27 მარტი - 8 აპრილი, 2021 |
|
|
|
|
მიმდინარე გამოცემის თემები
- ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა
- ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადება საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით
- ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 52-ე რაუნდი
- ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები
- ფეისბუქმა ქართულ მარშთან დაკავშირებული ქსელი გააუქმა
- პოზნერსა და მის დელეგაციას საქართველოს მთავრობის პროტექტორობით უმასპინძლეს საქართველოში
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ადგილობრივ სასაზღვრო ძალებს პროფესიულ დღეს რუსი ჯარისკაცის ფოტოთი ულოცავს
|
|
|
|
|
|
პოლიტიკის უახლესი მოვლენები |
|
|
|
ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა
|
|
|
|
„არც ერთი პოლიტიკური პარტია მთლიანობაში არ დაეთანხმა კრიზისიდან გამოსვლის დოკუმენტს“ - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მედიაციის პროცესში, მას შემდეგ, რაც 31 მარტის გამთენიისას მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა. წინა რაუნდებისგან განსხვავებით, ევროპული საბჭოს წარმომადგენელმა მხარეებს შესთავაზა დოკუმენტი, რომელშიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შედეგად წარმოქმნილი ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზები იყო წარმოდგენილი.
ქართული პოლიტიკური პარტიების მიერ კრიზისის განმუხტვის კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ევროპარლამენტის საქართველოს საკითხებზე მომუშავე პარლამენტარებისგან შემდგარმა ჯგუფმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, სადაც ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს დაუყოვნებლივი მოქმედებისკენ მოუწოდეს. „სასწორზე საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების მომავალი დევს“, აღნიშნულია განცხადებაში. ევროპარლამენტარები მიხედვით, „მოლაპარაკებებში მონაწილე ორივე მხარე, მმართველი ძალა და ოპოზიცია ამ შედეგის დადგომის გამო დამნაშავეა, თუმცა მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაში მყოფ პარტიას ეკისრება“. ევროპარლამენტარებმა ასევე აღნიშნეს, რომ დააყენებენ ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის შეჩერების საკითხს და ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მაკრო-ფინანსური და საბიუჯეტო დახმარებათა პროგრამებზე პირობითობის გაზრდას მოითხოვენ.
ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ევროკავშირის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების გზით არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი მოენახათ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მკაცრად გააკრიტიკა ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების „ახირებული“ მოთხოვნის გამო. ღარიბაშვილმა ისიც კი განაცხადა, რომ ეს მოლაპარაკებები უაზრობაა - „ჩვენ არ გვექნება დასაკარგი დრო ამ უშინაარსო და აბსოლუტურად არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასახარჯად“.
|
|
|
|
ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადება საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით
|
|
|
|
1 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილა ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ამ პროექტით ახლებურად წესრიგდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის პროცედურასთან დაკავშირებული საკითხები. ევროკავშირი მუდმივად გამოხატავდა შეშფოთებას საქართველოში უზენასი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით.
აღნიშნული ცვლილებები ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა შეაფასა, სადაც ვკითხულობთ, რომ: “მართალია, ევროკავშირი, ზოგადად, მიესალმება მოსამართლეთა შერჩევის საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილების ინიციატივას, თუმცა ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესის გარეშე, სახელდახელოდ შეიმუშავა და მიიღო. საქართველოს პარლამენტმა აქამდეც შეცვალა კანონი ნაჩქარევად, ვენეციის კომისიისათვის აზრის დროულად მოკითხვის, თუ მათგან შეფასების დალოდების გარეშე”
შესაბამისად, ევროკავშირმა საქართველოს მოუწოდა აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების შეფასებისთვის მიმართოს ვენეციის კომისიას რათა დადგინდეს რამდენად შეესაბამება პირველი აპრილის ცვლილებები კომისიის მიერ მანამდე გაცემულ რეკომენდაციებს. საგარეო ქმედებათა სამსახურმა ასევე განაცხადა, რომ: “მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო უმაღლესი პროფესიული უნარითა და პატიოსნებით შემკული მოსამართლეებისაგან შედგებოდეს. საქართველოსთვის მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიცემის წინაპირობა უზენაესის მოსამართლეთა შერჩევის წესების შესახებ ვენეციის კომისიისათვის დასკვნის თხოვნა და მისი გათვალისწინება იქნება”.
|
|
|
|
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 52-ე რაუნდი
|
|
|
|
25-26 მარტს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) 52-ე რაუნდი გაიმართა. GID 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გამოწვევების გადასაჭრელად ჩამოყალიბებული ფორუმია. GID-ში საქართველო, რუსეთი, აშშ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დევნილი ადმინისტრაციები და აგრეთვე, საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები ერთად მონაწილეობენ, ხოლო მისი თანათავმჯდომარეები ეუთო, ევროკავშირი და გაერო არიან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიხედვით, განხილვის მთავარ თემებს „კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ფონზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით გამწვავებული ვითარება, რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი წარმოადგენდა”. ქართულმა დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტს ქმნის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში”. თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა ხაზი გაუსვეს „თბილისის ანტირუსული რიტორიკის კონტრპროდუქტიულობას”. ასევე, მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სამხრეთ კავკასიაში აშშ-სა და NATO-ს მზარდი სამხედრო-პოლიტიკური აქტივობისა და „NATO-ში საქართველოს იძულებითი გაწევრიანების გეგმის” გამო, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად თბილისსა და სოხუმ/ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული დოკუმენტის ხელმოწერაა საჭირო.
მეტიც, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ, განაცხადა, რომ საქართველოს სურვილი, გაწევრიანდეს ევროკავშირსა და NATO-ში, გაუმართლებელი არჩევნია, რომელიც რეგიონში მეტ ესკალაციას, დაძაბულობასა და გაურკვევლობას მოიტანს. მან ასევე მიანიშნა 2008 წლის NATO-ს ბუქარესტის სამიტის შედეგებზე (რუსეთ-საქართველოს ომი), სადაც გადაწყდა, რომ მომავალში საქართველო NATO-ს წევრი გახდებოდა. ესკალაციის მუქარას ქართულმა მხარემ უპასუხა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები საქართველოსა და მისი მოსახლეობის სუვერენული არჩევანია, რომელიც კონსტიტუციაშიცაა ასახული და გადახედვას არ ექვემდებარება. ქართულმა მხარემ აგრეთვე განაცხადა, რომ რუსეთის საქმე არაა, თუ საქართველო განვითარების რა გზას აირჩევს და რომელ ალიანსში გაწევრიანდება.
|
|
|
|
ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები
|
|
|
|
რუსეთის მიერ ოკუპირებული ეთნიკური ქართველებით დასახლებული გალის რაიონის ოთხი მკვიდრი, რომლებიც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდნენ, მდინარე ენგურში გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ დაღუპულები იძულებული გახდნენ მდინარე ენგურის გავლით ეცადათ გადმოსვლა, რათა საოკუპაციო ძალების მიერ გამყოფი ხაზის გადაკვეთის ბრალდებით დაკავებისთვის თავი აერიდებინათ. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, 2021 წლის პირველ კვარტალში გამყოფი ხაზის „უკანონო“ კვეთისთვის გალის 3,000-მდე მაცხოვრებელი დააკავეს. 2020 წლის განმავლობაში, ენგურის გადასასვლელი პუნქტი, რომელიც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან დასაკავშირებელი ერთადერთი მოქმედი გადასასვლელია, სოხუმის მიერ მეტწილად ჩაკეტილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის თებერვლიდან ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებისთვის, მათ შორის მოხუცების, პენსიონერებისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის, გადაკვეთის წესი გარკვეულწილად შემსუბუქდა, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის დატოვება სამედიცინო დახმარების მისაღებად, თუ საკვების შესაძენად ყველას არ შეუძლია. გალის მაცხოვრებლების ამ პრობლემას კიდევ უფრო ამძაფრებს კორონავირუსის ხუთდღიანი კარანტინი, რომელიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ იმ პირებისთვისაა დაწესებული, რომლებიც აფხაზეთიდან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან.
როგორც „საქართველოს გუშაგის“ წინანომერში იყო აღნიშნული, მიუხედავად რუსეთის დაპირებისა, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში რუსული Sputnik V ვაქცინის დოზები ჯერ კიდევ არ მიუღიათ. საქართველომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სამედიცინო მუშაკებსა და გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებს (იგივე ჯგუფებს, რომლებსაც შეუძლიათ აიცრან დანარჩენ საქართველოში) ვაქცინაცია თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეშესთავაზა. თუმცა, ორივე საოკუპაციო რეჟიმმა შეთავაზებაზე უარი თქვა - აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეთავაზებას პიარ კამპანიაუწოდა და განაცხადა, რომ აფხაზეთს „საქართველოს დახმარება არ სჭირდება“ და შეთავაზებას არც კი განიხილავს, რადგან სოხუმი ვაქცინაციას რუსული ვაქცინით დაიწყებს. ანალოგიურად, ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა თბილისის ინიციატივა შეაფასა, როგორც „პოლიტიკური პროპაგანდა“ დადასძინა, რომ სამხრეთ ოსეთი არ ელოდება და არც სურს მიიღოს საქართველოს დახმარება.
|
|
|
|
დეზინფორმაციის მონიტორინგი |
|
|
|
კრემლთან დაკავშირებული გერმანელი ჟურნალისტი პანდემიაზე დეზინფორმაციას ავრცელებს. 21 მარტს ფეისბუქზე გერმანულენოვანი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაადგილდება და ცარიელ დერეფნებსა და პალატებს იღებს. მამაკაცი, რომლის სახელიც ვიდეოში ნახსენები არ არის, ამტკიცებს, რომ საქართველომ ევროპის დაწუნებული ასტრაზენეკას ვაქცინები მიიღო. ის ასევე აცხადებს, რომ საქართველოში პანდემია დასრულდა, რადგან ბათუმის საავადმყოფოში კოვიდ19-ის დაავადებული პაციენტები არ არიან. მითების დეტექტორი კომენტარისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაუკავშირდა და ასევე ვიდეოს ავტორის ვინაობაც გადაამოწმა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მითების დეტექტორს განუცხადეს, რომ ვიდეო ნამდვილად მათ შენობაში გადაღებული, თუმცა ის მეხუთე სართულზე დიალიზის განყოფილებას ასახავს, რომელსაც ამჟამად პაციენტები არ ჰყავს. საავადმყოფოს განცხადების მიხედვით, კოვიდ19-ის თერაპიული განყოფილება 167 პაციენტისთვის მეოთხე სართულზე ფუნქციონირებს, ხოლო ინტენსიური განყოფილება მეორე სართულზეა. ამასთანავე, ვიდეოში ნათლად ჩანს დიალიზის აპარატები და დიალიზის მიმღები პაციენტებისთვის განკუთვნილი საწოლები. რაც შეეხება ვიდეოს ავტორს, ის გერმანელი ჟურნალისტი ბილი სიქსია, რომელმაც მსგავსი ვიდეო გერმანიაშიც გადაიღო. 2019 წელს ბილი სიქსი ვენესუელის ციხიდან რუსული დიპლომატიის დახმარებით გამოვიდა. ის ასევე მონაწილეობდა Russia Today-ს დოკუმენტურ ფილმში MH17-ის შესახებ, სადაც კრემლის ნარატივს იმეორებს და დასავლურ მედიას რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციაში ადანაშაულებს.
|
|
|
|
დეზინფორმაცია დე გოლი-ჰალშტაინის დავაზე. 19 მარტს ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსულ საზოგადოებრივ ცენტრთან დაკავშირებულმა მედიამ “პოლიტიკანომ” გამოაქვეყნა ფეისბუქ პოსტი, სადაც ამტკიცებდა, რომ ევროკომისიის პირველი პრეზიდენტი ვალტერ ჰალშტაინი ნაცისტური ორგანიზაციების აქტიური წევრი იყო და ჰიტლერის არმიაში მსახურობდა. პოსტის მიხედვით, საფრანგეთის პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა ჰალშტაინს 1967 წელს თანამდებობა დაატოვებინა, რადგან ის ყოფილ ნაცისტებს ვერ იტანდა. პოლიტიკანო პოსტში მანიპულაციურ ჰეშთეგებს იყენებს და ევროკავშირის ნაციზმთან დაკავშირებას ცდილობს. ვალტერ ჰალშტაინი ნაცისტური პროფესიული ორგანიზაციების წევრი მართლაც იყო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნაცისტური რეჟიმის ე.წ. კოორდინაციის პოლიტიკის (Gleichschaltung) შედეგად ყველა სამოქალაქო ორგანიზაციის ნაციფიკაცია მოხდა. ჰალშტაინი როსტოკის უნივერსიტეტის პროფესორი და პროფესიული ორგანიზაციების წევრი 1930 წელს, ნაცისტური რეჟიმის დამყარებამდე გახდა. ასევე, ჰალშტაინს ნაციონალ-სოციალიზმისადმი კრიტიკულ განწყობილებაში ადანაშაულებდნენ. რაც შეეხება ჰალშტაინის გადადგომას, ეს ფაქტი “ცარიელი სკამის” კრიზისის შემდეგ მოხდა. საფრანგეთის პრეზიდენტი დე გოლი ჰალშტაინის მიერ შედგენილი საერთო სასოფლო სამეურნეო ბაზრის გეგმის წინააღმდეგი იყო და მათ უთანხმოებას არაფერი ჰქონდა საერთო ნაციზმთან.
|
|
|
|
საქართველოში დენის მასშტაბური გათიშვა ანტილიბერალების მიერ თურქეთის დივერსიად შეფასდა. 17 მარტს საქართველოს დიდ ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. დენის წასვლა კონსპირაციების საფუძველი გახდა და მომხდარი თურქული კომპანია ენკას პროექტის, ნამახვანჰესის საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმართ თურქეთის პასუხად შეფასდა. რადგან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი თურქეთიდან ხდება, ზოგიერთი ანტილიბერალური ფეისბუქ ანგარიში ამტკიცებდა, რომ თურქეთმა ელექტროენერგია გამიზნულად გათიშა, იმის გამო, რომ ნამახვანჰესზე საქართველოს საპროტესტო აქცია ანტი-თურქული იყო. რეალურად, შეფერხება ქვესადგურ „ახალციხე-500-ზე” შექმნილმა გაუმართაობამ გამოიწვია, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მფლობელობაშია და თურქეთზე ამ ფაქტის დაბრალება მცდარი მტკიცებაა, რომელიც ფაქტებით არ არის გამყარებული.
|
|
|
|
DFRLab-ის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ფეისბუქმა ქართულ მარშთან დაკავშირებული ქსელი გააუქმა
|
|
|
|
Facebook-მა პრორუსულ პარტიასთან, ქართულ მარშთან დაკავშირებული არაავთენტური ქსელი წაშალა. ქსელში 70 აქტივი იყო ჩართული, ისინი პოზიციონირებდნენ, როგორც გასართობი და სავაჭრო პლატფორმები. ქსელში შედიოდა: 24 Facebook გვერდი, 12 ჯგუფი, 23 პირადი ანგარიში და 11 ინსტაგრამ პროფილი.
Facebook-ის გადაწყვეტილება ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის ანგარიშს ეყრდნობა. DFRLab-ის გამოძიებამ გამოავლინა, არაავთენტური ქსელი, რომელიც ქართული მარშისა და პრო-სახელისუფლებო მედია საშუალების, POSTV-ის რეკლამირებას ეწეოდა.
Facebook–ის სპიკერის განცხადებით, ქსელში ჩართული პირები ვინაობის და კოორდინირებული ქმედების დამალვას ცდილობდნენ, თუმცა მათი იდენტიფიცირება მაინც მოხერხდა.
"ამ საქმიანობის უკან მყოფი ადამიანები დასაპოსტად ყალბ და დუბლირებულ ანგარიშებს იყენებდნენ გვერდებისა და ჯგუფების სამართავად. ასევე, ამ ქსელს მრავალი გაფრთხილება ჰქონდა სიძულვილის ენასთან დაკავშირებით ჩვენი საზოგადოების სტანდარტების დარღვევის გამო.
პირველ რიგში, მათ ყურადღება გაამახვილეს ქართული მარშის შინაარსზე, მემარჯვენე პოლიტიკურ პარტიაზე საქართველოში. ამ ქსელზე თავსდებოდა ახალი და მიმდინარე მოვლენები ქართულად, მათ შორის არჩევნების, ამომრჩეველთა მოსყიდვის, Covid-19 პანდემიისა და აშშ-ს პრეზიდენტის ბაიდენის კრიტიკის შესახებ. ეს ქსელი მუშაობის დაწყების პროცესში იყო, როცა ის წავშალეთ.
ეს ქსელი ჩვენ ატლანტიკურ საბჭოს ციფრული სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიის მკვლევარების მიერ მათი საქმიანობის შესახებ საჯარო ანგარიშის განხილვის შედეგად მოვიძიეთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმიანობის უკან მყოფი პირები თავიანთი ვინაობისა და კოორდინაციის დამალვას ცდილობდნენ, ჩვენმა გამოძიებამ დაადგინა კავშირი იმ პირებთან, რომლებიც ქართულ მარშთან და პარტიას ახალგაზრდულ ფრთასთან ასოცირდებოდნენ". უფრო მეტი წაიკითხეთაქ დააქ.
|
|
|
|
გამოაშკარავება და საჯარო კრიტიკა |
|
|
|
პოზნერსა და მის დელეგაციას საქართველოს მთავრობის პროტექტორობით უმასპინძლეს საქართველოში
|
|
|
|
31 მარტს, კრემლის პროპაგანდის გამავრცელებელი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად საქართველოში ჩამოვიდა. მას ასევე თან ახლდა ორმოცდაათამდე პირისგან შემდგარი დელეგაცია.
ჟურნალისტი ცნობილია საკამათო საბჭოთა წარსულითა და რუსულ მედიაში გაჟღერებული პროპაგანდისტული სიტყვებით, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს არ მიეკუთვნება. ვიზიტის ფარგლებში, პოზნერმა და მისმა დელეგაციამ უხეშად დაარღვია ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციები, რამაც სამოქალაქო აქტივისტების მწვავე პროტესტი გამოიწვია. სწორედ ამის გამო, ისინი იძულებულნი გახდნენ, იმავე ღამეს დაეტოვებინათ ქვეყანა. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ სრულიად არაადეკვატური რეაგირება მოახდინა 31 მარტის მოვლენებზე. პირველი კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა, რომელმაც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და სამოქალაქო აქტივისტი, ელენე ხოშტარია, პოზნერის ჩამოსვლის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების გამო გააკრიტიკა. ამ განცხადებას მოჰყვა ქართული ოცნების სხვა დეპუტატების, შალვა პაპუაშვილის, ნინო წილოსანის, მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის კომენტარებიც. დეპუტატები აქტიურად იცავდნენ პუტინის რწმუნებულს, ხოლო ოპოზიციის ლიდერებსა და პროტესტანტებს „პროვოკაციის“ მოწყობაში ადანაშაულებდნენ.
მიუხედავად ამისა, ყველაზე არაადეკვატური მაინც საქართველოს პრემიერ მინისტრის შეფასება იყო, რომლის ფარგლებშიც მან პოზნერის ვიზიტი გაამართლა. ღარიბაშვილმა აღიარა, რომ პოზნერი საქართველოში ხშირი ვიზიტორი იყო და მას არ დაურღვევია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი, ამასთან, როგორც პოზნერი ისე მისი დელეგაციის წევრები დაჯარიმდნენ კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო. მოგვიანებით პოზნერმა განაცხადა, რომ მათ საქართველოში არასდროს მიუღიათ რაიმე სახის ჯარიმა. ეს განცხადება კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს იმის თაობაზე, რომ პრემიერ მინისტრმა ქართველი ხალხი მოატყუა.
მართლაც, როგორც ჩანს, პოზნერი, ისევე როგორც კრემლის სხვა იდეოლოგები და სახელმწიფო დუმას წევრები, ახლო ურთიერთობას ინარჩუნებს მმართველი პარტიის წევრებთან, რადგან უკვემესამე წელია, ის თავის დაბადების დღეს საქართველოში აღნიშნავს და ამ ფაქტს საქართველოს მთავრობაც მიესალმება. უფრო მეტიც, ამჯერად მას მთავრობამნება დართო, რომ კომენდანტის საათის დროს თავისუფლად გადაადგილებულიყო დედაქალაქის ქუჩებში. პოზნერმა დაბადების დღის აღნიშვნა მაინც მოახერხა სასტუმრო-რესტორან „ვინოტელი“-ში, რომელიც ეკუთვნის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ დონორსა და მისი 2016 წლის საარჩევნო სიის 58-ე ნომერსბენო ქაშაკაშვილს. მოგვიანებით, პოზნერი საქართველოს პოლიციის ესკორტმა აეროპორტამდეც მიაცილა.
|
|
|
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ადგილობრივ სასაზღვრო ძალებს პროფესიულ დღეს რუსი ჯარისკაცის ფოტოთი ულოცავს
|
|
|
|
21 მარტს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა გაავრცელა Facebook-ის პოსტი, რომლითაც მან ქართველ მესაზღვრეებს მიულოცა ეროვნული მესაზღვრეების დღე და პოსტს რუსი ჯარისკაცის ფოტო დაურთო. მოგვიანებით სუჯაშვილმა ამ ფაქტზე პასუხისმგებლობა მისი Facebook გვერდის ადმინისტრატორს დააკისრა, რომელმაც, სუჯაშვილის სიტყვებით „სერიოზული შეცდომა დაუშვა დაუდევრობით“. რუსი ჯარისკაცის ფოტო, რომელიც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ადგილობრივი მესაზღვრეებისთვის მისალოცი პოსტისთვის შეარჩია, მხოლოდ რუსული საძიებო სისტემის საშუალებით იძებნება და მას, ძირითადად, რუსული მედიასაშუალებები იყენებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დეზინფორმაციის გასავრცელებლად.
|
|
|
|
სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივები |
|
|
|
საქართველოს რეფორმების ასოციაციამ (GRASS) „დეზინფომეტრის“ წლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ერთწლიანი მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ რუსეთის ინტერესების მხარდასაჭერად პრორუსული აქტორები საქართველოს შიგნით თუ საერთაშორისო დონეზე მიმდინარე მოვლენებს აქტიურად იყენებენ მათ მიერ წლების განმავლობაში ნაზარდი და პოპულარიზებული სტრატეგიული გზავნილების გასაძლიერებლად. 2020 წლის მთლიან საანგარიშო პერიოდში კორონავირუსი პრორუსული და ანტიდასავლური მედიის ყურადღების ცენტრშიც ხშირად ხვდებოდა. მსოფლიოში მიმდინარე პანდემია, მათ დასავლეთის დისკრედიტაციისთვის და ავტორიტარული რეჟიმების კრიზისებთან მართვის ეფექტურობის წარმოსაჩენად გამოიყენეს. ღიად პრორუსული აქტორების გარდა, კორონავირუსმა საქართველოში განსაკუთრებით გააქტიურა ანტივაქსერთა და შეთქმულების თეორიის მიმდევართა ჯგუფები, რომლებიც კამპანიურად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას პანდემიასთან და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ პრორუსული და ანტივაქსერული ჯგუფების გზავნილები ხშირად ერთმანეთს ემთხვეოდა.
|
|
|
|
საერთო ჯამში, ანგარიშისთვის სულ დამონიტორინგდა 3751 მასალა, საიდანაც ანგარიშში შესულია 1006 მედია პროდუქტი. ანგარიშში მიმოხილულია ის მასალები, რომლებშიც ყველაზე მეტად გამოიკვეთა პრორუსული და ანტიდასავლური მედიის გზავნილები და რომლებიც კამპანიურად ვრცელდებოდა. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ანტიდასავლური და პრორუსული დეზინფორმაცია, მათი სამიზნეებისა და გზავნილების შინაარსის გათვალისწინებით, რვა ძირითად მიმართულებადაა დანაწილებული: 1. NATO-ს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია 2. აშშ-ს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია 3. ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია 4. რუსეთის მხარდამჭერი პროპაგანდა 5. ანტითურქული დეზინფორმაცია და პროპაგანდა 6. საერთაშორისო მოვლენებზე გავრცელებული დეზინფორმაცია 7. დეზინფორმაცია ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე 8. კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაცია.
|
|
|
|
30 მარტს მედიის განვითარების ფონდმა გამართა ანგარიშის „ინფოდემია საქართველოში 2020“ პრეზენტაცია. კვლევამ, რომელიც 2020 წელს სოციალური და ტრადიციული მედიის მონიტორინგს მოიცავს, პანდემიასთან დაკავშირებული ძირითადი გზავნილები, ყალბი ინფორმაცია, გამავრცელები წყაროები და მათი არხები გამოავლინა. ანგარიში მოიცავს მითების დეტექტორის მიერ ფეისბუქის მესამე მხარეს ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში გამოვლენილ მონაცემებსაც. ინფოდემიის 5 ძირითადი თემა გამოიკვეთა: 1. პანდემიის/კორონას უარყოფა და კონსპირაციები ვირუსის წარმომავლობის შესახებ; 2. ვაქცინაცია; 3. ავტორიტარული ქვეყნები (რუსეთი/ჩინეთი) დასავლეთის საპირწონედ; 4. რელიგია და იდენტობა; 5. დიაგნოსტიკა, რეგულაციები და სხვა. სამი ინტერეს-ჯგუფი, რომლებიც კოვიდ19-ზე მცდარ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რეგულარულად ავრცელებდნენ, არიან: პოლიტიკური, ანტილიბერალური, ეკონომიკური ინტერესის მქონე ჯგუფები. ანგარიში გამოიცა შავი ზღვის ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის/ აშშ-ს გერმანიის მარშალის ფონდის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, საქართველოს გაეროს ასოციაციის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ (PITA) პროგრამასთან თანამშრომლობით.
|
|
|
|
პრილის თვეში, პრაღაში მდებარე ორგანიზაციის, European Values Center for Security Policy-ის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და USAID-ის ტრანზიციის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, საქართველოში არსებული სიტუაციის აღმწერი მესამე კვარტალური ანგარიში მომზადდა. ანგარიში მიზნად ისახავს მოკლედ მიმოიხილოს საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი და მისი მიმდინარეობა 2021 წლის იანვარ-მარტის პერიოდში, მოკლედ შეაჯამოს არსებული პოლიტიკური კონტექსტი, შეეხოს მიმდინარე პოლიტიკურ ჩიხს და მოიცვას წინა კვარტლური ანგარიშის გამოცემის შემდეგ მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები. ანგარიშში ასევე განხილულია ანტიდასავლური გზავნილები და დეზინფორმაცია, რამაც ხელი შეუწყო საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ჩამოყალიბებას.
|
|
|
|
იხილეთ ამ დროისთვის გამოქვეყნებული GWB-ის ყველა პუბლიკაცია აქ.
|
|
|
|
|