#7, 1 ივლისი 31 აგვისტო , 2019
|
|
|
ობიექტივი, დღის ბოლოს, 1 ივლისი ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „ცენტრალური პროსპექტი აღმაშენებლის არის ოკუპირებული ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ოკუპირებული არის თურქეთის სახელმწიფოს მხრიდან წახალისებული ბიზნესებით. არაბული ქვეყნების ბიზნეს სისტემებით და მთლიანად უზარმაზარი არტერია დედაქალაქის გაქვთ ოკუპირებული თქვენ მაისურებზე რატომ არ იწერთ, რომ ოკუპანტია და ოკუპირებულია აღმაშენებლის პროსპექტი.“
|
|
რუსთავი 2, კურიერი, 2 ივლისი, სოფო კიკაჩეიშვილი, ქართული ოცნება: „[რუსეთი] ოკუპანტია თუ რაც არის, შემოგევლე, თურქეთი არა ნაკლები მტერი იყო ჩვენთვის, მაგრამ ხომ არი ეხლა ურთიერთობები?!“
|
|
ობიექტივი, დღის ბოლოს, 3 ივლისი, დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „საოცარია, რო იძახი „რუსეთი ოკუპანტია“, ისიც თქვი, რომ თურქეთიც ოკუპანტია, მაგალითად, და ირანიც. ამას რატო არ ამბობ?! მერე იძახი „არ გვინდა რუსეთი!“ ნუ, კარგია, არ გინდა. არც თურქეთი გინდა თქვი ესეც! მერე ვინ გტენის ამ რუსეთს, რუსეთი გეტენება გინდივარო თუ რაშია საქმე?! ამ წინადადებებით რომ დარბიხართ, ამ წინადადებების მერე რა დგას?! არაფერი აბსოლუტურად, რაღაცა ბოდვაა!“
|
|
საქართველო და მსოფლიო, 10 ივლისი, დავით მხეიძე, ავტორი: "თუ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების დროებით ოკუპაციაზე შეგტკივათ გული, თურქეთის მიერ საქართველოს ძირძველი ტერიტორიების 34% სამუდამო ოკუპაციაზე, გნებავთ, დავითგარეჯის მიტაცების მცდელობაზე რატომ დუმხართ, რატომ არ დარბიხართ ქუჩებში “თურქეთი ოკუპანტია” და “დავითგარეჯა საქართველოა”-ს წარწერებიანი მაისურებით?"
|
|
ასავალ-დასავალი, 29 ივლისი - 4 აგვისტო გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „თურქეთი ცალკე აჭარის ოკუპაციითაა დაკავებული და ყოველწლიურად ათასობით ბავშვი მიჰყავს აჭარიდან თურქულ მედრესეებში გასათურქებლად!“
|
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 30 ივლისი ნინო რატიშვილი, წამყვანი: „შენ როდესაც იმასაც ვერ გაბედავ, სახელმწიფო სიამაყე არ გექნება, ეროვნული, სახელმწიფოებრივი ის არ გექნება, რომ, ხომ იყო ინიციატივა, გამარჯვების დღედ ვაღიაროთ, დავუშვათ, ესე იგი [დიდგორის ბრძოლის დღის აღნიშვნა], შენ ამას უარყოფ იმიტომ, რომ ელჩი მოდის თურქეთის და თითს გიქნევს და შენი გამარჯვება ჩემი დამარცხება იყოო, მერე იმას ნურაფერს ნუ მოსთხოვ, ნახევარი აჭარა რომ წაიღო, წაიღებს.“
|
|
რუსთავი 2, პოსტსკრიპტუმი, 14 ივლისი, სპირიდონ აბულაძე, სხალთელი მთავარეპისკოპოსი: „ესეთი ისტერიული და ვაკხანალიური გინება რუსეთის და ასე შემდეგ, ეს არი მიმართული პირდაპირ მართლმადიდებლობის დანგრევისკენ და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. იმიტომ, რომ თუ შენ ოკუპაციის გამო ამას იძახი, ორჯერ მეტი აქვს თურქეთს წაღებული, აზერბაიჯანი აგერ გეუბნება, რომ ეს ყველაზე დიდი სიწმინდე ჩემიაო და აგერ სხვებსაც აქვთ კიდევ წაღებული. რატომ იმათზე არ ამბობენ?!“
|
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 30 ივლისი ზურაბ ცინცქილაძე, მსახიობი: „მინდა გითხრათ, რომ თურქეთში ქართულად დალაპარაკებისთვის ენას შუაზე უჭრიდნენ ბავშვებს, შეუძლებელი იყო. თუ ქართულად ლაპარაკი გინდოდა, ზურგით უნდა დამდგარიყავით და რაღაცა გებუტბუტათ. და დღეს მიეცათ საშუალება, რომ მათ ჰქონოდეთ წიგნი [დედაენა თურქეთში მცხოვრები ქართველებისთვის] და ქართული ენის საკვირაო სკოლები იქნება თუ სკოლებში ასწავლონ ის ენა, რომელიც მათ აინტერესებთ.“
|
|
ალია, 5-11 აგვისტო ლევან ჯავახიშვილი, ჟურნალისტი: „ჯერ ხომ გვაკლია უცხო ქვეყბნის სპეცსამსახურების აგენტურა თუ მათ მიერ გადაბირებული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, მაგრამ ეს დრო თუ დაგვიდგა, თქვენ მერე ნახეთ. ყოველი მეორე მიგრანტი, კონკრეტული ქვეყნის აგენტი იქნება საქართველოში.“
|
საქართველო და მსოფლიო, 10 ივლისი, ბესო ბარბაქაძე, ჟურნალისტი: "სასაცილოა, მაგრამ ფაქტი, რომ რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღება არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში მოხვდა. უფრო სწორად, მოხვდა ისე, თითქოს რუსეთი ასე ცდილობს ჩვენს დამონებას. სამაგიეროდ, იგივე ორგანიზაციები არაფერს ამბობენ არც ინდოელ, არც არაბ თუ თურქ პირებზე, რომლებიც, საერთო ჯამში, ასევე ათასობით არიან და რომლებმაც ასევე მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა".
|
|
|
|
საზოგადოებრივი ორგანიზაციები
|
|
ალია, 26 აგვისტო - 15 სექტემბერი, ზვიად ტომარაძე, საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება: „კანონპროექტის დაწერის მიზეზი გახდა საქართველოში შექმნილი ხელსაყრელი გარემო, ძირითადად აზიის მოქალაქეებისათვის, რომლებსაც სურთ ბინადრობის მიღება და საქართველოს ტერიტორიაზე ემიგრაცია. ქვეყანაში არსებული უმძიმესი დემოგრაფიული პრობლემების ფონზე, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველო მიმზიდველ ქვეყნად იქცა აზიელი მიგრანტებისთვის. სახელმწიფო სერიოზული პრობლემების წინაშე დადგა. ქვეყანაში შეიცვალა ეთნიკურ-რელიგიური ბალანსი, მკვიდრი მოსახლეობის საზიანოდ. ანუ, მკვიდრი მოსახლეობა საქართველოში აღმოვჩნდით უმცირესობაში. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობის 1/3 გასულია ქვეყნიდან და ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს“.
|
|
რუსთავი 2, კურიერი, 2 აგვისტო, მიხეილ გეგეშიძე, მოქალაქე: „უნდა იცოდეს ერთხელ და სამუდამოდ საზოგადოებამ და ამ უცხოეთის მოქალაქეებმაც, როდესაც ჩამოდიან საქართველოში, ისინი არიან სტუმრები და არა ყველაფრის უფლება არა აქვთ მათ“.
|
|
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია
|
|
აქართველო და მსოფლიო, 17 ივლისი, ბასილ მკალავიშვილი, სასულიერო პირი: "[გიგა] ბოკერია ქვებით დაგვდევდა მართლმადიდებლებს, რომლებიც ებრძოდნენ იეღოველთა საზიზღარ სექტას, ადამიანობის მტრებს, ქართული გენის აღმოსაფხვრელად მოგზავნილთ".
|
|
რუსთავი 2, კურიერი, 1 ივლისი, სოფო კიკაჩეიშვილი, ქართული ოცნება: „ვენაცვალე გახარიას! ვენაცვალე გახარიას ხო! ცისფერები, ლეზბიანკები, პიდარასტები ყავნდენ იქ და ნაციონალები [20 ივნისის აქციაზე]! ვინ არი იქ ნორმალური, ვინ არი, ვინ?! ბიძინა ივანიშვილთან მოვა ლგბტ ხალხი?! რას მაშინებთ, სამარცხვინოები ხართ! როგორ ალაპარაკებს ეს მთავრობა ამ მკვლელებს, ამ გათახსირებულებს!“
|
|
ობიექტივი, დღის ბოლოს, 8 ივლისი ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „ვითხოვთ ჩვენ რიგგარეშე სხდომა დაინიშნოს და გავიდეს ჩვენი რეზოლუციის პროექტი, არა ლგბტ პროპაგანდას რაც მოახვიეს ქართველ ხალხს თავზე და ესეც პროვოკაციის ელემენტად არის უკვე გამოყენებული მთელ ამ პროცესში [ანტისაოკუპაციო აქციები]“.
|
|
ობიექტივი, დღის ბოლოს, 3 ივლისი, დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „არ მინდა ლგბტ, კაცო! არ გვინდა ჩვენ ეს ლგბტ და ეს ლგბტ პროპაგანდა! ჩვენც ხო გვაქ თავისუფალი აზრის უფლება კაცო! ლგბტ თავისთვის იყოს სადაც არი, ჩვენ თავი დაგვანებოს! „რუსეთის აგენტი ხარ!“ ეს სიგიჟე არ არი ეხლა?! ნიუ იორკში აქციას აჩვენებს რუსთავი 2, რო იქ გამოდიან ვიღაცა ქართველი ლგბტ და იძახიან, რომ რუსეთ უშლის ლგბტ-ს ხელს საქართველოში! ნუ, აი, გაოცებული ვარ! როგორ, ჩვენ ქართველებს გვინდა საქართველოში?! რუსეთი რა შუაშია, ჩვენ არ გვინდა კაცო ეს! გავიგე, თავისი საქმეა, მაგრამ ამის პროპაგანდით თავი დაგვანებონ!“
|
|
ასავალ-დასავალი, 12-18 აგვისტო სოსო შატბერაშვილი, მემარცხენე ალიანსი: “გარდა ამისა ეს „ანტისაოკუპაციო მოძრაობა“ ნაცების მიერ ფინანსდება, რომლებიც ჯერ ლგბტ პრაიდით ეცადნენ რევოლუციის მიერ ფინანსდება, რომლებიც ჯერ ლგბტ პრაიდით ეცადნენ რევოლუციის მოწყობას, შემდეგ „გავრილოვის ღამით და ბოლოს ამ კლოუნადამდე დავიდნენ!“
|
|
|
|
|
ობიექტივი, ოქროს კვეთა, 17 აგვისტო ვალერი კვარაცხელია, წამყვანი: „არა, ქუჩაში სხვები გამოდიან, ქუჩაში სხვები გამოდიან, რომლებსაც აბსოლუტურად სხვა მოთხოვნები აქვთ - ნარკომანია დაგვაკანონებინეთო, პროსტიტუცია დაგვაკანონებინეთო, გეიქორწინება დაგვაკანონებინეთო და ა.შ. ანუ უზნეობის და გახრწნილების მორევში უნდა ჩაიხრჩოს ეს საქართველო“.
|
|
|
|
|
მარშალპრესი, 5 ივლისი, ბონდო მძინარაშვილი, ჟურნალისტი: "გეი-პრაიდის ჩატარებას შაბათს აპირებენ?! ეს იქნება პროვოკაცია! მათ იმედი აქვთ, რომ ხალხი წინააღმდეგობას არ გაუწევს! არადა, პროტესტი იქნება!
და ეს პროტესტი უპირველესად ხელისუფლების წინააღმდეგ ექნება საზოგადოებას! არ დაუშვათ ამ პროვოკაციული მარშის ჩატარება!" სოციალური ქსელი
|
|
|
|
|
ალია, 5-11 აგვისტო ლევან ჯავახიშვილი, ჟურნალისტი: „იგივე პრაიდის ჩატარების მცდელობა გაიხსენეთ. იცის ხალხმა, ამ გარყვნილ და აღვირახსნილ ხალხს თარეშისა და პრაიდების ჩატარების საშუალება არ უნდა მისცეს, მაგრამ გარეთ მაინც არ გამოდის, სახლში ზის და იქიდან ადევნებს თვალს თქვენს ბრძოლას. უკვე მერამდენე წელია 70-80% ერთი და იგივე ხალხი გადის ამ აქციებზე და გეების თავგასულობას აპროტესტებენ, ევრძვიან და ზოგჯერ ეს ბრძოლა, ხელჩართულიც გამხდარა. თქვენ რა გგონიათ, ვინც მაგ აქციებზე გადიხართ, ვინც მაგ უმსგავსობას უპირისპირდებით, მარტო თქვენ არ მოგწონთ ეგ სიმახინჯე? მარტო თქვენ ხართ მზად, ბევრი გაიღოთ, ოღონდ ქვეყანას ეგ მთავარი საფრთხე აარიდოთ? ... როდესაც ამბობთ, რომ გეების მომრავლება, მომავალში მათთვის ქორწინების უფლების დაკანონება, უცხოელებზე მიწების გაყიდვა, უცხოტომელთა მომრავლება ქვეყანაში და მათთვის საქართველოს მოქალაქეობის მიცემა სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის საფრთხეა, თუ ასე გაგრძელდა, ქვეყანას მომავალი აღარ ექნება და მას ეშმაკები დაეპატრონებიან...“
|
|
საქინფორმი, 29 ივლისი, არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი: "...ნარკომანები და პედერასტები არცხვენენ ძველი თბილისის კულტურულ სახეს;"
|
|
საზოგადოებრივი ორგანიზაციები
|
|
ასავალ-დასავალი, 19-25 აგვისტო ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა ასოციაცია: „თავიდანვე შევთანხმდეთ იმაზე, რომ დღეს საქართველოში „ასავალ-დასავალისა“ და მედიაკავშირ „ობიექტივის“ გარდა, ფაქტობრივად, არ არსებობს ტელევიზია და გამოცემა, რომელიც ლგბტ პროპაგანდის კლანჭებში არ არის."
|
|
ასავალ-დასავალი, 8 -14 ივლისი სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: “მარტო ერთ კაცს რომ მომიწიოს გამოსვლა, გეი-აღლუმს არ ჩავატარებინებ! ჩემს გვამზე მოგიწევთ გადავლა! 8 ივლისს, დილის 10 საათიდან ქუდზე კაცი რუსთველის გამზირზე. დიახ, არა სადმე ბაღებში, სკვერებსა თუ სხვა მოფარებულ ადგილებში, არამედ სწორედ რუსთველის გამზირზე შევიკრიბოთ, დავიკავოთ პარლამენტის წინ მდებარე მოედანი და არ დავუშვათ მამათმავლების აღლუმი! საქართველო არის და ბოლომდე დარჩება ერთადერთ ქვეყნად, სადაც გარყვნილება და სოდომის ცოდვა ვერ იზეიმებს. კიდევ ერთხელ: ქუდზე კაცი რუსთველის გამზირზე! ჩვენთან არს ღმერთი და ჩვენ გავიმარჯვებთ!“
|
|
საქართველო და მსოფლიო, 7აგვისტო, გიორგი რაზმაძე, სასულიერო პირი: "ქუჩა–ქუჩა რომ დაიპარებიან ერთი მუჭა მამათმავლები და მალულად ატარებენ პრაიდებს, თუ ამდენი არიან მათი მხარდამჭერი პროდასავლურად განწყობილი “ცივილიზებული” ადამიანები, გამოვიდნენ და დაანახვონ ყველას თავიანთი სიმრავლე.ისინი უმრავლესობაში რომ იყვნენ, ციფრებით თამაშს კი არ დაიწყებდნენ და რაღაც ილუზიას კი არ შექმნიდნენ თავიანთ სიმრავლეზე, პირდაპირ დაიწყებოდა რეპრესიები. უმცირესობაში არიან და რამდენს ბედავენ, მაგრამ 70 პროცენტი რომ იყვნენ, “ანტილიბერალურად” განწყობილი ადამიანები კი _ 4 პროცენტი, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა".
|
|
ასავალ-დასავალი, 1 -7 ივლისი გროგოლ გოგიჩაძე, დეკანოზი: „ბილწი მამათმავლები მოტოციკლეტებზე შესხდნენ და ფერად-ფერადი ბუშტებით ვითომდა ანტისაოკუპაციო აქციას ჩაუდგნენ სათვეში? პირდაპირ ვაცხადებ: რუსთაველის გამზირზე ტარდება გამძვინვარებული, უბინძურესი სექტის აქცია, რომლის მთვარი მიზანია საზოგადოების შეურაცხყოფა, პროვოცირება და სისხლისღვრა!...
თუ მამათმავლები თავიანთ იდეოლოგიას მოსახლეობას თავს მოახვევენ, ჩათვალეთ, რომ საქართველო დამთავრებულია, ხოლო ღვთის რისხვა - გარდაუვალია! ამიტომ ამ ბინძურ და გარყვნილ სოდომისტების წინააღმდეგ მთელმა ერმა ხმა უნდა აღიმაღლოს!
საქართველოსათვის ჯალალედინი და თემურ-ლენგი არ წარმოადგენდნენ ისეთ საფრთხეს, როგორსაც ეს ბილწი სოდომისტები!“
|
|
ინტერპრესნიუსი, 7 ივლისი დავით ისაკაძე, დეკანოზი: „“დღეს გავრცელდა ინფორმაცია ჭინკების [ლგბტ თემის] აღლუმის გამართვასთან დაკავშირებით. ეს არის მორიგი დიდი პროვოკაცია ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოებრიობის, ზნეობისა და სარწმუნეობის საწინააღმდეგოდ. ... მავანნი ამ მარშს “ღირსების მარშს“ არქმევენ. ჩვენ, საქართველოს მოსახლეობის 97%-მა ვიცით, რომ ეს არის გარყვნილებისა და უზნეობის მარში, რასაც ქართველი ხალხი, კავკასიის შვილები არ დავუშვებთ. ჩვენც გვაქვს უფლება და მინდა გავისეირნო შვილებთან ერთად ჩემს საყვარელ პროსპექტზე, მაგრამ არ მინდა დავინახო ეს საშინელი, საზიზღარი ხალხი, რომელიც ჩემს ქვეყანას და სარწმუნობას შეურაცხყოფას აყენებს.“
|
|
საზოგადოებრივი მაუწყებელი, მოამბე, 8 ივლისი ლევან ვასაძე, ბიზნესმენი: „არ დავუშვათ პრაიდის ჩატარება და მოვითხოვთ გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი და მიღებული იქნას კანონი - საქართველოში გარყვნილების პროპაგანდის წინააღმდეგ.“
|
|
სააგენტო პირველი, 23 აგვისტო, ნიკა ქაცარიძე, მსახიობი: "სრულყოფილი სიყვარული - ტელევიზია ყოველგვარ უზნეობას ახალისებს. შოუებში ისმის, თურმე სრულყოფილი სიყვარული ქალის ქალთან უფრო შეიძლება იყოს, ვიდრე ქალის - კაცთან. რას ქადაგებენ, რას ლაპარაკობენ, ეს ხომ მოზარდებს ესმით. როგორ შეიძლება, ქალის ქალთან და კაცის კაცთან ცხოვრება ნორმალური იყოს, ღმერთს ასე არ გაუჩენია. ამას ჩემი გონება ვერ იღებს და ანგარიში როგორ გავუწიო? დავზომბირდით, ხედავთ, რა დღეში ვართ? ქუჩაში ადამიანები რწმენადაკარგული, გამოშიგნული, უიმედო სახეებით დადიან. მეც გამოწურული ლიმონივით ვარ, როგორ ვითამაშო? ეს ტკივილი როგორ გაჩვენო?ჩვენ სულ ვიღაცას ვბაძავთ. გვგონია, ის უფრო მაგარია"
|
|
რუსთავი 2, კურიერი, 2 ივლისი, სოფო კიკაჩეიშვილი, ქართული ოცნება: „ყველაფერი კარგია [რუსეთში], საჭმელი, ჩასაცმელი, აბა ევროპა სჯობია? ევროპა?! პიდარასტების და იმის რა ქვია, ცისფერების და ლესბოსელების ქვეყანა?! მე მომწონს რუსეთი, მაგათი ტრადიციები“.
|
|
საქართველო და მსოფლიო, 3 ივლისი, ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: "კაცს [არჩილ თალაკვაძეს], რომელიც მხარს დაუჭერს მამათმავლობის დაკანონებას, მხარს დაუჭერს ბავშვის უფლებათა კოდექსს, რომელიც ოჯახის გამოცხადებული ნგრევაა, პატრიარქთან ვიზიტი და პირჯვრის გადაწერა უშველის?! უწმინდესმა კი დაგლოცათ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მაგრამ თქვენი გუნდი რომ უღმერთობის განსახიერებაა, ამას რამე ეშველება?! არ გამოგივათ ეს იაფფასიანი აფერა, იმიტომ, რომ თქვენი პოლიტიკური სულისკვეთება ძალიან კარგად გამოჩნდა წლების წინათ, როცა დასავლეთის კარნახით იღებდით კანონებს, რომლებსაც სრულიად საქართველო ეწინააღმდეგებოდა. ერთ მხარეს იდგა ქართველი ხალხი, მეორე მხარეს იდექით თქვენ. ეს იყო და არის თქვენი არჩევანი, რომელსაც ვერ დაფარავთ საპატრიარქოში ვიზიტებით".
|
|
ასავალ-დასავალი, 12-18 აგვისტო დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: “ერთი სიტყვით, ხელისუფლებისა და ქვეყნის საქმე ისე წავა, როგორი მრჩევლებიც გარს ახვევია. დაუჯერებ და ივლი გეი-აქტივისტებისა და მამუკა ხაზარაძის თუ უცხოური ფონდების მიერ დაფინანსებული ლიბერასტების ჭკუაზე?
|
|
საქართველო და მსოფლიო, 13 აგვისტო, გივი სომხიშვილი, ავტორი: “გაუკუღმართებულ დღევანდელობას თავისი მწერლებიც ჰყავს, ტუალეტში ლექსის დაწერით რომ ტრაბახობენ _ სექსუალურად ბილწი და საკუთარ დედაზე ვბნებააშლილი მანიაკები. საინტერესოა, ბაირონის სამშობლოში თუ მოიხიბლებოდნენ ამ ტუალეტის მწერლების “შემოქმედების” სურნელით. საქართველოს უძღებ შვილთა გაევროპელების მათხოვრობის შედეგია მათი ესოდენი განებივრება. ამგვარი უწმინდურობის აღზევება კი ევროპის ისტორიას სამარცხვინო ლაქად შემორჩება. ეს სამარცხვინო ლაქა, ევროატლანტიკურ როკვას რომ ახლავს სატანის, ქართველთა სპეტაკი სულიერების დასვრას ცდილობს”.
|
|
საქართველო და მსოფლიო, 10 ივლისი, გიორგი რაზმაძე, სასულიერო პირი: "წლების მანძილზე ჩვენ ვხედავდით არაერთ მცდელობას, რომ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტიქრისტიანული ძალები ხალხს მისაღები ფორმით მოვლინებოდა; ადამიანებს ეუბნებოდნენ, რომ საქართველოს არავინ არაფერს აძალებს, არავინ არაფერს გვახვევს თავს და ა.შ. მიუხედავად ამისა, საქართველომ არ მიიღო არც ერთი ფორმით, არც ერთი მზაკვრული სახით შემოთავაზებული მამათმავლობა, ეკლესიის გინება, პატრიარქის შეურაცხყოფა, ქრისტიანობის ქილიკი, ლანძღვა და დისკრედიტაცია, რაც მათთვის ნაცარში კოვზის ჩავარდნის ტოლფასია. ახლა კი ცდილობენ, ოკუპაციის თემას ამოეფარონ და ამისთვის ძალ-ღონეს არ იშურებენ, მაგრამ ესეც არ გამოსდით. არ გამოსდით იმიტომ, რომ, როგორც ცეცხლი თივაში, ლიბერალური შხამით მოწამლული ბინძური გონება ვერანაირ ნიღაბში ვერ დაიმალება".
|
|
ინტერპრესნიუსი, 7 ივლისი დავით ისაკაძე, დეკანოზი: „რამდენიც არ უნდა ვიყოთ, ვიქნებით ასეთი პროვოკაციის გამართვის აქტიური წინააღმდეგნი. პირველ რიგში, მინდა ეს იცოდეს ქალბატონმა აშშ-ს საელჩოდან - ნუ შეუწყობენ ასეთი მავნე პროცესების [ღირსების კვირეული] განვითარებას ხელს. საქართველო საბედნიეროდ აშშ-ი არ არის. ჩვენ ჩვენი ზნეობა გაგვაჩნია და ღმერთი ისე არ დაგვიკარგავს, როგორც სამწუხაროდ, ეს ხდება აშშ-ი და ევროპაში“
|
|
ობიექტივი, ახალი ამბები - მთავარი, 11 ივლისი გივი სიხარულიძე, მსახიობი: „ევროპისგან და ამერიკისგან იყო შეკვეთილი, რომ ესეთი რამე გადაეღოთ აქ, [ფილმი ლგბტ თემის წარმომადგენლებზე “და ჩვენ ვიცეკვეთ”] იმისთვის რომ გახრწნან, მთელი მსოფლიო მუშაობს მცირე ერების გახრწნაზე. ჩვენ უნდა დავკარგოთ იდეალები. ჩვენ არ უნდა გვყავდეს გმირები. ჩვენ არ უნდა გვყავდეს რაინდები. ჩვენ არ უნდა გვყავდეს პატიოსანი ქალები. ამაზე მუშაობს მსოფლიო, რომ კარგად გვმართონ.“
|
|
|
|
|
ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.
|
|
|
|
|
მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.
|
|
|
|
|
|
|