25 მაისი - 4 ივნისი, 2021 |
|
|
|
|
მიმდინარე გამოცემის თემები
- Facebook-ის საფრთხეების ანგარიში - გავლენის ოპერაციები 2017-2020 წლებში და საქართველო
- ბჟანიამ აფხაზური „საგარეო პოლიტიკის კონცეფციიდან“ „თბილისთან მრავალდონიანი დიალოგის“ ნაწილი ამოიღო
- ანტიოქიის პატრიარქმა დამასკოში აფხაზ ლიდერს უმასპინძლა
- აფხაზეთში ხაბიბ ნურმაგომედოვის ვიზიტი გაუქმდა
- ქართველი მაგნატი პოლიტიკაში მოდის, პრო-კრემლისტური მედია და ქართული ულტრამემარჯვენები კი მას ონლაინ არეკლამებენ
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება ბელარუსში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით
|
|
|
|
|
|
პოლიტიკის უახლესი მოვლენები |
|
|
|
Facebook-ის საფრთხეების ანგარიში - გავლენის ოპერაციები 2017-2020 წლებში და საქართველო
|
|
|
|
სოციალური მედიის გიგანტმა - Facebook-მა მის პლატფორმაზე 2017-2020 წლებში განხორციელებულ გავლენის ოპერაციებთან (IO) დაკავშირებით ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელმაც საქართველოში არსებული დეზინფორმაციული ეკოსისტემის მასშტაბი და კომპლექსურობა კიდევ ერთხელ აჩვენა.
ანგარიშის მიხედვით, Facebook-მა 2017-2020 წლებში 150-ზე მეტი CIB (კოორდინირებული არაავთენტური ქცევა) ქსელი გამოააშკარავა. Facebook-მა CIB ქსელების კატეგორიზაცია წარმოშობის ქვეყნების და სამიზნე აუდიტორიების მიხედვით მოახდინა. როგორც მოსალოდნელი იყო, წარმოშობის ქვეყნების მიხედვით CIB ქსელების რეიტინგში პირველ ადგილს რუსეთი იკავებს (27 ქსელით), რომელსაც ირანი მოჰყვება (23 ქსელი).
Facebook-მა ასევე გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სია, რომლებიც გავლენის ოპერაციების ძირითად სამიზნეებს წარმოადგენდნენ. გავლენის ოპერაციების სამიზნე ქვეყნების რეიტინგში საქართველო, რომელიც სხვა „კონკურენტებთან” შედარებით გაცილებით პატარა ქვეყანაა, მე-5 ადგილს იკავებს.
2019 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, Facebook-მა საქართველოში ათასობით ანგარიში და რამდენიმე არაავთეტური ქსელი წაშალა, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ როგორც მთავრობასა და ოპოზიციასთან, ასევე რუსეთთან აფილირებულ ჯგუფებთან (ამ თემაზე იხილეთ: 1, 2, 3, 4)
|
|
|
|
ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები |
|
|
|
ბჟანიამ აფხაზური „საგარეო პოლიტიკის კონცეფციიდან“ „თბილისთან მრავალდონიანი დიალოგის“ ნაწილი ამოიღო
|
|
|
|
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ, ხელი მოაწერა ბრძანებას „საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე. ბრძანების თანახმად, თბილისთან მრავალდონიანი დიალოგის შესახებ სექცია, რომელიც 30 წლის განმავლობაში უპრეცედენტო იყო და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გარდა დამატებითი ფორმატის ჩამოყალიბებას ისახავდა მიზნად, ამოღებული იქნება. მართალია, რადიკალური ოპოზიციური პარტია „არუაა“ ამ ჩანაწერის ამოღებას დაჟინებით მოითხოვდა, ექსპერტები გადაწყვეტილების უკან მოსკოვს ხედავენ და აღნიშნულ მოვლენას აფასებენ, როგორც „ძალიან სამწუხაროს“ და „უკან გადადგმულ ნაბიჯს“, რომელიც პირველ რიგში აფხაზეთში მცხოვრებთა ინტერესებს ეწინააღმდეგება.
|
|
|
|
ანტიოქიის პატრიარქმა დამასკოში აფხაზ ლიდერს უმასპინძლა
|
|
|
|
სირიაში ვიზიტის დროს და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან შეხვედრის შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ანტიოქიის პატრიარქმა, იოანე მეათემ უმასპინძლა. მეტიც, ანტიოქიის საპატრიარქომ (ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიებიდან ერთ-ერთი) ბჟანია „აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად“ მოიხსენია. ასადის რეჟიმი აფხაზეთის ე.წ. „დამოუკიდებლობას“ აღიარებს, თუმცა მართმადიდებლური ეკლესია, ანტიოქიის საპატრიარქოს ჩათვლით, აფხაზეთს საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის კანონიკური ტერიტორიად მიიჩნევს. საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელმა შეხვედრა „ნეგატიურ მოვლენად“ შეაფასა და განაცხადა, რომ პირველ რიგში ანტიოქიის საპატრიარქოსთან კომუნიკაცია იყო საჭირო. ამავდროულად, ქართველმა სასულიერო პირებმა და თეოლოგებმა ანტიოქიის პატრიარქს ღია წერილით მიმართეს და ღრმა შეშფოთება გამოხატეს.
|
|
|
|
აფხაზეთში ხაბიბ ნურმაგომედოვის ვიზიტი გაუქმდა
|
|
|
|
UFC-ის რუსი სუპერვარსკვლავი ხაბიბ ნურმაგომედოვი 1 ივნისს აფხაზეთში ვიზიტს გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ ის არ შედგა. ვიზიტის გაუქმებაში საქართველო და აშშ დაადანაშაულეს. კონკრეტულად, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იყო სანქციების მუქარა - ამერიკული ვიზის გაუქმება, UFC-ში სპორტულ აქტივობებში შეზღუდვები და აშშ-ში კონტრაქტების გაუქმება. პასუხად, აფხაზეთში რადიკალურმა ოპოზიციურმა პარტია „არუაა“-მ ვიზიტის გაუქმებას „საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ანტიაფხაზური ქმედება უწოდა“ და დე ფაქტო მთავრობისგან საპასუხო ზომების მიღება მოითხოვა, მაგალითად როგორიცაა ენგურზე მიმოსვლის მაქსიმალური შეზღუდვა. მათ ასევე განაცხადეს, რომ რუსეთი აფხაზური ეთნოსისა და „სახელმწიფოს“ გადარჩენის ერთადერთი გარანტორია.
|
|
|
|
საქართველოს გუშაგის მიმოხილვა - მაისი |
|
|
|
დეზინფორმაციის მონიტორინგი |
|
|
|
ულტრამემარჯვენე და კრემლისტური ჯგუფების გზავნილები დმანისის მოვლენებზე. 17 მაისს ქვემო ქართლის რეგიონში, ქალაქ დმანისში, საქართველოს მოქალაქეებს - ეთნიკურად ქართველებსა და ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას შორის დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ამასთან დაკავშირებით ულტრამემარჯვენე და კრემლისტურმა ჯგუფებმა სოციალურ ქსელში ქსენოფობიური გზავნილები გაააქტიურეს და დაპირისპირება ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიერ დადგმულ პროვოკაციად შეაფასეს. „მითების დეტექტორმა” 14 ფეისბუქ გვერდი, 3 ჯგუფი, და 10 ყალბი ანგარიში გამოავლინა, რომლებიც, ერთი მხრივ, ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეების, მეორე მხრივ, კი ჟურნალისტების დისკრედიტაციას ეწეოდნენ. სიძულვილის ჯგუფები ისეთ იდენტურ ნარატივებს ავრცელებდნენ, როგორიცაა „ქვემო ქართლში კონფლიქტის გამწვავებისას აზერბაიჯანის მოკავშირე თურქეთი გახდება, ჩვენ კი მარტო აღმოვჩნდებით”, “საქართველოში ეთნიკურად აზერბაიჯანელებს ლოიალურად ეპყრობიან”, „შუღლის გაღვივებას ხელი „ლიბერალურმა ტელევიზიებმა” შეუწყვეს” და სხვა. სტატია სრულად იხილეთ აქ.
|
|
|
|
დეზინფორმაცია, თითქოს ათეისტებს აშშ-ის არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალებათ. პრო-რუსულმა გამოცემა „საქინფორმმა” გამოაქვეყნა სტატია სათაურით“ „ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე რელიგიური წარმოდგენების გავლენა.” სტატიის თანახმად, აშშ ათეისტების დისკრიმინაციას ახდენს და კონსტიტუცია მათ 7 შტატის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს. სტატიის ავტორი ევრაზიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძეა. ევრაზიული ინსტიტუტის ვებ-გვერდმა politforumi.com-მა და ჟურნალმა „სამი საუნჯე” ზემოხსენებული სტატია 2012 წელს გამოაქვეყნეს. რაც შეეხება თავად მტკიცებას, ის მცდარია და მიუხედავად იმისა, რომ არკანზასის, მისისიპის, ჩრდილოეთ კაროლინის, სამხრეთ კაროლინის, ტენესისა და ტეხასის კონსტიტუციებში არსებული ჩანაწერი საჯარო მოხელეებისგან ღმერთის რწმენას მოითხოვს, 1961 წელს აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც აშშ-ს კონსტიტუციის მეექვსე მუხლი ფედერალური მთავრობის გარდა შტატებზეც გავრცელდა. შესაბამისად, საჯარო მოხელეებს არ მოეთხოვებათ, რომ მორწმუნეები იყვნენ.
|
|
|
|
ფრანგი პოლიტიკოსის გაყალბებული ციტატა პანდემიის შესახებ. რუსულენოვანი ვიდეო, რომელიც ფეისბუქზე ვირუსულად გავრცელდა, ამტკიცებდა, რომ გლობალური პანდემია მოსახლეობის შესამცირებლად ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში დაიგეგმა. ვიდეოში მტკიცებულებად წარმოდგენილი იყო ფრანგი პოლიტიკოსის ჟაკ ატალის სავარაუდო ციტატა მისივე წიგნიდან „Verbatim”. ციტატის მიხედვით, მომავალში დეპოპულაციის საკითხი დადგება და ხანდაზმული ადამიანები, რომლებიც ეკონომიკურად ღირებულს არაფერს ქმნიან, ხელოვნურად, პანდემიის საშუალებით განადგურდებიან. ციტატა სრულად ფაბრიკაცია აღმოჩნდა, ხოლო მისი მოდიფიცირებული ვერსია რუსულ რელიგიურ ვებსაიტზე „ПРАВОСЛАВНЫЙ АПОЛОГЕТ” 2020 წელს იძებნება. რეალურად, ატალი თავის ბლოგში აღმოსავლეთ აზიაში მომხდარი SARS-ის ვირუსის ეპიდემიის მაგალითზე მომავალი ჰიპოთეტური პანდემიის თავიდან აცილების საშუალებებზე მსჯელობს.
|
|
|
|
გამოაშკარავება და საჯარო კრიტიკა |
|
|
|
ქართველი მაგნატი პოლიტიკაში მოდის, პრო-კრემლისტური მედია და ქართული ულტრამემარჯვენები კი მას ონლაინ არეკლამებენ
|
|
|
|
კრემლის მომხრე მედიასაშუალებებმა და ქართულმა მემარჯვენე ჯგუფმა „ალტ – ინფომ“ აქტიურად დაიწყეს ლევან ვასაძის, პრორუსული ბიზნესმენის და ანტი-ლგბტ აქტივისტის პოპულარიზაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ქართულ პოლიტიკაში. ეს აქტორები კონსერვატიული ღირებულებების ქვეშ ნიღბავენ ვასაძის ძალადობრივ ანტი-ლგბტ აქტივობას. საქართველოს ადგილობრივ არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე, 2021 წლის 6 მაისს ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ აარსებს ახალ პოლიტიკურ პარტიას - "ერთიანობა, რაობა იმედი". აღნიშნული არჩევნები განსაკუთრებით შედეგიანი იქნება ქვეყნის პოლიტიკური მომავლისთვის, რადგან თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება, ვერ მოიპოვებს 43%-იან მხარდაჭერას, დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ ვასაძის განცხადებიდან მალევე, კრემლის მომხრე მედიასაშუალებებმა დაიწყეს ქართველი ბიზნესმენის პოპულარიზაცია. ისინი აღწერენ ვასაძეს, როგორც "ანტილიბერალი მართლმადიდებელი ქრისტიანი და აბორტის მოწინააღმდეგე“, რომელიც საქართველოს დასავლური გავლენისგან იცავს და პირველ ადგილზე ოჯახურ ღირებულებებს აყენებს „სხვა პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებით“. აღნიშნულ მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული სტატიების მიხედვით, არ უნდა შედგეს ”დიალოგი ლიბერალურ დასავლეთთან, რომელმაც თავის ქრისტიანულ საფუძვლებს უღალატა“ და საქართველო და რუსეთი უნდა გაერთიანდნენ დასავლური გავლენის წინააღმდეგ. ვასაძესთან ინტერვიუ ასევე აქტიურად ზიარდება ნაკლებად პოპულარულ რელიგიურ რუსულ საიტებზე. ინტერვიუში, ვასაძე დასავლეთს, მისი ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებების გამო, აღწერს როგორც ფაშისტურ ძალას და ბრალს დებს ოჯახური ღირებულებებისა და ქრისტიანობის მტრობაში. 26 მაისს, როდესაც ქართველი ხალხი დამოუკიდებლობას დღეს ზეიმობდა, ადგილობრივმა მედიასაშუალებამ "მთავარმა არხმა" ვასაძის კრემლის იდეოლოგ ალექსანდრე დუგინთან მოსკოვში შეხვედრის ექსკლუზიური კადრები გაავრცელა. აღნიშნულ შეხვედრამდე, დუგინმა YouTube-ზე გაავრცელა ვიდეო, სადაც იგი ვასაძეს აქებს „ნამდვილი პატრიოტობისა და ნაციონალისტობისთვის“ და კრემლს მოუწოდებს, მეტად დაინტერესდეს ვასაძის პოლიტიკური მოძრაობით. ვასაძის პოპულარიზაციას ფეისბუქზე ეწევა ალტ-ინფოც, ქართული ულტრამემარჯვენე ჯგუფი, რომელიც საქართველოში ცნობილია საკუთარი ანტი-დასავლური და ანტი-ლგბტ ნარატივებით. ჯგუფი ფეისბუქზე რამდენჯერმე იყო ჩართული კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში, რომლის გამოძიების შედეგადაც ფეისბუქმა გააუქმა მისი რამდნეიმე ქსელი.
|
|
|
|
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება ბელარუსში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით
|
|
|
|
23 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო Ryanair-ის თვითმფრინავის გატაცებისა და ბელარუსის პოლიციის მიერ ჟურნალისტის/ბლოგერის რომან პროტასევიჩის დაკავების ფაქტს Twitter-ზე გამოეხმაურა. აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებამ ქართული ოპოზიციური პარტიების ლიდერებში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მთლიანად საზოგადოებაში მნიშვნელოვანი აღშფოთება გამოიწვია. ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებებთან შედარებით, ეს პოსტი ძალიან ზოგადი და ორაზროვანი იყო. იგი არ შეესაბამებოდა ქართველი ხალხის განწყობებს ამ საკითხთან მიმართებით. ოფიციალურ პოსტში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა თვითმფრინავის უსაფრთხო დაშვებას ვილნიუსში, რაც, რეალურად, მხოლოდ ბელარუსში მისი იძულებითი გადამისამართების შემდეგ მოხდა, თუმცა რატომღაც სამინისტრომ ამ ფაქტზე ყურადღების გამახვილებისგან თავი შეიკავა. მეტიც, სამინისტრომ ბედნიერება გამოხატა ბორტზე მყოფი მგზავრების უსაფრთხოდ დაშვებასთან დაკავშირებით, ისე რომ არც კი უხსენებია პროტასევიჩისა და მისი მეგობარი გოგონას ფრენის იძულებითი შეწყვეტა და დაკავება. სხვადასხვა მხარის მიერ თხოვნებით მიმართვის მიუხედავად, განცხადება კვლავ ხელმისაწვდომია საგარეო საქმეთა სამინისტროს Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.
|
|
|
|
სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივები |
|
|
|
Facebook-ი GRASS-ის „ფაქტ-მეტრთან“ ფაქტების გადამოწმების პარტნიორობას სომხურ ენაზე გავრცელებულ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად აფართოებს Facebook-ი სომხურ ენაზე Facebook-სა და Instagram-ზე გავრცელებულ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად „ფაქტ-მეტრთან“ (FactCheck Georgia), როგორც დამოუკიდებელ ფაქტების გადამმოწმებელ პლატფორმასთან, პარტნიორობას აფართოებს. GRASS-ის „ფაქტ-მეტრი“ (FactCheck Georgia) ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის (IFCN) მიერ სერთიფიცირებულია და მომავალი ორი თვის განმავლობაში (ივნისი-ივლისი 2021) ითანამშრომლებს ადგილობრივ სომხურ არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის ინიციატივების ცენტრთან“ (MIC) Facebook-სა და Instagram-ზე გავრცელებული პოსტების შინაარსის გადასამოწმებლად. იქიდან გამომდინარე, რომ Facebook-ი მხოლოდ IFCN-ის მიერ სერტიფიცირებულ ფაქტების გადამმოწმებლებთან თანამშრომლობს და პრიორიტეტს ანიჭებს ადგილებს, სადაც არჩევნებია მოახლოებული და სადაც დეზინფორმაციამ შეიძლება რეალური რისკები გამოიწვიოს, Facebook-მა გადაწყვიტა, რომ გააფართოვოს თანამშრომლობა „ფაქტ-მეტრთან“ (FactCheck Georgia) სომხეთში.
|
|
|
|
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (GFSIS - რონდელის ფონდი) სამხრეთ კავკასიაში ჩინეთის ქმედებების შესახებ მეცამეტე გამოცემა გამოაქვეყნა, რომელშიც ჩინეთსა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა შორის პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის, სპორტისა და პანდემიასთან დაკავშირებულ სფეროებში მომხდარი განვითარებებია აღწერილი. საქართველოსა და ჩინეთს შორის განვითარებულ მოვლენებს შორის აღსანიშნავია, რომ საქართველო სინოფარმის დამატებით დოზებს მიიღებს და ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი 19%-ით გაიზარდა
|
|
|
|
28 მაისს მედიის განვითარების ფონდმა ღონისძიებას უმასპინძლა, სადაც ახალი გზამკვლევის „როგორ (არ) გავაშუქოთ მრავალფეროვნება” პრეზენტაცია გაიმართა. გზამკვლევი პროექტის “ნარატივების რადიკალიზაციის პრევენცია და მათზე რეაგირება საქართველოში” ფარგლებში მომზადდა, რომელსაც მედიის განვითარების ფონდი STRIVE Global program-ის ფარგლებში, ფონდ ჰიდაიასა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტში 28 ჟურნალისტმა და ბლოგერმა მიიღო მონაწილეობა და მასალები მოამზადა, ხოლო მრავალფეროვნების გაშუქების მედიაკონკურსის 10 გამარჯვებული ჟურნალისტი დაჯილდოვდა.
|
|
|
|
იხილეთ ამ დროისთვის გამოქვეყნებული GWB-ის ყველა პუბლიკაცია აქ.
|
|
|
|
|