MDF
#8, 1-31 აგვისტო, 2018

სიძულვილის ენა/ძალადობისკენ მოწოდება

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 5 აგვისტო,
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი:  „[გიგა ბოკერია და ზურა ჯაფარიძე] ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიღვიძოს ივერიამ და ეს ხალხი არის მართლა ჩასაქოლი. ვირზე უკუღმა უნდა შესვა და უნდა ჩამოატარო მართლა ქალაქ-ქალაქ და სოფელ-სოფელ ფურთხებით და ქვების ჩაქოლვით.“ 

მედია

ასავალ-დასავალი, 27 აგვისტო - 2 სექტემბერი
დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: „მოკლედ, ნაცისტებში [ნაციონალურ მოძრაობაში] - ამ მკვლელების, საქართველოს გამყიდვლებისა და უღირსების ხროვაში - ერთი კაციც არ აღმოჩნდა, ვინც შეშლილ გარყვნილს - სააკაშვილს ტყვიას თუ არ ესროდა, ბოკალს მაინც ჩაარტყამდა, ან იმ მასიურ საფერფლეს, რომლითაც ერთხელ საწყალ ვახტანგ რჩეულიშვილს გაუტეხეს თავი, ხოლო მეორედ ზურაბ ჟვანია გააგორეს.“

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ასავალ-დასავალი, 27 აგვისტო - 2 სექტემბერი
სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: „სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელსაც სისხლში აქვს ხელები გასვრილი! ადამიანს, რომელსაც კანონიერი პრეზიდენტის დამხობაში აქვს მონაწილეობა მიღებული და შემდგომში მის მკვლელობას ტაშს უკრავდა, პრეზიდენტად არჩევა ელემენტარულად, არის სირცხვილი! თუმცა, მეორე მხრივ, ვინ არის? მეორე მხარეს არის ვაშაძე - სააკაშვილის ყურმოჭრილი მონა, რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი! როდესაც ასეთი არჩევანის წინაშე დგება ამომრჩეველი, მას არჩევანის გაკეთება უწევს ძროხისა და ღორის ფეკალიას შორის.“
„ახალი თაობა“

რასიზმი

მედია

საქართველო და მსოფლიო, 8 აგვისტო,
ბესო ბარბაქაძე, ავტორი: "სამიოდე თვის წინათ ბელგიაში, ბრიუსელის ცენტრში, დაამონტაჟეს ვიდეოკამერა, რომლითაც უნდა გაერკვიათ, რამდენი თეთრკანიანი გაივლიდა იმ ადგილას ერთი საათის განმავლობაში. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა _ ბრიუსელის ცენტრში იმ კონკრეტულ ადგილზე ერთი საათის განმავლობაში ერთ თეთრკანიანსაც არ გაუვლია… ჰოდა, იმას მოგახსენებდით, თავის დროზე ბელგიამ, საფრანგეთმა, ჰოლანდიამ… მოკლედ, ლამის სრულიად ევროპამ გაიარა ის, რასაც ახლა საქართველო გადის. დაიწყო სიტყვის თავისუფლებით, გადავიდა ნარკოტიკების თავისუფლებაზე, ბავშვთა უფლებების განსაკუთრებულ დაცვაზე და საბოლოოდ მივიღეთ ისეთი ევროპა, როგორიც დღეს არის. მივიღეთ თუნდაც ის, რომ მსოფლიოს ჩემპიონ საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებში მხოლოდ სამი ფრანგი თამაშობს, დანარჩენები კი აფრიკელები არიან და ანტუან გრიზმანის სახით, ერთი ნახევრად პორტუგალიელი ნახევრად გერმანელი ურევიათ".

ქსენოფობია

პარტიები

ასავალ-დასავალი, 20 -26 აგვისტო
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „ხეკორძულას ხეობიდან დაწყებული, სადაც იბერიის უძველეს სამეფოს ჩაეყარა საფუძველი, დიდგორის ასასვლელები და სოფელ ნიჩბისის გარშემო მდებარე მიწები, მთლიანად თურქებზე, ირანელებზე, ჩინელებზე, არაბებსა და ინდოელებზეა გაყიდული! შუა საუკუნეებში თურქსაც და ირანელსაც ქართველი კაცის წარმოდგენაში ერთი სახელი ჰქონდა - „თათარი“! ამიტომ გადამთიელებს მეც ამ სახელით მოვიხსენიებ და ვიტყვი, რომ ხეკორძულადან კავთისხევამდე მიწები თათრებზეა გაყიდული… ჩემი ინფორმაციით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ირანიდან ჩამოსულ ფერეიდნელ ქართველებს ქართული მიწის შესყიდვის  საშუალებას არ აძლევს მაშინ, როცა თვით ეთნიკური ირანელები ამას ძალიან ადვილად ახერხებენ და მათ გზა ყოველმხრივ გახსნილი აქვთ!“

ობიექტივი, საინფორმაციო, 31 აგვისტო,
გიგი მაღლაკელიძე, პატრიოტთა ალიანსი: „[უცხოელებზე ბინადრობის უფლების მინიჭება] „საკითხი უნდა იყოს იმდენად გამკაცრებული, რომ თითქმის შეუძლებელი უნდა იყოს ამ საკითხის გადალახვა და გადაფარვა და ამ საკითხის შესრულება. აი ეს არის რეალური ქმედება და არა ის, მაგალითად 30 000 - 100 000-ზე გავზარდოთ. ჩვენ უნდა დავაწესოთ ისეთი ბარიერი, რომელიც შეუძლებელს ხდის საქართველოში უახლესი ათწლეულების განმავლობაში დემოგრაფიული სურათის ხელოვნურად შეცვლის მცდელობას.“ 

კავკასია, სპექტრი, 22 აგვისტო
კახა კუკავა, თავისუფალი საქართველო: "ერთ-ერთი ტერორისტი აღმოაჩინეს ბრიუსელში და ორი დღე ვერ შედიოდნენ იმ უბანში, არაბების უბანში... მაინცდამაინც ასე უნდა გაჩნდეს თბილისში და ბათუმში უბნები, სადაც სუყველა იქნება, ზოგი თურქეთიდან და ზოგი არაბული ქვეყნებიდან, სადაც ჩვენი იურისდიქცია საერთოდ არ გავრცელდება და მერე უნდა დავიშინოთ თავში ხელი?...
100 000 ადამიანზე, მეტზე არის გაცემული ბინადრობის მოწმობა. ეს ხომ არის მავნებლობა. თეა წულუკიანი, ეხლა ქალბატონია და ცოტა მერიდება ამის გამო, მაგრამ რა ვიცი ჩვენი კანონი არ ანსხვავებს, უნდა იჯდეს ციხეში! ეს არის სახელმწიფოს ღალატი, რომ 100 000 ადამიანს და აქედან  ჩათვალეთ 80% არის აი, ამ დემოგრაფიულად ექსპანსიონისტური ქვეყნებიდან, 100 000 ადამიანზე გაჩნდა ბინადრობის მოწმობა.

რუსთავი 2, კურიერი, 30 აგვისტო
შალვა ნათელაშვილი, საქართველოს ლეიბორისტული პარტია: „მსოფლიომ მიწათმოქმედები გვიწოდა და დღეს დააყენეს გზაზე, რომ მიწის დამუშავებაზე აიღოს ხელი გლეხმა, წავიდეს მოსამსახურედ უცხოეთში და სამაგიეროდ, აქაური მიწები ხელში ჩაუვარდეთ უცხოტომელებს“.

მედია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 13 აგვისტო,
ნინო რატიშვილი, წამყვანი: „მე ძაან მიყვარს ყველა ადამიანი აბსოლუტურად, მაგრამ იცით რა არის? ცოტა ვშიშობ, როდესაც ჩემ ეზოში მალე ვიქნები უმცირესობაში. ჩემ სამშობლოში, ჩემ ქალაქში არ მინდა, რომ ვიყო უმცირესობაში. ეხლა რაშია საქმე, გადახედეთ ბინებს, ჩვენ ვერ ვყიდულობთ ქართველები, მასობრივად და განსაკუთრებით ირანელები ყიდულობენ ერთ კორპუსში, ესეიგი მათთვის შენდება დღეს კორპუსები ხო?!... მე მესმის, რომ ირანში არის წყლის პრობლემა, მე მესმის, რომ ირანში არის ეკონომიკური ვარდნა, მაგრამ ეტყობა პოლიტიკა და სპეცსამსახურებიც ხელს უწყობენ ამ ადამიანებს და ეტყობა ჩვენი სპეცსამსახურები და ჩვენი ხელისუფლებაც ხელს უწყობს.“  

საქართველო და მსოფლიო, 15 აგვისტო,
ბესო ბარბაქაძე, ჟურნალისტი: "საპრეზიდენტო დოღი გამოცხადდა და პარტიების რჩეული “ბედაურები” რბოლაში ჩაერთვნენ. სერიოზულოი ეჭვი გვაქვს, როგორც წესი, ქართველები, არაბული ბედაურის ნაცვლად, ისევ ჯაგლაგს ავირჩევთ, თუმცა ვინ იცის, იმდენი არაბი ჩამოვასახლეთ ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე, ეგებ არაბული ვარჩიოთ. პრინციპში, თუ ასე გაგრძელდა, მალე ჩვენ აღარავინ შეგვეკითხება _ არაბული ჯობია თუ ირანული, თვითონ გადაწყვეტენ". 

საქართველო და მსოფლიო, 2 აგვისტო
დარეჯან ანდრიაძე, ავტორი: "მავანნი, რომლებსაც ხმლითა და მახვილით არ აკარებდნენ ქვეყნის საზღვრებს ჩვენი სახელოვანი წინაპრები, ჭილყვავივით შემოესივნენ საქართველოს; მოვიდნენ ტურისტებად, სტუმრებად, მოგზაურებად, ინვესტორებად, ბიზნესმენებად… და უკან, თავიანთ სამშობლოში, აღარ უნდათ გაბრუნება, რადგან მოსწონთ აქაურობა, შეიძინეს მიწები, სხვა უძრავ-მოძრავი ქონება და ცდილობენ დამკვიდრებას". 

რეზონანსი, 9 აგვისტო,
თეო გუდავაძე, ავტორი: "გარევაჭრობაში ინდოელები და პაკისტანელები ჩაებნენ ისინი საღამოს საათებში მეტროსადგურებთან ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და წვრილმან ნივთებს ყიდიან ინდოელებმა და პაკისტანელებმა უპრობლემოდ დაიკავეს მეტროს მიმდებარე ტერიტორიები და არც მერიის მიერ დაწესებულ ჯარიმებს უშინდებიან… ქუჩაში გამოჩნდნენ ინდოელი და პაკისტანელი მოვაჭრეები, რომელთა წილი საკმაოდ მაღალია. ისინი თავიანთ პროდუქციას საკმაოდ დაბალ ფასში ყიდიან. მათი ასორტიმენტი, ძირითადად, ტანსაცმელი და ფეხსაცმელია და იმაზე გაცილებით ნაკლები ღირს, ვიდრე ადგილობრივების მიერ შეთავაზებული პროდუქცია. ფასის გათვალისწინებით, შესაძლოა, პროდუქცია კონტრაბანდულიც იყოს, თუმცა ამას კონტროლს ვერავინ უწევს...პაკისტანელ და ინდოელ გარემოვაჭრეებს უმეტესად მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გამოაქვთ თავიანთი პროდუქცია ღამის საათებში, მაშინ, როდესაც იციან, რომ არავინ არის მათი მაკონტროლებელი და დამჯარიმებელი".

საზ.ორგანიზაციები

ასავალ-დასავალი, 13-19 აგვისტო,
სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: “აშკარა და თვალშისაცემი ფაქტია, რომ დღეს ბათუმსა და მთელს აჭარას კალიებივით არიან შესეული უცხოტომელები, თურქები, არაბები, ირანელები და სხვები, რომელთა უმრავლესობაც ინვესტორის სახელს არის ამოფარებული, რეალურად კი კრიმინალურ საქმიანობას ეწევა. დიახ, ბათუმი სავსეა ისეთივე საეჭვო ტიპის დაწესებულბებით, როგორსაც თბილისში აღმაშენების გამზირზე ვხვდებით. გაჩაღებულია ტრეფიკინგი არასრულწლოვანი ქართველი გოგონების პროსტიტუციაში ჩაბმა და ათასაი საზიზღრობა, რაზეც ქართული სახელმწიფო, საუბედუროდ, თვალს ხუჭავს… ასლან აბაშიძის დროს უცხოტომელთა ხელში ერთი გოჯი ქართული მიწაც არ გადასულა, დღეს კი ლამის მთელი აჭარა თურქებსა და ათასი ჯურის უცხოტომელზეა გაყიდული.”

ასავალ-დასავალი, 6-12 აგვისტო
ანდრია ჯაღმაიძე, დეკანოზი: „კიდევ მარიხუანა უნდა ქართველ საზოგადოებას? უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობაა, ადამიანები ისედაც მიდრეკილი არიან დეპრესიისკენ და რას ვეუბნებით მათ - წაადით, მარიხუანით გაერთეთო?! ეს არის შვება? ირანიდან, თურქეთიდან, არაბული სამყაროდან ხალხი ინტენსიურად ჩამოდის და არანაირი მონაცემები არ არსებობს იმის შესახებ, თუ რა ქონებას იძენენ და ფლობენ ეს ადამიანები საქართველოში!... თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცვალა, ჩვენ მივიღებთ ნარკოტურიტების ტალღას!“

ასავალ-დასავალი, 6-12 აგვისტო
დავით ისაკაძე, დეკანოზი: „შეწყდეს ქვეყნის ირნიზაცია და გათურქება, შეიქმნას მკაცრი ბერკეტები დემოგრაფიული ექსპანსიისგან მოსახლეობის დასაცავად!..

საზოგადოება

მარშალპრესი, 6 აგვისტო,
ანიტა რაჭველიშვილი, საოპერო მომღერალი: "საუკუნეების წინ და დღემდეც ქართველები სიცოცხლეს ვწირავდით საკუთარი მიწების დასაცავად! დღეს უბრალოდ მოდიან და ამ მიწებს ყიდულობენ ჩვენი მტრები! აი ასე უბრალოდ! ფულზე გავიყიდეთ!  ქართველებო ნუ ყიდით მიწებს ნუ! ჩვენი ადგილი აღარ დარჩება მალე საქართველოში! გული ლამისაა გამისკდეს".

თურქოფობია

პარტიები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 5 აგვისტო,
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „აი რაც სასომხეთმა გააკეთა მაგალითად, რომ მთელ მსოფლიოს აღიარებინა თავისი გენოციდი თურქების მიერ, ჩვენც უნდა ვაღიარებინოთ თურქებსაც, ირანელებსაც, ქართველი ერის გენოციდი. გატრუნულები კი არ უნდა ვიყოთ და რომ გამოდიოდა [გიორგი] კვირიკაშვილი და ან კიდევ წინანდელი მთავრობის პარლამენტის თავმჯდომარეები, [დავით] უსუფაშვილები და სხვები და თურქეთს მეგობარ სახელმწიფოს და [მიხეილ] სააკაშვილი რომ ეძახდა და დიდ ამბებში რომ იყო ხვევნა-კოცნა მტლაშა-მტლუშში დედამისთან ერთად ამ თურქებთან, უნდა გვახსოვდეს, რომ თურქეთს 35 პროცენტი ჩვენი ისტორიული მიწა-წყლისა და სხვათა შორის, საუკუნე არ არის ჯერ გასული, მიტაცებული აქვს და იქით უნდა წავუყენოთ პრეტენზიები.“ 

ობიექტივი, ღამის სტუდია, 5 აგვისტო,
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „აბა წადი შენ ეხლა თურქეთში, სადაც მართლმადიდებლური ტაძარიც კი, ცნობილი აია სოფიას ტაძარი, რომელიც კონსტანტინე მეთორმეტემ ააშენა, უბრწყინვალესი ორი ტაძარი იქ, ღვთიური სიბრძნის ტაძარი და მოციქულთა სახელზე, გადაქცეულია იმად, მეჩეთად. და ქართული ტაძრები, ჩვენი 35 პროცენტი, რომელიც წაგვრილი აქვს თურქეთს და იქ ვერ შევსულვართ და სანთელი ვერ დაგვინთია და პირჯვარი ვერ გადაგვიწერია ხალხო და ჩვენ რეებზე ვლაპარაკობთ ეხლა. ჩვენი ტაო-კლარჯეთი და ჩვენი ხანძთა და ჩვენი შატბერდი, ჩვენი უძველესი, უძვირფასესი კულტურის და სულიერების კერები, უპირველესად მართლმადიდებლური ტაძრები, იქ პირჯვარი ვერ გადაუწერია ქართველ კაცს და ეხლა აქ მთხოვენ თურმე, რომ აღმსარებლობას რაღაცა, შემწყნარებლობა.“ 

მედია

ასავალ-დასავალი, 6-12 აგვისტო
ჯაბა ხუბუა, ჟურნალისტი: „საქართველოს შიგნითაც და საქართველოს გარეთაც ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ქართველ ხალხს დაკარგული ტერიტორიები დაავიწყონ და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასაც ისევე შეაგუონ, როგორც თურქეთის მიერ ტაო-კლარჯეთის მიტაცებას. აბა, თითო-ოროლა პატრიოტის გარდა, ვიღას ახსოვს დღეს თურქეთის მიერ ოკუპირებული ტაო-კლარჯეთი და ვინღა მოიხსენიებს ოკუპანტად თურქეთს, რომელიც ჯერ სააკაშვილმა და მერე კვირკიაშვილმა „საქართველოს ისტორიულ მეგობრად“ გამოაცხადა?“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 5 აგვისტო,
გიორგი კასრაძე, წამყვანი: „აჭარის რეგიონი და თურქეთის სახელმწიფოს ღია და გაცხადებული ინტერესი აჭარაზე, სამცხე-ჯავახეთსა და გურიის რეგიონზე. ყოფილი ხელისუფლების პერიოდში როგორც ხდებოდა აჭარის რეგიონთან მიმართებაში თურქეთის სახელმწიფოს ინტერესების გამოვლინება და მისი აღსრულება, ეს ქართულ საზოგადოებას იმედია ახსოვს, მათ შორის 35 000-ზე მეტ თურქზე გაცემული საქართველოს მოქალაქეობა ერთ დღეში, მიხეილ სააკაშვილის მიერ გადადგმული პოპულისტური ნაბიჯი, რასაც აჭარელები და ბათუმის მოსახლეობა დღემდე გულის ტკივილით იხსენებს და ყველა ინტერვიუსა თუ ყველა გადაცემაში მათ ძირითადად ამ თემებზე უწევთ აპელირება და მეორე, ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში იჩაგრებიან ქართული ხელისუფლების მიერ, აჭარის მთავრობისა თუ ცენტრალური ხელისუფლების მიერ… ქუთაისის ქუჩა, რომელიც არ არის ერთადერთი, რომელიც თურქების თავშეყრის ადგილს წარმოადგენს და სადაც საქართველოს მოქალაქეების გასვლაც კი ძალიან რთულდება საბოლოო ჯამში. და კიდევ ერთი პიროვნება, ტარიელ ნაკაიძე, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც თავის თავს ეძახის მუფთს, ის ითხოვს ბათუმში თურქული ფულით მეჩეთის აშენებას.“ 

საზ. ორგანიზაციები

ასავალ-დასავალი, 13-19 აგვისტო,
სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: “ჩემთვის ცნობილია, რომ თურქეთის საელჩომ საქართველოს მთავრობას პირდაპირ მოსთხოვა, რომ ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლის აღმართვა არ დაეშვა. ისიც ყველას ახსოვს, რომ თურქეთის ელჩის მოთხოვნით საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა, დიდგორობა სახელმწიფო დღესასწაულად გამოეცხადებინა. ჩვენ არავის ვებრძვით და ყველა ქვეყანასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვსურს, მაგრამ ისევე, როგორც საქართველო თურქეთის ტერიტორიაზე არ ატარებს ქართულ პოლიტიკას, თურქეთმაც არ უნდა გაატაროს საქართველოში თურქული პოილიტიკა.”

ალია, 30 ივლისი - 5 აგვისტო,
თამაზ ბაკურიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩვენი უფლებებისთვის": „ თურქეთის კარის მასიურად გაღება [მიხეილ] სააკაშვილის დროს მოხდა და ყველაზე საუკეთესო ტერიტორიების 1 ლარად ჩუქება - ოღონდ თქვენ სასტუმროები და ფაბრიკები გააკეთეთ და მე ამ მიწა-წყალს გჩუქნითო. სააკაშვილი ამას ისე აკეთებდა, რომ ხალხს არაფერს ეკითხებოდა. მე ვფიქრობ, თურქეთი ჯარით არ დაიპყრობს რომელიმე ქვეყანას, ის შეეცდება ეკონომიკური ბერკეტებით დაიმორჩილოს ამა თუ იმ ქვეყნისა და რეგიონის პოლიტიკური პროცესები, რადგან ეკონომიკა წარმართავს დღეს პოლიტიკას.“

სასულიერო პირები

საქართველო და მსოფლიო, 2 აგვისტო
გიორგი რაზმაძე, სასულიერო პირი: "დღეს 150-ზე მეტი მეჩეთია რეგიონში და მხოლოდ 43 ეკლესია. ჩნდება მარტივი შეკითხვა: ვის სჭირდება კიდევ ერთი გრანდიოზული მეჩეთი? კიდევ ვიმეორებ: ეს არის იმპერიალისტური გეგმა თურქეთის ხელისუფლებისა, რომელსაც საქართველოში ბევრი მოკავშირე ჰყავს. სხვათა შორის, ამ დღეებში თურქეთი აამოქმედებს (შეიძლება უკვე აამოქმედა კიდეც) კანონს, რომლის თანახმად, საქართველოდან გადასულ მანქანებს იქ ქართული ნომრებით გადაადგილება შეეზღუდებათ. საინტერესოა, ამაზე რატომ არავინ ლაპარაკობს, ან სად არიან ეს ჩვენი ევროლიბერალი არასამთავრობოები, ყველაფერზე თურქოფობია და ისლამოფობია რომ ელანდებათ?!" 

ისლამოფობია

პოლიტიკოსები

ასავალ-დასავალი, 27 აგვისტო - 2 სექტემბერი
ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი: „არადა, ჩვენს ქვეყანაში ფეთჰულაჰ გიულენის ისლამისტურ მიმდინარეობასთან დაკავშირებული სასწავლო დაწესებულებების მთელი ქსელის არსებობა ქართული სახელმწიფოსათვის დიდი რისკისა და საფრთხეების შემცველია, მითუმეტეს, რომ ამ სასწავლო დაწესებულებებში აღზრდილი კადრები ქართულ სახელმწიფო სტრუქტურებში ხვდებიან და საკმაოდ მაღალ თანამდებობებსაც იკავებენ... გიულენის მიერ დაფინანსებული სასწავლო დაწესებუელებების  ქსელი საქართველოში სწორედ იმიტომ არსებობს, რომ მისმა ისლამისტურმა მიმდინარეობამ აქ საკუთარი იდეოლოგიური და პოლიტიკური აბლაბუდა გააბას.“

მედია

საქართველო და მსოფლიო, 15 აგვისტო,
ბესო ბარბაქაძე, ჟურნალისტი: „ვინ იცის, ეგებ ძალიან მალე, ბათუმში ასაშენებლად გამზადებული მეჩეთიდან მოლას ყივილმა დედაქალაქამდეც კი მოაღწიოს. არადა, 12 აგვისტოს სწორედ მოლას ყივილი ჩავახშეთ საუკუნოდ… მაგრამ ეს ხომ პარადოქსების ქვეყანაა _ მოვახერხეთ და ისევ დავიდგით უღელი… თანაც უბრძოლველად, საკუთარი ნებით და ვინ იცის, მუსლიმანურმა სამყარომ თავის ისტორიაშიც ჩაწეროს “ძლევაი საკვირველი”, როგორც ქვეყნის უსისხლოდ დაპყრობა–დამონების მაგალითი". 

საზოგადოება

ასავალ-დასავალი, 6-12 აგვისტო
რამაზ იოსელიანი, მსახიობი: „მე რომ ბათუმში იმ ადგილას ვცხოვრობდე, სადაც მოლა ხმამაღლა მღერის და ლოცულობს, ასიანს „მამაო ჩვენოს“ და საგალობლებს ჩავურთვდი გამაძლიერებელი ხმით. მანდ არავინ ხართ ისეთი, რომ სამშობლო გიყვარდეთ?“
„ახალი თაობა“

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

პოლიტიკოსები

მარშალპრესი, 2 აგვისტო,
ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: "კათოლიკური ეკლესია ჩვენთან სტუმარია, რომელსაც არც არავინ ავიწროვებს, არც არავინ ებრძვის, არც ვინმე უშლის ხელს, მაგრამ ეს სტუმარი, ჯუზეპე პაზოტოს სახით, მართლმადიდებლურ ეკლესიას საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის და თხოვს იგივე უფლებებს, რაც მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს. სინამდვილეში, მხოლოდ უფლებებს კი არ ითხოვს, ითხოვს, რომ… მაგალითად, მართლმადიდებლური ტაძარი რომ მოხატო და ხატი შეწირო, დღგ-ს გადასახადი უნდა გადაიხადო. ასეთია კათოლიკური ეკლესიის (ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის) სურვილი, რომლის წინამძღოლიც თან, ამბობს, რომ ჩვენი მეგობარია. პატივისცემით შეგახსენებთ, რომ კათოლიკეები საქართველში მოსახლეობის 0,5%-ია... საინტერესოა, რომ ამ უზნეობაში, კათოლიკური ეკლესიის გარდა, მისი კიდევ 7 თანამებრძოლი მონაწილეობს… დღეს მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ამ შვიდეულში (არ გაგიკვირდეთ) ერთ-ერთი ტარიელ ნაკაიძის ქართველ მუსლიმთა კავშირია, ანუ ტარიელ ნაკაიძე, რომელიც გვეუბნება,- თქვენი სისხლი და ხორცი ვარო, თან, ეკლესიას უჩივის, თან, მუსლიმთა სამმართველოსაც ღიად ებრძვის და თან, „ფეისბუქიდან“ გვემუქრება!" ფეისბუქი

მედია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 30 აგვისტო,  
ბონდო მძინარაშვილი, წამყვანი: „[საფრანგეთში იეღოვას მოწმე კარზე ვერ დაგიკაკუნებს] თუ ვინმეს აქვს სურვილი, მივა იმათ ოფისში, მაგრამ ის თითონ არ მოვა თქვენთან და საქართველოში ამ თვალსაზრისით სერიოზული პრობლემაა, თუკი კარზე მოგიკაკუნებენ და მერე შენ ეტყვი, აბა ეხლა, უკაცრავად გამოთქმისთვის, „მოუსვი ეხლა აქედან“. თუნდაც, ნინო მიქიაშვილის ისტორია, რომელმაც უთხრა, რომ მიბრძანდით აქედან და წადით ჩემი სახლიდან, წავიდნენ და პოლიციაში უჩივლეს გამოგვყარაო და სახლიდან გაყარა კაცო, თავისი სახლიდან გაყარა და ამის გამო ნინო დაიბარეს დაკითხვაზე. მერე კი პოლიციაც და სუყველა მიხვდა, რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნენ თითონ მაგრამ აი, საფრანგეთში, ამასაც ვერ გაბედავს ვერავინ, რომ სახლში მიადგეს ვინმეს“. 

საქართველო და მსოფლიო, 15 აგვისტო,
ბესო ბარბაქაძე, ჟურნალისტი: "ამბობენ, ქალბატონი სალომე [ზურაბიშვილი] აღმსარებლობით კათოლიკე-ქრისტიანიაო და მართებულია თუ არა მართლმადიდებლურ ქვეყანაში კათოლიკეს არჩევა პრეზიდენტად, თვითონ განსაჯეთ, თუმცა, კიდევ ვიმეორებ, ამ თემაზე აქტიურად ჯერ კიდევ 2003 წლიდან საუბრობდნენ". 

საქართველო და მსოფლიო, 8 აგვისტო,
ბაკურ სვანიძე, ავტორი: "საეჭვოდ მეჩვენება საქართველოს პარლამენტის ის ინიციატივაც, რომ 2019 წლის იანვრიდან საქართველოს კონსტიტუციაში გაუქმდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვით რელიგიის მსახურების ჯარში გაწვევა დაუშვებელია. როგორც ჩანს, თავის დროზე ეს ჩანაწერი “იეღოვას მოწმეთა” ჯარიდან დასახსნელად გაკეთდა და ამიტომაც იყო, ალბათ, ასე რომ მომრავლდნენ ქართველი ბიჭები ამ რელიგიურ სექტაში".

ანტიდასავლური განწყობები

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 5 აგვისტო,
ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი: „საქართველოში იგეგმება დემოგრაფიული ბალანსის ცვლილება. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის გარეთ მიღებული აქვთ ამ ქვეყნის მტრებს და ქვეყნის შიგნითაც მიღებული აქვთ ამ ქვეყნის მოღალატეებს… მათი გეგმით, ქართველები უნდა მოექცნენ უმცირესობაში. ამას ნიშნავს ეთნიკური ბალანსის ცვლილება. ის, რაც მოხდა სინგაპურში. დღეს სინგაპურში ადგილობრივი მოსახლეობა არის მთელი მოსახლეობის 17 პროცენტი... იგივეს გაკეთება უნდათ საქართველოში. რა ხდება ამისთვის? ამისთვის ხდება ის, რაც ერთის მხრივ 2014 წელს გააკეთა ქართულმა ოცნებამ, ანტი დისკრიმინაციული კანონით მოახდინა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის ლეგალიზაცია, ეხლა მოახდინეს ნარკოტიკების მოხმარების ლეგალიზაცია, რაც თავისთავად ცხადია დემოგრაფიული ბალანსის შეცვლის ერთ-ერთი გზა არის.“ 

მედია

ობიექტივი, ოქროს კვეთა, 4 აგვისტო,
ვალერი კვარაცხელია, წამყვანი: “თითქოს სხვა პრობლემა არაფერი არ გვქონდეს დღეს ქართველებს, დღე და ღამე ვიღაცა გაჰკივის და ამ კივილის ტირაჟირებას ახდენს ამერიკული, ოღონდ ქართულენოვანი მედია საშუალებები, რომ თურმე მარიხუანა უნდა იყოს ლეგალიზებული, რომ ნარკომანია, პროსტიტუცია, მამათმავლობა, გაუკუღმართებული სქესობრივი ურთიერთობები, მათი ჯვრისწერის თუ ქორწინების დაკანონება, მათთვის შვილების აყვანის უფლების მიცემა და ასე შემდეგ.“ 

ასავალ-დასავალი, 13-19 აგვისტო,
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: “სოროსელი ლომჯარია “ოჯახის უფროსის” მცნების გაუქმების მოთხოვნით, პირდაპირ გამიზნულად ურტყამს უფლის მიერ დადგენილ, ქართული ოჯახის ათასწლოვანი ტრადიციის საძირკველს! დიახ, ნინო ლომჯარიას უბრალოდ ტერმინის - “ოჯახის უფროსის” გაუქმება კი არ სურს, მას, პატრონების დავალებით, გადაწყვეტილი აქვს, ქართული ოჯახის ღვთიური იერარქიის დანგრევა და ქალსა და მამაკაცს შორის შუღლის ჩამოგდება სწადია! დიახ, ეს არის გეგმა, რომელიც მამაკაცთა უუფლებობის, ფემინიზაცია-გადედლებისა და ქალების გამამრება-გაკაცებისკენ არის მიმართული! ანუ ამათ სურთ, საქართველოშიც ზუსტად ისეთი ვითარება შეიქმნას, როგორც ეს “ცივილიზებულ დასავლეთშია” - ნაზი-გაპედერასტებული კაცებითა და გალეზბოსელებულ-გაკაცებული ქალებით!”

საზოგადოება

საქართველო და მსოფლიო, 9 აგვისტო,
გივი გურეშიძე, პოლიტოლოგი: "გავიხსენოთ მითი ოდისევსის შესახებ, დიდი და პატარა ბოროტების _ ქარიბდასა და სცილას პირისპირ რომ აღმოჩნდა. დღეს საქართველოსთვის აშშ-დასავლეთი ქარიბდაა, რადგან ყოველგვარ ეროვნულს გვართმევს, თავს გვახვევს უზნეობა-გარყვნილების სერიალებს, სრული ჩაყლაპვით გვემუქრება. რუსეთი  სცილაა, რომელიც იმას ითხოვს, რომ მისი მტერი, ნატო, საქართველოში არ შემოვუშვათ. ჩვენი გეოპოლიტიკური სიბრმავის, ყოველგვარ დიპლომატიას და, უბრალოდ, საღ აზრს მოკლებული ქმედებების შედეგად რუსეთი ვაიძულეთ, ოკუპანტი გამხდარიყო. შემომედავეთ და დაგიმტკიცებთ!"

ჰომოფობია

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 5 აგვისტო,
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „ფაქტიურად გამოდის, რომ ის შრომა, ის სისხლისღვრა და ოფლისღვრა, ის შედევრები, რაც ჩვენმა დიდმა წინაპრებმა შექმნეს, ანუ ჩვენმა ფესვებმა მოიტანეს აქამდე რუსთაველის, არსენ იყალთოელის, გიორგი მთაწმინდელის, იგივე არსაკიძის, იგივე გიორგი სააკაძის, ვახტანგ გორგასლის, თამარ მეფის, ქეთევან წამებულის ამოვშანთოთ ეს ყველაფერი, გალაქტიონის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის ესენი ამოვშანთოთ, ლადო ასათიანი და ესენი და ესეიგი ამ პედარასტებს და ამ იმას, რა ქვია, ნარკომანების დაბოლებას ვუსმინოთ.“ 

ასავალ-დასავალი, 6-12 აგვისტო
გიგლა ბარამიძე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა: „ხელისუფლებამ ჩვენი შვილების მოწამვლა დააკანონა. მარიხუანას ლეგალიზებას მალე გაცილებით მძიმე ნარკოტიკების დაკანონება მოჰყვება. მერე დაკანონდება ერთნაირსქესიანთა ქორწინება.“
„ახალი თაობა“

მედია

ასავალ-დასავალი, 13-19 აგვისტო,
ჯაბა ხუბუა, ჟურნალისტი: “ანტიოცნებამ როგორც ქართველი ერის, ისე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნება ფეხებზე დაიკიდა და საქართველოს თავზე დამოკლეს მახვილივით ჩამოკიდა ვერაგული კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რომელსაც ანტიდისკრიმინაციულ კანონად მოიხსენიებენ და რომელიც პირდაპირ ურტყამს ჩვენს ეროვნული ინტერესებსა  და საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ღირებულებებს. ანტიოცნებამ საქართველოს სახალხო დამცველად გაქანებული ლიბერასტი და ზონდერ-გენდერი ნინო ლომჯარია დაინიშნა... ანტიოცნებამ ქართველი ერის სოციალურ გენოციდისაც კი მოაწერა ხელი და მარიხუანის ლეგალიზაცია მოახდინა, რასაც აუცილებლად მოაყოლებსბს ყველა სახის ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციას, ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონებასა და ლგბტ წყვილებისათვის შვილის აყვანის უფლების მინიჭებას.”

საქართველო და მსოფლიო, 15 აგვისტო,
ბესო ბარბაქაძე, ჟურნალისტი: „ევროპა, რომლისკენაც მივისწრაფვით, იღვიძებს და ხვდება, რომ ის, რისკენაც მიდიოდა, არ არის სწორი და რომ ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინება, ბავშვებისთვის მშობლების უპატივცემულობის ჩანერგვა, დედ–მამის დანომვრა მომავალს ღუპავს". 

საზ ორგანიზაციები

მარშალპრესი, 29 აგვისტო,  ინტერპრესნიუსი, 29 აგვისტო, სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: "შეგახსენებთ, რომ კოკა მორგოშიამ გამოხატა პროტესტი გურამ კაშიას მიერ მამათმავლების პრიზის აღების გამო. გულშემატკივართა აღშფოთებით შეშინებული კაშია ცდილობს დააპატიმრებინოს ყველა ის გულშემატკივარი, რომელიც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგია.... ასეთი სამარცხვინო კაპიტანი ჰყავს ეროვნულ ნაკრებს“.

ასავალ-დასავალი, 20 -26 აგვისტო
დიმიტრი ლორთქიფანიძე, ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი: „...ვგულისხმობ საქართველოში გამეფებულ გენდერულ დიქტატურას, თავსმოხვეულ „ანტიდისკრიმინაციულ კანონს,“ ბილწი მამათმავლობის პროპაგანდას, იუვენილურ იუსტიციას და ნარკოტიკების ლეგალიზებასა და ექსპანსიას, რომლითაც საქართველოს განადგურებას ცდილობენ!“

სასულიერო პირები

ასავალ-დასავალი, 6-12 აგვისტო
დავით ისაკაძე, დეკანოზი: „გაუქმდს საკონსტიტუციო სასამართლო, შესაბამისად გაბათილდეს მისი გადაწყვეტილებები ნარკომანიის ლეგალიზაციისა და „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ სასარგებლოდ; შეწყდეს ლგბტ ორგანიზაციებისა და სოროსის ფონდის თვითნებობა.“

საზოგადოება

კვირის პალიტრა, 20-26 აგვისტო,
ნატო ტვილდიანი, მოქალაქე: „დღეს ბევრს თავისუფალ არჩევნად უთვლიან ჰომოსექსუალობას თუ სხვა გადახრას და ეს მოსწონთ. ჩვენ კარგი შვილები გავზარდეთ“.

ასავალ-დასავალი, 27 აგვისტო - 2 სექტემბერი
მანუჩარ მაჩაიძე, სპორტსმენი: „ფეხბურთის თამაში აღარ უნდათ, მაგრამ სამაგიეროდ ლგბტ ჯილდოები უნდათ! ჩვენზე დიდი ქვეყნებია, ჩვენზე დიდი „გამოცდილება“ აქვთ მაგ „საქმეში“ და იმათი ფეხბურთელები დააჯილდოონ, რაღა ჩვენ გამოგვარჩიეს?
ეს ფაქტი კიდევ უფრო მიძლიერებს ეჭვს იმის შესახებ, რომ ვიღაცებს მართლაც გადაწყვეტილი აქვთ ქართველების გადაგვარება და მოსპობა! რა უნდათ ჩვენგან ამ ავადმყოფებს, ვერ გამიგია! გვაიძულებენ - გინდათ თუ არა, კაცი კაცთან უნდა დაწვეს და ქალი ქალთანო! რა უნდათ, ბოდიში და, ფეხბურთის გაპედარასტებასაც ჩვენგან იწყებენ?!... ხალხის მენტალიტეტის შეცვლა და ბოდიში და, მამათმავლობის აღიარება უნდათ! ბრაზილიელმა და ესპანელმა ფეხბურთელებმაც დაუჭირეს მამათმავლებს მხარი მაგრამ უეფა-ს გურამ კაშიასავით არავინ გამოურჩევია.“

გენდერი

პოლიტიკოსები

მარშალპრესი, 10 აგვისტო,
ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალაინსი: "“სახალხო დამცველის განცხადებას გავეცანი.  უკვე არ მოსწონთ ტერმინი “ოჯახის უფროსი”, რომლის ქვეშ მამაკაცი მოიაზრება. მიაჩნიათ, რომ ეს ტერმინი ოჯახში, თურმე, ქალის თანასწორობის პრინციპს არღვევს და დიკრიმინაციულია... არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ ტერმინი “ოჯახის უფროსი” მჩაგრავს ან დისკომფორტს მიქმნის... კვლავ ვამბობ: ტერმინის შეცვლის არანაირი აუცილებლობა არ არის. ესეც ქართველი მამაკაცის დაკნინების მცდელობაა, რასაც ბოლო წლებში მიზანმიმართული კამპანიის სახე მიეცა. ამ ფონზე, რაც მეტი აქტიური ქალბატონი აღიმაღლებს ხმას და დაიცავს მისი მეუღლის, როგორც ოჯახის უფროსის ღირსებას, ცუდი არ იქნება…  გამონაკლის შემთხვევებზე გთხოვთ ამჯერად ნუ გადაიტანთ აქცენტს. ეს გამონაკლისი შემთხვევა არაა მასობრივი ტენდენცია. ესენი მალე კანონპროექტს შემოგვთავაზებენ,- მამაკაცმა იმშობიაროს, ქალს დრო არა აქვს და იზღუდება მისი უფლებაო. წადით, გენაცვალე, გადასახლდით სხვა კუნძულზე და იქ დადგით თქვენი ექსპერიმენტები. ჩვენ მოგვწონს ის, რაც გვაქვს!...” 

მედია

საქართველო და მსოფლიო, 15 აგვისტო,
ბესო ბარბაქაძე, ჟურნალისტი: “...ჩვენი ომბუდსვუმენი მატრიარქატის დამკვიდრებას ცდილობს. როგორც ჩანს, სახალხო დამცველად დანიშვნამ და კიდევ იმან, რომ პრეზიდენტობის რეალური კანდიდატი ქალია, დააჯერა, რომ მცირე “ოჯახური გადატრიალების” მოწყობა შესაძლებელია და საამისოდ ძალ–ღონეს არ იშურებს". 

დისკრიმინაციული გამოხატვის მაგალითები სრულად იხილეთ ვებ-გვერდზე: www.notophobia.ge

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

Media Development Foundation

http://notophobia.ge/

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube