MDF Can't see images? http://notophobia.ge/
# 1, 1 იანვარი - 1 თებერვალი, 2018

დისკრიმინაციული და ანტიდასავლური  განწყობები მედიაში

იანვრის თვეში, მონიტორინგის სუბიექტ მედია საშუალებებში, 107 დისკრიმინაციული გამოხატვა და 26 ანტიდასავლური შინაარსის კომენტარი გავრცელდა. დისკრიმინაციის ტიპოლოგია, რომელთაგან ჰომოფობია ჭარბობდა, ქვემოთ მოცემულ ცხრილშია ასახული:

ჰომოფობია

მედია წყაროები: ყველაზე მეტი ჰომოფობიური განცხადება (17) მედია ორგანიზაციების წარმომდგენლებმა გააკეთეს:

        ასავალ -          საქართველო და           ალია- 2                   ობიექტივი - 1      საქინფორმი- 1 

     დასავალი - 8        მსოფლიო - 5

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ გაკეთებული 9 ჰომოფობიური განცხადებიდან, 8 “ქართული მარშის”, ხოლო 1 “უფლებადამცველთა გაერთიანების” წევრებს ეკუთვნით.

პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებული ჰომოფობიური განცხადებებიის წყარო ყველაზე ხშირად პარტია “ეროვნულების” წევრები არიან:

            ეროვნულები - 3                         სახალხო კრება - 2                        გაერთიანებული                                                                                                                           დემოკრატიული მოძრაობა - 1 

ჰომოფობიური გზავნილები:

ჰომოფობიური გზავნილები ძირითადად საქართველოში მკაცრი ნარკოპოლიტიკის შეცვლის მიზნით ჩამოყალიბებულ სამოქალაქო აქტივობებს უკავშირდებოდა. ნარკოპოლიტიკის შემსუბუქების მოწინააღმდეგეები, ხშირად ცდილობდნენ ამ მოძრაობის დაკავშირებას ლგბტ თემთან და ჰომოფობიური კონტექსტის შექმნით, მათი საქმიანობისთვის ზიანის მიყენებას.

  • ლგბტ თემის წარმომადგენელთა უმრავლესობა ნარკომომხმარებელია;
  • ლგბტ ორგანიზაციებს, ნარკოპოლიტიკის შემსუბუქების მოთხოვნით ჩამოყალიბებულ სამოქალაქო მოძრაობის წევრებთან ერთად, ქართველი ახალგაზრდა თაობის განადგურება აქვთ დასახული მიზნად;
  • ღამის კლუბი “ბასიანი” ნარკომოხმარებლებისა და სექსუალური უმცირესობების თავშეყრისა და “გარყვნილი ქცევის” ადგილია.

პარტიები

ასავალ-დასავალი, 22-28 იანვარი
სანდრო ბრეგაძე, ეროვნულები: "...მან [რომან ფიფია] სტადიონის ტერიტორიაზე არსებული ყოფილი საცურაო აუზი დაუთმო ღამის კლუბ  "ბასიანს", რომელიც არამხოლოდ ნარკობარიგების, არამედ მამათმავლების ბუდეც არის და ნარკორეალიზატორების დიდ უმრავლესობას სწორედ ე.წ. ლგბტ თემის წარმომადგენლები შედგენენ."

ასავალ-დასავალი, 29 იანვარი - 4 თებერვალი
ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: „საქართველოში უზნეობის ზეიმია! ნახეთ, რა დღეში არიან ეს ნარკომანები - მიტინგებს რომ აწყობენ და „თავისუფლებას“ მოითხოვენ! ამათ უნდათ, როგორც უნდათ, ისე „დაბოლდნენ“, სადაც უნდათ, იქ „გაიჩხირონ“, ვისთნაც უნდათ, იმასთან ასწიონ ფეხები და კაცმა კაცზე იქორწინოს და ქალმა - ქალზე!“

მედია

ასავალ-დასავალი, 22-28 იანვარი
დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: "კლუბ "ბასიანში" ნარკოტიკებით გათანგული თუ უკანალამღერებული საბელაშვილები და ათასი ჯურის კონჩიტები საქართველოს გენოფონდს ამიწებენ და ქვეყნის მომავალს საფრთხეს უქმნიან… დიდი ალბათობით, კლუბმა ევროპელები გარყვნილების მაღალი ხარისხით, ნარკოვაჭრობითა და იმ სიბილწის აპოლოგიით მოხიბლა..."

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ალია, 22-28 იანვარი
ლადო სადღობელაშვილი, ქართული მარში: „როდესაც კლუბში შენ თვალწინ ნარკოტიკებით ჯიბეგატენილ ვიღაც „ბარიგას“, ან ვიღაც კიკინებიან მამათმავალს უშვებენ და შენ არ გიშვებენ - ეს არის ზუსტად დისკრიმინაცია! ნორმალურ ადამიანებს კლუბში არ უშვებენ, ხოლო „ბარიგებსა“ და „პიდარასტებს“ უშვებენ!“

ქსენოფობია

პატიები

     პატრიოტთა            გაერთიანებული                 ქართული             ლეიბორისტული 

    ალიანსი - 2     დემოკრატიული მოძრაობა - 2     ოცნება - 1              პარტია - 1 

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

                               “ქართული მარში” - 5          “რკინიგზელთა ახალი                                                                                                            პროფესიული კავშირი” - 2

მედია

                  ტვ “ობიექტივი” - 4                                     “ასავალ-დასავალი”- 2

ქსენოფობიური გზავნილები

  • საქართველოში მიგრანტების კომპაქტურად დასახლება დემოგრაფიულ  და უსაფრთხოების  პრობლემას წარმოადგენს;
  • საქართველოში ჩინური ინვესტიციებს, ჩინელი მუშახელის შემოდინება და მათი დასახლება მოჰყვება, რის შედეგადაც ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა უმცირესობად გადაიქცევა.

პარტიები

მარშალპრესი, 27 იანვარი,
ოთარ ჩრდილელი, ქართული ოცნება: "ბევრი პრობლემაა ჩვენში მენტალურად, ბევრი! ცოტა თავს შემოვუძახოთ, თორემ ისეთი ტემპი გვაქვს აღებული, 30-40 წელიწადში-უცხო ტომელი ბევრად მეტი იქნება საქართველოში, ვიდრე ქართველი..”

ობიექტივი, ღამის სტუდია, 10 იანვარი
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „საქართველო იღუპება, საქართველო იცლება სისხლისგან, რეალურად, აჭარას კარგავს საქართველო! რეალურად, თბილისში უკვე აღარ არი უბნები ქართული, რაც მთლად წარმოუდგენელი იყო! უბნები აღარ არი, ბირჟები კეთდება უცხოელებისა, სადაც ერთი ქართველი ვერ გაიჭაჭანებს, ქართველი მანდილოსნის გარდა, ისიც პატარა, ისეთი, შესახედავი მანდილოსნის გარდა! გესმით რა ხდება? აი ამ საშიშროების წინაშეა ქვეყანა!“ 

ალია, 29 იანვარი, 4 თებერვალი
გია ყრუაშვილი, თავისუფალი საქართველო: „ეს ჩინელები რეალურად აქ იმიტომ შემოიყვანეს, რომ ცოტა ხანში დასახლდებიან, ყიდულობენ მიწებს, სახლებს, ხარაგაულელებზე მეტად არიან უკვე, ახლა ჩინელი ბავშვებისთვის სკოლების აშენებაც უნდათ და ჩვენ გადაგვაშენებენ ნელ-ნელა ჩვენი მიწა-წყლიდან.“

მედია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 10 იანვარი
ბონდო მძინარაშვილი, წამყვანი: „[მიგრანტებს] ძირითადად მინიჭებული აქვთ ბინადრობა მუდმივი ცხოვრების უფლებით, ოჯახის გაერთიანების მიზნით და შრომითი უფლებით. ქვეყანაში, სადაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უსახსრობის გამო ქვეყნიდან გარბის,  ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარია, სხვა ქვეყნიდან მოდიან შრომითი უფლებით ადამიანები და ოჯახის გაერთიანების მიზნით. ქვეყანაში, სადაც არის უამრავი მშენებლობა და სამშენებლო ბიზნესის წახალისებას ცდილობს ხელისუფლება... საბოლოო ჯამში, ამ ახალაშენებულ ბინებში, ბინებს ყიდულობენ უცხოელები. მე სულ არ გამოვრიცხავ და არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა, რომ ბევრი მათგანი სწორედ ამ ქვეყნების ინტერესებს ემსახურება. მათი სამშობლო ის ქვეყნებია, საიდანაც ჩამოვიდნენ და შესაბამისად, ამ ქვეყნების სპეცსამსახურების ინტერესებსაც ატარებენ საქართველოში“.  

ასავალ-დასავალი, 8 -14 იანვარი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „როდესაც საქართველოდან მილიონ-ნახევარზე მეტი (მოსახლეობის თითქმის მესამედი) გაჭირვებისგან და ლუკმაპურის საშოვნელად უცხოეთშია გაქცეული და ხელისუფლება მათ ნაცვლად, აქ ათასი ჯურის ძაღლისა და ღორის ჩამოთესლებით აკეთებს ფულს, ეს არის სწორედ საკუთრი ერის  მიზანმიმართული გენოციდი!"

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ალია, 15-21 იანვარი
სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: „არც ეს იკმარა ამ ადამიანმა [დავით საგანელიძე], ახლა საერთოდ ყველანაირ ზღვარს გადააბიჯა და სურს, რომ სამეგრელოსა და გურიის მიწები ჩინელებს გადასცეს! საუაბრია ასეულობით ჰექტარ მიწაზე, რომელიც, როგორც სპეციალისტებმა მითხრეს, დახლოებით 3-4 დიდი სოფლის ტერიტორიისხელაა. ამ მიწების გადაცემა სურს ჩინელებისთვის, რომლებსაც თურმე სურთ ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტირება, ჩაის პლანტაციების გაშენების მოტივით, რა დროსაც საქართველოში უნდა ჩამოიყვანონ რამდენიმე ასეული ინჟინერ-ტექნოლოგი ჩინეთიდან, თავის ოჯახებიანად, რომლებიც საქართველოში დასახლდებიან. შემდეგ, ასევე, უნდა მოხდეს რამდენიმე იაფი ჩინელი მუშახელის ჩამოსახლებაც და ფაქტობრივად, სამეგრელოსა და გურიის რეგიონში ჩვენ მივიღებთ მრავალათასიან ჩინურ დასახლებას!

ანტიდასავლური განწყობები

მედია

   საქართველო და                  საქინფორმი - 5        ასვალ-დასავალი - 2    ობიექტივი - 1 

     მსოფლიო - 7 

პოლიტიკოსები

        გაერთიანებული დემოკრატიული                             სახალხო კრება -2

                        მოძრაობა -2

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი -2

ანტიდასავლური გზავნილები:

  • ლიბერალური იდეოლოგია ქართული ეროვნული იდენტობისა და რელიგიური ინსტიტუტებიის წინააღდეგ არის მიმართული;
  • სამოქალაქო სექტორის მიერ ნარკოპოლიტიკის შემსუბუქების მოთხოვნა, დასავლური ინსტიტუტების მიერ თავსმოხვეული და მათივე დაფინანასებული პროექტია;
  • მხოლოდ რუსეთს შეუძლია დაიცვას საქართველო იმ აღვირახსნილობისგან, რომელმაც დასავლურ ქვეყნებში თავი დაიმკვიდრა.

პარტიები

ასავალ-დასავალი, 15-21 იანვარი
დიმიტრი ლორთქიფანიძე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა: „საერთოდ, მთელი ეს ნარკოდივერსია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება, სოროსის ფონდის მიერ არის მხარდაჭერილი, რაც კონკრეტულ თანხებში გამოიხატება. მაგალითდ, ე.წ. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის აგიტაცია-პროპაგანდისათვის სხვადასხვა არასამთვრობო ორგანიზაციაზე 2015-2017 წლებში 230 000 დოლარის ოდენობის უცხოური გრანტია გაცემული...
აქვე ავღნიშნავ, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული ანტისახალხო და ანტისახელმწიფოებრივი კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, პარლამენტის საგარეო ურთიეთობათ კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ბრიტანეთის საელჩოს ოფიცერი და ბრიტანული სპეცსამსახურის, ანუ უცხო ქვეყნის უშიშროების წარმომადგენელია. შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ასეთი ადამიანებისგან მოდის ანტიქართული საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც ჩვენს ერსა და ქვეყანას ფიზიკურ განადგურებას უქადის.“

მედია

საქართველო და მსოფლიო, 18 იანვარი
ბესო ბარბაქაძე, ჟურნალისტი: "საზოგადოდ, ეს სამოქალაქო სექტორი უცნაური ცნებაა, ერთგვარი ჩაკეტილი სივრცე, რომელშიც მოკალათებული არიან ადამიანთა გარკვეული ჯგუფები, რომლებიც გაურკვეველი წარმომავლობის გრანტებით ფინანსდებიან და ცდილობენ, ნარკომანია, პროსტიტუცია, ათასგვარი სექტა და ბევრი ისეთი რამ, რაც ევროპა-ამერიკისთვის მიუღებელია, ჩვენ შემოგვასაღონ. ევროპა და ამერიკა კი იმიტომ ვახსენეთ, რომ სწორედ მათ ვეტოლებით და მათზე მიდის სწორება, თორემ, აბა, რუსეთს ხომ არ დავეტოლებით, სადაც გეებსა და ლესბოსელებს პირდაპირ ქუჩაში უსწორდებიან, ხოლო სექტები კანონგარეშე ჰყავთ გამოცხადებული". 

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

საქართველო და მსოფლიო, 22 იანვარი
ავთანდილ უნგიაძე, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი: "ლიბერალები ეწინააღმდეგებიან ყველაფერს რაც ზნეობისაკენაა მიმართული და ეს ჩვენ არ გვიკვირს. მათი მიზანი თაობების ეროვნული ცნობიერების, ზნეობის და სარწმუნოების გარეშე აღზრდაა. მაგრამ საბედნიეროდ ეს საზოგადოების მცირე ნაწილია და სამწუხაროა, რომ ხელისუფლება მათ დიდ ყურადღებას უთმობს. ისინი დასავლეთიდან ფინანსდებიან და მათი მიზნები აშკარაა, ეს არის ერთი და იგივე ჯგუფი, რომელიც ყოველივე ღირებულს ეწინააღმდეგება".  

თურქოფობია/ისლამოფობია

პარტიები

               პარტიოტთა ალიანსი -7                        გაერთიანებული დემოკრატიული                                                                                                              მოძრაობა - 1 

მედია

         ტვ “ობიექტივი” -3                 “საქინფორმი” -3                    “ასავალ-დასავალი” - 2

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

უფლებადამცველთა გაერთიანება:

თურქოფობიული/ისლამოფობიური გზავნილები:

  • თურქეთი აჭარის  კულტურულ და ეკონომიკურ ანექსიას ცდილობს;
  • საქართველოს ნატოში გაწევრიანება თურქეთს, ქართული ტერიტორიების მიტაცებას გაუადვილებს;
  • თურქეთის საგანმანათლებლო პროგრამები რელიგიურ ინდოქტრინაციას ახდენს და ქრისტიანულ კულტურისთვის საფრთხის შემცველია.
  • საქართველოში არაბული ქვეყნებიდან  მიგრანტების შემოსვლა ტერორიზმის საფრთხეს ქმნის.

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 10 იანვარი
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „უპირველეს ყოვლისა, დღეს გადასარჩენია საქართველო! აი, ეს რეალობა არის, ყოველგვარი ხმლის, ყოველგვარი შუბის, ყოველგვარი შემოსევის გარეშე, ჩვენი ისტორიული მტერი - თურქეთი იპყრობს საქართველოს! ეხლა არავინ არა თქვას - თურქეთი ნატოს წევრია, ჩვენც ნატოსკენ მივისწრაფვითო, სად ჯანდაბაში მივისწრაფით ჩვენ თითონ არ ვიცით! ნატოს ბლოკის წევრი არ იყო საბერძნეთი? 1974 წელს საბერძნეთს კიპროსის კუნძული ნახევარზე მეტი წაართვა თურქეთმა. და აკონტროლებენ ეხლა, ხო?! გაამუსულმანეს ძალით, გაათურქეს ძალით და საბერძნეთმა მერე პროტესტის ნიშნად დატოვა ნატოს ბლოკი, მარა იმ დროს ხომ იყო ორივე ნატოს ბლოკის წევრი?!“

მედია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 25 იანვარი
ბონდო მძინარაშვილი, წამყვანი: „აღმაშენებლის პროსპექტს და მარჯანიშვილის მოედანს დღეს სტამბოლის პროსპექტს და სტამბოლის მოედანს უწოდებენ. ძალიან იმძლავრა თურქეთმა უკვე საქართველოში და არამხოლოდ აჭარაში, არამედ მთელ საქართველოში და დედაქალაქშიც“.

საქინფორმი, 31 იანვარი,
გულბაათ რცხილაძე, ავტორი: "პანკისში რომ ვაჰაბიტებმა მოწამლეს ახალგაზრდობის გონება, კარგად არის ცნობილი. 2016 წელს ყურბან ბაირამის (არაბ.: იდ ალ-ადჰა) ზეიმს პანკისში ახალგაზრდების მრავალრიცხოვანი ჯგუფები ვაჰაბიტური საუდეთის მწვანე დროშითა და ექსტრემისტული შავი დროშებით შეხვდნენ. ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ როგორ პატივს სცემენ და როგორ ემსახურებიან იქ საქართველოს. უბედურება ისაა, რომ სამართალდამცავებს, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ უწყოდნენ, არ მიუქცევიათ ყურადღება".

არასამთავრობო ორგანიზაციები

საქინფორმი, 26 იანვარი,
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: "ნაცებს და მოღალატე არასამთავრობოებს კი ვურჩევ, რელიგიური შუღლის გაღვივებას შეეშვან. სწორედ მათი ანგარიშების წყალობით იწერება დასკვნები, რომ საქართველოში მუსლიმების უფლებები ირღვევა. რატომღაც გვავიწყდება, რომ მუსლიმებით ვართ გარშემორტყმული. ვინ არის იმის გარანტი, რომ ერთ დღეს თურქეთი ქართველი მუსლიმების დასაცავად საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოიჭრება. ვინ გაუწევს მაგათ წინააღმდეგობას.

დისკრიმინაციული გამოხატვის მაგალითები სრულად იხილეთ ვებ-გვერდზე: www.notophobia.ge

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

Media Development Foundation

http://notophobia.ge/

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube

You received this email because you signed up on our website or made purchase from us.

Unsubscribe