დაპირისპირების ადგილია და თანაცხოვრების თან. ყველაფერი, პოზიტიურიც და ნეგატიურიც და პირველი რაცა თქვა მეჩეთს ავაშენებო..“ | |
ობიექტივი, ღამის სტუდია, 16 ივლისი ნინო რატიშვილი, წამყვანი: „ვერ მოვასწარი გადამოწმება და აი, ძაან, ძაან ისე ვარ, რომ: ბათუმში, უკვე მოლა როგორც სტამბულში, ისე მეჩეთიდან... ნუ, აი, ძაან იმოქმედა ამან ჩემზე... მე მახსოვს, მაგალითად, როდესაც ასლან აბაშიძემ დაიბარა და უთხრა: - ჩვენ, მართლმადიდებლები რომ ვგალობთ ჩვენთან, თქვენ გიშლითო ხელსო? იმათ უთხრეს: -არაო. -გესმითო თქვენო? ხოდა, თქვენც ნუ გაგვაგებინებთო!“ | ასავალ-დასავალი, 30 ივლისი - 5 აგვისტო ზაზა დავითაია, ჟურნალისტი: „ბოლო დროს საქართველოში განსაკუთრებით მომრავლდნენ ისლამის აღმსარებელი უცხოელები, რომლებიც ქალაქების ქუჩებსა თუ ზღვის სანაპიროზე პირქუშ, რელიგიურ სამოსში დააბიჯებენ და მხოლოდ თვალები უჩანთ... თვალებში შესაძლოა, განზრახვა ჩანდეს, თუმცა, ნიქაბისა და ბურკის შიგნით დამაგრებული „შაჰიდის ქმარი“ ვერ გამოჩნდება, ხოლო ოდენ განზრახვის ამოცნობა საკმარისია არ არის ტრაგედიის პრევენციისთვის.“ | | | |
საზოგადოებრივი ორგანიზაციები
|
|
ნეტგაზეთი, 5 ივლისი “იბერიული ერთობა: “შვედეთში მუსლიმმა ლტოლვილებმა იესო ქრისტეს ძეგლი გაანადგურეს. თუ ბევრად რადიკალური ზომები არ მივიღეთ, შესაძლოა ჩვენთანაც იგივე განმეორდეს. თითოეულ ქვეყანაში უცხოელ მუსლიმებს ცუდის მეტი არაფერი მოაქვთ, ჩვენი მთავრობა კი მათ ყოველდღე ურიგებს მოქალაქეობას”. არ დაუშვა ქვეყნის ისლამიზაცია! იბრძოლე საკუთარი ერისთვის! იბრძოლე შენი და შენი შვილების მომავლისთვის! შენი მომავალი შენს ხელშია!” მარშალპრესი, 19 ივლისი, ზვიად ტომარაძე, საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება: “თქვენი დაკვეთა მიღებულია! დავწერე კანონპროექტი საქართველოში აიკრძალოს: ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული!” ფეისბუქი | |
ალია, 2-8 ივლისი, ზაზა პაპუაშვილი, ქართული ოცნება: „რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ჩავიდე, ეროვნული მახასიათებელი ქვეყანასა და მის მოსახლეობას რაღაცნაირად ეტყობა. მე კი მეჩვენება, რომ ამ რაღაცა ვითომ ევროპული ფასეულობებით, ვითომ ამ გაუგონარი, უკიდეგანო და უსაზღვრო აღვირახსნილი ლიბერალობითა და ლიბერტარიანობით, ჩვენი ბიოგრაფიის წაშლა გვინდა, საკუთარი თავი გვძულს, თითქოს გვრცხვენია და ვიღაცას უნდა დავემსგავსოთ.“ | |
ასავალ-დასავალი, 2-8 ივლისი გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „თუმცა, რა უნდა გაგიკვირდეს იმ ილიაუნისა, რომელმაც თავი იმით გაითქვა, რომ სწორედ მის კედლებში გამოიფინა ვიმე ფემინისტ-მხატვარ ლია უკლებას „თვითმკვლელი ღვთისმშობელი“! ეს ხომ ქართველთმოძულე სოროსელების უმყრალესი ბუდეა, სადაც სახელმწიფო დაფინანსებით რყვნიან და ხრწნიან ჩვენს ახალგაზრდობას!“ ასავალ-დასავალი, 30 ივლისი - 5 აგვისტო გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „დიახ, ბერძნები ამ აპოკალიფსსა და ჯოჯოხეთს სწორედ თავიანთ ულტრალიბერასტულ და ღვთისმოძულე ციპრასის მთავრობას აბრალებენ! და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ევროკავშირის მოთხოვნის საფუძველზე, სწორედ ციპრასის მთავრობამ აუნთო მწვანე შუქი გეი-ქორწინებასა და სოდომ-გომორს იმ ქვეყანაში, სადაც მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად არის გამოცხადებული! თავად ბერძნებმა გაიხსენეს, როგორ დარბოდნენ ათენის შარშანდელი გეი-აღლუმისას მამათმავლები ღვთისმგმობი მკრეხელური ტანისამოსით!“
საქართველო და მსოფლიო, 26 ივლისი ჯაბა ჟვანია, ჟურნალისტი: “სახალხო დამცველი ვერ დარწმუნდა ქორწინების ცნების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის, კონსტიტუციით განსაზღვრის აუცილებლობაში, რამაც, შესაძლოა, გაზარდოს ლგბტქი პირთა მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება… ...ვფიქრობ, საზოგადოების უდიდეს ნაწილს არ სჭირდება შეხსენება, რომ მსგავსი დოკუმენტები რეალურად, სახალხო დამცველის აპარატში დაბუდებული ერთუჯრედიანი ლიბერასტების ტვინებში კი არა, მათი დასავლელი მამა–მარჩენლების გონებაში იხარშება". | |
| | | მარშალპრესი, 9 ივლისი, აკაკი ზოიძე, ქართული ოცნება: "ადამიანებს [ერთსქესიან წყვილებს] უნდა ჰქონდეთ უფლება იცხოვრონ მასთან, ვისთანაც უნდათ. ეს მათი არჩევანია, ოღონდ ამის რეკლამა მიუღებელია, რომ ეს არის სწორი ცხოვრების წესი. ხშირად შთაბეჭდილება მრჩება, თავს გვახვევენ, რომ ეს არის ყველაფერი. მეორე მხარეს, მიუღებელია მხოლოდ ამ ნიშნით დისკრიმინაცია და ზეწოლა ადამიანების მიმართ”. პოლიტიკური დეტექტორი | | | | | მარშალპრესი, 4 ივლისი ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: "ჩვენ დროს, მისაღებ გამოცდაზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში თავისუფალი თემა იყო… მაგალითად, “ბედნიერია ის, ვისაც სამშობლოსთვის უძგერს გული”… დღეს აბიტურიენტებს სთავაზობენ თემას -ჰომოფობია. ჩვენი განათლების სისტემა სრულიად მოწყვეტილია არა მარტო ეროვნულ ფასეულობებს, არამედ რეალობას. ჰომოფობია, ფემინიზმი, ვანდალიზმი და იდიოტიზმი რა შუაშია, ვინმეს უფიქრია ამაზე? ნუთუ, თავისუფალი თემისთვის სხვა უფრო საინტერესო, ღრმა თემატიკა არ არსებობს?” ფეისბუქი | | | | |
ობიექტივი, ღამის სტუდია, 24 ივლისი გოჩა ჯოჯუა, ახალი ქრისტიან-დემოკრატები: „რეალობაში, სინამდვილეში აგრესია მოდის უმცირესობებიდან, ხო? უმცირესობა გეუბნება, რომ შენ გინდა თუ არა, ეგრეთ წოდებულ უმრავლესობას გართმევს, თუ როგორ არის? „თეთრო ჰეტეროსექსუალო, მეზიზღები“ ეს იმად დარჩა, იმას არაფერს ვერჩი, კაცო, რაზეა ლაპარაკი.“ | |
მარშალპრესი, 1 ივლისი გიორგი იაკობაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი: " მათ აინტერესებთ მხოლოდ ლესბოსელები, გეები, ბისექსუალები და ტრანსსექსუალები!!! თქვენ წარმოიდგინეთ, არ აინტერესებთ სვინგერები და ნუდისტები, ბაიკერები და პანკები, ფილატელისტები და ნუმიზმატები… და, საერთოდ, ამ ლგბტ ასო-ებისთვის ქართულ დამწერლობაში მხოლოდ ოთხი ასო წარმოადგენს ინტერესის საგანს – “ლ”, “გ”, “ბ” და “ტ”. არ ვიცი, რა ერქვა იმ კიკინიან არსებას – ჯემალი, ჯუმბერი თუ გულო… ეს მისი პირადი საქმეა, მაგრამ თავხედობა და უზრდელობა, უვიცობით გამოწვეული აგრესია არავის შერჩება. ერთმა წვერებიანმა ლგბტ-მ დამცინა – კომუნისტების დროს ხარ დაბადებულიო. ელაპარაკე ახლა ამისთანა “ტ”-ს სამშობლოზე, მეგობრებზე, წინაპრებზე და მომავალზე". ფეისბუქი | |
ასავალ-დასავალი, 2-8 ივლისი გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „დიახ, არაფერს ვამატებ: საზმაუწყებელში მამათმავლობის პროპაგანდის დაკანონებას აპირებენ!... ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი ფულით - თანაც, ყოველწლიურად 55 მილიონი ლარით - დაფინანსებულ პირველ არხზე უნდა მომზადდეს და გავიდეს გადაცემები, რომლებშიც მამათმავლებსა და სოდომისტებს ღიად გაუწევენ პროპაგანდას?!“ საქართველო და მსოფლიო, 4 ივლისი რედაქცია: "5000-მა პედერასტმა წაბილწა საბერძნეთი - სალონიკის გეიაღლუმის ორი მონაწილე ზღვაში გადააგდეს. სალონიკის მოქალაქეებმა ალყაში მოაქციეს გეიაღლუმის ორი მონაწილე _ ბერძენი და ბრაზილიელი _ და ზღვაში მოადენინეს ტყაპანი, _ იუწყება “რუსსკიე აფინი”. ინციდენტის ოთხი ორგანიზატორი პოლიციამ დააპატიმრა. დაკავებულებმა განმარტეს, რომ ისინი “აღაშფოთა ნაირფერმა დროშამ, რომელიც მამათმავლებს ამაყად ჰქონდათ აღმართული”. პოლიციელების განცხადებით, ამ წყვილს ძალადობის არავითარი ნიშანი არ ეტყობოდა და თავს კარგად გრძნობენ. გეი აღლუმი, რომლის ორგანიზატორია ლგბტ თემის სალონიკის ორგანიზაცია, მეშვიდედ გაიმართა. წლეულს პედერასტთა მსვლელობაში 5000 ორიენტაციაარეული ადამიანი მონაწილეობდა". | |
საზოგადოებრივი ორგანიზაციები
|
|
| | | საქართველო და მსოფლიო, 19 ივლისი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი: "რომ ნახოთ, რა სახის რეკომენდაციებს შეიცავდა ეს პროექტი [საგანი "მე და საზოგადოება"], შეიძლება არ დაიჯეროთ _ იქ იყო ისეთი ტიპის თამაშები, რომლებიც 7-დან 13 წლამდე ბავშვებისთვის იყო გათვალისწინებული და მასში პირდაპირ ერთ–ერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა მოზარდების “ცნობიერების ამაღლება” არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაზე… მაგალითად, ბავშვს უნდა წარმოედგინა, რომ წითელქუდა არის ვაჟი გოგონას ტანისამოსში, რომელიც საკუთარი სექსუალური იდენტობით განსხვავებულია, და ეს თურმე სრულიად ნორმალურია. მოსწავლეებს ასევე მონაწილეობა უნდა მიეღოთ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ გარკვეულ თამაშებში და თითოეულ მათგანს უნდა განესახიერებინა ესა თუ ის პერსონაჟი: ბიჭებს უნდა შეესრულებინათ გოგონების როლი _ ჩაეცვათ მათი ტანსაცმელი და ა.შ. აქ საუბარია იმაზე, რომ ე.წ. მესამე სქესის არსებობა, როგორც მოცემულობა, უნდა ყოფილიყო ბავშვებამდე დაყვანილი". | | | | | ალია, 2-8 ივლისი, გია კორკოტაშვილი, ქართული მისია: „უნდა გააერთიანონ კულტურის, განათლების და შსს სამინისტროები!... 1) შსს-ს უფრო ღრმად ეცოდინება საქართველოს ისტორია და პიდარასტების გულისთვის აღარ დაიჭერს პატრიოტებს. 2) შსს-ს თანამშრომლები უფრო კულტურულები იქნებიან (ეხლაც არ აკლიათ თუ ნაცი ან პიდარასტი ხარ, მაგრამ მსოფლიო სტანდარტები მეტს მოითხოვს).“ | | | | |
კვირის პალიტრა, 16-24 ივლისი გივი სიხარულიძე, მსახიობი: „ჯერ სად ვართ? აწი ნახეთ, კაცი კაცზე რომ დაქორწინდება, მერე ისინი შვილს აიყვანენ, გაზრდიან და მერე რა თაობა წამოვა“.
ობიექტივი, ღამის სტუდია, 26 ივლისი, [მითებისთვის] რეზო ამაშუკელი, პოეტი: „დაანებონ ამ ეკლესიას თავი! იმიტომ, რომ ნახეთ რა მოხდა საბერძნეთში? სოდომ-გომორი მოხდა იქა იმიტომ, რომ იმდენმა ხალხმა მხარი დაუჭირა ერთსქესიანთა ქორწინებას. და აი, მიიღო უფლისგან“. | |
ალია, 2-8 ივლისი, სოსო მანჯავიძე, საკრებულოს ყოფილი დამოუკიდებელი დეპუტატი: „ისეთი დრო დადგა, რომ რთული გასარკვევია ვინ უფრო დასაცავია - გადედლებული კაცები გაძველბიჭებული ქალკაცებისგან, თუ პირიქით. მითუმეტეს ასეთი ფემინისტი ქალკაცებითაა დაკომპლექტებული სახელოვანი ქართული ნჯო სექტორი, რომელიც მათ წინაშე მოცახცახე ხელისუფლებას გენდერული თეორიის სემინარებს უტარებს პერიოდულად.“ | |
ასავალ-დასავალი, 2-8 ივლისი დავით ისაკაძე, დეკანოზი: „ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობაში სრული თანასწორობა მხოლოდ ცოლის მხრიდან ქმრის მორჩილებით მიიღწევა და ამგვარად ვლინდება წყვილს შორის სრულყოფილი სიყვარული!... ოჯახის თავი მამაკაცია, რომელსაც ემორჩილება ცოლი, თუმცა, კაცი უპირატესია ქალზე არა ძლიერი სქესის, არამედ ოჯახის მიმართ მისი პასუხისმგებლობის ხვედრითი წილის მეტობიდან გამომდინარე.“ | |
საზოგადოებრივი ორგანიზაციები
|
|
ასავალ-დასავალი, 16 -22 ივლისი ნიკოლოზ მჟვანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: „ამ ფემინისტების მეცადინეობით, ჩვენი პატარა გოგოგები ქმრებთან უბრალოდ შელაპარაკების გამო რეკავენ პოლიციაში და ქმრებს აჭერინებენ!...” | |
კვირის პალიტრა, 16-24 ივლისი გივი სიხარულიძე, მსახიობი: „ქალს ხუთმეტრიანი სიგარეტი რომ უჭირავს და ცხრაასჯერ გათხოვდება, ბავშვს როგორ აღზრდის. თანამედროვე ქართულ ოჯახში დედა თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს, იგივე უნდა ვთქვა მამებზეც: ზოგიერთი კაცი ხომ კაცი არ არის, ქალებს დაასხდნენ თავზე და ასეთ ოჯახში ბავშვიც აგრესიული იზრდება. ახლანდელი ქალები იცით, როგორ ფიქრობენ? - ყველა დაიხოცოს, ოღონდ ჩემი შვილი იყოს კარგადო - ასეთი დედის გაზრდილი შვილი მკვლელიც გამოვა და მჩაგვრელიც. შვილები ძიძებს გადააბარეს“. | |
დისკრიმინაციული გამოხატვის მაგალითები სრულად იხილეთ ვებ-გვერდზე: www.notophobia.ge | |
| | | ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში. | | | | | მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად. | | | | |
|
|