MDF
#11, 1 - 31 დეკემბერი , 2019

ქსენოფობია

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 5 დეკემბერი,
ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი: „[ხელისუფლება] ხელს უწყობენ, რომ გავიდეს ხალხი და აქ არაბი, მონღოლი და ნდოელი ჩამოვიდეს და ჩინელი. რაში უნდა აწყობდეთ? ის საპროტესტო აქციას არ აწყობს. მერე მერე იქნება და ერთი 10-15 წელი და 20 წელი აქ მონღოლი და ის აქ კმაყოფილია, ისინი თავისი თემებით შემოდიან. იმათ დრო ჭირდებათ აქ ადაპტაციისთვის და აქ რომ გამაგრდნენ. იმერე რა თქმა უნდა, დაიწყებენ მაგრამ 15 წლის მერე. ამათ ხომ განცდა სამშობლოსი არა აქვთ!“

მედია

საქართველო და მსოფლიო, 4 დეკემბერი,
გიორგი გაჩეჩილაძე, ჟურნალისტი: "ამ წერილის დასაწყისში ჩამოთვლილია მიგრანტების მიერ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულები მხოლოდ ერთ კვირაში, მაგრამ ამ მოკლე ჩამონათვალიდანაც ჩანს, როგორ კოშმარში ცხოვრობს დღეს გერმანია. ამიტომ, როცა ისმენთ, ხედავთ, კითხულობთ განცხადებებს გერმანელი ოფიციალური პირებისა, რომლებიც მოსახლეობას არწმუნებენ, რომ “მიგრანტები სჩადიან გერმანელებზე ნაკლებ დანაშაულს”, ძალაუნებურად ჩნდება კითხვა: “ბატონებო, არ გეჩვენებათ, კანცლერ მერკელს რომ არ გამოეცხადებინა “ღია კარის პოლიტიკა”, რომელშიც (კარში) ასიათასობით უპასპორტო სუბიექტი შემოცვივდა, ფედერაციულ რესპუბლიკაში კრიმინალური ვითარება ხომ უფრო ნაკლებად დაძაბული იქნებოდა, ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრება _ გაცილებით უსაფრთხო, ხოლო პოლიციის სტატისტიკას არ დასჭირდებოდა პოლიტიკური მეინსტრიმის მიხედვით კორექტირება?

საქინფორმი, 9 დეკემბერი,
არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი: "ჩვენს მიწაზე კი, რომელიც წინაპრებმა უცხოტომელი დამპყრობლებისგან დაიცვეს, სხვისი სამხედრო ბაზები მუდამ იდგება და უცხოელები ჩვენს შვილებზე იძალადებენ! საზღვარგარეთ თითქმის იმდენივე ქართველი ცხოვრობს და მუშაობს, რამდენიც საქართველოში - ესენი ღირსეული, ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანები არიან, რომლებსაც თავდავიწყებით უყვართ სამშობლო! მაშ, რა უფლებით წავართვით მათ ხმის უფლება?! ვიმეორებ - მოჯადოებული წრიდან გამოსავალი, საიდანაც ქართველებმა თავი ვერ დააღწიეს ბოლო 20 წლის განმავლობაში და სძულთ ერთმანეთი ყველა წარმოსახულ და რეალურ მტერზე მეტად, ეს ემიგრანტების სამშობლოში, სვეტიცხოვლის საფარქვეშ დაბრუნებაა! აი მაშინ საქართველოს დატოვებენ უვარგისი უცხოელები, რომლებიც აქ მოზღვავდნენ ქართველების არყოფნაში, ხოლო უვარგისი ქართველები არ იქნებიან ასე ხილული - ისინი ისე განზავდებიან კარგ უმრავლესობაში, როგორც კოვზი კუპრი თაფლიან კასრში!"

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

საქართველო და მსოფლიო, 4 დეკემბერი,
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: "ჯაშუშური ორგანიზაციები არის ბათუმში და მთლიანად რეგიონში, სადაც ყველამ იცის, რამხელა ეკონომიკურ და არა მხოლოდ ეკონომიკურ ექსპანსიას ახორციელებს თურქეთი, მაგრამ ხმას არავინ იღებს. ეს ერთი. მეორე _ ირანელებს, არაბებსა და ინდოელებს რომ მიჰყიდეს ნახევარი კახეთი, იქ არ არის საფრთხე? ჩინელებით რომ დაასახლეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია და პლეხანოვზე ქართული ლაპარაკი აღარ ისმის უკვე”.

ალია, 9-15 დეკემბერი
რამაზ გაგნიძე, ქართული მარში: „თუ ხალხი არ გამოვიდა და არ გარეკა ესენი მაშინ „ოცნებისა“ და „ნაცების“ გეგმის ასრულებას –საქართველო ქართველების გარეშე – წინ აღარაფერი დაუდგება. გაყრიან ხალხს უცხოეთში, ეს დაანონსა კიდეც [ბიძინა] ივანიშვილმა თავის ინტერვიუში, უცხოეთში ლეგალურ დასაქმებას დაპირდა ხალხს აქ სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად. დაეპატრონებიან ერთად ქვეყანას, საქართველოში ქართველს მეორეხარისხოვნად გადააქცევენ, შემოიყვანენ უცხოელებს, მიყიდიან ქონებას და 2024 წელს უკვე ვინმე შაჰ–აბასს აარჩევინებენ ხალხს ქვეყნის მეთაურად....”

საზოგადოება

საქართველო და მსოფლიო, 4 დეკემბერი,
მარიამ გელაშვილი, ემიგრანტი: “ვგიჟდები ამ კაცზე! ბიძინეს [ბიძინა ივანიშვილი] პროგრამა, რაც შეიძლება მეტი ემიგრანტი საქართველოს გადასარჩენად. თანაც იაფი რეისებით გვიშვებს. შვედეთსა და გერმანიაში გვასაქმებს. კაცმა გასაგებად თქვა, აქ არაფერი არ იქნებაო და როგორ უნდა აგვიხსნათ ოცნების წარმომადგენლებმა მისი გამოსვლა, მართლა მაინტერესებს. არ ინერვიულოთ, სანამ ჩვენ გასულები ვიქნებით სამშობლოდან, ქვეყანას არაბები, ჩინელები და სხვანი მიხედავენ”.

თურქოფობია

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 6 დეკემბერი
დავით თარხან-მოურავი პატრიოტთა ალიანსი: „ჩვენ უნდა მკაფიოდ ავუხსნათ თურქეთს, რომ არასოდეს არ დავუთმობთ მას აჭარას. ჩვენ უნდა გავუშვათ ეს უამრავი პროპაგანდისტები თურქეთისა, რომლებიც აჭარაში თითქმის 4 ათსი კაცი მოგროვდა, რომლებიც პირდაპირ პროპაგანდას წევენ, რომ გათურქდეს აჭარა, უნდა დავაბრუნოთ თურქეთში ისინი.“

მედია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 25 დეკემბერი,
ბონდო მძინარაშვილი, წამყვანი: „... სწორედაც, თურქეთთან მოგვარებულია ურთიერთობა, მიუხედავად 100 წლის წინანდელი ოკუპაციისა ხომ?! ჩვენ ეხლა მეხსიერება ისეთი მოკლე არა გვაქვს და გვახსოვს, რომ 33% საქართველოს ტერიტორიის თურქეთის შემადგენლობაშია ახლა. ასევე უნდა მოგვარდეს ურთიერთობა რუსეთთან და ოკუპირებული ურთიერთობების დეოკუპაცია რაღაცნაირად მოვახერხოთ, რადგან 10 წელია უკვე, 11 ოკუპირებულია ეს ტერიტორიები ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი  და 90 წლის მერე ჩვენ აღმოვჩნდებით იმ მდგომარეობაში, როგორც ეხლა ვართ თურქეთთან, როცა თურქეთიდან იმ ტერიტორიების დაბრუნების შანსი 0-ის ტოლია... იქნებ საზოგადოებრივი აზრი სწორედ ამისთვის არის მომწიფებული უკვე, რომ დავალაგოთ ურთიერთობა და დავიბრუნოთ ტერიტორიები სანამ ჯერ კიდევ დროა?!“

ასავალ-დასავალი, 23 -29 დეკემბერი
დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: „ოკუპანტმა თურქეთმა საქართველოს ისტორიული ზემო ქართლის, ანუ მესხეთის უდიდესი ნაწილი - 24 ათას 800 კვადრატული კილომეტრი კაცთა კვლით, გაუპატიურებით, სოფლებისა და ქალაქების  გადაწვით, ყრმათა და მოზარდთა წამებით, ქრისტიანობის ამოშანთვით წაართვა და წაჰგლიჯა!...

სამცხეს, ჯავახეთს, თმოგვს, ერუშეთს, არტაანს, კოლას, ტაოს, კლარჯეთს, აჭარას, მაჭახელას, ნიგალს, შავშეთს, ჭანეთსა და გურიას. აი, სწორედ ეს უზარმაზარი ტერიტორია, საერთო ფართობით 34 ათას 200 კვადრატული კილომეტრი, ფეოდალური საქართველოს მესამედს შეადგენდა და დღეს მისი უდიდესი ნაწილი მიტაცებული აქვს თურქეთს! ამოდენა ტერიტორია საქართველომ მხოლოდ გენოციდის, მასობრივი მკვლელობისა და ეთნიკური ნიშნით განცდილი საშინელი კატასტროფის შედეგად დათმო!“

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

საქართველო და მსოფლიო, 4 დეკემბერი,
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: "სხვათა შორის, დავითგარეჯის თემა ბოლო პერიოდში ისე მიაჩუმათეს, თითქოს არაფერი ყოფილა და ეჭვი მაქვს, ამ სიჩუმის მიღმა ჩვენთვის სასიკეთო არაფერი ხდება. თუმცა დავით-გარეჯი არ არის ერთადერთი მტკივნეული საკითხი, რომელსაც ყურადღება სჭირდება, თურქეთის მიერ მიტაცებულ ქართულ მიწებზე არაერთი ჩვენი სიწმინდეა სავალალო მდგომარეობაში. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამის პარალელურად აქ ახალ-ახალი მეჩეთების მშენებლობაზე მიდის საუბარი".

საქართველო და მსოფლიო, 18 დეკემბერი,
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: "თურქეთი უკვე დეკრალირებული პოლიტიკის დონეზე ახორციელებს თავის იმპერიალისტურ პოლიტიკას, რაც თავის დროზე ძალიან ნათლად და მკაფიოდ ჩამოაყალიბა დავითოღლუმ _ თურქეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, “დიდი თურანის” თეორიის ავტორმა. მან ერთ-ერთ გამოსვლაში თუ ინტერვიუში განაცხადა, რომ ოსმალეთის იმპერიას აღადგენდა იარაღის, ბრძოლისა და დაპირისპირების გარეშე. რაც შეეხება კონკრეტულად თურქ-მესხებსა და საქართველოში მათი დაბრუნების იდეას, ჯერ ერთი, არანაირი მესხები ისინი არ არიან და ქართველობის არაფერი სცხიათ, ჩვეულებრივ თურქებზეა საუბარი; და მეორე _ თუ ეს მოხდება, შემიძლია გითხრათ, რომ თურქეთისთვის ეს იქნება უმოკლესი და უმარტივესი გზა დასავლეთ საქართველოს მისაერთებლად"

საზოგადოება

ასავალ-დასავალი, 2 - 8 დეკემბერი
თამაზ ბაკურაძე, უფლებადამცველი: „აჭარა ეკონომიკურად თურქეთის გავლენის ქვეშ არის. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: ძალიან მოკლე ხანში ძალიან ცუდ შედეგს მივიღებთ. თუ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ომით, ძალის გამოყენებით წაგვართვეს, აჭარას ეკონომიკით გვართმევენ!“
„ახალი თაობა“

არმენოფობია

მედია

საქართველო და მსოფლიო, 25 დეკემბერი,
რედაქცია: “სომხებს თვალი უჭირავთ ბათუმის პორტზე, თუმცა ამას ოფიციალურად ჯერჯერობით არ ადასტურებენ".

ჰომოფობია

პოლიტიკოსები

ასავალ-დასავალი, 9-15 დეკემბერი
ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: „მე ვნახე ფოტოები, თუ როგორ დაწვეს ამ სოროსელმა ალქაჯებმა რუსთველის გამზირზე ღამით გასათბობად წიგნები და მათ შორის, ლევან გოთუას „გმირთა ვარამი“ და ზვიად გამსახურდიას „საქართველოს სულიერი მისია“... აბა, დავით ბერძენიშვილისა და ნანუკა ჟოროლიანის შვილები სხვას რას იზამდნენ?! ესენი ხომ სულიერებისგან დაცლილ უსულო ზომბებად, ეკლესიიის მტრებად და მამათმავლების იდეოლოგიით არიან აღზრდილები და მოშხამულები?!“

ალია.  23-29 დეკემბერი
ავთო რცხილაძე, უზენაესი საბჭოს დეპუტატი: „ [ედუარდ] შევარდნაძისა და [მიხეილ] სააკაშვილის მმართველობამ უდიდესი ზიანი მიაყენა საქართველოს და ქართველ ხალხს. იმავე კურსს აგრძელებს  [ბიძინა] ივანიშვილიც. მან ამას წინათ ინტერვიუში განაცხადა, როცა ჰკითხეს ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ, იცით, რა უპასუხა ჟურნალისტს? ხალხი თანდათან ყველაფერს შეეგუებაო. იგი აპირებს ერთსქესიანთან ქორწინების დაკანონებას.“

მედია

საზოგადოებრივი მაუწყებელი, მოამბე, 12 დეკემბერი
ნიკა მუკბანიანი, ჟურნალისტი: „გურამ ფალავანდიშვილი განათლების სამინისტროს, ევროსაბჭოს ოფისთან ერთად მამათმავლობის ღია პროპაგანდაში ადანაშაულებს. მისი განცახადებით სკოლები ლგბტ თემის მხარდამჭერ ტრენინგებს ატარებენ... "

ასავალ-დასავალი, 2 - 8 დეკემბერი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „ახლა ამიხსნას ვინმემ, რამდენად ნორმალურია რუსთაველის სხელობის  სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობის გაქანებული ლესბოაქტივისტობა და სოდომიის პროპაგანდისტობა?!... და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: რეჟისორმა თამარ შავგულიძემ ეს ამაზრზენი ლესბოფილმი საქართველოს კინომატოგრაფისტთა ეროვნული კინოცენტრის დახმარებით და დაფინანსებით გადაიღო! ანუ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულმა უწყებამ - კინოცენტრმა - ჩვენი ფულით შეგნებულად დააფინანსა ლესბოსოდომური ფილმი!“

საქართველო და მსოფლიო, 25 დეკემბერი,
ჯაბა ჟვანია, ჟურნალისტი: "ნიკოლოზ მჟავანაძე: საქართველოს სულ მალე შეიძლება, ჰყავდეს ჰომოსექსუალი პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, მერი, მინისტრები, პრემიერი და ა.შ. “ხალხმა შეიძლება მოითმინოს, მაგრამ რაღაც მომენტის შემდეგ უკვე იქნება სამოქალაქო წარღვნა”.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ინტერპრესნიუსი, 4 დეკემბერი
გურამ ფალავანდიშვილი, ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება: „"დღეს ლგბტ პროპაგანდაზე უარესი ხდება, დღეს გადის ფილმი ღვთის გმობაზე. ფილმს ჰქვია - "ღმერთი ცოცხალია და მისი სახელია პეტრუნია", რა შინაარსიც არ უნდა ჰქონდეს, სათურშივე არის ღვთის გმობა. ფილმში "კომეტები" შეიძლება პორნოგრაფია არ ჩანს, მაგრამ თუ აკინის ფილმი შეეხებოდა კაცობას, ვაჟკაცობას, ჩოხას, ეს ფილმი "კომეტები" შეეხება დედობას. ეს არის დედობის, მეუღლეობის, ასევე დაქალობის წინააღმდეგ, თბილისელი ქალი ხდება ჰომოსექსუალი. ეს არის უპირობო გარყვნილება და უპირობო სიბილწე. ეს არის აღმაშფოთებელი, რომ ამის პროპაგანდა ხდება, როგორც ბუნებრივი სიყვარულის".

საქართველო და მსოფლიო, 25 დეკემბერი,
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: "სხვათა შორის, ამ დღეებში თბილისში, ტრანსგენდერების რაღაც დაჯილდოება ჩატარდა და მათთან ერთად მათი ბებია-ბაბუებიც გამოიყვანეს. გამოვიდა სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და განაცხადა, რაც შეიძლება მეტი ასეთი ბებიები და ბაბუებიო _ ამ საახალწლოდ, პრაქტიკულად, დაგვწყევლა… რაც შეეხება სასამართლოს კონკრეტულ განჩინებას [საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯანდაცის სამინისტროს განჩინების არაკოსტიტუციურობაზე, რომელიც ჰომოსექსუალებს ბოლო სექსუალური კავშირიდან 10 წლის განმავლობაში სისხლის დონაციას უკრძალავდა], ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ეს ყველაფერი არის ნაბიჯ-ნაბიჯ მიმდინარე პროცესი, რომელმაც საბოლოოდ ქვეყანა უნდა მიიყვანოს გადაგვარებამდე. თუმცა განსხვავებით წინა წლებისგან, ვერ ვიტყვით, რომ დღეს ეს პროცესი ნელა და ფრთხილად მიდის. პირიქით, ძალიან სწრაფად კეთდება ყველაფერი".

სასულიერო პირები

ინტერპრესნიუსი, 26 დეკემბერი
მეუფე შიო, პატრიარქის თანამოსაყდრე: „10 წლის განმავლობაში თვითმკვლელობათა რიცხვი თითქმის გაათმაგდა. ჩვენ ამ პრობლემაზე ვფიქრობთ და ძალიან გვტკივა ეს. შეიძლება ბუნებრივიცაა იმიტომ, რომ ადამიანის სული ავადდება და სულის მოკვდინება ხდება იმ პროპაგანდით, რასაც დღეს ჩვენ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ, მათ შორის, მატერიალიზმის, ამორალიზმის, გარყვნილების, უღმერთოების, ყალბი იდეალების, აზარტული თამაშების, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდით. ადამიანის სული კი ვერ უძლებს ამ ყველაფერს და მწუხარებაში, სევდაში, დეპრესიაში ვარდება და ბევრი ადამიანი თვითმკვლელობამდე მიდის.“

საზოგადოება

ასავალ-დასავალი, 2 - 8 დეკემბერი
თამარ სხირტლაძე, მსახიობი: „ამ მამათმავლობაზე საზიზღრობა რა უნდა იყოს? რომ გავიგებ ამათზე რამეს, ზიზღით გამაჟრჟოლებს ხოლმე. ეს მამათმავლები ჩვენ, ხალხს, ნუ გვეხებიან და, თუ უნდათ, თავში ქვა იხალონ და მუცელში - სამართებელი! ღმერთმა დაგვიფაროს, რუსთველის გამზირზე კოლგოტკიანმა კაცებმა პარადები გაგვიმართონ!... როგორც უნდათ, ჩამორჩენილი მეძახონ, მაგრამ ამ საზიზღრობას არ მივიღებ და ტაშს არ დავუკრავ!“

ანტიდასავლური განწყობები

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 28 დეკემბერი
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „მოყავთ ე.ი. იქ სოროსის ფონდიდან, ვიღაცა ნამუშევარი, ანუ მოყავთ ხალხი, რომელსაც შემოაქვს სწორედ ეს ლგბტ ღირებულებები, ეს ლიბერალური ღირებულებები, ეს ანტიქართული ღირებულებები, ანტიქართული ცნობიერება სასწავლო დაწესებულებებში და ბავშვები, რომლებიც გენეტიკურად ქართველები არიან... რომელთა მამა-პაპა კრწანისზე ომობდა, კოჯორთან ომობდა, დიდგორში ომობდა, მათი დიდი წინაპრები ბასიანს და შამქორრს იგებდნენ დღეს ე.ი. ვეუბნებით ჩვენ ლგბტ-ეობა არის კარგი, რომ მარიხუანას მოწევა არ უნდა იყოს დასჯადი და ანტიდისკრიმინაციული კანონი...“

საქართველო და მსოფლიო, 11 დეკემბერი,
ვალერი კვარაცხელია, ნეიტრალური/სოციალისტური საქართველო: "არის თუ არა ფაქტი, რომ დასავლეთი საქართველოში სექსუალური უმცირესობებისთვის უფლებების გასაზრდელად მასშტაბურ საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვს? არის თუ არა ფაქტი ის, რომ დასავლეთი ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების დაკანონებას მოითხოვს და ამაზე საზღვარგარეთიდან დაფინანსებული მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს? საერთოდ, არის რამე, რაც შეიძლება, დღევანდელ საქართველოში ვინმესთვის (მათ შორის _ აფხაზებისა და ოსებისთვის) მიმზიდველი იყოს?"

მედია

საქართველო და მსოფლიო, 25 დეკემბერი,
რედაქცია: “მორიგი ქართული სირცხვილი - საქართველოს მოსახლეობის გამოთაყვანება–გაცისფერების მიმართულებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა უცხოელი “მეგობრების” დახმარებით; კიდევ ერთი ქართული გვარი შერცხვა, თუმცა სირცხვილის განცდას თანდათან კარგავს ქართველი ადამიანი… “ტაბულა ბიცოლა” იუწყება: “საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Tbilisi Pride-ის ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი, მომავლის პერსონად დაასახელა. უწყებას თაბაგარის კანდიდატურა საქართველოში საფრანგეთის საელჩომ შესთავაზა... აი ასე, საბჭოთა “ოკუპაციის” პირობებში მომავლის პერსონებად მშრომელ ადამიანს ასახელებდნენ _ ვინც მეტი მოხნა, დათესა, მაღაროში გმირულად იშრომა; ახლა კი, ვინც უკეთ გაასხვისებს საკუთარ სხეულს ან სულს, მას აღაზევებენ".

საქართველო და მსოფლიო, 11 დეკემბერი,
ნიკა კორინთელი, ჟურნალისტი: "ჰომოსექსუალიზმით ასეთი მასირებული პროპაგანდა იწვევს იმ ევროპის გადაგვარებას, რომელიც არსებობდა დღემდე. შეიძლება დაისვას კითხვა _ რა შუაშია აქ საქართველო ან სხვა მართლმადიდებელი ქვეყნები, მაგალითად, რუსეთი? ამ ევროპელებს რაც უნდათ, ის უქნიათ თავიანთ ქვეყნებში, ვისთანაც უნდათ, მასთან დაწვნენ, ჩვენ რა? მოცემულ მომენტში რუსეთს თავისი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ჰომოსექსუალიზმის მიმართ, საქართველოში კი ბოლო ხანს ძალიან გააქტიურდნენ ე.წ. ადამიანის უფლებების დაცვის ნიღბით მოქმედი, დასავლეთიდან გულუხვად დაფინანსებული ძალები, რომლებმაც იერიში მიიტანეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და იმ ფასეულობებზე, რომლებითაც დღემდე მოვიდა ქართველი ერი. როდესაც ტენდენცია მასობრივად ვრცელდება, მას შეუძლია ზეგავლენა იქონიოს ყველაზე, მათ შორის, მოზარდებზეც, რომლებიც უსმენენ დასავლურ მუსიკას, უყურებენ სერიალებს, ითვისებენ დასავლურ კულტურას და მასთან ერთად საეჭვო თანამედროვე ფასეულობებს.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ალია, 9-15 დეკემბერი
სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: „„დგება ჟამი და დრო იმისა,რომ ეროვნულმა ძალებმა იმოქმედონ და ქვეყანა გამოტაცონ ლიბერასტ-მოღალატეებს !!!... ნუ აყვებით, მეგობრებო, ამ სპექტაკლებს, არანაირი ნაცი თუ ქოცი არ არსებობს, არის 2 იდეოლოგიის ჭიდილი-ეროვნულის და ლიბერასტ-სოროსულის, სწორედ აქ უნდა გავიმარჯვოთ!!! “ქართული მარში” მომავალ კვირას მომაკვდინებელ დარტყმას მიაყენებს ლიბერასტების მთავარ “ციტადელს”“ !!!

საქართველო და მსოფლიო, 25 დეკემბერი,
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: "ადრე, როცა, ვთქვათ, საკანონმდებლო ცვლილების საკითხი დგებოდა და განხილვები იწყებოდა, ლიბერალური ელიტის თავები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ჯერ ეს ნაადრევია, ჯერ საზოგადოების სამოქალაქო თვითშეგნება და ცნობიერება ამისთვის მზად არ არის… დღეს ამას აღარ ამბობენ. მიიღებენ დირექტივას, პირდაპირ კონსტიტუციის ჭრა–კერვას იწყებენ. არც აინტერესებთ, ხალხისთვის მისაღებია ეს ცვლილება თუ არა. ასე მოიქცნენ “ბავშვის უფლებათა კოდექსის” მიღებისას, ასე მოიქცნენ “ოჯახში ძალადობის შესახებ კანონის” შემუშავებისას, რომელშიც უამრავი, პირდაპირ ვიტყვი, საეჭვო და საკამათო ნიუანსია და ასე მოიქცნენ წლების წინათ “ანტიდისკრიმინაციული კანონის” დამტკიცებისას. რაც შეეხება შედეგს და პერსპექტივას ამ ყველაფრის, ვფიქრობ, საქართველოს სულ მალე შეიძლება, ჰყავდეს ჰომოსექსუალი პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, მერი, მინისტრები, პრემიერი და ა.შ. თუმცა ახლაც საკმაოდ არიან და ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. საქართველო პატარა ქვეყანაა, თბილისიც პატარაა".

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

Media Development Foundation

http://notophobia.ge/

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube