MDF
#9, 1-31 ოქტომბერი, 2018

ქსენოფობია

პოლიტიკოსები

ობიექტივი, საინფორმაციო, 13 ოქტომბერი,
კახა კუკავა, პრეზიდენტობის კანდიდატი: „თბილისის ქუჩებში უკვე ყველა ფეხის ნაბიჯზე ჩვენ ვუყურებთ ინდოელებს, პაკისტანელებს, ჩინელებს, არაბებს, თურქებს და არც ერთი კანდიდატი, ჩვენ გარდა, ამაზე არ საუბრობს და ზოგიერთი მათგანი ამას განიხილავს, რომ ქსენოფობია არის და ჩვენი კლიპები მოხსნეს. ჩემი ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, ხალხის მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში იქნება ის, რომ საქართველოში არც ერთი ბინადრობის მოწმობა რა გაიცემა. ჩვენ მივესალმებით ინვესტორებს, მივესალმებით სტუდენტებს, ტურისტებს მივესალმებით, ოღონდ როგორც ყველა ქვეყანაში ტურისტული ვიზა უნდა იყოს მოკლევადიანი, შეიძლება ერთთვიანი, ორთვიანი, მაგრამ არა ხუთწლიანი.“ 

საზოგადოებრივი მაუწყებელი,  პრეზიდენტის არჩევნები 2018, 9 ოქტომბერი
კახაბერ ჭიჭინაძე, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი: „არაბის ლოკალები აქ, საქართველოში დასარჩენად არ მოდიან და არ იმას შვებიან. ეს არის უფრო ისეთი ქვეყნები, უფრო ეს არის ირანის ქვეყნებიდან შემოსული, ეს არის, სადაც უფრო ჩაკეტილი მდგომარეობაა,... ამასთანავე დავამატებდი იმას, რომ უმეტესად შემოდის, მაგალითად, იცით, ირანში რა სასჯელებია დანაშაულებებზე, გაუპატიურებაზე, ნარკოტიკებთან დაკავშირებით და ასეთი ტალღა წამოვიდა, საშიშროება, რომ ასეთი ტალღა, ანუ კრიმინალური ტალღა წამოვიდეს ჩვენ დემოკრატიულ და ლიბერალურ ქვეყანაში.“ 

ობიექტივი, ღამის სტუდია, 22 ოქტომბერი
ასმათ ტყაბლაძე, ლეიბორისტული პარტია: „ურჯულოებს ეძახდნენ მაშინ ჩვენები, ნუ ჩვენი რჯულისა არ იყვნენ და ამიტომ ერქვა ურჯულო, თორემ იმიტომ კი არა, რომ იმათ თავისი რჯული არ ჰქონდათ, ჩვენი რჯულის რომ არ იყვნენ... არ მინდა მე ეს არანაირად, არ მინდა მე ის, რომ ჩემს ქვეყანაში, არ იყოს მეტი ქართველი, საქართველოში და იყოს სხვა ეროვნება. ისედაც არი ბევრი, უკვე აქ. ისედაც მრავლდება სხვა ერი და იმათი გამრავლება ცხრა შვილი და რვა ცოლით რომ მოდის და ოთხმოცდაათ შვილს, რომ ჩამომიყვანს აქ და აღრ იქნება ქართველი აქა, არ მინდა ბატონო, კარგად იყოს თავის ქვეყანაში.“

ასავალ-დასავალი, 15 -21 ოქტომბერი
ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: „ეს დებილი [გრიგოლ] ვაშაძე გამოდის და იმასაც ამბობს, სკოლაში ბავშვებს პირველივე კლასიდან უნდა ვასწავლოთ ჩინური და არაბულიო! ანუ ამათმა ვერც ვერაფერი ისწავლეს და ვერც ვერაფერი დაივიწყეს! ამ სექტას, როგორც თავისი პრეზიდენტობისას  [მიხეილ] სააკაშვილი გვიმტკიცებდა, საქართველოს სინგაპურად გადაქცევა სურს! ამათ უნდათ, რომ საქართველო ქართველების კი არა, არაბებისა და ჩინელების ქვეყანა იყოს! ამათ უნდათ, რომ საქართველო ერთ დიდ ბორდელად გადაიქცეს, სადაც ქართველი გოგოები და ბიჭები უცხოტომელთა ხასებად და ხარჭებად იმუშვებენ! ვერ ეღირსებით!“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 22 ოქტომბერი
ნინო რატიშვილი, წამყვანი: „ერთ-ერთ სუპერმარკეტში შევედი, იოლის ქსელის და ე.ი. ერთი ოცამდე ვიქნებოდით რიგში და ამ ოციდან, არ დამიჯერებთ, ჩვენებურები ვიყავით 3-4, დანარჩენი იყვნენ სულ [უცხოელები]... რაღაცა რომ მოხდეს, თუნდაც სპეციალურად, პროვოცირების მიზნით და რამე რომ მოხდეს, იცით რა, მუსრსაც გაგვავლებენ, იმიტომ რომ ჩემს ეზოში, უკვე უმცირესობაში ვარ და წარმოიდგინეთ ეს არ არის, არც მარჯანიშვილი, ეს არის ვაჟა-ფშაველას გამზირი.“

ასავალ-დასავალი, 15 -21 ოქტომბერი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „დიახ, პირველკლასელთათვის განკუთვნილი „მშობლიური ენის“ ე.წ. მოსწავლის წიგნში მე-19 გვერდზე ჩვენს ბავშვებს პლაკატივით დაუბეჭდეს 5-ენოვანი (ქართულად, არაბულად, თურქულად, სომხურად და ჩინურად) წარწერა - „დედამიწა ჩვენი სახლია“! აქ რომ ქართულ-რუსულ-ფრანგულ-ინგლისურ-გერმანული წარწერები ყოფილიყო, კიდევ აიტანდა კაცი, მაგრამ არა - სწორედ თურქულ-არაბულ-ჩინური იყო! ანუ იმ ხალხთა ენებზე, საქართველოში რომ უპირებენ მასობრივად გამრავლება-ჩამოთესლება-დამკვიდრებას!“

ალია, 8-14 ოქტომბერი,
თამო კეშელავა, ჟურნალისტი: „ოე, არასამთავრობო ანტიქსენოფობებო, ჩვენ მათ ქვეყანაში რომ ჩავდივართ, ქუჩებში გვაჩერებენ, ჯვარი დამალეთო და - აქ ჩადრის ქვეშ კაცია, თუ ქალი - ის არ უნდა გადავამოწმოთ. ოე, ანტიქსენოფობებო - იმაზე თუ გიფიქრიათ, რატომ ითხოვენ ზოგ ქალაქში დამატებით მეჩეთებს? რატო? ქრისტიანები ვწყდებით და მარტო მუსლიმანი ქართველები მრავლდებიან? - არა, ჩემო საყვარელო - ეს იმათთვის უნდათ ააშენონ, ეს იმათ უნდათ ააშენონ - შენ რომ ტურისტებს ეძახი და - პურის შემომტანებს. ოე, ჩემო არასამთავრობოებო - ჩემი სიყვარულით არ ჩამოდის ირანელი და არაბი ჩემს ქვეყანაში - ჩემი სიყვარულით რომ ჩამოდიოდეს, მასთან რომ ჩავალ სტუმრად - იქაც ვეყვარებოდი - მაგრამ - იქ როცა ჩავალ მისი ქუდი უნდა მეხუროს, სტუმარი უნდა ვიყო, ბიზნესი ვერ უნდა დავიწყო და დარჩენა და მოქალაქეობა კი არა, ფრთხილად უნდა ვიყო, დროზე ადრე არ გამომაბუნძულოს. ოე, თქვენ ვითომ ჩემებო - მე არ მაჭმევენ ეგენი პურს, იქეთ ვაჭმევ და სულ უფრო და უფრო იაფად, სულ უფრო და უფრო კაპიკებად, მე კი არ მაჭმევენ პურს - მე მართმევენ მიწას პურის მოსაყვანად და ამაში შენ უწყობ ხელს - ამიტომ გაჭმევს შენ, ამიტომ გეწვის კუდი შენ.“

საქართველო და მსოფლიო, 25 ოქტომბერი,  
ბესო ბარბაქაძე, ჟურნალისტი: "ბოლო ერთ თვეში 50-ზე მეტი უცხოელი დააკავეს, რომლებსაც საქართველოში ნარკოტიკი გასაყიდად შემოჰქონდათ. უცხოელებმა ქართველების სიცოცხლის ხარჯზე გამდიდრება გადაწყვიტეს, ისიც გააცნობიერეს, რომ ამის გამო საქართველოში არავინ დასჯით. შესაბამისად, დაიძრა “ტაშკენტიდან ქარავანი” და ჩვენი თაობისთვის ამ ქარავანს სიკვდილი მოაქვს. სჯობს, პარლამენტში დროებით შეჩერებულ კანონპროექტსაც სახელი შეუცვალოს ხელისუფლებამ და, კანაფის კულტივაციის ნაცვლად, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა დაარქვას". 

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

კავკასია, ბარიერი, 11 ოქტომბერი,
დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი: "პრევენციის მექანიზმი ჩვენ აზიის ქვეყნებთან არ გაგვაჩნია, შესაბამისად წაგვლეკა კრიმინალმა ჩრდილოეთ ირანიდან მაგალითად, დიახ, ნარკოდანაშაულთან".

კავკასია, ბარიერი, 11 ოქტომბერი,
ზვიად ტომარაძე, საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI: "ხდება ეთნიკურ-რელიგიური ბალანსის დარღვევა, ქართველები ძალიან მალე თუ ესე გაგრძელდა, აღმოვჩნდებით ეთნიკურ უმცირესობაში, რადგან მიგრანტთა ნაკადები შემოდის ყოველდღიურად საქართველოში და აი ამას ვხედავთ, აზიის ქვეყნებიდან ძირითადად".

ასავალ-დასავალი, 15 -21 ოქტომბერი
ირაკლი შიხიაშვილი, სახალხო მოძრაობა „გეორგია შენი პროექტია“:  „კავკასიის მთელ რეგიონს ამჟამად ირანიზაციის მკვეთრი საფრთხე ემუქრება, ვინაიდან ამ ქვეყნიდან სასმელი წყლის დეფიციტის გამო სულ მალე მოსახლეობის მასშტაბური მიგრაცია დაიწყება, კავკასიას მილიონობით ირანელი მოაწყდება, რის შედეგადაც ქართულ სახელმწიფოებრიობას აღსასრული ემუქრება.“

სასულიერო პირები

საქართველო და მსოფლიო, 18 ოქტომბერი,
კონსტანტინე გიორგაძე, დეკანოზი: "ჩვენ ენამ, მამულმა და სარწმუნოებამ გადაგვარჩინა. დღეს ამ სამი ბურჯიდან თითქმის აღარაფერი შეგვრჩა. მიწა და სარწმუნოება გადამთიელებმა გაგვინადგურეს, ხოლო ენას ჩვენვე ვებრძვით". 

საზოგადოება

ალია, 22-28 ოქტომბერი,
მიხეილ ზაქარიაშვილი, კომპოზიტორი: „უნდა ვაიძულოთ მერია ეს კარვები აიღონ და პლეხანოვზე ირანი გავაუქმოთ. აუტანელია უკვე მაგათი ბოგინი ჩვენს ქუჩებში.... ტელევიზიებს მოვუწოდებ ჩაერთონ ამ საქმეში და გააშუქონ რა ხდება ამ უბანში ყველაფერი, ქართველობა, ღირსება, ქალაქი ფულზე უნდა გაიყიდოს?“

თურქოფობია

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 8 ოქტომბერი
კახა კუკავა, თავისუფალი საქართველო: „... ეს შეეხება აგრეთვე იგივე თურქეთის, ასე ვთქვათ ღია ჯერ-ჯერობით, რავიცი საბედნიერო თუ საუბედუროდ, მხოლოდ ფინანსურ აგრესიას, მაგრამ შეიძლება ამან მიიღოს სხვა ხასიათი ეს რთული საკითხი არის... ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვინმე რელიგიური ნიშნით შევზღუდოთ. ქრისტიანულ ეკლესიასაც უნდა ქონდეს აკრძალული პროზელიტიზმი და სხვა რელიგიურ უმცირესობებსაც. პირველ რიგში თურქეთიდან დაფინანსებულებსაც უნდა ჰქონდეს აკრძალული პროზელიტიზმი... ყველამ ძალიან კარგად ვიცით ჩვენ, მაღალმთიანი აჭარიდან, რატომ მიდიან ხალხი თურქეთში განათლების მისაღებად. არა, იმიტომ იქ, რაღაცა კარგი განათლებაა, იმიტომ რომ საჭმელი უფასო, ბინა უფას, ტრანსპორტი უფასო, პლიუს ოჯახს სტიპენდია.“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 11 ოქტომბერი,
დავით თარხან-მოურავი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: „ყველა ქვეყანაში, სადაც კი თურქეთს აქვს თავისი ინტერესები, ყველა ქვეყანაში, ხაზს ვუსვამ ამას, ეს იქნება ბულგარეთი, ეს იქნება აჭარა თუ ეს იქნება სირია თუ ნებისმიერი სხვა, აზერბაიჯანი აგერ, ყველა ქვეყანაში თურქეთი რასაც ცდილობს, ეს არის ააშენოს დიდი, სადაზვერვო, საგანმანათლებლო ცენტრი და ყველა ქვეყანაში ცდილობს, რომ ეს იყოს რელიგიური ნიღბის ქვეშ. ყველა ქვეყანაში ის ცდილობს ააშენოს აზიზიეს სახელობის მეჩეთი. რატო აზიზიეს იმიტომ, რომ ერთადერთი სულთანი მოძებნეს მათი აზრით, რომელსაც ყველაზე ნაკლებად ჰქონდა სისხლში გასვრილი ხელები თუმცა, ეს ესე არ იყო სინამდვილეში, ისიც სისხლიანი სულთანი გახლდათ“.

ობიექტივი, ღამის სტუდია, 11 ოქტომბერი,
დავით თარხან-მოურავი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: „აჭარაში მიმდინარეობს ბრძოლა როგორც რწმენის წინააღმდეგ, ეს არ ეხება სხვათა შორის მხოლოდ მართლმადიდებლობას, ეს ისლამსაც ეხება, აჭარაში მიმდინარეობს ბრძოლა სწორედ ქართული აზროვნების წინააღმდეგ, აჭარაში მიმდინარეობს ბრძოლა ჩვენი ტრადიციების, ქართველების წინააღმდეგ ზოგადად. ხშირად მისაუბრია, რომ თურქეთი არის ერთ-ერთი სერიოზული მტერი საქართველოსი, რომელიც დღესაც აგრძელებს ფიქრს არა მხოლოდ აჭარის მიტაცებაზე არამედ, სხვა ქვეყნების მიტაცებაზეც“.  

საზოგადოებრივი მაუწყებელი,  პრეზიდენტის არჩევნები 2018, 18 ოქტომბერი
ბესარიონ თედიაშვილი, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი: „დიახ, ეხლა, ვიძახი, რომ გვაქვს თურქეთის ექსპანსია აჭარაში და მთელ საქართველოში. მე ვლაპარაკობ გეოპოლიტიკურ ექსპანსიაზე და ეკონომიკურ ექსპანსიაზე... მე ვიყავი, გამოვედი პირველი 12 აგვისტოდან დავაყენე უკონტროლო მიგრაციაზე დავიწყე ლაპარაკი, თურქეთის ექსპანსიაზე დავიწყე ლაპარაკი, ჯარზე დავიწყე ლაპარაკი... “ 

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 11 ოქტომბერი,
თენგიზ თავდგირიძე, სრულიად საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს აჭარის ორგანიზაცია: „როცა უცხო ქვეყანა ჩარეული არის ამ სასწავლო პროცესებში, მიყავს ათასობით ბავშვი და მასთან ასწავლის რელიგიურ-თეოლოგიურ რაღაცა ცოდნას ასწავლის, ჯერ არც ვიცით ჩვენ რას ასწავლიან და პლიუს, აქ როცა გიხსნის უცხო ქვეყანა მათ სასულიერო სასწავლებლებს და ფაქტიურად, პირველი პირი არის ქართველი, მაგრამ მეორე პირი არის თურქი, რომელიც მართავს ამ ყველაფერ სიტუაციას, ეს არის ძალიან ცუდი და ძაან ბევრის მთქმელია. მე ენის სწავლაში საშიშროებას ვერ ვხედავ, მაგრამ აი, ამ კუთხით, მედრესე-პანსიონებში, სადღეღამისო სასწავლებლები რომაა სკოლის მოპირდაპირე მხარეს, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში როდესაც მედრესე-პანსიონებს ხსნიან, ეს არის ჩვენი ქვეყნისათვის საშიში, მითუმეტეს იმ დროს, როცა, ამ მოქმედ მედრესე-პანსიონებს განათლების სამინისტრო ჩვენი ვერ აკონტროლებს, არ იციან შით რა სწავლება მიმდინარეობს. იყო მცდელობა ტელევიზიების შესვლისა, რომ ადგილზე გაერკვიათ თუ რა სასწავლო პროცესი მიდის და შით არ შეუშვეს და ეს ძაან მტკივნეული საკითხია“. 

საზოგადოება

ალია, 15-21 ოქტომბერი,
ზურაბ ჯორბენაძე, ადვოკატი: „იმდენად არის ხალხი მოწამლული თურქულით, სამღვდელოებას მათი რეაქციისა და ხალხში გასვლის ეშინია... უნდა შეიქმნას ქართული არმია, უნდა დავიძრათ ათიათასობით ადამიანი და ასე უნდა დავიხსნათ აჭარა სრული დაკარგვისგან. ჩვენი ძალა უნდა დავანახოთ.

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

პოლიტიკოსები

საქართველო და მსოფლიო, 18 ოქტომბერი,
ლევან ჩაჩუა, ქართული იდეა: "ახლა ვინ არის ფილარეტი?! სიცრუის თქმა რომ არ დამაბრალონ, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფაქტს გაგახსენებთ: ყველამ ნახა და, ალბათ, თქვენც გექნებათ ინტერნეტში ნანახი კადრები, როცა სომეხი მონოფიზიტი ადებს მას თავზე ხელს, უკითხავს ლოცვას და ღმერთს შესთხოვს, მიანიჭოს კურნების მადლი. იქვეა ბერძენი კათოლიკე ე.წ. მღვდელი და ისიც ანალოგიურად იქცევა. ანუ კათოლიკე და მონოფიზიტი შესთხოვენ უფალს, რომ ფილარეტს კურნების ძალა მიანიჭოს და ბოლოს ფილარეტი ამბობს: რა მნიშვნელობა აქვს, სომხური იქნება, კათოლიკური თუ სხვა, ღმერთი ერთია და ჩვენ შორის განსხვავება არ არისო… ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა და აქ უკვე პასუხიც აღარ არის საჭირო: კაცს, რომელიც მონოფიზიტობას, კათოლიციზმს, პროტესტანტიზმსა და სხვა ათასგვარ მწვალებლობას მართლმადიდებლობასთან აიგივებს, შეიძლება მართლმადიდებელი პატრიარქის ტიტული მიანიჭო? საერთოდ, ქრისტიანი შეიძლება უწოდო?" 

ობიექტივი, ღამის სტუდია, 18 ოქტომბერი,
დავით თარხან-მოურავი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: „გაერთიანდა კათოლიკური ეკლესია, ბაპტისტური ეკლესია, კიდე რაღაცა სრულიად უცნობი, ნუ, „მეშვიდე დღის ადვენტისტები“ - კი ბატონო, ეს მეტ-ნაკლებად ცნობილია მაგრამ, იქ რაღაც არი „წმინდა სამების ეკლესია“, კიდე სხვა სრულიად უცნობი ეკლესიები, ამათ მიუერთდა, რაც საერთოდ გასაოცარია ქართველ-მუსლიმთა კავშირი, რომელსაც ბატონი [ტარიელ] ნაკაიძე ხელმძღვანელობს. ეს კიდე ცალკე თემაა იმიტომ, რომ ეს კავშირია მუსლიმთა, რომელიც ებრძვის თან, ეხლა საქართველოში არის უზენაესი სამმართველო მუსლიმთა, ის თან იმ სამმართველოსაც ებრძვის მუსლიმთა. მაგრამ, მე სხვა რამეზე ვლაპარაკობ, რომ კათოლიკეები, მუსლიმები, ეს პატარა კავშირია ძაან მარა რა მნიშვნელობა აქვს, სრულიად სხვადასხვა ხალხი გაერთიანდა და ესენი უჩივიან, სინამდვილეში უჩივიან საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას. ესენი ჯამში 30000 კაცი არ იკრიბებიან, არ არიან, 3 000 000 კაცს უჩივის რას - ეხლა ნახეთ, ვითომ ამბობდნენ, რომ ჩვენ გვინდა იგივე პრივილეგიები რაც მართლმადიდებლურ ეკლესიასო“.

მედია

საქართველო და მსოფლიო, 25 ოქტომბერი,  
დავით მხეიძე, ავტორი: "რით არის 2018 წლის დიდი სქიზმა გაცილებით მძიმე შედეგების მომტანი, ვიდრე 1000 წლის წინანდელი? _ იმით, რომ, თუ შუა საუკუნეების ქრისტიანობის ორივე მიმართულება, მიუხედავად მცირე დოგმატური სხვაობისა, ზნეობრიობას, საზოგადოებრივ მორალს ერთნაირი შემართებით იცავდა, იმავეს ვერ ვიტყვით თანამედროვე “რეფორმირებულ” კათოლიციზმზე, მისი პროტესტანტული განაყოფების ჩათვლით, რომელთა პადრეები, დიდი ხანია, სოდომის ცოდვის შემწყნარებლობაზე ქადაგებენ, ხოლო ზოგიერთ “ეკლესიაში” არა მხოლოდ ნორმალური სექსუალური ორიენტაციის პადრეები, არამედ თვითონაც პედერასტი თუ ლესბოსელი მამაო-დედაოები ერთი და იმავე სქესის წყვილებს ჯვარსაც კი სწერენ".  

სასულიერო პირები

საქართველო და მსოფლიო, 3 ოქტომბერი,
სერაფიმე (სტერგიულისი), კითირის მიტროპოლიტი: "ნაცვლად ერთობლივი ლოცვებისა, რომლებსაც მსოფლიო პატრიარქი ბოლო პერიოდში რომის პაპთან და სხვა სარწმუნოების მეთაურებთან ერთად აღავლენს, რომლებიც არა მხოლოდ სრულიად უსარგებლოა, არამედ გამოცდის წინაშე აყენებს მართლმადიდებლობის სრულყოფილებას, ხომ არ სჯობს, იქადაგოს მონანიება და ყველაფრის დაბრუნება მართლმადიდებლური სარწმუნოების საწყისებთან, იესო ქრისტეს სწავლებასთან, წმინდა მოციქულების, ღირსი მამების სწავლებებთან?"

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ასავალ-დასავალი, 1-7 ოქტომბერი
მარინა ქუნთელია, მოძრაობა „ეროვნულები“: „ერთი წლის წინათ აბაშაში, თავისუფლებისა და დარსალიას ქუჩების კვეთაზე, არაადგილობრივმა პირებმა სახლი იყიდეს, გაარემონტეს, რკინის მესერი შემოაკრეს და ჰოი, საოცრება, ერთ დღესაც სახლზე აბრაც გამოჰკიდეს: „იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი“!... ჰოდა, ამის შემდეგ დავიწყეთ ფიქრი, რა გაგვეკეთებია ამ უღმერთოების ასალაგმავად ერთხელაც შევიკრიბეთ „ეროვნულები“ და ამ ბჭობის პროცესში გონებაში გამიელვა: ჯვარი დავუდგათ!... როგორც კი ეროვნული ხელისუფლება მოვა და „ანტი-სკრიმინაციული კანონი“ გაუქმდება, მე თვითონ დავჯდები ბულდოზერზე და ამ სექტანტების ბუდეს მიწასთან გავასწორებ!”

ჰომოფობია

პოლიტიკოსები

ალია, 22-28 ოქტომბერი,
ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი: „საკუთარ გამდიდრებაზე და კეთილდღეობაზე მეოცნებე ხელისუფლებამ, სხვა გზა აირჩია... გზა ნარკოტიკებით ვაჭრობის და თქვენი ჯიბის გასასქელებლად მომავალი თაობის გამოთაყვანების გზა, ჰომოსექსუალიზმის და ცხოვრების უკიდურესად გახრწნილი, გაუკუღმართებული წესის პროპაგანდის გზა.“

მედია

ასავალ-დასავალი, 15 -21 ოქტომბერი
გიროგი გიგაური, ჟურნალისტი: „ეს ვარდიფერჩოხიანი ორფეხა [გიორგი ავალიანი] ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, არც მეტი, არც ნაკლები, სამთავრობო გეგმის მიხედვით, საქართველოს მთავარი სიმბოლო და თილისმა ყოფილა!... ანუ მინისტრ ბატიაშვილის აზრით, საქართველოსი და უძველესი ქართული ცივილიზაციის ღირებულება ვარდისფერჩოხიანი მამათმავალია! ანუ მინისტრ ბატიაშვილის ჭკუით, ჩვენი ათასწლოვანი კულტურის „სახე“ ვარდისფერჩოხიანი მეტრაკეა!... სამწუხაროა და, ამავდროულად, ერთობ საცნაურიც, რომ არცერთ ქართველ მწერალს არ გაუპროტესტების ფრანკფურტის მსოფლიო დონის წიგნის ბაზრობაზე „საქართველოს სიმბოლოდ“ ამ ვარდისფერჩოხიანი პედერასტის დანიშვნა! როგორც ჩანს, მართლაც ეს არსება არის თანამედროვე ქართული მწერლობის სახე...“

საქართველო და მსოფლიო, 25 ოქტომბერი,  
ირაკლი სპანდერაშვილი, ავტორი: "გამოფხიზლების დრო არ მოვიდა? რას ვუტოვებთ შვილებს? ნარკოტიკების თესლებს, პედერასტების სამკლავურებსა და ალმებს თუ ვაზის ყლორტებსა და ჩვენი სისხლითა და ოფლით გაჟღენთილ დროშებს?!". 

ალია, 22-28 ოქტომბერი,
ლევან ჯავახიშვილი, ჟურნალისტი: „ხელისუფლება ყველანაირად ხელს უწყობს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას და ქვეყნის პიდარატიზაციის პროცესს.“

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

კავკასია, ბარიერი, 18 ოქტომბერი,
დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი: "იქ, სადაც არი ღამის კლუბი, იქ, სადაც არის ელექტრონული მუსიკა, იქ, სადაც არის აკრძალული სექსუალური ურთიერთობები იატაკქვეშეთში მოქცეული, იქ, არის ნარკოტიკები, იქ არის მარიხუანა...მე ამ შემთხვევაში ვგულისხმობ იმ ანდერგრაუნდს, რომელმაც თავის თავში მოაქცია რეკლამა… კი, მამათმავლობას ვგულისხმობ და იმას, რაც არის არის გაუკუღმართებული, კი, ბატონო, აკრძალული შეგვიძლია შევცვალოთ გაუკუღმართებულით".

ალია, 15-21 ოქტომბერი,
დავით ნემსაძე, არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფი: „აი, როგორ ვბრწყინდებით ანტიეროვნული მეტამორფოზით სალომე პრეზიდენტად და 14 წლის ბავშვს ეროვნული ღირსების დაცვისთვის პედერასტის გალაწუნებისთვის ვასამართლებთ. გაბრწყინება კი არა სოდომ გომორივით მოგვსრავს უფალი თუ იმ 200 დიდგორიდან თუ იმ სამასმა არაგველიდან ჩვენში არ გაიღვიძა.“

ალია, 8-14 ოქტომბერი,
სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: „მთელი ევროპა ნაციონალურ იდეოლოგიასა და რელსებზეა გადასული, ერთადერთი ჩვენთან ყვავის სოროსული სისტემა, მამათმავლობა და ათასი გარყვნილება, რომელსაც თვითონ ევროპა ეუბნება დღეს უარს!“

საზოგადოება

ობიექტივი, ღამის სტუდია, 4 ოქტომბერი,
რეზო ამაშუკელი, პოეტი: „მე წვერიანი ქალები მიშლიან ნერვებს თორე წვერიანი კაცები რა შუაშია ეს. ბოდიშს ვიხდი მაყურებელთან და შენთანაც მაგრამ, რომ არ ვთქვა არ შემიძლია, ათ-ათი პედერასტი ზის ყველა არხზე, არცერთი არხი საქართველოსთვის არ ფიქრობს. არცერთი!“

ანტიდასავლური განწყობები

პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 7 ოქტომბერი,
ჯონდი ბაღათურია: „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო, ანუ თუ თქვენ შეგიგინებენ ღმერთს და რწმენას და აი, შენი ქართველობა და ასე რომ შეგაგინონ, ამის გამო თუ ხელს გაარტყამ, ეს დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. აი ეს არის ფაშისტური კანონმდებლობა, რომელიც სოროსის ხროვამ შექმნა ეს საკანონმდებლო ბაზა, ანტიდისკრიმინაციული კანონის შემდგომ ეს ძალიან გამძაფრდა, რომელიც ამბობს და რა ლოგიკა აქვთ - გეუბნებიან, რომ შენ, როცა შენს ღმერთს აგინებდა, ის თავის აზრს გამოხატავდა, ამიტომ შენ გიმძიმდება დანაშაული იმის გამო, რომ შენ იმას აზრის გამოხატვის საშუალება არ მიეცი. აზრის გამოხატვა მდგომარეობს იმაში თურმე, თავისუფალი აზრის გამოხატვა, ღმერთს და პატრიარქს და სარწმუნოებას რომ გიგინებენ.“ 

მედია

საქართველო და მსოფლიო, 11 ოქტომბერი,
გივი სომხიშვილი, ავტორი: "დღევანდელ ქვეყნის დამაქცევართა ზეობის ადამიანურ მანკიერებაში ხალხად თვლიან ევრო ატლანტიკური გარყვნილების მქადაგებელ ვირთხებს; არასამთავროებად წოდებულ ანტიეროვნულად მყეფავებს; უცხოეთიდან შებერილ საპნის ბუშტებით ზედაპირზე მოტივტივე ერთიმუჭა ქლესა, უზნეო ქარაფშუტათა პარტიებად წოდებულ მოლაყბეებს; ანტიეროვნულობბის ნიშნით ხელისუფლებაში შეტენილ გოშიებს. სხვა რა უნდა იფიქრო, როცა პარლამენტიდან აცხადებენ, რომ საქართველოს ევროპული გზა ხალხის არჩეულია. საწყალი ხალხი და მისი სახელის უზურპატორი ერის უბედურება ნაგავი. რით ადასტურებენ, რომ ნატო და ევროკავშირი ქართველი ხალხის ოცნებაა, სად გაგონილა ხალხი თუ ნორმალურად მოაზროვნე სულიერი თავის უბედურების ხახაში ასე უთავმოყვარეოდ მიძვრებოდეს; ყველა მატყუარა, ქვეყნის საციცოცხლო არტერიაზე პარაზიტად მომჯდარ ეგოისტ მიზანტროპს ყოველგვარი ანტიხალხურის ხალხის სახელით შენიღბვა ეხერხება და იმავე ხალხის სახელით უბედურებისაკენ ექაჩებიან ქვეყნის მართვის საჭეს". 

საქინფორმი, 30 ოქტომბერი,
არნო ხიდირბეგიშვილი, მთავარი რედაქტორი: "ივანიშვილის პიარტექნოლოგებმა არც ის გაითვალისწინეს, რომ განსაკუთრებით ჩაღრმავება თემაში „ევროპულ ოჯახში დაბრუნება, სადაც არ არის ძალადობა, სიცრუე და უკულტურობა“, არ ღირს, რათა ისეთ ჭეშმარიტად ევროპულ ღირებულებებს არ გადააწყდე, როგორებიცაა ინკვიზიცია, ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ლგბტ-ს შაბაში ან იუვენალური იუსტიცია! რომელთა ულაპარაკოდ მისაღებად ქართველი ხალხი მზად არ არის, რასაც მოწმობს გრანტი 500 000 დოლარის ოდენობით, რომელიც ორიოდე კვირის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროდასავლური სიკეთეების პროპაგანდისთვის გადმოურიცხა!"

საზოგადოება

ალია, 15-21 ოქტომბერი,
სოსო მანჯავიძე, საკრებულოს ყოფილი დამოუკიდებელი დეპუტატი: „მომგებიანი პოზიცია აქვთ დაკავებული ნჯო-ებს. თვითონ უცხოელების მიერ საკუთარი ქვეყნის ზედამხედველად დანიშნულნი და დაფინანსებულნი ფხიზლად ადევნებენ თვალს და კრიტიკის ცეცხლში ატარებენ მთავრობას, როცა ამის შეკვეთა მოუვათ... ეს პოზიცია მათ საშუალებას აძლევს იოლად მოახვიონ დაშინებულ მთავრობებს ლიბერალური დღის წესრიგი-ნარკოლიბერალიზაცია, ლგბტ თემატიკა, საგარეო პრიორიტეტები და. ა.შ….  დაუღალავად, ყოველდღიურად ,უკვე იდეურად ემსახურებიან მარგინალურ ლიბერალიზმს. ნერგავენ ყველგან ,სადაც ხელი მიუწვდებათ, იუვენალურ იუსტიციას, გენდერულ თეორიას, ებრძვიან ტრადიციულ აღმსარებლობებს, მხარს უჭერენ სექტებს, ცდილობენ არიონ ეთნიკურ-რელიგიური ბალანსი მიგრაციით... კორუფციასთან ბრძოლა აუცილებელია, მაგრამ ეს არ არის ამ უცხოეთიდან დაფინანსებული ლიბერალ-ფაშისტური ნჯო-ების საქმე და მათი პრეროგატივა.“

გენდერი

მედია

რუსთავი 2, კურიერი, 28 ოქტომბერი,
გიორგი გაბუნია, წამყვანი: „დამეთანხმებით, წინა არჩევნებზე დაიწყო ეს და აი, დღეს, განსაკუთრებით, დღის განმავლობაში რომ ვადევნებდი თვალ-ყურს რუსთავი 2-ის ეთერს... აი, სიმბოლოდ იქცა მე მგონი ამ არჩევნების, საპრეზიდენტო არჩევნების, ეს რაღაცნაირი ფორმის ქალები, კიდე მსუბუქად ვამბობ, აი, ეს რაღაცნაირი ქალები ჩატენილი მანქანებში, რომლებიც რაღაცებს წერენ გაუთავებლად“.  

საზოგადოება

იბერია, თავისუფალი სივრცე, 9 ოქტომბერი,
გივი სიხარულიძე, მსახიობი: „დავიღალე ამდენი მახინჯების ყურებით. ეხლა ეს ჩვენი პარლამენტი როა ქალები, ყურება არ მინდა რაა, ამდენი სიმახინჯე ერთად. გამორჩეული ქალები ვინც არიან, არა რა, არაა, პირდაპირ ვამბობ, გამორჩეული ქალები ვინც არიან და რო იძახიან, რო 10 ლარად უნდა ოჯახებმა იცხოვრონ და რაღაცები, ჭკუას რო გვარიგებენ, არ ვიცი ვინ არი, დავიღალე მაგათი ყურებით. [სალომე ზურაბიშვილი] სიმპატიური მაინც არის და მეორე, მაგის დედა ვისაც არ უნახია, იმან არ იცის რა არის სილამაზე“. 

დისკრიმინაციული გამოხატვის მაგალითები სრულად იხილეთ ვებ-გვერდზე: www.notophobia.ge

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

Media Development Foundation

http://notophobia.ge/

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube