MDF
# 19, 1-31 იანვარი, 2017

სიძულვილის ენა/ძალადობის წახალისება

სააგენტო პირველი, 8 იანვარი, მარშალპრესი, 8 იანვარი  დარეჯან ლიპარტელიანი, ჟურნალისტი: „ძალადობის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ეს კაცის არამსგავსი არსება, [ნიკა გვარამია] ყველა დღე საცემია, ცხვირპირი უნდა აახიო და თავ-პირი გაუერთიანო... რაც დათესა, იმ ბოროტებას იმკის ახლა, ნაგავი! მლანძღეთ ახლა "ნაცებმა" და მისმა მომხრეებმა რამდენიც გინდათ, ვინმეს პეპლები არ აუფრინოთ!“

საქართველო და მსოფლიო, 19 იანვარი
რეზო ამაშუკელი, პოეტი: "მე ქათმებზე კომენტარს არ ვაკეთებ. ის არის ულვაშებიანი ქათამი [რომან გოცირიძე], რომელიც შეუმდგარი ეკონომისტია და უნდათ, ის დანიშნონ, უნდათ მეორე [მეგი] გოცირიძე, დედა ღორს რომ ჰგავს... კისერი იტეხონ თავიდან ბოლომდე სულ ყველამ, ერთი ნაგვები არიან და თუ ხელისუფლება მაგათ ვერ მოუვლის, ხალხი მოუღებთ ბოლოს"

სააგენტო პირველი, 8 იანვარი
გიორგი ზერეკიძე, ყოფილი პოლიტპატიმარი: “გვარამია დღეში ორჯერ საცემია მარტო იმიტომ, რომ გვარამიაა და მერე კიდევ - რომ ნაგლობს!"

თუქოფობია/ისლამოფობია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 25 ინავარი
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „თურქეთი ჩვენი მეგობარია!“ ჯერ ეს ერთი ისტორიული მტერია და ეს არ იციან ისტორიული მეგობარიაო ამბობენ გაუთავებლად, მარა კაცო, ამ ისტორიულ მტერს, რომელიც ამათთვის მეგობარია, ვინმემ ამიხსნას მილიონ დოლარს ყოველ წელს რატო ვჩუქნით?! ეს გამაგებინოს ვინმემ.“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 16 იანვარი
გუბაზ სანიკიძე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა: „მუსლიმური თემების, სასულიერო პირები, სასულიერი განათლებას არ უნდა იღებდნენ ქვეყნის გარეთ. შიიტები მიდიან ირანში და ამ  ბოლო დროს დაიწყეს ერაყში... სუნიტები დადიან თურქეთში და საუდის არაბეთში დადიან... კავკასიური ისლამი არსებობს, რომელიც არ ვიცით ჩვენ რა არის. შეიძლება სანიმუშო აღმოჩნდეს ჩვენთვის, ხო  არაფერს ამას არ ვაქცევთ ყურადღებას.“

მაესტრო, ცეცხლის ხაზი, 22 იანვარი 

ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი: "თურქეთი არ არის, ჩემო კარგო, ოკუპანტი? არ არი? ანუ თქვენ ცნობთ, რომ ოშკი, ხახული, ბანა ეს თურქეთის, თურქული კულტურის ნაწილებია, ხო?"  [მიმართავს გია ჯაფარიძეს]

მარშალპრესი, 12 იანვარი
შალვა ხაჭაპურიძე, ადვოკატი: "ეს [ღამის კლუბები] ძირითადად თურქების ბიზნესია, თუმცა იქ შესვლის უფლება აქვთ თურქებს, არაბებს და მუსლიმანური სახელმწიფოების წარმომადგენლებს. იქ ისეთი სიტუაციაა, რომ მსგავსი რამ არსად მინახავს, უცხოეთშიც ვყოფილვარ, მაგრამ მსგავსი არსად არაფერი მინახავს. ერთ მხარეს განლაგებულები არიან ქართველი ქალები, მეორე მხარეს _ მუსლიმანური წარმოშობის მამაკაცები და მიდის პირდაპირი ვაჭრობა. ისეთი უბედურება ხდება როგორც შენობის შიგნით, ისე შენობის წინ, რომ, რა გითხრათ".

ასავალ-დასავალი, 23-29 იანვარი
სიმონ კილაძე, დიპლომატიის ისტორიის მკვლევარი: „მოკლედ, თურქეთი შესაფერის მომენტს ელოდებოდა, რომ შემოსულიყო საქართველოში და აჭარა და ჯავახეთი დაეკავებინა! როგორც კი ვერმახტი ჩრდილოეთიდან შემოვიდოდა საქართველოში, თურქებიც არ დაახანებდნენ და შემოიჭრებოდნენ ჩვენს ქვეყანაში! ასე, რომ ჰიტლერული გერმანია და თურქეთი გემრიელი ტორტივით გაინაწილებდნენ საქართველოს! თუმცა, ღვთის ნებით, ასე არ მოხდა!”

საქინფორმი, 16 იანვარი
არნო ხიდირბეგიშვილი, მთავარი რედაქტორი: „არცერთი ქართველი მამაკაცი არ მოითმენს იმას, რაც იქ [ღამის კლუბებში] ხდება! - ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს - ქვეყნის პრემიერმა [გიორგი კვირიკაშვილი], თურმე, მხოლოდ დღეს გაიგო ის, რაც მთელმა საქართველომ, დიდიან-პატარიანად, დიდი ხანია, იცის - რომ დედაქალაქის შუაგულში, "ვარდების მოედნის" ქვეშ ერთი დიდი ბორდელია, სადაც ქართველი მანდილოსნები, მათ შორის მცირეწლოვანები, არაბებს და თურქებს სექსუალურად აკმაყოფილებენ"… "თუმცა, გასაკვირი არაფერია მას შემდეგ, რაც ქართველები უკვე მერამდენე წელია, ერთ თავხედ თურქს და მის ბინძურ კომპანიას - „სითი პარკს“ (C.T.Park) ითმენენ, რომლებიც თბილისში ყველა ავტომფლობელს აუპატიურებენ".

ალია, 30 იანვარი - 5 თებერვალი
ნანა სულავა, ჟურნალისტი: „სარფს იქით, სადაც სამუშაოს მაძიებელი ქართველი ქალები საკუთარ სხეულებს ყიდიან, ბევრი მათგანი იმისთვის, რომ როგორმე საკუთარი არსებობა უზრუნველყოს. ზოგი იმასაც ახერხებს, რომ ახალი ქორწინების მოწმობები მიიღონ და სარწმუნოებაც კი გამოიცვალონ. 25 წელია, ამაზე თვალს ხუჭავს სამშობლო, სადაც ხელისუფალთ ეს არ ადარდებთ!.. ეს რომ ასეა, ამიტომ გათავხედდა სარფს იქითა სამყარო, რომელიც [მიხეილ] სააკაშვილის დროს ჯერ პლეხანოვზე შემოიჭრა და ახლა, მთელ ქალაქში აიარ-ჩაიარა და ახალი სექსწერტილები გახსნა, ხოლო სამართალდამცველები იმასაც კი არიდებენ თვალს, ამ სიბინძურემ თბილისურ კერძო სახლებშიც რომ გადაინაცვლა“.

რეზონანსი, 25 იანვარი
მარი ჩიტაია, ჟურნალისტი: "ხორცი მკვეთრად გაძვირდა, ქართულ პროდუქტს თურქები ეზიდებიან" [სათაური] ...თურქეთში საქონლის ხორცის ფასი გაზრდილია, რის გამოც ახლა ქართულ პირუტყვზე გადერთნენ...სამცხე-ჯავახეთში მდებარე სასაკლაოებში იმასაც ამბობენ, რომ ადგილობრივ სოფლებში ხალხს საქონელი აღარ შერჩა, რადგან თურქებს რეგიონიდან პირუტყვი მასობრივად გაჰყავთ".

ქსენოფობია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 25 ინავარი
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „ახლა ინდოელები ჩამოდიან... რატომ უნდა იყიდოს აქ ინდოელმა?! ახლა რას შვება ინდოელი, ყიდულობს მიწას, არაფერს არ აკეთებს, ქართველ კაცს აძლევს იჯარაში ამ მიწას. გესმის შენ?! მე ვცხოვრობ საქართველოში, ქართველი კაცი ვარ, ვიღებ ქართულ მიწას, იჯარით მაძლევს ინდოეთიდან ჩამოსული კაცი, რომელსაც რატომღაც მიყიდეს ეს მიწა და ის ამით ცხოვრობს. მეტი კი არაფერი, ჩემი შრომით ცხოვრობს, ჩემივე ქვეყანაში მე მაშრომებს მონასავით. რატო?!“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 31 იანვარი
გიგლა ბარამიძე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა: "...არის რამდენიმე რეგიონი საქართველოში, სადაც იყიდეს მიწები, იქ იყო, გაწერილი იყო ბიზნეს გეგმა, რომ სასოფლო-სამეურნეო პროფილის და იქ უნდა ყოფილიყო კრედიტები, დაფინანსება და შემოსავალი, სხვა არაფერი არ გაკეთებულა. შემორაგეს, ააშენეს რამდენიმე კოტეჯი და დედაწულიანად უცხო ქვეყნიდან ჩამოიყვანეს თავიანთი ნათესავები და ცხოვრობენ და იქ პოლიცია ვერც კი შედის, რო გაარკვიოს, რა ხდება იქ. თუ ასე გვინდა ჩვენ ჩვენი საუკუნების მანძილზე გამოტანილი მიწების დარიგება, ამის უფლებას ჩვენ ვერავის ვერ მივცემთ".

ობიექტივი, ღამის სტუდია, 26 იანვარი

ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „დედაქალაქში გაივლი და ნახავ, რომ ე.ი არაბული, ინგლისური, სხვადასხვა ჩინური წარწერები და სხვადასხვა ინდური წარწერებით არი ავსებული ჩვენი პროსპექტები, ჩვენი ქუჩები... და თუ არ იცი, რომ შენ საქართველოში ხარ, ვერ მიხვდები ამ წარწერებით, რომ შენ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფები“.

ობიექტივი, ღამის სტუდია, 24 იანვარი
გიორგი ახვლედიანი, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა: "...საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწებით ინტერესდებიან არა ევროპელი და ამერიკელი ფერმერები, რომელთაც შეუძლიათ თანამედროვე ახალი ტექნოლოგიების მოზიდვა საქართველოში და რაღაც განვითარების ელფერი შემოიტანონ ამ სიტუაციაში, არა. ჩვენი მიწებით ინტერესდებიან  ინდოელი ფერმერები ენჯაბელი ფერმერები, პაკისტანელი, მაროკოელი, ნიგერიელი, შესაბამისად, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, შემოვიდნენ საქართველოში, შემოყვეს მათ უზარმაზარი რაოდენობა უცხო ქვეყნის მუშახელი".

საქართველო და მსოფლიო, 26 იანვარი
სანდრო ბრეგაძე, მოძრაობა „ეროვნულები“: „საქართველოს მთავრობა!!! გაიღვიძეთ, სხვას ვერაფერს აკეთებთ და ეს მაინც გააკეთეთ. აიკრძალოს ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან წამოსული პირებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა, ბინადრობის უფლების მიცემა,ვინც უკვე საქართველოშია დასახლებული სასწრაფო წესით დაიწყოს მათი დეპორტირება.“

საქინფორმი, 16 იანვარი
არნო ხიდირბეგიშვილი, მთავარი რედაქტორი: "რამდენად ჰქვია პასუხისმგებლობა საქართველოში სირიელი ლტოლვილების მიღებას, როცა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილები უკვე ამდენი წელია, ძაღლურ პირობებში ცხოვრობენ? სირიელი ლტოლვილები საქართველოს მოქალაქეობას მიიღებენ და აქ სახლებს იყიდიან - აი, რატომ არ ცხოვრობს დღეს არცერთი მათგანი სამვარსკვლავიან თავშესაფრებში, რომლებიც მათთვის საგანგებოდ მოამზადა ზემოთ ხსენებულმა ლტოლვილთა საქმეების სამინისტრომ! როგორც იუსტიციის მინისტრმა დაადასტურა, უცხოელებისთვის საქართველოში არავითარი დაბრკოლება არ არსებობს, ევროპაში კი სირიელ ლტოლვილებს უკვე აღარ ღებულობენ".

საქართველო და მსოფლიო, 13 იანვარი


ჯაბა ჟვანია, ჟურნალისტი: "დღევანდელი ხელისუფლება და განსაკუთრებით საპარლამენტო უმრავლესობა, სოროსის გრანტნაწოვი იუდები არიან. ცხადია, მათთვის სახელმწიფო მხოლოდ საძოვარია და იმის შიშით, რომ საბალახო არ მოაკლდეთ, აუტკივარ თავს ნამდვილად არ აიტკივებენ. სულ მალე იმ ათასობით არაბს, ერაყელსა თუ აფრიკელს ქართულ პასპორტებს დაურიგებენ, მოქალაქეობას ლანგრით მიართმევენ და მიწებსაც უყოყმანოდ უფეშქაშებენ. ასე იზეიმებს “დემოკრატია” და მულტიკულტურიზმი საქართველოში"

საქართველო და მსოფლიო, 20 იანვარი
რედაქცია: „კომბლებით არიან გამოსაყრელი იქიდან ის უცხოელები, ქართველი კაცის დანახვა რომ არ უნდათ და ქალებს ეპატიჟებიან მხოლოდ. მაგრამ ამაზე პრემიერმა [გიორგი კვირიკაშვილი] მთავრობის სხდომაზე კი არ უნდა ილაპარაკოს და მერე ქართველობა ამტკიცოს, არამედ მშვიდად და წყნარად უნდა გასცეს დავალება და შესაბამისმა უწყებებმა შეასრულონ.“

საქართველო და მსოფლიო, 20 იანვარი
ვალერი ჩხეიძე, გენერალ-ლეიტენანტი: "პლეხანოვზე, სადაც ვცხოვრობ, ძალიან ბევრი უცხოელია...მათ ტურისტობის არაფერი ეტყობა: თურქებიც არიან, ირანელებიც, არაბებიც...დარწმუნებული ვარ, ტურისტების 50 პროცენტი უკანონო მიგრანტია. ჩემი პროფესია მიკარნახებს, რომ ისინი დღეს უკვე უქმნიან პრობლემებს ჩვენს ქვეყანას, ახლო მომავალში კი უფრო გაურთულებენ.“

რეზონანსი 10 იანვარი
პაატა კოღუაშვილი, პროფესორი:
"მიწის გატანა ღია ბაზარზე, სადაც დღეს არ არის არც ერთი კონკურენტუნარიანი საქართველოს მოქალაქე, პრაქტიკულად ნიშნავს ერთ თაობაში ქვეყნის მიწის მთელი ფონდის გადასვლას უცხოელების ხელში. საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქე დარჩება ბოგანოდ, რომელიც იძულებული იქნება იწანწალოს მთელ მსოფლიოში"...

ასავალ-დასავალი, 30 იანვარი - 5 თებერვალი
თამაზ ქვლივიძე, გამომგონებელი: „ავი ენები“ უკვე ამბობენ სოფელს ემუქრება არა მარტო სიღატაკე, არამედ ჩინელებითა და არაბებით გავსება, და ვისაც ეს სიტყვები არ აკანკალებს და ხმას არ ამოიღებს, პასუხისმგებლობაც მათ დაეკისრებათ შთამომავლობის წინაშე...“

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

საქართველო და მსოფლიო, 31 იანვარი
დავით მხეიძე, ავტორი: „გახსოვთ, ალბათ, როგორ მიიღო ყანდურთა უმრავლესობით დაკომპლექტებულმა წმინდა სინოდმა, მიუხედავად პატრიარქის საპირისპირო პოზიციისა, კანონი, რომლითაც საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია უფლებრივად არა მხოლოდ ტრადიციულ კონფესიებს (იუდაიზმი, კათოლიკები, ისლამი), არამედ სატანისტურ სექტებსაც (ბაპტისტები, იეღოვას მოწმეები და სხვ.) გაუთანაბრდა.“

ჰომოფობია

კავკასია, ბარიერი, 11 იანვარი
დიმიტრი ლორთქიფანიძე, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“:  "ვიყავი, ვარ და მომავალშიც დავრჩები იმ აზრზე, რომ გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით არსებული დისკრიმინაციის ფაქტი,  ამ კანონიდან როგორც ტერმინები უნდა იქნას ამოღებული, ვინაიდან ის იძლევა ძალიან მავნე ინტერპრეტაციის საშუალებას...  იმიტომ რომ არსებობს კიდე უფრო დიდი სიკეთე, რომელიც შეიძლება იქნეს დარღვეული ამ შემთხვევაში და დემოკრატია არ არის უმცირესობის დიქტატურა...
...იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც დღეს მორალზე, ზნეობაზე და ღირებულებებზე მელაპარაკება, ასი პროცენტით შემადგენლობის, საპარლამენტო უმრავლესობისა მხარი დაუჭირა იმ ანტიდისკრიმინაციულ კანონს, რომლის მავნე ზეგავლენის, ვითომცდა თვიდან აცილების მიზნით შემდგომში, ერთსქესიანი ქორწინების საკონსტიტუციო რეგულაციაზე დამიწყო საუბარი, მაშინ როცა ძირშივე ეს პრობლემა თავად შექმნა... ეს ყველაფერი არის ის საკითხები, რომლებიც საქართველოში ვერასოდეს ვერ მოიკიდებს ფეხს, ვერასოდეს..."

საქართველო და მსოფლიო, 20 იანვარი
ლევან ჩაჩუა, “ქართული იდეა”: "პირადი ცხოვრებაა შენი ოჯახი, საძინებელი, ბოდიში და, საპირფარეშო... რომელიღაც სასტუმროში რომ მამათმავლობ და დედათმავლობ, პირადი ცხოვრება კი არა, გარყვნილება და გათახსირებაა. თანაც, ასეთი ადამიანები პარლამენტში სხედან და გაიძახიან, ამის გამავრცელებლებმა პასუხი უნდა აგონო, იმას კი არ ამბობენ, რომ ამორალურ კაცს და ქალს სახელმწიფო სამსახურში არაფერი ესაქმება, რომ არ შეიძლება, ასეთმა ადამიანებმა მართონ ქვეყანა და მიიღონ კანონები, განსაზღვრონ პოლიტიკური პრიორიტეტები და იდეოლოგია. ვფიქრობ, ასეთი ადამიანები უნდა ამხილონ და საზოგადოებამ მათ უარი უნდა უთხრას..."

საქართველო და მსოფლიო, 26 იანვარი
ლევან ჩაჩუა, „ქართული იდეა“: „მე დარწმუნებული ვარ, როცა სათავეში მოვა ნორმალური ხელისუფლება, ამ გადაგვარებული ადამიანების [ლგბტ თემის წარმომდგენლების] ბოგინი დამთავრდება. ეს მოხდება საკანონდებლო დონეზე და მერწმუნეთ, აქ აუცილებლად იქნება მიღებული კანონი, რომელიც აკრძალავს ნებისმიერი გარყვნილების პროპაგანდას.“

საქართველო და მსოფლიო, 23 იანვარი
დავით ნოზაძე - დეკანოზი: "ამერიკაში რომც არ აკრძალონ „სექსუალური უმცირესობების“ აგიტაცია, საქართველოში ეს მაინც უნდა მოხდეს, აქ აუცილებლად უნდა აიკრძალოს ნებისმიერი სახის ქმედება, რომელიც ამ გაუკუღმართებული ცხოვრების წესს პროპაგანდას გაუწევს"

ასავალ-დასავალი, 30 იანვარი - 5 თებერვალი
გიორგი რაზმაძე, დეკანოზი: „საქართველო ისეთი ტრადიციების ქვეყანაა, სოდომიაზე ლაპარაკიც არ უნდა იყოს. შემირცხვენია ის დეპუტატები,  რომლებმაც თავის დროზე ხელი შეუწყვეს ამ პროპაგანდას, მხედველობაში მაქვს ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონი.“

საქართველო და მსოფლიო, 21 იანვარი, ასავალ-დასავალი, 30 იანვარი - 5 თებერვალი

დავით ისაკაძე - დეკანოზი: “ის, რაც ვიღაცისთვის ადამიანის უფლებებია, საზოგადოების საღად მოაზროვნე ნაწილისთვის ცოდვა და გარყვნილებაა… ვფიქრობ, აქ პირველ რიგში კანონმდებლობაა გადასახედი და რიგი ცვლილებები, რომელიც თავის დროზე პარლამენტმა მიიღო, საერთოდ უნდა გაუქმდეს მაგალითად, ანტიდისკრიმინაციული კანონი და ასევე გასაუქმებელია არსებული იუვენილური კანონმდებლობაც.... კიდევ ვიმეორებ, საქართველო არ მიიღებს მამათმავლობას და მსგავს გარყვნილებებს, საქართველო და ქართველი ხალხი ამას არ შეეგუება..."

ანტიდასავლური განწყობები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 25 ინავარი
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „ფსევდოლიბერალიზმი, რომელიც სინამდვილეში ლიბერალიზმი არ არის და რომელიც მარტო იმას ქადაგებდა, რომ სამშობლო არა, რწმენა არა, ეროვნება არა, სქესი თურმე არა, წინაპარი არა. იმედი გვაქ, რო ჩვენ ამის წინააღმდეგ ვიბრძოდით, იმიტო რო ჩვენ ვთვლით, რო ყველაფერი კი, სამშობლოც კი, რწმენაც კი, ეროვნებაც კი, ენაც კი, სქესიც კი, შენი წინაპრებიც კი, შენი ისტორიაც კი...“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 12 იანვარი
ლევან ჩაჩუა, „ქართული იდეა“: „შრომისუნარიანი და ინტელექტუალური პოტენციალი ქართველობის იცოდეთ, ღმერთმა დაგვიფაროს, როგორც კი ამ ვიზალიბერალიზაციაზე საბოლოო თანხმობა იქნება, იხუვლებს ეს ხალხი... როდესაც შენი ქვეყნის ინტელექტუალური და ჯანსაღი პოტენციალი ქვეყნიდან უნდა გაედინოს, ამ დროს ხელისუფლება ამზადებს კანონპროექტს, მიწების გასხვისებაზე უცხოელებზე და ჩვენთან კიდევ უფრო დამატებით გაჩნდება უცხოური დასახლებები..."

საქართველო და მსოფლიო, 13 იანვარი
იზა თამაზაშვილი, ავტორი: „ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, აღმოსავლეთიდან ახალი ლტოლვილების მიღების ვალდებულებაც დაიკისრეს და უცხოელებზე მიწების გაყიდვაც განაახლეს. გვინდა ასეთი ევროკავშირი, რომელიც უცხო ჯიშსა და ჯილაგს მოგვიმრავლებს საქართველოში და ქართველებს ქვეყანას დაატოვებინებს?“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 30 იანვარი
ნანა დევდარიანი, გლობალური კვლევის ცენტრი: „ჩვენ ალბათ უნდა ჩავწეროთ [კონსტიტუციაში], რომ ჩვენ ვართ ერთგული ქრისტიანულ-იუდეური კულტურისა და მემკვიდრეობის, მაშინ ჩვენ ვიქნებით მართლები. მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ ევროპამ დაკარგა ეს ქრისტიანულ-იუდეური საწყისები და მათი ხმამაღლა აღიარების უნარი. კონსტიტუციას იღებდნენ ევროპისას და იქ სიტყვა ქრისტიანული ამოაგდეს საერთოდ, იმ მოტივით, სხვათშორის მაშინ არ იყო მიგრაციული კრიზისი, რომ სხვას მიაყენებს ეს შეურაცხყოფას...“

გენდერული სტერეოტიპები / დისკრიმინაცია

კავკასია, სპექტრი, 23 იანვარი
ნინო ბურჯანაძე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა: "...რა ქართველი ქალების საქმეა ტრამპი რას ლაპარაკობს ქალებზე [ საუბრობს ქალთა მარშზე]?! რა მათი საქმეა გამაგებინეთ: ამერიკის პრეზიდენტი, ფილიპინების პრეზიდენტი, დიდი ბრიტანეთის პრეზიდენტი, თუ რუსეთის პრეზიდენტი, რას იტყვის თავისი საარჩევნო კამპანიის დროს..."

მარშალპრესი, 11 იანვარი
გივი სიხარულიძე, მსახიობი: "რა თქმა უნდა ჩემთვის საშინელება და მიუღებელია ქართველი ქალის გოგო იქნება ეს პატარა, დიდი იქნება თუ ვიღაც ამ საზიზღროებებში [ღამის კლუბებში] რომ დადიან და ეს ამორალური ესე იგი რაღაცეები ხდება ისეთი, ღამის კლუბები, სადაც საზიზღროება ხდება".

იმედი, იმედის დრო, 22 იანვარი
მოქალაქე: "გასალახი თუ არი, უნდა გაილახოს [ქალი]...რო არ უჯერებს მეუღლეს, მეუღლის წინ გარბის... ღირს დასჯა მაგის გულისთვის, როცა ქალს ვერ იმორჩილებ".

ასავალ-დასავალი, 30 იანვარი - 5 თებერვალი
ლევან ჯიბღაშვილი, მსახიობი: „ხუთჯერ დიდი ცოდვაა, ქალმა ოჯახი დაანგრიოს, ვიდრე ქორწინებამდე ჰქონდეს სექსი.“

დისკრიმინაციული გამოხატვის მაგალითები სრულად იხილეთ ვებ-გვერდზე: www.notophobia.ge

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

Media Development Foundation

http://notophobia.ge/

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube