ეკონომიკა 2023 წლის მე-4 კვარტალში გაიზარდა
გასული წლის მე-4 კვარტალში საქართველოს ბიზნეს სექტორმა განიცადა შთამბეჭდავი 9,1%-ით ზრდა და ჯამში 56,4 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს პოზიტიური განვითარება აისახება ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებზე, რომელთაგან ლიდერობს ვაჭრობის სექტორი, რომელიც მთლიანი გაყიდვების 37,6%-ს, ზრდა კი 5,5% შეადგენს. ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორში დაფიქსირდა 16.6%-იანი ზრდა, რასაც მოჰყვა წარმოება, მშენებლობა და ტრანსპორტი და სხვ.
ბაქოში მწვანე ენერგეტიკის განვითარების ოთხმხრივი მინისტერიალი გაიმართა
საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობათა წარმომადგენლებმა ბაქოში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობა და ერთობლივი კომპანიის დაფუძნების დეტალები განიხილეს. ქართული მხრიდან მინისტერიალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდა. მინისტერიალზე ხაზი გაესვა პროექტის ეკონომიკური და ტრანსფორმაციულ ეფექტს და აღინიშნა, რომ ევროპის ელექტროენერგიის ბაზრებზე წვდომა დადებითად აისახება ქართულ ბაზარზე, მის ტრანსფორმაციასა და ევროპულთან დაახლოებაზე.
გაეცანით სიახლეებს დეტალურად
|