MDF
# 2, 1-28 თებერვალი, 2018

თურქოფობია

რუსთავი 2, კურიერი, 20 თებერვალი
ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „რატომ მარტო რუსეთი, თურქეთი არ არის საფრთხე? ირანი არ არის საფრთხე? საქართველოს ტერიტორიების 33% თურქეთს აქვს ოკუპირებული. თურქეთი აჭარის რეგიონში ახორციელებს უკიდურესად სახიფათო პოლიტიკას. ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ. ოკუპანტი თურქეთიც არის და რუსეთიც არის“. 

ასავალ-დასავალი, 5-11 თებერვალი
ბონდო მძინარაშვილი, მედიაკავშირი „ობიექტივი“: „ჩვენ ვართ უმძიმესი გამოწვევის წინაშე და თურქეთი თურქული სერიალებით, ბორდელებით და ათასგვარი უბედურებით საქართველოს კულტურულ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ექსპანსიას ცდილობს. ხალხი, პარტიები და ქართული სპესამსახურები ამ ექსპანსიის წინააღმდეგ უნდა გავერთიანდეთ, თორემ ჩვენი ინერტულობა სანანებელი გაგვიხდება. თურქული ოკუპაცია კარს მოგვადგა და გამოვფხიზლდეთ!“... „არ მესმის, რატომ არ სურს ხელისუფლებას გააგებინოს ქართველ ხალხს სიმართლე და რატომ არ უწესებს „ბასიანის“ მსგავს კლუბებს მკაცრ კონტროლს? ჩვენი წმინდა მეფის დავით აღმაშენბლის პროსპექტს თურქები სტამბოლის ქუჩას უწოდებენ, ხოლო მოედანს - სტამბოლის მოედანს! ამაზე მეტი უბედურება რაღა უნდა მოხდეს? იმის გამო, რომ ქართული სპეცსამსახურები ამერიკის სპეცსამსახურებს ემორჩილებიან, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება საქართველოს დაცვა უცხოელების შემოტევისგან. ანალოგიური სიტუაციაა „რესპუბლიკის მოედნის“ ქვეშ, სადაც ასევე ღამის კლუბია. ჩემი აზრი და დასკვნა ასეთია - „ბასიანი“ და მისი მსგავსი კლუბები უცხო ქვეყნის სპესამსახურებსა და საქართველოს მორალურ გახრწნას ემსახურება!“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 26 თებერვალი
ნინო რატიშვილი, წამყვანი: „აჭარა ძალიან დიდი და სერიოზული დარტყმის ქვეშ დგას... ქართული აჭარა მახსოვს და არა თურქული აჭარა და დღეს თურქულია აჭარა... აჭარა იყო აბსოლუტურად ქართული [ასლან აბაშიძის დროს], დღეს აჭარა რომ ქართული აღარ არის ეს, ხომ თქვენც იცით, მეც ვიცი და ყველამ იცის.“

სიძულვილის ენა

საქართველო და მსოფლიო, 8 თებერვალი,
გიორგი რაზმაძე, სასულიერო პირი: „ეშმაკის მოციქულია ე.წ. მეუფე [რუსუდან] გოცირიძე, ესენი ღვთის გმობის პროპაგანდას ეწევიან, [მიხეილ] სააკაშვილს ვგულისხმობ და ქათამ [ნიკა] გვარამიას. მათთვის წმინდა წერილი არის, სააკაშვილის ცოცხი. ესენი ცისფერი კომისრების ჩანერგილები არიან, რომლებიც საქართველოში წყალს ამღვრევენ...ვისაც სურს, რომ გოცირიძეს უყუროს და უსმინოს, ესენი არიან მუჭა ნეხვში ამოსული სოკოები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ დააკნინონ ეკლესია. ჩვენ, ჩვენს სათქმელს, ეკლესიაში ვამბობთ. მეუფე რუსუდანს კი მხოლოდ, სააკაშვილის სახარება აქვს წაკითხული, ინკვიზიცია, რომ იყოს ენას ამოაძრობდნენ“. 

რასიზმი

საქართველო და მსოფლიო, 3 თებერვალი
რედაქცია - ფეისბუქ გვერდი “შავი მზე”: “თბილისის საქალაქო სასამართლომ, რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდების საქმეზე ორ ჩვენს თანამებრძოლს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა... ბიჭები დაიჭირეს იმისთვის, რომ მათ ხელი გაარტყეს ორ ზანგს, რომელტაგან ერთ-ერთი “ეგზოტიკური” გემოვნების მქონე ქართველ გოგონას “ეხუტებოდა” შუა რუსთაველის გამზირზე. შელაპარაკების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ბიჭებს ეჭვი შეეპარათ გოგონას სრულწლოვნებაში. არასამთავრობო ორგანიზაციები, “ენჯეოშნიკები” დაჟინებით ითხოვდნენ ბიჭების სამაგალითო დასჯას რასიზმისთვის და მათ მიაღწიეს კიდეც მიზანს”. 

ისლამოფობია

საქართველო და მსოფლიო, 1 თებერვალი
იზა თამაზაშვილი, ავტორი: “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა თარხან–მოურავმა “ობიექტივის” ეთერში განაცხადა: ჩვენ უნდა ვაღიაროთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად და ჩვენი პარტნიორი უნდა იყოს ამერიკა და ისრაელიო. საზოგადოებას ეყო გონიერება და მხარი არ დაუჭირა ამ პარტიას. ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო ამერიკასთან უკეთეს პარტნიორობაზე მეოცნებე პატრიოტი, მუსლიმურ სამყაროს მტრად გადაგვკიდებდა, რადგან მუსლიმებმა ტერაქტების მოწყობა დააანონსეს იმ ქვეყნებში, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამერიკის რეზოლუციას". 

ისლამოფობია/მიგრანტები

ასავალ-დასავალი, 19 – 25 თებერვალი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „ცნობილი ფრანგი მწერალი, პროფესორი, საერთაშორისო პოლიტიკის აღიარებული სპეციალისტი, არაერთი წიგნის ავტორი ალექსანდრ დე ვალი კი პრდაპირ აცხადებს: სოროსს და მის აარასამთავრობოებს სურთ, მოშალონ ევროპის ეროვნული სახელმწიფოები და მათი ქრისტიანული საფუძვლები! დიახ, ვალი ღიად ამბობს: არცერთი არაბი მიგრანტი ყატარმა და საუდის არაბეთმა არ მიიღო, რადგან ამ მიგრაციის ტალღის მთვარი მიზანი ქრისტიანული ევროპის განადგურებაა!

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

საქართველო და მსოფლიო, 16 თებერვალი
გიორგი რაზმაძე, სასულიერო პირი:
"ამ [რუსუდან] გოცირიძესთან “ზიარებაზე” დადის გიგა ბოკერია, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის მტერია, და სოზარ სუბარი. ისე, ეს სუბარი _ მინისტრი, ქართველ კაცი, რომელსაც ამხელა პასუხისმგებლობა აკისრია და ამხელა თანამდებობა აქვს, “ეპისკოპოს” რუსუდანთან როგორ “ეზიარება”?! ან რომელ ქრისტიანობაზე ლაპარაკობს [გიორგი] კვირიკაშვილი, როცა გვერდით უზის სექტანტი მინისტრი?!" 

ასავალ-დასავალი, 12-18 თებერვალი
დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: „დიახ, საქართველოს საპატრიარქო აბრიალებული კელაპტრებით ლოცავდა საქართველოს დამაქცევარ ჯალათებს! ამიტომ იმძლავრეს იეღოველებმა, ამიტომაც გახდა რუსუდან გოცირიძე „ეპისკოპოსი“ და ამიტომაც დურთეს მამათმავლებმა და ბანდიტებმა ეკლესიაში თავი!“

ქსენოფობია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 18 თებერვალი
ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი: „აჭარა კი არა აგერ პლეხანოვზე გადით რაც ხდება და აგერ ხელის გულზე დევს ეს ყველაფერი. გაბრძანდით საგურამოში სადაც არაბული, ჩინური, ინდური სოფლები შენდება. იგივე კახეთში. სოფლები შენდება... 240 არაბული ოჯახი 10 წელიწადში იქნება 24 ათასი და კიდევ ერთი 10 წელიწადში 250 ათასი.“

საქართველო და მსოფლიო, 16 თებერვალი
გიორგი რაზმაძე, სასულიერო პირი: "უცხოელებს უფლებას აძლევენ, მიწა იყიდონ. არაბებს, თურქებს და, კაცმა არ იცის, კიდევ ვის, ქართულ პასპორტებს ურიგებენ სადაცაა ერთსქესიანთა ქორწინებაზე დაიწყენებ საუბარს...  ვინმე იტყვის, რომ ამ ყველაფრისთვის მზად ვართ ან ოდესმე ვიქნებით?!" 

იმედი, პირისპირ, 20 თებერვალი,
ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: "ჩვენ გვეუბნებიან, რომ დაახლოებით 35 000-მა ქართველმა დატოვა საქართველო და გავიდა. ნუ ციფრებზე არ ვიკამათოთ, იმიტო რო ზოგი 30 000-ს ამბობს, ორჯერ მეტი ერაყელი შემოვიდა, სირიელი შემოვიდა, ორჯერ მეტი შემოვიდა აზიის ქვეყნებიდან, იმ ქვეყნებიდან, სადაც მაღალია ტერორიზმის საფრთხე. შემდეგ, ქართველმა კაცმა ვერ გაიხარა კახეთშიც, სადაც ირანელები არიან დომინანტები და არა ქართველი, რომელსაც ასევე შეუძლია ბიზნესიც განავითაროს, მიწაც დაამუშაოს და წარმოებაც შექმნას, ამიტომ ტოვებს, ეს პირდაპირ კავშირშია ვიზალიბერალიზაციასთან და მთელ ამ პროცესებთან, ამიტომ მიდის ჩვენი ხალხი საქართველოდან".

ალია, 26 თებერვალი, 4 მარტი
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: „გინდა ჰომოფობად ჩამთვალეთ, გინდ აზიატად მაგრამ ძალზედ არ მომწონს და მაღიზიანებს როცა ახალგაზრდა ქართველ გოგოებს ირანელი, არაბი და სხვა გადამთიელი მამაკაცების გვერდით რომ ვხედავ. ზოგიერთი ფსევდოლიბერალი ცინიკურად რომ კითხულობს აბა სად გვარმევენ ქართველობასო? ვუპასუხებ აი სწორედ ასეთ შემთხვევებში ვკარგავთ ქართველებს. ქართველი ახალგაზრდა გოგოს და ირანელი თუ არაბის მამაკაცის დაოჯახების შემდეგ, ეს გოგოც დაკარგულია და მისი შვილიც საქართველოსთვის.“
სოციალური ქსელი

ქსენოფობია/მიგრანტები

საქართველო და მსოფლიო, 9 თებერვალი,
სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: "ჩვენი საზოგადოება დაუცველია და უცხოელი მიგრანტების საფარქვეშ კრიმინალები შემოდიან, რომლებიც ქვეყანას საშიშროებას უქმნიან. „სახალხო პატრულის“ ძირითადი ფუნქცია უცხოელების მიერ კანონდარღვევის გამოვლენა და სამართალდამცველებისთვის გადაცემა იქნება. აქ ძირითადად საუბარია აფრიკელ მიგრანტებზე რომლებიც უკონტროლოდ შემოდიან საქართველოს ტერიტორიაზე და არალეგალურად არიან საქარეთველოს ტერიტორიაზე. ისინი კრიმინალურ  საქმიანობას ეწევიან, ისეთს როგორიც არის ნარკოვაჭრობა, ტრეფიკინგი პროსტიტუცია. ჩვენს პატრულს ექნება დემონსტრაციული ფუნქცია ეს იქნება პრევენციის ფუნქცია".

ასავალ-დასავალი, 5-11 თებერვალი
გიორგი გიგაური, ჟურნალიტი: „თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან [რასობრივი დისკრიმინაციისთვის 4 წელი მისაჯა საქ. მოქალაქეს] ზუსტად მეორე დღეს, 1 თებერვალს, გერმანიაში ქალთა ორგანიზაციამ გამოამზეურა საპროტესტო ვიდეომიმართვა, რომელშიც 120 ქალბატონი გმობს მათ მიმართ მიგრანტების მიერ ჩადენილ სექსუალურ ძალადობას! მაინცდამაინც, აქაც მასობრივად უნდა გაგავაუპატიურონ ქალები, ამ სამარცხვინო ხელისუფლებამ კოჭი რომ აღარ უგოროს ამ მიგრანტებს?! მიმიფურთხებია ასეთი ხელისუფლებისთვის, საქართველო მასობრივად ჩამოსახლებულ უცხოტომელთ სათარეშოდ რომ გადააქცია!
მიმიფურთხებია ასეთი „ორმაგი სტანდარტებისთვის“, როდესაც ქართველების თვალში ბეწვს ხედავენ, უცხოტომელებისაში კი დირესაც ვერ ამჩნევენ!
ეს ქართული კი არა საქართველოში ჩამოთესლებული გადამთიელების ოცნებაა!“

საქართველო და მსოფლიო, 2 თებერვალი  
დავით მხეიძე, ავტორი: "ისედაც კატასტროფულ დემოგრაფიულ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ემიგრაციის შეუქცევადი პროცესი და პირიქით, უცხოტომელთა უკონტროლო მიგრაცია საქართველოში, რაც, ყველაზე “ოპტიმისტური” პროგნოზით, სულ რაღაც, 20-30 წელიწადში კატასტროფით დასრულდება _ ქართველები საქართველოში ეროვნულ უმცირესობაში აღმოვჩნდებით". 

ჰომოფობია

ასავალ-დასავალი, 12-18 თებერვალი, ალია, 5-11 თებერვალი
ჯონდი ბაღთურია, ქართული დასი: „დღეს საქართველოში ყველაფერი მოსულა! მოსულა რომ კაცმა გამოაცხადოს ქალი ვარო, მერე ისიც მოსულა, რომ ქალივით გადაიცვას, მაკიაჟი გაიკეთოს და ღამით, ქუჩში ახალგაზრდა კაცს, შესაძლოა მთვრალს, ან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მინიჭებული უფლებით „დაბოლილს“ თავისი თავი შესთვაზოს, როგორც ქალმა! აი, ასეთებს, ღმერთისა და ბუნების წინააღმდეგ ამბოხებულებს დღეს საქართველოში პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს ხელისუფლებაც, კანონიც და „უფლებადამცველთა“ მთელი არმია, რომელთა სახელია „ლეგიონ“.“
„ალია“

ასავალ-დასავალი, 19 – 25 თებერვალი
დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: „საბერძნეთისა და იტალიის ძველისძველი ქალაქების აბანოებისა და საროსკოპოების კედლებს დღემდე შემოუნახავს გაუკუღმართებული სექსუალური ცხოვრების ამსახველი ნახატები თუ მოზაიკები. პედერასტიზმი ძველ საბერძნეთში ყვაოდა და სახელმწიფო პოლიტიკის რანგში იყო აყვანილი მაშინ, როცა საქართველოში, სანამ ეს მიწამისაყრელები გაჩნდებოდნენ, არც მიწის ქვეშ და არც მიწის ზევით კაცის კაცთან თუ ქალის ქალთან სექსუალური თანაცხოვრების დამადასტურებელი რაიმე არტეფაქტი არავის არასოდეს არსად მოუკვლევია!“

საქართველო და მსოფლიო, 13 თებერვალი
გიორგი გელაშვილი, ჟურნალისტი: "მეუფე იაკობი [იაკობაშვილი] ახლა იმ ენაზე საუბრობს, რომელიც მისი მრევლისთვის უცხოა. ქორეპისკოპოსი, რომელიც რამდენიმე თვის წინათ საკმაოდ მკაცრ ქადაგებებს ისმენდა სულიერი მოძღვრისგან და რომელიც ადრე პედერასტების წინააღმდეგ ილაშქრებდა, ახლა ლამის მათი უფლებების დამცველად გვევლინება". 

საქართველო და მსოფლიო, 16 თებერვალი
გიორგი რაზმაძე, სასულიერო პირი: "თქვენ ნახეთ, რა მოხდება 17 მაისს, როცა მამათმავლები ქუჩაში გამოვლენ და აღლუმის ჩატარებას მოინდომებენ...ხელისუფლებას დავალებული აქვს, რადაც უნდა დაუჯდეს, მამათმავლებს ორგიები ჩაატარებინოს. აი, მერე ნახეთ დაჭერები და ეკლესიასთან ბრძოლა. დარწმუნებული ვარ, ესენი ყველა ღონეს იხმარენ, რათა დავალება პირნათლად შეასრულონ და დასავლელი პატრონები უკმაყოფილო არ დატოვონ". 

ანტიდასავლური განწყობები

კავკასია, ბარიერი, 21 თებერვალი
გიორგი ახვლედიანი, დემოკრატიული მოძრაობა: „ის რომ დასავლეთთან მიმართებაში საზოგადოებაში გარკვეული პროტესტი იზრდება, კითხვის ნიშნები ჩნდება და გარკვეული, მათი მხრიდან მოწოდებული ნარატივები, ხდება მიუღებელი, მოდით პირდაპირ ვთქვათ რა გულწრფელად, გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ რომ ამაში დამნაშავე ვერანაირად ვერ იქნება ერთი ან ორი არასამთვრობო ორგანზაცია [პრორუსული ორგანიზაციები], რომელიც ეხლა თქვენ ჩამოთვალეთ და თუნდაც ერთი-ორი საააგენტო, რომელიც საქართველოში არსებობს და რომელსაც მთელი, ასე ვთქვათ, უბედურებები ბრალდება… როდესაც 2012 წლიდან ამერიკის სახელმწფო დეპარტამენტმა მილიარდების მიმართება განახორციელა და დონორმა ორგანიზაციამ, ეს ფული, აკუმულირება მოახდინა მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, მაგალითდ ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების თვალსაზრისით და ასე ვთქვათ აი ამ ელჯიბიტი თემის უფლებების დაცვა გააქტიურა და ჩვენი ყოველდღიური სალაპარაკო თემა გახადა, აი, ერთ-ერთ მაგალითს ვამბობ ხო, აი ეს ხდება ასეთ შემთხვევაში ერთერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ საზოგადოება ამას არ იღებს და ამას ყველაფერს მერე დემოკრატიას აბრალებს, ამას ყველაფერს უყურებს როგორც ძალიან წარუმატებელ პროცესს  და სულაც აღარ თვლის ამერიკიას მერე მეგობრად და ა.შ. ეს არის პრობლემა... მაგრამ საკუთრ კუდს ხო არ მოიჭრის, არა?!.“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 1 თებერვალი,
გიორგი ლომია, პატრიოტთა ალიანსი: „ჩვენ აღმოვჩნდით ზეწოლის ქვეშ, ოღონდ ვინ ახდენს ამ ზეწოლას და რაში სჭირდება საერთოდ ვინმეს, რომ დღეს საქართველო ამ გზაზე დადგეს და იაროს ამ გზით, რომ ჩვენ ლიბერალიზაციაზე შევთანხმდეთ. ნუ გასაგებია, ჩვენ უკვე ერთი კანონი მივიღეთ, გადავაბიჯეთ ესე ვთქვათ, საკუთარ, საკუთარ მეზე უარი ვთქვით და ის ადათ-წესები, ის ტრადიციები უკან გავწიეთ და მივიღეთ დისკრიმინაციის შესახებ კანონი...რომელიც საერთოდ არ იყო საჭირო, იმიტომ, რომ კონსტიტუციაში რაც არის ჩადებული, ის იცავს ნებისმიერ მოქალაქეს ყველაფრისგან საერთოდ. დაცულია ჩვენი მოქალაქე, რა საჭირო იყო ცალკე კანონი?! მაგრამ დღეს ვიღაცა თავს გვახვევს ლეგალიზაციას თავი დავანებოთ, ლეგალიზაცია მალე იქნება, რა თქმა უნდა ეს არის შემოგდებული თემა“. 

საქართველო და მსოფლიო, 2 თებერვალი
დავით მხეიძე, ავტორი: "როგორც ცნობილია, ქართული ჯარი ნატოს სტანდარტების მიხედვით იწვრთნება და, აქედან გამომდინარე, კითხვა ხელისუფლებას: როდიდან აპირებთ ნატოს უახლესი, პედერასტული სტანდარტის დამკვიდრებას ქართულ ჯარში?" 

საქართველო და მსოფლიო, 9 თებერვალი,
დავით მხეიძე, ავტორი: "რუსეთის პარლამენტმა რამდენიმე წლის წინათ მიიღო კანონი და 99 წლით აკრძალა არასრულწლოვანებში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა, რაც გამორიცხავს გეიაღლუმების ჩატარებასა და ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების რეგისტრაციას. ეს კანონი რომ კანონობს ამას წინათაც დამტკიცდა: რუსეთის ფედერაციის ორმა მამრმა მოქალაქემ კოპენჰაგენში გააფორმა ჰომოსექსუალური ქორწინება. ამის შემდეგ მოსკოვში შესაბამისმა სახელმწიფო უწყებამ მათ პასპორტებში ოჯახური მდგომარეობის გვერდზე ქორწინების ოფიციალურად დამადასტურებელი ბეჭდები ჩაურტყა. ამის გამო იმ უწყების ხელმძღვანელობა კინწისკვრით გაყარეს სამსახურიდან “ველურმა რუსებმა”… ასეთი რამ ჩვენში რომ მოხდეს, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება? ჩვენი “პრადვინუტი” ასოები და, საზოგადოდ, ლიბერასტები საზეიმო დახვედრას მოუწყობდნენ ახალდაქორწინებულ ჯემალას და შალიკოს, ხოლო პრეზიდენტი მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში მიიღებდა ბედნიერ წყვილს ისე, როგორც მისმა კოლეგა ბარაკ ობამამ უმასპინძლა თეთრ სახლში კონჩიტა მარტინესს. ფუი, ეშმაკს, არ აგვიხდეს!.." 

საქართველო და მსოფლიო, 9 თებერვალი,
ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: "ის ევროპული თუ ამერიკული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რაღაც კოლეჯები და მსგავსი სასწავლებლები, რომლებშიც აქედან წასული ჩვენი სტუდენტები განათლებას იღებენ, ხოლო იქიდან დაბრუნებულები მაშინვე მინისტრებად ინიშნებიან, პირდაპირ ემსახურება ერთ მიზანს _ თანამედროვე გლობალისტურ–ნეოლიბერალური იდეოლოგიის მიღმა მდგომ ძალებს ჩვენისთანა მცირერიცხოვან ქვეყნებში მოუმზადოს თავისი პოლიტიკური ელექტორატი. აქედან იწყება ყველაფერი. აი, იმ “სასწავლებლებში” ნასწავლი ახალგაზრდები არიან, მერე რომ გაიძახიან: კაცის კაცზე და ქალის ქალზე ქორწინება ნორმალურიაო, ნარკომანია ადამიანის არჩევანია და ამის გამო არავინ უნდა დაისაჯოსო… სამწუხაროდ, საქართველომ დაკარგა ახალგაზრდობა, თაობა მოწამლეს იმ სიბინძურით, რომელსაც, მათი მახინჯი გაგებით, ადამიანის თავისუფლება ჰქვია". 

ობიექტივი, ღამის სტუდია, 25 თებერვალი
დავით მხეიძე, პუბლიცისტი: „რას ქვია, რუსეთი რომ არ იყოს მართლმადიდებლობა არ იქნებოდა, ეხლა რაც ბრძოლაც მიდის მიდის პირდაპირ მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, რა უქნეს სერბეთს, ბულგარეთს, ერთი საქართველო დარჩა ამ პატარა ქვეყნებიდან რომელსაც ვერაფერი ვერ მოუხერხეს, გეიპარადი ვერ ჩაატარებინეს რა, ბოლო-ბოლო.“ [გულისხმობს დასავლეთს მაგრამ არ აკონკრეტებს]

გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია

საქართველო და მსოფლიო, 16 თებერვალი
ბაკურ სვანიძე, ჟურნალისტი: "ყველა გზა რომში მიდისო, ნათქვამია და იქნებ მართლაც დროა, მავანი ძალიან “პრადვინუტებისთვის”, ზედმეტად “გადაგენდერებულებისთვის”, ტვინგახურებული “ფემინისტკებისთვის” მართლაც აღვადგინოთ რომაული ლუპერკალიები და სულ შიშველ უკანალებზე ვურტყათ სისხლიანი მათრახები? ეჭვი მაქვს, იქნებ ესიამოვნოთ კიდეც"

გენდერული სტერეოტიპები

კავკასია, სპექტრი, 9 თებერვალი,
ლევან ლორთქიფანიძე, აუდიტორია 115: „კიდევ რა იყო ამაზრზენი, ეს რექტორი [თსუ-ს რექტორი - გია შერვაშიძე] ამხელა კაცია ხო წესით, ამხელა კაცია, დადის და აი, რა ვთქვა აი, ორღობის დედაკაცივით, აი, ორღობის გაგდებული იმისავით, ბოგანო მამაკაცივით, სტუდენტებს რაღაცას ჩასისინებს ყურში - „შენ უნივერსიტეტიდან გაგდებული არა ხარ?“, „შენ ის საგანი არ შეგეტენაა?“ 

ნეტგაზეთი, 14 თებერვალი
არჩილ მამულაძე, პატრიოტთა ალიანსი: „საერთოდ, ოჯახის უფროსი კაცი უნდა იყოს. შესაძლოა, ორივემ გამოთქვას აზრი. არ არსებობს ორგანიზაცია, სადაც ერთ ადამიანს პირველი სიტყვა არ მიეცეს. ეს ტრადიცია არის ოჯახში და სხვაგანაც. შეიძლება ქალი იყოს მოთავე და მამაკაცი შემსრულებელი, ასეც შეიძლება. მაგრამ უმჯობესია პირველი სიტყვა მამაკაცმა თქვას“.

რეზონანსი, 10 თებერვალი,
სოსო ცისკარიშვილი, პოლიტოლოგი: "რაც შეეხება დანაშაულს სკოლებში, ამის გახშირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი სკოლებში მამაკაცი პედაგოგების სიმცირეა".

დისკრიმინაციული გამოხატვის მაგალითები სრულად იხილეთ ვებ-გვერდზე: www.notophobia.ge

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

Media Development Foundation

http://notophobia.ge/

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube