MDF Can't see images? http://notophobia.ge/
#2, 1 - 29 თებერვალი , 2020

ქსენოფობია

პოლიტიკოსები

რეზონანსი, 5 თებერვალი
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტია: "ისიც არ ქნა ამ ყაჩაღმა, ავტოგოლების სპეციალისტმა [კახა] კალაძე რომ კორპუსის ასაშენებლად გაცემული ნებართვის სანაცვლოდ, რომელიც მათი ბიზნესია და და იქ ბინებს ირანელები და არაბები ყიდულობენ, ერთი სართული მოითხოვოს საბინაო ფონდისთვის, რათა შეუშვან იქ უსახლ-კაროები არა საკუთრების უფლებით, არამედ სანამ ბინას შეიძენენ რომ იქ დაზარდონ ბავშვები".

ობიექტივი, ღამის სტუდია, 23 თებერვალი
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „ხელისუფლება ვალდებულია... აზერბაიჯანთან დააყენოს კონკრეტული საკითხი, თუნდაც საჭირო გახდეს ტერიტორიის მოცვლა და აზერბაიჯანმა არ უნდა იკადროს ეს, მუსლუმანურმა სახელმწიფომ, მაჰმადიანურმა სახელმწიფომ, რომელიც სულ რამდენიმე საუკუნეა რაც გაჩნდა, საერთოდ არ არსებობდა აზერბაიჯანი, იყო ადერბილის სახანო... ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა ისეთი გენეტიკით არიან მოსულები... ეს რამდენიმე საუკუნეა რაც ჰქვია მაგათ აზერბაიჯანი და ის ეს არის უძველესი ქრისტიანული ძეგლი [დავით გარეჯი] უძველესი ასურელი მამების დროიდან... მეექვსე საუკუნეში აზერბაიჯანი საერთოდ არ არსებობდა. ეხლა რომ გაიძახიან ალბანელები არიან ჩვენი წინაპრებიო, ალბანელები იყვნენ ქრისტიანები, რომლებიც გაანადგურეს სხვათა შორის ამ მოსულმა ურჯულოებმა, და რომელთა განადურებაშიც ასევე წვლილი აქვ შეტანილი სომხებსაც. ალბანელებზე ვიძახი, ალბანელების განადგურებაში.“

მედია

საქართველო და მსოფლიო, 12 თებერვალი,
ბესო ბარბაქაძე, ჟურნალისტი: "ქართველი კაცი [მიხეილ ხუბუტია] ამბობს: 80 ჰექტარი იმიტომ ვიყიდე, მინდა, ვაზი გავაშენო, ღვინო დავაყენო და მცირე ბიზნესი მქონდესო. მიუვარდა ოპოზიცია: როგორ გაბედე, საქართველოში მიწა როგორ იყიდეო? ანუ, ქართველს მიუვარდნენ და იმ ინდოელს _ არა. თურმე, ქართველმა რომ საქართველოში მიწა იყიდოს და ბიზნესი ჰქონდეს, დანაშაულია, მაგრამ უცხოელმა რომ იყიდოს, კარგია. ისე, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ რუსეთში მცხოვრებ არაერთ ქართველს აქვს ნაყიდი მიწა საქართველოში და იცით, როგორ მოვიქცეთ? შევქმნათ მოძრაობა და ჩამოვართვათ მიწა სოსო პავლიაშვილს, ვალერი მელაძეს, ზურაბ წერეთელსა და კიდევ ათას ცნობილსა თუ უცნობ ქართველს და დავურიგოთ პაკისტანელებს, ინდოელებს, ირანელებს, ჩინელებს. ჩინეთში ვირუსი მძვინვარებს და გავუწოდოთ დახმარების ხელი, დავასახლოთ ჩინელებით საქართველო და ქართველები გავყაროთ. ჩვენ ხომ სტუმართმოყვარე ერი ვართ, ჩვენი ქვეყანა ხომ ქვეყანა კი არა, “პრახადნოი დვორია” და ბარემ ბოლომდე ამოვხადოთ სული".

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

მარშალპრესი, 17 თებერვალი,
ზვიად ტომარაძე, ერი და სახელმწიფო: "ჩვენ ვიცით, რომ დემოგრაფიული პრობლემები გვაქვს, ასევე ჩვენი ქვეყნიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გასულია და ეს პროცესი დღესაც გრძელდება. უცხოელების მასიურად ჩამოსვლა და დაფუძნება ჩვენს ქვეყანაში გამოიწვევდა ეთნო-კულტურული ბალანსის ცვლილებას ჩვენს ქვეყანაში და თუ ასე გაგრძელდება მკვიდრი მოსახლეობა დავრჩებით უმცირესობაში. ეს არის პირდაპირ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი. ამ საკითხს უნდა მივუდგეთ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“.

საზოგადოება

ობიექტივი, ღამის სტუდია, 29 თებერვალი,
ლადო პაპავა, აკადემიკოსი: "წარმოვიდგინოთ რა მდგომარეობა იყო საქართველოში იგივე ირანიდან ჩამოსული ადამიანების, ბუნებრივია, რო ესეც არსებითად შემცირდება. ახლა კარგად გამიგეთ, გარკვეული თვალსაზრისით ეს შეიძლება საქართველოს პერსპექტივისთვის სულაც არ იყოს ცუდი, მე მხედველობაში მაქ განსაკუთრებით ის საკითხები, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს მიწასთან…. თუნდაც მცირედი ტრენდი ამაში სულაც არ არის ცუდი ჩვენ ქვეყანაში იმიტო, რო ეს საკითხი მოწესრიგებული ბოლომდე სამწუხაროდ დღემდე...".

თუქრქოფობია

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 22 თებერვალი,
გიგი მაღლაკელიძე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: "ნამდვილად დიდი არის საფრთხე თურქეთის მცოცავი ექსპანსიის, თურქეთი ძალიან სახიფათო ხდება მისი ქმედებებიდან გამომდინარე. იგი აღარ უდებს ტოლს საერთაშორისო სამართალსაც, იგი აღარ უდებს ტოლს არანაირ, ძალისმიერ მეთოდს სცნობს ერთს და იმასაც არ ცნობს პრაქტიკულად ნატოს წევრი ქვეყანა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებს აწარმოებს და მე ხიფათს რაში ვხედავ, რომ თურქეთი როგორც იქცევა სირიის მიმართებაში და ის სიარია, ავია თუ კარგია, ცუდი ხელმძღვანელი ყავს თუ კარგი ხელმძღვანელი ეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ აღიარებული ტერიტორია და აღიარებული სახელმწიფოა… საქართველოშიც რო რამე მოხდეს თურქეთთან დაკავშირებით ან ხელი შეეშალოს მის მცოცავ ექსპანსიას ან მიზეზი გამოძებნოს აქაც ანალოგიურ ქმედებებს განახორციელებს... ხელისუფლებას და ჩვენ ქვეყანას ძალიან მძიმე გამოწვევები აქ, დროზე ადრე უნდა გააკეთოს ამა თუ იმ ქმედებასთან დაკავშირებით პრევენციული ნაბიჯები და ქვეყანა უნდა დავიცვათ როგორმე ასეთი სერიოზული მცოცავი ოკუპაციისგან".

მედია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 8 თებერვალი,
გია არეშიძე, წამყვანი: "....თურქებს ისე უნდათ, რო ჩვენ დაგვიახლოვდენ და იმ თუნდაც, როგორ არი, იცი, რა მნიშვნელობა აქ, შენ რა გერქმევა თუ სადღაც საბჭოთა კავშირში თუ იქნები გაერთიანებული გერქმევა შენ საქართველოს სსრუო, ხო, ასე იყო, თუ ნატოში მაინც გავერთიანდებით და უფრო დავუახლოვდებით იმას, რო მე შენთან ესე იგი რაღაც ერთი კალთა მქონდეს გადაფარებული და იქ მერე მე რაღაცა, ხო, აი რაღაც ესეთიც არი რა, იცით თქვენ, რო აჭარა რა მდგომარობაშია და რა ტერიტორიული პრეტენზიები გააჩნიათ თურქეთს ჩვენდამი..."

ბესო ბარბაქაძე, ჟურნალისტი: ხელისუფლება არის იმის იმედად, რომ თურქეთი კეთილი მეზობელია და [ყარსის] ხელშეკრულების პირობებს დაიცავს. ის აღარ ახსოვს არავის, რომ სწორედ ეს კეთილი მეზობელი აპირებდა საქართველოს ჩაყლაპვას და მაშინ, საუკუნის წინათ, სწორედ რუსეთის შიშით გაჩერდა. ის, რომ თურმე ყარსის ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი 2021 წელზე, არ ნიშნავს, რომ თურქეთი მის დარღვევას არ შეეცდება, რადგან ამის შესახებ მინიშნება თურქეთის ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა არაერთხელ გააკეთეს. გასაგებად თქვეს, რომ 2021 წელს ეს ხელშეკრულება უნდა გადაიხედოს და არაოფიციალურად ხომ ნაყიდი აქვთ ნახევარი აჭარა, ახლა შეეცდებიან, ეს ყველაფერი ოფიციალურად გაიფორმონ. ახლა გამოხტება ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი და იტყვის, რომ ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ და ამას ვერ გაგვიბედავენო. ბატონებო, აგერ, ყურის ძირში, დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი ტყვიის გასროლის გარეშე “აგვახიეს”, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. “აგვახიეს” ნიშნავს იმას, რომ ამ საკითხის შემსწავლელი კომისია მხოლოდ ერთხელ შეიკრიბა და დაადგინა ის, რომ ვერაფერი დაადგინა".

საზოგადოება

ობიექტივი, ნამდვილი ამბები, 13 თებერვალი
თენგიზ თავდგირიძე, ჩოხოსანი: „თუ მანდამაინც ასაშენებელია მეჩეთი, მაშინ უნდა გამოიკითხოს ბათუმელები, თუ ბათუმელები გადაწყვიტავენ რომ ბათუმში ახალი მეჩეთი არის საჭირო, მაშინ აშენდება ახალი მეჩეთი, თუ არადა ერთი კაცით, ორი კაცით ეს საკითხი ვერ გადაწყდება და მით უმეტეს ტარიელ ნაკაიძის ასეთი მონდომებით. ჩვენ ვიცით რომ ამის უკან დგას ფჰეთულაჰ გიულენი და თურქეთის სახელმწიფო....“

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

მედია

ასავალ-დასავალი, 10 – 16 თებერვალი
რედაქცია: „გაზეთ „მეგაპოლის-ექსპრესის“ ცნობით, კამჩატკაზე „იეღოვას მოწმეთა“ სექტის სპეციალურად შერჩეული მიმდევრები ორგანიზაციის სალაროს შესავსებად პროსტიტუციას ეწევიან, სხვები კი მაჭანკლობას: კამჩატკელი მედიკოსები თვლიან, რომ ამ სექტის მიმდევრებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ რეგიონში ვენერიულ დაავადებათა გავრცელებაში - რეისებიდან დაბრუნებული მრავალი მეზღვაური სწორედ „იეღოველთ სექტის“ წევრებთან განხორციელებული სექსუალური აქტების შემდგომ ხვდებიან ვენერიულ დისპანსერებში.“

საზოგადოება

საქართველო და მსოფლიო, 20 თებერვალი,
ანზორ თოთაძე, დემოგრაფი: "აფხაზეთისა და შიდა ქართლის ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს ტერიტორია შეადგენს 5 600 000 ჰა-ს. 32 000 ჰა უკვე გაყიდულია, მაგრამ კიდევ ხომ არის დარჩენილი გასაყიდი 5 568 000 ჰა? ვთქვათ, მიწა არ გაიყიდა უცხოელებზე, მაგრამ გაიცა 49-წლიანი იჯარით. თითო მუსლიმანს, სულ მცირე, ოთხი ცოლ ჰყავს, ნახევარი საუკუნის განმავლობაში ერთი მუსლიმანისგან შეიძლება გაჩნდეს 200 ბავშვი, ზრდასრულ ასაკში ესენიც გააჩენენ წელიწადში, სულ მცირე, ოთხ შვილს და ა.შ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის II თავის, მე-10 მუხლის გ) პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობას დაბადებით მოიპოვებს საქართველოში მოქალაქეობის სტატუსის არმქონე პირთა შვილი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დაიბადა. გამოდის, რომ ეს უამრავი მუსლიმანი ბავშვი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე დაიბადებიან, საქართველოს მოქალაქეები იქნებიან და მიწასაც შეიძენენ. ალბათ, სულ რაღაც, ნახევარი საუკუნის შემდეგ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ეთნიკური მუსლიმი იქნება, ქართველები კი _ სანთლით საძებარნი".

მარშალპრესი, 4 თებერვალი,
გიორგი გაბიდაური, იეჰოვას ყოფილი მოწმე: "აი აქ მე თან მაქვს მათი საკონგრესო დარბაზი, რომელიც არის მასონური ფორმის, დააკვირდით...სხვადასხვა ფოტოები მაქვს, რომელიც კომენტარში ჩავარდება და ეს ფოტოები იყო სატანისტური ფოტოები ჩემთვის, იმიტო რომ ისინი შემპარავი ნიშნებით, თქვენ ნახავთ ამას, ამ ფოტოებს, შემპარავ ნიშნებს ასე ვთქვათ დებდნენ ამ ფოტოებში". ფეისბუქი

ჰომოფობია

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 21 თებერვალი
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „მთელი ეს ნაც. მოძრაობა არის ხალხი, რომელიც არავის არ უნდა. ესენი გაწვებიან გინდა თუ არა უნდა ვიყოთ ხელისუფლებაში, რატომ? რომ მერე გეი რევოლუცია მოაწყონ, მაგალითდ.“

მედია

ასავალ-დასავალი, 3 - 9 თებერვალი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „პრესტიჟულ „ბასიანს“ ისევ მოკრძალებული „გირჩ-ბორდელი“ არჩიეს [ოპოზიციამ]! აბა, თავად განსაჯეთ, როგორ გამოჩნდებოდა ერთგული ამომრჩევლის თვალში პედერასტების ჯგროს მკლავებში მოქცეული თვალებაფახურებული გიგა ბოკერია?! მერე რა, რომ ის გეიაღლუმების უერთგულესი მხარდამჭერია, მთლად საჩვენებელ გეი-ორგიებში მონაწილეობა ამ ეტაპზე ესირცხვილება!“

საქართველო და მსოფლიო, 12 თებერვალი,
დავით მხეიძე, ავტორი: "მართლმადიდებლობა ხომ მხოლოდ ლგბტ-ს მიუღებლობას არ ნიშნავს? ის არის მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბებული მორალურ-ზნეობრივი ღირებულებებისა და ფასეულობების დამცველი. აქედან გამომდინარე, რომელ კულტურულ კაცობრიობაზეა საუბარი, როცა კაცი გაიძახის, _ ქალი ვარო, ქალი კი კაცობას იჩემებს?! თუ ის არის “კულტურული კაცობრიობა”, რომელშიც დედასა და მამას “მშობელი 1” და “მშობელი 2” ჰქვიათ?! ან იქნებ იმ ტრადიციულ კონფესიებზეა ლაპარაკი, რომელთა მიმდევარ ზოგიერთ ქვეყნებში (შვედეთი, ნორვეგია, შოტლანდია და ა.შ.) უკვე ჯვარquarantineს სწერენ ერთი და იმავე სქესის ნეფე-პატარძლებს?! რაც შეეხება ვატიკანს, რომლის მიერ დანთებულ კოცონზე ე.წ. ერესის, ანუ პაპიზმის უარყოფისთვის ევროპაში ასიათასობით “ცოდვილი” ცოცხლად იხრაკებოდა, ისე ჭიკჭიკებს კათოლიკეთა წინამძღოლი, რომ რომის პაპი კი არა, ჩვენი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გეგონება… თურმე ეკლესიას ლგბტ პირების განკითხვის უფლება არ აქვს, რადგან ღვთის წინაშე ყველანი თანასწორნი ვყოფილვართ. აქ, რომ იტყვიან, კომენტარის გარეშე".

საქინფორმი, 18 თებერვალი,
არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი: ”საკითხი, რომ „ნომერ პირველი მშობელი”და ” ნომერი ორი მშობელი”არ უნდა იყოს არც რუსეთში და არც საქართველოში და არცერთ მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ჩემი აზრით, არ მოითხოვს დამატებით კომენტარებსა და ინტერპრეტაციას, რადგან სახელმწიფო რელიგიას როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში მართლმადიდებლობა წარმოადგენს, ხოლო მართლმადიდებლობა კრძალავს ერთსქესიან ქორწინებას. დარწმუნებული ვარ, რომ სანამ პუტინი პრეზიდენტია, და ასევე რუსეთში ნებისმიერი პრეზიდენტის მმართველობის დროს, 10, 20, 30 ან 100 წლის შემდეგაც ეს არასდროს მოხდება!“

საზოგადოება

მარშალპრესი, 2 თებერვალი,
ქეთევან კიკნაძე, მსახიობი: "ზოგი გავაღიზიანე, ახლა მე გეკითხებით, იმაზე რატომ არ ღიზიანდებით, როდესაც ლომჯარია ერთსქესიანთა ქორწინებაზე ქადაგებს, როცა სკოლებში თურმე სქესობრივი განათლება დაწესდეს, {არ მინდა კიდევ ჩამოვთვალო} ეს არ გაღიზიანებთ, ლომჯარიას დამცველნო?ადამ და ევადან დაწყებული, სწავლება არ ყოფილა ყოველივე ამის, მაგრამ კაცობროობამ 8 მილიარდს მიაღწია. გამრავლებას გისურვებთ” . სოციალური ქსელი

ასავალ-დასავალი, 10 – 16 თებერვალიირაკლი ბერძენიშვილი, ბერძენიშვილების საგვარეულოს წინამძღოლი: „ჩვენი საგვარეულოს უხუცესების გადაწყვეტილებით, დავით და ლევან ბერძენიშვილების ოჯახები გავრიყეთ! დიახ, ეს უღმერთო ლგბტ ძმები ბერძენიშვილები საგვარეულომ მოკვეთა და ხატზე გადასცა! დავით ბერძენიშვილი რომ გაჰკიოდა რუსთველის გამზირზე გამართულ ნაცაქციაზე, საქართველო სექსუალური უმცირესობების ქვეყანააო, ამით თავის ქათამ შვილს ზუკას უცხადებს სოლიდარობას და კოჭს უგორებს! ბიჭი რომ გოგოდ გეყოლება, აბა, სხვა რა უნდა თქვა?... მე ორი ბიჭი მეზრდება და თავს შევაკლავ ყველას, ვინც მათ ლგბტ ზუკაზე დამსგავსებას მოინდომებს!“

ანტიდასავლური განწყობები

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია-ნედელია, 18 თებერვალი
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: [რუსულად] „ნორვეგია, შვედეთი, ნუ სკანდინავიის ქვეყნები ძირითადად, თუმცა, არა მხოლოდ სკანდინავიის ქვეყნები. ჰოლანდიაც, სხვათა შორის. ხარჯავენ შედარებით ნაკლებ, რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს ყოველგვარი პედერასტიზმის, ლესბოსურ-გეი-რაღაცის პროპაგანდაზე, ლობირებაზე ამერიკაში, ანუ ისინი ხარჯავენ 100 მილიონს, 200 მილიონს და მერე აშშ-ს ბიუჯეტიდან გამოიყოფა მილიარდები მთელი ამ საძაგლობის დანარჩენ მსოფლიოში პროპაგანდისთვის... დღეს არიან ისეთი ადამიანები, მაგალითად, როგორც სოროსი, რომელთაც ერთ ადამიანს შეუძლია ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რევოლუცია მოაწყოს. და ადამიანს, რომელიც ფლობს 10 მილიარდს, 20 მილიარდს, შეუძლია გავლენის მოხდენა ისეთ ქვეყნებზე, როგორიც საქართველოა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დღეს არიან ადამიანები, მაგალითად, ვიღაც პედერასტი, რომელსაც აქვს 10 მილიარდი და ის ხარჯავს ფულს მთელს მსოფლიოში პედერასტიზმის პროპაგანდისთვის.“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 7 თებერვალი
ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი: „..როცა შენ თვითონ პატრონ-ყმულ ურთიერთობებს გამოითხოვ [კონგრესმენი კიზინგერი] და შენ როცა შენ თვითონ ითხოვ, რომ მე აქ ამას ბენზინის ბიზნესში ჩავწილდები, მე შენ აგერ მთვარს გაგიკეთებ - ჰომოსექსუალებს წამოვასკუპებ ერს კისერზე, დავაჯენ თვზე... სკოლაში ყველანაირ უბედურებას შევიტან, ქვეყანას გავყიდი, ოღონდ მე მაცადო აქ…”

მედია

საქართველო და მსოფლიო, 12 თებერვალი,
რედაქცია: "საყოველთაო ჰომოსექსუალიზმი უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში -წელიწადია, რაც ინტერნეტპორტალი “უკრაინის გეიალიანსი” საზოგადოების მიერ ორიენტაციააღრეულთა მიმართ შეზღუდვა–დამცირების თემატიკიდან საგმირო–პატრიოტული ამბების პუბლიკაციაზე გადაერთო. გმირები, რა თქმა უნდა, პედერასტები არიან: საქვეყნოდ ცნობილია, რომ უკრაინა ევროპული ქვეყანაა და გარეგნული ატრიბუტებიც სტატუსთან შესაბამისი აქვს. ამაში სანიმუშო გზები და მაღალი სოციალური უზრუნველყოფა კი არ იგულისხმება, არამედ (ესეც, რა თქმა უნდა) პედერასტები, ანუ ლგბტ-თემი, პროგრესის ენაზე თუ ვიტყვით. ამ საზოგადოების წარმომადგენლები, როგორც გვარწმუნებენ, უკვე დიდი ხანია, ინტეგრირებულნი არიან “ევროპაში უძლიერესი არმიის” რიგებში? არა მხოლოდ ინტეგრირებულნი, არამედ “გმირულად” იხდიან სამოქალაქო მოვალეობის ფრონტზე".

საქართველო და მსოფლიო, 12 თებერვალი,
დავით მხეიძე, ავტორი: "მახსოვს, რამდენიმე წლის წინათ, თუ არ ვცდები, ვლადიმერ პუტინის ფინეთში ვიზიტისას, ლიბერასტი ჟურნალისტების პროვოკაციული კითხვებით (რატომ ჩაგრავთ ლგბტ-პედერასტებს რუსეთშიო, ანუ გეიაღლუმებსა და ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინებას რატომ ეწინააღმდეგებითო) შეწუხებულმა რუსეთის პრეზიდენტმა პასუხად ჯერ რუსეთში, ძირითადად, კულტურის სფეროში წარმატებული გეების არსებობას გაუსვა ხაზი და იმასაც, რომ ეს ხალხი გეიაღლუმების გამართვას არ ითხოვს, ხოლო საძინებელსა თუ გეიკლუბებში არავინ უვარდებათ _ რაც უნდათ, ის ქნან, თუნდაც თავში ქვა უხლიათო. რაც შეეხება ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინებებს, ამ საკითხზე რუსეთის პრეზიდენტი კატეგორიული იყო: მე ახლა, ვთქვათ, ჩეჩნეთში ან ციმბირის რომელიმე ქალაქში რომ ჩავიდე და ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების დაკანონებაზე დავიწყო საუბარი, წარმოგიდგენიათ, რა მოხდება? კითხვას პასუხი გასცა თვითონ ვლადიმერ პუტინმა, რომელსაც ამჯერად, “მომიტევონ” რუსოფობებმა და, დედანში გავაცნობ “საქართველო და მსოფლიოს” მკითხველს _ “Да они же за оружие возмутся!” _ ასე პირდაპირ, “მუჟიკურად” უპასუხა ლიბერასტ ჟურნალისტებს რუსეთის “მუჟიკმა” პრეზიდენტმა. ყოველივე ზემოთ თქმული, არახალია _ მსოფლიოს ნეოლიბერალების ბრძოლა მართლმადიდებელი ქრისტიანობის წინააღმდეგ, სარწმუნოებისა, რომელიც ჯერჯერობით დაუძლეველ ბასტიონად აღმართულა სამყაროს ტოტალური ლგბტ–ზაციის გზაზე. მართლმადიდებლობასთან ბრძოლა რუსეთთან ბრძოლაა, რადგან რუსეთი უდიდესი და უძლეველი მართლმადიდებლური იმპერიაა და, აქედან გამომდინარე, მართლმადიდებლობის დამცველი “მესამე რომი”, ხოლო მასთან ბრძოლა მართლმადიდებლობასთან ბრძოლაც არის".

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ასავალ-დასავალი, 10 – 16 თებერვალი
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთ გაერთიანება: „უვიზო მიმოსვლამ საქართველო რომ ქართველებისგან დაცალა, ყველასათვის ნათელია. არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 134 ათასი ბინა უკვე ირანელებს ეკუთვნით, ხოლო საბურთლოზე აშენდა კორპუსი, რომელიც მთლიანად არაბი შეიხის საკუთრებაა! ნატომ თურქეთი ააყვავა და ხალხი მიწურებიდან ამიყვანა, ჩვენთნ კი ერთი ქარხანა მაინც აუშენებიათ? ერთადერთი, რასაც წარმატებით „გვისრულებენ“, ეს არის ქართველი ერის „გაცისფერება“... როგორც მოღალატე სერგო ორჯონიკიძემ უპატაკა ლენინსა და სტალინს - „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს!“ - სწორედ ისე უპატაკეს სააკაშვილმა და ჟვანიამ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დასავლეთს - „თბილისის თავზე „ცისფერი“ დროშა ფრიალებს!“ ეს ტენდენცია და კურსი დღემდე გრძელდება… მივმართავ ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ გაერომ მომაკვდავი ერების სიაში შეგვიყვანოს და მოუწოდეთ, გრანტები და ტრანშები არა მესაჯდომეებისა და კონჩიტების, არამედ იმ ქართველების გადასარჩენად გამოაგზავნონ, რომლებმაც ერი უნდა გაამრავლონ!“

საზოგადოება

ობიექტივი, ღამის სტუდია, 18 იანვარი,
მაყურებელი: "ეხლა მოვუსმინე ტვ პირველზე, როგორც ტრანსგენდერი ქალები დაიკავეს და ერთი ამბავი აქვთ ატეხილი, რომ როგორ გაბედეთო... აი, ეს უმსგავსობა რაც ხდება ქალაქის ცენტრში, შუაგულში, აი ეს საზიზღრობა, რასაც ქვია, არ ვიცი ნუ ამას, რო შეხედო არც ქალია, არც კაცია, ვინ არიან და მაგათ ვიცავთ ჩვენ, მაგას იცავს ამერიკა,  ხალხო, ეს სირცხვილია, ჩვენი სირცხვილია, ჩვენი მამა-პაპის სირცხვილია, სად მივდივართ, სად მივგორავთ, რის ევროპა, რა ევროპა".

ანტიდასავლური განწყობები

საზოგადოება

ნეტგაზეთი, 18 თებერვალი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მომბე, 18 თებერვალი, რეზონანსი, 19 თებერვალი, ინტერპრესნიუსი, 18 თებერვალი
ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნება: “ესენი არიან სასოწარკვეთილი ნაციონალი დიასახლისები, რომლებიც უკვე მეორედ შემოვიდნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში. წინა ტოქსიკური შეტევის მერე რამე უარესს თუ მოიფიქრებდნენ და უფრო მდაბიოს, ეს იყო ძნელად წარმოსადგენი.
თუმცა ესეც მოახერხეს. მე ვთქვი სხდომთა დარბაზში და კიდევ ვიტყვი, იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც ხელით და გულით დაატარებენ საბჭთა კავშირის და რუსეთის ჰიმნს, არ არის საქართველოს პარლამენტში. ნაციონალური მოძრაობა არის საბჭოთა კავშირის ბოლო გადმონაშთი საქართველოში თავისი ღირებულებებით. ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენეს. ელენე ხოშტარია იყო, ის დავინახე და ირმა ნადირაშვილი”.

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

Media Development Foundation

http://notophobia.ge/

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube

You received this email because you signed up on our website or made purchase from us.

Unsubscribe