ალია, 13-19 მაისი გიგლა ბარამიძე, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო - ნინო ბურჯანაძე: „ყველგან გავიძახით აზერბაიჯანელები მეგობრები არიან და არიან კიდეც, მაგრამ რატომ ხდება, რომ ცალმხრივი მეგობრობაა და ყოველთვის საქართველოა დაზიანებული ამ მეგობრობის ხარჯზე.“ | |
ასავალ-დასავალი, 20 – 26 მაისი თეიმურაზ შაშიაშვილი, პარტია თეთრები: „ამ მაგალითს ვაძლევთ ჩვენს შვილებს?! ისრაელში რომ ვიყავი, ძალაინ მაღალი თანამდებობის პირებმა პირდაპირ მითხრეს -დავით აღმაშენებელიც რომ გაცოცხლებულიყო, ისრაელის თავდაცვის მინისტრად, როგორც არაებრაელს, არ დავნიშნავდითო!... ეს მითხრეს იმ ფონზე, როცა [მიხეილ] სააკაშვილმა საქართველოს თავდაცვის მინისტრად დანიშნა პირადი მსახური და ხელიუფლებაში ცალ-ცალი კალოშით“ მოსული დავით კეზერაშვილი.“ | |
ალია, 6-12 მაისი შალვა ნათელაშვილი, ლეობორისტული პარტია: „ყველას მოგეხსენებათ კასპის სოფელ ერთაწმინდაში, საგვარეულო მონასტერში დაკრძალულია პაატა სააკაძე, რომელსაც კაციჭამია შაჰ აბასმა 1625 წელს ქართლ-კახეთის ანტიირანული აჯანყების შემდეგ თავი მოჰკვეთა, სხვათა შორის ეს შახი იყო არა სპარსელი, არამედ გახლდათ იმ ჯურის თურქმენი, რომლის ჯილაგი ალიევიც ახლა დავით გარეჯს გვიღობავს.” | |
საქინფორმი, 6 მაისი, არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი: "...ცენტრალური ხელისუფლების მიერ სუსტად კონტროლირებად სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში კომპაქტურად მცხოვრები სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობა, ახმეტის მუნიციპალიტეტის პანკისელების დაუსჯელობით და აზერბაიჯანელი მესაზღვრეების თავნებობით შთაგონებული, კვლავ წამოაყენებს თავის ძველ მოთხოვნებს. ხელისუფლება მათ შესახებ „დელიკატურ“ დუმილს ამჯობინებს სენსიტიურობის საბაბით. როგორც წესი, ეს მთავრდება ეთნიკური არაქართველების დაპირისპირებით ქართულ სახელმწიფოსთან, რომელიც ამის შედეგად ტერიტორიებს კარგავს, როგორც ეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მოხდა". ალია, 13-19 მაისი ნანა სულავა, ჟურნალისტი: „ხელისუფლება თვალს არიდებს უცხოელი „ინვესტორების“ ბორდელებს, სადაც პოლიციამ კარგად იცის, იქ რაც ტრიალებს, მაგრამ სექს-ტურიზმის ორგანიზატორებთან საქართველოს მთავრობა გარიგებულია, რა ამ ვაჟბატონებმა არ გაასხვისეს ყველაზე პრესტიჟული ადგილები სექსბიზნესისთვის?... ამ თემაზე ვინ მოთვლის რამდენი წერილი გაშუქდა „ალიაში“, მაგრამ არცერთს შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია და ცხვირში რკინაგაყრილები არავის დაუპატიმრებია, არც არასრულწლოვანი გოგონების მეძავებად დასაქმებისთვის აუყვანიათ ვინმე და ასეთი სპეცოპერაცია არ ჩაუტარებიათ იმ ე.წ. კაფე ბარებში, სადაც მართლა მონებად ჰყავთ უცხოელებს პატარა ქართველი გოგოები.“ | |
საზოგადოებრივი ორგანიზაციები
|
|
ალია, 6-12 მაისი ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: „გაავსო ქვეყანა გადამთიელებით, [ბიძინა ივანიშვილმა] შაჰ-აბასს არ გაუკეთებია, რაც მაგან გაუკეთა ქართველებს. ქართველი კაცი არ გაახარა თავის ქვეყანაში. სპარსელები და თურქები შემოგვესეოდნენ, აგვაოხრებდნენ, მაგრამ ვერ ახერხებდნენ საქართველოში დარჩენას, დამაგრებას... უამრავი თურქი და ირანელი შემოუშვა ქვეყანაში ლეგალურად, დარჩა ის ხალხი აქ და მრავლდებიან, არსაც არ აპირებენ წასვლას, ამას სხვა უცხოტომელებიც დაამატე, ჩინელები, ინდოელები, აფრიკელები და ცოტაც და უმცირესობაში აღმოვჩნდებით ქართველები.“ საქართველო და მსოფლიო, 22 მაისი, ზურაბ კვარაცხელია, სახალხო მოძრაობა სამეგრელო: "ზუგდიდში მერის არჩევნები ჩატარდა… ჩვენ ვერ დავუშვებდით ჩვენს საამაყო და საფიცარ ზუგდიდში საქართველოს სახელით ჰოლანდიაში ფალოსის გამომფენი ნაცცოცხისტების გადამთიელი დედოფლის მერად არჩევას". | |
| | | ალია, 6-12 მაისი მელქისედეკ დიაკონიძე, მიტროპოლიტი: ‘“ერთი ხელით ტერიტორიას გვართმევს აზერბაიჯანი და ამ დროს, ალიევის ძეგლი რომ გვიდგას, რა სიკვდილად გვინდა?! რა შავ ქვად გვჭირდება?!.. არაფერში არ არის დასანდობი აზრბაიჯანი, ღიმილით, კუდის ქიცინით რომ გვართმევს ტერიტორიებს. სომხებზე უარესად დაიწყეს მოქცევა.“ | | | | | რუსთავი 2, კურიერი, 2 მაისი, იობ აქიაშვილი, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი: „ძალიან დიდი პრობლემა არის საქართველოსთვის გვარგადაკეთებულ, ე.წ. ქართველთა მიერ. რაც არ უნდა გვარი გადაიკეთონ, ის საზეპურო ერის ნაწილი ვერ გახდება. გვარგადაკეთებული ვითომ „ქართველები“ ე.წ. ნამდვილად ისევ თავიანთი ქვეყნის საქმეს აკეთებენ [ამ შემთხვევაში ეთნიკურად აზერბაიჯანელებს გულისხმობს]“. | | | | |
ასავალ-დასავალი, 6-12 მაისი მიხელ ზაქარეიშვილი, მომღერალი: „მოვითხოვ მოქალაქეობის ჩამორთმევას იმ არაქართველი პირებისთვის, ვინც არ იცის ქართული ენა.“ „ახალი თაობა“ | |
ობიექტივი, დღის ბოლოს, 3 მაისი დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „15 წელია უკვე ამას ვლაპარაკობთ, რომ მიმდინარეობს ფაქტიურად დაპყრობა აჭარის და როგორც იქნა ხელისუფლებამ აღიარა, რომ ეს ხდება... 200 მედრესე გაიხსნა და ეხლა აღიარეს როგორც იქნა. 4000 კაცი როდესაც უკვე, გაზარდა თურქეთმა და ჩამოვიდნენ და ფაქტობრივად თურქეთის პროპაგანდას ეწევიან აჭარაში და როცა ბათუმის ცენტრში მაღაზიას ვერ ნახავ, რომ თურქს არ ეკუთვნოდეს და კაფეს ვერ ნახავ, რომ თურქს არ ეკუთვნოდეს.“ | |
ასავალ-დასავალი, 20 – 26 მაისი გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „ისტორიულ მტერს რომ ისტორიული მეგობარი დავარქვით!... თურქეთი იყო, არის და იქნება საქართველოს დაუძინებელი მტერი! ეს ყველა ქართველმა უნდა იცოდეს და, შესაბამისად, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ!“ ობიექტივი, ღამის სტუდია, 26 მაისი ნინო რატიშვილი, წამყვანი: „დამოუკიდებლად რა ნაბიჯი გადადგა საქართველომ, რომელ დამოუკიდებლობაზე და თავისუფლებაზეა საუბარი, როცა 12 მაისი ხომ თუ არ ვცდები გამარჯვების დღედ რომ უნდა გამოცხადებულიყო, თურქეთის ელჩმა, თითი დაუქნია და დამთავრდა ყველაფერი... ეს როგორ შეიძლებაო და ცოტა ისე, დირექტიული თითის დაქნევა იყო.“ | |
რუსთავი 2, პოსტსკრიპტუმი, 5 მაისი, იობ აქიაშვილი, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი: „მათზე არის სულიერი დამღა მუსულმანობის და ისტორიული მეხსიერება ჩვენ არ გვღალატობს და ჩვენ გვახსოვს, რომ ყოველთვის განსაცდელები აი, ასეთი ქვეყნებიდან მოდიოდა. ტაო-კლარჯეთი თურქეთში, ყარაის ველი და ჰერეთი აზერბაიჯანში, ლორე-ტაშირი სასომხეთში, სოჭი, აფხაზეთი, ეხლა სამაჩაბლო რუსეთის მხრიდან ოკუპირებულია. ჩვენ ამას არ დავივიწყებთ არასოდეს. მე გაოცებული ვარ, რატომ ვერ შეძლეს ჩვენმა მესაზღვრეებმა იქით გადასულიყვნენ და დაეცვათ ეს ტერიტორია“. | |
საზოგადოებრივი ორგანიზაციები
|
|
საქართველო და მსოფლიო, 4 მაისი, გულბაათ რცხილაძე, ევრაზიის ინსტიტუტი: "სამწუხაროდ, ამ რეგიონის [პანკისის] სამასიოდე ახალგაზრდა მონაწილეობდა ახლო აღმოსავლეთის ტერორისტულ ორგანიზაციებში და მათ აქვთ პარტიზანული ომის წარმოების გამოცდილება. მათი ნაწილი დღემდე იბრძვის - უკვე არა მხოლოდ სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე, არამედ სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის, უკრაინასა და ავღანეთში. მათ დავუმატოთ კიდევ უფრო ბევრად აღმატებული რაოდენობა პოტენციურად დამნაშავე ელემენტებისა, რომელთაც გაისისხლხორცეს რადიკალური შეხედულებები, რომლებიც ქედმაღლურად უყურებენ როგორც ქრისტიანებს, ისე ტრადიციული ისლამის წარმომადგენლებს, მაშინ უფრო იოლი გასაგები ხდება, რაოდენ სერიოზულია სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის მათგან მომდინარე საფრთხე… აუცილებელია, ეგრეთ წოდებულ „ამირებს“ მაქსიმალურად შეეზღუდოთ გავლენა, „ამირას“ წოდება ისევე უნდა ისჯებოდეს, როგორც „კანონიერი ქურდის“ წოდება. აუცილებელია, მრაკობესობის გამოვლინების ნებისმიერი მაგალითი აღიკვეთოს, ისევე, როგორც, დაუშვებლად გამოცხადდეს სხვისთვის საკუთარი ცხოვრების წესის მოხვევის ნებისმიერი მცდელობა". | |
ობიექტივი, ახალი ამბები, 2 მაისი გიორგი ლომია, პატრიოტთა ალიანსი: „პატრიარქმა გამოაცხადა 17 მაისი ოჯახის დღედ. ჩვენ ვიცით, რომ 17 მაისს დაგეგმილია ლგბტ საზოგადოების მსვლელობა, რაც პრინციპში გამოიწვევს დაპირისპირებას საზოგადოების მეორე ნაწილთან… გთხოვოთ, რომ გამოუყოთ ადგილი სადაც ისინი შეგოვდებიან, ოღონდ ის ადგილი, რომელსაც თქვენ გამოუყოფთ არ უნდა იყოს დაკავშირებული არც ქვეყნის გამარჯვებებთან და არც ჩვენ სიწმინდეებთან.“ | |
მარშალპრესი, 10 მაისი, დემოკრატიული მოძრაობა-ეთიანი საქართველოს განცხადება: "მისი უწმინდესობის ამ ინიციატივის გარშემო [ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნა] დარაზმვა არის ყველაზე სწორი გზა, თავიდან ავიცილოთ ის დაპირისპირება, რომლის პროვოცირებას საქართველოს უამრავი არა კეთილმოსურნე ცდილობს. ეროვნული ღირებულებების გარშემო გაერთიანება, არის ერთადერთი და ყველაზე ეფექტური საშუალება, არ დავუშვათ უზარმაზარი ფინანსური რესურსით დაგეგმილი პროვოკაციები. ტრადიციული ოჯახი არის უმთავრესი და უალტერნატივო ღირებულება, რომელზეცაა დამოკიდებული ქვეყნის განვითარებაც, გამრავლებაც და კეთილდღეობაც. მხოლოდ ტრადიციული ოჯახებისგან შეიძლება შედგებოდეს ძლიერი საქართველო!” | |
საქართველო და მსოფლიო, 16 მაისი, ლევან ჩაჩუა, ქართული იდეა: "ჩვენ ხელისუფლების მატრაბაზობას არ უნდა შევეგუოთ, არ უნდა დავთანხმდეთ იმას, რომ, როცა ჩვენ ოჯახის სიწმინდის დღეს აღვნიშნავთ რუსთაველზე, მათ პარალელურ ქუჩაზე სახელმწიფო კანცელარიის წინ გეიაღლუმი ჩაატარონ, იქ, სადაც სამღვდელოება გალობით აღნიშნავს უდიდესი სიწმინდის _ ოჯახის დღეს, მათ ვერ უნდა იბოგინონ". | |
სააგენტო პირველი, 17 მაისი, ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი: "კივიან, წივიან, უცენზურო სიტყვებს იყენებენ, პროვოკაციებს აწყობენ, რათა მერე გრანტები გამოსძალონ შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან. სადაც უნდა შეიკრიბონ, მაგრამ აღლუმების მოწყობას და მათი ცხოვრების პროპაგანდას არ დავუშვებთ". | |
ობიექტივი, ღამის სტუდია, 5 მაისი ნინო რატიშვილი, წამყვანი: „ჩვენთან?.. პრაიდები, ლგბტ-ს პრაიდები. ჩვენი პატრიოტიზმი ლგბტ-ა. რუსეთის პატრიოტიზმი არის.. მშურს… ისინი ზრდიან ამ თაობას, უნერგავენ თავის ახალგაზრდებს, რომ შენ ხარ ყველაზე მებრძოლი ერის ე.ი. შთამომავალი და ჩვენ ვეუბნებით ჩვენ ახალგაზრდებს რომ არა ქართველებო, თქვენ ახლა ერთი თვე უნდა იზეიმოთ ლგბტ-ს წარმომადგენლებთან ერთად და ეს არის თქვენი პატრიოტიზმი.“ | ასავალ-დასავალი, 6-12 მაისი გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „ეს იყო ტერორის პირველი ნიშანი, როდესაც მამათმავლებმა „სამარცხვინო“ უწოდეს პატრიარქის მიერ დაწესებულ ოჯახის დღესასწაულში მონაწილეობას! თუმცა, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რა ტერორიც „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტმა გოგი გვახარიამ მოაწყო. მან თავის ფეისბუქპოსტში ღიად მიმართა ხელოვანთ, გეშინოდეთო... ანუ [გოგი] გვახარიამ პირდაპირ უთხრა არტისტებს, თამარ ივერივით დაგატერორებთო!... აი, ასეთი თავისუფლების მოყვარე ტოლერანტები არიან ეს პედერასტები და ლიბერასტები! და, თქვენ წარმოიდგინეთ, ამ მუქარამ გაჭრა!“ | | | |
ობიექტივი, ღამის სტუდია, 19 მაისი ნინო რატიშვილი, ღამის სტუდია: „აკაკი ასათიანი მყავდა სტუმრად და კაცო ესენიო [ლგბტ თემი] უკვე თანასწორობას კი არ მთხოვენ პრივილეგიებს მთხოვენო და თან აგრესიულადო და ამაზე ცოტა რეაქცია ყველას გვაქვს.“ საქართველო და მსოფლიო, 8 მაისი, ბაკურ სვანიძე, ჟურნალისტი: "საზოგადოდ, ფაქტია, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლებს თითქმის ყველა სფეროში მიზანმიმართულად “ქაჩავენ”, აწინაურებენ და ურიგებენ “ჟურნალისტის”, “კინომცოდნის”, “ფილოსოფოსის” ან სხვა სფეროს ექსპერტის სტატუსს. ისიც ფაქტია, რომ ლგბტ თემის აქტიურ მხარდამჭერთა უმეტესობას უმაღლეს სასწავლებლებში ლექციებს აკითხებენ და “პროფესორის” წოდებებს “უპრაგონოდ” ურიგებენ. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ საქართველოს სენი და ჭირი. ეს კეთდება იმისთვის, რომ ლგბტ აქტივისტები საზოგადოების თვალში წარმოაჩინონ “ჭკვიან”, “განათლებულ”, “წარმატებულ” ადამიანებად და მომავალ თაობებს დაანახვონ, რომ, თუ გსურთ, იყოთ წარმატებული და გქონდეთ მატერიალური კეთილდღეობა, საზოგადოებაში გამორჩეული ადგილი, უნდა იყოთ, თუ მთლად ლგბტ პირი არა, ლგბტ პირების მხარდამჭერი აქტივისტები მაინც. ასე აპირებენ მომავალი თაობების თავიანთ ჭკუაზე გადაყვანას ჰომოსექსუალები და, სამწუხაროდ, უნდა ითქვას, ნაწილობრივ გამოსდით კიდეც". ალია, 13-19 მაისი ნანა სულავა, ჟურნალისტი: „რატომ არ იცავდა დაუცველ მშრომელებს გოცირიძე? ახლა რომ პედერასტების თავგადაკლული დამცველი გამოდგა. ან ეს ვითომ ჟურნალისტი გოგი გვახარია, ფეხი რომ „ახალგაზრდა კომუნისტიდან“ აიდგა, მაგრამ ყნოსვა კარგი ჰქონდა და ახალი პატრონები მონახა დღეს, ის იმ მშობლებს ემუქრება, ვინც გადაწვიტა მათმა შვილებმა 17 მაისის კონცერტზე იმღერონ და იცეკვონ. ისიც იმეორებს გოცირიძის სიცრუეს თითქოს ეს კონცერტი სიძულვილის ენა იყოს.“ | |
საზოგადოებრივი ორგანიზაციები
|
|
ალია, 6-12 მაისი სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: „ეს ე.წ.მომღერლები ეკლესიის წინააღმდეგ წავიდნენ მამათმავლების ბრძანებით !!! ისედაც უბადრუკი კარიერა, ყველაზე სამარცხვინო ფურცლით დაამთავრეს !!! მათ უარი უთხრეს ეკლესიას და პატრიარქს სამების ტაძარში სიმღერაზე, რადგან 17 მაისს მამათმავლების გვერდით დგანან !!! ეს არსებები ტაძარში არ უნდა შეუშვა !!! ეს არ არის ქართველი ქალის სახე,ქართველი ქალი გარყვნილების გვერდით არასოდეს დადგება !!! დეგრადაციის ნათელი მაგალითი !!! ქრისტიანობას შეწირული ქეთევან დედოფალიდან ამ მამათმავლურ-ლესბოსურ სიმახინჯემდე !!!” ალია, 6-12 მაისი დავით ნემსაძე, არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფი: „ქართველ ბავშვებს ლეგენდებში მხოლოდ დევები აშინებდნენ, ახლა ქართველ „კაცებს“ პედერასტებით უხეთქავენ გულს. თქვენი [ანსაბლი ‘შვიდკაცა] საქციელით იმ მამათმავლების მხარეს დადექით, რომლებმაც ქართული ჩოხით შემოსილებმა ერთურთს აკოცეს... ეშმაკი უფალს ვერც შვიდი სულგაიყიდულით მოუგებს ომს და საქართველო არასოდეს გახდება პედერასტების სამშობლო.“ მარშალპრესი, 15 მაისი, ნანა დევდარიანი, გლობალური კვლევების ცენტრი: "უამრავი ჰეტეროსექსუალი” ვიცი, რომლებიც ვერ შოულობენ სამსახურს, ან უპრობლემოდ ათავისუფლებენ, თუმცა მე არ მინახავს ჯერ არატრადიციული ორიენტაციის პირი, რომელიც ან სამსახურს ვერ შოულობს, ან ვინმემ დაითხოვოს ასე ადვილად”. საქართველო და მსოფლიო, 16 მაისი, ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: "ახლა მთავარი აქცენტი გადატანილია განათლების სისტემაში გასატარებელ “რეფორმებზე”, რომელიც ასევე უხმაუროდ ხორციელდება. საუბარია იმაზე, რომ სასწავლო პროგრამებში, როგორც უმაღლესებში, ისე სკოლებში, უნდა მოხდეს “ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებაზე” ორიენტირებული საგნების სწავლების გაძლიერება. სურთ, რომ სკოლებსა და სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლებად შეიყვანონ ლგბტ პირები, რომლებიც მცირეწლოვან ბავშვებს აღმზრდელობით გაკვეთილებს (საკუთარ მაგალითზე) ჩაუტარებენ. თუმცა ჩემთვის ეს ნამდვილად არ არის მოულოდნელობა. მეტსაც გეტყვით: იმ პირობებში, როცა ხელისუფლება პრაქტიკულად გავსებულია ლგბტ აქტივისტებით, უფრო ღია და თამამი ნაბიჯების მცდელობაც არ უნდა გაგვიკვირდეს". რუსთავი 2, კურიერი, 17 მაისი, გურამ ფალავანდიშვილი, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი: „არსებობს მსოფლიოში მამათმავლობის პროპაგანდის მცდელობა, მთელს მსოფლიოში და ამას სჭირდება წინააღმდეგობა. მთავრობა უძლურია, ამიტომ ეკლესიამ ეს გააკეთა. აი, ფაქტიურად ეკლესია ამით უპირისპირდება, აი, ღმერთი ეშმაკს უპირისპირდება. ამიტომ ეს [ოჯახის სიწმინდის დღეს] არის დაწესებული სწორედ მათ საწინააღმდეგოდ. რახან ჩვენ 2013 წელს მოვახერხეთ, რომ ვერ შეძლეს ჩატარება, ეს ჩვენ გვეზეიმება, რომ ჩაიშალა ლგბტ აქცია“. | |
საქართველო და მსოფლიო, 8 მაისი, გიორგი რაზმაძე, სასულიერო პირი: "მაგალითად, ნიკოლოზ რაჭველი, როგორც ჩანს, ის თვითონ არის ბუნებით შემწყნარებელი ცხოვრების ისეთი გაუკუღმართებული წესისადმი, როგორიცაა, ვთქვათ, მამათმავლობა. ამიტომაა მისთვის მიუღებელი საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ კონცერტზე გამოსვლა და ვფიქრობ, ამაში გასაკვირი არაფერია". | ინტერპრესნიუსი, 17 მაისი გაბრიელ ჩადუნელი, დეკანოზი სასულიერო პირი: „აქ შეკრების მიზანი არის, რომ ქართველი ერი წავა ყველა იმ ცოდვის წინააღმდეგ, რომელიც გადაშენებას, შთამომავლობის გარყვნას შეუწყობს ხელს. საქართველო არ არის ის ადგილი, სადაც სოდომისა და გომორის ცოდვას შეუწყობენ ხელს". | | | |
ობიექტივი, ახალი ამბები, 17 მაისი ზაქარია გოტიაშვილი, სასულიერო პირი: „ჩვენი ქვეყანა დღემდე მოვიდა ისეთი, როგორიც არის, რა თქმა უნდა ვისურვებდით უკეთესი იყოს, მაგრამ როგორიც არის მოიყვანა ტრადიციებმა, მოიყვანა ოჯახმა, მოიყვანა სიყვარულმა, ერთმანეთის დაფასებამ, გატანამ, სიწმინდემ მოიყვანა, და მოთმინებამ მოიყვანა პირველ რიგში, და არა რაღაცა გარყვნილებამ და არა რაღაცა ასე ვთქვათ ორიენტაცია არეული ადამიანების რაღაც ჭკუაზე არასოდეს არ ყოფილა ქვეყანა და ღმერთმა დაგვიფაროს.“ | |
რეზონანსი, 10 მაისი, ასავალ-დასავალი, 20 – 26 მაისი ლევან ვასაძე, ბიზნესმენი: „არ შეიძლება ნოტრ-დამის ხანძარი შემთხვევითობა იყოს. ჩემმა ფრანგმა მეგობარმა ფაბრიკ სოლანმა, მეღვინემ, რომელმაც პარიზში მამათმავლების აღლუმის წინააღმდეგ 2 მილიონი კაცი გამოიყვანა აქციაზე, გამაღვიძა და მითხრა - ლევან ძმაო, ეს ყველაზე მძიმე წუთებია ჩემს ცხოვრებაში. შევეცადე გამემხნევებინა - უფალი დაიფარავს საფრანგეთსთქო. არა, ღირსები ვართ, იმდენი ცოდვა გვაქვსო - მითხრა ჩემმა მეგობარმა. გული მომიკვდა ჩემი მეგობრის საცოდაობით. კიდევ რამდენჯერმე მომწერა იმ უძილო ღამეს, გამთენიისას კი მითხრა - უფლის გვირგვინი გადარჩაო” | |
| | | საქართველო და მსოფლიო, 16 მაისი, ლევან ჩაჩუა, ქართული იდეა: "ჩვენი მარიონეტი ხელისუფლება, ერთი მხრივ, კონსერვატორ საზოგადოებას იმადლიერებს; მეორე მხრივ, იღებს ანტიდისკრიმინაციულ კანონს და მსოფლიოს აჩვენებს, როგორი დიდი ნაბიჯი გადადგა “დემოკრატიისკენ”, ამით უსაფრთხოების გარანტიას იღებს ყველასგან, რათა სოდომიის პროპაგანდაში ხელი არ შეეშალოს… სიმართლე კი არის ის, რომ ნარკოტიკების ლეგალიზაციის, გადაგვარებული სექსუალური ურთიერთობების მომხრე ხელისუფლება უნდა ვამხილოთ". | | | | | იმედი, ქრონიკა, 17 მაისი კახა კუკავა, თავისუფალი საქართველო: „მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არი ყოველწლიურად, რაც უფრო მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას [17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღის მსვლელობაში], იმიტომ, რომ არის ძალიან დიდი წნეხი საქართველოზე, ზეწოლა, ბევრი მილიონი იხარჯება, ბევრი საერთაშორისო ინსტიტუტი ყველაფერს აკეთებს ჩვენი ტრადიციული ფასეულობების ნგრევისკენ და ერთადერთი წინააღმდეგობა ეს არის მასობრივი აქციები.“ | | | | |
ობიექტივი, ღამის სტუდია, 14 მაისი ნინო რატიშვილი, წამყვანი: „ვინმემ ისინი [ლგბტ თემის წარმომადგენლები] დაჩაგროს და ცეცხლი წაუკიდოს, მართლა ცოცხლად შევაკვდები, მაგრამ ის, რომ ვხედავ აი ამ სიძულვილს, ჰომოფობები ჩვენ ვართ, თუ ისინი არიან, მე უკვე აღარ ვიცი. საიდან მოდის, ორი წელი ხო იყო სიჩუმე, რა ხდება ეხლა, რა ფული წამოვიდა ამერიკიდან?“ საქართველო და მსოფლიო, 30 მაისი, ჯაბა ჟვანია, ჟურნალისტი: "17 მაისს სამარშოდ და სააღლუმოდ აკუნტრუშებულ სოროსის ქათმებს ქართველმა ხალხმა მამათმავლობის ზეიმი პირწმინდად ჩაუფლავა და უცხოეთიდან დაფინანსებულ კოლჰოტიან კაცებს რუსთაველზე კურტუმოების თამაშზე ფიქრიც კი დაავიწყა. ამას კოლექტიური გოგი გვახარიების გლოვა და კრიახ–განგაში უკვე მოჰყვა. მედია თუ სოციალური ქსელები “ლიბერალურმა ელიტამ” კიჟინით აიკლო და დახმარებისთვის უმალ “ცივილიზებულ მსოფლიოს” მიმართა: გვიშველეთ, ბნელი “გრუზინები” დემოკრატიას გვიკლავენო. “დემოკრატიულმა დასავლეთმაც” თავის შეშფოთება-აღშფოთებითა თუ კრიტიკული შეფასებებით ხელისუფლების თავზე წისქვილის ქვა დაატრიალა. დასკვნა დასკვნაზე გამოცხვა, რომ თურმე “მეოცნებეებს” დღემდე საკმარისად მკაცრი და ეფექტიანი ზომები არ მიუღიათ ქვეყანაში უმცირესობების უფლებების დასაცავად (რეალურად _ სქესობრივი უკუღმართობების პროპაგანდისთვის)". | |
საქართველო და მსოფლიო, 8 მაისი, გიორგი რაზმაძე, სასულიერო პირი: "თვით ლიბერალური ტერმინი ჰომოფობია თავისი შინაარსით გეუბნება, რომ შენ ამ არჩევანის უფლება არ გაქვს. შენ არ შეგიძლია, არ გიყვარდეს და არ მოგწონდეს, ანუ, არათუ არ უნდა შეავიწროვო და შეზღუდო, შევიწროებას დღეს ყველა ვემიჯნებით, მიუღებლადაც არ უნდა მიგაჩნდეს. აი ეს არის დღეს დასავლური “ტოლერანტობა” და შემწყნარებლობა “მრავალფეროვნებისადმი”, რაც რეალურად სხვა არაფერია, თუ არა ხელის ფათური ადამიანების ცნობიერებაში მათ გადასაგვარებლად. საბედნიეროდ, ამ ძალადობრივმა იდეოლოგიამ საკუთარი თავი და რეალური არსი უკვე ისე გააშიშვლა, რომ “დემოკრატიულ” დასავლეთშიც კი ადამიანებმა თვალნათლივ დაინახეს მისი ნამდვილი სახე". ასავალ-დასავალი, 13-19 მაისი გიორგი პავლოვი, დეკანოზი სასულიერო პირი: „მსოფლიოში იგივე სურათი იხატება, როგორიც იყო სოდომის და გომორის დასჯის წინა პერიოდში. დასავლეთში უკვე მყარად მოიკიდა ფეხი ლიბერასტულმა აზროვნებამ, ღვთისმბრძოლებმა იმდენს მიაღწიეს, რომ ისეთი ყოვლად შეუწყნარებელი ცოდვა, როგორიც მამათმავლობაა, ჩვეულებრივ მოვლენად, ანუ „ადამიანის უფლებად“ ითვლება. ხელისუფლება საზოგადეობას არა გარყვნილების მხილებისაკენ, არამედ, უზნეობის შემწყნარებლობისკენ მოუწოდებს.“ | |
საზოგადოებრივი ორგანიაზაციები
|
|
| | | საქართველო და მსოფლიო, 8 მაისი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი: "გააჩნია, რა დირექტივა ექნებათ დასავლეთიდან [17-23 ივნისს ლგბტ ფორუმთან დაკავშირებით]. სხვათა შორის, შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელმა ჯეფ რენომ დაახლოებით ერთი თვის წინათ გააკეთა კომენტარი მედიასთან, რომ ისინი ყურადღებით დააკვირდებიან პროცესებს. შემდეგ იყო განცხადება, რომ შესაძლოა, ამ დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლობაც ჩამოვიდეს… ეს ნიშნავს იმას, რომ ყურადღებასთან ერთად ჩართულია მონიტორინგის სიტემა, რომლითაც გაიზომება ხელისუფლების სანდოობა და ერთგულება ე.წ. დასავლური ლიბერალური ღირებულებებისადმი. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ უსიტყვოდ, ზედმიწევნით იქნება ყველა დირექტივა შესრულებული, ასე რომ, თუ იქნება დაპატიმრებების ბრძანება, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ამაზე უკან არ დაიხევს; ყოველ შემთხვევაში მისთვის ხელისშემშლელი გარემოება ნამდვილად არ იქნება ის, რომ მეორე მხარეს დგას საზოგადოების დიდი უმრავლესობა". | | | | | ასავალ-დასავალი, 13-19 მაისი სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: „მართალია, ლგბტ ორგანიზაციებმა უკან დაიხიეს და განაცხადეს, რომ 17 მაისს გეი-მსვლელობას აღარ მოაწყობენ, თუმცა, ჩვენ ნამდვილად და საბოლოოდ გამარჯვებას მაშინ ვიზეიმებთ, როცა გარყვნილების მქადაგებელი სოროსული ორგანიზაციები საქართველოში არსებობას საერთოდ შეწყვეტენ.“ | | | | |
გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია
|
|
იმედი, ქრონიკა, 20 მაისი, სააგენტო პირველი, 20 მაისი, ინტერპრესნიუსი, 20 მაისი, ნეტგაზეთი, 20 მაისი, მარშალპრესი, 20 მაისი, ირაკლი ღარიბაშვილი, ქართული ოცნება: "ჩემთვის ის ფაქტი, რომ ამ ადამიანმა [მიხეილ სააკაშვილმა] მისი ცოლი [სანდრა რულოვსი], მისი მეუღლე გამოუშვა ამ ბრძოლაში, მემგონი ამით ყველაფერი ნათქვამია. ეს ადამიანი ისე როგორც იქცეოდა რეალურად ომში 2008 წელს, როცა მან გამოაჩინა და მთელი ქვეყნის ასე ვთქვათ სირცხვილი აჩვენა მთელ მსოფლიოს როგორც მხდალმა ადამიანმა და მხდალმა პოლიტიკოსმა, მან იგივე გაიმეორა ამ შემთხვევაშიც. მე მინდა ერთი რჩევა მივცე ქალბატონ სანდრას, რომელიც იყო ჩვენი ასე ვთქვათ კანდიდატის ოპონენტი, დაისვენეთ და მე მას ვურჩევდი რომ მიხედოს თავის მეუღლეს, ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას". https://www.imedi.ge/ge/video/37932/natsionaluri-modzraobis-gegmebi#!?type=1&page=1 https://marshalpress.ge/archives/237153 | |
ნეტგაზეთი, 16 მაისი,რუსთავი 2, კურიერი, 17 მაისი, საქართველო და მსოფლიო, 22 მაისი, თაზო ფაცაცია, ქართული ოცნება: "თინა ბოკუჩავა ისეთი განათლებული ვარო, მიშამ [მიხეილ სააკაშვილმა] პირდაპირ პარლამენტში "დამამთვრებინა" ბოდიში გამათვებინა უნივერსიტეტიო." | |
რუსთავი 2, კურიერი, 17 მაისი, თაზო ფაცაცია, ქართული ოცნება: „ანი წითლიძე, განა ყველაფრის თქმა შეიძლება რაც ენაზე მოგადგება, გოგო ხარ თუ ალქაჯი ვერ გავიგე. ზონდერი ვარ, რომელზეც ჭკუა გეკეტება“. | |
მარშალპრესი, 11 მაისი, ბონდო მძნარაშვილი, ჟურნალისტი: "ზუგდიდელებო! ქალს სახლის გასაღებს არ ანდობენ და თქვენ მის მერად არჩევას აპირებთ?!” | ალია, 27 მაისი- 2 ივნისი ნანა სულავა, ჟურნალისტი: „მიშამ [სააკაშვილი] სანდრა [რულოვსი] პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე გაუშვა, აბა რომელი ოჯახის სიმტკიცე აქვს სანდრას და მიშას, მაგრამ სანდრას არ უნდა მიშას ცოლის სტატუსი დაკარგოს და აღარც პოლიტიკური სტატუსის დაკარგვა უნდა, ის წლებია ეგუება მისი ქმრისგან როგორც ქალის უარყოფას, მაგრამ სანდრა ადვილად ეგუებოდა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმისგან სხვების ცოლების დაქვრივებასაც...“ | | | |
რეზონანსი, 1 მაისი, გია ხუხაშვილი, ანალიტიკოსი: "ხელისუფლებას ერთადერთი რეკომენდაცია შემიძლია მივცე - დააკავონ და დააოკონ ეს ქალი [სალომე ზურაბიშვილი] და სახელმწიფო თემებში ასე ნებაზე ნუ მიუშვებენ. აგერ პასკის ცხობა სცოდნია, ერთ სასახლეშიც სამზარეულოა და მეორეშიც. აცხოს და იყოს, ჩვენ თავი დაგვანებოს". | |
ასავალ-დასავალი, 20 – 26 მაისი კობა არაბული, მწერალი: „მეგრელთა თემში, ძველ კოლხეთში, პირველ ქრისტიანეთა მხარეში, უდიდესი სირცხვილი იქნება, „წინამძღოლად“ სატანის [სააკაშვილის] თანამეცხედრე (მომღიმარი ეშმაკი) ავირჩიოთ. თქვენ, კოლხებს, როგორ შეგიძლიათ, ქალი, თანამეცხედრე კაცისა, რომელმაც სისხლის და სიკვდილის ტახტრევანები დაგვიდგა სახლებში, სისხლიანი ვენდეტები მოაწყო სვანეთში, კოდორში, სამაჩბლოში... ქალაქის ქუჩებში, უკან დააბრუნოთ. ვის წინააღმდეგ მოგვყავს ქალი - მოღიმარი ჯალათი! ვის წინააღმდეგ მოუხმობს ნაცებს, ტერორისტებს, ათასი ჯურის ავაზაკებს - „რუსთავი-2“ – „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ივანიშვილის წინააღმდეგ თუ სხვა რომელიმე „სისხლიანი შოუს“ მოსაწყობად საკუთრ მიცვალებულებზე!“ „საერთო გაზეთი“ | |
დისკრიმინაციული გამოხატვის მაგალითები სრულად იხილეთ ვებ-გვერდზე: www.notophobia.ge | |
| | | ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში. | | | | | მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად. | | | | |
|
|