MDF
#1, 1-31 იანვარი, 2019

რასიზმი

სასულიერო პირები

რეზონანსი, 16 იანვარი, მარშალპრესი, 18 იანვარი, საქინფორმი, 22 იანვარი, რეზონანსი, 22 იანვარი
სპირიდონი, ეპისკოპოსი: "ქამი ხარ, რაც ქამმა გააკეთა, იმას აკეთებ შენ. შენ თუ არ მოტრიალდები და არ შეინანებ, ზუსტად იგივე გახდები. ქამის შთამომავლობა გახდა ზანგები და ვინც შენ [პეტრე ცაავა] აგყვება, ისინი გაშავდებიან".
http://www.resonancedaily.com/mobile/index.php?id_rub=4&id_artc=63616

ქსენოფია

პოლიტიკოსები

ინტერპრესნიუსი, 30 იანვარი
ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო - ნინო ბურჯანაძე: „მე ვარ ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც აფხაზეთში სირიელი ლტოლვილების ჩასახლებაზე, გალის რაიონის ბლოკადაზე, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვაზე ვაკეთებ განცხადებებს და ხელისუფლებას არ ვაძლევ საშუალებას, ეს და ქვეყნისთვის სხვა მტკივნეული თემები მიაჩუმათოს,“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 27 იანვარი
ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი: „მილიონნახევარი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე არის ქვეყნიდან გასული და მათთვის ასეთი პირობები არცერთ ქვეყანაში შექმნილი არ არის...ეხლა რაც შეეხება ამ მილიონნახევარი ქართველი რომ გავიდა, აქ მათი ადგილი როგორ უნდა დაიკავონ აზიელებმა და აფრიკელებმა? აზიის და აფრიკის ღარიბი ქვეყნებიდან გადმოსახლებულმა მიგრანტებმა.“

საქართველო და მსოფლიო, 30 იანვარი,
ლევან ჩაჩუა, ქართული იდეა: "წარმოგიდგენიათ, [მარაკეშის ხელშეკრულების მიხედვით] ღირსეული სამუშაო ადგილი უნდა ჰქონდეთ მიგრანტებს, მაშინ, როდესაც სამუშაო ადგილების არარსებობის გამო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დიდი ნაწილი უცხოეთშია გადახვეწილი და მძიმე, უფრო ზუსტად, უმძიმეს პირობებში მუშაობენ, იქიდან გზავნიან ფულს და ოჯახებს ინახავენ. პოლიტიკა, რომ საქართველოდან ქართველი უცხოეთში გაიქცეს და აქ უცხოელები დასახლდნენ, ყოვლად დაუშვებელია და, როგორც არ უნდა გაიმართლოს თავი ხელისუფლებამ, ამას ერთი სახელი ჰქვია _ ღალატი. ერთადერთი რამ იმისთვის, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ, უარი თქვას ამ მოღალატეობრივ გეგმაზე _ არ ჩამოასახლოს გადამთიელები, არის საზოგადოების ერთობა". 

მედია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 28 იანვარი
ნინო რატიშვილი, წამყვანი: „არსებობს უამრავი კადრები როგორ ექცევიან, დაუშვათ იგივე მიგრანტები გერმანელებს, ფრანგებს, იტალიელებს და ა.შ. ხო? და იმათზე არაფერი არ იწერება ისეთი განრისხებულები არ არიან, სულ ცდილობენ რომ დამალონ, და ამ დროს საქართველოს მოქალაქეებზე აღრენილია მთელი ევროპა. ე.ი. ასე ვჭრით თავს საქართველოს „

ობიექტივი, ღამის სტუდია, 27 იანვარი
გიორგი კასრაძე, წამყვანი: „რამდენად გამართლებულია მსგავსი ტიპის დოკუმენტის იმპლემენტაცია, ხელმოწერა ხელისუფლების მხრიდან და ამისათვის ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფაც. საუბარია 15 მილიონ ლარზე, რომელიც წინასწარ უკვე ხელისუფლებამ მიგრანტთა დასაფინანსებლად გამოყო. მაშინ, როცა ქვეყანაში ძალიან ბევრი მოქალაქე შიმშილობის ზღვარზე იმყოფება და ძალიან ბევრ ბავშვს უჭირს...ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი იღებს გადაწყვეტილებას მიიღოს, დააპუროს და შესაბამისი მოქალაქეობის მქონე დოკუმენტთან გათანაბრებული საბუთები მისცეს მიგრანტებს.“

ალია, 28 იანვარი - 3 თებერვალი
ლევან ჯავახიშვილი, ჟურნალისტი: „გვეგონა ივანიშვილი უცხოეთიდან დაფინანსებულ ფსევდოლიბერალურ ძალებს მოთოკავდა, ეროვნულ ძალებს გზას გაუხსნიდა ხელისუფლებისაკენ, მაგრამ ამანაც სააკაშვილის გზა გააგრძელა - ლიბერასტები კიდევ უფრო მოაძლიერა... გვეგონა შეწყდებოდა უცხოტომელთა ჩამოსახლების პროცესი, მაგრამ აქაც შევცდით.“

ასავალ-დასავალი, 28 იანვარი - 3 თებერვალი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „სხვათაშორის, საქართველოს ძირძველი მიწების მისაკუთრებაზე ოცნებით, სომხებს არც აზერბაიჯანელი ნაციონალისტები ჩამოუვარდებიან! ისინი ავრცელებენ რუკებს, სადაც ქვემო ქართლი საქართველოსთვის ჩამოჭრილი აქვთ (იხ.სურათი №1) და იმასაც ამკვიდრებენ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანლებში, რომ ტერმინი „ქვემო ქართლი“ არასწორია, მას - „ბორჩალი“ ჰქვიაო! ესენი დმანისს ბასკაჩიდს ეძახიან, მარნეულს - სარვანს, გარდაბანს - ქარაიაზის, ბოლნისს - ქიორუკ კამარლის, წალკას - ბარმაქსიზს, თეთრიწყაროს - აღბულაღს და ასე შემდეგ (იხ. სურათი №2)!“

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

საქართველო და მსოფლიო, 30 იანვარი,
დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი: "ეს პაქტი [მარაკეშის] პოლიტიკურია, ნაწილი ასეულობით მილიონი მიგრანტისა, რომელიც დედამიწის გარშემო მოძრაობს, საქართველომ უნდა შეიფაროს, რადგან 164 ქვეყანასთან ერთად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მიგრანტთა ურდოები, რომლებიც საქართველოს მოადგებიან, უპრობლემად მიიღონ, თანაც უნდა უზრუნველყონ საბუთებით, ღირსეული სამუშაო ადგილებითა და ღირსეული საცხოვრებლით". 

ალია, 28 იანვარი - 3 თებერვალი
სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: „ინგრევა ეს ქვეყანა, ქართველი ერი გადაშენების პირასაა, ახალგაზრდობა გარბის, ხოლო აზიელი და აფრიკელი მიგრანტები მასობრივად სახლდებიან ჩვენს მიწაზე. სულ მალე ქართველები ეთნიკურ უმცირესობად ვიქცევით.“
სოციალური ქსელი

საზოგადოება

საქართველო და მსოფლიო, 31 იანვარი,
გურამ ქართველიშვილი, ისტორიკოსი: "მარტივ სტატისტიკას გეტყვით: ორი მილიონი მიგრანტი მიიღო თურქეთმა და ერთ წელიწადში 380 ათასი ბავშვი დაიბადა. ესენი არიან სოციალურად გაჭირვებული დევნილები. წარმოიდგინეთ, რა მოხდება საქართველოში, როდესაც მართლაც “მსხმოიარე” ეთნოსებს შემოიყვანენ. საქართველო არსებობას დაასრულებს, დევნილები, რომლებზეც საუბარია, აგრესიული ხალხია. ჩვენ ამას ყოველ წუთს ვხედავთ ევროპის მაგალითზე. დევნილები ჩვენს ქვეყანაში მოვლენ იმისთვის, რომ ჩვენ გაგვყარონ ამ ქვეყნიდან. ეს ნებისმერი დევნილის მიზანია, თანაც ისეთი ედემიდან, როგორიც ჩვენი ქვეყანაა". 

ობიექტივი, ახალი ამბები, 28 იანვარი
აქციის მონაწილე: „მოგწონთ ემიგრაცია რომ შემოვა მილიონობით საქართველოში და რო წალეკავს მთელ საქართველოს და ჩვენი ემიგრაცია კიდევ საქართველოს სიყვარულით მოწყურებული გადაშენებულები არიან უცხოეთში?“

თურქროფობია

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 24 იანვარი
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „ბატონი ტარიელ ნაკაიძის მიერ შექმნილი ენჯეო, რომელსაც ჰქვია „ქართველ მუსლიმთა კავშირი“  და რომელიც პირდაპირ, თვითონ ბატონი ტარიელი და კიდე იქ ვიღაც ჰყავს, რომლებიც სულ რაღაცა ცდილობენ, რომ მე გამომაცხადონ ისლამის მტრად და ყველა, ვინც ამას ცდილობს, ის თურქეთს ემსახურება რომ იცოდეთ იმიტომ, რომ ჩვენ სწორედ ქართველ მუსლიმებს ვიცავთ თურქებისგან და მე იმიტომ ვარ იმ საზოგადოების თავმჯდომარე „მუსლიმან და ქრისტიან ძმათა კავშირი საქართველოს ერთიანობისთვის“, რომ სწორედ თურქეთს აღვუდგე წინ“. 

ობიექტივი, ღამის სტუდია, 30 იანვარი,
გუბაზ სანიკიძე, დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო: „[უკრაინის ავტოკეფალიის] პრობლემის 99% პოლიტიკურია და 1% არის საეკლესიო საკითხი... კონსტანტინეპოლის პატრიარქზე, საპატრიარქოზე გავლენა რომ აქვს თურქეთის სპეცსამსახურებს ახლა ჩემო ძვირფასებო, ვინმეს ეჭვი ეპარება?.. სხვათა შორის ბერძენ სასულიერო პირებს ქუჩაში სასულიერო პირების ტანსაცმლით სიარულის უფლება არა აქვთ სტამბოლში ძვირფასო ქართველებო, ამიტომ, ნებელობაზე როცა არის ლაპარაკი, ნუ გამოიდებს ნურავინ თავს... ოსმალეთის უკან დგას დასავლეთი ხო და თურქეთის ბუნებრივია და ის, რაც მოხდა, იმის შემდეგ, რომ სირიიდან ამერიკელებს ჯარი გაყავთ, ეს ყველაფერი ერთია. თურქებს მისცეს ბონუსები დასავლეთიდან, ჩრდილოეთ სირიაც დაუთმეს და სამაგიეროდ ჩააგდეს აი ამ, მძიმე პოზიციურ ბრძოლაში“. 

მედია

საქინფორმი, 31 იანვარი,
რედაქცია: "საქინფორმი შეგახსენებთ, რომ თურქეთში ბათუმის აეროპორტს თურქეთის შიდა აეროპორტად განიხილავენ, აგრეთვე საქინფორმმა გამოაქვეყნა რუკები, რომლებზეც აჭარა თურქეთის შემადგენლობაშია შეყვანილი - მის საზღვრებში მდებარეობს. საქინფორმი ასევე შეგახსენებთ, რომ 2 წლის შემდეგ მთავრდება ყარსის ხელშეკრულების მოქმედების ვადა, რომლის მიხედვით აჭარა საქართველოს გადმოეცემა 100 წლით რუსეთის ფედერაციის გარანტიით. გამორიცხული არ არის, რომ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკების პროცესის შეჩერება გამოწვეული იყოს თურქეთის მხარის მოთხოვნით პირველ რიგში თურქული აეროპორტის გაფართოების თაობაზე (პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისის და ბათუმის აეროპორტები ხანგრძლივი - არანაკლებ 50 წლით ოპერირებისთვის გადაეცა თურქულ კომპანია TAV Georgia-ს).”

საქართველო და მსოფლიო, 24 იანვარი,
დავით მხეიძე, ავტორი: "რუსეთის იმპერია ერთადერთია ისტორიულად ცნობილ იმპერიებს შორის, სადაც დაპყრობილი ერები უფრო კარგად ცხოვრობდნენ, ვიდრე დამპყრობლები. საქართველოს მიმართ ხომ საერთოდ _ დიდი უსამართლობაა დამპყრობელი უწოდო ქვეყანას, რომელსაც, როგორც ერთმორწმუნეს, მრავალი წლის განმავლობაში შემწეობა–მფარველობას სთხოვდე. როდესაც მიიღე ერთიცა და მეორეც, ფიზიკურ განადგურებასა და ისლამის ოკეანეში ზნეობრივ გადაგვარებას გადაურჩი და მადლობის მაგივრად 200 წლის შემდეგ რუსეთს ისტორიულ მტერს უწოდებ, ხოლო მათ (ირან-ოსმალეთს), რომელთა მონობისგან ერთმორწმუნე რუსეთმა გიხსნა, ისტორიულ მეგობრად შერაცხავ, ეს, რბილად რომ ვთქვათ, ისტორიული უმადურობაა, რაც, ერთი მხრივ, დიდი ცოდვაა, ხოლო მეორე მხრივ, ქმედება, რომელიც ისჯება. და აკი ლამის სამი ათეული წელიწადია, ვისჯებით კიდეც სოხუმ-ცხინვალის დაკარგვის სახით, მაგრამ, თუ ასე გაგრძელდა, სოხუმ-ცხინვალის დაბრუნებას ვინღა დაეძებს, სხვა ტერიტორიებიც შეიძლება დავკარგოთ. საზღვარი იქით _ ქუთაისთან და აქეთ _ მარნეულთან თუ არ გაგვივლეს და, საერთოდ, არ მოგვსპეს, როგორც სახელმწიფო, მადლობა გვექნება სათქმელი!" 

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 24 იანვარი
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „წარმოიდგინეთ, რომ [მიხეილ] სააკაშვილი და [გიგა] ბოკერია ვითომ რა შუაშია მარა, პირდაპირი კავშირი აქვთ, პირდაპირი, აი, ეხლა რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას უჩივლა კათოლიკურმა ეკლესიამ მაგის უკან ვინ იდგა? [გიგა] ბოკერია. ადვოკატი, ადვოკატურ მომსახურებას უწევდა ბატონო კახა ბენდუქიძე უკვე გარდაცვლილია, მისი ინსტიტუტის იურიდიული სტრუქტურა და ამ უნივერსიტეტის რექტორი არი ბოკერიას პარტიის შემომწირველი და იქ კიდევ იყო 7 რაღაცა ვითომ ეკლესიები, 2 კაციანი ეკლესიები, სადაც ყველგან დადის ბატონი ბოკერია და ეზიარება იქ“. 

საქართველო და მსოფლიო, 24 იანვარი,
ლევან ჩაჩუა, ქართული იდეა: "უკრაინის ე.წ. საეკლესიო დამოუკიდებლობას მიესალმა და მხარი დაუჭირა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე სასულიერო პირმა, მედია საშუალება “ტაბულამ”, საქართველოს მუსლიმთა კავშირმა და ბაპტისტურმა ე.წ. ეკლესიამ, რომლის ცრუეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვილმა სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა და ამ ეკუმენისტურ ბაკქანალიაში ე.წ. უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის წარმომადგენელიც მონაწილეობდა. სასაცილო იყო ის, რომ სონღულაშვილმა “პარაკლისის” დროს მართლმადიდებელი იერარქის მიტრა დაიხურა თავზე და ისე ლოცულობდა. ჩვენს ქვეყანაში უკრაინის ე.წ. ავტოკეფალიის ყველაზე ანგაჟირებული მომხრეები მიშას სექტის _ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები არიან, ასევე ლიბერალური არასამთავრობო ორგანიზაციები და რამდენიმე მედიასაშუალება; ანუ, ის ჯოჯოხეთის ძალები, რომლებიც წლებია, ებრძვიან პატრიარქს, მართლმადიდებელ ეკლესიას, დასცინიან და აქილიკებენ სამღვდელოებას". 

სასულიერო პირები

საქართველო და მსოფლიო, 17 იანვარი,
გიორგი რაზმაძე, სასულიერო პირი: "როგორც კი გადასცა მსოფლიო პატრიარქმა უკრაინას ტომოსი და სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებმა, სასულიერო პირებმა დაიწყეს განცხადებების გავრცელება, საქართველოდანაც გამოხტნენ ვიღაც-ვიღაცები და მიულოცეს. მათ შორის იყო მალხაზ სონღულაშვილი, ბაპტისტების “მიტროპოლიტი”, კიდევ _ “მეუფე” რუსუდანი, აგრეთვე, უკრაინაში “ნაკურთხი” მღვდელი, უგულავას მეგობარი. განცხადებით გამოეხმაურა ამ ფაქტს საქართველოს მუსლიმანთა თემის წარმომადგენლობა. ეს არის ფაქტები იმისა, რომ ეს ეკუმენისტური სატანის მსახურები ერთად ებრძვიან დედაეკლესიას; ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ გონება და ანალიზის უნარი, უნდა გააცნობიერონ, რა ხდება." 

ასავალ-დასავალი, 21-27 იანვარი
დავით ისაკაძე, დეკანოზი:  „გაცილებით მძიმე შედეგები დგება, როცა მაღალი რანგის სასულიერო პირი კომპრომისზე მიდის კათოლიკური მწვალებლობის პირველ პირთან. ამის გამო განსაცდელი შეიძლება თავად ეკლესიას დაატყდეს. კათოლოცოზმი ხომ, ეკლესიური დოგმატებიდან უდიდესი გადახვევა და მწვალებლობაა. რუსეთის ეკლესიისთვის განსაცდელთა ციკლი მას შემდეგ დაიწყო, რაც 3 წლის წინათ კუბაში რუსეთის პატრიარქმა კირილემ და რომის პაპმა ფრანცისკემ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. მაშინ რუსეთის პატრიარქი თვალებში შესციცინებდა მწვალებელს.“

ჰომოფობია

პოლიტიკოსები

ასავალ-დასავალი, 14-20 იანვარი
გოგი წულაძე, თავისუფალი საქართველო: „ვისურვებდი, ყველა ჩემსავით ქალს აყოლებდეს თვალს და არა კაცის უკანალს!“
„თბილისელები“

ობიექტივი, ოქროს კვეთა, 19 იანვარი
ნინო ბურჯანაძე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა: “როდესაც ახალგაზრდებს ეუბნებიან, რომ იცი რა? შენ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია...თავისუფალი ხარ მარიხუანას მოწევა გინდა მოწიე, ერთსქესიანი ქორწინება გინდა კი ბატონო.“

მედია

ასავალ-დასავალი, 14-20 იანვარი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი:  ამ შობას ერთმა პედერასმა [ნიქო (ნიკო) გორგილაძე] ბევრი იფიქრა თუ ცოტა, „ლექსი“ დაწერა! დაწერა და გამოაქვეყნა კიდეც სოცქსელში! „ლექსი“, რა თქმა უნდა, მკრეხელური და მორწმინეთათვის შეურაცხმყოფელია! აკი, გითხარით, „პოეტი“ პედერასტია!... არა, რა თმა უნდა, ესენი ბუნებისგან დაჩაგრულები კი არაინ, მაგრამ დააკვირდით, როგორი სატანისტური სიშლეგით და სიძულვილით არიან განწყობილი ეს მეუკანალეები ხალხის, ეკლესიის, სიწმინდეებისა და ყოველივე ქართულის მიმართ!
და ესენი გვამუნათებენ ჩვენ „სიძულვილის ენით“ საუბრის გამო?! ესენი მოითხოვენ ჩვენგან, რომ მათ პატივი ვცეთ და მათი მეუკანალეობა ნორმად ვაღიაროთ?! ჭეშმარიტება ერთია: ესენი ყველანი სატანისტები არიან და ვერასოდეს მიაღწევენ, რომ საზოგადოების ჩვეულებრივ წევრებად მივიღოთ!... ჰოდა თუ მამუკა ხაზარაძეს დასცალდა და ფინანსური თაღლითობისთვის „ვირის აბანოში“ არ ჩააყუდეს, ამ პედერასტ ნიქოსაც მიანიჭებს „საბას“ პრემიას _ პატრიარქისა და წმინდანების „პეტურად“ შეურაცხყოფისათვის!“

ალია, 14-20 იანვარი
ნანა სულავა, ჟურნალისტი: „[ბიძინა] ივანიშვილთან [ეკა] ბესელიას ურთიერთობები ჯერ კიდევ 2014 წლის გაზაფხულზე დაეძაბა, როცა ივანიშვილმა შეკვეთა ზემოდან მიიღო, რომლის მიხედვითაც ფორსირებული ტემპით უნდა მიეღოთ „ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება“.
... მე, ჟურნალისტი, დისკრიმინაციის მოწინააღმდეგე ვარ, მაგრამ ასევე მოწინააღმდეგე ვარ, კანონის სახელით რომ შემოგვაპარონ გარყვნილება.“

ალია, 21-27 იანვარი
სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: „ნუ რა გახარებული არიან ტაბულა და ლიბერასტები-ქართული მარში გაჩერდაო!!! კი არ გაჩერდა, არამედ დროებით შეჩერდა!!! რატომ??? ლიბერასტების გამო კი არა, არამედ ჩვენი ზოგიერთი თანამოაზრის გამო… გაგახსენებთ-ზუსტად 1 წელში "ქართულმა მარშმა" ჩაატარა უდიდესი ეროვნული მსვლელობა აღმაშენებელზე, კონსტიტუციის დონეზე ავაკრძალინეთ ჯერ ერთნაირსქესიანთა ქორწინება… მორალურ ტერორში მოვაქციეთ სოროსის ფონდი, კონტრაქციით დავშალეთ ნარკობარიგების და ლგბტ აქტივისტების ოკუპაცია რუსთაველზე და ასეშემდეგ და ასე შემდეგ --- ახლა თქვენ მოგმართავთ ჩემო მეგობრებო-ხელახლა უნდა ამოქმედდეს მარში???“

საზოგადოება

ობიექტივი, ღამის სტუდია, 18 იანვარი
მანანა ნიკოლეიშვილი, განათლების სპეციალისტი: „სკოლებში ეროვნული მუხტით და ეროვნული ნიშნით და შემოქმედი მასწავლებლები, რომ გაყარეს [სააკაშვილის დროს] და მანიაკები რომ შემოიყვანეს და მერე მოსწავლეებთან რომ ამყარებდნენ... ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, რა არ შუქდებოდა?! სკოლის დირექტორებად დანიშნეს, ზოგი სასწავლო ნაწილი იყო, ზოგი მასწავლებელი  და რაღაცა სხვადასხვა სექსუალურ უმცირესობებს მიეკუთვნებოდნენ და ზოგს გოგო მოსწავლესთან ქონდა საქმე და ზოგს ბიჭთან და ზოგს რაღაცა აი, ასეთი მანიაკები შემოიყვანეს, ეს ხალხი არ უნდა გაეშვათ?“

კვირის პალიტრა, 21-27 იანვარი,
თემო გვალია, მსახიობი: „დღევანდელი თაობა ძალიან მიზანდასახულია, მაგრამ ზოგი რამ არ მომწონს. მაგალითად, ის, რომ კაცები ძალიან განაზდნენ. ამას წინათ ოციოდე წლის გოგო-ბიჭის საუბარს შევესწარი. თავდაპირველად ორივე გოგო მეგონა, ისე ნაზად საუბრობდნენ. ამაზე ცუდად ვხდები“

ანტიდასავლური

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 24 იანვარი
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „არ შეიძლება მართლმადიდებლობაში განხეთქილება მოხდეს იმიტომ, რომ უამრავი ხალხი განსაკუთრებით, ამერიკასა და ევროპაში თვლის,  რომ მართლმადიდებლობა არის დიდი უბედურება და ამიტომ, ის უნდა შესუსტდეს და საერთოდ, დააკვირდით, რომ მართლმადიდებლობა მიაჩნიათ უფრო რადიკალურად, რაც სრული ბოდვაა, ვიდრე ფუნდამენტალური ისლამი, მე არ ვგულისხმობ ზოგადად ისლამს… მართლმადიდებლობა, ისევე, როგორც ნამდვილი ისლამი, ისევე როგორც კათოლიციზმი, არი ჩვეულებრივად, მშვიდი რელიგია და ეს რელიგიები არ ითხოვენ არაფერ ფუნდამენტალიზმს , არ  ითხოვენ და ლგბტ სურვილებით არ შეიძლება იცვლებოდნენ ან ამა თუ იმ სპეცსამსახურების“. 

კავკასია, სპექტრი, 8 იანვარი
დავით ჭიჭინაძე, დამოუკიდებელი დეპუტატი: „არა ვართ ჩვენ ეს უმცირესობის მომხრე საზოგადოება. ჩვენ ვართ ტრადიციული საზოგადოება... მართლმადიდებლურ ეკლესიას, რადგანაც აქ ამხელა ნდობა და მასზე ყველა შეტევა ამ ქვეყანაში ისჯება და დასჯადია, საზოგადოებრივი თვალსაზრისით ვიძახი, არ შეიძლება ევროპაშიც არის რაღაცა, ბევრი რამე ისეთი, რაც მიუღებელია, იმიტომ რომ უმცირესობის ინტერესების დომინირება უნდათ უმრავლესობის ინტერესებზე, ეს გადმოგვაქვს პირველ რიგში... ხო შეიძლება, რომ არ დაუშავოთ ერთმანეთს.“

მედია

ასავალ-დასავალი, 14-20 იანვარი
გიორგი გაგური, ჟურნალისტი: „ანუ, თუ ყველაფერი „ევროპულად“ წავიდა და ვასილ მაღლაფერიძის საზმაუმაც „ივარგა“, 2019 წელს „ევროვიზიის“ კონკურსზე საქართველოს ტრანსგენდერი ანასტასია წარადგენს! წარმოიდგინეთ, რამხელა ნაბიჯი იქნება წინ, ევროპისკენ!
მოლედ, თუ ჩვენ „ნამეტნავად ევროპელები“ გავხდებით, გერმანიის მსგავსად, „მესამე სექსსაც“ დაგვიკანონებენ, შვედებივით, ტრანსგენდერთა „ქალობაში“ ეჭვის შეტანისთვის ციხეშიც ჩაგვსვამენ და ლუქემბურგივით, კაცზე დაქორწინებული პედერასტიც გვეყოლება მთავრობის მეთაურად! ევროპა გინდებლარიენ?! პაჟალუსტა!“

საქართველო და მსოფლიო, 17 იანვარი,
ბესო ბარბაქაძე, ჟურნალისტი: "ფაქტია: საქართველო ექსპერიმენტების პოლიგონად იქცა, ევროპა თუ ამერიკა კი ყურადღებით აკვირდება, რა მოხდება ჩვენთან ამა თუ იმ ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ. აგერ ჰომოსექსუალებისა და ოჯახის თემა გააქტიურდა, იქეთ ვირუსი მძვინვარებს და ხალხის რეაქციებზე დაკვირვება გამადიდებელი შუშით მიმდინარეობს. ამ ყველაფრის შემდეგ დაინტერესებულ სახელმწიფოებს ზუსტად ეცოდინებათ, ეპიდემიისას როგორ იქცევა საქართველოს მოსახლეობა, როგორ იქცევა მაშინ, როცა ტრადიციულ ღირებულებებს ეხებიან; შემდეგ ეტაპზე კი უფრო დახვეწენ, უკეთ შეფუთავენ, რათა მძაფრი რეაქციები შეამცირონ, უკეთესად შემოგვაპარონ ის, რაც რეალურად არ გვინდა; იმის იმედად არიან, რომ, ადრე თუ გვიან, ბრძოლით დავიღლებით, მაგრამ ბრძოლაში დაღლილი საქართველო ჯერ არავის უნახავს და… 

სასულიერო პირები

რუსთავი 2, კურიერი, 18 იანვარი, მარშალპრესი, 18 იანვარი, რეზონანსი, 18 იანვარი ალია, 21-27 იანვარია, ობიექტივი, ოქროს კვეთა, 19 იანვარი
სპირიდონ აბულაძე, სხალთელი მთავარეპისკოპოსი: „[მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიმართავს] „უგუნური ხარ, ჭკუა დაკარგული გაქვს. ვისი რუპორი ხარ - ვისაც უნდა, რომ საქართველოს ეკლესიაში შფოთი ატეხოს. ვინ არის ეს? - კარგად ვიცი, ვინც არის - ვინც ტრანსგენდერობასა და, ბოდიში და, პიდარასტობას, ჰომოსექსუალობას მთელ მსოფლიოში აკანონებს და ახლა მიიღეს ის კანონები, რომ თუ ტრანსგენდერებზე ცუდ რამეს იტყვი, ციხეში გაგიშვებთო. ახლა დაბადების მოწმობაში აღარ უწერენ არც ქალს, არც კაცს - რომ გაიზრდება, თვითონ გაარკვევს, ქალია თუ კაციო. იმათ უნდათ, რომ ეკლესიაში შფოთი იყოს, ისინი სწამებენ ეკლესიას ცილს და შენც მათი რუპორი ხარ. გეუბნები, ჩემო ძამიკო, შენ უნდა გიტარონ ცოცხალთათვის პანაშვიდი“.

გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია

საზოგადოება

კვირის პალიტრა, 31 დეკემბერი - 7 იანვარი,
ამირან ბუჩუკური, რესპონდენტი: „პარლამენტი გამოუვსიათ უკაცური კაცებისნაირი ქალებით. ქალს ქალობა უნდა ემჩნეოდეს. მკითხავი თორღვას გასარჩევი კი არ უნდა იყოს, ქალია თუ კაცი. ხმას რო ამაიღებს, ანდე, ეგეც გაუზრდელია. კაცს ეჭიმება [ირმა ინაშვილი], გამოდი გარეთო. ანდე მაგას მთიული ქალი არ იზამს. თან ამბობენ, მთიული ქალიაო და უფრო ამან გამაბრაზა. ჩვენებური რომ იყოს, შავარცხვენდი, არ დავმალავდი“.  

დისკრიმინაციული გამოხატვის მაგალითები სრულად იხილეთ ვებ-გვერდზე: www.notophobia.ge

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

Media Development Foundation

http://notophobia.ge/

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube