13 აგვისტო - 23 აგვისტო, 2021 |
|
|
|
|
მიმდინარე გამოცემის თემები
|
|
|
|
|
|
პოლიტიკის უახლესი მოვლენები |
|
|
|
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" პუტინს დახმარებას საჯაროდ სთხოვს
|
|
|
|
პრორუსულმა პოლიტიკურმა პარტიამ, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართა და რუსულ-ქართული ურთიერთობების გაუმჯობესებაში დახმარება სთხოვა. წერილს ხელს აწერენ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი, ყოფილი პარლამენტარები, გუბერნატორები, ყოფილი მაღალი თანამდებობის სამხედრო პირები და ა.შ. წერილი იწყება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუარესებასთან დაკავშირებით შეშფოთების გამოხატვით და შემდგომ აღწერს იმ პოზიტიურ როლს, რომელიც “პატრიოტთა ალიანსმა” 2020 წლის განმავლობაში რუსულ-ქართულ დიალოგის პლატფორმების შექმნაში შეასრულა, კონკრეტულად - “დიალოგის ჯგუფი” რუს და ქართველ პარლამენტარებს შორის და “ვენის პლატფორმა” ქართველი, რუსი და ამერიკელი ექსპერტების მონაწილეობით. წერილის თანახმად, აღნიშნული ფორმატების ფარგლებში საქართველოსთვის სამხედრო ნეიტრალიტეტის კონცეფცია შემუშავდა. საინტერესოა, რომ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი NATO-ს მოკავშირეებთან თანამშრომლობით ჩატარებულ სამხედრო სწავლება “მტკიცე სული 2021”-საც აკრიტიკებდა, რომელიც, მისი აზრით, “რუსეთის გამოწვევაა და სხვა არაფერი”. წერილის ავტორები გამოთქვამდნენ მწუხარებას დიალოგის ფორმატების მუშაობისა და რუსეთის ოფიციალურ უწყებებთან კონტაქტების სრულად გაყინვის გამო, რადგან, მათი აზრით, ეს საქართველოს ინტერესებში არაა. აქედან გამომდინარე ისინი ვლადიმერ პუტინს თანამშრომლობის გაგრძელებაში დახმარების აღმოჩენისკენ მოუწოდებდნენ. წერილის თანახმად, მედიის, კულტურული და სოციალური პროექტების ორგანიზებაში, რომელიც მხარეების რეალურ ინტერესებზე დამყარებულ ღია და კარგი ორმხრივი ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, პუტინის დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 10 აგვისტოს ირმა ინაშვილმა “პატრიოტთა ალიანსის” ღია წერილთან დაკავშირებით რუსული მედიისთვის კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებდა, რომ საქართველო “ამერიკული ქვეყანა” გახდა.
ღია წერილის პასუხად, 13 აგვისტოს კრემლის პრესსამსახურმა TASS-ს განუცხადა, რომ ისინი “ორმხრივი ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ წერილში გამოთქმულ შეშფოთებასა და მათი გაუმჯობესებისკენ მოწოდებას იზიარებენ.” კრემლის პრესსამსახურმა ასევე განაცხადა, რომ “რუსეთი საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობებს ყოველთვის მხარს უჭერდა” და “როგორც ცნობილია, განხეთქილების ინიციატორი ისინი არ ყოფილან”. კრემლმა “პატრიოტთა ალიანსი” შეაქო და განაცხადა, რომ წერილი წარმოადგენდა “აშკარა მტკიცებულებას”, რომ “რუსოფობებისა და რადიკალების მცდელობების მიუხედავად, საქართველოში კვლავ არიან კეთილგონიერი ძალები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის კარგი მეგობრული ურთიერთობების აღდგენას მხარს უჭერენ”.
ირმა ინაშვილმა კრემლის კომენტარი მოიწონა და ამტკიცებდა, რომ წერილმა მის მიზანს - ქართულ-რუსულ ურთიერთობებში NATO-ს სამხედრო წვრთნებით შექმნილი დაძაბულობის განმხუტვას - მიაღწია. ინაშვილის თანახმად, კრემლის გამოხმაურება ნიშნავს, რომ რუსეთი ნებისმიერი საკითხის გადასაჭრელად მზადაა - “ოღონდ [ჩვენ] უნდა გავიგოთ, რომ არც NATO მიგვიღებს და რუსეთისთვისაც მიუღებელია ნატოში ჩვენი გაწევრიანება.” მოგვიანებით, 16 აგვისტოს ინაშვილმა რუსული მედიისთვის განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის და მთლიანად საქართველოსთვის რუსეთთან მეგობრული ურთიერთობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
|
|
|
|
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის KGB-ს შორის გაფორმებულმა ხელშეკრულებამ საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია
|
|
|
|
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის KGB-ს შორის 2016 წელს გაფორმებული შეთანხმება მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან ძალაში შევიდა. შეთანხმება ითვალისწინებს ინფორმაციის გაცვლას სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე და თანამშრომლობას უსაფრთხოების სხვადასხვა გამოწვევებზე, როგორიცაა კონსტიტუციური წესრიგის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, ასევე საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაული, ტერორიზმი, კიბერტერორიზმი და იარაღის უკანონო ბრუნვა. საკითხის შესახებ ინფორმაცია იმ ფონზე გავრცელდა, როდესაც საქართველოს დასავლელი პარტნიორები 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისა და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დარბევის გამო ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების სიის გაფართოებით ზეწოლას ზრდიან. აღნიშნულმა ფაქტმა კი, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე შეშფოთება გამოიწვია, რომ საქართველო შესაძლოა რუსული ორბიტისკენ მიექანებოდეს, ხოლო ბელარუსის ის მოქალაქეები, რომლებიც თავს საქართველოს აფარებენ, ქვეყანაში დაცულები აღარ იყვნენ.
დევნილობაში მყოფმა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ საკუთარ Telegram არხზე განაცხადა, რომ მან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გაუგზავნა და უწყებას მოუწოდა დააფიქსიროს მკაფიოდ გამოხატული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ დაუშვებელია შეთანხმების გამოყენება ბელარუსი მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის გაცემისა და სხვა იმგვარი თანამშრომლობისთვის, რამაც, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ მშვიდობიან ბელარუსის მოქალაქეებზე. ტიხანოვსკაიას მიაჩნია, რომ საქართველოში ბელარუსების უსაფრთხოებას მხოლოდ KGB-სთან თანამშრომლობის შეთანხმების სრული შეწყვეტა უზრუნველყოფს.
ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების საკითხებში წამყვანმა ევროპარლამენტარებმა, მარინა კალიურანდმა და ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს მთავრობას მოუწოდეს, არ მოახდინონ იმ პირთა ექსტრადირება, რომლებიც თავს საქართველოს აფარებენ. ტიხანოვსკაიას მსგავსად, კალიურანდმა საქართველოს მთავრობას სუს-სა და ბელარუსის რეჟიმის “სამარცხვინო KGB-ს” შორის ინფორმაციის გაცვლის ხელშეკრულების ანულერიბისკენ მოუწოდა.
ამასთან, შეთანხმება Foreign Policy-ის სტატიაში მკაცრად გააკრიტიკეს იან კელიმ, აშშ-ს ელჩმა საქართველოში 2015-2018 წლებში და დევიდ ჯ. კრამერმა, სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში. ”[19 აპრილის] ევროკავშირთან დადებული შეთანხმების გაუქმება მინსკის დიქტატორულ რეჟიმთან შეთანხმების გაფორმების ფონზე, საქართველოს ცუდად წარმოაჩენს, როგორც მინიმუმ, და ამძაფრებს შეშფოთებას საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების დასავლური ორიენტაციისა და დემოკრატიული ღირებულებების ერთგულების კუთხით”, - ნათქვამია სტატიაში. კელი და კრამერი ასევე თვლიან, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა დააფიქსიროს უფრო მკაცრი პოზიცია „ქართული ოცნების“ მთავრობასთან მიმართებით და შემოიღოს მიზნობრივი სანქციები, რადგან „ეს, ალბათ, ერთადერთი გზაა ამჟამინდელი უკუსვლის შესაჩერებლად” - “თუკი ქართული ოცნება არ დაუბრუნდება [19 აპრილის] შეთანხმებას, ან უარს იტყვის ბელარუსის რეჟიმთან დადებული შეთანხმების გაუქმებაზე, ან თუ არჩევნებზე ჩაერთვება არაკეთილსინდისიერ საქმიანობაში, ბაიდენის ადმინისტრაციამ ქართული ოცნების ლიდერებზე მიზნობრივი სასჯელები უნდა დააწესოს”.
თავის მხრივ, სუს-მა განაცხადა: “სახელმწიფო თავისი ინტერესების შესაბამისად ნებაყოფლობით ცვლის ინფორმაციას დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. შესაბამისად ეს ხელშეკრულება არ ავალდებულებს მხარეებს განახორციელონ ქმედება, რაც ეწინააღმდეგება მხარეთა სახელმწიფო ინტერესებს”. სააგენტომ ასევე აღნიშნა, რომ საკითხის გარშემო “დეზინფორმაციული კამპანია” მიმდინარეობს, რომლის მეშვეობითაც სუს-ის “დისკრედიტაცია” ხდება.
|
|
|
|
ᲝᲙᲣᲞᲘᲠᲔᲑᲣᲚ ᲢᲔᲠᲘᲢᲝᲠᲘᲔᲑᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲘᲗ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲛᲝᲕᲚᲔᲜᲔᲑᲘ |
|
|
|
დე ფაქტო ცხინვალის მთავრობა არ გამორიცხავს თალიბანის აღიარების შესაძლებლობას
|
|
|
|
Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, დე ფაქტო ცხინვალის ყოფილმა "საგარეო საქმეთა მინისტრმა", დავით სანაკოევმა თალიბანის ხელისუფლებაში დაბრუნებას "ტრიუმფალური" უწოდა, ხოლო ამერიკული ჯარების ქვეყნიდან გასვლას - "სამხრეთ აზიის გეოპოლიტიკური სივრცის რადიკალური გადაფორმატირების საწინდარი". სანაკოევის აზრით, აღნიშნული მოვლენა "ასე თუ ისე თუ ისე კავკასიაზეც აისახება". ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის წევრის თქმით, "თალიბანის" პოლიტიკურ აღიარებას რეგიონი არ გამორიცხავს.
|
|
|
|
“იალბუზის წრე - 2021”: აფხაზეთის, “სამხრეთ ოსეთისა” და ჩინეთის ჯარისკაცები სამთო საბრძოლო სწავლებას რუსეთში გაივლიან
|
|
|
|
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჩინელი და აფხაზი სამხედროების ერთობლივი სწავლების შესახებ განაცხადა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, “ორი ქვეყნის სამთო ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებმა საერთაშორისო კონკურსისთვის "იალბუზის წრე - 2021" მზადების ფარგლებში წინაღობათა სამთო ზოლი და სასროლეთი გამოსცადეს”. აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს თანახმად, "კონკურსისთვის მზადებაში ასევე რუსეთის, პაკისტანის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ინდოეთის, სომხეთისა და სამხრეთ ოსეთის სამხედრო ალპინისტები მიიღებენ მონაწილეობას"
|
|
|
|
ინდოეთის საელჩო სირიაში აფხაზეთის "ელჩს" ინდოეთის დამოუკიდებლობის 75 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მასპინძლობს
|
|
|
|
"სირიის არაბულ რესპუბლიკაში აფხაზეთის საელჩოს" Facebook გვერდის თანახმად, 2021 წლის 15 აგვისტოს, დამასკოში ინდოეთის საელჩოს მიწვევით, "ელჩმა" ბაგრატ ხუტაბამ მონაწილეობა მიიღო ინდოეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. ”ღონისძიებას სირიაში განთავსებული აკრედიტებული დიპლომატიური უწყებები ესწრებოდნენ”, - ნათქვამია განცხადებაში.
|
|
|
|
მოსკოვის უარის შემდეგ, ვაქცინებისთვის აფხაზეთი გაერო-სა და ჯანმო-სთვის მიმართვას განიხილავს
|
|
|
|
მოსკოვის მიერ იმედგაცრუებული სოხუმი კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად გაერო-სა და ჯანმო-ს დახმარებას სთხოვს. როგორც აფხაზი საჯარო პირები დე ფაქტო მთავრობისადმი განცხადებაში მიუთითებენ: "აუცილებელია, დახმარების თხოვნით მიემართოს არა მარტო რუსეთს, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც". აქამდე აფხაზეთი ვაქცინაციის პრობლემის გადაჭრას რუსული Sputnik V-ით იმედოვნებდა და დე ფაქტო პრემიერი ანქვაბი აცხადებდა, რომ სოხუმი ვაქცინების ყიდვას რუსეთის გარდა სხვა ქვეყნისგან არ განიხილავდა; მაგრამ მას შემდეგ, რაც აფხაზეთის დე ფაქტო უწყებების მიერ არა მხოლოდ დონაციის, არამედ რუსეთისგან ვაქცინის დოზების შესყიდვის რამდენჯერმე მოთხოვნის მიუხედავად რუსეთმა სოხუმის Sputnik V-ის მიწოდებაზე უარი განაცხადა, ანქვაბის რიტორიკა შეიცვალა - მან სხვა ქვეყნებისგან სხვა ვაქცინების შესყიდვის განხილვა არ გამორიცხა. ანქვაბის თანახმად, ამჟამად აფხაზეთს Sputnik V-ის 100 ათასი დოზის შესყიდვაზე აქვს მოთხოვნა გაკეთებული, თუმცა არ იცის, დოზები როდის ჩამოვა, რადგან, მისი მტკიცებით, მარტივი სიტუაცია რუსეთშიც არაა და ასევე “მისი მაღალი ავტორიტეტის” გამო Sputnik V-ს ყიდვის რიგში სხვა სახელმწიფოებიც არიან. როგორც საქართველოს გუშაგის წინა გამოცემებში იყო აღნიშნული, აფხაზეთმა Sputnik V-ით 6389 ადამიანი აცრა, თუმცა მხოლოდ 4047-მა მოახერხა მეორე დოზის გაკეთება, სანამ მარაგი ამოიწურებოდა. რუსეთისგან Sputnik V-ის დამატებითი დოზების მიღებაში წარუმატებლობის შემდეგ, აფხაზეთმა ვაქცინაცია 10 აგვისტოს განაახლა Sputnik Light-ით, რომლის დოზებიც მოსკოვში მოღვაწე ბიზნესმენმა ბესლან აგრბამ დააფინანსა.
|
|
|
|
დეზინფორმაციის მონიტორინგი |
|
|
|
დეზინფორმაცია ავღანეთში აშშ-ის სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვაზე. “კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის” დირექტორმა და კრემლისტური მედიის ხშირმა რესპონდენტმა, შოთა აფხაიძემ, გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამტკიცებდა, რომ ქაბულის აეროპორტში აშშ-ის სამხედროებმა ავღანეთის მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა. იმავე დღეს იდენტური ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდა რუსულ მედიაში (1; 2). შოთა აფხაიძემ მოგვიანებით პოსტი წაშალა. 16 აგვისტოს თალიბანის ორმა შეიარაღებულმა წევრმა ქაბულის აეროპორტში აშშ-ის სამხედროების მიმართულებით სროლა დაიწყო, ამის საპასუხოდ ისინი ამერიკელმა სამხედროებმა მოკლეს.
|
|
|
|
ალტ-ინფო ამტკიცებს, რომ საქართველოში აშშ-ის ფინანსური დახმარება ბევრად მცირეა ვიდრე აფხაზეთში რუსეთის. 30 ივლისს კრემლისტური მედიის “ალტ-ინფოს” ერთ-ერთმა წამყვანმა გიორგი ქარდავამ ეთერში საქართველოსთვის გაცემული ფინანსური დახმარებები განიხილა და განაცხადა, რომ აშშ-სგან ყველაზე მსხვილი დახმარება საქართველომ 2014 წელს მიიღო, მაშინ, როდესაც, მისი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთისგან ბევრად მეტ დახმარებას იღებს. რეალურად, ყველაზე მსხვილი ფინანსური ტრანზაქცია ამერიკამ 2009 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ განახორციელა - 622 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. აშშ-სგან დახმარების მიღება ყოველწლიურად გრძელდება და „კონგრესის კვლევითი სამსახურის“ ანგარიში საქართველოს ევროპასა და ევრაზიაში აშშ–ს დახმარებების ერთ–ერთ მთავარ მიმღებ სახელმწიფოდ მიიჩნევს. ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიხედვით, დე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკასი რუსეთის ფედერაციისგან მიღებული დახმარება მნიშვნელოვნად მცირეა.
|
|
|
|
ვაქცინებთან დაკავშირებული დეზინფორმაცია სოციალურ მედიაში. ვაქცინაციაზე დეზინფორმაციის გავრცელება გახშირდა მას შემდეგ, რაც საქართველომ მოსახლეობის აცრა ფაიზერის ვაქცინით უფრო მასშტაბურად დაიწყო. ანტი-ვაქსერულმა ფეისბუქ ანგარიშებმა სხვადასხვა ინდივიდუალურ შემთხვევებზე გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელეს და ამტკიცებდნენ, რომ მათი სიკვდილის მიზეზი ვაქცინა გახდა. მითების დეტექტორმა მსგავსი ყალბი მტკიცებები გააბათილა.
|
|
|
|
გამოაშკარავება და საჯარო კრიტიკა |
|
|
|
ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო საინჟინრო კორპორაცია საქართველოში
|
|
|
|
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აგრძელებს კორუმპირებულ და სკანდალურ ჩინურ კომპანიებთან მჭიდრო კავშირების დამყარებას და ჩვენდა სამწუხაროდ, მათ ქვეყნის ყველაზე კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აბარებს. ამჯერად, ჩვენი ყურადღება ჩინეთისსახელმწიფო სამშენებლო საინჟინრო კორპორაციამ (CSCEC) მიიპყრო. 2019 წელს, ამ უკანასკნელმა გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული 329,882,770.36 ლარის ღირებულების ტენდერი მოიგო და ამჟამად, ჩუმათელეთი-ხევის გზის მონაკვეთს აშენებს.
2009 წელს, მსოფლიო ბანკმა CSCEC ოფიციალურად შავ სიაში შეიყვანა, რადგან ფილიპინების გზების გაუმჯობესების ეროვნული პროგრამის ფარგლებში მისი კორუფციული და სხვა სახის თაღლითური მაქინაციები გამოავლინა. 2017 წელს CSCEC -ის ამერიკულ შვილობილ კომპანიას ბაჰამის კუნძულებზე მდიდრულ კურორტ ბაჰა მარის მშენებლობისას გამოვლენილი თაღლითობისთვის უჩივლეს. მოგვიანებით, 2019 წელს, გავრცელდა ინფორმაცია პაკისტანში სუკურ-მულტანის საავტომობილო გზის მშენებლობასთანდაკავშირებით კომპანიის თაღლითური პრაქტიკის შესახებ. მას შემდეგ, რაც უნგრეთის მთავრობამ უნგრეთში ფუდანის უნივერსიტეტის კამპუსის ასაშენებლად კომპანია CSCEC აირჩია, ჩინეთის „ვალის მახის“ პოლიტიკა უნგრეთსაც დაემუქრა. პროექტის მაღალი ხარჯების გათვალისწინებით, უნგრეთი ჩინეთისგან სესხის აღებას გეგმავს.
აქედან გამომდინარე, ყოველწლიურად აწ უკვე შელახული რეპუტაციის მქონე ჩინეთის სახელმწიფოსამშენებლო საინჟინრო კორპორაციას ახალი სკანდალი ემატება. თუმცა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი არ მიიჩნევს არსებულ გარემოებას შემაკავებელ ფაქტორად ამ კონკრეტული კომპანიისთვის საქართველოს ძვირადღირებული და კრიტიკული პროექტების მინიჭებისას.
|
|
|
|
სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივები |
|
|
|
მედიის განვითარების ფონდის ფაქტების გადამოწმების პორტალმა “მითების დეტექტორმა” შეისწავლა ახლადშექმნილი ორგანიზაცია “სოლიდარობა მშვიდობისთვის”, რომელიც 2021 წლის თებერვალში გამოჩნდა. ორგანიზაცია პოზიციონირებს, როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც ქართული ტრადიციების, კულტურისა და იდენტობის დაცვას ისახავს მიზნად. ფეისბუქ გვერდის შექმნიდან 3 დღის შემდეგ ორგანიზაციამ “სოლიდარობა მშვიდობისთვის” რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით კვლევა კამერების თანხლებითა და მანიპულაციურად შედგენილი კითხვარით ჩაატარა. ორგანიზაციის თავჯდომარე პარტია “პატრიოტთა ალიანსის” წევრი და პარტიასთან დაკავშირებული ტვ “ობიექტივის” წამყვანი მერაბ ჭიქაშვილია. 19 ივლისს, ბათუმში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტის დროს “სოლიდარობა მშვიდობისთვის” წევრებმა აქცია გამართეს, მათ უმცირესობის ნაცვლად უმრავლესობის დაცვა და ლევან ვასაძესთან დაკავშირებული ალტ-ინფოს ნაცვლად კრიტიკული მედიის “ფორმულასა” და “ტვ პირველის” დასჯა მოითხოვეს. “სოლიდარობა მშვიდობისთვის” პარტია “პატრიოტთა ალიანსის” მსგავსად ავრცელებს ნარატივს, რომ სხვა ორგანიზაციების მიერ ადრე ჩატარებული კვლევები რუსეთის მტრად წარმოჩენას ისახავდა მიზნად, მაშინ როდესაც ქართველ ხალხს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა სურს. ვრცლად აღნიშნული ორგანიზაციის აქტივობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ.
|
|
|
|
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (GFSIS - Rondeli Foundation) სამხრეთ კავკასიაში ჩინეთის აქტივობების შესახებ მე-19 გამოცემა გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჩინეთის საელჩოს სამხედრო ატაშემ, სუ ჟუმ გამოაქვეყნა სტატია Georgia Times-ში, სადაც აღნიშნავს, რომ "ჩინური მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთისა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის ურთიერთობას" და „ბოლო წლებში, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასთან ერთად, ჩინეთსა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ასევე სწრაფად ვითარდება”. ჟუს თანახმად, “ეპიდემიის გავლენის მიუხედავად, ორ ქვეყანას შორის სამხედრო ურთიერთობებში დინამიური განვითარების ტენდენცია გრძელდება” და “ჩინური მხარე მზადაა გაიღოს მეტი ძალისხმევა ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის ურთიერთობების შემდგომი სტაბილური განვითარებისათვის”. ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ჩინეთის ელჩთან საქართველოში, ლი იანთან განიხილა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, ვაჭრობა და საქართველოში ჩინური საწარმოების მიერ განხორციელებული პროექტები. ამ მოვლენების მიუხედავად, ჩინეთის სახელმწიფო მედიამ კიდევ ერთხელ გაავრცელა დეზინფორმაცია საქართველოს ლუგარის ლაბორატორიის შესახებ. კერძოდ, “ზოგმა “საერთაშორისო ექსპერტმა” აღნიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინაში (და სხვა ქვეყნებში) დაარსებული საიდუმლო ლაბორატორიების შესახებ მუდმივად მტკიცდება, რომ ისინი დაარსებიდან “სახიფათო პათოგენებს” ფლობენ და წარმოადგენენ პირდაპირ საფრთხეს ამ ქვეყნებისთვის”. სხვა მოვლენები, მათ შორის გამოკითხვა ჩინეთისადმი ქართული მოსახლეობის დამოკიდებულების შესახებ, იხილეთ აქ.
|
|
|
|
საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (GFSIS; Rondeli Foundation) გამოაქვეყნა China Radar-ის მე-3 ნომერი: სამხრეთ კავკასია. China Radar ყოველთვიური გამოცემაა და სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში ჩინეთის საქმიანობასა და გავლენებს ეძღვნება. China Radar სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ჩინეთის პოზიციონირებას, საქმიანობასა და გავლენებს მიმოიხილავს.
|
|
|
|
იხილეთ ამ დროისთვის გამოქვეყნებული GWB-ის ყველა პუბლიკაცია აქ.
|
|
|
|
|